IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> მიმართვა წმინდა სინოდს, "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" პროექტის თაობაზე
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვას?
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვას?
დიახ [ 84 ] ** [94.38%]
არა [ 5 ] ** [5.62%]
სულ ხმები:: 89
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
kiki
პოსტი Jun 30 2008, 12:46 PM
პოსტი #41

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,773

+1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Jul 1 2008, 10:53 PM
პოსტი #42

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021

იხარეთ!ვუერთდები სხვების თანხმობას მიმართვაზე.+1

--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Jul 2 2008, 12:37 PM
პოსტი #43

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525

წმიდა სინოდის სხდომაზე წაკითხულ იქნა ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსთვის საკოორდინაციო საბჭოს მიმართვა (16 ორგანიზაცია) წმიდა სინოდისადმი, სადაც ისინი ითხოვენ ეკლესიამ მხარი დაუჭიროს იმ მოთხოვნებს, რომელიც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის სრულყოფას ეხება.
წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ტელევიზიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ-კულტურულ და ზნეობრივ ფორმირებაში, რომ ნებსით თუ უნებლიედ ამ მაუწყებლობის საშუალებით ხდება ძალადობის, აღვირახსნილობის, უზნეობის პროპაგანდა და აუცილებელია კანონით აღნიშნული პროცესის აღკვეთა.

წმიდა სინოდმა დაადგინა: მიემართოს `მარეგულირებელ კომისიას და უშუალოდ ტელევიზიის ხელმძღვანელობებს, რათა დაიცვან ჩვენი საზოგადოება უხამსობისა და აგრესიისაგან და ხელი შეეწყოს ეროვნული იდეოლოგიის განმტკიცებას.

--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tetnuldi
პოსტი Jul 2 2008, 08:07 PM
პოსტი #44

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 309
რეგისტრ.: 7-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,758

+1
ეს კოდექსი მოიცავს ინტერნეტის საკითხსაც (გადახედეთ)!!!

--------------------
www.axalgazrdoba.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Jul 7 2008, 10:27 PM
პოსტი #45

tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276

გამარჯობათ,კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა თქვენს ფორუმზე.მე თორნიკე მქვია და ამ თემაზე მაქვს სულ ახალი ინფორმაცია.ხვალ,8 ივლისს 14:00 სახალხო დამცველის ოფისში ჩვენ,ახალგაზრდული კოალიცია "მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის" ვმართავთ პრეს-კონფერეციას "მაუწყებელთა შესახებ ქცევის კოდექსთან" დაკავშირებით.ანუ ზუსტად იმ თემაზე რა თემაზეც თხოვნით მივმართეთ წმინდა სინოდს.ასე რომ ყველას ვინც ეთანხმებით შეგიძლიათ მობრძანდეთ ხვალ.და ჩვენი იქ ყოფნითა და აქტიურობით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია!მადლობთ

--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 8 2008, 10:30 AM
პოსტი #46

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

mwereli
კეთილი იყოს შენი შემომატება, თორნიკე smile.gif

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jul 9 2008, 12:19 AM
პოსტი #47

ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765

ციტატა
გამარჯობათ,კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა თქვენს ფორუმზე.მე თორნიკე მქვია და ამ თემაზე მაქვს სულ ახალი ინფორმაცია.ხვალ,8 ივლისს 14:00 სახალხო დამცველის ოფისში ჩვენ,ახალგაზრდული კოალიცია "მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის" ვმართავთ პრეს-კონფერეციას "მაუწყებელთა შესახებ ქცევის კოდექსთან" დაკავშირებით.ანუ ზუსტად იმ თემაზე რა თემაზეც თხოვნით მივმართეთ წმინდა სინოდს.ასე რომ ყველას ვინც ეთანხმებით შეგიძლიათ მობრძანდეთ ხვალ.და ჩვენი იქ ყოფნითა და აქტიურობით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია!მადლობთ

უი, ეს მხოოდ დღეს ვნახე, თორემ მოვიდოდი... ისე მაინტერესებდა, მაგრამ ჩავთვალე რომ მხოლოდ პრესა დაიშვებოდა... როგორ ჩაიარა პრესკომფერენციამ?

--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 9 2008, 04:01 AM
პოსტი #48

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
უმორჩილესად გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოება, უზნეობისა და უხამსობის, ძალადობისა და აგრესიის ნიაღვარისგან, რომელიც გადმოედინება სამაუწყებლო სივრციდან და ანგრევს ჩვენს ცხოვრებასა და მომავალს.

დავამატებდი, რომ მე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის შვილს, მსურს წმიდა სინოდმა გვასწავლოს ამ ქვეყანასთან ისეთი ადაპტირება, რომ გაცილებით უფრო გამძლეები ვიყოთ და რომ რომელიმე არაქრისტიანი ჩვენს ცოდვებსა და სისუსტეებზე არ აპელირებდეს...

რომ კი არ ვანგრევდეთ ცასა და ქვეყანას პორნოგრაფიის მოთხოვნილებაში, უფლის სიყვარულითა და საკუთარი, პირადი პროტესტით ვაიძულებდეთ ტელევიზიებს უარი თქვან ხსენებული უხამსობისა და ვულგარიზმის ბიზნესად გადაქცევაზე... რომ საროსკიპოები კი არ უწყობდნენ მარხვის დამთავრებისას ბაზრის გახსნას ფეხს, არამედ ჩვენ არ ვუწყობდეთ ფეხს საროსკიპოებს..

სხვა მხრივ ვეთანხმები, მაგრამ პრობლემა ჩემი აზრით გაცილებით უფრო ღრმაა ვიდრე მიმართვაში იქნა წარმოჩენილი.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ჯერაც ვერ გათავისუფლდა ჯილაგური შეხედულებისგან, რომ მამაკაცის ქალებში წაუსვლელობა ან უახმსობის არ ყურება, გასაკიცხია... ამაშია საქმე, ცალსახად ტელევიზია როდია დამნაშავე, დამნაშავეთა უმრავლესობა ტელეეკრანებთან ზის და შესანიშნავად მოიხმარს ამ პროდუქციას....

მრავალი ჩვენგანი, რომელიც უარს ამბობს არაქრისტესმიერ გამოცდილებაზე (იქნება ეს სიძვა თუ პორნოგრაფიის ყურება), გაკიცხულია სწორედ იმათი მხრიდან, ვინც თავს უწოდებს მართლმადიდებელი ეკლესიის შივლს... ამიტომ უმორჩილესად ვთხოვდი წმიდა სინოდს, გააკეთოს ყველაფერი, რათა დაცული იქნეს ქრისტიანული სათნოებები როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.

გულწრფელად კეთილი სურვილებითა და სიყვარულით smile.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Jul 9 2008, 03:54 PM
პოსტი #49

ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092

ვეთანხმები რა თქმა უნდა smile.gif

--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Jul 9 2008, 11:10 PM
პოსტი #50

tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276

სალამი,პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები იყვნენ მოსულები,როგორც მაუწყებლები,ისე მედიის წარმომადგენლები.თუმცა მინდა ვთვქვა რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ დაინტერესებულა ამით,არადა ყველაზე მეტად მათ ეხებათ ეს პროექტი,გაზეთ ''რეზონანსის'' დღევანდელ ნომერში ძალიან კარგად არის ამ თემაზე დაწერილი სტატია.ზუსტად არის ჩვენი მოთხოვნები და შენიშვნები მოცემული.ბოლო აბზაცს მოვიყვან მაგალითად:''დღეს გახდება ცნობილი კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია ''თავისუფლების ინსტიტუტს'' უფრო დიდ ანგარიშს უწევს, თუ საქართველოს ეკლესიას,სახალხო დამცველს და ახალგაზრდულ ორგანიზიციათა კოალიციას''.დასასრული.ამის განხილვა დღეს იყო,ჩვენი პირველი მოთხოვნა იყო გადადებულიყო ამ პროექტის მიღება გონივრული ვადით,მხოლოდ იმ პირობით რომ მოგვცემდენ საშუალებას მუშა ჯგუფში ჩართვისა,რომელიც ხელახლა მოამზადებდა ამ პროექტს.მათ გადადეს და აღგვითქვეს რომ მაქსიმალურად ჩართულნი ვიქნებით...ვნახოთ,ჯერ ეს არაფერია,საქმეა მთავარი.ჩვენ შევხედოთ მართლა ქმედითი იქნება ეს თუ არა,და ვიმოქმედებთ შ ე ს ა ბ ა მ ი ს ად! ისე დღეს 16:00 საათზე ივერიაზე გავიდა ჩვენი გადაცემა ამ საკითხებზე და ყველას გირჩევთ უყუროთ მას განმეორებით ხვალ დილის 12:00 საათზე. პრინციპში ინტერნეტშიც დაიდება ივერიაზე ეს გადაცემა

--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Jul 10 2008, 12:48 AM
პოსტი #51

giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509

ციტატა(მნათე @ Jul 9 2008, 03:01 AM) *

დავამატებდი, რომ მე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის შვილს, მსურს წმიდა სინოდმა გვასწავლოს ამ ქვეყანასთან ისეთი ადაპტირება, რომ გაცილებით უფრო გამძლეები ვიყოთ და რომ რომელიმე არაქრისტიანი ჩვენს ცოდვებსა და სისუსტეებზე არ აპელირებდეს...

რომ კი არ ვანგრევდეთ ცასა და ქვეყანას პორნოგრაფიის მოთხოვნილებაში, უფლის სიყვარულითა და საკუთარი, პირადი პროტესტით ვაიძულებდეთ ტელევიზიებს უარი თქვან ხსენებული უხამსობისა და ვულგარიზმის ბიზნესად გადაქცევაზე... რომ საროსკიპოები კი არ უწყობდნენ მარხვის დამთავრებისას ბაზრის გახსნას ფეხს, არამედ ჩვენ არ ვუწყობდეთ ფეხს საროსკიპოებს..

სხვა მხრივ ვეთანხმები, მაგრამ პრობლემა ჩემი აზრით გაცილებით უფრო ღრმაა ვიდრე მიმართვაში იქნა წარმოჩენილი.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ჯერაც ვერ გათავისუფლდა ჯილაგური შეხედულებისგან, რომ მამაკაცის ქალებში წაუსვლელობა ან უახმსობის არ ყურება, გასაკიცხია... ამაშია საქმე, ცალსახად ტელევიზია როდია დამნაშავე, დამნაშავეთა უმრავლესობა ტელეეკრანებთან ზის და შესანიშნავად მოიხმარს ამ პროდუქციას....

მრავალი ჩვენგანი, რომელიც უარს ამბობს არაქრისტესმიერ გამოცდილებაზე (იქნება ეს სიძვა თუ პორნოგრაფიის ყურება), გაკიცხულია სწორედ იმათი მხრიდან, ვინც თავს უწოდებს მართლმადიდებელი ეკლესიის შივლს... ამიტომ უმორჩილესად ვთხოვდი წმიდა სინოდს, გააკეთოს ყველაფერი, რათა დაცული იქნეს ქრისტიანული სათნოებები როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.

გულწრფელად კეთილი სურვილებითა და სიყვარულით smile.gif

smile.gif ძნელია არ დაეთანხმო ამ, 17-წლის დიდს ბიჭს,ზუსტად პირველ რიგში საზოგადოება(ვგულისხმობ მის გარკვეულ დიდ რაოდენობას) იწყნარებს ასეთ გადაცემებს,და მოიხმარს, და მერე რა გასაკვირია ტელევიზიამაც რომ სრულიად დაუბრკოლებლად მოგვაწოდოა ასეთი პროდუქცია,როცა საზოგადოება თავად იტყვის ასეთი უხამსი და უზნეო გადაცემების ყურებაზე უარს,მაშინ ისენიც აღარ გაუშვებენ ასეთ მდარე გადაცემებს,პრობლემა ჩვენს გაორებაშია,ვინ გვიყვარს,ვის ვეთაყვანებით,ვის ვემორჩილებით, ქრისტეს,თუ მამონას, თუ ორივე გვინდა,როცა რომელი გვჭირდება,ასე არ გამოვა,ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ,ან მეორე.
-ასე,რომ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გადავწყვიტოთ,ვისნი გვინდა,რომ ვიყოთ ქრისტესი,თუ...

პ.ს. ისე,კი ვისთვისაც ძვირფასია სარწმუნოება,ზნეობა,ენა,მამულ
,ერი,უნდა იბრძოლოს ჭეშმარიტი ფასეულობების დასაცავად.

--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Jul 11 2008, 12:09 AM
პოსტი #52

tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276

ჰოდა ყველამ თავ თავისი აგური რომ დადოს...ჩვენ ახალგაზრდებს ეხლა მოგვეცა საშუალება რამე ვთქვათ,ჩვენი გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსთვის,ჩვენი ოჯახებისთვის,ჩვენი მომავალისთვის და ჩვენთვის.შორიდან არ ვუყუროთ ამ პროცესებს,ყველას შეგიძლიათ აქტიურად ჩაერთოთ.აი ხვალ 12:00 საათზე ყველანი ვიკრიბებით ტელევიზიასთან,საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველამ ერთად მოვთხოვოთ იმაუწყებლოს და გააშუქოს საზოგადოებისათვის მეტად მნიშვნელოვანი,უმნიშვნელოვან
სი თემები.მოგვცეს დრო,მიუძღვნას ერთი გადაცემა "ქცევის კოდექს"და მოგვეცეს საშუალება,კოალიციას და მის მხარდამჭერებს გამოვთქვათ ჩვენი აზრი და შენიშვნები ამ თემაზე,რამეს ისეთს ვითხოვთ რაც არ გვეკუთვნის?მოდი ვიაქტიუროდ და ღმერთი შეგვეწევა,ხალხო პატრიარქისა და წმინდა სინოდის მხარდაჩერა გვაქვს!ჰოდა ეხლა თუ ვერაფერი გავაკეთეთ საერთოდ ვერაფერს გავაკეთებთ ცხოვრებაში. მე არ მინდა წლების მერე ჩემმა შვილმა მკითხოს,სად იყავიო და მე ვერაფერი ვუთხრა,უფალი მეფობს!

--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
HADESI
პოსტი Aug 23 2008, 02:51 PM
პოსტი #53

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 22-August 08
წევრი № 5,509

kait ra ver xedavt mtavrobas?vinaa tkveni nacerebis gamtvalsicinebeli,ro sheitant mag purcels saertod mosvrian,misha mishas ro dizaxdit imito gvemarteba es kvelaperi,exla bichebi daigupnen da mishas dadzaxilze kide tbilis gaikca da koncertebi gamartes da amis mere tkven raimes datmobas elodebit mtavrobiosgan?sasaciloa pirdapir!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Aug 31 2008, 01:15 AM
პოსტი #54

tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276

[quote name='HADESI' date='Aug 23 2008, 02:51 PM' post='390826']
kait ra ver xedavt mtavrobas?vinaa tkveni nacerebis gamtvalsicinebeli,ro sheitant mag purcels saertod mosvrian,misha mishas ro dizaxdit imito gvemarteba es kvelaperi,exla bichebi daigupnen da mishas dadzaxilze kide tbilis gaikca da koncertebi gamartes da amis mere tkven raimes datmobas elodebit mtavrobiosgan?sasaciloa pirdapir!!!
[/quote\]
ჯერ ერთი არასოდეს მიძახია მიშა,მიშა.და არც ამირჩევია.მეორე ჩვენ ზედმეტად ნამდვილად არ გვჯერა მთავრობის,თუმცა არც მაინცდამაინც სკეპტიკურად ვართ განწყობილი.ჩვენ ჩვენი ამ ნაბიჯით ვახდენთ გამომზეურებას პოზიციებისა,მათი თუ სხვისა,გაიგე?რომც იცინონ ამით არც არაფერი დამტავრდება და არც არაფერი გადაწყდება საბოლოო ჯამში,ისტორია იწერება.და ჩვენ ამ საკითხს ერთჯერობაზე ნამდვილად არ დავტოვებტ,სანამ შეგვეძლება ვიტყვით და ვიბრძოლებთ,დღეს ვერა?ხვალ,ზეგ..და ა.შ.რამდენიც დ ა ჭ ი რ დ ე ბ ა!ხოლო ის პოზიცია რო მაინც არაფერი გამოვა...სასაცილოა...ჩემთვის მიუღებელია რა,ვიმეორებ ჩვენ "მათზე"არ ვართ დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ი!კაი ვთქვათ არ ვარგა ჩვენი ეს მიდგომა და პოზიცია,შენ რას გვტავაზობ?მართლა,იქნებ ცამოაყალიბო და გვითხრა?თუ არა და დესტრუქციის შემოტანას აქვს ადგილი.არც მე მომეწონა ის კონცერტები და პიარები,მეც ვიყავი ცხელ წერტილში,ჩემი სამეგობროც იბრძოდა ცხინვალში თუ სხვაგან.და შეიძლება ბრძოლა წააგო მაგრამ ომს ვერ მოიგებენ,გაიგე?

--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 31 2008, 01:58 AM
პოსტი #55

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
ი ვთქვათ არ ვარგა ჩვენი ეს მიდგომა და პოზიცია,შენ რას გვტავაზობ?მართლა,იქნებ ცამოაყალიბო და გვითხრა?

ევროინტეგრაციას, სადაც ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება ადამიანთა ტვინები მონური ფსიქოლოგიისგან და სადაც პიროვნებას განსაზღვრავენ არა არაცნობიერი სურვილები, რომელსაც კანონიუკურად ვაჩეჩებთ ხელში ადამიანთა ნომინალურ მასას, არამედ გაცნობიერებული სწრაფვა აღარ იყოს ცუდი... ყოველგვარი გაბრძოლება უშედეგოა, რამდენადაც საქმე გვაქვს უზარმაზარ აისბერგთან, ხალხთან, ერთ დიდ პოსტსაბჭოურ ლემასთან, რომლის ახალგაზრდა ნაწილი აბსოლუტურად, ფრჩხილიდან საყურემდე ამერიკანიზებულია... მესმის რომ უფლება გაქვს იკითხო მორალი, თქვა რომ ეს არის ვულგარიზმი, საშინელება და ამასთანავე ცოდვა, მაგრამ ეს შენ ხარ ჩემო კარგო, ყოველთვის იდგებიან ირგვლივ ადამიანები, რომლებიც გეტყვიან "კი მართალი ხარ, მიდი მიაწექი" მაგრამ საქმით მათდა უნებურად მტრის მხარეს მოექცევიან... ანუ იქ, სადაც არის საზოგადოების დიდი ნაწილი... ჩვენ თავს ვირთობთ მგონი მითებით....

მე არ ვამბობ რომ ევროპა არის სამოთხე, მე მხოლოდ ვამბობ, აი ამას რაც აქ ხდება

ჯობია!

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Sep 2 2008, 11:22 PM
პოსტი #56

tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276

ციტატა(მნათე @ Aug 31 2008, 01:58 AM) *

ჰოდა ჩემო კარგო, ადამიანს რო ჰქონდეს უფლება(და ეს უფლება ააქვს კიდეც,უბრალოდ მცდელობაა წართმევის)მ ი მ ა რ თ ო ს სასამართლოს როცა მის ღირსებას ამ ფორმით თუ იმ ფორმით შელახავენ.მე მგონი სადაო არცერთ ევროპის განვითარებულ ქვეყანაში ეს არაა,(ბევრ ქვეყნის კანონმდებლობასაც ვიცნობ ამ საკითხში)ჰოდა ამით არ გვაშორებენ ცივილურ და თავისუფალ სამყაროს?მე ვიცნობ შექსპირის,სერვანტესიის,გოეთე
ს,რემბრანტის...ევროპას და მომწონს იგი.და ისიც ვიცი რომ არის საკითხები რომელიც საერთო ზრუნვის საგანს წარმოადგენს იქ,შუაგულ ევროპაში.ისევე როგორც თვითოეული ის ქვეყანა, ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ეთნოფსიქოლოგია,მენტალიტეტი და ა.შ. ჰოდა ჩვენ აზრი გვაკლია თუ თავისუფლება?რა თქმა უნდა უამრავი კარგი უნდა გადმოვიღოთ ისე რომ არ დავკარგოთ ჩვენი სულიერ-ეროვნული ღირებებულებები.ამაზე და ასეთ საკითხებზეა საუბარი,და თვითონ ის ფაქტიც რომ ამაზე ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ,ალბათ მეტყველებს რომ ეს საზოგადოების განხილვის საგანია,რადგან თვითონ მას ეხება იგი.არსებობს ძალიან კარგი სიტყვა: თავდაცვა! და არა შეტევა(ამ შემთხვევაში).კიდევ ვიმეორებ:არავის არაფერს არ ვასწავლით!არც რამეს ვაიძულებთ!თუმცა იმაზე რაღას იტყვი რომ ბევრი "საკითხებია"რომელსაც აქეთ გვაიძულებენ.მაგ:ია მაღლა მოყვანილი საკითხი_გასაჩივრების უფლების არქონაზე,რა ესეც ხალხის ქვეცნობიერი თუ არაქვეცნობიერი მოთხოვნაა?ვერ ამჩნევ ამას?არც მარტო ზნეობაზეა ამ შემთხვევაში ლაპარაკი,უფლებებზეა აქ,ფუნდამეტურ და ძირეულ უფლებაზე.და სხვათა შორის იგი ჩვენს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება ამავე დროს(რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპის,ამერიკის...კონსტიტუციებზე)არ ვთქვათ ეეს?რაც შეეხება მორალს,ესე არ დავსვავდი საკითხს,ის ზნეობრივი ნორმები რომელზეც იქაა საუბარი,ხო არ დაგვესიზმრებოდა?ეს რეალურად არსებობს.არსებობდა და იარსებებს.კარგი და ცუდი არამარტო ეხლა ყოველთვის იყო,და ზედმეტად დრამატიზება არაა საჭირო.ვიყოთ ძმაო,სადაც უფალია და სიმართლეა.ამის უფლება ყველას აქვს.ბევრად თუ ცოტად,ჩვენ ქრისტეანული ერი ვართ,მე პირადად ჩემ თავს არავისზე მაღლა არ ვაყენებ

--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 3 2008, 08:13 PM
პოსტი #57

ეს უკვე იურისპრუდენციაა, რაშიც ვერ ჩავერევი, იმდენად რამდენადაც წარმოდგენა არ მაქვს ზოგად სპეციფიკაზე... მე უფრო სოციუმ-სოციალური თვალსაზრისით ვუდგები და ვხვდები, რომ სამწუხაროდ იდეალურისგან ძალიან, ძალიან შორს ვართ.

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Sep 5 2008, 03:03 PM
პოსტი #58

tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276

მნათე.

რა სპეციფიკა.არანაირი განსაკუთრებული იურიდიული განათლება არ გჭირდება იმის,რომ ადამიანს გქონდეს უფლება და საშუალება მიმართო სასამართლოს!ეს ელემენტარულია!და ეს პროექტი მერე ყველანაირ ასპექტს მოიცავს,ისეც და ასეც.ჰოდა ჩვენ იურიდიულადაც,ზნეობრივადაც,ენ
ობრივადაც,უფლობრივადაც,სახელ
მწიფოებრივადაც მივუდექით ამ პრექტს და ერთ ერთი მაგალითი მოვიყვანე ზემოთ.ისე საერთოდ მაინტერესებს, ეწინააღმდეგები ჩვენგან მოყვანილ ზნეობრივ ასპექტებს? mellow.gif

--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 5 2008, 03:34 PM
პოსტი #59

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
ისე საერთოდ მაინტერესებს, ეწინააღმდეგები ჩვენგან მოყვანილ ზნეობრივ ასპექტებს?

მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი ქრისტიანი არ არის, მას ჩვენ მიერ შეთავაზებული ვერც ერთი ზნეობრივი ასპექტი ქრისტიანად ვერ გადააქცევს... ქრისტიანობა არ არის ზნეობა, ის უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ აკრძალვათა ბუკეტი. ვარ რა ეკლესიის შვილი, თავს მოვალედ ვთვლი ვებრძოლო საკუთარ ნაკლოვანებასა და ცოდვიანობას, ამ ყოველივეში კი დავიხმარო ქრისტიანული სათნოებები... არა გაურკვეველი და უმიზნო მცნებები, არამედ სავსებით მოტივირებული და მიმართული მკურნალობანი... ჩემი ბრძოლა ჩემს არჩევანზე გადის და ეს არჩევანი რომ არ არსებობდეს, ვერც ერთი ეკლესია და ვერც ერთი ღმერთი ჩემს ნებას ვერ გადმოვიდოდა, რამდენადაც მხოლოდ მე და არავინ სხვა, ირჩევს როგორ ვიცხოვრო.. თუ ვინმე ჩემ მაგიერ დაგეგმავს ჩემსავე რწმენას, ეს ჩემი აღარ იქნება smile.gif ქრისტესთვის არჩევანია ძვირფასი, მხოლოდ და მხოლოდ! ნებიერი გადაწყვეტილება აღარ ვიყო მონა...

ზნეობა არსებობს ზნეობისთვის... ეს უკვე წმიდა წყლის ზომბირებაა...

რამდენადაც ის სოციუმის ნაწილია, ეკლესიაში ხსენებული ტერმინი საერთოდ არ არსებობს... იმას რაც ერთი შეხედვით ზნეობას ჩამოჰგავს "სათნოება" ჰქვია, რამდენადაც სათნოყოფისა და ცხონების შესაძლებლობაა, ადამიანური მოქმედებების პრინციპი, რომელიც სინდისის ხმით არის ნაკარნახევი... ჩვენ უბრალოდ ასე შკალირებული სახით ვხედავთ მას, სინამდვილეში კი რელიგია ღვთისა და ადამიანის შეტკბობის ხელშეწყობაა, სადაც გარდაქმნისა და პროგრესისთვის საჭიროა ადამიანის მოქმედებათა მკურნალობა... ზნეობა კი ყოველთვის ამპარტავნების შედეგი იყო... ადამიანები მას იცავდნენ იმდენად, რამდენადაც მათ ეს "არ ეკადრებოდათ" ან "რას იტყვიან სხვები?"...ის კაცობრიობის არსებობის მანძილზე მხოლოდ გაურკვეველი ჟესტებისა და მშვიდობის შენარჩუნების ცვლადი მოვლენა გახლდათ... ყოველთვის კარნახობდა ადამიანს რომ რაღაც მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს სცემდა პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არის მიუღებელი... დღესაც ასეა... ცნობილი ათეისტი ეგზისტენციალისტის სიტყვებით რომ გითხრა "თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია"...

მე თქვენს მიერ შემოთავაზებულ ზნეობრივ პრინციპებს იმდენადვე ვიზიარებ, რამდენადაც ქრისტიანი ვარ. მაგრამ ვერაფრით დაგეთანხმები იმაში, რომ წარმართული საზოგადოებისთვის ზნეობის გაღვივებას რაიმეგვარი მნიშვნელობა აქვს... ვერაფრით დაგეთანხმები რომ არსებობს "ქართული ფასეულობები" რამდენადაც არსებობს ქრისტე, ერთი, საყოველთაო და ყოვლისმომცველი ჭეშმარიტება, როგორც ქართველისთვის ისე სინგაპურელისთვის.. და თუ ის არ არსებობს, დიდი ბოდიში და მე თქვენი ზნეობა სულ არ მჭირდება.

არ ვიცი როდის მერე გახდა ქალწულების სათნოება "ქართული ზნეობა" ან რატომ არის დასაფასებელი ის მხოლოდ იმიტომ რომ ასე წინაპრები აკეთებდნენ... იქნებ უფრო შორს წავიდეთ და არმაზის კერპიც დავდგათ? განა ფარნავაზიც წინაპარი არ იყო? აქ არის მთელი აბურდვები... ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ოდნავ სხვანაირად ნათქვამი სიმართლე ბუა ხდება და მერე იზოლაციონიზმის ამოქმედება ხდება... ვითომდა ცოდვასთან გამიჯვნის მოტივით, სინამდვილეში კი საკუთარი ამპარტავნების ჩაბღაუჭებით.

მე ვარ მართლადიდებელი ქრისტიანი, რომელიც ეკლესიაში იმყოფება მკურნალობისთვის, მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ი ს თ ვ ი ს , მთავარი მიზანი კი ცხონებაა, ქრისტეს გაცნობა და სწრაფვა მისკენ, საკუთარი სულის სრულყოფა... არ უნდა ეს საზოგადოებას? დიდი ბოდიში მაგრამ მარგალიტებს ღორებს ვერ დავუყრი... ეკლესიაში დადიან? კეთილი ინებონ და თავად ნუღა უყურებენ... არ უნდათ? იბრძოლონ თავისუფლებისთვის... აბა როგორ გვინდა? ეკლესიამ ხელი უნდა შეუწყოს არა გარეგნული დემოკრატიის დამყარებას, არამედ პიროვნებაში ქრისტესმიერ რევოლუციას, ის მოწოდებულია სწორედ ამ გზითა და ამ მოტივით შეცვალოს ყველა წარმართის გული smile.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Sep 22 2008, 01:01 AM
პოსტი #60

tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276

ციტატა(მნათე @ Sep 5 2008, 03:34 PM) *

რამხელა მონოლოგი...თუ ლექცია?...ძაან აზვიადებ ერთ რაღაცას,და გავიწყდება ერთი რამ რომ არსებობს,პირადი,და საზოგადო ქრისტეანობაშიც და უბრალოდ მოქალაქეობრივ პოზიციაშიც(თუნდაც არ იყოს ის მოქალაქე ქრისტეანი).არავინ გართმევს ჩემო კარგო არც შენ თავისუფლებას და არც შენს არჩევანს.არ შეიძლება რომ შენი თავში ჩაიკეტო მხოლოდ და საზოგადოებაში რა ხდება ნაკლებად გადარდებდეს.არც იმას წერ სწორად რომ აქ არა მარტო ქრისტეანობაზე და და ადამიანის მრწამსზეა საუბარი,აქ ბევრი პრინციპია რომელიც შენს კონსტიტუციურ უფლებას არღვევს,თუმცა რატომღაც ამას ვერ ამჩნევ(?)მიუხედავდ იმისა რო ამაზეც მოვიყვანე წინათ მაგალითი.შეგიძლია მიპასუხო? რატომ?ამხელა ლექციების წერას.თუ ქრისტეანობაზე გსურს საუბარი და მის სარწმუნოებრივ დამოკიდებულებაზე ამ საკითხისადმი წმ.სინოდის განჩინებას გაეცანი ჩემო კარგო,აგრეთვე პატრიარქის სტიქაროსანი ხარ და 6 ივლისის ქადაგებას გაეცანი თუ მოსმენილი არა გაქვს,აი ზუსტად პატრიარქი და წმ.სინოდი საუბრობენ სარწმუნოებრივი კუთხით ამ თემებზე და ბოდიში და მათი აზრი უფრო ავტორიტეტულია ჩემთვის ვიდრე შენი ან სხვისი.ისე არ გაიგო რომ არაფერში არ გეთანხმები,არა,მეცა ვარ ქრისტეანი და მეც ვიცი ის რომ თუ შენ გინდა ქრისტესთან ერთობა და მასთან ყოფნა ვერანაირი ჯოჯოხეთიც ვერ მოგერევა,მაგრამ...კიდევ ერთხელ ვიმეორებ,არსებობს საზოგადოებისთვის გადაცემული იმპულსები!!!რომელნიც მასზე უარყოფითად მოქმედებს(თუნდაც პატარა ბავშვებზე) ეს ხო მოქმედებს!მაგ:პორნოგრაფია ტელევიზორით თუნდაც დღისით.ეხლა იტყვი ალბათ საზოგადოებას აინტერესებსო და მაგიტომაცო,საზოგადოებას კი არ აინტერესებს არამედ შეეიძლება რაღაც ნაწილს დააინტერესოს,ამისათვის ან სპეციალურად კოდირებული არხები არსებობს(დემოკრატიულ ევროპაში,ამერიკაში...არ ვიცი სინგაპურში როგორ არის)ან სხვა საშუალებები.რაც შეეხება სინგაპურის თემას,ძაან უტაქტოდაა მოყვანილი თუ შედარებული,ქრისტეანობა ყველა ეროვნებაზე უმაღლესია,ამაზე არც არავინ დავობს!ღმერთმა დაგვიფაროს,მაგრამ არსებობს ქართული მენტალიტეტი თავისი კარგითა თუ ცუდით,არც ამაზე დავობს ვინმე ხო?ჰოდა თუ კი,მაშინ ჩვენი კანონმდებლობა რაღაც კუთხით(და არა სავსებით)უნდა იყოს ჩვენზე მორგებული.კარგად რომ გამოჩნდეს ჩვენი კარგი და თვითმყოფადური(როგორსც ეს არის ბრიტანეთში,ესპანეთში,იაპონია
ში...)ისე გულწრფელად მინდა გითხრა როდესაც შენ შემოხვედი მაჯიკის ნიკით,არამარტო ფორუმის წესდება დააღვიე,არამედ სხვების და ჩემის გულწრფელობაზე "გაითამაშე"მართლმადიდებლურ ფორუმში.ამის მერე ჩვენთვის ქრისტენობაში მორალის კითხვა...რა ვიცი მორალურია?თუმცა არც მსურს ვინმეს განკითხვა,ყველას თავისი ეყოფა.უბრალოდ ფაქტი მოვიყვანე.ეს ფორუმიც ხომ გამოირჩევა თავისი იდეოლოგიით?და აქვს თავისი წესები?მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არაქრისტენმაც წეროს აქ და საერთოდ ათეისტიც შემოვიდეს.რაღაცა არის მიუღებელი და რაღაცა არა,ხო?თუ დაარღვევ (როგორც შენ დაარღვიე)გაფრთხილებას მოგცემენ,თუ კიდე დაარღვევ კიდე გაგაფრთხილებენ,მერე კიდევ,ბოლოს აგიკრძალავენ..აი ზუსტად ასეა ამ კოდექსშიც,და მოვითხოვთ ზუსტად ანალოგიურად დამცავ ბერკეტებს შეურაცჰყოფისაგან,კონსტიტუცი
რ უფლებას და ა.შ.მნათე ისე იცოდე რომ პიროვნულად დიდ პატივსა გცემ,ქრისტეანულად.რაზეა საუბარი.შეიძლება არ გეთანხმებოდე რაღაც საკითხებში,თორე ისე ერთ ბარძიმიდან ვეზიარებით ერთსა და იმავე ქრისტეს! smile.gifესეა

--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი