IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

41 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> აბორტის ცოდვა "არა კაც კლა"
გამოკითხვა
არის თუ არა აბორტი ცოდვა?
კი [ 151 ] ** [96.18%]
არა [ 6 ] ** [3.82%]
მიგაჩნიათ თუ არა აბორტი ცოდვად, მაშინ როცა ეს დედის სიცოცხლის გადარჩენის გამო ხდება.
კი [ 98 ] ** [62.42%]
არა [ 59 ] ** [37.58%]
სულ ხმები:: 314
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
ზებედე
პოსტი Dec 25 2006, 10:40 PM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მუცლადმყოფი ბავშვის დღიური


IPB-ს სურათი




5 ოქტომბერი

დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან.
მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება

19 ოქტომბერი

ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ.

23 ოქტომბერი

მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა"


25 ოქტომბერი


დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო.


2 ნოემბერი


ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ.


12 ნოემბერი


მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო.


20 ნოემბერი


დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია.


23 ნოემბერი


ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან.


10 დეკემბერი


მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე.


13 დეკემბერი


მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება.


24 დეკემბერი


საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება.


28 დეკემბერი


დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა.
IPB-ს სურათი


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 25 2006, 10:48 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ცუდად ვარ


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Dec 25 2006, 10:49 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ძალიან ბევრის ვფიქრობდი რომ ეს ტემა გამეხსნა თუ არა ამ ფორუმზე, მაგრამ ვყოყმანობდი რადგან აქ პატარებიც შემოდიან და შეიძლება ცუდად ემოქმედა მათზე. მაგრამ ვფიქრობ კარგია რომ გახსენი ეს ტემა,მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სასაუბროა.

ივერიის ფორუმზე ვრცელი ტექსტი დავწერე სადაც აღწერილია ის საშინელი ხერხები რითაც ხდება ნაყოფის მოცილება დედის წიაღიდან, და აქაც იგივეს დავაკოპირებ.

’აბორტი’’ – ‘’ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა’’ – რა დგას ამ სიტყვების მიღმა?
თანამედროვე ადამიანებმა ისწავლეს საშინელი, თავისი არსით უსასტიკესი ცნებების შერბილებული, მიკიბულ–მოკიბული ფრაზებით გამოსახვა, რითაც ცდილობენ თვით საკუთარ თავსაც არ გამოუტყდნენ და დაუმალონ მათი გულშემზარავი არსი.
წარმოიდგინეთ შემდეგი სახის სამედიცინო ტერმინი: ‘’გულის მოქმედების ხელოვნური შეწყვეტა’’ – რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მოქმედება?
დავუშვათ, რომელიმე ბანდიტმა სასიკვდილოდ დაჭრა ადამიანი – დანა გაუყარა გულში. ზის ახლა საბრალდებო სკამზე. მას ეუბნებიან: ‘’ეს რა ჩაიდინე? შენ ხომ ადამიანი მოკალი!’’ ის კი პასუხობს: ‘’არა, მე არ მომიკლავს. მე მხოლოდ ხელოვნურად შევაჩერე მისი გულის მოქმედება.’’ მას ამუნათებენ: ‘’ჰო, მაგრამ, რომ მოკვდა? ‘’ მკვლელი პასუხობს: ‘’დიახ, მოკვდა. მერედა რა? მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მას რომ ეცოცხლა, იგი მე შემიშლიდა ცხოვრებაში’’.
ეს ხომ დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც აბორტისაკენ უბიძგებს ქალებს – ბავშვები ხელს შეუშლიან მათ ცხოვრებაში – მეტი ტვირთია, მეტი პრობლემაა, საკუთარი სიამოვნების საშუალება შეეზღუდებათ. მამაკაცებიც ხშირად ამავე მიზეზით მიუთითებენ ხოლმე სათანადო გინეკოლოგიური განყოფილებებისაკენ მეუღლეებს, რათა არ მოიკლონ დამშვიდებული და უზრუნველი ცხოვრება.
თუმცა, ისიც მართალია, რომ ზოგიერთი ქალი ამ ცოდვას სჩადის ისე, რომ ‘’არ უწყის, თუ რასა იქმს’’. ისინი მიიჩნევენ: ვიდრე ბავშვი არ დაბადებულა, იგი ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, არამედ მხოლოდ ნაწილია მათი სხეულისა; თავის ორგანიზმს კი, ყველას შეუძლია მოექცეს ისე, როგორც მოეპრიანება. ასეთი ქალბატონები აბორტის გასაკეთებლად ისე იოლად მიბრძანდებიან, თითქოს კბილის ამოსაღებად მიდიოდნენ.

მაინც რა ასაკიდან იწყება ადამიანის ჩამოყალიბება?
საფრანგეთში საახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ბავშვის სიცოცხლე დაცულია ჩასახვიდან 10 კვირის შემდეგ, დანიაში – 12 კვირის შემდეგ, შვედეთში – 20 კვირის, ხოლო მრავალ ქვეყანაში სიცოცხლე იურიდიულად დაცულია მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ. ნობელის პრემიის ლაურეატ დოქტორ ჯეიმს უოტსონის წინადადებით, ბავშვის სიცოცხლე დაცული უნდა იყოს დაბადებიდან სამი დღის შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში საიდან იწყება ადამიანის სიცოცხლის საწყისის ათვლა? ვის დავუჯეროთ ფრანგებს, დანიელებს, შვედებს თუ ჯეიმს უოტსონს?
სავსებით ნათელია, რომ ყური უნდა დავუგდოთ არა საეჭვო კომპეტენციის პირთა აზრებს, არამედ ორ ავტორიტეტულ წყაროს: ხმას უფლისას და მეცნიერთა დასკვნებს. ღმერთიცა და მეცნიერებაც გვიდასტურებს ერთსა და იმავეს: ადამიანის სიცოცხლე იწყება ჩასახვისთანავე!
საეკლესიო კანონები არსებას ადამიანისას ყოველთვის იცავდნენ ჯერ კიდევ დედისეულ ორგანიზმში. წმიდა ბასილი დიდი წერდა, რომ ჩასახული ნაყოფის განზრახ მოკვდინებისათვის ადამიანი იმსახურებს ისეთსავე საჯელს, როგორც მკვლელობისათვის. ნაყოფის ხნოვანებაზე როგორც ვხედავთ არ არის ლაპარაკი; არც იმ გარემოებას ეძლევა მნიშვნელობა , თუ როდის არის ჩასახული – 10 კვირის წინ, გუშინ, საათისა და წუთის წინ. მსგავს თვალსაზრისს ადგანან უკლებლივ ყველა წმიდა მამები, ვისაც კი თავისი შეხედულება გამოუთქვამს ამ საკითხზე. წმიდა ბასილი დიდის გარდა შეგვიძლია დავასახელოთ მართლმადიდებლობის ისეთი ბურჯები, როგორებიც იყვნენ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ეფრემ ასური და წმიდა მაქსიმე აღმსარებელი.
საეკლესიო შეხედულებით , ადამიანის ცხოვრება არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება. ამ ორი თარიღით მოისაზღვრება მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ერთი ეტაპი. ამ ეტაპს წინ უსწრებს დედისეულ ორგანიზმში არსებობს მუცლადყოფნის ჟამს, ხოლო მოსდევს – იმქვეყნიური ცხოვრება.

მოდით, მოვიცილოთ, განვაგდოთ ლამაზი სიტყვების საფარველი და სულ ძირში ჩავხედოთ ამ საშინელი მოვლენის არსს.
ვნახოთ , რა ხდება იმ ‘’ღონისძიების’’ დროს, რასაც ‘’ორსულობის ხელოვნური შეწყვეტას’’ უწოდებენ.
არსებობს ამ შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდები. ფეხმძიმობის ადრეულ სტადიებზე ჩვეულებრივ მიმართავენ ეგრედ წოდებულ ‘’ვაკუუმ-ასპირაციას’’ – როგორ მეცნიერულად ჟღერს არა?! ამ მეთოდის მთელი უკეთური და ბარბაროსული არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც მტვერსასრუტით გამოსწოვენ მტვერს ხალიჩიდან, სწორედ ასე გამოიწოვება ნაყოფი დედის წიაღიდან. ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ წამახულკიდებიანი პლასტმასის მილი. ბავშვის სხეული ნაწევრდება და გარეთ გამოიწოვება სპეციალურ სათავსში.
თუ ორსულობა უფრო გვიანია, საშვილოსნოში შეჰყავთ მარყუჟის ფორმის მჭრელი დანა. ამ დანით ხდება საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა; იმავე დანით ხდება ბავშვის ნაწილებად დაჭრა.
ფეხმძიმობის 12 კვირის შემდეგ აუცილებელი ხდება მაშისმაგვარი კიდევ ერთი ინსტრუმენტის ჩარევა, რადგან ბავშვს უკვე აქვს ხელები, ფეხები და ძვლებსაც დაწყებული აქვს კალცინირება. ამ ინსტრუმენტს ექიმი გამოსდებს ბავშვის ხელს, ფეხს ან სხეულის სხვა ნაწილს და მკვეთრი ბრუნვითი მოძრაობით აწყვიტავს მას. ეს მანიპულაცია მიმდინარეობს მანამ, ვიდრე მთელი ბავშვი სრულად არ დანაწევრდება. ხერხემალი უნდა გადატეხონ, თავის ქალა უნდა დაამსხვრიონ, რათა მათი მოშორების შესაძლებლობა მიეცეთ. ექთნის მოვალეობას შეადგენს ყველა ამ ნაწილის ერთად შეგროვება საშვილოსნოდან მათი მოცილების შემდეგ, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ უკვე ყველაფერი გამოღებულია და იქ აღარაფერი აღარ არის დარჩენილი. შემდგომ ეს ნაწილები იყრება ნაგვის ვედროში ან იხმარება ნედლეულად კოსმეტიკურ მრეწველობაში.
მოვლენის საშინელება კიდევ იმ ფაქტით არის გამძაფრებული, რომ ქვეყნად ჯერ არმოვლენილი ბავშვი ისევე გრძნობს ტკივილს, როგორც უკვე დაბადებული. დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დამტკიცებულია – შვიდკვირიანი ნაყოფი ისევე აბრუნებს თავს და ირიდებს ტკივილის გამომწვევ მიზეზს, როგორც ცხოვრების ყველა სხვა სტადიაში. ბოლო 11 კვირისას არა მარტო სახე, არამედ ხელისა და ფეხის ყოველი ნაწილი უხდება შეხებისადმი მგრძნობიარე. 13 კვირის ნაყოფს ტკივილზე რეაქცია აქვს ნერვული სისტემის ყველა დონეზე.
ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის გაკეთების დროს თორმეტკვირიან ნაყოფზე ‘’ვაკუუმ–ასპირაციის’’ ზემოაღწერილი მეთოდით. ეკრანზე ნათლად ჩანს როგორ ცდილობს პაწაწინა არსება ვაკუუმ–გამწოვისაგან თავის არიდებას, თავის დაძვრენას. სწრაფი და ღელვით აღსავსეა მისი მოძრაობები. გული უცემს ძალუმად და აჩქარებულად. ხოლო ბოლოს, როდესაც ბოროტების აპარატის საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს უხმო ძახილით. აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც – ‘’უხმო ძახილი’’. გაითვალისწინეთ, რომ არავითარი გაუტკივარება აბორტის დროს ნაყოფისათვის არ არსებობს.
დედებო, როდესაც დააპირებთ საკუთარი შვილების კვლის ცოდვის ჩადენას, გახსოვდეთ: მათ ძალიან ეტკინებათ და ისინი მერე, იმქვეყნიურ ცხოვრებაში შეგეკითხებიან: ‘’დედა, რად გამიმეტე ასე სასტიკად?’’ რას უპასუხებთ მაშინ?
ტკივილის შეგრძნება კულმინაციას აღწევს, როდესაც აბორტის მეთოდად გამოყენებულია ‘’მარილიანი ამინოცენთეზი’’. ამგვარი ბუნდოვანი ტერმინოლოგიის ქვეშ იმალება შემდეგი: დედის მუცლის ღრუს ფარიდან ბავშვის სანაყოფო წყლებში უყრიან ნემსს. მისი მეშვეობით შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი. ბავშვი ყლაპავს ამ ხსნარს, ისუნთქავს მას, იჟღინთება. ხსნარი სწვავს ბავშვს, რის შედეგადაც იგი განიცდის აუტანელ ტკივილს და იგრიხება კონვულსიებში. თუ პროცედურა არ გართულდა მეორე დღეს დედა შობს მკვდარ შვილს. ამ სახით აბორტირებულ ბავშვებს ზოგჯერ ‘’ყინულოვან ბავშვებსაც’’ უწოდებენ საქმე ის გახლავთ, რომ მარილს, როგორც მოგეხსენებათ, აქვს ამოჭმის უნარი. ბავშვს ნაზი კანი მარილის ამგვარი მოქმედების შედეგად სძვრება და მის ქვეშ ჩნდება ფაშარი წითელი მბზინავი კანქვეშა ქსოვილი, რომელიც ჭიქურსა ჰგავს, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელწოდებაც.

არსებობს კიდევ აბორტის სახეობა სახელწოდებით ‘’ჰისტეროტომია’’ ეს მეთოდი გამოყენებულია ორსულობის ბოლოს და ცნობილია ‘’საკეისრო კვეთის’’ სახელწოდებით.
ზემოთ ჩამოთვლილი აბორტის მეთოდებში ყველა სახის აბორტი როდია აღწერილი, მაგრამ ვფიქრობ, ეს საშინელებანიც საკმარისია განსჯისათვის.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Dec 25 2006, 10:50 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



აუუ ეს რა საშუნელი სურათები არის.. sad.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Dec 25 2006, 10:53 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მე დოკუმენტური ვიდეო მასალაც მაქვს მაგრამ მარტლა მძიმე საყურებელია sad.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Dec 25 2006, 10:54 PM
პოსტი #6


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ეს ყველაზე შემზარავია ამაზე საშინელება არაფერია sad.gif


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Dec 25 2006, 10:55 PM
პოსტი #7


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



აუუუუუუუ მე კიდე ეს მინდოდა? IPB-ს სურათი


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
admin
პოსტი Dec 25 2006, 11:08 PM
პოსტი #8


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



ეს ადრე მქონდა წაკითხული და იმ დღეს რაგაც გულმოკლული დავდიოდი, თითქოს გულზე გაღაც მძიმე დამადეს sad.gif


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Dec 25 2006, 11:53 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



კაი იქნებოდა და თუ კანონით აგღძალავდენ აბორტის გაკეთებას მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, იმდღეს სადღაც წავიკითხე ზუსტატ არ მახსოვს მაგრამ რამოდენიმე ატასობით კეთება წელიწადში საქართველოში , ვფიქრობ ეს ერთეთი უდიდესი ცოდვა რომელიც საქართველოს გაბრწყინებას ხელს უშლის..


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურაბი
პოსტი Dec 25 2006, 11:54 PM
პოსტი #10


აბდალა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 662
რეგისტრ.: 25-September 06
მდებარ.: tbilisi!!!xiliani!!!
წევრი № 218



ფუუუუუუუუუუუუFFFFFFFFFF!
ცუდად ვარ რა სურატებია!!!!!!!


--------------------
,,ავსიტყვაობა და ზიზღი განთავისუფლებული მონის თვისებაა"

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Dec 26 2006, 12:02 AM
პოსტი #11


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



მართლაც საშინელება.....

საზარელია იმის ნახვა როგორ გლეჯენ ცოცხალ ორგანიზმს ნაწილ-ნაწილ და ყრიან სანაგვე ყუთში....
ამას წინათ ვუყურე ერთ დოკუმენტურ ფილმს სადაც ნაჩვენებია აბორტი,დაადგინეს რომ ამ დროს ნაყოფი საშინლად ბღავის(თუ არ ვცდები პირის მოძრაობით ადგენენ)მოკლედ საზარელი საყურებელია,მით უფრო რაც უფრო დიდია ნაყოფი...

სამწუხაროდ ბევრს არ ესმის ამ დანაშაულის სიმძიმე...
ბებიას თაობა უღმერთობას აბრალეს თავიანთ მრავალრიცხოვან აბორტებს
თუმცა დღესაც ჩემს ნაცნობებში მოიძებნება ადამიანი ვინც,პრაქტიკულად თვეში,ორ თვეში ერთხელ მიდის ექიმთან ნაყოპის მოსაცილებლად....

არ მესმის,როგორ ვერ ხვდებიან რომ გინდ ემბრიონი მოგიკლავს გინდ ზრდასრული ადამიანი?!თანაც საკუტარი სისხლი და ხორცი....

იმედია ღვთის წყალობით გააცნობიერებენ საკუთარ ცოდვებს და მოინანიებენ


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Dec 26 2006, 12:04 AM
პოსტი #12


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ისე,პირველი სურათი ნამდვილად არ გავს ადამიანის ემბრიონს unsure.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვალერი
პოსტი Dec 26 2006, 01:00 AM
პოსტი #13


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



გეხვეწები ეგ სურათები წაშალე! ცუდად ვარ. ამას პატარები რომ ნახავენ და რომ გაიგებენ თავისმა დედამ აბორტი გაიკეთე შეიძლება ისე გაბოროტდნენ რომ საერთოდ შეიძულონ მშობლები.


--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Dec 26 2006, 01:03 AM
პოსტი #14


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



პატარებიც გვყავს ფორუმზე? blink.gif
არ ვიცოდი

მეც შეგნებულად არ ვდებ სურათებს,საკმაოდ ცუდ შეგრძნებებს იწვევს...ისიც საკმარისია რაც გუჯამ დადო...არა მარტო პატარებზე,ჩემი აზრით,დიდებზეც საკმაოდ სუდად მოქმედებს მგონი....


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 26 2006, 01:24 AM
პოსტი #15


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ვალერი @ Dec 25 2006, 09:00 PM) *

გეხვეწები ეგ სურათები წაშალე! ცუდად ვარ. ამას პატარები რომ ნახავენ და რომ გაიგებენ თავისმა დედამ აბორტი გაიკეთე შეიძლება ისე გაბოროტდნენ რომ საერთოდ შეიძულონ მშობლები.



მე პირიქით ვფიქრობ, სკოლაში სხვა უზნეობებთან ერთად "აბორტსაც უქადაგებენ" უკვე ბავშვებს, მე ვფიქრობ რომ ეს ფოტოები ბევრს დააფიქრებს და მსგავს საქციელს არ ჩაიდენენ...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Dec 26 2006, 02:38 AM
პოსტი #16


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ღმერთო, რა საშინელებაა sad.gif ეს ფოტოები სხვა საიტებზეც უნდა იდოს, ცოტა "ისეთმა" ხალხმაც ნახოს


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2006, 12:10 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველი ჩანასახი მისი განვითარების პირველი დღეებიდანვე უკვე ადამიანია; უფალი თავიდანვე ასახლებს უკვდავ სულს მუცლადღებულის ნაყოფში; ამიტომაცაა იგი ისეთივე ძვირფასი და გასაფრთხილებელი, როგორც ნებისმიერი პიროვნება, ამიტომაცაა მისი მოსპობა კაცის მკვლელის ტოლფასი. ამ ცოდვით დამძიმებული მშობლები მკაცრად დაისჯებიან ღვთისაგან, რადგან მათი ხელები საკუთარი ნებით დახოცილი შვილების სისხლითაა გამთბარი.
შვილნი ჩემნო, განერიდეთ ამ საშინელ დანაშაულს, ნუ შეგაშინებთ ძეთა და ასულთა სიმრავლე, ისინი ხომ თქვენი სიბერის მშვიდი ნავსაყუდელი, იმედი და ნუგეში იქნებიან."

ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari17
პოსტი Dec 26 2006, 02:07 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 682



ცუდად გავხდი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 26 2006, 02:10 PM
პოსტი #19


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ვაიმე არ შემიძლია sad.gif sad.gif sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Dec 26 2006, 03:53 PM
პოსტი #20


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



მე რაც დავპოსტე ეს სამშობიაროებში იყო დარიგებული,იმ შობლებისთვის ვინც ექიმის სიტყვებს უგდებს ყურს ან თავისი ნებით აკეთებს და არ იცის ზოგიერთმა მართლა რომ ემბრიონიც უკვე ცოცხალი ადამიანი და კლავს მას.იმ ფურცელზე დიაკონი ალექსანდრე იყო მითითებული


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

41 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 09:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი