სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი? |
sergi_glaxa |
Sep 22 2011, 07:45 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მეორედ გავხსენი ამ ბოლოს ფეისბუქი..საჭიროების გამო, დროებით..ამერიკელი მეგობრები ჩამოდიოდნენ და კომუნიკაციისთვის..ვიფიქრე მერეც დავტოვებ მეთქი ..მაგრამ გადავიფიქრე...
რასაც აქ ვწერ რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია...მეგობრების გარეშე ძალიან მიძნელდება ცხოვრება, თანაც მე სოფელში დავმკვიდრდი და იშვიათად მიხდება თბილისში ჩამოსვლა და მათთან ურთიერთობა...არადა მორწმუნე მეგობრებთან საუბარს და მოზიარეობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... არვიცი ასეა თუ მომეჩვენა, მაგრამ ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვაგვარად დავინახე ვირტუალურ სამყაროში...მე მათ რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებად ვიცნობ..რომ არ მცოდნოდა ვინ იყვნენ, ვიტყოდი ამათ არ ვიცნობ მეთქი...არც ჩემი თავი მომეწონა იქ...ამიტომ მოვრჩი საქმეს სოციალურ ქსელებში. ბევრი რომ არ გავაგრძელო... ..დრო, სინდის, სარწმუნოება შემოძარცულ ადამიანებად აქცია სოციალურმა ქსელებმა კაცის მოდგმა..აქ ყველაფერი გაცილებით ადვილია- ეძებე, იპოვე, დააკოპირე ტექსტი, ფოტო ვიდეო, ოღონდ სხვისი..საკუთარი კი მხოლოდ არაფრისმთქმელი კომენტარები აკეთე.. იკითხე როგორ ხარ, უპასუხე - შენ? ლანძღე ის ვისაც შენნაირად არ სწამს და ვინც შენნაირად არ ფიქრობს.. დაიჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს, რომ ყველაზე აკადემიური ხარ... არ გჭირდება ნამდვილი, და-ძმური, მეგობრული, ნამდვილი მიჯნურული ურთიერთობები...არც ჭიქა ღვინო, მიწასთან შეხება (იქ ხომ რესტორანიც არის და ფერმაც), არც სურნელი იის, არც ტირილი ვაზის.. აქ ხომ ჭამით ლაპარაკი უზრდელობად არ ითვლება.. ალბათ გავა დრო და სოციალური ოკლანქსელების პატრიარქები კიდევ მოიგონებენ რაღაცეებს, რათა რაც შეიძლება უკეთ დააპრიმიტონ და სულიერად გახრწნან ღვთის მიერ სიცოცხლისათვის შექმნილი ადამიანები, მოსწყვიტონ ისინი ცოცხალ სამყაროს... ვწუხვარ მე ამის გამო.. სახარება ლუკასი მე 18 თავი 7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? 8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? ..ვეტყვი მე ამას, ყველას და არვის, სადაც არ არის ადგილი კრძალვის, არც სიყვარული - არც კაცის, არც ღვთის, უნდა დაიწყო მოძებნა სხვა გზის... |
tamuna m |
Sep 22 2011, 09:31 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
sergi_glaxa
ვერ დაგეთანხმები. სოციალურ ქსელსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. რასაც შენ ამბობ, ყველაფერი გასაგებია და შეიძლება ნაწილობრივ დაგეთანხმო კიდეც. უბრალოდ ადამიანი ყოველთვის ცდილობს უფრო უკეთესი გამოჩნდეს, წარმოაჩინოს თავისი თავი. მეც პირადი ურთიერთობები მირჩევნია! თუნდაც აზრის დაფიქსირება. ბევრჯერ ყოფილა, სხვა რამ მიგულისხმია და სულ სხვანაირად აღქმულა. თუნდაც იგივე ემოცია, ვერ ხედავ ამ ყველაფერს მხოლოდ სმაილებით და შეიძლება ცარიელი სიტყვებით. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოკითხვის, აზრების გაზიარების. ერთია, ადამიანმა თავისი რეალური სახის შენარჩუნება უნდა შეძლოს ნებისმიერ ადგილას. სინამდვილე არ უნდა დაკარგოს. ისეთ დროში ვცხოვრობთ, ძნელია მუდმივად ერთმანეთთან შეხვედრა. და სულ დაკარგვას და ამოწყვეტას, ჯობია ფბ-ზე, ოდნოზე, ფორუმებზე და სკუპეთი იკონტატქო. ნუ მე ასე მძაფრად ვერ ვხედავ სოციალური ქსელის პრობლემას -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
A.V.M |
Sep 22 2011, 11:09 PM
პოსტი
#3
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ბასილი დიდი ამბობს:
,,მიემსგავსე ფუტკარს,რომელიც სურნელოვან ყვავილზეც ჯდება და მყრალ ნაკელზეც,მაგრამ თაფლს მხოლოდ სურნელოვანი ყვავილისგან აკეთებს." სოციალურ ქსელებში,ინტერნეტში,ტელეფონშ ი და.ა.შ მხოლოდ დასაღუპავი არაფერია,პირიქით უამრავი მორწმუნე ვიცი(სასულიერო პირებიც)რომლებიც მისი წევრები არიან,ოღონდ მთავარი ზომიერებაა. ზომიერება,რომ ზომბირება არ მოხდეს. (ე,რა კარგი რაღაც გამომივიდა,ზომიერება-ზომბირება,კარგია ნუ.) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
k@the |
Sep 22 2011, 11:57 PM
პოსტი
#4
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მთავარი ზომიერებაა, სწორედ ეს ზომიერებაა ყველაზე რთული მისაღწევი.
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მხევალი ნინო |
Sep 23 2011, 09:39 AM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ზომიერება ტავს იქებდო გამიგია და რაც მთავარია, სოციალური ქსელია ეს თუ ღვინო-დუდუკუ-არაყი, ყველაფერი შენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენო.
ანუ, აქ ბევრი ინფორმაციის მიღებ შეგიძლია, რაც შეუძლებელია საერთოდ კომპის გარეშე. მეგობრების ხშირი ნახვის ფუფუნება არავის აქვს და აქ შეგიძლია მოიკიტხო, სურათებში მაინც ნახო ის და მისი ოჯახის წევრები. ცოტა ელაპარაკო, მისი სულერი მდგომარეობა გაიგო (მეტ-ნაკლებად) სამუშაოდან განსატვირთი საშულებაცაა. შენ სოფლად ცხობრობ სერგი. ჩვენ, უმეტესობა ქალაქად. ქალაქში სამუშაო რომელიმე ოთახში ჯდომით განისაზღვრება და აუარება ფურცლებით და რა თქმა უნდა კომპით. ადამიანის ტვინი აქტიურად 45 წუთი მუშაობს, მერე დასვენება სჭირდება. სხვა შემთხვევაში ზიანდება გონება და შეუძლებელიც ხდება მუშაობა. ის 5-10 წუთი შეგიძლია ფაცეზე შეხვიდე, ან იუთუბზე ))) ყავა დალიო, ან, გვერდით მჯდომსაც, თუ ის 45-ე წუთი აქვს, რაც შენ, გაესაუბრო. მოკლედ, გაქვს რამოდენიმე წუთი, რა დროსაც ჩვეულებრივი მოკვდავი ისვენებს და ძალებს იღდგენს და ამ დროს სხვადასხვა წესით შეგიძლია დაისვენო. ხან ერთი წესით ისვენებ, ხან მეორეთი. სხვა შემთხვევაში, ფეისია ეს, ტელეფონი, თამაში თუ ღვინო, ავადმყოფობაა და მკურნალობა სჭირდება. ძალიან მტკივნეულად და ცოტა არ იყოს არსწორად უდგები საკითხს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
mzime) |
Sep 23 2011, 11:43 AM
პოსტი
#6
|
უემოციო ჩაქუჩი ჯგუფი: Members პოსტები: 574 რეგისტრ.: 14-December 10 წევრი № 10,097 |
sergi_glaxa წერის ნიჭი გაქვს შენ: )
-------------------- მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.
|
ნაინა |
Sep 23 2011, 11:55 AM
პოსტი
#7
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
გააჩნია როგორ განიხილავ და რა კუთხით შეხედავ სერგი.
ხან ავია, ხან კარგი, საერთოდ კი საშუალო. კომუნიკაციისთვის კი მშვენიერი საშუალება. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ნონა |
Sep 23 2011, 02:56 PM
პოსტი
#8
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
მენატრება ხანდახან 90-იანი წლები ლამფის შუქთან ოჯახის შეკრება და "კერასინკაზე" გამომცხვარი უგემრიელესი კექსი ), რაც მთავარია შინაგანი სიმყუდროვე და სიმშვიდე. მეც მენატრება... არადა მაშინ სულ პატარა ვიყავი კიდევ ის მენატრება, ნავთის სუნით დამძიმებულ სუნთქვას რომ ვეჭიდავებოდი და სიცივეში სქელ პლედ შემოხვეული ჯიუტად ვკითხულობდი წიგნებს, რომლებიც ძალიან მიუწვდომელი, ამაღლებული მეჩვენებოდა სწორედ მათი ბუნდოვანების გამო... სად ის სანახევროდ დახეული წიგნი, ყველა სიტყვას გაფართოებული თვალებით რომ დავშტერებოდი და ხელი მოკრძალებით მეჭირა დაძველებული ფურცლების სიმრთელე მეტად რომ აღარ დამერღვია და სად ახლა რბილ სავარძელში "ქინდლი"... გლახა, მე მნიშვნელოვანწილად ვიზიარებ შენს დამოკიდებულებას. ის რომ მავანს სოციალური ქსელის სასიკეთოდ გამოყენების ნიჭი აქვს შერჩენილი მის სიკეთიანობას სულაც არ ნიშნავს. იშვიათად, მაგრამ მეც გამომიყენებია ასეთი კომუნიკაცია პოზიტიურად, მაგრამ ძირითადად დროის ნებადართული მფლანგველობაა. "დალაიქება" და დაკომენტარება მეგობრისადმი ყურადღების არცთუ კარგი ფორმა მგონია, არადა რა ხარბად მივჩერებივართ. თან ამ ქსელებში თავმოყრილი ადამიანების არცთუ სახარბიელო სიჭრელე გვარიანად ბერავს თვითშეფასებას. იმედია მალე საერთოდ ვეტყვი "არა"-ს მაქაურობას! (ვითომ რატომ უნდა ვიყო ასე განწყობილი, არ მინდას ეგრევე რომ მივაყოლო ქმედება და გავაუქმო პროფილი რა მოხდება?!) -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ikanosi |
Sep 23 2011, 05:56 PM
პოსტი
#9
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ნონა
ციტატა არ მინდას ეგრევე რომ მივაყოლო ქმედება და გავაუქმო პროფილი რა მოხდება?! 2 დღეში ისევ აღადგენ -------------------- ფარით ან ფარზე
|
ნონა |
Sep 23 2011, 07:10 PM
პოსტი
#10
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნონა 2 დღეში ისევ აღადგენ არა, იკანოს, დამეზარება, რადგან იმდენი ხარხახურას ხელახლა ჩაყრა უკვე ბარიერია მაგრამ წაშლაა საქმე... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
sergi_glaxa |
Sep 25 2011, 09:40 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ვინმეს თუ გონია რომ უბადრუკმა გლახამ უკვე განღმრთობას მიაღწია და ახლა სხვებს ასწავლის როგორ უნდა იცხოვრონ -ძალიან ცდება...არა მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ- ვწერ იმაზე რასაც ვფიქრობ და იმაზე რაც მტკივა...
საკუთარზეც და სხვისაზეც.. მხევალი ნინო ციტატა ძალიან მტკივნეულად და ცოტა არ იყოს არსწორად უდგები საკითხს. მტკივნეულ საკითხს ზურნა დუდუკით ვერ მივუდგები...ზოგისგან განსხვავებით მე ეს არ შემიძლია.. ხოლო ის რაც შენთვის არასწორია, (ამ შემთხვევაში მაინც) ჩემთვის სწორია... |
karpaki |
Sep 25 2011, 01:28 PM
პოსტი
#12
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
უი ფეისზე პაროლიც დამვიწყებიააა
ეხლა ახალს რა გახსნის არადა რა კაი იყო ფერმაში უF ეეე არადა მართლა კაია გატენტერაპია. გლახა დაგვპატიჟე სოფელში და ჩამოვალთ.რთველი არ გაქ კარგო? -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
georgios |
Sep 25 2011, 05:44 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
karpaki
ციტატა არადა რა კაი იყო ფერმაში რა მოგწონთ მაგ თამაშში ვერ ვხვდები. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
karpaki |
Sep 25 2011, 08:36 PM
პოსტი
#14
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
karpaki რა მოგწონთ მაგ თამაშში ვერ ვხვდები. რაც რეალში არ გაქ ვირტში გაქ -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Sep 25 2011, 10:15 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
karpaki
ციტატა რაც რეალში არ გაქ ვირტში გაქ ხო, თან ეხლა "ფერმა" ისეთი ვირტუალურია რომ... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
Sep 25 2011, 10:22 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
karpaki
ციტატა რაც რეალში არ გაქ ვირტში გაქ ან აქვს ვინმეს ნამდვილი მიწა და ეზარება მასზე მუშაობა, ფეისბუქის ფერმა უფრო ადვილია და... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
ქევანა |
Sep 26 2011, 03:21 PM
პოსტი
#17
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა მთავარი ზომიერებაა, სწორედ ეს ზომიერებაა ყველაზე რთული მისაღწევი. +1... ვუერთდები ამ აზრს ^^ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
karpaki |
Sep 26 2011, 04:52 PM
პოსტი
#18
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
karpaki ან აქვს ვინმეს ნამდვილი მიწა და ეზარება მასზე მუშაობა, ფეისბუქის ფერმა უფრო ადვილია და... ცხადია იგივე ვარიანტია თუ ვინმეს გინდა აკოცო ვირტში აკოცებ რეალში კი შეიძლება ვერც გაბედოო ან ვთქვათ გინდა ტაფა ჩასცხო აიღებ და დაწერ სმაილს ნუუუ ადვილია ყველაფერი karpaki ხო, თან ეხლა "ფერმა" ისეთი ვირტუალურია რომ... სადღაა რეალური ცხოვრება რელური გლახასა აქვს აგერ სოფელი და მეტი მე არავინ ვიცი ამხელა ვირტუალურ სამყაროში -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
georgios |
Sep 26 2011, 05:11 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
karpaki
ციტატა ან ვთქვათ გინდა ტაფა ჩასცხო აიღებ და დაწერ სმაილს ნუუუ ადვილია ყველაფერი ტაფის ჩაცხების სურვილის ერთგვარი დაკმაყოფილებაა ვირტუალურად. ასე ვთქვათ იცლები უარყოფითი ემოციებისგან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ჩვენი სურვილები არსად არ იკარგება. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
karpaki |
Sep 26 2011, 06:10 PM
პოსტი
#20
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
karpaki ტაფის ჩაცხების სურვილის ერთგვარი დაკმაყოფილებაა ვირტუალურად. ასე ვთქვათ იცლები უარყოფითი ემოციებისგან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ჩვენი სურვილები არსად არ იკარგება. ანუ წარბი ენერგია უარყოფითი თუ დადებითი უშვებ ნეტში ანუ იგებ კიდეც იქიდან საცერი გვჭირდება ერთი დიიიიიიიიიიიიიიიიდი -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი