IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

Closed TopicStart new topic
> გილოცავთ უფლის მირქმის დღესასწაულს !, მივეგებოთ უფალს ჩვენი გულებით !
A.V.M
პოსტი Feb 15 2014, 01:48 AM
პოსტი #1

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

წმიდა ამფილოქე იკონიელი - სიტყვა მირქმაზე

ბევრ დიდ მამას აკვირვებს ქალწულება და ის მართლაც გაკვირვებას იმსახურებს, რადგან მისი დამმარხველი ენათესავება ანგელოზებს, ესაუბრება ზეციურ ძალებს და უსხეულო არსებების თვისებით ხასიათდება. ქალწულება – წმინდა ეკლესიის ლამპარია; ქალწულმა დაამარცხა წუთისოფელი, დათრგუნა ვნება, დაიმორჩილა სურვილი და გახდა ევას თანაზიარი. იგი გაექცა მწუხარებას, მიაღწია სიწმინდეს და გათავისუფლდა ტანჯვისაგან, რამეთუ ქალწულებზე არ ვრცელდება განაჩენი, რომელიც ასე გამოითქმის: “განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ” (დაბ. 3,16).

ქალწულობის დაცვა ჭეშმარიტად იმსახურებს გაკვირვებასა და აღფრთოვანებას, რამეტუ ის არის: მონაპოვარი, რომელსაც მონობიდან გაჰყავხარ და თავისუფლებას განიჭებს; ასკეტური სამკაული; ადამიანის ბუნების უმაღლესი ძალის გამოვლინება; გარდაუვალი ტანჯვისაგან გამომხსნელი; ცათა სასუფეველში ქრისტე-სიძესთან ერთად შემყვანი. აი, რაოდენ სადიდებელია ქალწულება! თუმცა, პატიოსანი ქორწინებაც ყოველგვარ მიწიერ საბოძვარზე აღმატებულია, რამეთუ, მრავალნაყოფიერი ხეა – ქალწულობის უდახვეწილესი მშვენება და ფესვი. ის აღმოაცენებს გონიერ და განსულიერებულ ყლორტებს; ასრულებს კურთხევას გამრავლებაზე ”ქუეყანასა ზედა” (დაბ. 1,22); ანუგეშებს ნათესავებს; თანაშემოქმედია კაცობრივი არსებისა და ფერმწერი – ღვთაებრივი ხატებისა. ქორწინებამ უფლისაგან მიიღო კურთხევა და მასზე დგას მთელი ქვეყნიერება. პატიოსნად დაქორწინებულს შეუძლია თქვას: ”აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან” (ებრ. 2,13). დაარღვიე პატიოსანი ქორწინება და ვეღარ მოიძევ ქალწულობის მშვენებას, რამეთუ სწორედ ქორწინებისაგან და არა სხვაგვარად შეგიძლია დაკრიფო ქალწულობის ყვავილი. როდესაც ამას ვამბობთ, ჩვენ არა გვაქვს შუღლის შეტანის განზრახვა ქალწულობასა და ქორწინებას შორის, არამედ გაკვირვებას გამოვხატავთ და ქედს ვიდრეკთ როგორც ერთის, ისე მეორის წინაშე, რადგან ორივე ერთმანეთისთვის აუცილებელია. რამდენადაც უფალია თითოეული მათგანის განმგებელი, ამიტომ იგი მათ ერთმანეთს არ უპირისპირებს. ქალწულობის დაცვა თუ პატიოსანი ქორწინება, ორივე თანაბრად ღვთის მოშიშთა არჩევანია: კეთილკრძალული ღვთისმოშიშების გარეშე, არც ქალწულობაა უბიწო და არც ქორწინება – პატიოსანი.

ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რაც რჯულში სწერია და მადლით არის დამტკიცებული, რაც შეგროვილია ყველგან და ნაპოვნი – არსად, აღსრულებულია კი მხოლოდ უფალში. მხედველობაში მაქვს ქორწინების პირველგამოჩენილი ნაყოფი. რომელი? შენ ახლახან მოისმინე მახარებლის სიტყვები: ”და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თჳსისასა. რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს” (ლუკა 2, 21-23). ხომ ხედავ, მხოლოდ უფალზე გაცხადდა როგორც ქორწინების, ისევე, მის საწინააღმდეგოდ თქმული? მხოლოდ უფალზე და სხვა არავისზე აღესრულება ის, რომ ყოველი ჩვილი, მამაკაცის სქესისა, ”რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს”, - თუმცა, ყველასთან მიმართებითაა ნათქვამი. იმიტომ, რომ ქალწულის ბუნება მამაკაცთან ხორციელი სიახლოვისას, ჯერ განიღება, შემდეგ კი შობს. მაგრამ ასე არ ყოფილა ჩვენი მაცხოვრის შემთხვევაში. მან თავად განაღო ქალწულის საშო, რომელსაც არ განუცდია მსგავსი სიახლოვე და გონებისთვის მიუწვდომლად იშვა. ამიტომ წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ყოველმა ჩვილმა (წულმან) რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს, ეხება მხოლოდ უფალს. ნუთუ წმინდაა კაენი, რომელმაც სიცოცხლე ბიწიერებაში დაასრულა, თუმცა კი იშვა ყველაზე უწინ დედის მუცლიდან? ნუთუ წმინდაა ესავი, ომისა და სისხლისღვრის მემკვიდრე, იმის გამო, რომ თავის ძმაზე წინ დაიბადა? ნუთუ წმინდაა რუბენი, რომელმაც მამის სარეცელი შებილწა და წყევლა გამოიწვია, რამეთუ ისიც პირველი იშვა მრავალნაყოფიერი საშოდან? არც ერთი მათგანი წმინდა არ არის და ყველა ისინი სასჯელს იმსახურებენ. აქედან, ცხადი ხდება, რომ მხოლოდ უფალს მიეკუთვნება წინასწარმეყველება იმის შესახებ, რომ ყოველი ჩვილი, რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს, - თანახმად გაბრიელ მთავარანგელოზის ნათქვამისა ქალწულის მიმართ: ” სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის” (ლუკა 1,35).

მაგრამ, მაინც ვინმე შეიძლება შემგვედავოს და თქვას, თუკი უფალს მიემართება წინასწარმეტყველება: ”ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს”, მაშინ ქალწული ქალწულად ვერ დარჩებაო. ქალწულის საშო გარდაუვლად განიღება, თუკი ეს წინასწარმეტყველება უფალს მიემართება, რამეთუ წმინდა წერილმა განაცხადა: ”ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ”. გულისხმა ჰყავ: რაც შეეხება ქალწულებრივ ბუნებას, ქალწულობის ბჭე საერთოდ არ განღებულა, რადგან ასე ინება იმან, ვისაც იგი სულ ახლახან ატარებდა, თანახმად მის შესახებ თქმულისა: ”ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ” (ეზეკ. 44,1).

ამიტომ, რაც შეეხება ქალწულებრივ ბუნებას, ქალწულობის ბჭე საერთოდ არ ყოფილა განღებული, ხოლო რაც შეეხება დაბადებული მეუფის ძლიერებას, არაფერია უფლისთვის დახშული, მისთვის ყოველი კარი ღია. არ არსებობს მისთვის დაბრკოლება, არ არსებობს მისთვის საზღვარი. ამიტომ, ზეციურმა ძალებმა უბრძანეს მიწიერ ძალებს: ”აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, ... და შევიდეს მეუფჱ დიდებისა” (ფს. 23,7). ამდენად, მშვენიერია ქალწულობა, - ჭეშმარიტი ქალწულობა, იმიტომ რომ, არსებობს განსხვავება ქალწულობაში: ქალწულებიდან ზოგიერთებს მიერულად და დაეძინათ, ზოგმაც იფხიზლა (იხ. მათ. 25,8). მშვენიერია ქორწინებაც, - ჭეშმარიტი და პატიოსანი ქორწინება, რადგან ზოგი იცავს მას, ზოგიც – არღვევს. მშვენიერია ქვრივობაც და სამართლიანადაც არის ნახსენები პატიოსანი ქალის ცხოვრების სამი წესი.

ქვრივობა, როგორც აღვნიშნე, მშვენიერია, - ჭეშმარიტი ქვრივობა, რომელიც გვირგვინს იმკის უბიწოების ღვაწლისთვის. ასეთია ანა წინასწარმეტყველი, რომელმაც ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და სიჭაბუკით განახლდა, ვითარცა ორბი. შენ მოისმინე ლუკა მახარებლის სიტყვები: ”და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე” (ლუკა 2, 36-37). ხედავ, როგორ არის განდიდებული საღვთო სახარებაში ქვრივი ანა. ჭეშმარიტად ანა არის ანა [მადლი]. სახელის მნიშვნელობა შეესაბამება მისი ზნეობის დიდებას. დაე, ისმინონ დედაკაცებმა და მიბაძონ სახელოვან ანას, დაე, იგივე გზით ვიდოდნენ, რათა მიაღწიონ ისეთივე გვირგვინებს. არავინ გაიმართლოს თავი ქვრივობის დაცვის სიძნელით, რათა არ განიშოროს თავისგან ერთქორწინების სიწმინდე.

ანა – ქვრივების სამკაულია: სახით – დედაკაცი, ხარისხით – წინასწარმეტველი; ქვროვობაში ცხოვრობს – ცათა სასუფეველს იმკვიდრებს; სხეულით უძლურია, სულით – მხნე; პირსახე ნაოჭიანი აქვს, გონება – წრფელი და ნათელი; სიბერისგან წელში მოხრილა, აზრებით კი ზეაღმართულა; წლებმა დააჭკნო, მაგრამ ყვავის ღვთისმცოდნეობით; მარხულობს – არ ნაყროვანებს; ლოცულობს – გონებაგაუფანტავია; მუდამ ტაძარშია – კარდაკარ არ დაიარება; ფსალმუნებს გალობს – არ უქმსიტყვაობს; წინასწარმეტყველებს – არ მეზღაპრეობს; თავს ღმერთს სწირავს – უწესოებას არ ეძლევა. ანამ გადააჭარბა პავლე მოციქულის მირ ქებულ ქვრივს. როგორ ქვრივს? ისმინე, რას ამბობს პავლე: ”ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, ... უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა” (I ტიმ. 5, 9-10). მან აჯობა იმას, ვინც ქებულია მოციქულისგან, - წლებითაც და ცხოვრების წესითაც. განა ყველა ქვრივს არ აჯობა იმან, ვინც წინასწარმეტყველების ღირსიქმნა და სულიწმიდის ჭურჭელი გახდა? ყველას, ვინც ხორცშესხმულ უფალს მოელოდა, მისი მოსვლის ნიშნებზე მიუთითა. მახარებელმა მის შესახებ, როგორც ეს თავად მოისმინე, თქვა: ”ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა” (ლუკ. 2,38). ხედავ, ანას დიდებას? იგი უფლის დამცველი იქმნა და მის შესახებ მისივე თანდასწრებით იუწყებოდა. ჰოი, სასწაული! ქვრივი, მაგრამ ამხილებდა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და ამით მთელ ერს სულიერად აძლიერებდა. იგი აკვირდებოდა უფალს და მიანიშნებდა იერუსალიმში მომავალ გამოხსნაზე, მიმართავდა ყველა იქ შეკრებილს და უცხადებდა მათ უფლის ნიშნებს. ახალშობილში ანამ უფალი იცნო, დაინახა შესაწირი და განსაწმენდელი მსხვერპლი, - მისთვის და მასთან ერთად მიძღვნილი, - მაგრამ არ შეუორგულებულა იმით, რომ იგი ასაკით მცირე იყო. მან აღიარა ჩვილი ღმერთად, მკურნალად, ყოვლისშემძლე გამომსყიდველად, ცოდვების შემმუსვრელად.

უგულისხმოდ არ დატოვო ანას მიერ ნათქვამი! მან შეკრებილთ მიმართა, ყველა იქ დამსწრეს უფლის საქმეებზე მიუთითა: ”განა ვერ ხედავთ ჩვილს, როგორ იწევს იგი დედის მკერდისკენ, შემდეგ სხვას ეტმასნება, მერე კვლავ დედას ეკონება მკერდში, ჯერ დედამიწაზე ფეხიც კი არ დაუდგამს, მერვე დღეს წინადაცვეთას იღებს? ნუთუ ვერ ხედავთ ამ ჩვილს? ეს მან შექმნა საუკუნენი, მან დაამტკიცა ცანი, განავრცო ქვეყანა, ნაპირებით შემოზღუდა ზღვა. ეს ჩვილი აღძრავს ქარებს თავისი საუნჯიდან, ამ ჩვილმა განაღო ნოეს დროს წარღვნის მოქლონნი, მან შეჰქმნა წვიმის ნაკადი, იგი განფენს თოვლს, ვითარცა ქათქათა ქსოვილს. ამ ჩვილმა მოსეს კვერთხის მეშვეობით გაათავისუფლა ჩვენი წინაპარნი ეგვიპტის მიწიდან, განაპო მეწამული ზღვა და გაღმა, სამშვიდობოზე გაიყვანა ისინი. მანვე გარდამოუვლინა უდაბნოში მანანა, მისცა სამემკვიდრეოდ რძისა და თაფლის ქვეყანა. ამ ჩვილმა განსაზღვრა წინასწარ, რომ ეს ტაძარი ზეაღმართულიყო ჩვენი მამების შრომით. მან მისცა ფიცი აბრაამს და უთხრა: ”კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ” (დაბ. 22,17). წინასწარმეტყველთა დასი, როცა ლოცვებს აღავლენდა, ამ ჩვილის შესახებ ამბობდა: ”აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა” (ფს. 79,3). ნუ დაბრკოლდებით ჩვილის ჩვილობით. ერთი და იგივეა – ჩვილიც და თანადაუსაბამო მამისა; ერთი და იგივეა, რომელიც, ერთი მხრივვ წლებით აღირიცხება, მეორე მხრივ კი, ნათესავით თვისით აურაცხელია; ერთი და იგივეა, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვილივით ბუტბუტებს და, მეორე მხრივ, ბაგეებით სიბრძნეს ღაღადებს. ერთია – ქალწულისაგან შობის მიზეზით, მეორე – მისი ყოფიერების მიუწვდომლობით. ამის შესახებაც გვამცნო ესაია წინასწარმეტყველმა, როდესაც თქვა: ”რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ” (ეს. 9,6). როგორც ჩვილი – იგი იშვა, როგორც ძე – მოგვეცა. ერთია იგი ხილულად, ხოლო სხვა არის უხილავად – გონებით აღსაქმელად”.

აი ანას წინასწარმეტყველება; აი, დედაკაცის ღირსეული სიტყვა; აი, ქვრივისთვის ბედნიერება, - ჭეშმარიტი ქვრივისთვის, რომელმაც თავის ცხოვრებაში უბრწყინვალესი ცვლილება განიცადა; დაემშვიდობა ქმარს და მიიქუა უფალი. მან შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შეასრულა წლების შვიდეული და, შემდეგ უკვე, მეშვიდე წელს, შეწყვიტა მეუღესთან ერთობა. ღირსეულად იცავდა შაბათს, ღირსეულად მოიპოვა კვირა (აღდგომის) დღის მადლი. იგი მტრედს მიემსგავსა, მას არ დავიწყებია მეუღლე: უერთგულა, სარეცელი არ შეუბილწავს, ერთქორწინების ხე სხვისთვის არ გადაუცია. გარდაცვლილი ყოველთვის ცოცხლად ახსოვდა, სპეტაკი საქორწილო სამოსლისთვის პეწი არ მიუკარებია. მას არ ეხება პავლე მოციქულის მხილება, რომელიც ამბობს: (ახალგაზრდა ქვრივები) ”რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ” (I ტიმ. 5,11). ისინი სასჯელს იმსახურებენ, რადგან პირველი სარწმუნოება უარყვეს და სამართლიანადაც, რამეთუ ღვთივბოძებულ მეუღლესთან ერთად მისი ხსოვნაც დაასამარეს. მაგრამ მეტია მისი სასჯელი, თუ ერთი ან რამდენიმე შვილი ჰყავს, რისთვისაც დაინერგა კიდეც ქორწინების კანონი. მაგრამ, თუკი ახალგაზრდა ქვრივს შვილი არა ჰყავს, მაშინ ცხადია, რომ იგი, მშობიარობისთვის ბუნებით აღძრული, მეორედ დაქორწინებას მოინდომებს. ნეტარი პავლეც ამიტომ ღაღადებს: ”მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ” (ახალგაზრდა ქვრივთა). შემდეგ აჩვენებს, თუ რითია მეორე ქორწინება სასარგებლო და დასძენს: ”მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინება,ჲ შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა” (I ტიმ. 5,14). ასე რომ, მეორედ დაქორწინება შეიძლება შვილთასხმისათვის. მაგრამ, როდესაც ქვრივს შვილი ჰყავს და მაინც გათხოვებას ესწრაფვის, მაშინ მშობიარობა ზედმეტია, რადგან გონიერი თავთავნი ერთმანეთში იდავებენ. ამდენად, დავუბრუნდეთ კვლავ სახარებისეულ თხრობას. რას გვიამბობს სახარება? სასარგებლოა შევეხოთ მთლიანად მთელ მონათხრობს. ახლახან მოისმინე, თუ როგორ ამბობდა ლუკა მახარებელი იმის შესახებ, რაც სვიმეონმა ქალწულს უთხრა: ”აჰა ესერა, ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს-საგებელად. და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი” (ლუკ. 2, 34-35). რას ნიშნავს: ”თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი”? ყურადღებით მოისმინე! როდესაც სვიმეონმა ქალწულს ამ სიტყვებით სხვების გასაგონად მიმართა, ცხადია, უფლის მშობელი შეშფოთდა და უპასუხა: ”ჰოი ადამიანო, არც კი იცი რას ამბობს. რატომ იუწყები ასე სამწუხაროდ ქრისტეს შესახებ? შენთვის უცნობია ჩვილის ჩასახვის საიდუმლო და მაინც ამბობ რაღაც სიტყჳსსაგებელს, თითქოს იგი ჩვეულებრივი ბავშვი იყოს. მასში არ არსებობს რაიმე სახის დაცემა, არამედ – უაღმატებულესი სიმაღლე, ლმობიერება და წყალობა. რატომ არ აკურთხებ მას და ამის ნაცვლად ამბობს: ”ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის”, და რას ნიშნავს: ”სასწაულად სიტყჳს-საგებელად?” სვიმეონმა მას უპასუხა: ”საკმარისია შენთვის, ჰოი, ქალწულო, რომ მშობელ დედად იწოდები. საკმარისია შენთვის, რომ კვებავ ქვეყნიერების გამომკვებს. შენთვის სიდიადეა ის, რომ მუცლით ატარებდი იმას, ვინც ყოველივეს მტვირთველია. შენში დამკვიდრებული ქრისტე – ახლა კი ჩემშიც – თავად მიბრძანებს გამოვთქვა მის შესახებ, რომ იგი ”დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის”: დაცემად – ურწმუნო იუდეველებისათვის, აღდგინებად – მორწმუნე ერებისათვის”. ”სასწაულად სიტყჳს-საგებელად” კი ჯვარია წოდებული. იმიტომ, რომ ჯვარცმულ უფალს ბევრი ურწმუნო შეურაცხყოფდა, დასცინოდა მას საქმით და სიტყვით, სცემდა ლერწმით, ასმევდა ძმარს, პირთან ნაღველი მიჰქონდა, თავზე ეკლის გვირგვინს ადგამდა, ლახვრით გვერდს უგმირავდა, ყვრიმალში სცემდა; შეურაცხყოფდა სიტყვებით: ”სხუანი აცხონნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხონებად” (მათ. 27,42). ასე განმარტა ყოველივე ეს სიტყვებით: ”სასწაულად სიტყჳს-საგებელად”. ბევრმა უახლოესმა უარყო და მიატოვა, უმწყემსო ფარასავით დაიფანტნენ მოწაფენი. ჯვრის გამო თვით ქალწულის გულიც დარდით აღივსო, ამიტომაც ამბობდა: ”რატომ ადრე არ მოვკვდი? რატომ მოვესწარი ამ დღეს? ქალწულად ვჰგიე, მაგრამ დედებზე მეტად იტანჯება ჩემი მუცელი”. ქალწულის ამ ენით გამუთქმელ აზრებს სვიმეონმა მახვილი უწოდა, იმიტომ, რომ მათ იგი სიღრმემდე გამსჭვალეს, საცდური შემოიტანეს, როგორც უფალმა წინასწარ თქვა: ”თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა” (მათ. 26,31).

ამიტომ დასძენს სვიმეონი: ”და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი” (ლუკ. 2,35). ხომ ხედავ, როგორ არის წოდებული გამოუთქმელი ფიქრები მახვილად, რამეთუ ისინი მთელ შინაგან სიღრმემდე აღწევენ, სულსა და გულს ფლეთენ, მთლიანად, ძვლებამდე კი, განუზომელ ტკივილს აყენებენ? აი რაგვარ განცდებში იყო ქალწული, რადგან ჯერ არ იცოდა, რომ აღდგომა ახლოს იყო... აღდგომის შემდეგ კი აღარსადაა ორლესული მახვილი, მხოლოდ სიხარული და მხიარულებაა. ამდენად, სვიმეონი ”სასწაულად სიტყჳს-საგებელად” უწოდებს ჯვარზე ვნებას, რომლის დროსაც აზრთა მახვილმა სულში შეაღწია. მაგრამ შესაძლოა, ვინმემ თქვას: ”საიდან გვაქვს ამის მტკიცებულება?” თვით უფლის სწავლებიდან. ისმინე, რას ამბობს იგი: ”ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ” (ლუკა 11,29). რამეთუ, როგორც იონა იყო ვეშაპის მუცელში სამი დღე-ღამე, ასევე იქნება ძე კაცისა დედამიწის გულში სამი დღე და სამი ღამე. ხომ ხედავ, რომ ჯვარზე ვნება ნიშან-სასწაულად იწოდება, და არა მხოლოდ ახალ, არამედ ძველ აღთქმაშიც? იმიტომ, რომ ძველი აღთქმა სრულიად თავსებადია ახალ აღთქმასთან. რამეთუ ერთი და იგივე ღმერთია რჯულმდებელი იმისა და მიზეზი ამისა. და ვინ არის ამის მოწმე? თავად უფალი. ისმინე, რას ეუბნება იგი წინასწარმეტყველი ეზეკიელის პირით ანგელოზთა-მომკალთა, როდესაც მიუთითებდა საყოველთაო აღსასრულზე: ”ნუ ერიდებით თუალითა თქუენითა და ნუ შეიწყალებთ. მოხუცებულსა და ჭაბუკსა და ქალწულსა და ჩჩჳლთა და დედათა მოჰკლევდით აღსაჴოცელად. ხოლო ყოველთა ზედა, რომელთა იყოს ნიშანი, ნუ მიეახლებით” (ეზეკ. 9, 5-6). აი, ძველი და ახალი აღთქმის ნიშნები: ეს არის ჯვარი, ჩვენი ცხონებისათვის ტვირთული ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს ძალი და დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჟურნალი ”ფერისცვალება”, N 2, 2010 წ.
http://library.church.ge/index.php?option=...emid=54&lang=en

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nanulia
პოსტი Feb 15 2014, 08:49 PM
პოსტი #2

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,112

ციტატა(A.V.M @ Feb 15 2014, 01:48 AM) *

მეც გილოცავთ მირქმის დღესასწაულს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 17 2014, 10:46 AM
პოსტი #3

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

გილოცავთ მოგვიანებით smile.gif

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 01:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი