IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი
.zakaria.
პოსტი Sep 28 2011, 02:31 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,145
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(afxazi @ Jun 29 2011, 10:27 AM) *



მე მაგალითად უპირველესად გამოვყოფდი ავტოკეფალიის საკითხს.

ხოო მეც, ეს ძალიან დიდი საქმე გააკეთა.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 02:44 PM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



ნუთუ, უფლება გვაქვს, მოგმართოთ?!
თქვენ გვირჩევთ, ჩვენ კი არ გიჯერებთ...
თქვენ გვაკურთხებთ, ჩვენ კი არც ვლოცულობთ...
თქვენ გვასწავლით, როგორ ვაჩუქოთ სხვებს ღიმილი, ჩვენ კი მათ მაინც ვტანჯავთ...
თქვენ ცდილობთ, გვიხსნათ დაღუპვისგან, ჩვენ კი საოცარი სისწრაფით მივექანებით უფსკრულისაკენ...
თქვენ ცდილობთ, დაეხმაროთ წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს, ჩვენ კი უფრო და უფრო ვშორდებით ჯანსაღ ცხოვრებას...
თქვენ აკურთხებთ მრავალშვილიან ოჯახებს, ჩვენ კი დღითიდღე ვმცირდებით...
თქვენ ლოცავთ ჩვენს შვილებს, ჩვენ კი ხელს ვუშლით მათ დაბადებას...
თქვენ თავად გვიჩვენებთ სიმშვიდის მაგალითს, ჩვენ კი ვმრისხანებთ...
თქვენ ლოცავთ და გებრალებათ ისინი, ვინც გებრძვით, ჩვენ კი ბოროტს მივაგებთ მათ...
თქვენ იჩოქებთ მრევლის წინაშე და შენდობას სთხოვთ სულიერ შვილებს, ჩვენ კი ერთმანეთს ვერ მივუტევებთ...
თქვენ გვასწავლით, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი, ჩვენ კი მივილტვით სხვისკენ...
თქვენ სიმტკიცის მაგალითს გვიჩვენებთ, ჩვენ კი უფრო და უფრო ვსუსტდებით...
თქვენ ნატრობთ ქართველების გაერთიანებას, ჩვენ კი დღითიდღე ვქუცმაცდებით...
ამ “გათითოკაცებულ ქართველობაში” თქვენ ხართ ის კაცი, ვისი სიბრძნეც გადაგვარჩენდა, ჩვენ კი არ გისმენთ...
თქვენ გვასწავლით, როგორ ვიცხოვროთ, ჩვენ კი ვიხოცებით და სხვებსაც ვკლავთ...
და ამ ყველაფრის შემდეგ, ნუთუ, გვაქვს უფლება, მოგმართოთ?!.
... თუმცა ... სიდიდე და სიდიადე ესაა: თქვენ შეგიძლიათ, გულში ჩაიკრათ “დაბრუნებული უძღები შვილი”. ვიცი, რომ თქვენი უწმინდესობა ხელს არ აიღებს ჩვენს განწირულ ერზე, მჯერა, რომ უფლისადმი თქვენი მხურვალე ლოცვა და ჩვენდამი თქვენი უსაზღვრო სიყვარულია ის, რაც გადაგვარჩენს, გაგვამთლიანებს, გაგვაძლიერებს და აღგვამაღლებს...

ეკატერინე მაღალდაძე


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 29 2011, 10:50 PM
პოსტი #23


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



რას მოითხოვენ პატრიარქისგან?
რას მოითხოვენ პატრიარქისგან? არსებობს ძველი სიბრძნე – ამქვეყნად ყველა ომი და უბედურება იმის გამო ხდება, რომ ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიანო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა შორის სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა. რუსები აცხადებენ, რომ ჩვენს პრეზიდენტთან ლაპარაკი შეუძლებელია, ხოლო ჩვენი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსებთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, ვინაიდან ყველა შემთხვევაში საქართველოს ჩაყლაპვაზე არიან დამეცადინებული. ომი და უბედურებაც არ გვაკლია. მტერი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაეპატრონა, სამხედრო ბაზებს და "გარადოკებს" აშენებს და იქიდან წასვლაზე ფიქრიც არ სურს. მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლება უწინასწარმეტყველებს მას დაშლას და დანაწევრებას, რომლის აღსრულების შემდეგ ჩვენს ყველა უბედურებას ეშველება. როდის დადგება ეს ნანატრი დღე, არავინ იცის. მანამდე ხელისუფალნი ერთმანეთის ლანძღვით იქცევენ თავს.
არადა, დიპლომატიაში არსებობს ცნება – "დიალოგი მტრებს შორის". ამგვარი დიპლომატიის მაგალითები მრავლად არის არა მხოლოდ მსოფლიო, არამედ ქართული დიპლომატიის ისტორიაში. შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ძალზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, დიალოგი უფრო ამართლებს. შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითად გამოდგება საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს ომამდე არსებული დიპლომატიური ურთიერთობა. იყო უამრავი ტყუილი, რუსების მზაკვრობა, რაც მთავარია, იღვრებოდა ჩვენი თანამემამულეების სისხლი. რკინის ნერვები უნდა გქონდეს, რომ ყოველივე ამის ჩამდენს ხელი ჩამოართვა და მასთან დიპლომატიური საუბარი გააბა, მაგრამ აუცილებელია, მით უმეტეს მაშინ, თუ სხვა გზა არა გაქვს. ასეთი მაგალითებით სავსეა საქართველოს ისტორია. მხოლოდ ზუსტად უნდა განსაზღვრა, როდის რა სჯობს.
ამჯერად არ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი. ფაქტი ის არის, რომ საქართველო ამ ომში ჩაება, ჩაება საკმაოდ რიხიანად. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველმა მეომრებმა ასევე რიხიანადაც იბრძოლეს. რასაც ვერ ვიტყვით მათზე, ვისაც მათი ხელმძღვანელობა და სტრატეგიის გათვლა ევალებოდა. რიხიანი მათგან მხოლოდ განცხადებები მოვისმინეთ (ეს დღემდე გრძელდება), რაც სულაც არ იყო მათი საქმე. შედეგად მივიღეთ იმაზე უარესი მდგომარეობა, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ქართული სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ (მართალია, გამუდმებულ თავდასხმებსა და შიშში, მაგრამ მაინც ცხოვრობდნენ), რუსებმა ბულდოზერებით მოასწორეს, ასფალტი დააგეს და ზედ სამხედრო პლაცები მოაწყვეს. მე-4 წელია ასე გრძელდება.
მტრებს შორის დიალოგიც მე-4 წელია არ გამართულა. სამაგიეროდ ჩვენი სახელმწიფო ცდილობს დასავლურ სამყაროში ინტეგრაციას, რაც ძალზე კარგია და ამისი მაგალითიც მრავლად მოიპოვება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ სწრაფვისა და ჩვენი პატარა ქვეყნისთვის გაღებული არცთუ მცირე მსხვერპლის შედეგი უნდა იყოს ახლახან ევროსაბჭოში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. ამაზე უამრავი დაიწერა და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ თუ რუსეთს ღმერთი გაუწყრა და იმ რეზოლუციაში გამოთქმული პრეტენზიები გაითვალისწინა, ან სარკოზი-პუტინის ხელმოწერილ დოკუმენტში ჩამოყალიბებული ის ყბადაღებული მოთხოვნები შეასრულა, საუკეთესო შემთხვევაში იმ მდგომარეობას მივიღებთ სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებიც აგვისტოს ომამდე იყო, ანუ აუტანელი სანატრელად გადაგვექცა. ეს მოგვიტანა ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც მტერთან დიალოგს უკრძალავს საკუთარ თავს, ხოლო ვინც მისი თანხმობის გარეშე ამას გაბედავს, უმალ გამცემისა და მონის იარლიყს აკერებს (ამ შემთხვევაში მხედველობაში არ გვყავს თანამდებობისა თუ გამორჩენის მაძიებელი ზოგიერთი სუბიექტი).
შემაშფოთებელია, რომ თუ მიმდინარე მოვლენებს გავაანალიზებთ, შესაძლებელია მალე მსგავსი ეპითეტები მიუძღვნან იმ ადამიანს, რომლის წინამძღვრობითაც ქართულ ეკლესიას და ერს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ის, რისი დაბრუნების იმედიც საოცნებოდ გახდომია საერო ხელისუფლებას. ეს გახლავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის მიმართაც კარგა ხანია დაწყებულია საპროტესტო კამპანია, რომელიც თანდათან ეთიკურ ზღვარს სცილდება.
რატომ არ წყვეტს ურთიერთობას რუსულ ეკლესიასთან, რატომ ჩადის რუსეთში, იმ რუსეთში, რომლის სასულიერო ხელისუფლება კრემლის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს! – ძირითადად ამაში მდგომარეობს პრეტენზიები, რომელსაც საქართველოს საერო ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პერსონები ახმოვანებენ ასევე ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებებით. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ისინი ირიბად თავად ხელისუფლების პოზიციასაც ახმოვანებენ, რომელმაც რუსეთის საპატრიარქოს კრემლის ფილიალი შეარქვა. რა შეიძლება ითქვას: ოპონენტები საქართველოს პატრიარქს მოუწოდებენ იმისაკენ, რისთვისაც თავადვე ლანძღავენ რუსეთის პატრიარქს. "დადებითი იქნება თუ საქართველოს ეკლესია გაწყვეტს ევქარისტიულ ლოცვით-ზიარებით კავშირს რუსეთის ეკლესიასთან და შეეცდება მსოფლიო მართლმადიდებლური აზრი მიმართოს რუსეთის ეკლესიის პოლიტიკური აგრესიის და დივერსიის წინააღმდეგ" (რელიგიათმცოდნე ვასილ კობახიძე). ანუ სრულად, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაიზიაროს საერო ხელისუფლების პოზიცია და გადაიქცეს მის "გაგრძელებად".
საერო ხელისუფლებამ რა წარმატებასაც მიაღწია ასეთი პოლიტიკით, უკვე მოგახსენეთ. ქართული ეკლესია ჯერჯერობით ფორმალურად მაინც ინარჩუნებს ერთიანობას. რუსულ ეკლესიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განლაგებული ქართული ეკლესიები, ფორმალურად მაინც არ მიუერთებია თავისი სამწყსოსთვის. როგორც ამბობენ, იგეგმება საქართველოს პატრიარქის ვიზიტიც საქართველოს ამ გაწამებულ კუთხეებში. თუ ეს მოხდა (რისი წინააღმდეგიც არიან ზემოთხსენებული ოპონენტები), მისთვის ძალზე მძიმე იქნება ილორის ტაძრის შეთეთრებული კედლების და "ხახვისთავა" გუმბათის ხილვა, მაგრამ ქვეყნისათვის არ შეიძლება ქართულ ტაძარში ქართველი პატრიარქის შესვლა ცუდი იყოს, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ამაზე პოლიტიკოსები.

დავით შალიკაშვილი


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 17 2011, 07:02 PM
პოსტი #24


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



წმიდესი და უნეტარესი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონოზვნად.

მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის _ იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის _ პირველი რექტორი.

1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).

1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს სა-პატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში... საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.

ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა _ 53-მდე, სასულიერო პირთა _ 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

ეს ყველაფერი არის მცირე ნაწილი იმისა, რაც განხორციელდა მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით.

(www.patriarchate.ge)


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 13 2012, 07:53 PM
პოსტი #25


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



ქართვლის მნათობო!

უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია II-ს

ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ,
თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში,
ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს
და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.

ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი
სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით.

იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,
სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან,
დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი
და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.

უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,
ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ,
რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები
ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.

მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,
ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,
როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,
ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.

შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება,
ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია,
დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა,
ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება
და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა.

სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ,
ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია;
ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ
და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია.

შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით,
და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას...
წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით,
თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას.

ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა,
დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით,
გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა,
ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით,

ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს,
თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით

ილია გადრანი


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 5 2012, 07:30 PM
პოსტი #26


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



kent5
პოსტი დღეს, 02:21 PM
პოსტი #1|


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836




ჩვენმა თაობამ მართლაც, რომ ბევრი უბედურება გადაიტანა, აფხაზეთი, ოსეთი რამდენჯერ თბილისის სამარცხვინო ე.წ. ომი ოპურობა, უშუქობა, უმუშევრობა, უფულობა, ქუჩაში გასვლა და უკან ან შემოსვლა ან არა, გადადექები რამდენჯერ, მოკლედ ესეთი სიის გაკეთება ზუსტად, რომ მოკლედ არ დაიწერება და რა? ე.ი. უბედური თაობა ვართ? არა ყველაზე, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ისეთი რომლებსაც უბრალოდ გაგვიმართლა, უფლის ნება იყო ესეთი, რომ ყოველივე წინ ჩამოტვლილის მიუხედავად გვეცხოვრა ისეთი მწყემსმთავარის პერიოდში როგორშიც ეხლა ვცხოვრობთ. სოფლებში გამონათქვამია შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. ჩვენ ილია მეორის ფასი კიდევ კარგად არ ვიცით. ღმერთმა გვიცოცხლოს და ჯამრთელი გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი. mze.gif


--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 16 2012, 01:25 PM
პოსტი #27


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



ერთხელ ვნახე ვიდეო იუთუბზე პატრიარქმა რომ ცხინვალი ომში დასავებულები მოინახულა...
ჩემი ნეტით მაგას ვერ ვნახავ ახლა და იქნებ რომელიმემ მოიძიოს და აქ ატვირთოს...

ძალიან სერიოზული ვიდეოა...


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 19 2012, 04:35 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559





ეს არის გურამის მიერ აღნიშნული ვიდეო.
ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი, მაგრად მიყვარს...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 21 2012, 03:39 PM
პოსტი #29


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



ძალიან კარგი ვიდეოა...

მადლობ გიო!


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია94
პოსტი Jul 22 2012, 04:18 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 9-July 12
წევრი № 12,491



მისი უწმიდესობის პერიოდში აღესრულა უამრავი კეთილი საქმე.
როდოსაც მოხდა მისი აღსაყდრება როგორი იყო საქართველოს წმიდა ეკლესია?რა იყო ეკლესიებში?სხვადასხვა დაწესებულებები,მაგალითად აბანო.
და აი გახდა ჩვენი ეკლესიიის პატრიარქი მეუფე ილია,და დაიწყო მზიანი ღამის პერიოდი.მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა,თხოვნოთ და არა ბრძანებით.აღსდგა უამრავი ეკლესია მონასტერი,აშენდა ახალი ტაძრები,გამრავლდა ტაძარში მღვდელი,მონაზონი,მრევლი,დაარ
და სხვადასხვა საეკლესიო ჟურნალი,ასევე რადიო ივერია მოგვიანებით კი ტელევიზიაც,და როგორც გვირგვინი უფლის მადლისა ჯვარი დაედგა წმიდა სამების საკათედრო ტაძარს.აღსრულდა უამრავი კეთილი საქმე.
მას ცილს სწამებდნენ,უამრავ რამეს აბრაბლებდნენ(მაგრამ სამწუხაროდ ახლაც სწამებენ მას ცილს და აბრალებენ უამრავ რამეს)მაგრამ უწმიდესი ყველაფერს მოთმინებით იტანდა და იტანს,უფალმა გააძლებინოს და შეაძლებინოს ამის ატანა,და დაეხმაროს უფალი ყველაფერში,დიდხან იცოცხლოს,მრავალსა წელსა მრავალჟამიერ იხაროს ორსავ სოფელსა შინა ამინ!


--------------------
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია94
პოსტი Jul 22 2012, 04:30 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 9-July 12
წევრი № 12,491



George Leluashvili ძაან კაი ვიდეოა რა საყვერელია ჩვენი უწმიდესი ყველას როგორ ეფერება. smile.gif არასდროს არ დამავიწყდება ის დღე როცა მან მე მაკცოცა და მომეფერა და მიცინდა smile.gif თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს,იცით არ ვიცი ეს რა იყო რაც მე მაშინ ვიგრძენი.
2 აგვისტო იყო ილიაობა, თუ არ ვცდები 2010 წელი იყო.საპატრიარქოში ვიყავი,შეხვედრა დასრულდა და ხალხის კოლიდორში რომ გამობრძანდა თავი ვერ შევიკავე და მივეხუტე.ის კი მომეფერა.ახლაც თვალწინ მიდგას ის ბედნიერი წამი


--------------------
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 22 2012, 05:04 PM
პოსტი #32


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



შენ აღარ ხუმრობ ილია ხო იცი...


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mariam.Q
პოსტი Aug 19 2012, 08:58 PM
პოსტი #33


..უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 56
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: რუსთავი
წევრი № 12,574



ჩვენი უტკბესი და უწმინდესი პატრიარქი ამდენს ლოცულობს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთ დღეში ვართ.. ის რომ არ გვყავდეს, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, როგორები ვიქნებოდით.. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს!

ციტატა
არასდროს არ დამავიწყდება ის დღე როცა მან მე მაკცოცა და მომეფერა და მიცინდა smile.gif თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს,იცით არ ვიცი ეს რა იყო რაც მე მაშინ ვიგრძენი.
2 აგვისტო იყო ილიაობა, თუ არ ვცდები 2010 წელი იყო.საპატრიარქოში ვიყავი,შეხვედრა დასრულდა და ხალხის კოლიდორში რომ გამობრძანდა თავი ვერ შევიკავე და მივეხუტე.ის კი მომეფერა.ახლაც თვალწინ მიდგას ის ბედნიერი წამი

მე, პირადად უწმინდესს არასოდეს შევხვედრივარ.. ეგ ბედნიერება არ მერგო, მაგრამ სტიქაროსნებისგან ვიცი: ერთი ამბობდა, ერთხელ პატრიარქს ხელზე შევეხე და იმის მერე, სულ ამაზე ვფიქრობ და განმეორებას ვნატრობო.. ერთი კიდევ ისეთი მიმადლებული აღმოჩნდა, პატრიარქთან ერთად ეძინა, მასთან ერთად ჭამდა და ა.შ მთელი სტიქაროსნები შენატროდნენ.. ღმერთმა ღირსი გამხადოს, ჩვენს უტკბეს პატრიარქს შევეხო ან თუნდაც ახლოდან ვნახო.. მერე ჩემს ცხოვრებაში, რაც უნდა ცუდი რამ მოხდეს, ვიტყვი, მხოლოდ ამისთვის ღირდა მეთქი ცხოვრება! ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს უწმინდესი!


--------------------
ადამიანო, ღმერთი თვით შენში არს! ამიტომ, თუნდაც ამიტომ უნდა უყვარდეს ადამიანს ადამიანი.. მისი ღმერთობისთვის მაინც უნდა უყვარდეს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 19 2012, 09:06 PM
პოსტი #34


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



Mariam.Q
გაგახაროს ღმერთმა!


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mariam.Q
პოსტი Aug 19 2012, 09:24 PM
პოსტი #35


..უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 56
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: რუსთავი
წევრი № 12,574



ციტატა
Mariam.Q
გაგახაროს ღმერთმა!

გაიხარე!


--------------------
ადამიანო, ღმერთი თვით შენში არს! ამიტომ, თუნდაც ამიტომ უნდა უყვარდეს ადამიანს ადამიანი.. მისი ღმერთობისთვის მაინც უნდა უყვარდეს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2012, 04:33 PM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,362
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“პატრიარქის ღვაწლი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და როგორც ვერაფერს დააკლებს ადამიანი მზესა და მთვარეს, რამდენი ქვაც არ უნდა ესროლოს დედამიწიდან, ისე ვერავინ დააზიანებს პატრიარქის სახელსა და დიდ საქმეებს.“

/პროფესორი სერგო ვარდოსანიძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Oct 16 2012, 01:48 AM
პოსტი #37


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



მახსოვს ერთხელ აკაკი მინდიაშვილი გვიყვებოდა წმინდანებზე ,რომლებიც სიცოცხლეშივე წმინდანად იქნენ აღიარებულნი. მათ თურმე ოთხკუთხედი შარავანდედით გამოსახავენ იკონოგრაფიაში. მაგალითად როგორც ამ წმინდანს.
IPB-ს სურათი

Uploaded with ImageShack.us ბოლოს თქვა ჩემი აზრით ჩვენი უწმინდესიც სწორედ ასეთი ადამიანიაო. მე მართლაც მჯერა ამისი.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 21 2012, 12:27 AM
პოსტი #38


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: Ahens
წევრი № 11,203



დეკანოზმა შალვა კეკელიამ გვიამბო , რომ ერთხელ უწმინდესი ჩვეულებისამებრ დილის 6 საათზე ამდგარა შვიდგზის ლოცვების წასაკითხად. ამ დროს ექიმების რჩევა ყოფილა რომ ასე არ ემოქმედა პატრიარქს და ეს მამაომაც გადასცა მას. უწმინდესს კი უპასუხია:
,,მამაო . მე ხალხს დავპირდი რომ ვინც შვიდგზის ლოცვებს წაიკითხავდა სახლში მეც ვიქნებოდი მასთან ერთად მლოცველი . ვიღაცა რომ იდგეს , ლოცულობდეს და ფიქრობდეს რომ პატრიარქიც მასთან ერთადა და ეს ასე არ იყოს , როგორ შეიძლება?''


--------------------
https://www.palamacentre.com
http://seminarieli.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2012, 04:48 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,362
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



qetevano
A.V.M

რა ლამაზი სიტყვებია!!!!!!!!! wub.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2012, 04:28 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,362
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

Uploaded with ImageShack.us

IPB-ს სურათი

Uploaded with ImageShack.us

ასეთი ბედნიერი პატრიარქი დიდი ხანია აღარ გვინახავს rolleyes.gif wub.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th February 2018 - 04:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი