IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები...
kato_Bato
პოსტი Dec 14 2006, 12:44 PM
პოსტი #21


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მე მომწონს:

"რა ყვავი ვარდსა იშოვის თავი ბულბული ჰგონიაო"

biggrin.gif

ხშირად მახსენდება და იმიტომsmile.gif)


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარინე
პოსტი Dec 20 2006, 07:50 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 348
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 432



"რაც არა გსურდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა"


--------------------
ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Dec 21 2006, 12:46 AM
პოსტი #23


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



"მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რატი
პოსტი Dec 23 2006, 12:57 PM
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 23-December 06
წევრი № 734



მინდა გამოვეხმაურო მრ მორისონს და ვუთხრა, რომ მზე მართლა არ არის მხოლოდ გარეგნობის აღსაწერად ნახმარი ეპითეტი. მზე არის უძველესი ქართული (წარმართული) სიმბოლო სამყაროს ცენტრის, სულის, ანუ ღმერთის. ასეთივე დატვირთვას ატარებს მზე ყველა უძველეს რელიგიაში. ამასთან ისიც მინდა გითხრა, რომ რუსთაველი მზეს უწოდებს არა მხოლოდ ტარიელს და ავთანდილს, არამედ ნესტანს, თინათინს... საეთოდ ამ წიგნში ბევრი საიდუმლოა. ზოგი ამოხსნილი, ზოგიც _ ჯერ კიდევ ამოუხსნელი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Dec 23 2006, 05:29 PM
პოსტი #25


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

მზე მართლა არ არის მხოლოდ გარეგნობის აღსაწერად ნახმარი ეპითეტი. მზე არის უძველესი ქართული (წარმართული) სიმბოლო სამყაროს ცენტრის, სულის, ანუ ღმერთის. ასეთივე დატვირთვას ატარებს მზე ყველა უძველეს რელიგიაში.

და საერთოდ "ვეფხისტყაოსანში" თუ დაუკვირდებით იგივე კონტექსტშია გამოყენებული "ძალნი ზეციერნი" და არაერთხელ... smile.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako
პოსტი Dec 23 2006, 05:55 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 22-December 06
მდებარ.: Deutschland
წევრი № 732



ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!


--------------------
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 11 2007, 07:36 PM
პოსტი #27


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



სკოლაში რა თქმა უნდა ტავიდან ბოლომე მაქს წაკიტხული, სკოლის მერე ერთი ორჯერ აქა იქ მაქვს ტავლი გადავლებული. გამიგია ზვიად გამსახუდია კარგი რუსთველოლოგიც იყოო, მე მისი იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქარUლისა ენისაის განმარტება მაქვს წაკიტხული, ვეფხისტყაოსანის არა. თქვენ კიდევ ვინ შეგიძლიატ მრჩიოთ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარინე
პოსტი Jan 12 2007, 10:55 PM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 348
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 432



ყმამან უთხრა: „რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა,
ვის უქმნია შენი მსგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა
რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა;
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა


--------------------
ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 13 2007, 08:46 PM
პოსტი #29


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



მე სახლში შოთა რუსთაველის აფორიზმები მაქვს,ხოდა ახლა შეძლებიშდაგვარად გადმოვწერ.თან ანბანის მიხედვითაა დაწერილი.ნელ-ნელა მოვიწერები.
ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება.
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის,თავსა ახლად ვერვინ იშობს.
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა,გულსა.
ავსა კაცსა ურჩევნია,ავსამცა რას ადრე სცნობდა.

აუ, ბევრის მოწერა მინდოდა,მაგრამ სამწუხაროდ უნდა წავიდე. sad.gif მერე გავაგრძელებ აუცილებლად.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Jan 13 2007, 09:24 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



ციტატა
ბოდიშს ვიხდი, ამ კითხვისთვის, რაც ახლა უნდა დავსვა, მაგრამ წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით მაინტერესებს რამდენს გვაქვს ვეფხისტყაოსანი წაკითხული თავიდან ბოლომდე?


მე ორჯერ მაქვს ცაკითხული და გარჩეულიც.(რა კარგია აბიტურიენტობა smile.gif )


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jan 13 2007, 09:44 PM
პოსტი #31


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

მე ორჯერ მაქვს ცაკითხული და გარჩეულიც.(რა კარგია აბიტურიენტობა smile.gif )

კაია.... mad.gif


არ დამითვლია მაგრამ მინიმუმ 10ჯერ და მაქსიმუმ 12ჯერ... biggrin.gif დაჯე უნივერსიტეტშიც რუსთველოლოგიას ვსწავლობ smile.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 13 2007, 11:12 PM
პოსტი #32


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



მე წაკითხული მაქვს.მეც,როგორც აბიტურიენტს,მორისონასავით მომიწია გარჩევა.თუმცა ბევრჯერ არ მაქვს წაკითხული,იმედი მაქვს მომავალში კიდევ წავიკითხავ რამდენიმეჯერ.ახლა კი დაპირებულისამებრ,ვაგრძელებ აფორიზმების წერას.
არას გარგებს სიმძიმილი,უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება,ჭირთა თმენა;
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

არას გარგებს სჭავლულება,თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა?

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან?
არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა.
ასი გართებს გაგონება,არ გეყოფის,არ,ერთხელი.
აწყა ვცან,საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია.
ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია!
განგებაა,სწორად მოჰკლავს,ერთ იყოს,თუნდა ასი.
განგებასა ვერვინ შესცვლის,არ-საქმელი არ იქმნების.
განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია!
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
გონიერთა მწვრთელი უყვარს,უგუნურთა გულსა ჰგმიდეს.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

გული კრულია კაცისა,ხარბი და გაუძღომელი,
გული-ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო,ლხინთა მნდომელი,
გული-ბრმა,ურჩი ხედვისა,თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი,ვერცა პატრონი რომელი!

გული,ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა,იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან.

გ-ები გავათავე,დღეისთვის ეს იყო, დანარჩენს მერე მოვიწერები. იმედი მაქვს აფორიზმების უმრავლესობა გეცნობათ, და სიამოვნებით გადაავლებთ თვალს და გაიხსენებთ.



--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
musikosi
პოსტი Jan 14 2007, 05:11 AM
პოსტი #33


მუზარადიანი ქმარი...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 204
რეგისტრ.: 10-January 07
მდებარ.: ხილიანი
წევრი № 840



ერთი რა, მეტი კი არა

"სიყვარულსა მალვა უნდა,ვითა ცხენსა ნაპარავსა"


--------------------
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Jan 23 2007, 03:39 PM
პოსტი #34


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...two&cl=CL1.13.2


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვალერი
პოსტი Jan 23 2007, 04:10 PM
პოსტი #35


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



მე ორჯერ მაქვს წაკითხული: ერთხელ მეცხრე კლასში(ქართულის მასწავლებელმა თავიდან ბოლომდე გვასწავლა) და მეორედ როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი და ახლა კიდე წავიკითხავ მესამედაც. მესამე და სამართალიო. smile.gif
ჩემი აზრით ვეფხიტყაოსანზე "დიდი" ნაწარმოები ჯერ არ დაწერილა. მან ყველა დროს და ყველა ეპოქას გაუძლო.ვეფხისტყაოსანი ყველა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის თემას ეხება: ესენია:უფლის სიყვარული,სამშობლოსა და მოყვასისადმი თავდადება და სიყვარული, მიჯნურობა. იგი ამავდროულად ეხება პატრონ-ყმურ წყობილებასაც(ბევრი რამ დღესაც შეიძლება გადმოვიღოთ, მე უპირველესად პატრონსა და ყმას შორის დამოკიდებულობას ვგულისხმობ და არა ბატონ-ყმობის აღდგენას smile.gif). ვეფხისტყაოსანში ასევე კარგადაა ნაჩვენები იმდროინდელი ქალაქური ცხოვრება(კარგადაა ნაჩვენები სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა), მეცნიერება(ვეფხისტყაოსანში ჩამოთვლილია ციური სხეულები, მე ძალიან მაინტერესებს რა მეთოდებით იკვლევდნენ იმ დროს ციურ სხეულებს) ვეფხისტყაოსანში კიდევ ძალიან ბევრი რამაა საინტერესო და გამოსაკვლევი.

მე ეს ადგილი მახსენდება ხოლმე ხშირად:
"ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა"


--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jan 23 2007, 05:23 PM
პოსტი #36


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



"ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული" (მიყვარს ეს ფრაზა.... ნესტანზეა საუბარი)


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 23 2007, 05:27 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



''ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინების''


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2007, 02:48 PM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



2002 წლის შემოდგომაზე ქართველი მეცნიერი პარმენ მარგველაშვილი საგანგებო მისიით ოქსფორდში გაემგზავრა. მან იცოდა, რომ ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის განყოფილებაში, უორდროპების ფონდში, "ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები ინახებოდა.

პარმენ მარგველაშვილი: "- საოცარი შეგრძნება იყო, როცა მცველების თანხლებით ბოდლის საცავში აღმოვჩნდი. დღეისათვის "ვეფხისტყაოსნის" 160 ხელნაწერია ცნობილი. აქედან 48 უძველესია, მათგან მხოლოდ ხუთია დასურათებული. საქართველოში, ხელნაწერთა ინსტიტუტში, ამ ხუთიდან მხოლოდ სამია დაცული: თავაქარაშვილის, ავალიშვილის და S5006-ის სახელით ცნობილი ხელნაწერი. მათ შესახებ 1966 წელს შალვა ამირანაშვილმა გამოსცა წიგნი - "ვეფხისტყაოსნის მინიატურები." წიგნში მეცნიერი მე-4, მინიატურებიან "ვეფხისტყაოსანზეც" საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, პარიზში თაყაიშვილის მიერ ყოფილა დაცული და რომლისათვისაც დავით კაკაბაძეს ფოტოები გადაუღია. შალვა ამირანაშვილი თავის წიგნში კაკაბაძისეულ მინიატურების სამ შავ-თეთრ ფოტოსაც გვაწვდის და ამ ხელნაწერს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიდან ყველაზე ძველად XIII-XV, თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ხელნაწერებს კი XVII საუკუნით ათარიღებს. მოგვიანებით პარიზში ხელნაწერი გაიყიდა და საბოლოოდ ის ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში, უორდროპების ფონდში აღმოჩნდა.

უორდროპების ფონდში უნიკალური მინიატურების შემცველი "ვეფხისტყაოსნის" მეორე ხელნაწერიც ინახება. ინგლისში, ბოდლის ბიბლიოთეკაში მისი აღმოჩენა XIX საუკუნეში და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების საქართველოში მოგზაურობასა და საქართველოსთან მათ დიდ მეგობრობას უკავშირდება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2007, 03:22 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



1912 წელს ოლივერ უორდროპი "ვეფხისტყაოსანს" უკვე გარდაცვლილი დის, მარჯორის თარგმანითა და კომენტარებით გამოსცემს. დის გარდაცვალების შემდეგ ის ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში აარსებს მარჯორი უორდროპის სახელობის ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების ფონდს.

პარმენ მარგველაშვილი: "- 2005 წელს, უორდროპების იუბილესთვის (ბოდლის ბიბლიოთეკის ნებართვით) გამოვეცი "ვეფხისტყაოსანი" მარჯორი უორდროპის თარგმანითა და უნიკალური მინიატურებით."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მააგდაა
პოსტი Jan 29 2007, 06:49 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 27-January 07
წევრი № 951



კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა

ბინდისფერია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი