IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> პატრიარქი - ნათლია
k@the
პოსტი Jan 22 2013, 07:34 PM
პოსტი #161


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(მარიამი @ Jan 18 2013, 11:55 AM) *

მხევალი ნინო

მეც zafxuli.gif

a025.gif dagnebdit.gif dans2.gif 58.gif mze.gif yvavilebi.gif
გამიხარდა ძალიან! smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 6 2013, 10:01 AM
პოსტი #162


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



იწყება ოცდამეექვსე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქის ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ღვთის წყალობით დღეისათვის მონათლულია 13900 – ზე მეტი ბავშვი.

პატრიარქის ნათლულინათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 9 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით 12:00- 16:00 სთ.-მდე, მისამართზე: საქართველოს საპატრიარქო (შესასვლელი რესტორან “ქალაქურის” გვერდითა მხრიდან).

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

• მშობლების პირადობის მოწმობების ასლები
• მშობლების ჯვრისწერისსა და ქორწინების მოწმობების ასლები
• შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
• მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი სიდი დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
593 46 45 71


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 17 2013, 02:26 AM
პოსტი #163


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მარიამი Feb 12 2009, 09:49 AM
| პოსტი #91|


+ + +


ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,539
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დიდი მადლობა ყველას

ციტატა
როდისთვის ელოდები პაწიას
ეჰ, მე ჯერ პირველს ველოდები, როდის მივალ მესამემდე ისე ივლისში


ციტატა

მარიამი Jan 21 2013, 02:16 PM
| პოსტი #146|


+ + +


ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,539
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(marine @ Jan 18 2013, 02:44 PM)

მარი, როდისთვის ელოდები პატრიარქის ნათლულს?

ჯერ ადრეა. ივნისის ბოლოსთვის. მაგრამ იმდენი საბუთები ყოფილა საჭირო, უკვე უნდა დავიწყო მოგროვება, თორემ ეჭვი მაქვს, 13 ივლისს დანიშნავენ ნათლობას და ვეღარ მოვასწრებ.

ციტატა
მარიამ, რა მაგარია ამბავია
გილოცავთ!
გმადლობთ


ღვთისწყალობა და გამრავლება არ მოგკლებოდეს მარიამ!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Feb 17 2013, 02:28 AM
პოსტი #164


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



პირადად პატრიარქი ნათლავს თუ პატრიარქის კურთხევით სხვა მღვდელი_


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 17 2013, 02:30 AM
პოსტი #165


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ႲႭႡႰႠႬ
ციტატა
პირადად პატრიარქი ნათლავს თუ პატრიარქის კურთხევით სხვა მღვდელი_

უშუალოდ ნათლობას ასრულებს რამდენიმე მოძღვარი-
მაგ: 1 ზეთს ცხებს , 1 მირონს , 1 წყალს ასხამს და.ა.შ

ბოლოს კი პატრიარქი სათითაოდ , ყველა ნათლულს ლოცავს და იხსენიებს ამის შემდეგ ყოველი წირვის დროს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2013, 12:11 PM
პოსტი #166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,947
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რა საყვარლად თქვა პატრიარქმა, რომ მისი ნათლულები უფლის რჩეული, სიკვდილს გადარჩენილი ბავშვები არიან wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 13 2013, 01:23 PM
პოსტი #167


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



A.V.M
ეს პირველი პოსტი საიდან ამოქექე? biggrin.gif როდის მე მესამემდე მივალ-თქო და კი მივედი smile.gif

ციტატა
სიკვდილს გადარჩენილი

ეს ცოტა ცუდად მომხვდა მე ყურში sad.gif პატრიარქს რომც არ მოენათლა, მაინც გავაჩენდი... აბა ხომ არ მოვკლავდი ბავშვს?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2013, 01:26 PM
პოსტი #168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,947
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მარიამი @ Mar 13 2013, 02:23 PM) *

ეს ცოტა ცუდად მომხვდა მე ყურში sad.gif პატრიარქს რომც არ მოენათლა, მაინც გავაჩენდი... აბა ხომ არ მოვკლავდი ბავშვს?


შენნაირები, მარი, ცოტანი არიან... 2kiss.gif ჩემი მეგობარი უშვილოა და ექიმთან ერთი რიგი რომ უშვილოებისაა, მეორე რიგში აბორტის გამკეთებლები დგანან და დასასრული არ უჩანს მათ რიგს, სამწუხაროდ sad.gif ასე რომ, პატრიარქის ნათლულების უმეტესობა მართლაც სიკვდილს გადარჩენილი ბავშვები არიან...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 13 2013, 11:06 PM
პოსტი #169


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მარიამი
ციტატა
პირველი პოსტი საიდან ამოქექე? როდის მე მესამემდე მივალ-თქო და კი მივედი

აბა როგორ გგონია . biggrin.gif
რადგან იმ პერიოდში (ფორუმის ,,ოქროს ხანაში'') არ ვიყავი აქ , მიწევს ისტორიული კვლევა მდგომარეობის-ვითარება-იუზერების და.ა.შ შესასწავლად.
biggrin.gif
marine
სამწუხაროდ მაგ რეალობის წინაშე ვდგავართ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 16 2013, 11:00 PM
პოსტი #170


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



10 მარტს შედგა კიდევ ერთი საყოველთაო ნათლობა წმ.სამების საკათედრო ტაძარში . ამ დღეს 400 ზე მეტი ჩვილი მოინათლა . რამდენადაც ჩემთვის ცნობილია , უწმინდესის ნათლულთა რიცხვი აღემატება 14 000 ბავშვს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 18 2013, 07:59 PM
პოსტი #171


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



დღეს ე.წ. აქტუალურ საკითხზე კანონიკური განხილვა და ძალიან კარგი მასალა:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ნათლულებს შორის ქორწინების თაობაზე
07/11/2011
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი

მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი
ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში
საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II წამოიწყო ინიციატივა მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა ორჯერ იქნა მოწონებული საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ 2007 წლის 21 დეკემბრისა და 2008 წლის 27 ივნისის სხდომებზე (1).
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი პატრიარქის ინიციატივამ უკვე მოიტანა დიდი შედეგი.

ამასთანავე, მორწმუნე საზოგადოებაში იბადება კანონიკური ხასიათის კითხვა: პატრიარქის ნათლულებს, როგორც სულიერ ძმებსა და დებს, როდესაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეეძლებათ თუ არა ერთმანეთთან ქორწინება? იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბავშვები ერთი თაობისა არიან, მათმა რიცხვმა უკვე გადააჭარბა ათ ათასს და ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში ეს საკითხი მრავალი ოჯახისთვის შეიძლება ძალზე აქტუალური გახდეს.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა, შევისწავლოთ სჯულისკანონი და ზოგადად მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური პრაქტიკა.
სულიერი, ანუ რელიგიური ნათესაობის შესახებ პირველი კანონიკური ნორმა გვხდება ბიზანტიის იმპერატორ წმინდა იუსტინიანეს კანონებში (530 წ.), სადაც მკაცრად იკრძალებოდა ქორწინება ნათლიასა და ნათლულს შორის (ნათესაობის პირველი ხარისხი)(2). მოგვიანებით VI მსოფლიო (ტრულის) კრებამ 53-ე კანონით (692 წ.) განაჩინა, რომ დაუშვებელია ქორწინება ნათლიასა და ნათლულის დაქვრივებულ მშობელს შორის (ნათესაობის მეორე ხარისხი)(3). რამოდენიმე საუკუნის შემდგომ ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ VI ფილოსოფოსმა (886-912 წ.) სახელმწიფო კანონებით აკრძალა ქორწინება მესამე ხარისხის მქონე სულიერ ნათესავებს შორის. (4)
დროთა განმავლობაში VI მსოფლიო კრების 53-ე კანონის იმ ადგილის საფუძველზე, სადაც ნათქვამია, რომ “სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი”, როგორც საეკლესიო, ასევე ბერძნული სამოქალაქო კანონმდებლობითაც დადგინდა სულიერ ნათესაობაში საქორწინო წინაღობები იმ ხარისხამდე, რომლებშიაც აკრძალვა ეხებოდა სისხლისმიერ ნათესაობასაც, სახელდობრ, მე-8 ხარისხის ჩათვლით. (5)
მაგრამ, როგორც აღნიშნავს XIX საუკუნის ცნომილი სერბი კანონისტი ნიკოდიმი მილაში, “რადგანაც ტრულის 53-ე კანონში ან სხვა რომელიმე საყოველთაო საეკლესიო კანონში არ მოიხსენიება სულიერი ნათესაობის მე-2 ხარისხის შემდგომი ხარისხები, რომლებშიც ქორწინება აკრძალული იქნებოდა, ამიტომ ქორწინების აკრძალვის, ან ნებართვის უფლება შემდეგ ხარისხებში მინიჭებული აქვთ ადგილობრივ ეკლესიათა კანონმდებლებსა და რწმუნებულ ეპისკოპოსებს”.(6) ანუ ქორწინება ისეთ მირონნათესავების შორის, რომლებიც არ არიან პირდაპირ ნახსენები ტრულის კრების 53-ე კანონში, ექვემდებარება ეგრეთწოდებულ საეკლესიო იკონომიას ანუ შეწყალებას, განგებას. ეპისკოპოსს, ან მითუმეტეს, ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდს, შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაუშვას ასეთი ქორწინებები.
რაც შეეხება უშუალოდ ერთი ნათლიის მიერ მონათლულ სულიერ ძმებსა და დებს, შეუძლიათ თუ არა მათ ქორწინება, ეს საკითხი გადაწყვეტილია ინდივიდუალურად ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ. მაგალითად:
საბერძნეთის ეკლესიაში ამ თემასტან დაკავშირებით პირველად წერდა XV საუკუნის წმინდა მამა სვიმეონ თესალონიკელი და ადგენდა, რომ ასეთი ტიპის ქორწინებები დაუშვებელია.(7) 1801 წელს წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიერ შედგენილ ბერძნულ სჯულისკანონში – პიდალონონში ასევე იკრძალება ქორწინება ერთი ნათლიის ნათლულებს შორის, მაგრამ საბერძნეთის ეკლესიის თანამედროვე კანონიკური პრაქტიკა უშვებს ასეთ ქორწინებებს. (8)
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის ამკრძალავ კანონიკურ დადგენილებებში არსად არ განიხილავს მსგავს შემთხვევას, შესაბამისად, ნათლულებს შორის ქორწინება იქ აკრძალული არ არის. (9)
რუსეთის ეკლესიაში დღემდე მოქმედებს 1810 წლის 19 იანვრის სინოდის დადგენილება, რომლის მიხედვითაც შეუღლება იკრძალება მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის, ყველა სხვა შემთხვევაში ქორწინება დაშვებულია. (10)
ძველ ქართულ საეკლესიო სამართალში (სამთავისის ეპარქიის კრების კანონები (1459 წ.) და ცაიშ-ბედიის შეკრების კანონები (1470-1474) წ.)) ასევე საუბარია მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვაზე. (11)
უკვე ჩვენს დროში, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება. სტატიაში მოყვანილი ისტორიულ-კანონიკური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სწორი, საფუძვლიანი და კანონიკურად გამართლებულია.(12)
____________
1. ზაზა ვაშაყმაძე, თანამედროვე ქართული საეკლესიო სამართალი, “საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა”, თბილისი, 2011, გვ. 143, 145.
2. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გამომცემლობა “ალილო”, თბილისი, 2007, გვ. 501.
3. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გვ. 500.
4. Floca Ioan N. Arhid. Prof. Dr. Drept Canonic Ortodox, Leilatie si Agministratie bisericeasca, Vol. II, Editura Institutului Biblic si de Misiune al Bisericii Ortodoxe Romane, Bucuresti, 1990, p. 88.
5. ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ, თბილისი, 1995, გვ. 25.
6. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გვ. 501.
7. ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ, თბილისი, 1995, გვ. 26.
8. პანაიოტის ი. ბუმისი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, კანონიკური სამართალი, გამომცემლობა “მთაწმინდელი”, თბილისი, 2007, გვ. 106.
9. Floca Ioan N. Arhid. Prof. Dr. Drept Canonic Ortodox, Leilatie si Agministratie bisericeasca, Vol. II, p. 86-88.
10. Цыпин Владислав, Протоиерей, Курс Церковного Права, Изд. “Христианская жизнь”, г. Клин, 2004, ст.566.
11. ქართული სამართლის ძეგლები, ტომი III, საეკლესიო საკანონდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, გამომცემლობა „მეცნიერება”, თბილისი, 1970, გვ. 206-207: ჯაფარიძე ანანია მიტროპოლიტი, საქართველოს საეკლესიო კრებები, წიგნი I, საკანონმდებლო კრებები XII-XX სს., გამომცემლობა “მერანი”, თბილისი, 2003, გვ. 268, 272.
12. საკითხის სიმარტივის გამო ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ზეპირად, ერთხმად და ამიტომ არ ჩაიწერა სინოდის ოქმებში. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებაში ასეთი ფართე პოლემიკის საგანი გახდებოდა.

http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A1%E...83%9E%E1%83%90/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 11 2013, 04:30 PM
პოსტი #172


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამ პოსტში ავტვირთავ პატრიარქის საჯარო ნათლობების ამსახველ ვიდეოებს:
III ნათლობა :


IV - ნათლობა

VI - ნათლობა :

IX - ნათლობა :

XXVI - ნათლობა :


XXVII - ნათლობა :


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 7 2013, 02:54 PM
პოსტი #173


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ვინმე მადლიანმა მითხარით რა, როდისაა შემდეგი ნათლობა? უფრო სწორად, შემდეგი მგონი მალეა და რეგისტრაცია უკვე დამთავრებულია. იმის შემდეგი მაინტერესებს, რეგისტრაცია რომ გავიაროთ.

პ.ს. ჯერ არ გამიჩენია, მაგრამ მალე ვაპირებ და თადარიგს ვიჭერ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 7 2013, 09:41 PM
პოსტი #174


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მარიამი
გავიგებ თუ არა მარი დავწერ...

მოევლინოს ბავშვი ამ ქვეყანას და მაგას მიეხედება...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 10 2013, 12:23 PM
პოსტი #175


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(A.V.M @ Jun 7 2013, 09:41 PM) *

მარიამი
გავიგებ თუ არა მარი დავწერ...

მოევლინოს ბავშვი ამ ქვეყანას და მაგას მიეხედება...biggrin.gif

მადლობა smile.gif

ერთ კვირაში კი უნდა მოევლინოს უკვე ... smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2013, 03:23 PM
პოსტი #176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,947
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მარიამი @ Jun 10 2013, 01:23 PM) *

მადლობა smile.gif

ერთ კვირაში კი უნდა მოევლინოს უკვე ... smile.gif


ღმერთმა სასიხარულო შვილი გაგიჩინოს, მარი, ჯანმრთელი და სასახელო!!!! mpua.gif zafxuli.gif ბიჭს ელოდები თუ გოგოს?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 14 2013, 01:48 PM
პოსტი #177


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



marine
მადლობა kiss1.gif გოგოს ველოდები smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2013, 03:17 PM
პოსტი #178


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,947
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მარიამი @ Jun 14 2013, 02:48 PM) *

marine
მადლობა kiss1.gif გოგოს ველოდები smile.gif



რა კარგია!!!!!!!!!!!!! a025.gif zafxuli.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 14 2013, 03:20 PM
პოსტი #179


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მარიამი
ღმერთმა ერის სასახელო და სასიქადულო მანდილოსანი გაგიზარდოს kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2013, 03:50 PM
პოსტი #180


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,947
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(G_saxva @ Jun 14 2013, 04:20 PM) *

მარიამი
ღმერთმა ერის სასახელო და სასიქადულო მანდილოსანი გაგიზარდოს kiss1.gif

ki.gif მეც ეგ მინდა ვუსურვო rolleyes.gif და საერთოდ, მინდა რომ მარის მინიმუმ 7 შვილი ჰყავდეს rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2024 - 10:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი