IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 8 9 10  
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ.
A.V.M
პოსტი Dec 24 2014, 01:31 AM
პოსტი #181


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
23.12.2014
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის ეკუმენიზმზე და სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებთან დამოკიდებულებაზე.
"ეკლესიის საკითხები განვიხილეთ, ისეთი არაფერი – ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენიზმთან, ეკუმენისტურ მოძრაობასთან, ასევე ეკლესია და სხვა ქრისტიანული კონფესები, მათთან ურთიერთობები და ა.შ." -განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
მისივე თქმით, არქიმანდრიტ დიმიტრი თეთრუაშვილის საკითხის განხილვა სხდომაზე გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, არქმანდრიტი დიმიტრი ჰერეთის ეპისკოპოსად უნდა ეკურთხათ.
სინოდის სხდომის განჩინების სრულ ტექსტს პატრიარქის ქორეპისკოპოსი გამოაქვეყნებს.

http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/akh...a-dasrulda.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 13 2015, 10:50 PM
პოსტი #182


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით,
ეპიკოპოსი იოანე (შომახია) დადგენილ იქნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად,
ხოლო ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დადგენილ იქნა აგარაკ წალკის ეპისკოპოსად.

უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით, ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) დადგენილ იქნა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად, ხოლო ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) დადგენილ იქნა ხორნაბუჯის ეპისკოპოსად.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 17 2015, 08:45 PM
პოსტი #183


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, დაუშვებელია როგორც მუსლიმების, ისე ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. დეკანოზ დავით შარაშენიძის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულია, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია.

"რაც შეეხება რელიგიური გრძნობების უხამსი და ცინიკური ფორმით საჯაროდ შეურაცხყოფას და ღვთის გმობას, იგი ევროპის კავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. განსაკუთრებით კი მძიმეა ეს დანაშაული იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას.
ამ განცხადების გაკეთება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შემლახველი კარიკატურა და მასალები დიდი ტირაჟით ახლახანს ისევ გავრცელდა.
ამიტომაც კვლავ ვაცხადებთ, რომ როგორც არა აქვს გამართლება ე.წ.ლინჩის წესით გასამართლებასა და ტერორიზმს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებეული, ასევე დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე, საერთოდ, ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. ასეთი ქმედებების შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც კი და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას გამოხატვის თავისუფლების ზღვარი, რათა დაიცვას ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული სხვა უფლებები. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული ტრადიცია მუდამ გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას და ამ პრინციპით ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საქართველოში" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
http://www.tabula.ge/ge/story/91708-sapatr...is-sheuracxkofa


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 18 2015, 01:16 AM
პოსტი #184


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ხალხნო შეგიძლიათ ამიხსნათ ეკლესიის შეუცდომლობა რომელ ეკლესიებს ითვალისწინებს? ანუ მაგალითად საქართველოსი ხოა ადრე ხო იყო რომისაც მაგრამ მოხდა ისე რომ მეორე შეცდა ხო? და ახლა მართლმადიდებლური ეკლესიები რაც დარჩა მაქედან შეუმცდარები რომლები არიან? ისეთი რომელსაც არასდროს შეეშლება ანუ რაზეც ქრისტე ამბობდა დავაარსებო და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიანო, ეგეთი რომელია დღეს მსოფლიოში? არადა იოანეს გამოცხადებაში წერია რომ 7 ეკლესია არასწორ გზაზე იდგა და ძლივს მოაბრუნეს და ახლა როგორ გავიგოთ შეცდომას უშვებს თუ არა რომელიმე ეკლესია? ძალიან გთხოვთ ტექნიკურად ნუ მომატყუებთ, ეკლესია არის ქრისტეს სხეული და ის შეუმცდარია და ა.შ. ეგ ვიცი მაგრამ რომელი რომელია ეგეთი წარსულში ახლაც და მომავალშიც?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 20 2015, 10:25 PM
პოსტი #185


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
1- იოანეს აპოკალიფს თავი გავანებოთ . აქ არ გვჭირდება .
2- რაც შეეხება უცდომელობას . ჩემთვის უცდომელი ეკლესია ისაა სადაც ვიმყოფები .
მაგრამ შენ შეგიძლია ადგე , აიღო მონოფიზიტური , მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიის სწავლება და შეადარო ისინი წმიდა წერილს და ეკლესიის განვითარების ისტორიას . მაინტერესებს რომელი ეკლესიის სწავება იქნება შენთვის უცდომელი .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 21 2015, 09:58 AM
პოსტი #186


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
ანუ შეიძლება მომავალში მოხდეს ისეც, რომ მართლმადიდებლობა კიდევ გაიყოს და რომელიმე ახლა ჭეშმარიტი არ იყოს ის რაზეც ქრისტე საუბრობდა? წესით ხომ არ უნდა მოუვიდეს შეცდომა თუ ქრისტეს დაარსებული ეკლესიაა და არც მოსვლია, მაგრამ მასე ეგონა გრიგოლ დიალოღოსსაც ალბათ რომ მაშინ რომიც და ვინც იყვნენ ერთ სარწმუნოებაში მუდამ შეუმცდარები იქნებოდნენ ქრისტიანები და მოხდა ისე რომ შეცდა ერთ-ერთი ანუ ის თავიდანვე არ იყო გათვლილი ქრისტეს ეკლესიაზე ხო ის ხო ვერანაერად ვერ იქნებოდა ის ეკლესია რომელზეც იესო საუბრობდა თუ მომავალში შეცდებოდა? და ახლა როგორ შეიძლება დავადგინოთ რომელი არის და მომავალშიც იქნება ჭეშმარიტი მართალი და შეუმცდარი?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 23 2015, 01:38 AM
პოსტი #187


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
ზუსტად ვერ გავიგე , თუ რას ამბობს , მაგრამ რამდენადაც გავგებ გიპასუხებ .
ეკლესიის ისტორიის მანძილზე , ყველაზე მარტივად იმის გაგება თუ რომელი ეკლესიაა ჭეშმარიტი , ხდება იმ ფონზე , რამდენადაც სხვადასხვა განშტოებებმა გადაუხვიეს ჭეშმარიტ სწავლებას .
მაგ : ეკლესიის სწავლება იყო რომ :
1- ქრისტე იყო სრული ღმერთი .
2-რომ მარიამი იყო ღვთისმშობელ .
3-რომ უბიწოდ ჩაისახა მხოლოდ ქრისტე .

ახლა გადავხედოთ ისტორიას . არიოზმა თქვა რომ ქრისტე არ იყო ჭეშმარიტი ღმერთი ? თქვა . შემდეგ დაუმტკიცეს მას რომ ცდებოდა ? დაუმტკიცეს . მაგრამპოზიცია არ შეიცვალა ხომ ? ეს ნიშნავს იმას , რომ არიანული ,,ეკლესია'' არაა ჭეშმარიტი .

ნესტორმა თქვა რომ მარიამი არ იყო ღვთისმშობელი . დაუმტკიცეს რომ ცდებოდა , თუმცა არ შეცვალა პოზიცია . ე.ი. ნესტორიანული ეკლესია არაა ჭეშმარიტი .

ეკლესია ასწავლის რომ უბიწოდ მხოლოდ ქრისტე ჩაისახა , კათოლიკეება ამ ყოველივეს ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვაც მიუმატეს , რაც დოგმატური ცდომილებაა .
და.ა.შ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 23 2015, 12:19 PM
პოსტი #188


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
მაგას მივხვდი, რომ ახლა მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი, მაგრამ მომავალში ვთქვათ საქართველოს მართლმადიდებლულმა ეკლესიამ თუ გადაუხვია გზას და გამოეყო ხომ შეიძლება თავისუფლად მივიჩნიოთ რომ მასზე არ საუბრობდა ქრისტე და ის არც არასდროს იყო ქრისტეს ეკლესია? ხვდები რას ვამბობ? ანუ მუდმივად შეუმცდარი მომავალშიც, წარსულშიც აწმყოშიც რომელი იქნება და არის მასეთი ამაზე მჭირდება დასტური რომ მეც არ შევცდე ჩემ ეკლესიასთან ერთად


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 15 2015, 03:21 AM
პოსტი #189


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მღვდლები მეტროში. საპატრიარქოს განცხადება2013, 16 აპრილი, 13:41
ხშირად შეგვხვედრია მეტრო-სადგურებში მღვდლები, რომლებიც შესაწირს ითხოვენ ტაძრის მშენებლობისთვის და სხვა საქმისთვის, რომელიც ვითომდა ეკლესიას უნდა მოხმარდეს.
საპატრიარქომ ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება:
საპატრიარქოს განცხადებით, არიან მოქმედი და არამოქმედი თვითმარქვია მღვდლები. საპატრიარქო არ აძლევს სასულიერო პირებს ლოცვა-კურთხევას, რომ იდგნენ მეტრო-სადგურებში ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში და ითხოვდნენ დახმარებას.
უწმინდესობამ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხალხი არის შეჭირვებული და ძალიან დიდი მატერიალური პრობლემების წინაშე დგას. შესამაბისად არ არის ლოცვა-კურთხევა სასულიერო პირების გამოჩენაზე ხალხმრავალ ადგილებში თანხის შეგროვების მიზნით.

საპატრიარქოს თქმით, ეს ქმედება არის ინდივიდუალური და ატარებს სპონტანურ ხასიათს, რასაც მოimageქმედი თუ არამოქმედი სასულიერო პირები სჩადიან.

საპატრიარქოს აქვს ინფორმაცია, რომ, მხოლოდ ერთი მოქმედი მღვდელია, რომელიც მეტრო-სადგურებში თანხას აგროვებს, ხოლო დანარჩენი ან აკრძალვაში იმყოფება ან კიდევ არც არის სასულიერო პირი და თვითმარქვიობს.

საპატრიარქოს მიმართვაა, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს, რადგან ხალხი არ დაპრკოლდეს და მათ არ შეექმნათ არაჯანსაღი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ.

მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ მოწყალება გაიღონ და დაეხმარონ ეკლესიებს მშენებლობაში, მათ შეუძლიათ მიბრძანდნენ ტაძარში და მოქმედ, კანონიერად დადგენილ სასულიერო პირებთან იქონიონ ურთიერთობა.
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1...91%E1%83%90/94/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2015, 07:38 PM
პოსტი #190


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,142
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

/2015-09-05/

ინტერნეტ სივრცეში ახლახანს გავრცელდა ე.წ.კლიპი, თუ მხატვრული ფილმის ნაწილი, რომელიც გადაღებულია ისტორიული ჰერეთის, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის, - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში.

სცენა დაახლოებით ასეთია:

უცნობი კაცი და ქალი, რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოსს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს (კათოლიკე ბერების ჩაცმულობით) აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს.

ეს ყველაფერი კი ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში, საკურთხეველში, რაც სრული უგულებელყოფაა ათასობით და ათიათასობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა.

ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც, როგორც მართლმადიდებლებისათვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილია. აქ ხომ საუკუნეებია კრძალვით, ფეხშიშველნი მოდიან მორწმუნენი, რათა ცრემლით შესთხოვონ წმინდა გიორგის ღვთის წინაშე მეოხება.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი და დროულად მიიღონ სათანადო ზომები მომხდარის გამო.

ვიდეო იხილეთ: https://youtu.be/qfbBnVgxrSg


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+თომა+
პოსტი Oct 7 2015, 12:08 AM
პოსტი #191


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 6-October 15
წევრი № 14,213



ბევრისგან მესმის, ამბობენ საპატრიარქო ბიზნესად არის ქცეულიო, ფულს ჭამენო, გადასახადებს არ იხდიანო, სახელმწიფო ქონებებს ისაკუთრებენო, ჯიპებით დადიანო და მრავალი სხვა... ნეტავ უფლის არ ეშინია ვინც ამას ამბობს? საპატრიარქო ეს არის უფლის სახლი და როგორც უფალს უნდა ისე იქნება ყველაფერი. რახან მამაოები ჯიპებით დადიან, ესეიგი უფალს უნდა რომ მამაომ ჯიპით იაროს და არა დაიჰაცუ კუარეთი, განა ჩვენ არ შეგვრცხვება, მოძღვარი რომ დაიჰაცუ კუარეში დავინახოთ? ეს ჩვენს უსუსურობაზე იმეტყველებს! ლოცვა გავაძლიეროთ ხალხნო, იქნებ როგორმე ეს ხალხი უფლისკენ მოვაბრუნოთ, ღმერთი არს ჩვენთან! girl_angel.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 8 9 10
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th November 2018 - 12:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი