IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დათა თუთაშხია, დათა თუთაშხია
ioanezosime
პოსტი Nov 16 2010, 12:16 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 7-September 10
წევრი № 9,426



გადავხედე ამ განყოფილებაში თემებს და ვერ ვნახე თემა გახსნილი ,,დათა თუთაშხია-ზე". ჩემი აზრით ეს უსამართლობაა, რადგანაც ისევ ჩემი აზრით ეს რომანი არის ქართული პროზის მწვერვალი. ეს ჩემი აზრია და არ არის საჭირო ამაზე დავა შეიძლება სხვას სხვა რომანი მოსწონს.
ამ თემას ამაზე სადავოდ არ ვხსნი საუკეთესოა თუ არა. უბრალოდ გავუზიაროთ აზრები ერთმანეთს ,,დათა თუთაშხიაზე".
ქვემოთ მოგიყვანთ ცემს შეხედულებებს მასზე:


სანამ დათა თუთაშხიას სწორად გაიგებ ჯერ კარგად უნდა იცოდე სახარება. მერე გარკვეული წარმოდგენა უნდა გქონდეს წინაქრისტიანულ პერიოდის ქართულ ღვთაებებზე.

უპირველს ყოვლისა მიაქციეთ ყურადღება იმას რომ წიგნი დათა თუთაშხია შედგება 4 თავისაგან, ანუ არის ოთხთავი, როგორც ახალი აღთქმა. უფრო სწორად 4 კარისაგან. ყოველი კარი არის ცოხვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. თუთაშხია თავის ცხოვრების მანძილზე ეძებს ჭეშმარიტ გზას და თითოეულ კარში აღწერილია თუ როგორ იცვლის იგი შეხედულებებს დროთა განმავლობაში.

თუთაშხიას წაკითხვა არ შეიძლება თუკი არ წაიკითხავ ყურადღებით ყოველი კარის მცირე პროლოგს. ეს პროლოგი დაწერილია ძველ ქართულად და ეს შემთხვევითი არ არის. ეს გაკეთებულია იმისათვის, რომ ამით მიგახვედროს და პარალელი გაავლოს იმასთან, რომ ეს წიგნი არის იგივე ახალი აღთქმა, მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში გადმოტანილი.
თუთაშხა მეგრულად ნიშნავს მთვარეს. არც ეს არის შემთხვევითი. მთვარე უძველეს დროში ქართველების მიერ ყველაზე უფრო პატივსაცემი ღვთაება იყო. იგი მამრობით სქესის იყო და ამასთანავე მამაცი და უშიშარი იყო. მასზე უფრო დიდ იყო მზე. მზე ქალი იყო. ეს არის გამოხმაურება იმისა, რომ ქართველები უძველეს დროში მატრიარქატის პირობებში ცხოვრობდნენ, ამიტომაც მზე მთავარი ღვთაება იყო ქალი.
მთვარე კი იყო მამაკაცი, მეომარი, ძლიერი ღვთაება.
მომავალში მთვარის ადგილი ქართველთა ზეციურ წარმოდგენებში დაიჭირა წმინდა გიორგიმ.
სწორედ ამიტომ დაარქვა ავტორმა მთავარ გმირს თუთაშხა(თუთაშხია). იგი მისი წარმოდგენით არის სული კრებსითი. ანუ თუთაშხია ერთი ადამიანი კი არ არის, არამედ იგი არის ქართველებშI არსებული წმნიდა გიორგის სულის ნაწილების კრებსითი სახე. ერთი სიტყვით თუ ყურადღებით წაიკითხავთ ყოველი კარის პროლოგს და გეცოდინებათ, რომ მთვარე არის წმინდა გიორგის წინაქრისტიანული სახე მიხვდებით, რომ დათა თუთაშხია ავტორის აზრით არის წმინდა გიორგი მატერიალიზებული.
იგი მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ეძებს ჭეშმარიტ საქმეს. ვერ იტანს ბოროტს და ცდილობს მის დამრცხებას, როგორც წმინდა გიორგი.
მაგრამ მთელი მისი ცხოვრება ისე წარიმართება, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც ბოროტება მრავლდება.
ბოლო თავის პროლოგში წერია, რომ ბოლოს თუთაშხა თავის ხორცს მისცემს ურჩხულს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიხევს უკან ურჩხული და ამბობს, რომ აღარ უნდა მისი ხორცი. ანუ თუთაშხია ბოლოს მიაგნებს ჭეშმარიტებას და მიხვდება, რომ ბოროტების ძალადობით დამარცხება არ შეიძლება, ერთი მოჭრილი თავის მაგივრად ათი ამოსდის. მხოლოდ მას შემდეგ დაიხევს ურჩხული უკან როცა დათა ერთ გარტყმულ ლოყის სანაცვლოდ მეორეს მიუშვერს. ეს არის ქრისტიანობის მთავრი აზრი, ისევე როგორც დათა თუთაშხიას დედა აზრი.
ეს ნაწარმოებში იქ ჩანს, როცა ძიგუა (გაუპატირუბული კიკუს ძმა) უპირებს დათას მოკვლას, დათა იარაღს იღლიაში ამოიჩრის და მკერდს მიუშვერს. ძიგუა განცვიფრდება და იარაღს ჰაერში ისვირის.
მას შემდეგ რაც დათა მიაგნებს ჭეშმარიტებას, მან ამოწურა თავის ამქვეყნიური მისია. იგი ახლ უნდა ცაში ამაღლდეს.
თავის მოკვლა ქრისტიანულად გამორიცხულია, მას სჭირდება იუდა ვინც ამას გააკეთებს. ამ როლს კი თავის თვაზე იღებს მუშნი ზარანიდა. იგი ამბობს კიდეც გრაფ სეგედისთან საუბარში, რომ დათა თუთაშხია გმირად უნდა ვაქციოო. ვერც ქრისტე გახდებოდა ,,ვერაფერი" იუდას რომ იგი არ გაეცაო. ასევე აქვს მას გადაწყვეტილი დათას მოკვლა.
ახლა უკვე საჭიროა დათას ხორციელი ცხოვრებიდან ზეციურში გადასვლა. ისე როგორც ქრისტე ეუბნება თავის მოსწავლეებს, მე უნდა მოვკდე რომ ჩემმა სიტყვამ ნაყოფი გამოიღოსო. თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ გაიხრწნა ისე მისგან ახალი თავთავი, უფრო მეტი მარცვალი არ გაჩნდებაო.
ასე რომ ნათელი ხდება, რომ თუკი დათას საქმე უნდა გადაჩეს იგი უნდა მოკვდეს ხორციელად(ზოგჯერ გაიგებ რა ცუდია ბოლოს დათა რომ კვდებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველს არ ესმის ნაწარმოები.)
ბოლოს დათა ისე კვდება რომ მის გვამს ვერავინ პოულობს, ხოლო ხალხი კი არაფრით არ იჯერებს, რომ თუთაშხია მოკვდა. ამტკიცებენ, რომ იგი სხვაგან წავიდა და სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საქმე და ღირებულები ისევ დარჩა ხალხში ცოცხლად.
ეს არის მთავარი აზრი დათა თუთაშხიასი.
ქრისიტაინობის მთავრი აზრი და ,,დათა თუთაშხიას დედა აზრი ის არის, რომ ბოროტების ბოროტებით დამარცხება არ შეიძლება, იგი მხოლოდ სიყვარულით, თავგანწირვით და მოთმინებით მარცხდება, ყველა სხვა გზა კი ბოროტების გამრავლებას იწვევს.

ამ ნაწარმოებშI კიდევ უამრავი პარალელური დიდი დედა აზრებია.

ეს ნაწარმოები მსოფლიო მნიშვნლოების შედევრია. იგი არის სახარება, გადმოტანილი რეალურ ცხოვრებაში. ანუ როგორ მოიქცეოდა წმინდა გიორგი, რომ გაცოხცლებულიყო, მატერიალიზებულიყო.

ნაწარმოებში ბევრი დედააზია-თქო იმიტომ ვწერ, რომ იგი თითქოს არის დაკითხვის ოქმების კრებული დათა თუთაშხიას შესახებ. ამ ოქმებში სხვადასხვა ადამიანი იგონებს დათას ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდს. ეს მოგონებები თვითონ არიან დამოუკიდებელი მოთხრობები, რომელსაც საკუთარი დედაზრი აქვს.
ამ მოთხრობებში დათა ჩაყენებულია სხვადასხვა სიტუაციაში და თითქოს ავტორი აკვირდბა ჩვენთან ერთად თუ როგორ მოიქცევა იგი.
ავტორი ამ შემთხვევაში არის გრაფი სეგედი. იგი რევოლუციის შემდეგ სარდაფში ცხოვრობს, სადაც ადამიანთა ფიგურების ძერწვით ირთობს თავს. სინამდვილეში იგი ადამიანთა ხასიათს სწავლობს და ძერწავს.
გრაფი სეგედი ღირსეული პიროვნებაა. მან იმისათვის აირჩია კავკასია, რომ საკუთარი თავის გამოცდა უნდა. მისი სიტყვებით კავკასიაში ისეთი პირობებია, რომ ძნელია ამ სამსახურში სუფთა დარჩეო. მიუხედავად ამისა იგი ღირსეულ ადამიანად რჩება და ბოლოს დათას მოკავშირეც კი ხდება. როცა ზარანდიას შეატყობს, რომ დათას მახეს უგებს ცდილობს დათას შეატყობინოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და თავის მოსწავლის, ზარანდიას, ნაცვლად ზნეობრივად ამაღლებული დათას მხარეს დგება.
ამ ნაწარმოებში ყურაღება უნდა მიაქციოთ გვარებს: კარიძე, კარიჭაშვილი, იალქანიძე და სხვა. ეს გვარები ამ ადამინთა ხასიათზე რაღაცას გვეუბნება. კარი ახალ ცხოვრებისელ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, კარიჭაშვილი ტრადიცუილ ქართულ ცხოვრებაში შესასვლელს, კარიძე ბუნატავშიკია, ახალი ცხოვრება უნდა. იალქანიძეს ბედი დაათრევს სხვადასხვამხარეს და ა.შ.
ასევე შემთხვევითი არ არის მთვარის გამოჩენაც ნაწამოებში. როცა მთვარე კარგად ანათებს მაშინ დათას საფრთხე არ ემუქრება ბოლოს დათას სიკვდილის წინ მთვარე ღრუბლებშია მიმალული. საერთოდ მთვარე ამ ნაწამოების გასაღებია.

ამ ნაწარმოებში პირველად არის გამოთქმული გეოპლიტიკური მოსაზრებები. ავტორს შეიძლება ვუწოდოთ პირველი ქართველი გეოპოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს საქართველოს ისტორიის გააზრებას გეოპოლიტიკური კუთხით(თუმცა მე არ ვეთანხმები ამ მოსაზხრებას, რადგანაც უფუნქციო ქვეყნები ადრეც არსებობდნენ და ახლაც არიან, მიუხედავად ამისა მაინც საინტერესოა და დასაფასებელია).

თითოეულ ეპიზოდში არა მარტო დათა არის სხვადასხვა კუთხით წარმოჩინებული და გაბრწყინებული, არამედ მასთან ერთად ჩანს სხვა ადამიანების დადებითი და უარყოფითი თვისებები და ზოგჯერ დათა მოგვაგონებს ,,თევზს ცოდვების ოკეანეში'', როგორც ამას ქრისტეზე ამბობენ ხოლმე.

ამ ნაწარმოების სწორად გასაგებად მთავარი გასაღებები რაც არის გითხარით და თუ კიდევ წაიკითხავთ უფრო მეტად მოგეწონებათ ეს შედევრი.

გრაფი სეგედი არა მარტო დათას ცხოვრებას აკვირდება და სწავლობს, არამედ მისი უახლოესი ნათესავის მუშნი ზარანდიასაც.
ეს ორი პიროვნება თანაბრად არის დაჯილდოებული ნიჭით, მაგრამ ზნეობამ ისინი სხვადასხვა ასპარეზზე გაიყვანა. ერთი იმპერიის სამსახურში ჩადგა. იმპერიის რომელიც თვითონ არის ბიროტების სათავე. დათას სიტყვებით: ,,იმპერია კრუხივით ჩეკავს ცუდ კაცებს'".
რაც არ უნდა ცადოს ორივე მხარემ სულ ერთია დათასნაირი წესიერი კაცი ყოველთვის უქმნის პრობლემას იმპერიას და ამიტომ მათი შერიგება ვერ ხერხდება. წესიერი კაცი იძულებულია კონფლიქტში იყოს ხელისუფლებასთან.
ნაწარმოებში მუშნი და დათა იმიტომ არიან ნათესავები, რომ ამით ავტორი ხაზს უსვავს ფილოსფიურ კანონს: ,,დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის" შესახებ. თუ დაკვირვებულხართ ძაღლი და მგელი ერთი ჯიშისაა, მაგრამ ერთმანეთს ვერ იტანენ.
მას შემდეგ რაც დათა მოკვდება ცოტა ხანში კვდება მუშნიც, რადგანაც მას არ დარჩა ღირსეული მოწინააღმდეგე, რომელსაც პრობლემებს შეუქმნიდა და გამოცდას ჩაუტარებდა, რითაც მის მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება თავისი ბუნება წარმოაჩინოს. მუშნის არსებობას აზრი ეკარგება და იგი ნოსტალგიის მსგავსი რაღაცით იღუპება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ioanezosime
პოსტი Nov 22 2010, 11:07 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 7-September 10
წევრი № 9,426



jariskaci
ხო მე მგონი მახსოვხარ. ადრე ვიღაც ჯარისკაცს ველაპარაკებოდი. ალბათ შენ ხარ.

ikanosi
შენიშვნა სამართლიანია, მაგრამ არ არის საჭირო სიტყვაზე გამოკიდება. მე ცოტა თავისუფლად ვწერ აქ და მთლად მათემატიკურად არ ვზომავ სიტყვებს. მე მგონი შენ მაინც მიხვდი რისი თქმაც მინდოდა. დღევანდელ რეალობაში თქო დაახლოებით ამის თქმა მინდოდა. არ მითხრა ახლა რომ არც დღევანდელი რეალობაა აღწერილი აქო. მართალი იქნები მე-19 საუკუნის ქართული რეალობაში, ალბათ ასე ყველზე ზუსტი იქნება. მართალია?

ikanosi
ბოდიში კიდე შემეშალა. მე-19 საუკუნის ბოლო მე-20-ს დასწყისი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ioanezosime   დათა თუთაშხია   Nov 16 2010, 12:16 PM
ioanezosime   პატარა შესწორება: ...   Nov 16 2010, 02:08 PM
ioanezosime   ბოლო კარის პროლოგი...   Nov 19 2010, 09:55 AM
jariskaci   ioanezosime მე შენ მეცნობი...   Nov 22 2010, 09:02 PM
ioanezosime   jariskaci მე ბევრ ფორუმზ...   Nov 22 2010, 09:48 PM
jariskaci   ინტერნეტ ფორუმ გე-...   Nov 22 2010, 09:54 PM
ikanosi   აბა სახარება რომე...   Nov 22 2010, 10:04 PM
ioanezosime   jariskaci ხო მე მგონი მახ...   Nov 22 2010, 11:07 PM
ikanosi   ioanezosime ძმაო, უნდა გაზ...   Nov 22 2010, 11:08 PM
ioanezosime   ikanosi რა ვქნა ძმაო. ჩე...   Nov 22 2010, 11:30 PM
ikanosi   ioanezosime :მეგობრები:   Nov 22 2010, 11:38 PM
ioanezosime   ikanosi ბოლო კარის პროლ...   Nov 22 2010, 11:39 PM
jariskaci   ioanezosime კი ის ვარ მიხა...   Nov 23 2010, 04:09 PM
ioanezosime   jariskaci კაი კაცი ხარ. გა...   Nov 23 2010, 06:04 PM
jariskaci   კი მართლა მაგარი ი...   Nov 23 2010, 08:32 PM
ioanezosime   jariskaci საქართველოში ხ...   Nov 24 2010, 10:13 AM
მათველა   ხანდახან მწერალს ს...   Nov 24 2010, 11:15 PM
ioanezosime   მათველა ,,დათა თუთა...   Nov 25 2010, 12:03 PM
jariskaci   საზღვარგარეთ ვარ ...   Nov 25 2010, 11:16 PM
lashqari   არა მგონია მართმად...   Nov 26 2010, 12:52 AM
ioanezosime   jariskaci და lashqari სასიამო...   Nov 26 2010, 10:51 AM
გულთმისანი   მე "დათა თუთაშხია...   May 29 2014, 12:24 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 07:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი