IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :)
marine
პოსტი May 6 2008, 01:57 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,066
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვფიქრობ, ეს თემა საინტერესო იქნება. მე ხელთ რა მასალებიც მაქვს ნელ-ნელა დავდებ და გაგაცნობთ ეტიკეტის დაცვის ნორმებს, თქვენც შემომიერთდით smile.gif შეიძლება თემა სახალისოც გამოვიდეს smile.gif



1. ნუ წარუდგენთ მანდილოსანს გასაცნობად მამაკაცს, კაცს წარუდგენენ ქალს მიუხედავად რანგისა. ასაკით უმცროსებს წარუდგენენ უფროსი ასაკის ადამიანებს.

2. ნუ შეეცდებით ხელის შეხებით მიიპყროთ მოსაუბრის ყურადღება.


ქუჩაში

ზრდილობიანი ადამიანი ქუჩას არ ანაგვიანებს, არ იფურთხება, ბავშვებს არ უყვირის, თითით არ უჩვენებს, ქუჩაში თვალს არ აყოლებს გამვლელ ქალს, მით უმეტეს, თუ მისი თანამგზავრი ქალია.

თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, ნუ ჰკითხავ, თუ სად მიდის. ქალი წყვილში მარჯვენა მხარეს იკავებს.

გასასვლელში მამაკაცი წინ ქალს ატარებს, მაგრამ თუ გასვლა გაძნელებულია (ხალხი, ვიწრო გასასვლელი) მაშინ მამაკაცი ქალს გზას უკაფავს და ხელსაც აშველებს.

რათქმაუნდა, ქალს ყოველთვის უნდა მიეშველოს მამაკაცი მძიმე ტვირთის ტარებაში, მაგრამ ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება იგი, თანამგზავრი ქლის ჩანთით, ჟაკეტით თუ ქოლგით ხელში.

შემთხვევით გამვლელს არ შენიშნოთ: "თქვენი კოლგოტი გახეული" ან "თქვენს პალტოზე ტალახის შხეფია" - ეს მხოლოდ უტაქტობაა და არა კეთილი სამსახური, მაგრამ სრულიად მიზანშეწონილია უთხრათ უცნობ ქალბატონს, რომ მისი ჩანთა გახსნილია. ხოლო თუ უცნობი მამაკაცის ჯიბიდან ბოლი ამოდის, დაუყოვნებლივ ამცნეთ! smile.gif

/გაგრძელება იქნება/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jul 25 2015, 11:27 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,066
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



http://www.gemrielia.ge/ge/index.php?optio...vebi&Itemid=228

კარგი მანერები და სუფრასთან მოქცევის წესები ეს ისაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს! შესაძლოა, ბევრისთვის ეს მომაბეზრებელი და უსარგებლო შეზღუდვებია, თუმცა მისი დაცვა გარკვეულ წრეებში აუცილებლად მოგიწევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, რომ ხმამაღლა მოხვრეპილმა ჩაიმ ან კბილების გამოჩიჩქვნამ სამუდამოდ დაგიხუროთ მათი კარი.
ტერმინი ეტიკეტი ფრანგული ენიდან მომდინარეობს. ის აღნიშნავს ქცევის კოდექსს, რომელიც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას სოციალური კლასის ან ჯგუფის მიმართ.

სუფრასთან მოქცევის მთავარი წესია, რაც შეიძლება ჩუმად, ან სულაც უხმაუროდ მიირთვათ და დალიოთ.

მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ამ ხელსახოცით ხელის ან პირის გაწმენდა რეკომენდირებული არაა, მაქსისმუმ - ტუჩებზე ნაზად მიიდოთ სასმელის დალევის შემდეგ სისველის შესაშრობად. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ.

სუფრასთან დაჯდომისთანავე მაშინვე ჭამას ნუ დაიწყებთ. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ. საკვების დაწუნება ცუდი ტონია. მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა კი ყოველთვის მისასალმებელია.

ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.

თუ თეფშის გარშემო ბევრი სახეობის დანა-ჩანგალია დალაგებული, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი "გარედან–შიგნით" პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ისე კი, მაინცდამაინც აუცილებელი არაა ბოლო კოვზიც მიირთვათ. მთავარი თეფშის თავთან პატარა თეფში პურისთვისაა განკუთვნილი. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.
GEMRIELIA

კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.

ჩანგლით მხოლოდ იმდენი საკვები აიღეთ, რამდენის აღებაც დისკომფორტს არ შექმნის და თეფშზეც არ ჩამოიყრება. ამასთანავე პირს მთლიანად ნუ გაივსებთ საჭმლით. ღეჭეთ მოკუმული პირით და ლუკმებს შორის მცირე ინტერვალები გააკეთეთ.

თუ ერთ გვერდით მჯომთან გსურთ საუბარი, ამის გამო მეორეს ზურგს ნუ შეაქცევთ. ხოლო თუ თქვენსა და მოსაუბრეს შორის კიდევ ერთი ადამიანი ზის, შეეცადეთ მის ზურგსუკან ისაუბროთ და არა მის წინ გადმოწეულებმა.

არასოდეს შეიმჩნიოთ, თუ სუფრის რომელიმე წევრი ეტიკეტის დარღვევით მიირთმევს, მაგრამ თავად შეეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. თუ მაინც ვერ ახერხებთ ეტიკეტის დაცვას რომელიმე ეგზოტიკური კერძის მირთმევისას, სჯობს დაარღვიოთ იგი, ვიდრე მისი დაცვის უხერხული მცდელობით მიიქციოთ მთელი სუფრის ყურადღება.

ხორცი ან სხვა ნებისმიერი კერძი არასოდეს დაანაწევროთ ლუკმებად ერთბაშად. მოაჭერით მხოლოდ იმდენი რასაც ერთ ლუკმად შეჭამთ. შემდეგ კვლავ მოაჭერით პატარა ნაწილი და ა.შ.

თუ მასპინძელი ხართ, სტუმრებზე ადრე ნუ დაამთავრებთ ჭამას, მით უმეტეს, თუ ეს კერძი ბოლოა სუფრაზე. დაელოდეთ სანამ ჯერ სტუმრები დაასრულებენ. მთავარი კერძის შეთავაზება სტუმრებისთვის დაშვებულია ორჯერ, მაგრამ თუ სტუმარი ხართ, თავად ნუ მოითხოვთ დამატებას. ასევე ნუ მოითხოვთ მეორე ფინჯან ჩაის ან ყავას თუ კი სტუმართა ნაწილს ჯერ პირველიც არ მიუღია.

სუფრასთან ნებისმიერი ტიპის მომსახურებისას გადაიხადეთ მადლობა.

სუფრასთან დაჯდომის წინ ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანეთ, რათა გარშემო მყოფნი გაუთავებელი წკრიალით არ შეაწუხოთ. ეს ცუდი ტონია. თუ მნიშვნელოვან ზარს უნდა უპასუხოთ, ბოდიში მოიხადეთ და მოშორებით გადით - აუცილებელი არაა თქვენი საუბარის მომსწრე მთელი სუფრა გახდეს.

სადილის ან ვახშმის დასრულების შემდეგ დანა ჩანგალი თეფშზე დიაგონალზე, ერთმანეთის პარალელურად დადეთ - ეს ნიშნავს რომ თქვენ დაამთავრეთ.

დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასოდეს, არასოდეს მოხვრიპოთ!



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :)   May 6 2008, 01:57 PM
marine   წვეულებაზე: 1. ნუ და...   May 6 2008, 02:08 PM
Amuza   ერთს დავამატებდი. ...   May 6 2008, 02:42 PM
- თეკლა -   მარინე ძალიან კარგ...   May 6 2008, 02:45 PM
Amuza   თუ ჩოყლაყობას(ქართ...   May 6 2008, 02:48 PM
Amuza   ჩემმა ახლობელმა თქ...   May 6 2008, 02:52 PM
marine   რაკი მოგეწონათ თემ...   May 6 2008, 03:30 PM
nino_ni   არაეთიკურია კიდევ ...   May 6 2008, 04:19 PM
ართი ვარდი   არ მიყვარდა როცა მ...   May 6 2008, 06:01 PM
Amuza   ასევე ამაზრზენია, ...   May 6 2008, 07:08 PM
ketino   მომწონს ეს თემა :) მ...   May 7 2008, 12:17 AM
nana_007   ქეთ, გერმანიაში ყ...   May 7 2008, 02:26 AM
marine   მოკლედ, ვაგრძელებ :)...   May 8 2008, 01:55 PM
G_saxva   მაგრამ თუკი ადგილ...   Jul 22 2013, 09:29 AM
KAIROS   სწორი დაწერა ნანა...   May 11 2008, 03:36 AM
marine   ვაგრძელებ :) კაფეში...   May 13 2008, 02:03 PM
marine   კაფეში, რესტორანში...   May 14 2008, 10:50 AM
marine   :) :) ვაგრძელებ: სამს...   May 14 2008, 01:56 PM
nana_007   ეს ეტყობა ძალიან ძ...   May 14 2008, 03:01 PM
ketino   რატო უცხოპლანეტელ...   May 15 2008, 05:15 PM
შოთაძე   მე რა მაინტერესებ...   May 15 2008, 05:21 PM
marine   სუფრასთან - პური ხე...   May 16 2008, 01:53 PM
Amuza   ნუ დააბოყინებთ ახა...   May 17 2008, 10:34 PM
KAIROS   :D ძველთან მოსულა ხ...   May 17 2008, 11:01 PM
Ligia   :D ძველთან მოსულა ხ...   Oct 26 2009, 06:02 PM
sable   - როდესაც არის რაი...   Oct 26 2009, 07:10 PM
Ligia   ბოტასები არ შეიძლ...   Oct 26 2009, 09:07 PM
marine   მოკლედ ვაგრძელებ :) ...   May 19 2008, 04:43 PM
marine   ვაგრძელებ :) თეატრშ...   May 27 2008, 04:42 PM
Ligia   -როცა რაიმე ოფიცია...   Oct 26 2009, 06:54 PM
lingvo   სუფრასთან, როდესაც...   Oct 26 2009, 07:20 PM
lingvo   მამაკაცის წინდის ფ...   Oct 26 2009, 09:12 PM
Amuza   მამაკაცის წინდის ...   Oct 26 2009, 09:35 PM
Ligia   საიდან მოიტანთ ხო...   Oct 30 2009, 10:25 PM
lingvo   Amuza ეს კლასიკურ ჩაცმ...   Oct 26 2009, 10:55 PM
lingvo   თუ ადამიანმა შემთხ...   Oct 30 2009, 10:44 PM
Ligia   თუ ადამიანმა შემთ...   Oct 30 2009, 10:51 PM
lingvo   თუ თავსხმა წვიმაში...   Oct 30 2009, 11:01 PM
ქევანა   ლოლ :D ორმაგად ლოლ :D ...   Jan 16 2010, 01:40 PM
MARTLMADIDEBELI_QRISTIANI   მე მაგას არ ვეწინა...   Jan 17 2010, 12:07 AM
Ligia   ინტერნეტით (ჩატით) ...   Jan 17 2010, 01:30 AM
ketev@ni   საინტერესოა ამ ეტი...   Jan 23 2010, 04:10 PM
ქევანა   ცხადია, მაგრამ ეტი...   Jan 29 2010, 06:01 PM
tamuna m   მე ვიცი, თეფშით საჭ...   Jan 29 2010, 07:06 PM
ქევანა   მასთე სტუმრად რომ ...   Jan 29 2010, 07:11 PM
tamuna m   ფეხს ერთხელ კი არა, ...   Jan 29 2010, 07:22 PM
ა ნ უ კ ა   მეც : უზრდელი : სუფ...   Jan 29 2010, 07:29 PM
terra   ქევანა tamuna m ა ნ უ კ ა ...   Jan 29 2010, 10:25 PM
newbie   tamuna_m :lol: :მპუა: გუშინ ...   Jan 29 2010, 11:31 PM
newbie   სად წავიდა აქ პოსტ...   Jan 30 2010, 01:21 PM
marine   იუბილარისთვის გან...   Jul 19 2013, 03:15 PM
მარიამი   არა რა.... გინდა თეთრ...   Jul 19 2013, 10:43 PM
A.V.M   თვით მეც დღეს გავი...   Jul 19 2013, 11:22 PM
marine   თვით მეც დღეს გავი...   Jul 22 2013, 04:05 PM
G_saxva   რამოდენიმე ძალიან ...   Jul 22 2013, 09:13 AM
A.V.M   marine რატო? სამეოცდაა...   Jul 22 2013, 07:56 PM
ქევანა   უზრდელს მარტო ჩემ ...   Jul 31 2013, 12:23 AM
marine   http://www.gemrielia.ge/ge/index.php?optio...vebi...   Jul 25 2015, 11:27 AM
marine   “კრიტიკულ შენიშვნ...   Sep 29 2015, 11:10 PM
marine   "უკულტურობის ტალ...   Oct 27 2015, 02:51 PM
marine   "ზედმიწევნით თავ...   Nov 21 2015, 10:03 PM
marine   "მე მგონია, რომ უმ...   Feb 12 2016, 12:28 PM
marine   "თავაზიანობა - ეს...   Jun 10 2016, 11:07 AM
marine   "არასდროს დაივიწ...   Jun 21 2017, 11:45 AM
marine   "კლიმენტი ალექსა...   Jul 9 2018, 07:45 PM
marine   "თუნდაც უგემური გ...   Jul 16 2018, 10:37 PM
marine   "მშვენიერი სული დ...   Jul 27 2018, 08:49 PM
marine   "კულტურული მამაკ...   Feb 26 2019, 05:01 PM
marine   "კულტურა - ეს კარგ...   Aug 17 2019, 09:41 PM
marine   "მის ყოველ მოძრაო...   Jan 29 2020, 08:06 PM
marine   "ადამიანი ქცევაშ...   Feb 29 2020, 01:36 PM
marine   "ბებიაჩემი დიდად ...   Mar 2 2020, 03:42 PM
marine   "შეხედეთ ქუჩას და...   May 15 2020, 03:41 PM
marine   "არავითარი ცოდნი...   May 16 2020, 03:12 PM
marine   "მარტო ტექნიკა კი...   May 24 2020, 10:22 PM
marine   "გარეგნობა ვერაფ...   Jun 27 2020, 07:56 PM
marine   "პურობის წინ მიღე...   Jan 13 2023, 02:19 PM
marine   "კულტურა - ეს კარგ...   Mar 23 2023, 08:15 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 10:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი