IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ლიტერატურული სიახლეები
სოფი
პოსტი Oct 18 2010, 11:52 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ამ თემაში განვათავსოთ ლიტერატურული სიახლეები,მოვლენებიsmile.gif


შეგახსენებთ,რომ 15 სექტემბერს, თბილისის საკრებულოს შენობაში ლიტერატურულ კონკურს "გალას" ჟიურის პრეზენტაცია გაიმართა.
ლიტერატურული კონკურსი „გალა“ 2007 წელს მწერალ ზაალ სამადაშვილის ინიციატივით დაარსდა. წელს იგი მეოთხედ ტარდება.

IPB-ს სურათი

”გალას” გამარჯვებულებს 5 კაციანი ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში არიან: ნინო ქაჯაია (მთარგმნელი), დიმიტრი ერისთავი (მხატვარი), ზურაბ სამადაშვილი (მწერალი), ლაშა იმედაშვილი (მწერალი) და მამუკა ხერხეულიძე (მწერალი).
კონკურსში მონაწილეობას 2009-2010 წლის სექტემბრამდე გამოცემული წიგნები შესაბამისი გამომცემლობების წარდგინებით მიიღებენ. კონკურსი ექვს ნომინაციაში გაიმართება. კერძოდ, "სამაგიდო წიგნი", "წლის წიგნი", "თარგმნილი წიგნი", "საბავშვო წიგნი", "წიგნის მხატვრობა" და "წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი".

ლიტერატურულ კონკურს "გალას" სავარაუდო გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ 15 ოქტომბერს 24 გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი 120 წიგნიდან 18 ნომინანტი დაასახელა.
6 ნომინაციაში გამარჯვებულები 22 ოქტომბერს თბილისობაზე, დაჯილდოების ცერემონიალზე დედაენის ბაღში გამოვლინდებიან.
პრიზიორები 4000–ლარიან პრემიასთან "გალას" მთავარ ჯილდოს ”კოლხური ცვილის” ასლსაც მიიღებენ.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 19 2010, 12:16 AM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ბრიტანული ”ბუკერის” პრემია


ბრიტანული პრემია ”ბუკერი”, 12 ოქტომბერს გადაეცა 68 წლის ბრიტანელ მწერალს და ჟურნალისტს - ჰოვარდ ჯეიკობსონს (Howard Jacobson) ნოველისთვის ”ფინკლერის კითხვა” (The Fincler Question). ჯეიკობსონი, რომელსაც 11 წიგნი აქვს გამოცემული, პირველად მოხვდა ლიტერატურული პრემია ”ბუკერის” ე.წ. შორთ სიაში. "ფინკლერის კითხვა” იუმორისტული მოთხრობაა. 42 წლიან ისტორიაში, პირველი ეს შემთხვევაა, როდესაც იუმორისტული ნოველა წლის მთავარ ლიტერატურულ პრემიას იღებს.
ჟიურის თამვჯდომარემ ენდრიუ მოუშენმა ”ფინკლერის კითხვას” საუკეთესო მოთხრობა უწოდა. მანვე გადასცა ”ბუკერის” პრემიის ფულადი ჯილდო 50 ათასი ევროს ჩეკი.
”ფინკლერის კითხვა” მოგვითხრობს ორი მეგობრის შეხვედრის შესახებ, რომლებიც თავიანთ მასწავლებელთან ერთად, ერთ საღამოს იკრიბებიან და წარსულ დღეებს იგონებენ...

IPB-ს სურათი


ერთი-ორი სიტყვა თავად ”ბუკერის” პრემიისა და მისი ლაურიატების შესახებ: ბუკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ინგლისურ ლიტერატურაში, ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა. პირველი პრემია გაიცა 1969 წელს. 2002 წლიდან ბუკერი პრემიის სპონსორია კომპანიათა კონცერნი ”მენი”. რის გამოც პრემიის სრული ოფიიალური სახელია ”The Man Booker Prize".
"ბუკერის” პრემიის ლაურიატები არიან: აირის მერდოკი, უილიამ ჰოლდინგი, კინგსლი ემისი, სალმან რუშდი, ბენ ოკრი, კადზუო იშიგურო, გრემ სვიფტი, პიტერ კერი და სამხრეთ აფრიკელი პროზაიკოსი ჯორჯ კუტზეე. 1999 წელს ჯორჯ კუტზეე პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ბუკერი პრემია ორჯერ მოიპოვა. ორ წელიწადში ეს მიღწევა გაიმეორა ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 20 2010, 09:30 PM
პოსტი #3


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



საქართველოს მწერალთა კავშირი და ქალაქ თბილისის მერია აცხადებენ ერთობლივ კონკურსს ახალგაზრდა (35 წლამდე) პოეტთა შორის,ეს გახლავთ უკვე ტრადიციად ქცეული ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია _ მერანი , გაიცემა 3 პრემია (I,II და III ადგილისათვის).
მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ: ბიოგრაფია,ფოტოსურათი და 10 ლექსი.განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.დაჯილდოება გაიმართება 4 დეკემბერს.
მისამართი: საქართველოს მწერალთა კავშირი_ მაჩაბლის 11;
merani-merani@mail.ru; ტელ:307824

ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიის საპრიზო ფონდი:

I პრემია _ 1500ლარი
II პრემია _ 1OO0 ლარი
III პრემია _ 750 ლარი

სამი წამახალისებელი პრემია _თითოეული 5 00-500 ლარის ოდენობით.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 21 2010, 04:49 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(სოფი @ Oct 20 2010, 09:30 PM) *

საქართველოს მწერალთა კავშირი და ქალაქ თბილისის მერია აცხადებენ ერთობლივ კონკურსს ახალგაზრდა (35 წლამდე) პოეტთა შორის


რა სამწუხაროა რომ ასაკი შეზღუდულია... smile.gif ეჰ, დავბერებულვარ... smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 21 2010, 11:02 PM
პოსტი #5


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



marine
ციტატა
ეჰ, დავბერებულვარ.

კაი აბა, რას ამბობ მარინე,რა დროს შენი სიბერეა kiss1.gif

სხვა კონკურსში სცდი ბედსsmile.gif


ნობელის პრემია 2010

7 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია მიანიჭა ცნობილ ლათინურამერიკელ მწერალს მარიო ვარგას ლიოსას. პერუელი მწერალი, რომელსაც ლიტერატურათმცოდნეები „მოდერნიზმის უდიდეს წარმომადგენელს“ უწოდებენ, მთელ მსოფლიოშია ცნობილი რომანებით „დეიდა ხულია და მოკალმე“, „ომი და სამყაროს დასასრული“, „საუბარი ‘ტაძარში’“. როდესაც ლიტერატურის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის სახელი გამოაცხადა, შვეციის აკადემიის მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას უწოდა შემოქმედი, რომელიც საკუთარ ნოველებში „პიროვნების გათავისუფლებას“ ესწრაფვის.
„მისი შემოქმედების უმთავრესი თემაა განთავისუფლება, ამბოხება, ნებისმიერი სახის ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისუფლების მოპოვება და შემდეგ გამარჯვება.“

74 წლის პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა ლიტერტურის ასპარეზზე 1960 წელს გამოვიდა და სულ მალე მოიპოვა აღიარება მწვავე პოლიტიკური თემებითა და მოდერნისტული სტილით. მანამდე მწერალი ერთი ხანობა მუშაობდა როგორც ენის მასწავლებელი და „ფრანს პრესის სააგენტოს“ ჟურნალისტი. მარიო ვარგას ლიოსა ითვლება ასევე ლიტერატურის თეორიის სპეციალისტად, ავტორია ლიტერატურულ შემოქმედებაზე გამოცემული რამდენიმე წიგნის და ესეების კრებულისა. თუმცა მარიო ვარგას ლიოსას მსოფლიო აღიარება მოუტანა მისმა რომანებმა „დეიდა ხულიადა მოკალმე“, „ომი და სამყაროს დასასრული“ და „საუბარი ‘ტაძარში’“. 1995 წელს მარიო ვარგას ლიოსას მიენიჭა სერვანტესის პრემია, რაც ყველაზე დიდ ლიტერატურულ ჯილდოდ ითვლება ესპანურენოვან მსოფლიოში.

IPB-ს სურათი


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 28 2010, 05:52 PM
პოსტი #6


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



დასრულდა ლიტერატურული კონკურსი „გალა"


24 გამომცემლობის მიერ წარდგენილი 120 წიგნიდან ჟიურიმ 17 კონკურსანტი შეარჩია. გამარჯვებული ავტორები კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლითა და 4000 ლარით დაჯილდოვდნენ. „წლის წიგნის“ ნომინაციაში გამარჯვებული კი კულტურის სამინისტრომ საწერი მაგიდითა და სავარძლითაც დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონიას უძღვებოდა მსახიობი ზურაბ ყიფშიძე.

ნომინაციაში „თარგმნილი წიგნი“ მონაწილეობდნენ მწერლები: ანა კორძაია-სამადაშვილი, ლია ჩლაიძე და ირმა ტაველიძე. პრიზი ლია ჩლაიძეს ერგო ორჰან ფამუქის რომანის „მე მქვია წითელი“ თარგმანისთვის.
ნომინაციაში „წიგნის მხატვრობა“ წარდგენილნი იყვნენ: ნინო გურაბანიძე წიგნით სულხან-საბა ორბელიანის „სინრძნე სიცრუისა“, თემურ ფხაკაძე ზაალ სამადაშვილის წიგნით „მოთხრობები ბიჭებისთვის“, თინათინ ჩხიკვიშვილი მაყვალა მრევლიშვილის „ლექსებით“ და დალი რუხაძე „ქართული საბავშვო მოთხრობით“. ამ ნომინაციაში გამარჯვებული თინათინ ჩხიკვიშვილი გახდა.

„საბავშვო წიგნის“ ნომინაციაში გაიმარჯვა ნინო ებრალიძემ წიგნით „საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის“, რომელსაც კონკურენციას უწევდა თეა ლომიძის „წერილი ბოთლში“.

„წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტის“ ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ გია დარსალია („აუცილებელი საკითხავი“), კახა თოლორდავა („საუბრები ჯაზზე“), ბაკურ სულაკაური („მსოფლიო კლასიკა“). გაიმარჯვა კახა თოლორდავამ პროექტით „საუბრები ჯაზზე“.

„სამაგიდო წიგნის“ ნომინაციაში გაიმარჯვა გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ რედაქტორის, თამარ ფხაკაძის, წიგნმა „გმირი“. ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო იამზე გაგუას წიგნი „სიტყვები და დიალოგები“. წლის წიგნი გახდა ზურაბ ლეჟავას „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“. ამ ნომინაციაში მან აჯობა ისეთ მწერლებს, როგორებიც არიან ირაკლი ქასრაშვილი („სოკრატე“) და ამირან სვიმონიშვილი (კრებული „სამკვიდრო“). კულტურის სამინისტროს სპეციალური საჩუქარიც, სწორედ, ზურაბ ლეჟავას ერგო.

ლიტერატურული კონკურსი „გალა“ წელს მეოთხედ გაიმართა, როგორც ცნობილი გახდა, 2011 წლისთვის მას ახალი ნომინაცია „საუკეთესო სცენარი“ დაემატება.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 31 2010, 07:24 PM
პოსტი #7


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



სასიხარულო სიახლეsmile.gif

7 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, ასტრიდ ლინდგრენის (ამ მწერლის გაგონებაზე ალბათ „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ გაგახსენდათ smile.gif ) პრემიის საორგანიზაციო კომიტეტმა პრემია "ალმას" 2011 წლის ნომინანტთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც პირველად პრემიის არსებობის ისტორიაში, საქართველოს წარმომადგენელიც შევიდა. ეს არის საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო".

პრემია "ალმა" ( The Astrid Lindgren Memorial Award),შვედეთის მთავრობის მიერ 2002 წელს დაარსებული,შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის საპატივსაცემოდ, რანგით და მნიშვნელობით ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში და მას, სხვაგვარად, "საბავშვო ნობელსაც" უწოდებენ.

თავად ასტრიდ ლინდგრენი

IPB-ს სურათი

თუ უფრო მეტი გაინტერესებთ აღ. პრემიის შესახებ,შეგიძლიათ ეწვიოთ ამ საიტს http://www.alma.se/en/
"Good Literature Gives the Child a Place in the World...
...and the world a place in the child."

ახლა "ლიბოს" შესახებ. ფონდ "ლიბოს" დამაარსებლები არიან მწერლები მარიამ წიკლაური და ირმა მალაციძე.

ინტერვიუს ნაწყვეტი ჟურნალ "გუმბათიდან"

"ალმაზე" როგორ მოხვდით?

მარიამ წიკლაური: ცოტა შორიდან დავიწყებ: ჩვენ დავაარსეთ ფონდი ანუ ორგანიზაცია "ლიბო" (ეს აბრევიატურაა: ლიტერატურული ინოვაციები და ბავშვთა ორიენტირები), რომელსაც არასდროს ჰქონია არანაირი ფული, მაგრამ ფონდის სახელით დავაარსეთ საბავშვო წიგნის დღე – 27 ოქტომბერი, (ის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება) და ყოველ წელს ვაკეთებდით ქართული წიგნის გამოფენებს, ალმანახი გამოვეცით სახალხო ბანკის დახმარებით, რომელმაც სასტამბო ფული დაფარა მხოლოდ, დანარჩენი შრომა – უჰონორაროდ და უხელფასოდ, – ჩვენი იყო, და ისე მოხდა, რომ შვედეთიდან ჩამოსულმა მწერლებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს ჩვენს საქმანობაზე და ერთობლივი სემინარი ჩავატარეთ, მერე კი შვედეთშიც წაგვიყვანეს.


მარიამ წიკლაური: ველოდებით 29 მარტს, როდესაც ერთ გამარჯვებულს დაასახელებენ, 1 ივნისს კი მიიწვევენ სტოკჰოლმში დასაჯილდოებლად.



როგორც მარიამი და ირმა აცხადებენ,გამარჯვებაზე არც კი ფიქრობენ,მაგრამ ის ფაქტი,რომ პირველად პრემიის არსებობის ისტორიაში, საქართველოს წარმომადგენელიც შევიდა,უკვე დიდი წარმატებაა ჩვენთვისsmile.gif




"იქ წლობით შეიძლება იყო წარდგენილი და ვერაფერი მიიღო ან, პირიქით, გაგიმართლოს და დაიმსახურო ეს უზარმაზარი პრემია."


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Oct 31 2010, 08:44 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



გამიხარდა smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Nov 29 2010, 01:22 PM
პოსტი #9


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



თემა "შემეცნებითი საუბრებიდან" დავაკოპირე biggrin.gif

თუ ვინმეს დაგაინტერესათ:

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი)

ოთხშაბათი _ 1.12.10 _ საქართველოს მწერალთა კავშირის საღამო.
მსჯავრდებულ გიორგი დავითის_ძე კილაძის წიგნ "დილეგი"-ს პირველი ნაწილის _ "პირველი ტკივილების" განხილვა. (18:00 სთ.)

ხუთშაბათი _ 2.12.10 _ წარედგინება პოეტ კახაბერ კაპანაძის წიგნი _ "მზე სიცოცხლისა" (18:00 სთ.)


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Dec 30 2010, 11:30 PM
პოსტი #10


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია “საუკეთესო ქართული რომანი 2009-2010” რომანისათვის “მამლუქი” აკა მორჩილაძეს გადაეცა. გამარჯვებული 10 000 ლარით დაჯილდოვდა.

კონკურსში 20 ავტორი მონაწილეობდა.

მეორე ადგილზე ზაზა ბურჭულაძის რომანი “აბიბასი” გავიდა, ხოლო, მესამე ადგილი რომანით “ლიტერატურლი ექსპრესი” ლაშა ბუღაძემ დაიკავა.

ოცკაციანმა ჟიურიმ გამარჯვებული რომანი ხმათა უმრავლესობით დაასახელა. ჟიურიში ილიას უნვიერსიტეტის ცხრა სტუდენტი და 11 ლექტორი შედიოდა. ,,კონკურსის მიზანი საქართველოში ლიტერატურის სტიმულირება იყო. წელს კონკურსში სულ 20 რომანი მონაწილეობდა.


--------------------------

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ორი დღის განმავლობაში თანამედროვე მწერლებს მასპინძლობდა. ასეთი იყო გამომცემლობა „დიოგენეს“ გადაწყვეტილება, რადგან სწორედ მისი ორგანიზებით, სამ წლიანი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთი 2010 წლის „Penმარათონი“ გაიმართა. საკონკურსო თემა, რომელიც (წინასწარ არავინ იცოდა) კონკურსანტებს 30 საათის განმავლობაში უნდა შეექმნათ, ამგვარი გახლდათ - „მგზავრის წერილები“.


27 კონკურსანტიდან სამი საპრიზო ადგილის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილია. ასევე ცნობილია ის ათი ადამიანი,რომლის მოთხრობებიც შევიდა გამომცემლობა დიოგენეს მიერ გამოცემულ მოთხრობათა კრებულში.
ნინო გუგეშაშვილი, კიდევ ერთხელ გახდა პენ მართონის გამარჯვებული, სამი ათასი ლარი და სპეციალური ვერცხლის პრიზი სწორედ მას ერგო, მოთხრობისთვის,რომელიც სპეციალურად კონკურსისთვის ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში დაწერა.

ბესო სოლომონაშვილმა ფულადი ჯილდო 1500 ლარი მიიღო, მას ჟიურისგან კონკურსის მეორე ადგილი ერგო.

ირმა არჩუაშვილმა მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო 1000 ლარი მიიღო.

სამივე მათგანის მოთხრობა შევიდა ათ საუკეთესო მოთხრობაში,რომელიც "დიოგენემ"კრებულის სახით გამოუშვა.

ჯანო ჯიქიძე, პაატა ბერიკაშვილი, თამუნა ნადარეიშვილი,მაკა ლდოკონენი,თამაზ დევიძე, სოფო ვარდიაშვილი და ლევან ლორი იმ შვიდი მოთხრობის ავტორები არიან,რომლებიც ასევე მოხვდა კრებულში.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას ცნობილი მწერლებიც იღებდნენ. მათ შორის ზურაბ ლეჟავა, გალას მფლობელი, თეონა დოლენჯაშვილი, ლიტერატურული პრემია საბას ორგზის გამარჯვებული, ბესო ხვედელიძე და სხვები.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 30 2010, 11:42 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




გავიგე ეს ამბავი. გამიხარდა.
კარგი ბიჭია და შეარგოს smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 19 2011, 05:02 PM
პოსტი #12


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



დავით მაღრაძე და ბესიკ ხარანაული წარდგენილნი არიან ნობელის პრემიაზე 2011 წლისათვის.

წარგდენილია ბესიკის "ამბა ბესარიონი" და ლექსები.
ხოლო დავით მაღრაძის ნობელის პრემიაზე წარდგენის დროს გაითვალისწინეს მთელი მისი შემოქმედება,ამაში შედის კრებული „სალვე", რომელიც ნათარგმნია თურქულად, გერმანულად, იტალიურად, რუსულად. ასევე, მეორე წიგნი_ „შენთვის", რომელიც ინგლისურადაა ნათარგმნი.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 14 2011, 02:10 PM
პოსტი #13


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



10 ივლისს, თიბისი ბანკის ეზოში, პრემია “საბას” რიგით მე-9 დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელიც, მოწვეულ სტუმრებთან და მწერლებთან ერთად, ფართო საზოგადოებამ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში იხილა.
ცერემონიაზე ცნობილი გახდა წლევანდელი ჟიურის წევრების ვინაობა და ის გამარჯვებულებიც, რომლებიც ჟიურიმ 2010 წლის საუკეთესო ავტორებად დაასახელა. კერძოდ:

1. საუკეთესო დებიუტი – თამთა მელაშვილის “გათვლა” (დიოგენე)
2. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – ნუგზარ მუზაშვილის “გაქცევა ისტორიიდან” (დიოგენე) და შოთა იათაშვილის “დალაგება” (საუნჯე)
3. საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – პაატა ქურდაძის “ფსიქოდელიური ქრონიკა” (სიესტა)
4. საუკეთესო თარგმანი – გიორგი ლობჟანიძე, საადი შირაზელის “გოლესთანი” (კავკასიური სახლი)
5. საუკეთესო პიესა – თამაზ ექვთიმიშვილის “პუანტები”
6. საუკეთესო პროზაული კრებული – მაკა მიქელაძის “მე და ჩემი კუსტურიცა” (სიესტა)
7. საუკეთესო პოეტური კრებული – გივი ალხაზიშვილის “ჩაბრუნებული მზერა” (საუნჯე)
8. საუკეთესო რომანი – ერლომ ახვლედიანის “კოღო ქალაქში” (სიესტა)
9. ხოლო პრემია “საბა” ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა ბატონ ვახტანგ ჯავახაძეს.

გამარჯვებულებს, “საბას” პრიზებთან ერთად, თიბისი ბანკმა სოლიდური ფულადი პრემიები გადასცა. წლევანდელი საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 1 2013, 05:03 PM
პოსტი #14


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



2013 წლის „საბას“ კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა. იხილეთ საკონკურსო წიგნების ჩამონათვალი:

http://saba.com.ge/content/download/sabalonglist.pdf

ლურჯად აღნიშნული წიგნები შეგიძლიათ წაიკითხოთ ელექტრონული სახით.

ვინც ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში ( http://saba.com.ge ) და შეიძინოთ ელ. წიგნები, შეავსოთ ვირტუალური თაროები.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 08:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი