თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ ხანძარი

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 24 2010, 11:23 AM

ხაშურში ხანძრის შედეგად ჩემი კოლეგა დაზარალდა. ხანძარი 13 ნოემბერს მოხდა. 8 ოთახიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ერთ–ერთ ოთახში დაწყობილი თივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო დროულად გამოიძახეს ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, სანამ ბორჯომიდან არ ჩამოვიდა დამხმარე სახანძრო მანქანები. ვერაფრის გადარჩენა ვერ მოასწრეს. ოჯახის წევრები მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა დარჩნენ რაც ეცვათ. ადგილობრივმა გამგეობამ 500 ლარი გამოუყო, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც სახურავი შეაკეთონ, რათა გადარჩენილი კედლები ზამთარში არ დაიშალოს. ქალბატონ ირმას (სახლის პატრონი, ჩემი თანამშრომელი) 3 შვილი ჰყავს, ასევე მეუღლე. რომლებიც დამწვარი სახლის სარდაფში არიან. თუ შესაძლებლობა გექნებათ იქნებ ფორუმელებიც დავეხმაროთ.

ღმერთმა მოგცეთ მოწყალების გაცემის საშუალება.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Nov 28 2010, 11:21 PM

მარი იქნებ ითავო რა ორგანიზება. ფონდში არაა თანხა ამ წუთას sad.gif

ალბათ ტანსაცმელი სჭირდებათ, საოჯახო ნივთები... იქნებ რაღაცით მაინც დავეხმაროთ smile.gif

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Dec 2 2010, 03:23 PM

რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით? არ ვაგროვებთ თანხას? ვის შევეხმიანოთ დაპოსტეთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Dec 3 2010, 10:59 AM

.ნინო

ციტატა
მარი იქნებ ითავო რა ორგანიზება. ფონდში არაა თანხა ამ წუთას

მე ვერ შევძლებ რომ ეს საქმე ვითავო. ინტერნეტით ხშირად სარგებლობას ვერ ვახერხებ, იშვიათად შემოვდივარ აქ.

ციტატა
ალბათ ტანსაცმელი სჭირდებათ, საოჯახო ნივთები... იქნებ რაღაცით მაინც დავეხმაროთ

კარგი იქნებოდა. ტანსაცმლით და ნივთებით მეტ-ნაკლებად ყველა ვეხმარებით, ყველაზე მეტად ფულადი დახმარება სჭირდება, რომ გადარჩენილი კედლები უფრო მეტად არ დაზიანდეს და შეძლონ შენობის ნაწილის გადახურვა მაინც.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 29 2010, 10:17 PM

ფონდიდან გადაეცემა 200 ლარი

http://church.ge/index.php?showtopic=8668&pid=657483&st=0&#entry657483

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jan 5 2011, 10:55 AM

QUOTE(ნათია @ Dec 29 2010, 11:17 PM) *

ფონდიდან გადაეცემა 200 ლარი

http://church.ge/index.php?showtopic=8668&pid=657483&st=0&#entry657483



200 ლარი გადავეცი დაზარალებულის ოჯახს.

საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ყოფილან. გამგეობა მხოლოდ 500 ლარით და შეშის ტალონით დაეხმარათ
თუ ვინმეს დახმარების შესაძლებლობა და სურვილი გაქვთ დაუკავშირდით ქალბატონ ირმას 898 17 53 92

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)