IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პტრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები, (ამბიონიდან ქადაგების გარდა)
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 01:19 AM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოკლედ ამ ფორუმზე უამრავი თემაა,რომელიც გახსნილია პატრიარქის ერთი კონკრეტული განცხადების ან წარმოთქმული სიტყვის შესახებ,რომლებიც მცირე ხანში მივიწყებული ხდება.რის გამოც არის უამრავი თემა და მათგან უმცირესია შედარებით აქტუალური.ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი სიტყვები და განცხადებები ყველა ამ თემაში მოვაქციოთ,სხვა უსარგებლო თემები კი დავხუროთ...
------------------------------------------

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

20 სექტემბერი, 2004 წელი

. . .
თქვენ აქ, უნივერსიტეტში მოხვედით არა მარტო იმისათვის, რათა ცოდნა მიიღოთ, არამედ უნდა განმტკიცდეს თქვენი ზნეობა. თქვენ უნდა დაინახოთ, თუ რა არის მთავარი. ეს არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ზნეობრივი ფასეულობანი. თქვენი ცხოვრებით სულიერი ჯვარი უნდა შექმნათ. ვერტიკალური ძელი ამ სულიერი ჯვრისა არის სწრაფვა ღვთისაკენ, ჰორიზონტალური კი - სწრაფვა ადამიანებისაკენ. სულიერი ჯვრის გამოსახვა თავისი ცხოვრების წესით - ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია.
+ + +

წყარო, წიგნიდან: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II
მეცნიერების, განათლების, კულტურის და ხელოვნების შესახებ (1977 - 2004 წ.წ.)
თბილისი, გამომცემლობა "გეოკერია" 2004; გვ.209.
-------------------------------------------------------

"ერთხელ უწმიდესს ჰკითხეს: თქვენი მიტრა ოქროსიაო? - მან კი მიუგო: ეს ძალიან მძიმეა, ეს ეკლის გვირგვინიაო!"
-------------------------------------------------------
"ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით, ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭელს. მეჭურჭლემ იცის, რამდენ ხანს და რა ტემპერატურაზე სჭირდება მას გამოწვა; თუ ცეცხლზე ზედმეტ ხანს გააჩერებს, დასკდება, ხოლო თუ ცოტა ხანს - ნესტიანი დარჩება და გამოსაყენებლად უვარგისი იქნება. მსგავსად ამისა, იცის უფალმა, რა განსაცდელი განუმზადოს თითოეულ ჩვენგანს, რომ სულიერად გამოაწრთოს და ღირსყოს მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის."
-----------------------------------------------
ილია II

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს--პატრიარქის ილია II-ის
სიტყვა ჟურნალ "მნათობის" პრეზენტაციაზე

კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, 30 ოქტომბერი, 2006 წელი

"საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი,
მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!"

ქალბატონებო და ბატონებო!

უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, გილოცავთ იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვზეიმობთ ჟურნალ "მნათობის" გამოცემის განახლებას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და ამიტომ ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, რომ იგი დაიღუპოს. საქართველო აუცილებლად გადარჩება და მას აუცილებლად ექნება ნათელი მომავალი!

ჟურნალ "მნათობის" გამოცემა ჩვენი ერის სურვილით განახლდა; ეს ჩვენი ერის სულის მოთხოვნილებაა და ამიტომ არაფერია საკვირველი, რომ მისი გამოცემა მოხერხდა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჟურნალის რედაქტორს, ბატონ თამაზ ჭილაძეს და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მან დახმარებისათვის მე მომმართა. ხომ შეიძლებოდა მას სხვებისთვის მიემართა? რა თქმა უნდა, შეეძლო. მწერლობა, ლიტერატურა არ შეიძლება წაიშალოს, არ შეიძლება დაეცეს ჩვენს ქვეყანაში. პოეზია, პროზა _ ჩვენს სულშია, ჩვენს სულიერ სამყაროშია. მახსენდება ერთი შემთხვევა, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის მიერ მიწვეული ვიყავი ეგვიპტეში. ჩავედით, საკმაოდ დიდი დელეგაციით. დავათვალიერეთ ალექსანდრია, ქაირო, მოვილოცეთ სიწმინდეები. თქვენ იცით, ალექსანდრია განთქმული იყო ცნობილი ბიბლიოთეკით და ასევე ალექსანდრიის სკოლით, ახლა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც იქ იმ ძველი დიდების რაღაც საოცარი სული ტრიალებს; იგრძნობა კლიმენტი ალექსანდრიელისა და სხვა ალექსანდრიელი წმინდა მამების კვალი.

შემდეგ ჩვენ წავედით სინას მთაზე. დიდი და ძალიან კომფორტული მანქანა დაგვითმეს. ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თავისი თანმხლები პირებით, იყვნენ ასევე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებიც. მანქანაში სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით. საკმაოდ დიდი გზაა ქაიროდან სინას მთამდე. მანქანას გავაჩერებდიღ და გარეთ გამოვიდოდით, მაგრამ 5 წუთიც ვერ ვჩერდებოდით, ისეთი მცხუნვარე მზე იყო. მაშინ ასეთი იდეა დამებადა; შევთავაზე, მოდით, შევეჯიბროთ, ვინ უკეთ იცის თავისი პოეზია და ვის უფრო მდიდარი პოეზია აქვს _ ბერძენ ხალხს, რუსს თუ ქართველებსმეთქი. ჩვენ, ორი პატრიარქი შევთანხმდით, და პირველობა, რა თქმა უნდა, ბერძნებს დავუთმეთ. ერთი მიტროპოლიტი გამოვიდა და ალბათ თხუთმეტიოდე წუთი ილაპარაკა. ცნობილი ავტორების ლექსებს კითხულობდა, შემდეგ რუსებს მოვუსმინეთ. ერთმა რუსმა არაფერი იცოდა თავისი პოეზიიდან; წამოიწყო:, - რამდენიმე სტრიქონი თქვა და დადუმდა, ის ლექსიც არ ახსოვდა ბოლომდე. ჩვენს დელეგაციაში ბრძანდებოდა მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე. მან მთელი "ვეფხისტყაოსანი" და დავით გურამიშვილის პოეზია ზეპირად იცოდა. მისი რიგი რომ მოვიდა, კითხვა დაიწყო, გავიდა ნახევარი საათი, ის კი მაინც არ ჩერდებოდა. ბოლოს მე ვუთხარი, მეუფეო, დაამთავრეთ, თორემ უხერხულია ამათ წინაშე-მეთქი.

ამით ის მინდა ვთქვა, რომ ქართველ ერში მშობლიური ლიტერატურის სიყვარული არასოდეს ჩაკვდება!

ჩინური ფილოსოფიის მიხედვით ერისა და ადამიანის ცხოვრება ამაღლებისა და დაცემისაგან შედგება.

ერთხელ ჩვენთან სტუმრად უცხოელების დელეგაცია, მათ ერთი ჩინელიც ბრძანდებოდა. მას ვკითხე: როგორ შეეძლო რომელსაც გააჩნია ასეთი ბრწყინვალე ფილოსოფია, გაეზიარებინა კომუნისტური იდეები? მან მიპასუხა: ერის ცხოვრება დაცემისა და ამაღლებისაგან შედგება ჩვენ ახლა სწორედ დაცემის პერიოდში ვიმყოფებითო.

არც ჩვენ უნდა გვიკვირდეს ის, რომ იყო პერიოდი, როდესაც შეჩერდა ლიტერატურული ჟურნალების გამოცემა. ქართველი ადამიანის გულში არასდროს შეჩერდება ის პროცესები, რომელიც ფესვგამდგარია ჩვენს სულში.

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად ქართული ლიტერატურის შესახებ. მართლაც, ლიტერატურამ ეკლესიის წიაღში დაიწყო აღმავლობა. თქვენ კარგად იცნობთ კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას". მართლაც, საოცარი შრომა გასწია ამ ადამიანმა. იგი იძულებული გახადეს, გაეხადა ანაფორა და შეეწყვიტა ღვთისმსახურება, გააძევეს სიონის ტაძრიდან, მაგრამ ის შინაგანად ეკლესიის წიაღში დარჩა.

რა იქნებოდა, რომ არ გვქონოდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა? ვერ აღორძინდებოდა ის საერო ლიტერატურა, რომელსაც ასე ვეთაყვანებით და რომლითაც ასე ვამაყობთ! ვერც დამკვიდრედებოდა იგი ასე ქართველი ადამიანის გულში.

მინდა ვთქვა, რომ ქართული ლიტერატურა იყო, არის და იქნება წინამძღოლი, მაგრამ, ამავე დროს, ის უნდა იყოს წინასწარმეტყველი! საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!

ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 30)
qetevano
პოსტი Apr 25 2013, 11:56 PM
პოსტი #21


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



A.V.M
მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენ რამეებს თავს უყრი და გვაწვდი ჩვენც


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 26 2013, 12:17 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ძალიან მესიამოვნა, ღმერთმა მოუმართოს ხელი ამ საზოგადოებას ქვეყნის კეთილისყოფისაკენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 26 2013, 01:26 AM
პოსტი #23


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
ციტატა
მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ ამდენ რამეებს თავს უყრი და გვაწვდი ჩვენც

მადლობა...
ციტატა
ძალიან მესიამოვნა, ღმერთმა მოუმართოს ხელი ამ საზოგადოებას ქვეყნის კეთილისყოფისაკენ.

ამინ!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 1 2014, 01:21 AM
პოსტი #24


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203






--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 1 2014, 12:32 AM
პოსტი #25


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მთის პრობლემების გადასაჭრელად, პატრიარქი ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებს სთავაზობს
12:16 31-01-2014
მთის პრობლემების გადასაჭრელად, პატრიარქი ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებს სთავაზობს სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში. მთის პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებსა და მოსაზრებებს სთავაზობს. ამ თემაზე პატრიარქის სპეციალური წერილი "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე წაიკითხეს.
"გულითადად მოგესალმებით დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და გამოვხატავ ჩემს მადლიერებას მთის პრობლემების წინ წამოწევის გამო. ამ თემაზე გასულ წლებში არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. ვიმედოვნებ, ეს კონფერენცია, ქმედითი ღონისძიებების საწყის ეტაპად იქცევა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი. ვინ შეიძლება დასახლდეს აღნიშნულ რეგიონებში? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდეს და თუ ამას ვერ მივაღწევთ, პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც მათი ნახევარწლიანი მომთაბარე ცხოვრებისათვის, ანუ ნაწილობრივი დაბრუნებისათვის მიტოვებულ ადგილებში. კარგი იქნება, თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდა და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტიურად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ. ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავისი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაზე. რა თქმა უნდა, წინადადებები სხვაც ბევრი იქნება და ალბათ გაცილებით უკეთესიც, რაც ფრიად სასიხარულოა ჩვენთვის. მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანა დაცარიელებული მთიდან გამომდინარე უმძიმესი შედეგებიდან ვიხსნათ. ეკლესია მზად არის, შესაძლებლობისამებრ გვერდში დაუდგეს ამ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიეროს საქართველოს მთა და ბარი", - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
სასტუმრო "ქორთიარ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციას "SOS - საქართველოს მთა" სასულიერო პირებიც ესწრებიან.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sthavazobs.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2014, 12:14 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ პატიება ვერ შეძელი და მტერი ვერ შეიყვარე, ილოცე მაინც მისთვის, რათა უფალმა ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს და ამ სიკეთის საფასურს, უფალი შენვე დაგიბრუნებს.

თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ იფიქრებთ, რომ კეთილნი ვართ მისდამი, ამით სიკეთეს ჩვენ საკუთარ თავს ვუკეთებთ მხოლოდ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 1 2014, 06:55 PM
პოსტი #27


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით
01/07/2014
ავტორი: Orthodox Theology
ilia_meore_4“ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ევროპის პარკში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ყველა, ვინც დღევანდელი დღისთვის შრომობდა. “თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის ბედნიერი დღე. სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი ზეიმობენ დღევანდელ დღეს. ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის”, – ბრძანა ილია მეორემ.
http://www.orthodoxtheology.ge/churchforeu/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2018, 10:59 AM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ ჩვენი ეპოქა არის მოთხოვნილებების ეპოქა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2023, 06:12 PM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა, რამდენი შეცდომა დამიშვია, რამდენი არასწორი ნაბიჯი გადამიდგამს, მაგრამ, საბოლოოდ, ღმერთმა მიჩვენა გზა ჭეშმარიტი, ამ გზით მატარა და დღესაც მატარებს"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2023, 07:13 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩემს ახალგაზრდობას გავიხსენებ: სკოლის დამთავრების შემდეგ საბუთები მქონდა შეტანილი სამედიცინოსა და სამთო-საინჟინროზე, მერე უეცრად ორივედან გამოვიტანე და სემინარიაში ჩავაბარე; 8 წელი ვსწავლობდი - ჯერ სემინარიაში - 4 წელი და მერე აკადემიაში - 4 წელი. და ისეთ მფარველობას ვგრძნობდი უფლისაგან და იმდენად მეხმარებოდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გამორჩეული სტუდენტი ვიყავი"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2024, 05:16 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს დროში სახლების ზომა გაიზარდა, მაგრამ ოჯახები დაპატარავდა... მედიცინა განვითარდა, მაგრამ ჯანმრთელობა გაუარესდა... ჩვენ მთვარეზე გავფრინდით, მაგრამ მეზობლები დაგვავიწყდა... ქონება მოგვემატა, მაგრამ სიმშვიდე სადღაც გაქრა... გონება მოგვემატა, მაგრამ სიბრძნე დავკარგეთ... ნაცნობების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ ნდობა და ერთგულება შემცირდა... ადრე სახლები თიხის იყო, ხოლო ადამიანების გულები ოქროსი... ეხლა კი სახლებია ოქროსი, ხოლო ადამიანის გულები ქვის..."

/ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 08:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი