IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> პატრიარქის მიერ გვარების დალოცვა, ( ინფორმაციები )
maZiebeli
პოსტი Oct 17 2009, 12:14 AM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



უწმინდესმა წინა კვირას, ოთხ გვარს შორის, ჩვენი გვარიც დალოცა. ნაცნობთა უმეტესობა, ვინც ამის შესახებ გაიგო, მეკითხება, როგორ უნდა მოახერხონ ამ საქმის ორგანიზება და დაალოცინონ პატრიარქს თავიანთი გვარები.

მართალია, მეც შემიძლია ამ დეტალების დაწვრლებით გარკვევა, მაგრამ უდროობის გამო ჯერ ვერ ვახერხებ და იქნებ აქ რომელიმე ფორუმელმა იცით ეს ყველაფერი და დაწეროთ...

ინტერესი აშკარად დიდია და ბევრს გაახარებთ.

პატივისცემით,

მაძიებელი


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Oct 17 2009, 04:13 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



maZiebeli
მოკლედ ზუსტად არ ვიცი ან გვარს თვითონ პატრიარქი ირჩევს რომელი დალოცოს ან საბუთები მიიღება უწმინდესის საერთაშორისო ფონდში, რომელიც არის ოპერის გვერძე! შეგიძლია მიხვიდეთ და გაარკვიოთ იქ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
patrioti1
პოსტი Nov 17 2009, 07:34 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 28-June 09
წევრი № 7,190



mze.gif მოგესალმებით ა ს ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ე ბ ს, მე მაგარი ძმაკაცი მყავს ამ გვარის კაცი, კაცური კაცი.ძალიან მაგარი აზრია ჩვენ მზადა ვართ. უფალი იყოს თქვენი მფარველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maikusi
პოსტი Nov 18 2009, 12:07 AM
პოსტი #4


maia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,049
რეგისტრ.: 4-May 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,727



თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას პატრიარქის მიერ გვარის დალოცვასთან დაკავშირებით იქნებ დაწეროთ?მაინტერესებს რა საკითხებია მოსაგვარებელი,ან თუ არის გამოქვეყნებული სადმე უკვე დალოცვილი გვარების სია? rolleyes.gif


--------------------
,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."


,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Nov 18 2009, 12:19 AM
პოსტი #5


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(maikusi @ Nov 18 2009, 12:07 AM) *

თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას პატრიარქის მიერ გვარის დალოცვასთან დაკავშირებით იქნებ დაწეროთ?მაინტერესებს რა საკითხებია მოსაგვარებელი,ან თუ არის გამოქვეყნებული სადმე უკვე დალოცვილი გვარების სია? rolleyes.gif

არანაირი სია არ არის, თუ გინდათ რომ თქვენი გვარი დალოცოს უწმინდესმა, გვარის წარმომადგენელი უნდა მივიდეს არქიდიაკონ დემეტრესთან (სამების ტაძარში), ეტყვით რომ გინდათ გვარის დალოცვა და ის ჩაიწერს თქვენ გვარს, გადახედავს განრიგს და გეტყვით როდის და როგორ მოხდება ყველაფერი, დაახლოებით 2-4 კვირაში უწმინდესი დალოცავს გვარს smile.gif
აი ასე მარტივადაა ყველაფერი smile.gif

ოღონდ რომელიმე დღეს გეტყვით, როცა უნდა მიხვიდეთ და დაადასტუროთ რომ ნამდვილად იკრიბება გვარი


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maikusi
პოსტი Nov 18 2009, 12:42 AM
პოსტი #6


maia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,049
რეგისტრ.: 4-May 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,727



ეკატო
გაიხარე ეკატოოოოო madlioba.gif kiss1.gif
ციტატა
ოღონდ რომელიმე დღეს გეტყვით, როცა უნდა მიხვიდეთ და დაადასტუროთ რომ ნამდვილად იკრიბება გვარი

რას ქვია არ შევიკრიბოთ სულ ფრენით წავალ cocxali.gif თან ვირტულაურად ახლად გაცნობილ მოგვარეებსაც სურთ და "ლაივში"გასაცნობად საუკეთესო ვარიანტიცაა გვარის დალოცვა,ორმაგად ბედნიერი ვიქნები მაგ დღეს wub.gif jump.gif


--------------------
,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."


,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Nov 18 2009, 12:52 AM
პოსტი #7


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



maikusi
ნამდვილად იცი რომ შენი გვარი ჯერ არ დაულოცავს უწმინდესს?


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maikusi
პოსტი Nov 18 2009, 01:03 AM
პოსტი #8


maia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,049
რეგისტრ.: 4-May 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,727



ციტატა(ეკატო @ Nov 18 2009, 12:52 AM) *

maikusi
ნამდვილად იცი რომ შენი გვარი ჯერ არ დაულოცავს უწმინდესს?
ვფიქრობ რო ჯერ არ იქნება დალოცვილი,თორე რომელიმე ბიძაშვილი ხო მაინც გაიგებდა? rolleyes.gif
ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდა რომ ჯერ არ იყოს დალოცვილი smile.gif

უკვე დალოცვილი გვარების სია მაგიტო მაინტერესებდა რო გამეგო სულხანიშვილები დალოცვილებში ვართ თუ დასალოცებში rolleyes.gif


--------------------
,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."


,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Dec 11 2009, 11:48 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



http://sana.ge/index.php?katid=6&id=4341&poz=&more

2009-11-18 18:02:03

ერთი წელია, რაც უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, გვარების დალოცვის უძველესი ქართული ტრადიცია კვლავ განახლდა. ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, ყოველ კვირა დღეს, პატრიარქი რამდენიმე გვარს ლოცავს. აღნიშნულ ტრადიციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონი, მამა დემეტრე (დავითაშვილი) ხელმძღვანელობს, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ.

მამა დემეტრე:

– გვარების დალოცვის ტრადიცია, როგორც უწმინდესისგან მსმენია, უძველესია. ძველ დროში, სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები ადგილობრივ ეპისკოპოსთან, ან მღვდელთან მიდიოდნენ და მათგან ლოცვა–კურთხევას იღებდნენ. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუკი აღმოჩნდებოდა, გვარმა რაღაც შესცოდა და სასულიერო პირთან მიდიოდნენ სინანულის გამოსახატავად, ან ლოცვა–კურთხევას იღებდნენ იმისთვის, რომ უფრო მეტი მადლი მიეღოთ. ზოგიერთ გვარს საკუთარი ხატი აქვს. არსებობს ძალიან ბევრი გვარი, რომლებიც მოდიან და ამბობენ, რომ ჩვენი საგვარეულოს ხატია, მაგალითად, სუჯუნას წმიდა გიორგის ხატი, პალიასტომის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი და ხდებოდა სწორედ ამ ხატების გადაცემა.

– ვისი ინიციატივით აღდგა ეს ტრადიცია?

– გვარების დალოცვის ახლანდელ ტრადიციას საფუძველი 6–7 წლის წინ ჩაეყარა. როდესაც პატრიარქი ღმრთისმსახურებას ჯერ კიდევ სიონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულებდა, ერთმა გვარმა მას დალოცვა სთხოვა. გარკვეული დროის შემდეგ, ეს ტრადიცია მინელდა. დაახლოებით ერთი წლის წინ, გვარების დალოცვის სურვილი ისევ გამოითქვა და უწმინდესმა მე დამავალა, რომ ეს ყველაფერი სისტემაში მომეყვანა. ამჟამად, არსებობს გარკვეული წესი, თუმცა,ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მას საბოლოო სახე არ აქვს. ჯერჯერობით ასეა, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქი მხოლოდ და მხოლოდ კვირა დღეს, წირვის შემდეგ ლოცავს წინასწარ ჩაწერილ გვარებს. დალოცვა შემდეგი კვირისთვის გადაიდება იმ შემთხვევაში, თუ უწმინდესი ოფიციალური ვიზიტით წაბრძანებული იქნება საზღვარგარეთ, ან სხვა, რაიმე მიზეზის გამო ვერ აღასრულებს წირვას.

– გვარის წინასწარ ჩაწერა სად და როდის ხდება?

– გვარის დალოცვის მსურველები შაბათობით, 4 საათისთვის სამების ტაძარში უნდა მობრძანდნენ ჩემთან. მე მათ პირადად გავესაუბრები და ავუხსნი, რომელ კვირას მოუწევთ დალოცვა. ამისთვის, საგანგებო ბლოკნოტი მაქვს შედგენილი.

– ერთდროულად რამდენი გვარი ილოცება?

– არის კვირა დღეები, როდესაც ერთდროულად 6, 7, 8 გვარი ილოცება.

– დალოცვის შემდეგ, საგვარეულოს წარმომადგენლებს უწმინდესი ხატსაც გადასცემს ხოლმე. ესაც ამ ტრადიციის ნაწილია?

– დიახ, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, ვინაიდან, ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა გვარს ჩვენ თვითონ გადავცეთ ხატი, ამიტომ მათ ვთავაზობთ, თითოეული გვარის წარმომადგენლებმა, ვინც მოინდომებს დალოცვას, თვითონ შეიძინონ ხატი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი წმიდანის იქნება ის ან თუ არსებობს ხატი, რომელიც ოდითგანვე მათ გვარს ეკუთვნოდა, შეუძლიათ, სპეციალურად დააწერინონ და დალოცვის წინა დღეს, შაბათს, ტაძარში მოაბრძანონ. უწმინდესი პირადად აკურთხებს ამ ხატებს და დალოცვის დროს გვარის ერთ–ერთ წარმომადგენელს გადასცემს.

– საინტერესოა, რა არის საგვარეულო ხატის გადაცემის დანიშნულება?

– ბევრი მეკითხება, ხატი, რომელიც მათ გვარს გადაეცემა, თუ შეიძლება დაასვენონ საგვარეულო ტაძარში. მე ცალსახად ვამბობ, – არა, რადგან საგვარეულოს ხატი უსათუოდ უნდა დარჩეს გვარში და იმოგზაუროს ოჯახებში. შეიქმნება ახალი ოჯახი, იქაც იქნას მიბრძანებული. გვარის დალოცვის მთელი არსი და შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა გვარმა, რომელსაც პატრიარქი დალოცავს და საგვარეულოს სახელზე ხატს უკურთხებს, უნდა დაიწყოს სულიერი, ქრისტიანული წესით ცხოვრება, რასაც ის მოკლებულია. ადამიანები, თითოეული გვარის წარმომადგენლები უნდა დაუბრუნდნენ ქრისტეს ეკლესიას, დაიწყონ ლოცვა, აღსარების თქმა, ზიარება. ამით ერის გადარჩენაც ხდება. როდესაც ადამიანები ლოცვით ერთიანდებიან, ეს ნიშნავს რომ ერი ერთიანია. ოჯახებს, სადაც ხატი იქნება მიბრძანებული, შეუძლიათ იმ დროს, სახლის საკურთხებლად მღვდელი მიიწვიონ და საგვარეულო ხატთან პარაკლისიც გადაახდევინონ, ასევე, წაიკითხონ დაუჯდომელი. თითოეულ ოჯახში ხატის არსებობის ხანგრძლივობა თვითონ იმ ოჯახისა და გვარის სხვა წევრების სურვილზე იქნება დამოკიდებული. ვიღაცამ უნდა ითავოს და უხელმძღვანელოს გვარში ხატის მოგზაურობის ტრადიციას. ლოცვა აუცილებელია. ამ ტრადიციის აღდგენით, ისევ იმ გზაზე დადგომა ხდება, რომელსაც ჩვენგან ქრისტიანული ცხოვრების წესი ითხოვს. ნურავინ წარმოიდგენს, რომ რადგან პატრიარქი ერთხელ გვარს დალოცავს, ამით უნდა დასრულდეს მათი სულიერება. თვითონ გვარის წარმომადგენლებიც უნდა ამოქმედდნენ, რომ შეინარჩუნონ მიღებული მადლი. ღმერთი მადლს ყოველთვის გვიგზავნის, მაგრამ თუ ჩვენ არ ვართ მზად მის მისაღებად, ანუ არ ვართ ეკლესიის წევრები, არ ვლოცულობთ და არ ვეზიარებით, მაშინ ჩვენში მადლის თანაზიარება არ ხდება. ხოლო თუ გვარს აქვს სურვილი, რომ თავიანთ საგვარეულო სალოცავს, ტაძარს ხატი შესწირონ, მათ შეუძლიათ სხვა, ახალი ხატი შეიძინონ და ის მიაბრძანონ ეკლესიაში.

– მამა დემეტრე, აქვს თუ არა მნიშვნელობა, გვარიდან რამდენი წარმომადგენელი დაესწრება დალოცვას?

– უმჯობესია, გვარიდან 40–50 წარმომადგენელი მაინც მოვიდეს, რომ მათ მიერ მოხდეს მადლის გავრცელება და ერთმანეთის გაცნობა. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ერთი გვარის ნათესავები არიან, ქალმა და ვაჟმა ეს არ იციან, მათ ერთმანეთი უყვარდებათ და მერე დაოჯახების დროს პრობლემები იქმნება. საეკლესიო კანონიკის მიხედვით, მე–7–8 თაობიდან უკვე თავისუფლად შეიძლება ქორწინება. ამას წინათ იყო შემთხვევა, როდესაც მე–5 თაობის წარმომადგენლებს სურდათ დაოჯახება, მაგრამ ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) კატეგორიული უარი განაცხადა. როდესაც გვარები დასალოცად იკრიბებიან და ერთმანეთს იცნობენ, უკვე იციან, ვინ ვისი ნათესავია და ასე შეიძლება, ზემოთ აღნიშნულ პრობლემასაც ავცდეთ.

– მარხვაში რატომ წყდება გვარების დალოცვა?

– მოგეხსენებათ, მარხვის პერიოდში დღესასწაულისთვის ვემზადებით და უფრო თავშეკავებულნი ვართ როგორც საკვების მიღებაში, ასევე ქცევაში. როდესაც გვარი დასალოცად იკრიბება, ბუნებრივია, იმ დღეს, ისინი ტრაპეზობენ კიდეც. სამწუხაროდ, დღეს ყველა ვერ ახერხებს მარხვას. ამიტომ სუფრა რომ გაიშლება, შეიძლება მერე მათი ეს თავშეყრა ღრეობაში გადაიზარდოს. ჩვენ არ გვსურს, გავხდეთ ამის მიზეზი. ამიტომ უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, მარხვაში გვარების დალოცვა წყდება. ერთადერთი გვარი, რომელსაც პატრიარქი ახლა, შობის მარხვაში დალოცავს, არის ფერაძე. 6 დეკემბერს წმიდა გრიგოლ ფერაძის ხსენებაა და ჩვენ ვერ დავუშლით გვარს, შეიკრიბოს ასეთი სახელოვანი წმიდანის დღესასწაულზე.

– პატრიარქი მხოლოდ ქართულ გვარებს ლოცავს?

– საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ძირითადად, ქართულ ოჯახებს ლოცავს, მაგრამ თუ დალოცვას რომელიმე არაქართული გვარიც მოინდომებს, არ ვიცი, რა სახით, მაგრამ შეიძლება მათი დალოცვაც მოხდეს. მათაც შეუძლიათ მობრძანდნენ და იმედია, უარი არ ეთქმებათ. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის პატრიარქია და ამდენად, ჩვენი ეკლესიის კარი, სიამოვნებით, არაქართული მოსახლეობისთვისაც ღიაა.

– თითოეული გვარი მხოლოდ ერთხელ დაილოცება?

– გვარი დაილოცება ერთხელ.

– ამ ტრადიციას თავად უწმინდესი როგორ აფასებს?

– უწმინდესი ამ ტრადიციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც უკვე აღვნიშნე, თავად მისგან მაქვს დავალებული, შევიმუშავო გარკვეული წესი, ამ ტრადიციას მივცეთ ისეთი სახე, რომ უფრო საზეიმო გავხადოთ გვარების დალოცვა. პატრიარქის სურვილია, ადამიანებს დაამახსოვრდეთ ეს დღე. ვფიქრობთ, სპეციალურად გვარების დასალოცად შუა კვირის რომელიმე დღე დავაწესოთ. შესრულდეს პარაკლისი და შემდეგ მათ გადაეცეთ სიგელები. შეიძლება, ასეთივე ტრადიცია დამკვიდრდეს ეპარქიებშიც, სადაც ადგილობრივი მღვდელმთავარი დალოცავს იქაურ მცხოვრებლებს.

– მამა დემეტრე, თუ რომელიმე გვარი ან ოჯახი არის დაწყევლილი, დალოცვის დროს ეს წყევლა ეხსნებათ?

– ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან და მეუბნებიან, ჩვენი გვარი, ან ოჯახი არის დაწყევლილი და როგორ მოვიქცეთო. ზოგი თავისით არის შეკრული, დავუშვათ, ფიცი დადო და ვერ შეასრულა, ამას ჰქვია თავით თვისით კრული, ან თუ ვიღაცამ ვიღაც დაწყევლა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამებისა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრებში, დაახლოებით, სამი წირვა ჩაატარა, როდესაც "დიდ შესვლაზე" წაკითხულ იქნა საყოველთაო შენდობის ლოცვა. უწმინდესმა ბრძანა, რომ აღნიშნული ლოცვის შედეგად, ყველა წყევლა მოხსნილია. თუ პატრიარქი საჭიროდ ჩათვლის, რომ კიდევ ჩატარდეს ერთი ასეთი წირვა, როცა წაკითხული იქნება შენდობის ლოცვა, რასაკვირველია, ჩატარდება.

ეფემია წიკლაური


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 13 2009, 06:52 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(maZiebeli @ Dec 11 2009, 11:48 PM) *

– ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან და მეუბნებიან, ჩვენი გვარი, ან ოჯახი არის დაწყევლილი და როგორ მოვიქცეთო. ზოგი თავისით არის შეკრული, დავუშვათ, ფიცი დადო და ვერ შეასრულა, ამას ჰქვია თავით თვისით კრული, ან თუ ვიღაცამ ვიღაც დაწყევლა.

ამით ვაძლევთ საბაბს მავანთ, რომ სახელი გაუტეხონ ეკლესიას...
როდემდე უნდა გაგრძელდეს სისულელეების გავრცელება მართლმადიდებლობის სახელით?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 13 2009, 07:14 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



არ ვიცი, მე არასდროს გამჩენია სურვილი ჩემი გვარი დაელოცა პატრიარქს smile.gif



ციტატა
გვარის დალოცვის მთელი არსი და შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა გვარმა, რომელსაც პატრიარქი დალოცავს და საგვარეულოს სახელზე ხატს უკურთხებს, უნდა დაიწყოს სულიერი, ქრისტიანული წესით ცხოვრება, რასაც ის მოკლებულია.


საინტერესოა fiqri.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Mar 27 2010, 09:52 PM
პოსტი #12


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა
მე არასდროს გამჩენია სურვილი ჩემი გვარი დაელოცა პატრიარქს

რატომ?
ცუდი იქნება? blink.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.SaLoMe.
პოსტი Mar 28 2010, 03:06 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 20-March 10
წევრი № 8,451



ძალიან კარგია რომ ეს ტრადიცია აღდგა


--------------------
"ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სასუფეველს, თუ საკუთარი სურვილებისა და აზრების მბრძანებელი არ გახდები..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tbilisis porumi
პოსტი Jun 1 2010, 01:02 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 2-May 10
წევრი № 8,751



რა არის საჭირო პატრიარქმა რომ გვარი დალოცოს.








იიი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 1 2010, 03:50 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



orthodox-georgia
რავიცი, ჩემო კარგო, ასე მგონია პატრიარქი და უფალი ისედაც დალოცავს, თუ ამის ღირსი ვარ და არა იმიტომ რომ მე წამოვაყენო პრეტენზია და ა.შ.



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jun 1 2010, 05:45 PM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



tbilisis porumi

ციტატა
რა არის საჭირო პატრიარქმა რომ გვარი დალოცოს.


ციტატა

– გვარის წინასწარ ჩაწერა სად და როდის ხდება?
– გვარის დალოცვის მსურველები შაბათობით, 4 საათისთვის სამების ტაძარში უნდა მობრძანდნენ ჩემთან. მე (არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი) მათ პირადად გავესაუბრები და ავუხსნი, რომელ კვირას მოუწევთ დალოცვა.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Jun 1 2010, 08:38 PM
პოსტი #17


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(ქევანა @ Jun 1 2010, 03:50 PM) *

orthodox-georgia
რავიცი, ჩემო კარგო, ასე მგონია პატრიარქი და უფალი ისედაც დალოცავს, თუ ამის ღირსი ვარ და არა იმიტომ რომ მე წამოვაყენო პრეტენზია და ა.შ.

მე ჩემი მოგვარეების შეკრება მინდა მეტად და მათი გაცნობა,უფალს კი ისედაც ვთხოვ რომ დაგვლოცოს...და თუ უწმიდესი დაგვლოცავს მაგაზე უარს როგორ ვიტყვი....და თუ არ არის საჭირო მაინს არ მოვა ის დალოცვა ჩემზე


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი Jun 1 2010, 08:42 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



ციტატა(tbilisis porumi @ Jun 1 2010, 01:02 PM) *

რა არის საჭირო პატრიარქმა რომ გვარი დალოცოს.
იიი

უნდა მობრძანდეთ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში(სამების საკათედრო ტაძარში) შაბათს.
გვარების დალოცვის საკითხს ბატონი ლექსო ნაზღაიძე ხელმძღვანელობს.მას გაესაუბრებით და
გაგარკვევთ ყველა საკითხში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
patrioti1
პოსტი Oct 8 2010, 03:21 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 28-June 09
წევრი № 7,190



ასლანიშვილებმა ამ საიტის დახმარებით დავთქვათ დღე, რიცხვი, საათი და ადგილი და შევიტანოთ განცხადება თუ რაც ქვია, გვარის დალოცვასთან დაკავშირებით, მანამდე კი აქ ამ საიტზე მოვგროვდეთ შეძლებისდაგვარად ვიზეც ხმა მიგვიწვდება. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ. ა ს ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kent5
პოსტი Jan 7 2011, 09:24 AM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



ასლანიშვილებს ყველას გილოცავთ შობას, სხვათა შორის ასლანიშვილი პირველი გვარია რომელიც შვილზე მთავრდება, დაზუსტებული წყაროებით ვიცი. kitxva.gif smile.gif biggrin.gif


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th February 2018 - 01:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი