IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამათა და შვილთა ''ბრძოლა''
ქავთარაძე
პოსტი Apr 10 2008, 11:03 PM
პოსტი #1


დაურეგისტრირებელი









აბა ხალხნო რა იცით ამ დაპირისპირების შესახებ? თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?
ეს დაპირისპირება წარმოიშვა მას შემდეგ რაც რუსეთის მეფის - ნიკოლოზ I-ის ვიზიტისას საქართველოში, ახალგაზრდა(ილია, აკაკი...) თაობას დაასწრეს ხნიერებმა(გრიგილ ორბელიანი და სხვები) და მეფეს თხოვეს საქართველოში გაეხსნა სამხედრო სასწავლებელი, ხოლო ილიას და მის თანამოაზრეებს სურდათ ნიკოლოზ I -ისთვის ეთხოვათ უნივერსიტეტის გახსნა(არ გაიხსნა)
გაიხსნა სამხედრო სასწავლებელი და ამის შემდეგ აგორდა დიიდი დაპირისპირება.
ჩამოყალიბდა 2 მხარე- მამები და შვილები.
აბა აბა ძალზედ საიტერესო თემაა.

ერთის მხრივ ჩინ-მედლებზე გაყიდული მამულის "მოღალატე შვილები" და მეორეს მხრივ "ბურთივით მრგვალი" ლიბერალები.

მოველი თემის განვითარებას.
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი May 24 2014, 10:07 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გურამ ლურსმანაშვილის ღია წერილი , ორგანიზაცია – ,,იდენტობას”
ღია წერილი იდენტობას

მოგესალმებით !

რამდენიმე დღის წინ , თქვენს ოფიციალურ ბლოგზე –http://identoba.com/2014/05/21/iliach/გამოაქვეყნეთ თემა , სათაურით – ,, რას წერდა ილია ჭავჭავაძე , საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე . ‘’იგი წარმოადგენდა ამონარიდს ვრცელი პოლემიკიდან , რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც – ,, მამათა და შვილთა ბრძოლის’’ სახელწოდებით .

თქვენი ბლოგი ისედაც ცნობილია როგორც ანტიეროვნული , მართლმადიდებლური ეკლესიისადმი დაპირისპირებული , ტრადიციული ღირებულებების უარმყოფი და მრავალი უარყოფითი პათოსით განმსჭვალული . ამ და სხვა მიზეზების გამო , ნამდვილად არ გავამახვილებდი ყურადღებას ზემოთნახსენებ წერილზე , რომ არა ის ურცხვობა , უტიფრობა, უგუნურება და კიდევ ვინ მოსთვლის რომელი არაჯანსაღი დამოკიდებულების გამოვლინება , რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი გავხდით , თქვენი ოფიიალური ბლოგის მიერ .

გასაგებია რომ , არ მოგწონთ მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრება და ქმედებანი ( ღმერთმა დაგვიფაროს რომ ამ მდგომარეობაშ მყოფთ , მოგწონდეთ იგი . შეუძლებელია ეკლესია უყვარდეს იმ ხალხს , რომლებიც გარყვნილების (მით უმეტეს ჰომოსექსუალიზმის) პროპაგანდით , ეროვნულობისადმი დაპირისპირებულობით , ტრადიციული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვით , სიცრუის ტირაჟირებით და ცილისწამებებითაა დაკავებული ) . მაგრამ ყველაფერს ზღვარი გააჩნია . როგორ შეიძლება ასეთი სიცრუის , ცილისწამების , ურცხვობის , უტიფრობის , ისტორიული რეალობის შერყვნის , ლიტერატურული მემკვიდრეობის დამახინჯების და კიდევ იმ მრავალი უარყოფითი მოვლენის ჩადენა , რომელიც თქვენ მოიმოქმედეთ , აღნიშნული წერილის , თქვენეული ფორმით წარმოდგენის შედეგად .

თავისთავად , ჩვენ არანაირი წინააღმდეგობას არ გავუწევთ , თუკი ისეთი განათლებული , ერისთვის მოამაგე და მამულისთვის თავშეწირული პიროვნებების ნაწარმოებებს განათავსებთ ხოლმე , თქვენს ოფიციალურ საიტებზე , როგორიც სულმნათი ილია გახლდათ . თქვენ თუ ვერ მოიძიეთ გვითხარით და თავად მოგაწვდით ხოლმე მის , თუ ეკლესიის მიერ კანონიზირებული , სხვა წმიდანის სასარგებლო და გამოსადეგ რჩევებს თუ ნამუშევრებს . ჩვენ გაგვიხარდება თუ დაინახავთ , რომ ივ. ენსლერის , “ვაგინა მონოლოგებზე” (იხ.http://identoba.com/2014/05/22/vagina-3/) –ზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოებები არსებობს , რომლებიც უცხოურ გრანტებზე ღირებულები და ფასეულები არიან , როგორც ქართულ , ისე მსოფლიო ლიტერატურაში .

მაგრამ , ,,კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდებაო’’ იტყვიან და მართებული ინტერპრეტაცია უნდა მისცეთ ყველაფერს . სხვა თუ არაფერი , ,,საავტორო უფლებები’’ მაინც დაიცავით ამ პიროვნებებისა და ვის მიმართაც დაწერეს ესა თუ ის შრომა და რა სათაურითაც , ის დააწერეთ .

თქვენი მხრიდან ხშირად გვესმის , რომ ვართ უსწავლელები , ჰომოფობები , ცილისმწამებლები და სხვა მანკიერი თვისებით სავსე ხალხი . კარგი ბატონო , ჩვენ ვიყოთ , მაგრამ თქვენ რაღა გამოდიხართ მაშინ ?

ის უსინდისო ტყუილი , რაც თქვენ დაწერეთ , მშვენივრადაა გაბათილებული , ქართული ენისა და ლიტერატურის მე–9 კლასის სახელმძღვანელოში .მართალია , თავიდან ვფიქრობდი , რომ ცნობილი ლიტერატურათმცოდნეების , კრიტიკოსების , თუ ისტორიკოსების ნაწარმოებებიდან ამოგვეღო ციტატები და ისე გამეცა პასუხი თქვენი უღირსი საქციელისათვის , მაგრამ თქვენივე ქმედებები მაფიქრებინებს , რომ საამისო ცოდნა არ გაქვთ , ამიტომ ვმოქმედებ სახარებისეული შეგონებით , არ ვუყრი მარგალიტებს ღორებს , ვიღებ მეცხრე კლასის სახელმძღვანელოს და იქიდან გაგცემთ პასუხს . ვიმედოვნებ რომ 8 კლასი მაინც გაქვთ დამთავრებული და თქვენი გონება დაიტევს ამ პროგრამას . მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში დაწერილი ინფორმაციის გაგება რომ არ გაგიჭირდეთ , შესავალს გავაკეთებ – იმ ლექსის სათაური , რომელიც თქვენ ატვირთეთ , არის ,,პასუხის პასუხი . ‘’ იგი დაწერა , გრგოლ ორბელიანის – ,,პასუხი შვილთას’’ საპირწონედ . მგონი საკმარისია ამ ეტაპზე და დროა სახელმძღვანელო გადავშალოთ :

,,პრესაში გაიმართა მძაფრი დებატები , ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის , რასაც მოგვიანებით ,, მამათა და შვილთა ბრძოლა’’ უწოდეს . ,,შვილების ‘’თაობას ილია ჭავჭავაძე მეთაურობდა , ხოლო ძველ ,,მამათა თაობას’’ გრიგოლ ორბელიანი . ‘’ [1]

უფრო დიდი ავტორიტეტის აზრი გაინტერესებთ ? ამავე სახელმძღვანელოში გადავშლი ერთ გვერდს თქვენივე ნებართვით და მოგახსენებთ თუ რას წერს ამაგდარი მკვლევარი – პავლე ინგორყვა : ,, სამოცდაათიან წლებში ,,მამათა და შვილთა ბრძოლის’’ დროს , ილიას მწვავე შეტაკება მოუხდა გრიგოლ ორბელიანთან…’’ [2]

ახლა გეკითხებით , სად წერია აქ , ქართული ეკლესიის , სამღვდელოების , ტაძრების და.ა.შ. შესახებ მსჯელობა ? სათაურში კი აღგინიშნავთ რომ – ,, თქვენგანჩაგრული,

დაბრმავებული,

ერიჯვრებზედარგაგვიყიდია.’’ მაგრამ ის მაინც უნდა იცოდეთ , რომ ამ ჯვრებში დეკანოზობის ან ტრაპეზის ჯვრები კი არა , ის ჯილდოები იგულისხმევა , რომელსაც რუსეთის იმპერია აძლევდა ხოლმე პიროვნებებს . სწორედ ამ ჯვრებისა და ჩინების შესახებ ამბობს ილია : ,, ჩვენუჩინონი,

ჩვენუჩინონი

თქვენჩინიანთა, ბუზადგგონივართ…’’

არ იცოდით ? მეეჭვება , მაგრამ თუნდაც არ გცოდნოდათ , ეგ უარესი . რაც არ იცით რა გალაპარაკებთ და რატომ შეგყავთ ხალხი შეცდომაში ?

თუ მაინცდამაინც გაინტერესებთ რას ამბობს ილია ქართველ სამღვდელოებაზე , სასულიერო პირებზე და.ა.შ. , მაშინ ამავე სახელმძღვანელოს გადავშლი და დავაციტირებ : ,, სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლის მთავარ დიაკონთან ქართული წერა–კითხვითა . მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა.’’ [3]

ბევრს აღარ გავაგრძელებ , ეგებ ნება გებოძოძათ და „როგორ მოვარჯულოთ დრაკონის“ ყურებაში დროის კარგვისა და პერსონაჟი Gobber-ის საუბრების მოსმენის მაგივრად , რომელიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საუბრობს (იხ.http://identoba.com/category/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9817/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ ) , ილია ჭავჭავაძის – გლახის ნაამბობი წაგეკითხათ და შემდეგ გამოგეტანათ ,,ეგზოგ გონივრული’’ დასკვნები , ილიასა და ეკლესია–საღმვდელოების დამოკიდებულებაზე .

პირველად რომ ვნახე თქვენი სტატია , იმედი მქონდა რომ ტექნიკუი ან მექანიკური შეცდომა მოგივიდათ , მალევე აიღებდით მას და ბოდიშსაც მოიხდიდით საჯაროდ , მაგრამ შევცდი . პირიქით , უმალ აიტაცეს ის , ბატონმა მირიან გამრეკელაშვილმა თუ სხვა პიროვნებებმა , გაავრცელეს ინტერნეტში რითაც დამატებითი საბაბი მისცეს უსაქმურ და მახათიან ხალხს , რომ ეკლესია ელანძღა .

დასასრულისკენ მიმყავს საუბარი და შეგეკითხებით იმ პიროვნების შესახებ , ვისაც ამგვარი სისაძაგლის მოფიქრება და ატვირთვა –გავრცელება მოუვიდა აზრად . რა რაოდენობის თანხას უხდით მას ასეთი უკადრებელი საქმის ჩადენისთვის ? და თუ არ უხდით , რა სჭირს საიმისო , რომ ასეთ სამარცხვინო საქციელს სჩადის ? მაინტერესებს , ილიას თუ ესროდა , უცხოეთიდან გრანტების მიღების სანაცვლოდ ?

ვერც იმას დაგვაჯერებთ , რომ ეს მოიმოქმედა ერთმა უღირსმა ადამიანმა და საიტის მესვეურებმა თუ ორგანიზაციის წევრებმა არაფერი იცოდით . ვინაიდან და რადგანაც , გავრცელებისთანავე მოჰყვა სტატიას მწვავე კომენტარები და რეაქციები . თქვენ კი ის საზოგადოება ხართ , რომელიც არათუ საკუთარ საიტზე , არამედ კოსტა–რიკის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე რა ხდება , ისიც იცით –(იხ.http://identoba.com/category/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9817/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/)

ეს და სხვა ფაქტორები კიდევ უფრო მეტად ასაჩინოებენ თქვენს აგრესიულ დამოკიდებულებას , საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი . ( თუ ,,აგრესია’’ მხოლოდ მაშინ მოქმედებს , როდესაც ,,ტაბურეტკიან’’ კაცს ხედავთ და კანონმდებლობაც მარტო მაშინ გჭირდებათ , როდესაც ტრანსგენდერის ,,უფლებები ირღვევა’’ ? )

იძახით – უმცირესობების უფლებების დამცველები ვართო . ვთქვათ და მართლაც ამგვარად იქცევით ( ნეტავ ასე იყოს !) , უმრავლესობებსაც რომ უფლებები აქვთ არ იცით?თუ იურისპრუდენციაშიც , როგორც ლიტერატურაში , მერვე კლასის პროგრამას ვერ გაცდით? თუ ის არ იცით , რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მართლმადიდებელია და მათაც აქვთ უფლებები ? ან ის , რომ სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კანონით დასჯადია ? თუ ის , რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დანაშაულია ? თუ ის , რომ ისტორიული რეალობის დამახინჯება არ შეიძლება ?და.ა.შ.

მე იურისტი არ ვარ , აი თქვენ კი განთავსებული გაქვთ საიტზე– ,,იურიდიული მომსახურება.’’ ჰოდა ჰკითხეთ მაგ თქვენს იურისტებს , შეიძლება თუ არა ისტორიული სინამდვილის დამახინჯება , საზოგადოების შეცდომაში შეყვანა , სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა , ცილიწამება , პროვოკაცია და.ა.შ. მაგრამ რას ველი თქვენგან ? როგორც ილია ამბობდა ზემოთხსენებულ ნაწარმოებში :

,,მაგრამ შოთამ ჰსთქვა , –

რაც კოკაში ჰსდგა ,

იგივე თურმე წარმოდინდება . ‘’

P.S. ისე , დალოცვილებო , თუ ილიას ნაწარმოებებიდან გინდოდათ , რამე დაგებრალებინათ ეკლესიისათვის , ვერ გვითხარით პირდაპირ ? აი მაგალითად , გავავრცელოთ რომ , ილია , ,,მგზავრის წერილებში’’ , რუს ოფიცერს კი არა , საქართველოს პატრიარქს ესაუბრებოდა, რომელიც ამბობს : ,, ის ბაღი სავსეა ჟუჟუნათვალებიან ქალებითა. გინდა ერთს ჩაავლე ხელი , გინდა მეორეს.’’ ან თათქარიძის ეზოს როდესაც აღწერს ილია , ვითომ ტაძრის ეზოზეა საუბარი : ,, შიგ თვითონ ეზო ისე უწმინდური იყო , როგორც ძველი ჩინოვნიკის გული , დიდი საქმე იყო , პატრონამდინ ისე მიგეღწიათ , რომ ან არ გასვრილიყავით , ან კიდევ ერთი ამბრის სურნელება თან არ აგყოლოდათ . ‘’ თუნდაც ოთარაანთ ქვრივი გავიხსენოთ , დავწეროთ რომ გიორგი , ომარაშვილების მოჯამაგირეს კი არა , ეპისკოპოსს შეეწინააღმდეგა , რომელიც უსინდისოდ არსულებდა თავის მოვალეობას და.ა.შ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს რჩევები და როდესაც ამგვარი უსინდისობის ჩადენას განიზრახავთ , მოგვმართოთ . ეგება ჩვენც დაგეხმაროთ , მინიმუმ იქამდე , სანამ მეცხრე კლასის , სასკოლო პროგრამას არ დახურავთ .



[1] –ქართული ენა და ლიტერატურა ; მე–9 კლასი ; ბაკურ სულაკაური –თეა ქიტოშვილი – ნინო გორდელაძე . თბილისი 2008 წელი .

[2] –დასახ.სახელმძღვანელო – გვ.168

[3] –დასახ.ნაშრომი – გვ.140

http://seminarieli.wordpress.com/2014/05/2...83%98%E1%83%90/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 06:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი