IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ.
A.V.M
პოსტი Jan 3 2013, 09:01 PM
პოსტი #41


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოგეხსენებათ რომ მაცხოვრის შობის დღესასწაულს ქართველი პილიგრიმთა გჯუფები წმ.მიწაზე ვერ შეხვდებიან. ამის შესახებ საუბრობს საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი საბა გიგიბერია.
ამის შესახებ მეუფემ დღეს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფე საბამ კომენტარი გააკეთა "ინტერპრესნიუსის" მიერ პილიგრიმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.
მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მომლოცველებისთვის ვიზების მიღებას ისრაელში მათი შუამავლების მეშვეობით ახერხებდა. ისრაელის შსს-ს გადაეგზავნებოდა პილიგრიმთა მონაცემები და ჯგუფურ ვიზებს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემდა. მეუფის ცნობით, ზოგჯერ პრობლემები იყო, რადგან ვიზებს ყოველთვის არ გასცემდნენ, მაგრამ კატეგორიული უარი მომლოცველებზე არ ყოფილა.

"კატეგორიული უარის თქმა მომლოცველებისთვის არ ყოფილა, ყოველთვის გვარდებოდა ეს პრობლემა. ამჯერად საშობაოდ გადაგზავნილი იყო სია 40 ადამიანზე. იქიდან მოგვივიდა უარი, ქართველებზე ამ ეტაპზე ვიზებს ჩვენ არ გავცემთო. ამის შესახებ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მიმართეთ ადგილზე საკონსულოს და მათ განიხილონ თითოეული ადამიანის მდგომარეობა და ვისაც ჩათვლიან საჭიროდ, მასზე გაიცემა ვიზაო", - აღნიშნა მეუფემ.

მეუფემ ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველები ისრაელში არალეგალურად რჩებოდნენ. კერძოდ, მისი

განმარტებით, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ტურისტული კომპანია საქართველოდან ისრაელში ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს და შემდეგ იქ ქართველები არალეგალებად რჩებოდნენ. მეუფე საბამ აღნიშნული ტურისტული კომპანიები არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ თავად არაფერი იცის.

კითხვაზე - უკავშირდება თუ არა გაერო-ში საქართველოს მიერ პალესტინისათვის ხმის მიცემის საკითხი მომლოცველებისთვის ვიზებზე უარს, მეუფე საბამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ ეს მისი მხრიდან პოლიტიკური განცხადება იქნებოდა.

მანვე დასძინა, რომ ამჯერად ისრაელის საკონსულოს 40-მდე ადამიანმა მიმართა და მათი ვიზები დააკმაყოფილეს.
საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კი მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში მომლოცველად ყოფნის დროს იქ დარჩენისაგან თავი შეიკაონ, რადგან ამით საქართველოს იმიჯს ლახავენ.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68676-meu...l#ixzz2GvrxLSpN


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2013, 12:51 AM
პოსტი #42


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისში ჩამოსული სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციების მიღება საპატრიარქოში გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, მაღალი რანგის სტუმრებს საპატრიარქოს შესასვლელთან დახვდა.

მიღებაზე იმყოფებოდა თითქმის ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენელი, მათ შორის - სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი.

უწმინდესმა სტუმრებს თბილისში ჩამობრძანებისა და სიხარულის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ საიუბილეო თარიღები, რომლებსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს, მეტად მნიშვნელოვანია იმ რთული პროცესების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს ეკლესიამ გამოიარა წინა წლებში.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...-gaimartha.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 12 2013, 03:52 PM
პოსტი #43


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857



ციტატა
ვაანონსებდი


რას ნიშნავს ეს სიტყვა?


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2013, 07:00 PM
პოსტი #44


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Martl_madidebeli
ციტატა
რას ნიშნავს ეს სიტყვა?

დაახლოებით იმას , რომ წინასწარ ვწერდი ამის შესახებ მეთქი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 15 2013, 11:26 PM
პოსტი #45


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გუშინ (14.01.13) კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო ფაქტის შესახებ გავიგეთ...
პატრიარქ ილია II-ის ლოცვა კურთხევით , დასავლეთ ევროპის ეპარქიაში , კონკრეტულად კი პარიზში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა. სადაც ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ , ყოველ კვირას იქნება ხოლმე სხვადასხვა საგანმანათლებლო საქმიანობის შესწავლა ქართველი ემიგრანტებისთვის.
საკვირაო სკოლის გახსნაზე , პატრიარქმა საფრანგეთის დედაქალაქში გააგზავნა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მოძღვარი-დეკანოზი შალვა კეკელია.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 18 2013, 10:30 PM
პოსტი #46


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როგორც მედიის საშუელებები იუწყებიუან დედოფლისწყაროს რაიონში დაჭრეს ამავე ეპარქიის მკვდრი -მამა გაბრიელი , რომელიც ახლა რეანიმაციულ განყოფილებიუს ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება.

წინასწარი ცნობით , მოძღვარი კუთვნილ მანქანაში თავისივე თანასოფლელმა დაჭრა , რომელსაც სასულიერო პირი აშველებდა.

ჯანმრთელობა ვუსურვოთ მამა გაბრიელს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 23 2013, 01:14 AM
პოსტი #47


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ყაზბეგში "ნაკურთხი ჰესები" შენდება?
წინა კვირაში აქტიურად განიხილებოდა ყაზბეგში ჰესების მშენებლობის საკითხი. ვიღაც ჭკვიანმა აქ 10 ჰესის აშენება გადაწყვიტა. ჰესების აშენება ნაციონალებმა დაიწყეს. ამას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა. "ქართულმა ოცნებამ" ეს კარგად გამოიყენა. არჩევნების წინ პირობა დადეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მშენებლობას გააჩერებდნენ. ასეთი პირობა სხვათა შორის ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც დადო.

დანაპირები არ შესრულებულა. ავადსახსენებელი "დარიალჰესის" მშენებლობა ისევ გრძელდება. ამბობენ, რომ ამის უკან ვანო მერაბიშვილი იდგა. საინტერესოა ახლა ვინ დგას. ასევე გაურკვეველია რაღა ყაზბეგში ასაშენებელი ჰესების გარშემო მოუნდათ კოაბიტაცია ოცნებას და ნაცმოძს.

ამ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის გარდა არასამთავრობოებიც ეწინააღმდეგებიან. "მწვანე ალტერნატივამ" პროკურატურაში შეიტანა სარჩელი. წინა კვირაში ამ საკითხის საჯარო განხილვა დაიწყო. ყაზბეგის მოსახლეობამ ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

მეჰესეებმა საფრთხე იყნოსეს და საპასუხო ნაბიჯები გადადგეს. "ახალი თაობისთვის" ცნობილი გახდა, რომ ყაზბეგის რაიონში მშენებარე "დარიალი", "ლარსი" და "ხდის" ჰესის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები გუშინ დილიდან დადიან ადგილობრივ მოსახლეობაში და ეუბნებიან, რომ ჰესები პატრიარქის კურთხევით შენდება და თანახმა არიან თუ არა, რომ ჰესები აშენდეს.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციის თანათავმჯდომარეს შოთა ბუჩუკურს. მან ეს ინფორმაცია დაადასტურა.

- 17 იანვარს კინოსახლში გამართულ შეხვედრაზე როგორც კომპანიის, ისე გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელებმა კარგად დაინახეს გარემოსდამცველებისა და შეხვედრაზე დამსწრე მოხევეების პოზიცია რაიონში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. 21 იანვრის დილიდან კომპანიის წარმომადგენლები, მშენებლობაზე დასაქმებულ ადგილობრივებთან ერთად დადიან რაიონში და ადგილობრივებს ეუბნებიან, რომ ჰესების მშენებლობა პატრიარქის კურთხევით ხდება და არიან თუ არა ჰესების აშენების მომხრე. ამასთან აგროვებენ ხელმოწერებს . ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია უცნობია, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანების რელიგიური გრძნობებით სპეკულირება. კომპანიის წარმომადგენლებმა კარგად იციან თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს ყაზბეგის რაიონში საქართველოს პატრიარქს და

ამიტომაც, ადგილობრივთა თანხმობის მისაღებად იყენებენ მის სახელს,- განაცხადა ჩვენთან საუბარში ბუჩუკურმა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ცნობაზე საპატრიარქო სერიოზულ რეაგირებას მოახდენს ჰესის "პრარაბებს" კი ასეთი თაღლითობისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოთ.

შორენა მარსაგიშვილი
გაზეთი "ახალი თაობა"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69890-yaz...l#ixzz2Ik1FRALt


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 16 2013, 03:43 PM
პოსტი #48


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203




სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების სტუმრობა საპატრიარქოში

2013-02-27

ა.წ. 27 თებერვალს, საპატრიარქო რეზიდენციაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მიიღო. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კმაყოფილება აღნიშნა, რომ ქართული ღვინო და წყალი რუსეთის ბაზარზე გავა. მისი აზრით, ეს თავის წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობის დარეგულირებაში. დღესვე სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები კახეთში გაემგზავრნენ.
http://patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=741


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 30 2013, 01:42 AM
პოსტი #49


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამ თემაშიც დავდებ:

როგორ ტლიკინებენ და წიკვინებენ ჩვენი თანამედროვეები ყველამ ვიცით სახელმწიფოს მიერ , საპატრიარქოსადმი გამოყოფილი 25 000 000 –ის შესახებ , რამდენს ყბედობენ შურითა და ბოღმით აღვსილი ხალხი ამ მილიონები შესახებ ესეც ვიცით .
ხოდა კიდევ ერთხელ ვნახოთ თუ რაში იხარჯება ეს ფული და როგორაა ,,გასაიდუმლეობული და ხელმიუწვდომელი'':

ინფორმაცია 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების და ღონისძიებების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის დეტალური მუხლების მიხედვით
მიმდინარე პროგრამული ბიუჯეტი, კოდი 45 00, ანუ 45 00 საქართველოს საპატრიარქო – 25 000 000, რაც მოიცავს:

45 01 სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი – 14 594 300
45 02 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვსი გადასაცემი გრანტი – 1 244 400
45 03 ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი – 1 858 000
45 04 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი – 958 000
45 05 საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი – 260 800
45 06 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი – 446 900
45 07 წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი ხარჯები – 220 000
45 08 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი – 2 000 100
45 09 საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი – 1 354 000
45 10 ა(ა)იპ – სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი ხარჯები – 100 000
45 11 საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები ხარჯები 800 000
45 12 ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი – 500 000
45 13 ა(ა)იპ − ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ხარჯები – 653 100

© დავით ჩიკვაიძე,
სამართლის დოქტორი,
თსუ მიწვ. პროფესორი საეკლესიო სამართალში
წყარო:
http://www.parliament.ge/files/2013-budg/d...uxlebi_2013.xls
http://www.facebook.com/notes/davit-chikva…151510460852769


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 6 2013, 12:08 AM
პოსტი #50


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საპატრიარქო რაბათის ციხის სარესტავრაციო სამუშაოების ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ კულტურის სამინისტროში ამ საკითხის განხილვისას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ განაცხადა.

მისი თქმით, რაბათის ციხეში არსებული მეჩეთი ქართველმა ააგო და ის არ ყოფილა თურქების მიერ აშენებული, სწორედ ამიტომ ის ქართული საპატრიარქოს საკუთრებაა. მისივე განმარტებით, რაბათის ციხეში შემდგომ მეჩეთს მიაშენეს საკუთხეველი და გადააქციეს მართლმადიდებელ ეკლესიად. მეუფის თქმით ეკლესია გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა, ვიდრე მეჩეთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე კი ციხეში დაგეგმილი სამუშაოებში საპატრიარქოს საბჭოც უნდა ჩაერთოს.

მამა თეოდორეს განცხადებით, ის ვერ შეაფასებს როგორ გარემონტდა ციხე, მაგრამ თავისთავად ძალიან კარგია, რომ რაბათის ციხე აღდგა.
http://news.ge/ge/news/story/51036-rabatis...rqos-sakutrebaa


ყველა საკითხში ასეთ სასინელებებს როგორ ფიქრობდნენ არ ვიცი...
ელემენტარული მოგონება ხომ უნდა?
ასე ერთი ხელის მოსმით რესტავრაცია-დემონტაჟი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 7 2013, 11:38 PM
პოსტი #51


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მეუფე იაკობი - შევთხოვ უფალს, მამაკაცებსაც ჰქონოდეთ ისეთი მოსიყვარულე გული, როგორიც ქალებს აქვთ
12:36 07-04-2013
გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ხარების დღესასწაულის მნიშვნელობასა და ქალის დანიშნულებაზე იქადაგა. როგორც მეუფე იაკობმა დღევანდელი სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდგე ბრძანა, დღეს განსაკუთრებით ქალებისთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან მათ ჰყავთ მისაბაძი მაგალითი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით. მამაკაცებს კი, დღევანდელი დღესასწაული, მეუფე იაკობის თქმით, ასწავლის, რამდენად დიდი პატივი უნდა მიაგონ ქალებს.
"ქალის ძირითადი დანიშნულება დედობაა, ღვთისმშობლის მაგალითზე ვხედავთ, რომ უფალმა ქალი დიდი გონიერებით დააჯილდოვა. ქალი ყოველთვის მზად არის თავი გასწიროს და მზად არის დიდი გმირობისთვის. დღეს ქალებისთვის უდიდესი დღესასწაულია, ამიტომ განსაკუთრებულად ქალებს გილოცავთ. საქართველოს ისტორიაში ნებისმიერ ომში დიდი მსხვერპლი გვქონდა ხოლმე და მუდმივად ვხედავდით, რომ კაცების გასაკეთებელს ხშირად ქალები აკეთებდნენ და სამშობლოს ნამდვილ ვაჟკაცებს უზრდიდნენ. ჩვენ დიდი პატივი უნდა ვცეთ დედებს, ბებიებს, დებს, რადგან მათში ძალაინ დიდი რამ არის, ისინი ჭკუით აღსავსე არიან და ეს ჭკუა უნდა მოახმარონ თავიანთ ოჯახსა და ქვეყანას", – ბრძანა მეუფე იაკობმა.
როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ქართველებს ქალებისთვის პატივის მიგება არ ესწავლებათ. "შევთხოვ უფალს, მამაკაცებსაც ჰქონოდეთ ისეთი მოსიყვარულე გული, როგორიც ქალებს აქვთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მეუფის თქმით, დღეს ასევე არის ჯვრის თაყვანისცემის დღე და ხარებისა და ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულები იშვიათად ემთხვევა. "ჯვრის თაყვანისცემა მხოლოდ ჯვარზე მთხვევა არ არის, ჩვენი ჯვარი გოლგოთამდე ყველამ უნდა ვზიდოთ და სიხარულით ველოდოთ აღდგომის დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გაერთიანება და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველა მოქალაქემ იცხოვროს იმისთვის, რათა ადიდოს უფალი, ქვეყანა და მსოფლიო ცივილიზაციაში შევიდეთ ჩვენი საუკეთესო თვისებებით" ,– ბრძანა მეუფე იაკობმა.
როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ახლოვდება 9 აპრილი, რომელიც საქართველოს ისტორიაში მძიმე, მაგრამ ამავდროულად სიხარულის მომტანი დღეც იყო. მეუფე იაკობმა ისურვა, რომ 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა ტყუილად არ ჩაიაროს და საქართველო ძლიერ ქვეყანად გადაიქცეს.
წირვის დასასრულს მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხარების დღესასწაული მიულოცა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...lebs-aqvth.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 22 2013, 12:57 AM
პოსტი #52


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საპატრიარქო აიდი ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით გამართულ აქციას გამოეხმაურა.

“ამბიონი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი, რომ დღეს, 21 აპრილს, იუსტიციის სამინისტროსთან მოეწყო საპროტესტო აქცია ახალი ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით და აქციის ხელმძღვანელები საპატრიარქოს სახელითაც მოქმედებდნენ.

განვმარტავთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულ ღონისძიებასთან არავითარი კავშირი არ აქვს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

http://www.ambioni.ge/sapatriarqos-gancxad..._ref_map=%5B%5D


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 23 2013, 10:36 PM
პოსტი #53


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საპატრიარქო სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
19:35 23.04.2013
მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაექვემდებარა.

აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სხდომას უწმინდესი ხელმძღვანელობდა.

"განხილულ იქნა ორი საკითხი: მღვდელმთავართა მოხსენებები ეპარქიებში არსებულ მდგომარეობებზე და ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითის (ტიკარიძის) თხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით. წმ. სინოდმა დააკმაყოფილა მეუფე დავითის სურვილი მის ნაცვლად ბოდბის ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი). მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია კი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, კვლავაც კათოლიკოს-პატრიარქს დაექვემდებარა", - აღნიშნულია სხდომის ოქმში.
http://pirweli.com.ge/index.php?menuid=23&id=31610


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 26 2013, 08:37 PM
პოსტი #54


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საპატრიაროს განცხადება 17 მაისის მოვლენებზე

საქართველოს საპატრიარქო გულისტკივილს გამოთქვამს იმ მოვლენების გამო, რომელიც 17 მასს განვითარდა.

საპატრიარქოს განცხადება ჟურნალისტებს საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

“საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ 17 მაისს დაგეგმილი აქციის ჩატარებისას მოხდა და რომელსაც, ჩვენი აზრით, პროვოკაციის ხასიათი ჰქონდა. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანული, მუსლიმური და სხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება და სამართლიან პროტესტს იწვევს. მით უმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა ანგარიში არაფერს გაუწიეს და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია. ეს დამატებით გამაღიზიანებელ მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა”, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე განცხადებით, საპატრიარქო ცალსახად ემიჯნება მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივ ნორმებში არ ჯდება.

„სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. ამ ერთეულმა ადამიანებმა ზიანი მთელ ეკლესიას მიაყენეს. საპატრიარქო მათ ქმედებს შეისწავლის და ჩვენის მხრივ სათანადო ზომებს მივიღებთ. უნდა აღნიშნოს, რომ არა სასულიერო პირთა ძალისხმევა და პოლიციის თავდადება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა”, – აღნიშნა დეკანოზმა.
http://www.ambioni.ge/sapatriarqos-gancxad...isis-movlenebze


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 21 2013, 03:18 PM
პოსტი #55


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sheiqmneba.html

არ უნდა მისულიყო აქამდე საქმე...
მშვიდად დაველოდოთ წმ.სინოდის გადაწყვეტილებას...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 22 2013, 10:10 AM
პოსტი #56


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ამ წუთებში ზესტაფონში, ადგილობრივი ეპარქიის წინ მართლმადიდებელი მრევლი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ვახტანგს უპირისპირდებიან. მრევლმა მეუფე ვახტანგს კარები აუჭედა.

მათი განცხადებით, მეუფე ბევრ ცუდ საქმეშია შემჩნეული, მათ შორის მრუშობაში, საკუთარ მრევლთან არაკეთილსინდისიერ მოპყრობაში,

რის გამოც საპატრიარქოსა და პატრიარქს სთხოვენ, აღნიშნული სასულიერო პირი ეპარქიიდან გაიწვიონ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ამ საკითხის განხილვა საპატრიარქოში უკვე შედგა, თუმცა არა მეუფე, არამედ ის სასულიერო პირები დასაჯეს, ვინც მეუფეს სდებდნენ ბრალს. აქციის მონაწილეებს პატრიარქის იმედი აქვთ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/82447-mre...l#ixzz2ZkgKrruF
ამასთან დაკავშირებით რაიმე ხომ არ იცით რა ხდება ? ohmy.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 22 2013, 08:02 PM
პოსტი #57


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ციტატა
ამასთან დაკავშირებით რაიმე ხომ არ იცით რა ხდება ?

აქ არ დავწერ...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 22 2013, 08:34 PM
პოსტი #58


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Jul 22 2013, 08:02 PM) *

G_saxva

აქ არ დავწერ...biggrin.gif

კაი PM მომწერე მაშინ biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 22 2013, 08:49 PM
პოსტი #59


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



აუ მეც მაინტერესეეეებს


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 23 2013, 12:34 AM
პოსტი #60


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ჯერ პატრიარქმა დადოს დასკვნა კაცო...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th November 2018 - 12:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი