IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V « < 13 14 15 16 >  
Reply to this topicStart new topic
> ვინ არის იესო ქრისტე?
G_saxva
პოსტი Jun 13 2013, 09:17 PM
პოსტი #281


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(Mark @ Jun 13 2013, 06:50 PM) *

უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორი რამ. ქრისტიანს აქვს თავდაცვის უფლება. ვთქვათ თუ ქუჩაში ვინმე მეხება ფიზიკურად, რა თქმა უნდა ვეცდები მოვიგერიო. ან თუ ოჯახში მივარდება ვინმე, შევეცდები გავანეიტრალო ეს ადამიანი (გააჩნია სიტუაცის), არ არის აუცილებელი მოკვლა, შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანო და ა. შ.

მაგრამ რაც შეეხება ჯარს, ეს არის უკვე ორგანიზებული სტრუქტურა, კოლექტივი. მარტივად რომ ვთქვათ ასწავლიან ადამიანს კაცის კვლას. ომში იცავ არა ღვთის ინტერესებს არამედ პოლიტიკოსების, და ებრძვი მეორე მხარეს მყოფ ქრისტიანებს. ეს ხომ აბსურდია. ამის მაგალითია 2008 წლის ომი, ორი ქრისტიანული ერი და ომი მათ შორის... იწონებდა ამას ღმერთი? და ვის მხარეს იყო ის ამ ომში?

იქნებ ვიმემ აგიხსნას რომ როცა თავს გესხმიან და თავს იცავ სახელმწიფო იქნება თუ პირადად შენ მხოლოდ მაშტაბებშია განხსვავება. საერთოდ რაზე საუბრობ ნეტა წარმოდგენა თუ გაქვს როცა შენ ჯარს წრთვნი არა იმიტომ რომ სხვა მოკლა არამედ თავი დაიცვა ეს წინდახედულობაა. არ მინდა ძალიან პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი პოსტი გამომივიდეს მაგრამ ელემენტარულ რამეში მაინც უნდა ერკვეოდეთ. მართლაია ასეთ რამეს თქვენი კოშკურა არ ქადაგებს მაგრამ ეს უკვე თვითშეგნებასა და ადამიანოაზ ე დადის რაც თქვენ სექტაში ნაკლებად მოიძებნება.
კიდევ ის მინდა ვთქვა საერთოდ რას ვესაუბრებით ამ ადამიანს ჯერ რა კითხვას სვავს ვის მხარეს იყო ღმერთი ომშიო, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს როგორ ესმის ღვთის დიდება და სისავსე.

პ.ს აფზაზ მგონი მართლა დროა რასელისტებზე შეზღუდვა დაწესდეს თორემ ყოველ ახალ ჯერზე უფრო დიდად ფანატიკოსები შემოდიან თან ელემენტარულ ადამიანუ საკითხებზე წმინდა წიგნს იმოწმებე თავიანთი უცოდინრობის დასაფარად (მაგრამ ვაი რომ ეს უცოდინრობა მათ მიერ დამოწმებულ ციტატებშიც იკითხება )


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jun 13 2013, 09:51 PM
პოსტი #282


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



G_saxva
ციტატა
მგონი მართლა დროა რასელისტებზე შეზღუდვა დაწესდეს

იყვნენ რატო, მაგათთან რომ პოლემიკობენ ბევრ რამეს ვიგებ ხოლმე მე პირადად.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 13 2013, 10:42 PM
პოსტი #283


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
აზრი არ აქვს ლაპარაკს ახლა.
თან ძალიან უხერხულია ჩემთვის , როდესაც ამ საკითხზე მომიწევს ბიბლიური მუხლების თუ ისტორიული ამბების მოყვანა.
ვნახოთ რა..
თუ იტყვის დათო რომ სცალია პოლემიკისთვის მაშინ დავიწყოთ , თუ არა და ტყუილად აზრი არა აქვს რა...
არ აყვე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mark
პოსტი Jun 13 2013, 10:44 PM
პოსტი #284


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 4-June 13
წევრი № 13,192



თვითონ გადაწყვეტს ამყვეს თუ არა... smile.gif


--------------------
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!

ფსალმ. 83:18 (82:19)





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 13 2013, 10:49 PM
პოსტი #285


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Mark
ციტატა
თვითონ გადაწყვეტს ამყვეს თუ არა...

ნუ ახლა თქვენი ცოდნა და არგუმენტები რომ ვიცი ერთის მხრივ და მეორე მხრივ დათოს ცოდნა , აშკარად საგონებელში იქნება ჩავარდნილი , გარისკოს თუ არა პოლემიკა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jun 13 2013, 10:52 PM
პოსტი #286


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646




A.V.M
გიორგიზე გითხრა, შენ რომ უთხარი არ აყვეო smile.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 13 2013, 11:12 PM
პოსტი #287


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
ააა...biggrin.gif
ვაოფებთ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mark
პოსტი Jun 13 2013, 11:16 PM
პოსტი #288


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 4-June 13
წევრი № 13,192



პოსტ #283 -ის განახლება ხდება...


--------------------
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!

ფსალმ. 83:18 (82:19)





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 14 2013, 12:06 AM
პოსტი #289


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ქვემოთ წარმოდგენილი ნაწერი არ არის პასუხი ოპონენტისადმი, რომელიც ამდენი ხანია მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიას და ცინიზმს ეწევა, ვითომცდა გამარჯვებულის პოზიციიდან გახარებული გვმოძღვრავს და უდიდეს სიძულვილს ამჟღავნებს ყოველგვარი სიწმინდისა (ცხადია არა პირდაპირ). არ ვთვლი პასუხად იმიტომ, რომ მისი ნაწერი ამის ღირსი ნადმვილად არ არის და არც საპოლემიკოდ ვწერ ამ ყოველივეს. ვწერ იმიტომ, რომ ვაჩვენო წმ. წერილის და ქრისტიანობის რეალური დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით, რომ ის რასაც ეს გაურკვეველი ადამიანი წერს, არის სიცრუე და მეტი არაფერი.

ციტატებს, რომლებიც მან მოიყვანა მოგვიანებით დავუბრუნდები, მანამდე კი ვნახოთ რა ხდება წმ. წერილში სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. შეგნებულად გვერდს ვუვლი ძველ აღთქმას, რადგან ძველი აღთქმა სამშობლოს ცნების, ქვეყნის დაცვის, მტერთან ბრძოლის კუთხით თვალსაჩინო მაგალითია და რაღაც ზედმეტი კომენტარი მას არ ჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ინიციატივა სახელმწიფოს, სამშობლოს და ა.შ. ცნების ინიციატორი ყოველთვის ღმერთია. ანუ ძველი აღთქმის პერიოდში შექმნილი ქვეყნიური მმართველობის ის სისტემა, რომლის ინიციატორიც, მართალია ხალხი იყო, მაგრამ უფლის კურთხევით, შენარჩუნებულია ახალ აღთქმაშიც და საგანგებო გაუქმება ამ კუთხით არ არსებობს. ვერ მომიტანთ ვერც ერთ მუხლს ახალი აღთქმიდან, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება, ჯარი და ა.შ. ეს ანტიქრისტიანულია, რომ ის უნდა დავგმოთ და ა.შ. ძალიან ნათელი მაგალითი მოგვცა თავად უფალმა, როდესაც ერთის მხრივ ბრძანა: ღმერთს ღმრთისა და კეისარს კეისრისა, რითაც მოგვიწოდა არ უგულებელვყოთ ამქვეყნიური მმართველობის ის წესები, რითაც არ ილახება ადამიანის რწმენა და მის დამოკიდებულებას ღმერთისადმი ხელი არ ეშლება, ხოლო მეორე მხრივ პრაქტიკულად გვიჩვენა ამის მაგალითი, როდესაც გადასახადი გადაიხადა და მიზეზად ის დაასახელა, რომ არ დაებრკოლებინა ხალხი.

თუმცა ეს ამ შემთხვევაში სამხედრო სამსახურს არ ეხება. ამ საკითხს ეხება სხვა არაერთი ადგილი ახალი აღთქმიდან. ვნახოთ:

როდესაც იოანე ნათლისმცემელი ნათლავს ხალხს, მასთან მიდიან სამხედრო პირები:

"მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო?" (ლუკა 3.14).

და ნახეთ იოანეს პასუხი. ჩვენი ოპონენტის ლოგიკით, იოანეს პასუხი ამგვარი უნდა ყოფილიყო. მიატოვეთ სამხედრო სამსახური, რადგან ის ეწინააღმდეგება უფლის მცნებას. მაგრამ დააკვირდით რას პასუხობს იოანე:

"და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას" (იქვე).

ცალსახად ეუბნება მეომრებს იოანე, რომ უსამართლობას ერიდონ ისინი და დასჯერდნენ იმ ხელფასს, რასაც უხდიან სამხედრო სამსახურში მსახურებისათვის. არაფერი ზედმეტი, ანუ მოწოდება სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებებისა აქ არ არის.

მეორე ეპიზოდი საქმე მოციქულთადან:

"კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (საქმე. 14, 1-2).

პირდაპირ საოცრებაა. წმ. წერილი ადამიანს, რომელიც რომაული ჯარის ერთ-ერთი ზემდგომი სამხედრო პირი იყო, უწოდებს: კეთილმორწმუნეს და ღვთისმოშიშიშს. არც იმას ამბობს, რომ ის არასწორ გზას ადგა, რადგან ჯარში სმახურობდა და არც არაფერს ამ კუთხით.

ამ ადამიანის შესახებ ცოტა ქვემოთ ნათქვამია:

ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები (მუხ. 22).

ხოლო უფრო ქვემოთ, როდესაც კორნელიუსი სთხოვს პეტრე მოციქულს უქადაგოს, ეს უკანასკნელი ერთ სიტყვასაც კი არ ეუბნება იმის შესახებ, რომ სამხედრო სამსახური, ეს არის ანტიქრისტიანული და ის სასწრაფოდ უნდა გამოეთხოვოს ამ სამსახურს, თუ უნდა, რომ უფალმა ის შეიწყნაროს. მსგავს რამეს ჩვენ ვერ ვპოულობთ.

მესამე ეპიზოდი, თავად მაცხოვრის მონაწილეობით:

"ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა ასისთავი და ვედრებით უთხრა..." (მათე 8. 5).

"და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური" (მუხ. 13).

არავითარი მხილება, არავითარი საყვედური იმის, გამო, რომ ეს პიროვნება სამხედრო პირია, პირიქით, აღნიშვნა იმისა, როგორი მორწმუნეა ეს ადამიანი.

როგორც ვხედავთ, იმ უცხადეს ეპიზოდებში, სადაც კონკრეტულადაა ნახსენები სამხედრო სამსახური, ოდნავი მინიშნებაც კი არაა იმისა შესახებ, რომ ეს არის არასწორი, რომ ეს არის ცოდვა და ა.შ.

პირიქით, გვაქვს მოწოდება პავლე მოციქულისა, რომ დავემორჩილოთ ქვეყნიურ ხელმწიფებას. და ეს განცხადება კეთდება რომაელებისადმი, რომელთაც სათავეში ყავთ ნერონი.

ვერ მანახებს ვერავინ სახარებიდან თუნდაც ერთ ციტატას, სადაც საუბარია იმაზე, რომ უარი უნდა ვთქვათ სამხედრო სამსახურზე, იმაზე, რასაც მოითხოვს ქვეყნიური მმართველობა, იმ ქვეყნისა, სადაც ქრისტიანს უწევს ცხოვრება, პირიქით, ადგილობრივი ხელისუფალის მორჩილებაა ქადაგებული.

აი რას ვკითხულობთ ქრისტიანების შესახებ ერთ-ერთ ადრეულ ძეგლში, ეპისტოლე დიოგნეტესადმი:

"ქრისტიანები არც ქვეყნით, არც მეტყველებით, არც შესამოსლით არ არიან გამიჯნულნი დანარჩენი ადამიანებისგან, რადგან არც სადმე საკუთარ ქალაქებში მკვიდრობენ, არც რამ განსხვავებული ენით სარგებლობენ, არც თავისებურ ყოფა-ცხოვრებას მისდევენ. დიახ, მათი ეს მოძღვრება არ არის აღმონაჩენი მრავალცნობისმოყვარე ადამიანთა აზრისა და ფიქრისა, არცთუ ადამიანური სწავლულების მხრივ მეწინავეობენ ისინი მავანთა მსგავსად. ამასთან, მკვიდრობენ რა ელინურ და ბარბარულ ქალაქებში, როგორც ეს წილად ხვდა თითოეულს, და მიჰყვებიან რა ადგილობრივ ჩვეულებებს როგორც შესამოსლით, ასევე საჭმელ-სასმელითა და დანარჩენი ყოფით, თავიანთი მოქალაქეობის საკვირველ და ჭეშმარიტად უჩვეულო წესს ავლენენ. სახლობენ ისინი საკუთარ სამშობლოებში, მაგრამ - როგორც მწირნი; თანაეზიარებიან ყოველივეს როგორც მოქალაქენი, არიან კი ყოვლის დამთმენნი როგორც უცხონი. ყოველი უცხოება სამშობლოა მათი, ყოველი სამშობლო კი - უცხოება. ქორწინდებიან როგორც ყველანი და შვილებს ჰბადებენ, თუმცა შობილებს არ მიაგდებენ. ტრაპეზს ზიარად დააგებენ, თუმცა არა - სარეცელსაც. ხორცში იპოვებიან, მაგრამ ხორცის მიხედვით არ ცხოვრობენ. მიწაზე მიმოიქცევიან, მაგრამ ცათა შინა მოქალაქეობენ. ემორჩილებიან დადგენილ წესებს, მაგრამ საკუთარი ცხოვრებით იმარჯვებენ წესებზე. უყვართ ყველა და ყველასგან იდევნებიან. უცნობნი არიან და ისჯებიან, მოიკვდინებიან და ცხოველ-იქმნებიან; არასმქონეობენ და მრავალს განამდიდრებენ; მოკლებულნი არიან ყოველივეს და უხვად აქვთ ყოველივე. უპატიო-ჰყოფენ და უპატიობათა წიაღ იდიდებიან; იგმობიან და მართლდებიან; იკიცხებიან და აკურთხებენ; იძაგებიან და პატივს მიაგებენ; კეთილმოქმედებენ, მაგრამ ისჯებიან როგორც უკეთურნი, დასჯილნი კი განიხარებენ ვით ცხოველქმნილნი; იუდეველთაგან იომებიან როგორც უცხოტომელნი და ელინთაგანაც იდევნებიან, მაგრამ მტრობის მიზეზად მოძულენი ვერას ამბობენ. მარტივად რომ ითქვას, რაც არის სხეულში [44]სული, იგივე არიან ამა სოფელში ქრისტიანები. განითესება სხეულის ყველა ნაწილში სული, ქრისტიანები კი - ამასოფლის ქალაქებში. სახლობს სხეულში სული, მაგრამ არ არის იგი სხეულისაგანი. ქრისტიანებიც ამასოფლად სახლობენ, მაგრამ არ არინ ამასოფლისანი. სული, რომელიც უხილავია, ხილულ სხეულშია დატყვევებული; ქრისტიანებიც შეიცნობიან როგორც ამსოფლად მყოფნი, მაგრამ უხილავად ჰგიეს მათეული ღვთისმსახურება. სძაგს სული ხორცს და თუმცა მისგან არანაირ ზიანს არ იღებს, ებრძვის მას, რადგან იგი (სული) ხელს უშლის მას დატკბეს სიამეებით. ასევე, სოფელსაც სძაგს ქრისტიანები, - თუმცა კი არანაირ ზიანს არ იღებს მათგან, - რადგან ისინი წინ აღუდგებიან სიამეებს92. სულს უყვარს [მისი] მოძულე ხორცი და [ხორცის] ნაწილები; ქრისტიანებსაც უყვართ [მათი] მოძულენი. ჩაკეტილია სული სხეულში, მაგრამ იგი შეამყარებს სხეულს; ქრისტიანებიც პყრობილნი არიან ამასოფელში როგორც საპყრობილეში, მაგრამ ისინი შეამყარებენ სოფელს. უკვდავია სული, რომელიც მკვიდრობს მოკვდავ კარავში; ქრისტიანებიც ხრწნადთა შორის მწირობენ, მოელიან რა ცათა შინა უკვდავებას. სამოსელ-საჭმელის გამო ვნებული სული უკეთესდება; ქრისტიანებიც, ტანჯულ-დასჯილნი, ყოველდღიურად უფრო და უფრო მრავლდებიან" (ეპისტოლე დიოგნეტესადმი, თ. 5-6).

ასე ცხოვრობდნენ ქრისტიანები და ასე ცხოვრობენ დღესაც, პატივს მიაგებენ იმ ქვეყნის წესებს, სადაც მათ უწევთ ცხოვრება და მაცხოვრის მოწოდებისებრ მიაგებენ კესარს კეისრისა (ცხადია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ურთიერთობას ღმერთთან), ხოლო ღმერთს ღმრთისა. მათ შორის მონაწილეობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში (რადგან ეს ქვეყნიური მმართველობის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნილებაა), განსხვავებით რასელის მიმდევრებისაგან, რომელნიც მკეთრად ანტისახელმწიფოებრივ მოძღვრებას ქადაგებენ და მოუწოდებენ ყველას არ დაიცვან სამშობლო (სამარცხვინო საქციელი).

უყვარდა თუ არა უფალს ის ადგილი სადაც მოღვაწეობდა? ნახეთ რას ვკითხულობთ სახარებაში:

"როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო, და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან" (ლუკა, 19. 41-42)

წარმოიდგინეთ როგორ განიცდიდა უფალი იმ ადგილის სამომავლო აოხრებას, რომელიც ერთ დროს რჩეულთა დედაქალაქი იყო. ქრისტიანებს მოუწოდა გაქცეულიყვნენო, ეს არის სამარცხვინო ინტერპრეტაცია მაცხოვრის სიტყვებისა, რომელიც მოუწოდებს ქრისტიანებს გაეცალონ ქალაქს, რადგან მას განადგურება მოელის, რაც არის განგებულება უფლისა, განგებულება იმ მიზეზთა გამო, რაც მისმა მცხოვრებლებმა ჩაიდინეს. ამ ქალაქს რომ არ დაემსახურებინა განადგურება, განა დაუშვებდა ამას უფალი? ხომ ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ რომაელები საერთოდ ვერ მიკარებოდნენ მას, მაგრამ როგორც სოდომმა და გომორმა მოიწიეს თავზე რისხვა, ასევე დაატყდა თავზე რისხვა იერუსალიმს და როგორც ლოტის ცოლის უკან მოხედვა საღვთო განგებულებისადმი წინააღმდეგობად შეირაცხა, ასევე შეირაცხებოდა იმ ქრისტიანის საქციელი, რომელიც უფლის მოწოდებას არ დაემორჩილებოდა.

როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა ადამიანს ის თქვა, რომ უფალი ქრისტიანებს მოუწოდებდა სამშობლოს დაცვისაგან უარი ეთქვათ, როცა თავად თვალცრემლიანი შეჰყურებდა ქალაქის კედლებს.


ბოლოს ერთი კითხვა მინდა დავუსვა ამ ადამიანს: დავუშვათ მოხდა ისე, რომ რომელიმე სახელმწიფოში მმართველობიდან დაწყებული ყველა აღმოჩნდა იეჰოვას მოწმე. ამ სახელმწიფოს თავს დაატყდა რომელიმე ქვეყნის ჯარი, რას იზავენ ისინი, თავს დახრიან და ხელს არ გაანძრევენ ოჯახის, ახლობლების დასაცავად? ძალიან მაინტერესებს.

გარდა ამისა დაჟინებით მოვითხოვ კონკრეტულ მონაცემს წმ. წერილიდან, სადაც ნათქვამი იქნება, რომ სამხედრო სამსახურში არ უნდა იყოს ადამიანი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 14 2013, 09:23 AM
პოსტი #290


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(Mark @ Jun 13 2013, 10:07 PM) *

G_saxva
აჰა, ესაუბრე ახლა ასეთ ადამიანს. ერთი რომელი ჯარი აკურთხა იესომ და რომელი ჯარის წვრთნას დაესწრო? biggrin.gif

კაცო ქრისტიანები იბრძოდნენ და ღმერთი ხომ არ გაიყოფოდა შუაში, ვინმესთვის ხომ უნდა დაეჭირა მხარი. მით უმეტეს ორივეგან სასულიერო პირები დახმრებას სთხოვდნენ მას... თუ ორივე მხარეს უჭერდა მხარს? biggrin.gif როგორ გიბრუნდებათ ენა რომ ქრისტიანებს უწოდებთ ამ ადამიანებს?

საიდან მოგავთ ან იფიქრებთ ასეთ რაღაცეებს? ვის მხარეს უნდა იყოს ღმერთი ან რომელს უნდა უჭერდეს მხარს სად ამოიკითხე მეც მანახე. blink.gif ომის წარმოება ტეკენის თამაში ხომ არ გგონიათ? ერთის მხარეს ღმერთი დგას მეორის მხარეს ეშმაკი და აომებენ ადამიანებს. ასეთი წარმოდგენა რომ გავთ საერთოდ ღირს თუ არა საუბრის გაგრძელება საკითხავი აი ეს არის.
აღარ გამოვეხმაურები იმ სისულელეებს ნაცისტებს რომ არ ემხრობოდნენ და არ იბრძოდნენ მათთან ერთად. რა შუაში იყო ნაცისტების აქ მოყვანა ვერ ვხვდები. არ ებრძოლათ ნაცისტების წინააღმდეგ ნახევარ მსოფლიოს და ვნახავდით რა იქნებოდა დღეს როგორ ილაპარაკებდით საეთოდ თუ ამოგაღებინებდნენ ხმას, მადლობას აქეთ უნდა გვიხდიდეთ თქვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ გავაკეთეთ blink.gif blink.gif blink.gif biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 14 2013, 10:30 AM
პოსტი #291


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა
„იეჰოვას მოწმეები აღფრთოვანებას იწვევენ თავიანთი მტკიცე რწმენითა და ერთიანობით. მათი ერთიანობის წყალობით ისინი, სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, არ სთხოვენ ერთი და იმავე ღმერთს ერთი და იმავე ქრისტეს სახელით, აკურთხოს რომელიმე დაპირისპირებული მხარე. მოწმეები არ ურევენ რელიგიას პოლიტიკაში სახელმწიფო მეთაურებისა და პოლიტიკური პარტიების ინტერესებისთვის. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისინი მზად არიან, თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი არ დაარღვიონ ბრძანება: არ მოკლა!“ (Il Corriere di Trieste).


„მთელ მსოფლიოს იეჰოვას მოწმეების შეხედულებებით რომ ეცხოვრა, შეწყდებოდა სისხლისღვრა, სიძულვილი და ყველგან სიყვარული იმეფებდა“ (Sacramento Union).

„იმ დასკვნამდე მივედი, რომ დედამიწაზე მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს რომ ეცხოვრათ, ომები შეწყდებოდა და პოლიციელთა მოვალეობა მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და პასპორტების გაცემა იქნებოდა“ (Ring).

„ისინი არ მონაწილეობენ ძალადობაში და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე იტანენ რწმენის გამო მათთვის მიყენებულ მრავალ ტანჯვას. . . როგორი განსხვავებული იქნებოდა წუთისოფელი, ერთ დილას იეჰოვას მოწმეების მსგავსად ყველას რომ მტკიცედ გადაგვეწყვიტა — არავითარ შემთხვევაში აღარ აგვეღო ხელში იარაღი“ (Andare alle genti).


„უფრო მეტი ხალხი რომ მიჰყოლოდა იმ სწავლებებს, რასაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, და ისე ეცხოვრათ, როგორც მოწმეები ცხოვრობენ, ჰოლოკოსტს ავიცილებდით თავიდან და გენოციდი მეტად აღარ დაემუქრებოდა კაცობრიობას“ (Holocaust Politics, 2001 ).

„იეჰოვას მოწმეებს საერთო არაფერი ჰქონდათ ნაციზმთან. ნაცისტებისთვის ყველაზე მიუღებელი მოწმეების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ არც ერთი მოწმე არ აიღებდა იარაღს, არ იმუშავებდა პოლიტიკურ დაწესებულებაში, მონაწილეობას არ მიიღებდა სახალხო ზეიმებში და არ დაუჭერდა მხარს ნაცისტურ რეჟიმს“ (The Churches’ Response to the Holocaust, 1986)

„სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო მრავალ მოწმეს სიკვდილი მიუსაჯეს . . . ან დახაუს საკონცენტრაციო ბანაკსა თუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაგზავნეს“ (A History of Christianity)


ესენი არ მინახავს, როდის დაამატა. ეს არის უკვე პროპაგანდა, რაც არის სამარცხვინოს აქციელი ამ ადამიანისა, რასაც არ აკეთებდა არავინ, ვინც კი ამ სექტის სახელით წერდა ამ ფორუმზე.

პოსტი ცხადია წაიშლება, მაგრამ იგივეს კვლავ გამეორების შემთხვევაში წევრი მიიღებს ბანს (ოღონდ აუცილებლად).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mark
პოსტი Jun 14 2013, 10:38 AM
პოსტი #292


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 4-June 13
წევრი № 13,192



ციტატა(afxazi @ Jun 14 2013, 12:06 AM) *

დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ქვემოთ წარმოდგენილი ნაწერი არ არის პასუხი ოპონენტისადმი, რომელიც ამდენი ხანია მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიას და ცინიზმს ეწევა, ვითომცდა გამარჯვებულის პოზიციიდან გახარებული გვმოძღვრავს და უდიდეს სიძულვილს ამჟღავნებს ყოველგვარი სიწმინდისა (ცხადია არა პირდაპირ). არ ვთვლი პასუხად იმიტომ, რომ მისი ნაწერი ამის ღირსი ნადმვილად არ არის და არც საპოლემიკოდ ვწერ ამ ყოველივეს. ვწერ იმიტომ, რომ ვაჩვენო წმ. წერილის და ქრისტიანობის რეალური დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით, რომ ის რასაც ეს გაურკვეველი ადამიანი წერს, არის სიცრუე და მეტი არაფერი.

ციტატებს, რომლებიც მან მოიყვანა მოგვიანებით დავუბრუნდები, მანამდე კი ვნახოთ რა ხდება წმ. წერილში სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. შეგნებულად გვერდს ვუვლი ძველ აღთქმას, რადგან ძველი აღთქმა სამშობლოს ცნების, ქვეყნის დაცვის, მტერთან ბრძოლის კუთხით თვალსაჩინო მაგალითია და რაღაც ზედმეტი კომენტარი მას არ ჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ინიციატივა სახელმწიფოს, სამშობლოს და ა.შ. ცნების ინიციატორი ყოველთვის ღმერთია. ანუ ძველი აღთქმის პერიოდში შექმნილი ქვეყნიური მმართველობის ის სისტემა, რომლის ინიციატორიც, მართალია ხალხი იყო, მაგრამ უფლის კურთხევით, შენარჩუნებულია ახალ აღთქმაშიც და საგანგებო გაუქმება ამ კუთხით არ არსებობს. ვერ მომიტანთ ვერც ერთ მუხლს ახალი აღთქმიდან, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება, ჯარი და ა.შ. ეს ანტიქრისტიანულია, რომ ის უნდა დავგმოთ და ა.შ. ძალიან ნათელი მაგალითი მოგვცა თავად უფალმა, როდესაც ერთის მხრივ ბრძანა: ღმერთს ღმრთისა და კეისარს კეისრისა, რითაც მოგვიწოდა არ უგულებელვყოთ ამქვეყნიური მმართველობის ის წესები, რითაც არ ილახება ადამიანის რწმენა და მის დამოკიდებულებას ღმერთისადმი ხელი არ ეშლება, ხოლო მეორე მხრივ პრაქტიკულად გვიჩვენა ამის მაგალითი, როდესაც გადასახადი გადაიხადა და მიზეზად ის დაასახელა, რომ არ დაებრკოლებინა ხალხი.




კი ბატონო, დავიწყოთ ძველი აღთქმიდან.


ძალიან დიდი სხვაობა ებრაელ (ღვთის ერსა) და ქრისტიანებს შორის.

1. ღვთის ხალხს ჰქონდა თავისი საკუთარი სახელმწიფო, ყველა საჭირო ატრიბუტით.ქრისტიანებს დღეს ეს არ გააჩნიათ, ისინი სხვადასხვა სახელმწიფოებში ცხოვრობენ.


2. ძველად ღმერთი წყვეტდა იმას, იომებდა თუ არა ისრაელი (მეორე რჯული 32:35, 43). ის თავის ხალხს განსაკუთრებული მიზნისთვის გზავნიდა საომრად (ფაქტობრივად, ეს ღმერთის წმინდა ომები იყო. ამას კი ვერ ვიტყვით დღეს წარმოებულ ომებზე).მაგრამ ეს მიზანი უკვე დიდი ხანია, მიღწეულია. უფრო მეტიც, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ისინი, ვინც „უკანასკნელ დღეებში“ იქნებოდნენ მისი მსახურები, „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავდნენ“ და „აღარავინ ისწავლიდა ომს“ (ესაია 2:2—4). ის ფაქტი, რომ ბიბლიურ დროში ომები იყო, არ ამართლებს დღევანდელ კონფლიქტებს და არც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ღვთის ხელმძღვანელობით ან დავალებით ხდება.


პირველ საუკუნეში მდგომარეობა რადიკალურად იცვლება. ქრისტე ამბობს: "ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" (იოან. 15:12). ის მსმენელებს აგრეთვე ასწავლიდა: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი". როდესაც იესო დააპატიმრეს მოციქულმა პეტრემ ცივი იარაღით სცადა მისი დაცვა. მაგრამ ღვთის ძემ უსაყვედურა: „ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება"(მათე 26:52). ქრისტიანები ითვალისწინებდნენ ამ რჩევას და იარაღს არ იღებდნენ ხელში, ისტორიული ფაქტებიც მოწმობენ ამაზე. ქრისტემ თქვა რომ, არათუ კაცის მოკვლა მრისხანებაც უკვე მზიმე ცოდვაა: "თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს." (მათ. 5:21,22). ანუ ქრისტიანობა ასე ვთქვათ უფრო მაღალი დონეა რჯულთან შედარებით. მაგალითისტვის: ღმერთი უშვებდა პოლიგამიას ისრაელში, მაგრამ ქრისტიანობის დაარსების შემდეგ ეს უკვე მიუღებელი იყო, ასეა ომში მონაწილეობის საკითხიც.


აჰა, გაგვიჭირდა და პოსტების წაშლაც დავიწყეთ უკვა... smile.gif


კი მაგრამ მთლიანად რატომ წაშალე პოსტი? იქ სოლიდური ენციკლოპედიებიდან და ნაშრომებიდან იყო მოყვანილი აზრები. რაო სიბნელეში ამყოფებთ ხალხს? მარტო მართლმადიდებლურ წყაროებს უნდა გაეცნონ?
biggrin.gif


--------------------
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!

ფსალმ. 83:18 (82:19)





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 14 2013, 10:48 AM
პოსტი #293


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Mark

ციტატა
აჰა, გაგვიჭირდა და პოსტების წაშლაც დავიწყეთ უკვა...


შემთხვევით, მოგზავნილი ხომ არ ხარ?

ციტატა
რაო სიბნელეში ამყოფებთ ხალხს? მარტო მართლმადიდებლურ წყაროებს უნდა გაეცნონ?


მოკლედ ყელში ამოხვედი რა. უზრდელი და თავხედი ყოფილხარ.

სამუდამო ბანი და დაემშვიდობე აქაურობას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jun 14 2013, 09:03 PM
პოსტი #294


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(Mark @ Jun 14 2013, 10:38 AM) *

როდესაც იესო დააპატიმრეს მოციქულმა პეტრემ ცივი იარაღით სცადა მისი დაცვა. მაგრამ ღვთის ძემ უსაყვედურა: „ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება"(მათე 26:52). ქრისტიანები ითვალისწინებდნენ ამ რჩევას და იარაღს არ იღებდნენ ხელში, ისტორიული ფაქტებიც მოწმობენ ამაზე.


აქ ომზე ხომ არაა საუბარი? იესოს შესაპყრობად მოვიდნენ და მისი დაცვა სცადეს მოციქულებმა. ამ ლოგიკით თავდაცვაც არასწორია. მაგრამ ზოგიერთი იეჰოვას მოწმე ამბობს, რომ - "თუ ჩემს ოჯახს მოკვლას უპირებენ, დავიცავ"-ო. კი მაგრამ აქ იესომ სწორედ ასეთი რამის გამო არ შეაჩერა პეტრე?

აქ მარტო ომის აკრძალვა არ ჩანს, იესო სრული პაციფისტი გამოდის ამ ფრაზიდან. მაგრამ თქვენ მხოლოდ ის აზრი გამოგაქვთ რაც გაწყობთ. ესაა პრობლემა, თორემ ბიბლიური პასაჟების მოყვანა არაა პრობლემა. იესოს არაერთი პაციფისტური ფრაზა არ აქვს ნათქვამი.

პ.ს. ნებისმიერი ობიექტური მკითხველი გეტყვის, რომ მაგ ფრაზაში ომის აკრძალვა არაფერ შუაშია, მანდ სრულ პაციფიზმზეა საუბარი.

ციტატა(Mark @ Jun 13 2013, 05:39 PM) *



„ისინი უარს ამბობდნენ სახელმწიფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობაზე და სამხედრო ძალით იმპერიის დაცვაზე . . . წარმოუდგენელი იყო, რომ ქრისტიანი გამხდარიყო ჯარისკაცი, სახელმწიფო მოხელე ან მმართველი, თუ უარს არ იტყოდა თავის წმინდა მოვალეობაზე“ („History of Christianity“, ედუარდ გიბონი, ნიუ-იორკი, 1891, გვ. 162, 163).




ეს თუ მართალია, ამის გამო ქრისტიანებს მეც დავხოცავდი რომის იმპერატორი რომ ვყოფილიყავი. biggrin.gif როგორ, ჩემ ქვეყანას უტევენ, ისედაც ჯარისკაცები მაკლია, ზოგი დაავადებებმა დამიხოცეს, იმპერია დაცემის პირასაა და ვიღაცეები ჯარში მსახურობისაგან უარს ამბობენ? biggrin.gif მაშინ გასაგებია ქრისტიანობა რატომ იდევნებოდა.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pataraia
პოსტი Jul 3 2013, 06:48 PM
პოსტი #295


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 6-March 09
წევრი № 6,608



ციტატა(Otherguy @ Jun 14 2013, 09:03 PM) *

აქ ომზე ხომ არაა საუბარი? იესოს შესაპყრობად მოვიდნენ და მისი დაცვა სცადეს მოციქულებმა. ამ ლოგიკით თავდაცვაც არასწორია. მაგრამ ზოგიერთი იეჰოვას მოწმე ამბობს, რომ - "თუ ჩემს ოჯახს მოკვლას უპირებენ, დავიცავ"-ო. კი მაგრამ აქ იესომ სწორედ ასეთი რამის გამო არ შეაჩერა პეტრე?
აქ მარტო ომის აკრძალვა არ ჩანს, იესო სრული პაციფისტი გამოდის ამ ფრაზიდან. მაგრამ თქვენ მხოლოდ ის აზრი გამოგაქვთ რაც გაწყობთ. ესაა პრობლემა, თორემ ბიბლიური პასაჟების მოყვანა არაა პრობლემა. იესოს არაერთი პაციფისტური ფრაზა არ აქვს ნათქვამი.
პ.ს. ნებისმიერი ობიექტური მკითხველი გეტყვის, რომ მაგ ფრაზაში ომის აკრძალვა არაფერ შუაშია, მანდ სრულ პაციფიზმზეა საუბარი.
Otherguy

ჯერ ერთი Mark-ს ბანი დაადეს ამ ფორუმზე და ვერ გიპასუხებს. ასე რო დააგვიანე მის პოსტზე გამოპასუხება.

რაც შეეხება იარაღის გამოყენებას და თავდამსხმელზების განზრახ დახოცვას: მე დავიწყე ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან და ეგ კითხვა მეც დაუსვი ამას წინებზე. იესომ ეგ მომენტი იმისთვის გამოიყენა რო თავის მიმდევრებს სცოდნოდათ შემდეგი რამ: განზრახ მკვლელობა დაუშვებელია, იქნება ეს ოჯახის თუ საკუთარი თავის დაცვის მიზნით. შენ პასუხში ის ჩანს რო არ იცი იეჰოვას მოწმეების სწავლება და ნუღარ წერ მათი სახელით. ჭორების გავრცელება გამოგდის.

ციტატა
ციტატა
„ისინი უარს ამბობდნენ სახელმწიფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობაზე და სამხედრო ძალით იმპერიის დაცვაზე . . . წარმოუდგენელი იყო, რომ ქრისტიანი გამხდარიყო ჯარისკაცი, სახელმწიფო მოხელე ან მმართველი, თუ უარს არ იტყოდა თავის წმინდა მოვალეობაზე“ („History of Christianity“, ედუარდ გიბონი, ნიუ-იორკი, 1891, გვ. 162, 163).
ეს თუ მართალია,

ედუარდ გიბონი თუ არაა მართალი აბა შენ ხრა მართალი? შე ჭორების გამავრცელებელო. biggrin.gif


--------------------
გავუფრთხილდეთ პატარებს..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 3 2013, 09:20 PM
პოსტი #296


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა
მე დავიწყე ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან

სწორი გზა აგირჩევია რა გინდა


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 3 2013, 09:22 PM
პოსტი #297


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



pataraia
ციტატა
მე დავიწყე ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან

ახალი ,,ჭეშმარიტება'' გვყავს ფორუმზე?
connie_08.gif connie_08.gif

საინტერესოა...ცოტა ხალისი შემოვა...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 3 2013, 09:24 PM
პოსტი #298


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა
ახალი ,,ჭეშმარიტება'' გვყავს ფორუმზე?

თან 2010 წლის მერე არაფერი უწერია ამ ახალ ჭეშმარიტებას. ახლა გაიღვიძა smile.gif
ციტატა
ცოტა ხალისი შემოვა..

yes.gif jump.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jul 3 2013, 10:19 PM
პოსტი #299


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(pataraia @ Jul 3 2013, 06:48 PM) *

Otherguy

ჯერ ერთი Mark-ს ბანი დაადეს ამ ფორუმზე და ვერ გიპასუხებს. ასე რო დააგვიანე მის პოსტზე გამოპასუხება.

რაც შეეხება იარაღის გამოყენებას და თავდამსხმელზების განზრახ დახოცვას: მე დავიწყე ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან და ეგ კითხვა მეც დაუსვი ამას წინებზე. იესომ ეგ მომენტი იმისთვის გამოიყენა რო თავის მიმდევრებს სცოდნოდათ შემდეგი რამ: განზრახ მკვლელობა დაუშვებელია, იქნება ეს ოჯახის თუ საკუთარი თავის დაცვის მიზნით. შენ პასუხში ის ჩანს რო არ იცი იეჰოვას მოწმეების სწავლება და ნუღარ წერ მათი სახელით. ჭორების გავრცელება გამოგდის.

ეს თუ მართალია,
ედუარდ გიბონი თუ არაა მართალი აბა შენ ხრა მართალი? შე ჭორების გამავრცელებელო. biggrin.gif


ედუარდ გიბონი მართლაც პატივსაცემი ისტორიკოსია, მაგრამ ერთი პრობლემაა - თანამედროვე ისტორიკოსები მას აღიქვამენ ზედმეტად სანდო ისტორიკოსად. იცი მიზეზი ამის? მიზეზი ისაა, რომ ადრე მოღვაწეობდა და მაგ დროს არ იყო ჯერ კიდეც აღმოჩენილი იმდენი პირველადი და მეორადი წყაროები რამდენიც ეხლაა.

რომ ამბობ ომის დროს უნდა გაიხიზნოო, სხვა ქვეყანაში უნდა გაიხიზნო თუ შენი ქვეყნის მთაში? სხვა ქვეყანაში რომ გაიქცე ეგ ნაძირლობაა საკუთარი ქვეყნის მიმართ. თუ მთაში გაიხიზნე, რამდენი ხანი იქნები იქ? იქნებ მოგადგნენ მერე სათითაოდ და მოგკლან? არ ჯობდა ისე დაგეცვა ქვეყანა ერთად, სხვებთან ერთად? შანსი გექნებოდათ.

რაც შეეხება ქრისტიანებს რომში - ქრისტიანებს სულ არ აინტერესებდათ რომის გადარჩენა, ამიტომ არც ჯარში მსახურობდნენ და არც მსხვერპლს წირავდნენ. აქედან გამომდინარე მათ სრულიად დამსახურებულად დევნიდნენ და კლავდნენ.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 3 2013, 10:24 PM
პოსტი #300


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რაც შეეხება ქრისტიანებს რომში - ქრისტიანებს სულ არ აინტერესებდათ რომის გადარჩენა, ამიტომ არც ჯარში მსახურობდნენ და არც მსხვერპლს წირავდნენ. აქედან გამომდინარე მათ სრულიად დამსახურებულად დევნიდნენ და კლავდნენ.

კაი გაჩერდი ახლა...biggrin.gif
არ მსახურებდნენ არა იხვის ტოლმა...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V « < 13 14 15 16 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი