გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
გლახა |
Nov 14 2006, 01:07 PM
პოსტი
#41
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
დათიკო
ციტატა ეხლა ვეძებ იმ მტკიცებულებებს საეკლესიო კრებებიდან და მამათა შრომებიდან, სადაც ინსტუმენტყული მუსიკის აკრძალვაა. დათიკო ახლა ასეთი შეკითხვა (შეკითხვები) მაქვს შენთან: ვინ შეჰქმნა მუსიკა? ...და თუკი არ შეიძლება ღმერთს ხოტბა შეასხა ინსტრუმენტებით, რატომ უნდა შეიძლებოდეს, რომ ქრისტიანმა ადამიანმა სხვაგან სადმე ანსამბლში დაუკრას რაიმე ინსტრუმენტი და ან საერთოდ მოუსმინოს თანამედროვე ინსტრუმენტებით აჟღერებულ მუსიკას? |
დათიკო |
Nov 14 2006, 10:34 PM
პოსტი
#42
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
glaxa
ციტატა ვინ შეჰქმნა მუსიკა? ღმერთმა შექმნა მუსიკა, ისევე როგორც სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე ისე უფრო დეტალურად ჩემს ზედა პოსტებში წერია და იმ სტატიებში მე რაც დავდე. ეს ერთ-ერთი ლინკია, სადაც ამომწურავადაა ეს ინფორმაცია. http://www.12urokovpravoslavia.ru/muzstatya.htm იქ საუბარია იმაზე რომ პირველი ე.წ. მომღერლები ანგელოზები იყვნენ. იქვე საუბარია იმაზე თუ როგორ ვითარებაში ჩაისახა ინსტრუმენტებიც. ეს კაენის შტოს დამსახურებაა. ციტატა და თუკი არ შეიძლება ღმერთს ხოტბა შეასხა ინსტრუმენტებით ვინ თქვა რომ არ შიელძლება? მე სიგიჟემდე მიყვარს ბახის იოანეს და მათეს ვნებანი. ჰ მოლ მესა და სხვა აუარებელი საორღანო თუ არასაორღანო ნაწარმოებები. მაგრამ ამ ნაწარმოებთა ეკლსიაში საღვთო ლიტურგიის დროს გამოიყენება არ შეიძლება. ამ მიზეზებზე სწორედ ახლა მიდის საუბარი და ძლიან მალე შევეცდები დავდო საეკლესიო კრებათა დადგენილებების, სადაც ეს ოფიციალურადაა დამტკიცებული. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ მუსიკას, მისი ადგილი საკონცერტო დარბაზშია და არა ეკლესიაში. ჩვენ ღმერთი უნდა ვადიდოთ ყველა არსებული ხერხით, მათ შორის მუსიკითაც. მე თვითონ მუსიკოსი ვარ და ვცდილობ თვითეული ნოტი უფლის სადიდებლად ავიღო. აქვე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი მუსიკა შესაძლებელია სულისთვის მარგებელი იყოს, მაგრამ მათი ლიტურგიკული დანიშნულებით გამოყენება არ შეიძლება. პარალელს გავიყვან: ისეთი ლიტერატურის მსგავსად, რომელიც მარგებელია სულისთვის, მაგრამ ღვთის მსახურებისას არ გამოიყენება. მაგალითად ბასილი დიდის ექვსთა დღეთა, ხოლო იგივე ბასილი დიდის მიერ არის დაწერილი ლიტურგია, რაც გამოიყენება ეკლესიში ღვთისმსახურებისას. |
დათიკო |
Nov 15 2006, 12:03 AM
პოსტი
#43
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა მე მგონია რომ ყველანაირი ინსტრუმენტით შეიძლება ხოტბა შეასხა ღმერთს.... კი, მასეა ციტატა და ყველგან ყველგან, ეკლესიის გარდა |
მნათე |
Nov 17 2006, 02:07 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
დათიკო შენ უფრო ლიბერალური მიდგომა გაქვს. . .
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Nov 17 2006, 03:04 PM
პოსტი
#45
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
mnate
ციტატა დათიკო შენ უფრო ლიბერალური მიდგომა გაქვს. რას გულისხმობ? |
მნათე |
Nov 17 2006, 03:18 PM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რას გულისხმობ? არაფერს. . კარგი მიდგომა გაქვს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Nov 22 2006, 08:13 PM
პოსტი
#47
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
აღნიშნული საკითხის შესახებ ვესაუბრე სასულიერო აკადემიის ეკლესიის ისტორიის ლექტორს მამა გიორგის (საბიაშვილი), სასულიერო აკადემიის დეკანს საეკლესიო სამართლის ლექტორს იღუმენ დოსითეოსს და ასევე კანონისტიც შეეცადა მოეძია გარკვეული ცნობები ამ საკითხის შესახებ.
მოკლედ როგორც აღმოჩნდა არანაირი კანონი ინსტრუმენტთა ტაძარში გამოყენების შესახებ არ არსებობს. არის მხოლოდ ტრადიცია მისი არგამოყენებისა ანუ ეს საკითხი მხოლოდ ეკლესიის ტრადიციას ეფუძნება. |
კანუდოსელი |
Nov 22 2006, 09:12 PM
პოსტი
#48
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
აღნიშნული საკითხის შესახებ ვესაუბრე სასულიერო აკადემიის ეკლესიის ისტორიის ლექტორს მამა გიორგის (საბიაშვილი), სასულიერო აკადემიის დეკანს საეკლესიო სამართლის ლექტორს იღუმენ დოსითეოსს და ასევე კანონისტიც შეეცადა მოეძია გარკვეული ცნობები ამ საკითხის შესახებ. მოკლედ როგორც აღმოჩნდა არანაირი კანონი ინსტრუმენტთა ტაძარში გამოყენების შესახებ არ არსებობს. არის მხოლოდ ტრადიცია მისი არგამოყენებისა ანუ ეს საკითხი მხოლოდ ეკლესიის ტრადიციას ეფუძნება. აგაშენებს ღმერთი... ასე, რაა, გასაგებად და მოკლედ .. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
mariana |
Apr 30 2007, 11:09 AM
პოსტი
#49
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 10-April 07 წევრი № 1,620 |
ზოგ ზოგიერთების არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან მისაღებად მიმაჩნია ინსტრუმენტის თანხლებით გალობა. მუსიკა ხომ რაიმე გრძნობის ბგერებით გადმოცემაა. ხოლო ინსტრუმენტები ისეთი ადამიანებისთვის არის მოგონილი ვინც კარგი ვოკალით არ დააჯილდოვა ღმერთმა, მაგრამ უბოძა მუსიკალური სმენა.ვოკალი ხომ ინსტრუმენტია რომელიც ადამიანს ბუნებრივად აქვს ინსტრუმენტი კი მისი ხელივნური შემცვლელია. რატომ არ შეიძლება ადამიანმა ღვთისადმი სიყვარული ინსტრუმენტით გადმოსცეს? მუსიკაში ხომ მთავარი ის გრძნობაა რაზეც საუბარია და თუ მუსიკოს შეუძლია ამის გადმოცემა რატომ არ უნდა გააკეთოს ეს ინსტრუმენტით? მეეჭვება ღმერთი წინაამღდეგი იყოს ვინმემ ის მუსიკით ადიდოს.
|
Iona |
Apr 30 2007, 10:31 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა აღნიშნული საკითხის შესახებ ვესაუბრე სასულიერო აკადემიის ეკლესიის ისტორიის ლექტორს მამა გიორგის (საბიაშვილი), სასულიერო აკადემიის დეკანს საეკლესიო სამართლის ლექტორს იღუმენ დოსითეოსს და ასევე კანონისტიც შეეცადა მოეძია გარკვეული ცნობები ამ საკითხის შესახებ. მოკლედ როგორც აღმოჩნდა არანაირი კანონი ინსტრუმენტთა ტაძარში გამოყენების შესახებ არ არსებობს. არის მხოლოდ ტრადიცია მისი არგამოყენებისა ანუ ეს საკითხი მხოლოდ ეკლესიის ტრადიციას ეფუძნება. დადგენილებების არ ქონა იმაზე მიუთითებს რომ როგორც ჩანს არავის არ მოსვლია თავში ასეტი რამე ისე რომ სერიოზული მოძრაობა ყოფილლიყო ამის მომხრეთა. გალობა არის ლოცვა. სალამურით როგორ უნდა ილოცოს კაცმა ? პ.ს ყველაფერზე დადგნილება ხომ არ შეიძლება იყოს ?! ასეთი რაღაცეები უბრალოდ უნდა ზურგის ტვინით მიხვდე -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მნათე |
Apr 30 2007, 11:34 PM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
Iona
ზედმეტად თამამ განცხადებას აკეთებ.. შენეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობ და ზურგის ტვინის უფუნქციობამდე ერთუჯრედიანები გამოგყავართ (მეტად ქრისტეანული საქციელია ვერაფერს იტყვი) სინამდვილეში კი ადამიანთა ერთი ნაწილი შესანიშნავად უგალობს უფალს ყოველივეთი... წინწილით, ბუკით და ა.შ.. ეს არავის აუკრძალავს და ისტორიის უვიცობაა იმის 'მოთხრა' რომ თავში არავის მოსვლია - იმ დროს როცა რომის ეკლესია ჯერ კიდევ ეკლესიაში იყო, ისევე გუგუნებდა ორღანი როგორც დღეს ასე რომ რამდენჯერ უნდა შევნიშნოთ შეეშვით დოგმატიკის აღრევას ხელოვნებაში - თქვა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Iona |
May 1 2007, 12:06 AM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
მნათე
ჭეშმარიტების ბურჯი ხარ შენ!:) ციტატა ზედმეტად თამამ განცხადებას აკეთებ.. შენეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობ და ზურგის ტვინის უფუნქციობამდე ერთუჯრედიანები გამოგყავართ (მეტად ქრისტეანული საქციელია ვერაფერს იტყვი) სინამდვილეში კი ადამიანთა ერთი ნაწილი შესანიშნავად უგალობს უფალს ყოველივეთი.. ყველაფერი რატომღაც ყვეალზე საშინელ ტონებში გესმის. გალობა არის ლოცვა. ხომ არის. ხოდა უნდა ვილოცოთ სიტყვებით. კათოლიკეები და პროტესტანტები მასე როკ კონცერტებსაც მართავენ ეკლესიებში მარა რა ?! ჩემი აზრით საშინელებაა. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მნათე |
May 1 2007, 12:26 AM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ჭეშმარიტების ბურჯი ხარ შენ!:) ვაიმე აწი "მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა" - მეოთხე წერვად მომიხსენიეთ ციტატა ყველაფერი რატომღაც ყვეალზე საშინელ ტონებში გესმის. არა მე პოლიფონიას მომაჩვიეს ციტატა გალობა არის ლოცვა. ხომ არის. ხოდა უნდა ვილოცოთ სიტყვებით. გალობა არის ლოცვა, განწყობით.. რადგან ტონალობა განწყობას ქმნის ციტატა კათოლიკეები და პროტესტანტები მასე როკ კონცერტებსაც მართავენ ეკლესიებში მარა რა ?! ჩემი აზრით საშინელებაა. როკს ვერ ვიტან, მაგრამ ბაყაყის ყიყინიც შეიწირა უფალმა - თავის ადგილზე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
May 1 2007, 05:02 AM
პოსტი
#54
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ზოგ ზოგიერთების არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან მისაღებად მიმაჩნია ინსტრუმენტის თანხლებით გალობა. მუსიკა ხომ რაიმე გრძნობის ბგერებით გადმოცემაა. ხოლო ინსტრუმენტები ისეთი ადამიანებისთვის არის მოგონილი ვინც კარგი ვოკალით არ დააჯილდოვა ღმერთმა, მაგრამ უბოძა მუსიკალური სმენა.ვოკალი ხომ ინსტრუმენტია რომელიც ადამიანს ბუნებრივად აქვს ინსტრუმენტი კი მისი ხელივნური შემცვლელია. რატომ არ შეიძლება ადამიანმა ღვთისადმი სიყვარული ინსტრუმენტით გადმოსცეს? მუსიკაში ხომ მთავარი ის გრძნობაა რაზეც საუბარია და თუ მუსიკოს შეუძლია ამის გადმოცემა რატომ არ უნდა გააკეთოს ეს ინსტრუმენტით? მეეჭვება ღმერთი წინაამღდეგი იყოს ვინმემ ის მუსიკით ადიდოს. ნეტა დაუშვან გალობა ინსტრუმენტების თანხლებით და დიდი სიამოვნებით დავუკრავდი ვიოლინოზე, შევკრიბავდი კამერულ ორკესტრს და...აბა წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება ორკესტრთან ერთად პატრიარქის კირიე ელეისონი? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
May 1 2007, 10:27 AM
პოსტი
#55
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ზებედე
ციტატა აბა წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება ორკესტრთან ერთად პატრიარქის კირიე ელეისონი? იმედია ხუმრობ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
May 1 2007, 01:15 PM
პოსტი
#56
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა იმედია ხუმრობ უნდა გაგიცრუო იმედები ზებედე, ვიოლინოზე არ იყო საუბარი და დასარტამ ინსტრუმენტებზე, არამედ მხოლოდ ორღანზე, შენი ორკესტრით კი კონცერტს კარგად ჩაატარებ და არა ლოცვას, მართლა სადღაც ხომ უნდა გადიოდეს ზღვარი კონცერტსა და ლოცვას შორის? მუხრუჭები გაგეცვითა ამ ბოლო დროს, თავად "ქართული გალობის "დამცვლემა ( ყოჩაღ), უცებ ძველ ქართულს შეუტიე, მერე სინოდის განჩინებას, ახლა ოქროპირის წირვას... ფრთხილად ძამიკო! დამატების სახით: მამა დოსითეოზის და კანონისტის ინფორმაცია საინტერესო იყო, როდესაც ამას ვწერდი, აქვე ახლოს სამხრეთ ამერიკელმა კათოლიკე ბერებმა ლოცვა დაიწყეს სამი გიტარის თანხლებით, "იესოო შენ ხარ ჩემი მხსნელიიიი, რა კარგიააა" აი როგორც სექტებშია ზუსტი ასლი... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
May 1 2007, 01:31 PM
პოსტი
#57
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მართლა ასე ამბობენ, რა კარგიაო , კარგია კარგგი თქო წაეხმარე შენც
გუჯას მონახაზით, რომ წირვა ცატარდეს, იცით ვს დავემსგავსებით, ფერადკანიანების ეკლესიას, ტან რომ გალობენ თუ ამას გალობა სეიძლება ეწოდოს, თან, რომ ცეკვავენ და ტაშშ უკრავენ ან ის არ გახსენდებათ რაღაც გაურკვეველი მიმდინარეობის ქადაგებები, რომ გადიოდა ხოლმე ადრე ტვ-თი, დაყენებული ღიმილით იყო ყოველთვის მისი წამყვანი ჩვეულებრივი სამოქალაქო სტილზე იყო ცაცმული, ხალხს ექსტაზში აგდებდა, ტიროდნენ ხელს ცაკიდებდნენ ერთმანეტს, ერთხელ ეს კაცი გამოვიდა და სახლიდან აგდებდა სიღარიბეს იესოს სახელით, მე ასე ვქნეი და განიდევნაო. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
mariana |
May 1 2007, 02:44 PM
პოსტი
#58
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 10-April 07 წევრი № 1,620 |
თუ ტაძარში ინსტრუმენტებით შეასრულებენ გალობას ეს არ ნიშნავს რომ კონცერტს დაემსგავსება წირვა. გალობა ღვთიასდმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოებია, სადაც ღვთისადმი სიყვარულია გადმოცემული როგორც ლოცვებში. მასში ღმერთს ადიდებენ. თუ ლოცვაში ამას სიტყვებით გამოხატავენ მუსიკაში ეს ბგერებით ხორციელდება. მთავარია ნაწარმოები ამ მოთხოვნას პასუხობდეს. ინსტრუმენტს კი მნიშვნელობა არ აქვს. ამ გრძნობების გადმოცემა ნებისმიერი ინსტრუმენტით შეიძლება კარგ შემსრულებელის მეშვეობით.ფერადკანიანების ასევთქვათ გალობა კი ამ მოთხოვნას არ ასრულებს. იმ ნაწარმოებებში ღვთისადმი სიყვარულზე არ ლაპარაკობენ. ის მართლა კონცერტია. დარწმუნებულივარ ზებედე მშვენივრად შეძლებს ღმერთი ადიდოს მუსიკით, ზუსტად შეძლებს იმ გრძნობის გადმოცემას.
|
ზებედე |
May 1 2007, 04:20 PM
პოსტი
#59
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
უნდა გაგიცრუო იმედები მეც უნდა გაგიცრუო იმედები მე დავწერე რომ გალობა ლამაზი იქნებოდა ორკესტრთან ერთად, მე არ დამიწერია რომ წირვაზე საგალობლები უნდა შესრულდეს ორკესტრთან ერთად, და კამერული ორკესტრი პატრიარქის წირვაზე დაუკრავსთქო ჩემმა მეგობარმა არანჟირება გააკეთა პატრიარქის კირიე-ელეისონის ორკესტრული ხმებით, და ლამაზი გამოვიდა....ანუ მე საუბარი მაქვს თანამედროვე საგალობლების ინსტრუმენტთან ერთად გალობაზე, მაგრამ არა წირვაზე! აბა წარმოუდგენელია შემოქმედის, გელათის, იყალთოს სკოლის საგალობლები რომელიმე ინსტრუმენტის თანხლებით შეასრულო, ეს გამორიცხულია.... ზებედე, ვიოლინოზე არ იყო საუბარი და დასარტამ ინსტრუმენტებზე, არამედ მხოლოდ ორღანზე, შენი ორკესტრით კი კონცერტს კარგად ჩაატარებ და არა ლოცვას ჩაგვიტარებია და კარგი კონცერტი იყო, ბოდბის მონასტრის ეზოში თანაც პატრიარქის კურთხევით ნახეთ რა "პატარა" ვარ ამ ფოტოში 2000 წელს -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ეკუმენისტი |
May 1 2007, 07:31 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
თუ ტაძარში ინსტრუმენტებით შეასრულებენ გალობას ეს არ ნიშნავს რომ კონცერტს დაემსგავსება წირვა. გალობა ღვთიასდმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოებია, სადაც ღვთისადმი სიყვარულია გადმოცემული როგორც ლოცვებში. მასში ღმერთს ადიდებენ. თუ ლოცვაში ამას სიტყვებით გამოხატავენ მუსიკაში ეს ბგერებით ხორციელდება. მთავარია ნაწარმოები ამ მოთხოვნას პასუხობდეს. ინსტრუმენტს კი მნიშვნელობა არ აქვს. ამ გრძნობების გადმოცემა ნებისმიერი ინსტრუმენტით შეიძლება კარგ შემსრულებელის მეშვეობით.ფერადკანიანების ასევთქვათ გალობა კი ამ მოთხოვნას არ ასრულებს. იმ ნაწარმოებებში ღვთისადმი სიყვარულზე არ ლაპარაკობენ. ის მართლა კონცერტია. დარწმუნებულივარ ზებედე მშვენივრად შეძლებს ღმერთი ადიდოს მუსიკით, ზუსტად შეძლებს იმ გრძნობის გადმოცემას. მარიანა, უფალი არ ითხოვს რომ საგალობელს აკომპანიმენტი გაუკეთონ ინსტრუმენტებით წირვაზე, მხოლოდ ადამიანების მიერ შესრულებული გალობაც საკმარისია და შეიწირება თუმცა ინდივიდუალურად შეიძლება ინსტრუმენტით ადიდო უფალი, საესტრადო სიმღერებიც არის მაგ: ნანი ბრეგვაძე მღერის ღვთისმშობელზე სიმღერას, რასაც ინსტრუმენტული არანჟირებით ასრულებს....წმ. სინოდმა განაჩინა რომ ეკლესიებში იგალობებოდეს ძველი ქართული საგალობლები, რომლებზეც ინსტრუმენტის ჩანაცვლება ან აყოლა დამახინჯება იქნება და ულამაზო. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი