ზეთის საღებავები შემარჩევინეთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზეთის საღებავები შემარჩევინეთ |
white&black |
Apr 28 2013, 05:38 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 28-April 13 წევრი № 13,119 |
გამარჯობათ, პირველად ვპოსტავ ამ ფორუმზე და თუ თემა არასწორ ადგილას გავხსენი გადაიტანეთ სადაც საჭიროა.
მოკლედ მეგობრისთვის საჩუქრად მინდა ზეთის საღებავების ყიდვა თავისი ფუნჯებით და ტილოებით 100-120 ლარის ფარგლებში და იქნებ მირჩიოთ ამაზონიდან რომლის ყიდვა სჯობს. მე რაც ჩემით შევარჩიე ესენია. http://www.amazon.com/Liquitex-BASICS-Acry...s+and+brush+set http://www.amazon.com/gp/product/B002E0IM0...=A1ZEMTT4HTM149 http://www.amazon.com/Canvas-panels-12-inc...ef=pd_sim_hg_18 ესეთი კრებულები ვარგა საერთოდ? http://www.amazon.com/gp/product/B00A41JID...=A1V6GP691B554G http://www.amazon.com/gp/product/B002GALZC...d=ATVPDKIKX0DER |
ქევანა |
Apr 28 2013, 05:50 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ზეთის საღებავების ჩემი აზრით, აკრილის საღებავები იგივე ზეთის საღებავები არაა. Oil paint უნდა დაძებნო მერე მეორეც, აქ ვერ იყიდი? თუმცა შენი არჩევანია. რაც შეეხება, რამდენად კარგია ან ცუდია ნაკრები – ვერ გეტყვი, არასდროს მიყიდია ამაზონიდან საღებავები პ.ს. სწორად გაგიხსნია თემა, ნუ გეშინია -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
white&black |
Apr 28 2013, 08:33 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 28-April 13 წევრი № 13,119 |
ქევანა
ციტატა ჩემი აზრით, აკრილის საღებავები იგივე ზეთის საღებავები არაა. Oil paint უნდა დაძებნო საერთოდ აზრზე არ ვარ ასეთი რაღაცეების Oil paint_ით, რომ ვეძებდი იქ ამომიგდო ზუსტად თორემ რა განსხვავებაა ისიც არ ვიცი ციტატა მერე მეორეც, აქ ვერ იყიდი? თუმცა შენი არჩევანია. აქ ტერიტორიულად სად იყიდება? |
აკაკი |
Apr 28 2013, 08:48 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ყაზბეგის ქუჩაზე არის ძალიან კარგი მაღაზია, ვაკე-საბურთალოს გადასახვევთან. იქ იყიდება ძალიან კარგი, სუფთა, ხარისხიანი იტალიური სააღებავები. ფირმა "Maimeri Classico" (http://www.maimeri.com.ua/)
თუ არ გინახავთ, ნახეთ. საშინელებაა ჩინური საღებავებ, 6 ლარი რომ ღირს 200 მლ. კაცი შეიძლება მოგწამლოს, ნახატიც არ გამოდის სასურველი. საკმარისია ცოტა ხანი გავიდეს, იბზარეება ნახატი. ფერები გასდის. არაუშავს რუსულებეს, ფასი ცოტა მეტი აქვს. მაგრამ, როგორც ბევრს აღუნიშნავს, ეს ხსენებული იტალიურები ნამდვილად კარგია. 12 ლარი ღირს ნორმალური ტუბი. 200 მლ, თუ სწორად მახსოვს, 19 ლარი. მოკლედ, ხარისხიანია. |
white&black |
Apr 28 2013, 09:02 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 28-April 13 წევრი № 13,119 |
აკაკი
და ეგ მაღაზია რომლამდე მუშაობს? სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ასე თავისუფლათ სიარულს მაგიტომ მირჩევნია გამოწერა. შედარებით პატარა ტუბები ექნებათ ხომ? 50-100 მლ და რამდენი ფერი უნდა ვიყიდო? ანუ ძირითადი რომლებს იყენებენ ხოლმე? |
აკაკი |
Apr 28 2013, 09:57 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
white&black
დიახ, აქვთ პატარა ტუბები. გააჩნია რა ჩანაფიქრი გაქვს. ერთი შეხედვით, აუცილებელია წითელი, მწვანე, ყვითელი, თეთრი, ლურჯი, ყავისფერი (ჩამოვთვალე ყველაფერი ).. მაგრამ მათ შორისაც არის განსხვავება, არის სხვადასხვა ტონალობის წითელი, ყივთელი და ასე თითოეული ფერი. საათები კი ნამდვილად არ ვიცი. |
white&black |
Apr 28 2013, 10:34 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 28-April 13 წევრი № 13,119 |
აკაკი
გასაგებია, გმადლობ. მე არაფერი ჩანაფიქრი არ მაქვს საჩუქრად მინდა და მაგ საღებავებს დამატებით სპეციალური ზეთი ან რამე ხსნარი სჭირდება? |
აკაკი |
Apr 28 2013, 10:38 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
white&black
ზეთი თვითონ ურევია, ანუ თხევადი რომ არის ტუბებში და არ არის ფხვიერი, როგორც პიგმენტი, იმიტომაა, რომ საკმარისი ოდენობის ზეთი ურევია, და არამარტო ზეთი. მაგრმ არის შემთხვევები, როცა მხატვარს სურს კიდევ გაათხელოს საღებავი ან შეურიოს ლაქი... იქ ნახავ, სპეციალურ ზეთებსაც, ლაქსაც, გამხსნელსაც... კარგი მომსახურენი არიან და აგიხსნიან ყველაფერს, მთავარია ჰკითხო |
qetevano |
Apr 28 2013, 11:23 PM
პოსტი
#9
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
white&black http://iartsupplies.co.uk/Limited-Edition-Van-Gogh-Oil.html აი ასეთი თუ ნახე ძალიან კარგია, მე ამას ვხმარობ, ყაზბეგზეც იყიდება და კიდობანშიც, როგორც მახსოვს. თან ზუსტად იმ ფასშია რაც შენ გინდა. სატარებლადაც ძალიან პრაქტიკულია. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
tamuna m |
Apr 29 2013, 12:10 AM
პოსტი
#10
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
არ უნდა ამდენი ფილოსოფია
კიდობანში მიდი და ან "გამმას" ფირმის იყიდე (მოსკოვისაა და შედარებით იაფია) ან ლენინგრადის (უკეთესია). ნაკრებს მე მირჩევნია ცალკე ტუბები შევიძინო. უმჯობესია იცოდე მისი პლაიტრა (რა ფერებს მოიხმარს) და იმის მიხედვით შეარჩიო ფერებიც. დანარჩენს თვითონ დააყენებს -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamuna m |
Apr 29 2013, 12:12 AM
პოსტი
#11
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
არ უნდა ამდენი ფილოსოფია
კიდობანში მიდი და ან "გამმას" ფირმის იყიდე (მოსკოვისაა და შედარებით იაფია) ან ლენინგრადის (უკეთესია). ნაკრებს მე მირჩევნია ცალკე ტუბები შევიძინო. უმჯობესია იცოდე მისი პლაიტრა (რა ფერებს მოიხმარს) და იმის მიხედვით შეარჩიო ფერებიც. დანარჩენს თვითონ დააყენებს უი, ორჯერ დაპოსტა. პ. ს. დამავიწყდა მეთქვა: ტილო ჯობია ქვეჩარჩოზე იყოს გადაკრული. ფუნჯის შეხებისას ვიბრაცია აქვს ტილოს და მეტად მოგყვება. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ქევანა |
Apr 29 2013, 12:14 AM
პოსტი
#12
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა საშინელებაა ჩინური საღებავებ, ჩინური არაფერი ვარგა პლასტელინი ვიყიდე და უხარისხო აღმოჩნდა.. დაილოცოს ისევ უკრაინულ-რუსული პლასტელინები მუშაა, მუშა! -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
white&black |
Apr 29 2013, 09:59 AM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 28-April 13 წევრი № 13,119 |
აკაკი
qetevano tamuna m ქევანა ყველას დიდი მადლობა, ესეიგი მთავარია ჩინური არ ვიყიდო ციტატა უმჯობესია იცოდე მისი პლაიტრა (რა ფერებს მოიხმარს) და იმის მიხედვით შეარჩიო ფერებიც. დანარჩენს თვითონ დააყენებს ხო ეგ მეც ვიფიქრე ვკითხავთქო, მაგრამ მერე საჩუქარი აღარ გამოდის უკვე ციტატა პ. ს. დამავიწყდა მეთქვა: ტილო ჯობია ქვეჩარჩოზე იყოს გადაკრული. ფუნჯის შეხებისას ვიბრაცია აქვს ტილოს და მეტად მოგყვება. ეგ სიამოვნება რა დამიჯდება 3-4 ცალი მაინც რომ ვიყიდო? თორემ თანხაში მთლად თავისუფლად ვერ ვარ მაქსიმუმ 150 გადავდო |
აკაკი |
Apr 29 2013, 01:37 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
white&black
გადაჭიმულ ტილოებს რუსთაველზე ნახავ, სადაც მხატვრები სხედან. მიწისქვეშა გადასასვლელში მოპირდაპირე მხარეს შუაში არის კარები, იქ შეხვალ და ზომებში დაგიმზადებენ, უნდა აარჩიო ტილო. ჩემი რჩევა იქნება ჩინური ტილო არ იყიდო, ცოტა პრიალა ზედაპირი აქვს. იყიდე საშვალო სისქის ტილო და რა ზომაზეც გინდა. შეგიძლია გამზადებულები იყიდო, ოღონდ იმ ჩინურს არ გირჩევ. ზომებს გააჩნია, რაც პატარაა მით უფრო იაფია. |
tamuna m |
Apr 29 2013, 09:46 PM
პოსტი
#15
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
white&black
და დაგრუნტული იყიდე. ზოგი თვითონ გრუნტავს სახლში. ფასები არ ვიცი. დაახლოებით 7 წელია შეხება არ მქონია )) -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
qetevano |
Apr 29 2013, 09:55 PM
პოსტი
#16
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ფასები 5-6ლარად იყიდი დაახლოებით 30/40 სმ-იანს და მერე ზრდის მიხედვითაა
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
ქევანა |
Apr 30 2013, 01:39 PM
პოსტი
#17
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
tamuna m
ციტატა დაახლოებით 7 წელია შეხება არ მქონია რატომ გოგო მერე, რატომ? :დ მე არ ვაპირებ დანებებას/დავიწყებას და ჩემი ძველი კონსპექტები კიდევ ერთხელ უნდა გადავათვალიერო -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი