IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უცხოპლანეტელები
George Leluashvili
პოსტი Aug 16 2011, 05:17 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მოგესალმებით ახალ, ძალზე საინტერესო, მრავალფეროვან და აქტუალურ თემაში.

უკვე ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა დადის ე.წ. "უცხოპლანეტელთა" შესახებ, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. ძალიან გახშირდა "მფრინავი თეფშებისა" და სხვა მსგავსი მფრინავი ობიექტების აღმოჩენები. ხალხი ძალაუნებურად დიდ ყურადღებას აქცევს ამ ფაქტებს. ზოგი დაშინებულია, ზოგი-გახარებული (ვინაიდან ხსნასა და გადაჩენას კოსმოსიდან მოელიან), ზოგიც მეცნიერული ჟინით ავსებული, უფრო გულმოდგინედ განაგრძობს კვლევას მათ შესახებ.

IPB-ს სურათი


მე მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხს არ აინტერესებს რას ამბობს ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია, როცა პირველ რიგში მისი აზრი უნდა იყოს მისაღები და გასათვალისწინებელი;მაგრამ ადამიანის ბუნება ისეთია, რომ იგი სულ რაღაც უცხოსა და მისტიკურს ეძიებს, საამისოდ კი უცხოპლანეტელთა შესახებ მოსმენა და ახალ-ახალი ამბების გაგება დიდად გამოსადეგიაsmile.gif

დამაინც, საზოგადოებაში არ არესბობს ერთი, კონკრეტული და მტკიცე პასუხი, თუ ვინ არიან უცხოპლანეტელები და საერთოდ, თუ არიან ისინი.


ამ თემაში მე მინდა ჯერ მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი დავაფიქსირო და შემდეგ, ალბათ ძალიან ბევრი გამოთქვამს პირად აზრს ამ თემის ირგვლივ.
მეგრამ ისეც არ მინდა გამომივიდეს, რომ რახან მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს-ვსო, უნდა ვირწმუნოთ ( ეს სინამდვილეში ასეც უნდა იყოს, მაგრამ არამართლმადიდებლებს რით დავუმტკიცოთ მათი არარსებობს?), არამედ მეცნიერულადაც შევხედოთ ამ ამბავს.

IPB-ს სურათი


მაშ ასე, ჯერ ეკლესიას მოვუსმინოთ და შემდეგ თქვენია ბურთი და მოედანი
smile.gif





მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ინფორმაცია არსებობს უცხოპლანეტელების ხილვის, მათი სტუმრობის, მათ მიერ ადამიანების მოტაცების და ა.შ., ეკლესია მათ არსებობას არ აღიარებს. უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის სხეულზე დატოვებულ ლაქებს კი თავად უფოლოგებიც ეშმაკის ნიშანს ეძახიან. ვნახოთ, რას ფიქრობს ეკლესია ამ საკითხზე. გვესაუბრება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე).



– მამაო, უცხოპლანეტელების მიერ ადამიანის მოტაცების ფაქტებიც არსებობს. ამას როგორ ხსნით, ამასაც ბოროტი ძალა აკეთებს?

– არსებობს ფაქტები, რომლებიც ბევრ ეჭვს ბადებს. პირადი ემოციები და განცდები იმ პიროვნებებისა, რომლებიც ეკლესიური თვალსაზრისით დემონური არსებების მსხვერპლნი ხდებიან, ცხადყოფს, რომ ისინი სუსტი ფსიქიკის მქონენი არიან, მიდრეკილი ჰალუცინაციებისადმი, მათი გონება და ცნობიერება გამრუდებულია და ხდება მათი ფსიქოპათოლოგიური განცდების არეკვლა მათ ფიზიკურ სხეულზე. ხანდახან ეს გამომჟღავნდება მუქი წერტილების სახით, რომლებიც დამწვრობის სახით წარმოიშვება. პარადოქსია და ამას თვითონ უფოლოგები ეშმაკის ნიშანს ეძახიან. რეალურად ამ დამწვრობის მიზეზს ვერ ხსნიან, მაგრამ ეს უფრო ანომალიური ხასიათის არის, ვიდრე უცხო ცივილიზაციის მიერ მიყენებული ზიანი ან კურნება.

იმ პირობების, რომელიც ჩვენ გვაქვს დედამიწაზე, სხვაგან არსებობის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. არ შეიძლება ამხელა კოსმოსში ხელაღებით იქნეს უარყოფილი რაიმე ცივილიზაციის არსებობა, მაგრამ აქ არ იგულისხმება მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, კოსმიური გონის არსებობა. არ შეიძლება იქნეს უარყოფილი, რაიმე თუნდაც ბაქტერიული ცივილიზაციის არსებობა. თანამედროვე მეცნიერების ხარჯები, ფინანსები მიდის იმაში, რომ კოსმოსიდან მიიღონ რაიმე შეტყობინება. აქედან გაშვებულია ქართული სიმღერის კოდიც, რომელიც წავიდა უსასრულობაში. იმედს გამოთქვამენ, რომ სადღაც რაღაცას მიაღწევს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ არის.

ამავე დროს მიდის რადიოტელესკოპური დაკვირვებები იმ ფიზიკურ–ქაოტურ რხევებზე, რომლებიც მეტნაკლებად მისაწვდომია დედამიწაზე არსებული ყველა დიაპაზონისათვის. არსებობს ე.წ. თეთრი ხმაური, ანუ ინფორმაციაც შემოდის კოსმოსიდან, ჩვენთვის ხმაურის სახით არის მოცემული, მაგრამ ის არ არის გაშლადი. თეთრი ხმაური ვერ იქნა გამორჩეული, როგორც გარკვეული მოწესრიგებული შეტყობინება. დაახლოებით ისეთია, როგორიც ჩანჩქერის ან მთის მდინარის ხმა. თუ ადამიანი ძალიან დააკვირდა, შეიძლება მისთვის მიუწვდომელი მოვლენების სახით რაღაც ჰარმონია აღიქვას, გაიგოს ვიღაცის ხმა, ვინმეს სიმღერა, შეიძლება არიაც კი მოისმინოს ოპერიდან და ა.შ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ვინმე ადამიანთან ან გუნდთან, რომელიც მღერის ამ "ჩანჩქერიდან". ბევრი რამ ილუზიად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

– გარკვეული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იმდენად კატასტროფულია ეკოლოგიური მდგომარეობა და ხსნის გზებს კოსმოსში, მაღალგანვითარებცლი ცივილიაზიციების ძიებაში ხედავენ.

– ვარაუდი იმისა, რომ რაიმე ცივილიზაცია არსებობს კოსმოსში, შეიძლება, მაგრამ უფოლოგები და სპეციალისტები რაიმე დასკვნას და შედეგს ვერ დებენ. დედამიწა, რომელზეც ცხოვრობს ამდენი ხანია კაცობრიობა, უკვე თავის განვითარების უსაფრთხო ზღვარს გადავიდა. კაცობრიობის მიერ დაგროვილმა ტექნიკურმა ცოდნამ საფრთხის მომტანი ხასიათი მიიღო. ფაქტობრივად გადაშენება გვემუქრება, თუ არ შევწყვეტთ ეკოლოგიურ დაბინძურებას. კაცობრიობის განვითარებაში ბოლო ასი წელი ფეთქებადი იყო. თუნდაც მეოცე საუკუნე. ამ საუკუნეში კაცობრიობამ გადაადგილების სიჩქარე ასჯერ გაზარდა, ენერგიათა სიმძლავრე – ათასჯერ, გამანადგურებელი იარაღის სიმძლავრე – ნულიდან ასიათასჯერ, ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი კომპიუტერული ტექნოლოგიის სახით – მილიონჯერ. ეს არის სტატისტიკური მონაცემები. ჩვენთვის მიუწვდომელი რაღაც სიჩქარით მივისწრაფით ჩვენი გონების გაუგებარი, უსაზღვრო განვითარებისკენ. დედამიწას არ აქვს უსასრულო რესურსი. კაცობრიობა იმხელა ენერგიას მოიხმარს, რომელიც ყოველ ოც წელიწადში ორმაგდება და ამ ტემპებით ორასი წლის შემდეგ ათასჯერ გაიზრდება ენერგიის მოხმარების რაოდენობა. ამ გაგებით, ფაქტობრივად მივდივართ დედამიწის რესურსების საბოლოო ამოწურვამდე, დედამიწის გადახურებამდე, რაც შემდეგ უკვე მასზე ცოცხალი არათუ ადამიანების, არამედ ორგანიზმების არსებობასაც კი ეჭვის ქვეშ აყენებს.

თუ გავიხსენებთ იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსს, არ გვინდა უცხო პლანეტებზე გადასვლა, დედამიწაზეც საშინელი განსაცდელები გველოდება, რომლებიც მხოლოდ ღვთის წყალობით თუ იქნება შეჩერებული. ვერავითარი დიდი ნახტომი და სხვა პლანეტებზე გადასვლა ვერ გვიშველის, თუ ჩვენ აქ, დედამიწაზე, არ მოვინანიეთ, არ ვიზრუნეთ ეკოლოგიურ სიწმინდეზე, მენტალურ, სუფთა ურთიერთობებზე. საქართველოს არ სჭირდება ამის შეხსენება, არც ეკოლოგიური კატასტროფები გვაკლია და არც ტერიტორიების დაკარგვა. თუ არ გვინდა დედამიწა გახდეს სასაფლაო, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არსებობს თუ არა სადმე სხვაგან ცივილიზაცია, არამედ იმაზე, საშიშია თუ არა ჩვენი ფსევდოცივილიზაცია ჩვენთვისვე.

არსებობს ჰიპოთეზები და უფოლოგიური სექტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ გენური ინჟინერიით იქნა დანერგილი დედამიწაზე სიცოცხლე, რაც არასაღი თეორიაა. თქვენ ახსენეთ მოტაცების ფაქტორი. რომ არ ავიღოთ რელიგიური წყაროები, თვითონ ოკულისტებს და ეზოთერიკოსებს აქვთ ჰიპოთეზები, რომ ესენი არიან გარკვეული ტიპის დემონური არსებები, რომლებიც ადამიანის სხეულზე ჯდებიან და წოვენ მათ. ეს უფრო დემონური არსებების ფსიქიკურ თავდასხმებს ჰგავს ადამიანებზე.

1928 წელს იყო დედამიწის მცხოვრებლებისადმი მიმართვა, რომელიც ე.წ. ნიკომომ რადიოში, 75 მეტრი სიგრძის ტალღაზე წაიკითხა. უცხოპლანეტელთა კოალიციური ტალღის რაზმი მიმართავდა დედამიწის ბინადრებს, რომ ჩვენი გალაქტიკის მეზობელ ადგილებში არსებობს ციკლონი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სიცოცხლე სხვადასხვა პლანეტაზე და კაცობრიობას მოუწოდა, შეუერთდეს რაიმე კოალიციას, რომ დედამიწა გამოყვანილ იქნეს ამ საშიში მდგომარეობიდან. ეს ტრანსლაცია მიმდინარეობდა ერთი დღის განმავლობაში, თუმცა ვერ იქნა დაფიქსირებული, საიდან და როგორ. შეიძლება ამ შემთხვევაში დიდ მისტიფიკაციასთან გვქონდეს საქმე.

არსებობს საიდუმლო საზოგადოებები, დაწყებული მასონებიდან დამთავრებული დაფარული საზოგადოებებით, რომლებიც საკმაოდ ძლიერად მუშაობენ. მასონურ ორგანიზაციებს აწყობთ ინფორმაციის დათესვა, რომ ჩვენ გარდა სხვა ცივილიზაციაც არსებობს, რომ დედამიწა არ არის უნიკალური. ამბობენ, რომ ქრისტე მარსზეა და მარსზე ასრულებს იმავეს, რასაც აღასრულებდა აქ, რომ ქრისტე და ბუდა ერთი და იგივეა. დემონური, მასონურ–ოკულტური მიმდინარეობები დღეს ძლიერია და იფუთება მეცნიერულ, ასტრონომიულ, ასტროფიზიკურ ბაფთაში.

– ყოფილა შემთხვევები, როცა უცხოპლანეტელებს ადამიანებთან სახლშიც უცხოვრიათ რაღაც პერიოდი. თუ არ არსებობენ, მაშინ ვინ იყვნენ ის არსებები?

– ვიმეორებ – ეკლესია ურყოფს, რომ ეს არის ცივილიზაცია, რომელიც ჩამოსულია რომელიმე გალაქტიკიდან და ჩვენთვის რაიმე სასიკეთო ან პირიქით, ცუდი უნდა. ეკლესია ამბობს, რომ იქ ცხოვრობდნენ არა უცხოპლანეტელები, არამედ დაცემულ სულთა რომელიმე ტიპი, დემონთა რომელიმე ტიპოლოგია. არსებობენ ისეთი დემონები, რომელთაც მიიღეს უცხოპლანეტელთა ფორმა. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის რომელიმე ცივილიზაციის წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ის არის ადამიანის დამღუპველი არსება, რომელიც ამა თუ იმ სახით ადამიანთან კონტაქტში შესვლას ლამობს.

– წმინდა მამების წინასწარმეტყველებაში თუ არის ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია, ისინი ხომ სამოთხესაც ხედავნენ და ჯოჯოხეთსაც?

– ამაზე წმინდა მამათა აზრი ცალსახაა. ამბობენ, რომ არ არსებობს უცხო ცივილიზაციები. არსებობს ცივილიზაციის ერთი სახე, რომელსაც ვხედავთ დედამიწაზე. წმინდა წერილში სწორი და მართალი წარმოდგენაა სამყაროზე. ნურავინ ეძებს წმინდა მამებში და წმინდა წერილში გეომეტრიისა და ბირთვული ელემენტების ან ქიმიის კანონებს. როცა წავაწყდებით ასტრონომიის, ასტროფიზიკის ან ბიოლოგიის კანონების შეუსაბამობას, გვგონია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება მეცნიერებას. ეკლესია კი არ ებრძვის მეცნიერებას, ათეიზმი ებრძვის მას. ნახევარ ცოდნას კი არ მიჰყავს ადამიანი ღმერთთან, სრულ ცოდნას მიჰყავს.


IPB-ს სურათი




ახლა კი უფრო ობიექტურად შევხედოთ; დავეყრდნოთ ფაქტებს და მოვუსმინოთ მეცნიერებს



უკვე გასული საუკუნის შუაწლებიდან მთელს სამყაროს თავს დაატყდა ე. წ. "მფრინავი თეფშების" ბუმი. მრავალი ადამიანი ამტკიცებს, რომ მათ იხილეს რაღაც, რომელსაც დღეს "ამო"-ს ("ამოუცნობ მფრინავ ობიექტს") უწოდებენ (ინგლისური აბრევიატურით: UFO – unidentified flying objects). "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტებზე ბევრია დაწერილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს თხზულებები სერიოზულ, მეცნიერულ დონეზე არავის გამოუკვლევია.

თვით ფსევდომეცნიერული და ოკულტურ-კვაზირელიგიური ლიტერატურა აჩვენებს, რამდენად არის დაქვემდებარებული თანამედროვე ადამიანი მითოლოგიურ შემოქმედებას, - რომელსაც ზოგჯერ გამონაგონი ფაქტი ჰგონია, ლამაზი რიტორიკა კი - ჭეშმარიტება, რასაც შეუძლებელია თავისი დამღუპველი შედეგები არ მოჰყვეს, სიცრუეს ხომ ჯერ არავისთვის მოუტანია სარგებლობა. ეს სტატიაც განხილულ უნდა იქნეს როგორც მცდელობა დასვას გამაფრთხილებელი ნიშანი იმ სულიერ "ორმოებთან", რომლებში ჩავარდნაც შესაძლოა ვერც ასცდეს ზოგიერთ ჩვენს თანამედროვეს.

რა ვიცით ე. წ. "უცხოპლანეტელების" შესახებ? მთელი ის მასალა რომ შევისწავლოთ, რაც დღეს არსებობს ამ თემაზე, არც თუ ცოტა რამ. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტი საშიშია სიცოცხლისთვის. მაგალითად, ამერიკელმა ჟურნალისტმა ფრენკ ედვარდსმა თავისი სახელგანთქმული წიგნი "მფრინავი თეფშები - სერიოზული საქმეა", დაიწყო სიტყვებით: "ამო-ს მოახლოვება შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის! ნუ დადგებით ამო-ს წინაშე, რომელიც ჩამოკიდულა ცის კაბადონზე! ნუ მიეკარებით დედამიწაზე დაშვებულ ამო-ს! საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს ადგილი!... ნუ გარისკავთ და ნუ უყურებთ ამო-ს!" (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Ленинград. Географическое общество СССР. 1991.С.89).

ფრენკ ედვარდსს ეთანხმება მისი კოლეგა ჯონ კილი, რომელიც ამო-ს სწავლობს 1945 წლიდან: "ჩემს ფოსტაში უამრავი წერილია, რომელშიც ადამიანები ითხოვენ შველას, მე კი იძულებული ვარ დავაკვირდე, როგორც უარესდება ამო-ს თვითმხილველთა მდგომარეობა, მრავალი მათგანი უკვე ლამის სიგიჟემდეა მისული, ვიღაცამ თავიც კი მოიკლა" (Джон Киль А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970).

"... კლასიკური შემთხვევა: ადამიანს თავგზა აუბნია ულტრაარსებამ, რომლებმაც ის შეაყენეს წარწყმედის გზაზე. არავითარი კლინიკური ახსნა არ გააჩნია მომხდარის ფსიქოლოგიურ მიზეზს. მსგავსი შემთხვევების ყველა მსხვერპლი (მათ შორის იყვენენ ქალებიც), დარწმუნებულნი იმაში, რომ ულტრაარსებანი მათდამი კეთილგანწყობილი იყო, ყალბი დაპირებებით დაბრიყვებულნი და ფსევდოიდეებით გაჟღენთილნი, პირდაპირ მიექანებოდნენ საკუთარი დაღუპვისკენ" (там же. Гл.14. Прорыв).

ცნობილი უფოლოგი ჯონ კილი პირად გამოცდილებაზე დარწმუნდა ამ ფენომენის საშიშროებაში. "წელიწადიც არ გასულა იმის შემდეგ, რაც მე სრულიად მივუძღვენი ჩემი თავი ამო-ს კვლევას..., და ფენომენმაც ისევე დაიწყო ჩემი დევნა, როგორც ეს უკვე იყო ინგლისელ გამომცემელ არტურ შატლვუდისა და სხვა მრავალთა შემთხვევაში. თავიდან გაგიჟდა ჩემი ტელეფონი, საიდუმლო პიროვნება მირეკავდა დღე და ღამე, გადმომცემდა განსაცვიფრებელ შეტყობინებებს "კოსმოსიდან მოსულთა" შესახებ. შემდეგ მოხდა ჩემი კატაპულტირება დემონოლოგიის ზღაპრულ-ფანტასტიკურ სამყაროში. ლონგ-აილენდში შევხვდი უცნობებს შავი "კადილაკებით" და როდესაც დავიწყე მათი დევნა, საოცრად გაქრნენ გზიდან, რომელიც ჩიხში შედიოდა... მანათობელი მფრინავი ობიექტები უკან ერთგული ძაღლებივით დამდევდნენ. მეჩვენებოდა, რომ მათ ყოველთვის იცოდნენ სად ვიმყოფები და საით გავემართები. შემეძლო ალალბედზე ამერჩია რომელიმე სასტუმრო ჩემი "თანამგზავრების" თავიდან მოსაშორებლად, მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა, რომ ვიღაცამ უკვე შეუკვეთა იქ ოთახი ჩემს სახელზე და დატოვა მთელი რიგი სრულიად უაზრო ტელეფონოგრამები ჩემთვის. მე გავხდი უაზრო თანხვედრათა მსხვერპლი, ხოლო ზოგიერთი ჩემი უახლოესი მეგობარი ნიუ-იორკში, რომელიც არასოდეს დაინტერესებულა ამ ფენომენით, მატყობინებდა უცნაურ და ამოუხსნელ მოვლენებზე, რომლებიც მათ შეემთხვათ: მათ სახლებში დაიწყო პოლტერგეისტული მოვლენები, მძაფრი, მყრალი სუნი თან სდევდა მათ ყველგან... რამდენჯერმე გამეღვიძა ღამით და შეძრწუნებულმა აღმოვაჩინე, რომ განძრევაც კი არ შემეძლო, ჩემს წინ კი იდგა უზარმაზარი ბნელი სილუეტი" (იქვე. Гл.14 Прорыв).


ჩვენი აზრით, ჯეროვანია მივაყურადოთ ამ ადამიანის გაფრთხილებას, რომელმაც მრავალი წელი მიუძღვნა ამო-ს ფენომენის ამოხსნას: "ჩემი დოსიე სავსეა უამრავ შემთხვევათა აღწერით (ზოგიერთი მათგანი ამ დროისთვის გამოკვლეულია მაღალკვალიფიციური ფსიქიატრების მიერ), როდესაც მრავალ მამაკაცს და დედაკაცს, რომლებიც აქტიურ ინტერესს ავლენდნენ ამო-ს ფენომენისადმი, თავიანთი ვიზიტებით აშინებდნენ ვიღაც უცნაური პიროვნებები, დევნიდნენ შავი "კადილაკები", რომლებიც ისე უეცრად უჩინარდებოდნენ, როგორც ჩნდებოდნენ. შედეგად, დატერორებულები, ისინი თავს ანებებდნენ ამ საკითხის შესწავლას. მათ შორის იყო მრავალი კონტაქტორიც" (იქვე.Гл. 12 Космические шутники).

"... ამო-ს პრობლემით გატაცება ისევე საშიშია, როგორც შავი მაგიით გატაცება (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.). ფენომენის მსხვერპლი, როგორც წესი, ხდებიან ნერვული, მიმნდობი და გამოუცდელი ადამიანები. მრავალ შემთხვევაში ამო-ს პრობლემით გატაცებას ადამიანები მიჰყავს შიზოფრენიამდე, დემონომანიამდე და თვითმკვლელობამდეც კი. ამგვარად, ამო-ს ფენომენის საიდუმლო ხიბლმა შეიძლება საშინელ ტრაგედიამდე მიგვიყვანოს. ამიტომაც დაბეჯითებით გირჩევთ მშობლებო: აუკრძალეთ თქვენს შვილებს მსგავსი საკითხებით დაინტერესებაც კი. ბავშვების დაცვა ამო-სადმი ინტერესისგან არის ნებისმიერი მასწავლებლის და საერთოდ, ნებმისმიერი ზრდასრული ადამიანის მოვალეობა" (იქვე. Гл. 12 Космические шутники).
"უცხოპლანეტელის" ტიპიური გარეგნობა, როგორც წარმოადგენენ მას თვითმხილველები
მაინც, ვინ ან რა იმალება "უცხოპლანეტელთა" ნიღბის მიღმა, რომელთაც თავისი გამოჩენის მოწმეები მიჰყავს სიგიჟემდე, აიძულებს მათ თვითმკვლელობას ან თვითონ ხდებიან მათი სიკვდილსა და უმძიმესი სნეულებების მიზეზი? საიდან მოვიდნენ ეს საიდუმლო არსებები, რომლებიც ასე გააფთრებით ეწინააღმდეგებიან მათი ვიზიტებით უმცირეს დაინტერესებასაც კი? ცნობილია, რომ პირუტყვები გრძნობენ ამ არსებათა მოახლოვებას და ყოველთვის მათ საქციელში ჩანს შიში: ძროხები და ცხვრები პანიკურად გარბიან, ძაღლები იწყებენ ყმუილსა და ყეფას, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამო-მ ცხოველებში გამოიწვია დამწვრობები, დამბლა და სიკდილიც კი (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.84-85).

ამო-სთან კონტაქტის დროს ადამიანებშიც დაფიქსირდა თვითმხილველთა დროებითი "გაშეშება", როდესაც ადამიანები ინარჩუნებდნენ ყველა გრძნობას, მაგრამ არ შეეძლოთ განძრევა. ამო-ს ზოგიერთი მოწმე აღწერს თავის შეგრძნებებს როგორც ელექტროშოკს, რომელმაც ისინი გააშეშა. დაფიქსირებული იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო-ს გამოჩენას თვითმხილველი მიჰყავდა გონების დაკარგვამდე, ზოგჯერ გონებას კარგავდნენ კონტაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. იყო ტანისამოსის თვითაალებისა და სერიოზული დამწვრობის, ასევე მხედველობის დაკარგვის მრავალი შემთხვევებიც (იქვე. გვ. 86-87). არსებობს ამო-ს კონტაქტორთა სიკვდილის ფაქტებიც. მაგალითად, 1946 წელს ბრაზილიაში დაიღუპა ორმოცი წლის ფერმერი. ამო-სთან კონტაქტის შემდეგ მის სხეულზე დაფიქსირდა დამწვრობები, "... საათის განმავლობაში თვითმხილველთა თვალწინ მისი ტყავი ჩამოსცილდა ძვლებს, გამოჩნდა კბილები და ჩონჩხი, 6 საათის შემდეგ კი მოკვდა" (იქვე. გვ. 89). თანაც ეს "უცხოპლანეტელებთან" შეხვედრის შემდეგ ადამიანის სიკვდილის ერთადერთი შემთხვევა როდია (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991). საერთოდ, ამო ხშირად ჩნდება იქ, სადაც იღვრება სისხლი. ისტორიულ ქრონიკებში მრავალი მოწმობა არსებობს ბრძოლის ველზე მათი მყოფობის შესახებ (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.133-136). ისინი უნახავთ კურსკის რკალზე, სადაც თან ახლდნენ ალექსანდრე მაკედონელის ჯარებს და იმყოფებოდნენ სისხლისღვრის მრავალ ადგილებზე (От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001).

რა გავლენას ახდენს ამო ადამიანის ფსიქიკაზე? დიაპაზონი აქაც საკმაოდ დიდია: ზოგჯერ, ამო-ს გამოჩენის წინ ადამიანებს ეწყებათ ძლიერი აღგზნება, მშფოთვარება, თვითმხილველებს უჩნდება შიშის გრძნობა, რომელიც საშინელ ძრწოლაში გადადის. მაგალითად, 1979 წელს პოლონური თევზმჭერი კატარღა "ჰელ-127" შეეჯახა ამო-ს, ამ დროს "კატარღის შკიპერმა შომბორგმა იგრძნო უნცაური გაშეშება, ტკივილი გულის არეში და დაკარგა მხედველობა. ერთდროულად მან განიცადა ისეთი შიში, რომელიც ყველაზე უძლიერესი შტორმის დროსაც კი არ განუცდია. მესაჭე ელვარტიც ასევე გაშეშდა და საჭევარიც კი ("შტურვალი") მიატოვა, ასევე გუნდის სხვა ორმა წევრმა, ფიგურსკიმ და ბონამ, როდესაც ბაქანზე გამოვიდნენ, უძლიერესი ტკივილი იგრძნეს საფეთქლებში" (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.91). შომბერგი ამტკიცებდა, რომ შიშის გრძნობა არ ტოვებდა მას.

ზოგჯერ ამო-სთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს თან სდევთ კოშმარული სიზმრები. დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო-სთან შეხვედრის შემდეგ ადამიანებს ეძინათ კვირეებით და თვეობით, დღე-ღამეში 16 საათი. თვითმხილველთა მტკიცებით, როდესაც ამო გამოდის კონტაქტზე, ისინი ადამიანებთან ამყარებდნენ ტელეპატიურ კავშირს. "უცხოპლანეტელები" მათ უწერდნენ გზავნილებს "კოსმოსიდან", "ვარსკვლავებიდან" და "აჯილდოვებდნენ", მაგალითად, ექსტრასენსორული თვისებებით. რა ემართებათ ასეთ ადამიანებს კონტაქტის შემდეგ? ამო-ს მკვლევარებმა აღმოაჩინეს მთელი რიგი კანონზომიერებები ამ სახის კონტაქტორებთან. ისინი სწრაფად კვდებიან, თანაც მათი სიკვდილს ხშირად წინ უძღვის მძიმე სნეულება. ძალიან ბევრი კონტაქტორი ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში. მათ უქვეითდებათ ინტელექტუალური შესაძლებლობები და კრიტიკული ანალიზის უნარი. ისინი უფრო მიმდობნი არიან და ადვილად ვარდებიან ჰიპნოტურ ტრანსში, ვიდრე სხვა ადამიანები (См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001).


ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) მოსკოვის თავზე
IPB-ს სურათი
"უცხოპლანეტელების" ზეგავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ნ. დ. ტუიკინმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდა კონტაქტორთა რეაბილიტაციას, გაზეთ "Неделя"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "უმეტეს შემთხვევაში "უცხოპლანეტელებთან" ადამიანთა კონტაქტის შემდეგ იხატება ასეთი სურათი: კონტაქტის შემდეგ ხდება ფსიქიკის გადახრა. პირველი სიმპტომია - შიში და ნევროზი" (იქვე).

"სოიუზუფოცენტრმა" ჩაატარა კონტაქტორთა ფსიქიური გამოკვლევა და რის შედეგადაც გამოკვლეული 106 კაციდან ჯანმრთელი აღმოჩნდა მხოლოდ ოთხი: "დანარჩენი 102 ადამიანი შეიძლება განვაკუთვნოთ "პრობლემურ" ადამიანთა რიცხვს: შიზოფრენია - 47 ადამიანი, მათგან შიზოფრენიის პარაფრენული ეტაპი - 16, პერიოდული ფორმები - 9, დეფექტური მდგომარეობა დეფიციტარული გაღიზიანების გამოხატულებით - 10, ქრონიკული სულიერი მდგომარეობის ფორმის დიფერენციალოდიაგნოსტიკური ეჭვით - 24, ისტერიული - 12, ჰიპერტიმური - 6 ადამიანი; ინტელექტუალური უკმარისობა - 5 ("ინდუცირებული ბოდვა"); ცნს-ის ორგანული დაზიანება - 80 ადამიანი; ციკლოტიმია (მანიაკალური ფაზა) – 2 ადამიანი" (Мазуркевич С.А., Таицкая А.И. Оккультизм и мистика. М., ЭКСМО; Донецк. СКИФ. 2004. С.177-178).

კონტაქტორებად "უცხოპლანეტელები" ირჩევენ სულიერად დაუცველ ადამიანებს, ანუ ან ათეისტებს, ან კიდევ არაეკლესიურ ადამიანებს (См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). ეკლესიური, მართლმადიდებელი ქრისტეანები ფაქტიურად არ ამყარებენ კონტაქტს ამო-სთან (Варламов М. Почему православные не видят НЛО? / См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001. С.436), ხოლო ოკულტიზმის ნებისმიერი ფორმით გატაცება საკმაოდ უწყობს ხელს ამგვარ კონტაქტს. ხშირად კონტაქტორები არ ფლობენ ინტელექტის მაღალ დონეს, რაც ცხადყოფილია იმ წიგნებიდანაც, რომელთაც ისინი ავრცელებენ: ამ გვარი ნაშრომების შინაარსი ხშირად ბადებს კითხვას მათი ავტორების სრულ გონიერებაზე, არაფერი რომ არ ვთქვათ თვით ამ ნაშრომთა სამეცნიერო უსუსურობაზე.

მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ პრაქტიკულად, კონტაქტორების მიერ მიღებული ინფორმაცია არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში კონტაქტორები არიან ე. წ. მედიუმები, ანუ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ფსიქოფიზიკური ან მემკვიდრეობითი წინაგანწყობის გამო ადვილად მოქცევადნი არიან დემონურ ძალთა ზეგავლენის ქვეშ (Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru). უმეტესწილად მათ მიერ დაწერილი ლიტერატურა, უკეთეს შემთხვევაში, მათ გულუბრყვილობაზე მოწმობს, უარეს შემთხვევაში კი - ასახავს მათ ფსიქოლოგიურ, ზოგჯერ კი ფსიქიატრიულ პრობლემებს (Мазуркевич С.А., Таицкая А.И. Оккультизм и мистика. М., ЭКСМО; Донецк. СКИФ. 2004. С.177).

მაგალითისთვის მკითხველს ვთავაზობთ იფიქროს იმაზე, თუ რა შეიძლება იდგეს, ვთქვათ, ერთ-ერთი ავტორ-კონტაქტორის ამგვარი მტკიცებულების უკან: "(როდესაც - ვ. პ.) კაცობრიობა ყოფიერების ენერგეტიკულ დონეზე გადავა, ბიოსფეროში ადამიანების ადგილს დაიკავებენ დელფინები. ისინი გამოვლენ ხმელეთზე და მიიღებენ ადამიანთა სახეს. მაგრამ შემდეგ დელფინები გადავლენ ენერგეტიკულ დონეზე და წავლენ კოსმოსში, მზე ჩაქრება და გახდება პლანეტა. დელფინები ამ დროისთვის უკვე წინამძღოლთა მისიას იკისრებენ ვენერას მოსახლეობაში. ვენერასთვის კი აბსოლუტი აანთებს მწვანე მზეს, რომლითაც იუპიტერი გახდება..." და ა. შ. (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С. 308).



"უცხოპლანეტელებზე" თავიანთ მსხვერპლთან ურთიერთობის ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ესწრაფვიან ადამიანებზე ბატონობას, რაც ყოველთვის ამოფარებულია დედამიწის ცივილიზაციის "გადარჩენის" მომხიბლავ იდეას. კაცობრიობის "გადამრჩენელთა" როლი კონტაქტორებს მათდამი ნდობას შთააგონებს, მაგრამ, "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტში მყოფი ადამიანები მოწმობენ, რომ "თაფლობის თვის" გავლის შემდეგ, "უცხოპლანეტელები" უკვე აშკარად მბრძანებლობენ და ითხოვენ მათდამი მორჩილებას, თანაც უარის თქმის შემთხვევაში იმუქრებიან უამრავი უბედურებებით (იქვე).

მანიპულიაციის მეთოდებად "უცხოპლანეტელები" იყენებენ ადამიანურ ვნებებსა და მიდრეკილებებს. მაგალითად, მათ შეუძლიათ შეაქონ კონტაქტორის უჩვეულო - ინტელექტუალური, ფიზიკური თუ ენერგეტიკული შესაძლებლობები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს. შემდეგი სატყუარა არის კურნების ნიჭი, რომლითაც "უცხოპლანეტელები" თითქოსდა აჯილდოვებენ თავიანთ გულუბრყვილო თაყვანისმცემელთ. გამოიყენება ადამიანის სექსუალური მოთხოვნილებების ხელოვნური "დაქოქვა", დაშინება (Игумен N . Пришельцы: новая культура, новая религия, новый человек / См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001.С.19). როგორც ვხედავთ, ხერხები არ ახალია, ძველია (სხვათა შორის, ეს ხერხები ძალზედ პოპულარულია სექტანტებს შორის. იხ. Питанов В.Ю. Введение в сектоведение. http://apologet.narod.ru), მაგრამ საკმაოდ ქმედითია და ხშირად მიზანსაც აღწევს.

"უცხოპლანეტელები" აქტიურად ნერგავენ საკუთარ რელიგიურ იდეებს. ამასთან ეს იდეები ძალზედ წააგავს იმ იდეებს ყველა ჯურის ოკულტისტები რომ ავრცელებენ (Питанов В.Ю. Суд совести: Агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru): "კაცობრიობა უნდა დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელიც მას მიუთითა ქრისტემ, კრიშნამ და ბუდამ..." (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.304). ამასთანავე, "ქრისტეს, კრიშნას და ბუდას" გზაზე შედგომა მთავრდება ოკულტიზმის ბანალური ქადაგებით და კონტაქტორის "უნიკალურობის" მტკიცებულებით, რომელიც მზად არის თვითვე შეცვალოს ყველა ტრადიციული მსოფლიო რელიგია იმ "უახლესი" ინფორმაციით, რომელიც "ზეცივილიზაციებისგან" მიუღია (См.: Питанов В.Ю. Миф о «братстве религий», как метод борьбы с традиционными религиями. http://apologet.narod.ru).




--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
24 გვერდი V « < 20 21 22 23 24 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(420 - 439)
MIRDAT
პოსტი Jan 12 2013, 06:11 PM
პოსტი #421


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 12 2013, 10:01 AM) *

MIRDAT

ჩემთან 3 კითხვა-პასუხზე მეტს ვერ გაქაჩავდი ალბათ

(ეს იქნებოდა გამარჯობა გაგიმარჯოს როგორ ხარ და რამე გეთი კიდე უცხოპლანეტელები არსებობენ?)



ვერ გაქაჩვაზე არაა. ჩვენ საერთოდ განსხვავებული აზროვნება გვაქვს. (ეს არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე აუცილებლად მცდარია) ამიტომაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. მაშინაც კი ვერ ვუგებთ ერთმანეთს როდესაც ერთიდაიგივე რამეს ვამტკიცებთ. ეს აშკარაა...

ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 12 2013, 10:01 AM) *

1. თქვენ აქ მყოფთ არ შეგიძლიათ რომ მე გმომიყვანოთ წყობილებიდან
2. მშვიდი და ვითომ მოსიყვარულე არ ნიშნავს სწორ გზაზე მდგომ ადამიანს
3. გადასარევი გარემო მაქვს იმისთვის რომ არ ვიყო აღელვებული ფორუმელების გამოხტომებზე
4. საერთოდ არაა საჭირო იყო მშვიდი როცა სარწმუნოებას გილანძღავენ, ქვეყნის ღირებულებებს გინგრევენ,


1. მგონი ამას არც არავინ ცდოლობს მაგრამ რახან ამას წერ ესეიგი შენ ჩვენს ნაწერებს ასე ღიქვამ...
2. ადამიანი თუ მართლა მშვიდი და მოსიყვარულეა ესეიგი სწორ გზაზე დგას, მაგრამ თუ მცდარ გზაზე დგას და მაინც მშვიდი და მოსიყვარულე ჩანს ესეიგი ეს ყველაფერი ფარსია, თუმცა ფაქტია რომ სიმშვიდე და სიყვარული სწორ გზაზე დგომის აუცილებელი პირობაა და აქედან გამომდინარე ვინც მშვიდი და მოსიყვარულე არაა იმაზე შეგიძლია დარწმუნებით თქვა რომ სწორ გზაზე არ დგას.
3. შეიძლება მასეცაა და საერთოდ ოდნავადაც არ ღელავ, ყოველი ჩვენგანი გიყვარს და დიდ პატივს სცემ ჩვენს (შენგან) განსხვავებულ აზრს, მაგრამ შენს პოსტებში საერთოდ სხვა რამ აისახება...
4. მე ქრისტიანობის ლანძღვა არასოდეს დამიწყია. საერთოდაც, რაზე ვკამათობდით? უცხოპლანეტელების არსებობას არ ვამტკიცებ თქო უკვე მესამედ ვწერ და შენ შენს პასუხებში ისე მწერ თითქოს ეს არ დამეწეროს და უცხოპალეტელების არსებობის დამცველი და მქადაგებელი ვიყო.


ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 12 2013, 03:29 PM) *


ჩავუჯდეთ ვისაუბროთ, ერთიმეორის გამოცდილება შევაერთოთ და გამოვრიცხოთ გამოსარიცხი ოლოსდაბოლოს შეუძლებელია რომელიმე ჩვენგანი რამეში არ ცდებოდეს 2*2=4 3*3=9 და ვიცით ღმერთმა შექმნა ყველაფერი ეს მთელს სამყაროში მოქმედებს და რაღაც ახალს ნუ გამოვიგონებთ არანამდვილს საღი ნამდვილი ჭეშმარიტებით მივყვეთ ყველაფერს


ვსაუბრობთ, მაგრამ შენ ჩვენს ნათქვამს ეგრევე უარყოფ და მხოლოდ შენი ჭეშმარიტებით გვანახებ ყველაფერს. შენივე ფრაზას გავიმეორებ შეუძლებელია რომელიმე ჩვენგანი რამეში არ ცდებოდეს

ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 12 2013, 03:29 PM) *

საუბარი, წყნარად არამარტო მე არამედ ნებისმიერს საღს და გონებანაკლულსაც შეუძლია
და თქვენ თუ გგონიათ რახან წყნარ მიწერ-მოწერას აწარმოებთ ისეთ რამეზე რაც ზოგჯერ გმობის ტოლფასია და გგონია წყნარად საუბრობ და თან გგონია რომ ამ თქვენს ხრიკულ გამოხტომას ვერ ამჩნევს ნებისმიერრი მართლმადიდებელიაი აქ ცდები უკვე

ანუ მარტო მაშინ ხარ აღელვებული როდესაც ვინმე გმობს ქრისტიანობას. უცხოპლანეტელების არსებობას არ ვამტკიცებ. მე მხოლოდ უარვყავი შენი არგუმენტები და ეს სულაც არ ნიშნავს რომ რამეს ვამტკიცებ. მითუმეტეს არ ვგმობ ეკლესიას და ქრისტიანობას. არადა შენ 1 სიტყვაც არ გითქვამს ჩემთვის წყნარად.

ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 12 2013, 03:29 PM) *

მე გასაგებად ვთქვი, ერთადერთი დანამდვილი სარწმუნოებას გვასწავლის რომ უნდა ვიყოთ შემწყნარებლები დებილები კიარაო, რო ხედავ გაჭირვებულს ის უნდა შეიწყნარო მაგრამ რომ ხედავ გაჭIრვებულს ამოფარებულ სატანის შემოგზავნილს და გეპირფერება იქ უკვე საჭირო არაა შეწყნარება.

მოიცა, ანუ მაშინ არ უნდა შეიწყნარო ვინმე როდესაც გეპირფერება და სატანის შემოგზავნილია, აშკარაა რომ შენ აქ არავნ შეგიწყნარებია. არადა აქ საერთოდ არავინ გეპირფერება და არამგონია სატანის შემოგზავნილიც ბევრი იყოს. (თუმცა ალბათ მეც სატანის შემოგზავნილი ვარ და ვერ ვხვდები)


ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 12 2013, 03:29 PM) *

აუცილებლად მას შემდეგ დავასაბუთებ ყველაფერს ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ცრუპენტელობას და აზრსმოკლებულობას რომ შეწყვეტთ ჩემს მიმართ, თU არადა იმავე ლოგიკით გაგეცემათ პასუხი როგორც მოიქცევით
როგორ ფიქრობ შენგან ვინმეს ესწავლება ვინ ვის როგორ უდნა მოექცეს? ერთადერთი განათლებული შენ გამოდექი?


გამაგებინე ვინ დაგწამა ცილი ან ვინ მოგაყენა შეურაცხოფა? აი შენ კი მარტო ამ თემაში საკმაოდ შეურაცხმყოფელ პასუხებს მცემ რომ ვერ გაგიძლებ და მდაბალი აზროვნება მაქვს, გავიზრდები და გავიგებ მოკლედ შენ ჩემზე მაგარი რომ ხარ და მე კიდევ არარაობა, მამცირებ პირდაპირ. მიუხედავად ამისა აქამდე მაგაზე ყურადღება არ გამიმახვილებია და მხოლოდ შენს დაწერილ პოსტებზე ვცემ პასუხს. თუკი რამე შემეშალა რატომ მამცირებ?
შეუძლებელია რომელიმე ჩვენგანი რამეში არ ცდებოდეს შეცდომის გულისთვის ადამიანის დამცირება არ შეიძლება, და საერთოდაც, ადამიანის დამცირება არ შეიძლება. ეს მეც კი მესმის, შენ ჩემზე უკეთ უნდა გესმოდეს, როგორც ამბობ შენ ჩემზე 1000 თავით მაღლა დგახარ, სულიერეადაც, აზროვნებითაც და ყველანაირად...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 12 2013, 06:29 PM
პოსტი #422


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857



MIRDAT
ციტატა
მაშინაც კი ვერ ვუგებთ ერთმანეთს როდესაც ერთიდაიგივე რამეს ვამტკიცებთ. ეს აშკარაა...

ეს უკვე სხვა საქმეა ამის მრე შენს გასაგებ ენაზე დავწერ

ციტატა
ვერ გაქაჩვაზე არაა. ჩვენ საერთოდ განსხვავებული აზროვნება გვაქვს. (ეს არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე აუცილებლად მცდარია) ამიტომაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ.

მე და შენ კიარა 100-დან 99 მცდარია 100000 -დან და 99999 მცდარია

სიმართია უბრალოდ ის შეიძლება სხვადასხვა ენაზე გამოთავა და არ შეიძლება სხვადასხვანაირად

წარმოიდგინე ყველა ქვეყანამ 2*2= სხვადასხვა ციფრი რომ აჩვენოს ხო სიდებილეა?

ციტატა
და აქედან გამომდინარე ვინც მშვიდი და მოსიყვარულე არაა იმაზე შეგიძლია დარწმუნებით თქვა რომ სწორ გზაზე არ დგას.

აქ ისევე ცდები როგორც მე 9 წლის ასაკში ტრანზისტორის მოქმედების გეგმა რომ გავიგე და ტრანზისტორით და 1 ელემენტით მსოფლიოში ყველაე კარგი სიგნალიზაცია რომ ავაწყე ვითომ.

მითხარი რამდენი წლის ხარ და მივხვდები რატომ ფიქრობ მასე

ციტატა
უცხოპლანეტელების არსებობას არ ვამტკიცებ თქო უკვე მესამედ ვწერ

ახლა ის გამახსენდა ბავშვი ათაასჯერ რომ უმეორებს უფროსს მამა მამა ნახე ნახე ნახე სანამ მამა არ მისცმს საყვედურს არ გაჩერდება

ციტატა
ვსაუბრობთ, მაგრამ შენ ჩვენს ნათქვამს ეგრევე უარყოფ და მხოლოდ შენი ჭეშმარიტებით გვანახებ ყველაფერს. შენივე ფრაზას გავიმეორებ შეუძლებელია რომელიმე ჩვენგანი რამეში არ ცდებოდეს

აი აქ იაფასიანი იაღოველები მახსენდებიან და კიდევ ნაციონალები, რომ გელაპარაკებიან და ცებ არნახულ სიდებილეს რომ წამოაყრანტალებენ და თან გისაბუთებენ იმით რომ შენ შენსავე თავს ეწინააღმდეგბი

მე უკვე მიყალიბდება შენზე წარმოდგენა ერთი აუტანელი ბავშვი ხარ რომელსაც დედაც კი ვერ იტანს

ციტატა
ანუ მარტო მაშინ ხარ აღელვებული როდესაც ვინმე გმობს ქრისტიანობას. უცხოპლანეტელების არსებობას არ ვამტკიცებ. მე მხოლოდ უარვყავი შენი არგუმენტები და ეს სულაც არ ნიშნავს რომ რამეს ვამტკიცებ. მითუმეტეს არ ვგმობ ეკლესიას და ქრისტიანობას. არადა შენ 1 სიტყვაც არ გითქვამს ჩემთვის წყნარად.

ჩემს ნათქვამს უარყოფ თუ შენს აზრს მომახვევ თავზე რა?

მისმინე:
თავიდან ვისწავლით აი ია-ს
ანბანს და ციფრებს ოცამდე
შემდეგ გადავალთ მოთხრობებზე
და ამს შემდეგ რაც ამ ყველაფერს ზრდილობიანად გაივლი
მერე საქართველოს და მსოფლიო ისტორიას გადაავლებ თვალს
გრამატიკა და ქართული სიტყვების სწავლა შიგადაშიგ

ციტატა
არადა აქ საერთოდ არავინ გეპირფერება და არამგონია სატანის შემოგზავნილიც ბევრი იყოს.

როცა ცილს დავწამებ აქაურებს შატანიზმში მერე მიპასუხონ შენი მოხმარება არ გვჭირდება ჯერ გაკვეთილებიც არ გისავლია

ციტატა
(თუმცა ალბათ მეც სატანის შემოგზავნილი ვარ და ვერ ვხვდები)

ნებით თუ უნებლიედ რაღაც მაგდაგვარი ხარ

ციტატა
თუკი რამე შემეშალა რატომ მამცირებ?
შეუძლებელია რომელიმე

აი ესეც უკვე სწორი კითხვაა რომელიც ადრევე უნდა დაგესვა

ციტატა
ეს მეც კი მესმის, შენ ჩემზე უკეთ უნდა გესმოდეს, როგორც ამბობ შენ ჩემზე 1000 თავით მაღლა დგახარ, სულიერეადაც, აზროვნებითაც და ყველანაირად...

უდროო თავმდაბლობაა ეს თავდაცვა უფროა რომ მოდერს თავი შეაცოდო

________

სანამ ჩემს ნაწერებში დაინახავდე რომ ჩემს თავს ვეწინააღმდეგები და შენ ამას შეამჩნევდე
მანამდე ზემოთ მოცემული გაკვეთილები ისწავლე


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2013, 07:09 PM
პოსტი #423


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Martl_madidebeli
ციტატა
როგორ ფიქრობ შენგან ვინმეს ესწავლება ვინ ვის როგორ უდნა მოექცეს?

მე როგორც მოდერი გეუბნევი...
თუ არადა მერე მოგიწევს როგორც დათიკოზე იძახი სექტანტიაო ისე ჩემზე და აქაურ სხვა მოდერებზე , რომლებისგანაც გაფრთხილებას მიიღებ.
ციტატა
ერთადერთი განათლებული შენ გამოდექი?

ამ კითხვას შევაბრუნებ და შენ დაგისმევ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 12 2013, 07:48 PM
პოსტი #424


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მოდი ჯერ ხელის ჩამოსართმევად მოვიდნენ და კარგად გაირკვეს ყველაფერი მერე tongue.gif

თორემ ისე ჩანს (უფოფილოსებისა და უფოსოფოსებისგან biggrin.gif ) თითქოს უცხოპლანეტელები ღმერთები არიან, რომელთა მიმართ რწმენა უნდა გაგვაჩნდეს

სმაილების გარეშე არ შეიძლებოდა smile.gif

პირადათ მე არ მჯერა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Qrist-iani
პოსტი Jan 12 2013, 08:24 PM
პოსტი #425


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 12-January 13
წევრი № 12,886



A.V.M

ერთადერთი განათლებული შენ გამოდექი?

ამ კითხვას შევაბრუნებ და შენ დაგისმევ...

მაშინ ახლა მე გაგიმეორებ იგივე პასუხს და მერე შენ და მარე ისევ მე

გეხვეწებით მითხარით რომ ამ ფორუმზე ვინმე 20 წელს აცილებული არის ამ ფორუმზე მართა არ მოდიან მოძღვრები ხოლმე?

აბა რაზე გავწევრიანდი


აკაკი


პირადათ მე არ მჯერა.

მორჩ გათვდა სწორი პასუხია რათ უნდოდა მაგას მოდერის ფუნქციები რომ ამას მიხვედრილიყავი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 12 2013, 08:25 PM
პოსტი #426


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Qrist-iani

ახალი სახელით მოგვევლინე?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2013, 08:47 PM
პოსტი #427


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Qrist-iani
ციტატა
აბა რაზე გავწევრიანდი

ჩვენც ეგ გვაინტერესებს ძმა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 12 2013, 10:14 PM
პოსტი #428


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ყოველთვით კამათი მიდის ამ უცხოპლანეტელებზე
1) უცხოპლანეტელიბი - არ მინახავ მაგრამ მჯერა რომ არსებობენ როგორც ჩვენნაირი მოაზრვნეები არიან და არა ღმერთები. მაგრამ უცხოპლანეტელებთან კონტაქტში საშიშია .
2) უცხოპლანეტელები ჩვენც იმათვით უცხოპლანეტელები ვართ.
3) არიან ჩვენზე დაბალ დონეზე მცხოვრები უცხოპლანეტელიბიც და მილიონობით გალაქტიკებიდან კი რომელიმე განვითარებულებიც არიან.
4) ჩვენ და მათ სხვადასხვა უცხოპლანეტის მცხოვრებსაც ააქვს სარწმუნოება ჩვენგან განსხვავებით და არიან ათეისტებიც კი ( ღმერთი კი ერთია შემოქმედი და ყოვლად ძლიერი თვითარსი) ასე რომ ჩვენ და მათ (უცხოპლანეტელებსაც ) ერთი ყავს ღმერთი იაჰვე ( თვით არსი).
5) ჩვენ მართლმადიდებლები კი, ჩვენ უნდა ვიყოთ ღმერთის კანონში და უნდა ვიცხოვროთ როგორც წესია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. სხვები თავის რწმენით გინდ უცხოპლანეტელი მორწმუნეები და გინდ ჩვენი მიწიერი მორწმუნეები მათ უნდა გაანალიზონ თავის გონებრივად და კარგად დაფიქრებულად მოიპოვოს თუ რომელია სიმართლე ღმერთის ჭეშმარიტებაში.
6) ჩვენ და მათ (უცხოპლანეტელებს) გვყავთ მტერი - მაცდური სატანა. მაგრამ საშიშია ჩვენ და მათვით ურთიერთ კონტაქტიორობა ( აქ სატანაც ურევია ). უბრალოდ ჩვენ მართლმადიდებლებს მიწიერი მტრები გვყავთ ურჯულოებისგან.
7) მეცნიერებისგან არის ბევრი მოტყუებით აცდენენ ჩვენი პლანეტის მცხოვრებ ( ვითომ ქრისტე ან მარიამის გამოჩენა ცაზე და მუსულმანის სასწაულების ჩვენება და ა.შ.). უბრალოდ ამაზე აღწერა რომ ვწერო , ვფიქრობ შედი სხვა საიტებში და ნახეთ საიდან ახდენენ სასწაულებს ჩვენი მიწიერი მეცნიერები . ტექნოლოგია ისეა განვითარებული რომ ათეისტსაც კი შეაცდენდა.
თუ სიმართლით მოყვარული ხართ და გამოიძიო თუ რა ხდება ჩვენში და ბიბლიაში . უნდა მოიძიო, უბრალოდ, კამათი კი არა მთავარი ფაქტებია .


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 12 2013, 10:30 PM
პოსტი #429


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



მართლმადიდებელო. კარგი მცოდნე არ ვარ. კარგი მცოდნე ადამიანი აქ ფორუმზე არც კი შემოვიდოდა და არც დაწერდა თავისცოდნას. მცოდნე კაცი თუ ქალი, წიგნს დაწერდა და ფულს გააკეთებდა. ყველა მცოდნეები და მეცნიერები ფულისთვით შრომობენ. სიმართლე გითხრა მამონა ისევ მეფობს ვიდრე თავისუფლება.

მეცნიერმა ვინც ღმერთის არსებობაზე ძიება დაიწყო და მიაკვლია ღვთის არსებობის გზას, ის მეცნიერი უკვე დღევანდელი რომის პაპთან არის. ( იმ კაცს ვიცნობ ) .


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Jan 13 2013, 09:52 PM
პოსტი #430


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



უცხოპლანეტელი ჩვენიანი! smile.gif



სავარაუდოდ ეშმაკებთან ქონდა კონტაქტი unsure.gif


tongue.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jan 13 2013, 11:22 PM
პოსტი #431


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(Atm@n @ Jan 13 2013, 10:52 PM) *



სავარაუდოდ ეშმაკებთან ქონდა კონტაქტი unsure.gif


ხო მართალი ხარ, ეტყობა სული მიყიდა ეშმაკს და სამაგიეროდ ეშმაკური ენერგიის წყაროს მიაკვლია unsure.gif
ისე მაგარი იყო თესლა.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 14 2013, 02:54 AM
პოსტი #432


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jan 16 2013, 04:55 AM
პოსტი #433


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



'Martl_madidebeli'

ნაწილი წავიკითხე შენი აზრების, და რიგ საკითხებში ვიზიარებ კიდეც..
ერთადერთი რაც ცალსახად შეიძლება ითქვას ეს არის ტონი, თუასეთი მკაცრად სწორხაზოვანი დამოკიდებულება გვაქვს ქრისტეს სწავლების მიმართ მაშინ ეს შეურაცხყოფა ადამიანების და დამამცირებელი მიმართვა ძალიან შეუსაბამოა , როცა ჩვენ გვაქვს ქრისტეს სწავლება მოყვასისადმი მიმართვის შესახებ, ბოლოსდაბოლოს სიყვარული და თავმდაბლობა ეს არის ღერძი რაზეც მართლმადიდებლობა დგას, ამის გარეშე რომ არც როკს უსმინო, უცხოპლანეტელების გჯეროდეს ეთს რამე ფასი აქვს..?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 16 2013, 11:32 PM
პოსტი #434


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



დრო ყველაფერს მოაწესრიგებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Jan 21 2013, 11:43 AM
პოსტი #435


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



გეპატიჟებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე. დ-რი გიზო ვაშაკიძის მოხსენება (” მიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ” - მონოგრაფია ”ფესტოსის დისკო - გზავნილი გალაქტიკიდან”) დაგეგმილია 23 იანვარს, 14.00 საათზე, თსუ I კორპუსი, აუდ. #214.
გიზო ვაშაკიძის მობილურია: 599967386


(ეს განცხადება სხვა საიტიდან დავაკოპირე. ვისაც გაინტერესებთ მობრძანდით)

IPB-ს სურათი

ესეც მოკლე ინფორმაცია ფესტოს დისკოზე:

http://ucnauri.com/6166/გია-კვ


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jan 21 2013, 02:38 PM
პოსტი #436


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(Atm@n @ Jan 21 2013, 11:43 AM) *

გეპატიჟებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე. დ-რი გიზო ვაშაკიძის მოხსენება (” მიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ” - მონოგრაფია ”ფესტოსის დისკო - გზავნილი გალაქტიკიდან”) დაგეგმილია 23 იანვარს, 14.00 საათზე, თსუ I კორპუსი, აუდ. #214.
გიზო ვაშაკიძის მობილურია: 599967386
(ეს განცხადება სხვა საიტიდან დავაკოპირე. ვისაც გაინტერესებთ მობრძანდით)

IPB-ს სურათი

ესეც მოკლე ინფორმაცია ფესტოს დისკოზე:

<a href="http://ucnauri.com/6166/გია-კვაშილავა-–-“ფესტოსი/" target="_blank">http://ucnauri.com/6166/გია-კვ

საინტერესოა ატმან . იქნებ მეც მოვახერხო წამოსვლა


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 21 2013, 04:18 PM
პოსტი #437


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



Atm@n
რომელი საიტიდანაა ეგ ინფორმაცია?

აუცილებლად წავალ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Jan 21 2013, 04:25 PM
პოსტი #438


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



MIRDAT

მე აქ ვნახე:

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1009&st=0


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 21 2013, 05:17 PM
პოსტი #439


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857



sopo
ციტატა

ნაწილი წავიკითხე შენი აზრების, და რიგ საკითხებში ვიზიარებ კიდეც..
ერთადერთი რაც ცალსახად შეიძლება ითქვას ეს არის ტონი, თუასეთი მკაცრად სწორხაზოვანი დამოკიდებულება გვაქვს ქრისტეს სწავლების მიმართ მაშინ ეს შეურაცხყოფა ადამიანების და დამამცირებელი მიმართვა ძალიან შეუსაბამოა , როცა ჩვენ გვაქვს ქრისტეს სწავლება მოყვასისადმი მიმართვის შესახებ, ბოლოსდაბოლოს სიყვარული და თავმდაბლობა ეს არის ღერძი რაზეც მართლმადიდებლობა დგას, ამის გარეშე რომ არც როკს უსმინო, უცხოპლანეტელების გჯეროდეს ეთს რამე ფასი აქვს..?


მიღებულია შენიშვნა კარგი გოგო ხარ



A.V.M
ციტატა
აბა რაზე გავწევრიანდი
ჩვენც ეგ გვაინტერესებს ძმა...

ეხლახან პასუხი გავეცი და კიდე მეკითხება მოკლედ ბაგა ბაღია

davithet
ციტატა
7) მეცნიერებისგან არის ბევრი მოტყუებით აცდენენ ჩვენი პლანეტის მცხოვრებ ( ვითომ ქრისტე ან მარიამის გამოჩენა ცაზე და მუსულმანის სასწაულების ჩვენება და ა.შ.). უბრალოდ ამაზე აღწერა რომ ვწერო , ვფიქრობ შედი სხვა საიტებში და ნახეთ საიდან ახდენენ სასწაულებს ჩვენი მიწიერი მეცნიერები . ტექნოლოგია ისეა განვითარებული რომ ათეისტსაც კი შეაცდენდა.
თუ სიმართლით მოყვარული ხართ და გამოიძიო თუ რა ხდება ჩვენში და ბიბლიაში . უნდა მოიძიო, უბრალოდ, კამათი კი არა მთავარი ფაქტებია .

ცუდათ ვარ კუჭის თვი და პრესი ამტკივდა biggrin.gif გულიანი სიცილისგან

მაშ ვითომ ქრისტე ან მარიამის გამოჩენა არააა smile.gif

და სიკეთეს კეთებისას სიყვარულს და მადლს რომ გრძნობს კაცი ეგეც მატყურა მეცნიერებმა გაგვიჩალიჩეს არა biggrin.gif


ციტატა
მართლმადიდებელო. კარგი მცოდნე არ ვარ. კარგი მცოდნე ადამიანი აქ ფორუმზე არც კი შემოვიდოდა და არც დაწერდა თავისცოდნას. მცოდნე კაცი თუ ქალი, წიგნს დაწერდა და ფულს გააკეთებდა. ყველა მცოდნეები და მეცნიერები ფულისთვით შრომობენ. სიმართლე გითხრა მამონა ისევ მეფობს ვიდრე თავისუფლება.
მეცნიერმა ვინც ღმერთის არსებობაზე ძიება დაიწყო და მიაკვლია ღვთის არსებობის გზას, ის მეცნიერი უკვე დღევანდელი რომის პაპთან არის. ( იმ კაცს ვიცნობ ) .

ცუდათ ვარ კუჭის თვი და პრესი ამტკივდა biggrin.gif გულიანი სიცილისგან

პაპი? biggrin.gif აუ ამ ფორუმს მუსიკის კოდი აქ აქ? ჩემი ხარხარი უნდა გამოვაქვეყნო biggrin.gif

ციტატა
უცხოპლანეტელებთან კონტაქტში საშიშია .
2) უცხოპლანეტელები ჩვენც იმათვით უცხოპლანეტელები ვართ.
3) არიან ჩვენზე დაბალ დონეზე მცხოვრები უცხოპლანეტელიბიც და მილიონობით გალაქტიკებიდან კი რომელიმე განვითარებულებიც არიან.
4) ჩვენ და მათ სხვადასხვა უცხოპლანეტის მცხოვრებსაც ააქვს სარწმუნოება ჩვენგან განსხვავებით და არიან ათეისტებიც კი ( ღმერთი კი ერთია შემოქმედი და ყოვლად ძლიერი თვითარსი) ასე რომ ჩვენ და მათ (უცხოპლანეტელებსაც ) ერთი ყავს ღმერთი იაჰვე ( თვით არსი).
5) ჩვენ მართლმადიდებლები კი, ჩვენ უნდა ვიყოთ ღმერთის კანონში და უნდა ვიცხოვროთ როგორც წესია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. სხვები თავის რწმენით გინდ უცხოპლანეტელი მორწმუნეები და გინდ ჩვენი მიწიერი მორწმუნეები მათ უნდა გაანალიზონ თავის გონებრივად და კარგად დაფიქრებულად მოიპოვოს თუ რომელია სიმართლე ღმერთის ჭეშმარიტებაში.
6) ჩვენ და მათ (უცხოპლანეტელებს) გვყავთ მტერი - მაცდური სატანა. მ

ცუდათ ვარ კუჭის თვი და პრესი ამტკივდა biggrin.gif გულიანი სიცილისგან

კინო ნახე რამე საბავშო smile.gif

ციტატა

გეპატიჟებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე. დ-რი გიზო ვაშაკიძის მოხსენება (” მიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ” - მონოგრაფია ”ფესტოსის დისკო - გზავნილი გალაქტიკიდან”) დაგეგმილია 23 იანვარს, 14.00 საათზე, თსუ I კორპუსი, აუდ. #214.
გიზო ვაშაკიძის მობილურია: 599967386
(ეს განცხადება სხვა საიტიდან დავაკოპირე. ვისაც გაინტერესებთ მობრძანდით)

ცუდათ ვარ კუჭის თვი და პრესი ამტკივდა biggrin.gif გულიანი სიცილისგან

ცაგარელი არ დაგავიწყდეთ მიხეილ ცაგარელი biggrin.gif





--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Jan 21 2013, 05:40 PM
პოსტი #440


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



Martl_madidebeli

http://mkurnali.ambebi.ge/skhvadaskhva/sin...vilis-dros.html


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 20 21 22 23 24 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 01:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი