ვინ არიან დემონები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არიან დემონები? |
George Leluashvili |
Mar 1 2011, 08:54 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
დღეს ბევრი არასწორად უყურებს და უდგება ამ საკითხს. სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევარნი მათ სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ჩვენ უნდა ვიქონიოთ სწორი შეხედულება მათზე, ისეთი როგორიც ბიბლიაშია მოცემული.
უამრავ ადამიანს დემონთა რეალობის არ ჯერა და ზღაპრებს ადარებს, მაგრამ ასევე უამრავი შემთხვევაა მათი ფიზიკური გამოჩენისა და მორწმუნეებთან მტრული და ავისმომასწავებელი დამოკიდებულებისა. ზოგს შესაძლოა ისინი ხილილი სახითაც გამოსცხადებიან, მაგრამ უმეტესად დემონები ადამიანებს (განსაკუთრებით მორწმუნეებს) უფლისა და ანგელოზთა სახითაც ეცხადებიან, რის შესახებაც პავლე მოციქული გვაფრთხილებს. საღვთო წერილის თანახმად ცოდვის საწყისი ეშმაკიდან მოდის. „რომელმან ქმნნეს ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს“ (I ინ. 3,8). სიტყვა „ეშმაკი“ ცილისმწამებელს (ბერძნ. διαβολος - ცილისწამება, მოტყუება) ნიშნავს. წმიდა წერილის მინიშნებათა ურთიერთშედარებით ვხედავთ, რომ ეს არის ბოროტებისკენ მიდრეკილი ერთ-ერთი გონიერი სული, ანგელოზი. მას, როგორც ყველა გონიერ არსებას, გააჩნდა თავისუფლება, რომელიც სიკეთეში სრულყოფისთვის მიეცა, მაგრამ „არ დარჩა ჭეშმარიტებაში“ და განუდგა ღმერთს. მაცხოვარმა მის შესახებ ბრძანა: „რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳან ტყუვილსა თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს“ (ინ. 8,44). მას სხვა ანგელოზთა დაცემა მოჰყვა. იუდა მოციქულისა და პეტრე მოციქულის ეპისტოლეებში ვკითხულობთ ანგელოზებზე, რომლებმაც „არა დაიმარხნეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევნეს სამკჳდრებელი მათი“ (იუდ. 1,6: შდრ. 2 პეტ. 2,4). რა მიზეზით მოხდა ცოდვით დაცემა ანგელოზთა სამყაროში? იმავე საღვთო გამოცხადებიდან ვასკვნით, რომ ამის მიზეზი ამპარტავნება იყო. „ცოდვის სათავე მზვაობაა“ - ამბობს ზირაქის ძე (ზირ. 10,13). პავლე მოციქული აფრთხილებს ტიმოთე მოციქულს, არ დაადგინოს ეპისკოპოსად ვინმე ახალმოქცეული და დასძენს: „რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (I ტიმ. 3,6). ძველი აღთქმის გამოცხადებაში სულ რამდენიმე ადგილას არის ნახსენები ბოროტ სულთა შესახებ. აი, ისინი: შესაქმის მესამე თავში ვკითხულობთ პირველ ადამიანთა შემაცდენლის, „გველის“ თაობაზე; იობის წიგნის პირველ თავში მოთხრობილია სატანას ქმედებებზე მართალის ცხოვრებაში; მეფეთა პირველი წიგნიდან ვიგებთ, რომ საულს „შეუხდა სული უკეთური“, როდესაც „სული უფლისა განეშორა“ (I მეფ. 16,14); ნეშტთა წიგნში წერია, რომ მეფე დავითმა მოისურვა, ჩაეტარებინა ხალხის აღწერა: „აღდგა შემასმენელი ეშმაკი იზრაელსა ზედა და აღძრა დავითი აღრაცხად იზრაელისა“ (I ნეშტ. 21,1): ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ იხილა მან მღვდელმთავარი იესუ, რომელსაც ეშმაკი უპირისპირდებოდა; წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ წერია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოხდა“ (სიბრძნე სოლ. 2,24) და „უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ...“ (2 სჯ. 32,17). ახალი აღთქმის გამოცხადებაში შეუდარებლად უფრო სრულად არის წარმოდგენილი სატანასა და მისი ანგელოზების ქმედებანი. იქიდან ვიგებთ, რომ სატანა და ბოროტი სულები გამუდმებით ითრევენ ადამიანებს ბოროტ საქმეებში. სატანა გაკადნიერდა და თავად უფალი იესო ქრისტე გამოსცადა უდაბნოში. ბოროტი სულები იჭრებიან ადამიანთა სულებში და სხეულშიც კი, რასაც ადასტურებს სახარებისეული ბევრი მოვლენა და მაცხოვრის სწავლება. ადამიანებში ბოროტ სულთა ჩასახლების შესახებ ვიცით მაცხოვრის მიერ ეშმაკეულთა განკურნების მრავალი მაგალითიდან. უკეთური სულები ერთგვარად ჩასაფრებულნი არიან, რათა დაუდევარნი ბოროტებაში ჩაითრიონ. „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდა განვიდეს კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქუეს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ: და მო-რა-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდროს მუნ. და იქმნეს უკანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“ (მთ. 12,43-45). საპყარი დედაკაცის განკურნების თაობაზე მაცხოვარმა სინაგოგას მთავარს უთხრა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა, ესერა ათრვამეტი წელი არს: არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?“ (ლკ. 13,16). წმიდა წერილი ბოროტ სულებს, აგრეთვე, „უწმიდურ სულებს“, „ბოროტების სულებს“, დემონებს, ეშმაკის ანგელოზებს, სატანის ანგელოზებს უწოდებს. ხოლო მათ მთავარს, ეშმაკს იხსენიებს სახელებით: „მაცდური“, „სატანა“, „ბელზებული“, „ბელიარი“, „ავსულთა თავადი“, „მთიები“ და სხვა. შესაქმის წიგნის მესამე თავი მოგვითხრობს, რომ ეშმაკმა მიიღო გველის სახე და პირველ ადამიანთა შეცდენისა და ცოდვით დაცემის მიზეზი შეიქნა. აპოკალიფსისში იგი მოხსენიებულია, როგორც „ვეშაპი... დიდი, გუელი დასაბამისაჲ“ (გამოცხ. 12,9). სატანასა და მის ანგელოზებს აეკრძალათ ზეციურ ნათელ სავანეებში მკვიდრობა. „ვხედვედ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“ (ლკ. 10,18) - უთხრა მოწაფეებს მაცხოვარმა. ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს. მოციქული მათ „ბნელსა მის ამის საწუთროჲს მთავრობებს, უფლებებსა და სოფლის განმგებლებს“ უწოდებს (ეფ. 6,12); ეშმაკს ჰაერში გამეფებულ თავადს ადარებს (ეფ. 2,2), მის მსახურთ, დაცემულ ანგელოზებს კი, ცისქვეშეთში უკეთურ სულებად იხსენიებს (ეფ. 6,12). პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი "დოგმატური ღვთისმეტყველება" -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
toka@ |
Mar 1 2011, 10:24 AM
პოსტი
#2
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
დღეს ბევრი არასწორად უყურებს და უდგება ამ საკითხს.სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევარნი მათ სხვადასხვანაირად აღიქვამენ.ჩვენ უნდა ვიქონიოთ სწორი შეხედულება მათზე,ისეთი როგორიც ბიბლიაშია მოცემული. და შენ როგორ აღიქვამ??იქნებ შენი აზრი დააფიქსირო და შემდეგ გვკითო ჩვენ -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 04:04 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
toka@
დავაფიქსირებ მაგრამ იცოდეთ რომ ეს ჩემი აზრი კი არა,ბიბლიიდან გამომდინარეა.მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებს,რომ დემონური რეალობა არსებობს(და არა როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლები,რომლებიც ამბობენ ,რომ ეს ილუზიაა)როგორც ბოროტი ძალა,მაგრამ ისევე,როგორც არ ასებობს სიყვარული იმის გარეშე,ვისაც უყვარს,ე.ი.პიროვნების გარეშე,ასევე არ არსებობს სიძულვილი მოძულის გარეშე,ე.ი.იმ პიროვნების გარეშე ვისაც სძულს.დემონების შესახებ ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას და მთავარია თემა ავირჩიოთ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Funkenstein |
Mar 1 2011, 05:48 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
toka@ დავაფიქსირებ მაგრამ იცოდეთ რომ ეს ჩემი აზრი კი არა,ბიბლიიდან გამომდინარეა.მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებს,რომ დემონური რეალობა არსებობს(და არა როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლები,რომლებიც ამბობენ ,რომ ეს ილუზიაა)როგორც ბოროტი ძალა,მაგრამ ისევე,როგორც არ ასებობს სიყვარული იმის გარეშე,ვისაც უყვარს,ე.ი.პიროვნების გარეშე,ასევე არ არსებობს სიძულვილი მოძულის გარეშე,ე.ი.იმ პიროვნების გარეშე ვისაც სძულს.დემონების შესახებ ძალიან ბევი შეიძლება ითქვას და მთავარია თემა ავირჩიოთ. ხო სულიერი არსებები არიან რა. |
+++თამარი+++ |
Mar 1 2011, 06:25 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 28-February 11 წევრი № 10,565 |
რავიცი ჯერ არ გამიცნია და თუ გავიცნობ გეტყვი
-------------------- ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 07:17 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
რავიცი ჯერ არ გამიცნია და თუ გავიცნობ გეტყვი შენი აზრით ამ საკითხზე ხუმრობა შეიძლება? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
FiloTeos |
Mar 1 2011, 08:02 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 6-October 10 წევრი № 9,588 |
ფორუმზე ღვთისმეტყველების განყოფილებაში ბევრი თემაა მათზე
-------------------- სიყვარული
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 08:19 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ფორუმზე ღვთისმეტყველების განყოფილებაში ბევრი თემაა მათზე ამ შემთხვევაში მაინტერესებს ვინ როგორ უყურებს და აღიქვამს მათ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
FiloTeos |
Mar 1 2011, 08:46 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 6-October 10 წევრი № 9,588 |
დემონები არიან მტრები
-------------------- სიყვარული
|
+++თამარი+++ |
Mar 1 2011, 09:14 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 28-February 11 წევრი № 10,565 |
შენი აზრით ამ საკითხზე ხუმრობა შეიძლება? ეს ხუმრობა მამა თეოდორეს ეკუთვნის და მას დაეკითხე )))))))))) -------------------- ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
|
+++თამარი+++ |
Mar 1 2011, 09:24 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 28-February 11 წევრი № 10,565 |
თუ გინდა გაიგო დემონები ვინ არიან ტელევიზორი უნდა ჩართო ))
-------------------- ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 10:21 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ეს ხუმრობა მამა თეოდორეს ეკუთვნის და მას დაეკითხე )))))))))) მამა თეოდორემ თქვა- დემონებს გავიცნობ და გეტყვით ვინც არიან ისინიო? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ქევანა |
Mar 4 2011, 11:22 AM
პოსტი
#13
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ეგ მეც მაინტერესებს, არის კიდეცმასალები, მაგრამ ჩემი სიზარმაცის გამო, ჯერ ვერ წავიკითხე :შ
სულ მიკვირს, დემონებს ადამიანების ფიზიკურად დაზიანების უფლება რატომ აქვთ :შ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
FiloTeos |
Mar 4 2011, 01:19 PM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 6-October 10 წევრი № 9,588 |
ადამიანებს რატომ აქვთ ადამიანების ფიზიკურად დაზიანების უფლება?! დემონებსაც თავისუფალი ნება აქვთ და მაგიტომ...
-------------------- სიყვარული
|
Funkenstein |
Mar 4 2011, 03:05 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
|
George Leluashvili |
Mar 4 2011, 03:41 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ადამიანებს რატომ აქვთ ადამიანების ფიზიკურად დაზიანების უფლება?! დემონებსაც თავისუფალი ნება აქვთ და მაგიტომ... ადამიანების მათ მიერ ფიზიკურ დაზიანებას უფალი უშვებს. გავიხსენოთ წმინდა ანტონი დიდის შემთხვევა, როცა წმინდა ანტონი ეშმაკებმა სულიერად რო ვერ დასცეს, ისე ძლიერ სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. როცა თავი დაანებეს, შეწუხებულმა და ცოცხალ- მკვდარმა წმინდა ანტონიმ უფალს ჰკითხა:"უფალო სად იყავი, როცა დემონები ასე საშინლად მაცემდნენო?"უფალმა კი უპასუხა: "ანტონი, ამ დროს მე შენთან ყველაზე ახლოს ვიყავი, მაგრამ შენი ვაჟკაცობის ხილვა მსურდა"-ო. ამით უფალი თავის ერთგულებს ცდის თავის სიყვარულში -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
+ვახტანგი+ |
Mar 11 2011, 06:25 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 |
მამა თეოდორემ თქვა- დემონებს გავიცნობ და გეტყვით ვინც არიან ისინიო? მამაო ხშირად მიმართავს იუმორ,ს რათა არ გახდეს ლექციები მოსაწყენი, მშრალი. როგორც ერთი მამა ბრძანებს "იუმორის გრძნობა მრავალ წმიდანსაც ჰქონდა, მაგრამ ეს იყო საუბრის გამახალისებელი, რათა ჭეშმარიტების ქადაგებას არ ქონოდა მოსაწყენი სახე" -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
George Leluashvili |
Mar 11 2011, 09:32 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ციტატა მამაო ხშირად მიმართავს იუმორ,ს რათა არ გახდეს ლექციები მოსაწყენი, მშრალი. როგორც ერთი მამა ბრძანებს "იუმორის გრძნობა მრავალ წმიდანსაც ჰქონდა, მაგრამ ეს იყო საუბრის გამახალისებელი, რათა ჭეშმარიტების ქადაგებას არ ქონოდა მოსაწყენი სახე" კი,მარა ადგილი უნდა იცოდე საერთოდ სად უნდა იხუმრო.(ამას იმიტო არ ვამბობ,რო მღვდლებს ხუმრობის ადგილი ეშლებათ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ქევანა |
Mar 14 2011, 12:55 AM
პოსტი
#19
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
mociquli qristesi
ციტატა ადამიანების მათ მიერ ფიზიკურ დაზიანებას უფალი უშვებს.გავიხსენოთ წმინდა ანტონი დიდის შემთხვევა:"ერთხელ წმინდა ანტონი ეშმაკებმა სულიერად რო ვერ დასცეს,ისე ძლიერ სცემეს ,სიკვდილის პირას მიიყვანეს.როცა თავი დაანებეს,შეწუხებულმა და ცოცხალ- მკვდარმა წმინდა ანტონიმ უფალს ჰკითხა;"უფალო სად იყავი ,როცა დემონები ასე საშინლად მაცემდნენო?".უფალმა კი უპასუხა:"ანტონი ,ამ დოს მე შენთან ყველაზე ახლოს ვიყავი,მაგრამ შენი ვაჟკაცობის ხილვა მსურდა"-ო. ამით უფალი თავის ერთგულებს ცდის,თუ როგარ უყვართ მათ ის. არ მომწონს ესეთი ახსნა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
.zakaria. |
Mar 14 2011, 03:36 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
თუ გინდა გაიგო დემონები ვინ არიან ტელევიზორი უნდა ჩართო )) +1 მართალ -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი