IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> თბილისის ხედები, ძველი თბილისი, ტაძრები და სხვა...
bell
პოსტი Aug 18 2007, 07:22 PM
პოსტი #281


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PUSKU
პოსტი Aug 29 2007, 07:07 PM
პოსტი #282


ნინო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 111
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ..
წევრი № 1,207



IPB-ს სურათი
თბილისი smile.gif


--------------------
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ!
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Sep 2 2007, 10:56 PM
პოსტი #283


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



ნარიყალა

IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Sep 3 2007, 03:41 PM
პოსტი #284


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



რა იშვიათია მწვანე მტკვარი...

IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Sep 12 2007, 11:29 PM
პოსტი #285


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



თბილისელი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი Sep 26 2007, 03:14 PM
პოსტი #286


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



ეს არის ჩემთვის ნამდვილი თბილისი...
ეს სურათი სულ სამიოდე თვის წინ გადავიღე ჩემი სახლის აივნიდან,რომელიც ...
(თაბუკაშვილის 50)
IPB-ს სურათი


[URL=http://imageshack.us][IMG]http://img231.imageshack.us/img231/8063/pict0033ka8.jpg[/I
MG][/UR
esec sul shemtxvevit maqvs gadagebuli

IPB-ს სურათი



--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Sep 26 2007, 09:03 PM
პოსტი #287


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



tamari_irakli
ვაა ულამაზესი ხედია, გავგიჟდი wub.gif

პს- ჩემი გვარის ქუჩაზე ცხოვრობ biggrin.gif


პ.პ.ს.ჭ.ხ.ჯ - ეჰჰ... გადავიღო ესენი, მოვასწრო სანამ გაახვსისეს და გაყიდეს user.gif

IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Sep 26 2007, 09:34 PM
პოსტი #288


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Sep 26 2007, 10:10 PM
პოსტი #289


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი Sep 27 2007, 12:25 AM
პოსტი #290


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



ციტატა
პ.პ.ს.ჭ.ხ.ჯ - ეჰჰ... გადავიღო ესენი, მოვასწრო სანამ გაახვსისეს და გაყიდეს

მოასწარი, მოასწარი biggrin.gif
ჩვენ მაქ გვიპირებენ გადმოყვანას


--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Sep 30 2007, 08:15 AM
პოსტი #291


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



IPB-ს სურათი


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Oct 6 2007, 01:52 PM
პოსტი #292


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Oct 6 2007, 08:45 PM
პოსტი #293


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



მზიური

IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 13 2007, 04:32 PM
პოსტი #294


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი...



ძველთაგანვე დასახლებული იყო მტკვრის მარცხენა ნაპირიც-ისანი (დღევანდელი ავლაბარი). სამეფო სასახლე ისანში იყო.

ისანი-სახელწოდება ,,ისანი`` არაბული წარმოშობისაა და გამაგრებულ ადგილს, ციხეს ნიშნავს.

დღეს შეუძლებელია ისნის ციხის გეგმარების და საერთო სახის ზუსტი აღდგენა. ფორტიფიკაციული კომპლექსი, როგორც ჩანს, ორ დონეზე განლაგებული ნაწილისაგან სედგებოდა. პირველი, მთავარი ნაწილი კლდის პლატოზე იყო აშენებული, მეორე-კი დასავლეთიდან ეკვროდა, დამრეც რელიეფს ჩამოყვებოდა და ხიდთან მთავრდებოდა. კლდის ძირას ძველი ხიდის ყელის ადგილზე შემორჩენილია კვადრატული კოშკის ნარჩენები (ისინი იხსნებიან ხოლმე მტკვრის დონის დაწევისას). ასეთი კომპოზიციაა ნაჩვენები ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის გეგმაზე. ისნის კარიბჭე აღმოსავლეთის მხრიდან გამოწეულ ნაწილში იყო გაჩრილი. მასთან იყრიდნენ თავს ავჭალისა და კახეთის გზები. მას შემდეგ, რაც მე-18 საუკუნეში შიდა ავლაბარი გალავნით შემოზღუდეს, ეს კარი ფორტიფიკაციული სისტემის შიგნით აღმოჩნდა.


ისანი მეტად მიუდგომელი ციხესიმაგრე ყოფილა. 1045 წელს თბილისელთა მოწვევით ქალაქში მეფე ბაგრატ IV შემოვიდა, რომელსაც მიართვეს თბილისის გასაღებები. მან ხელთ იგდო მთელი თბილისი, ისნის გარდა. ,,ხოლო ისნელთა ჩააგდეს ხიდი და არა მოსცეს ისნი`` (,,ქართლის ცხოვრება``). ბაგრატი მთელი ზაფხულის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ისნის დამორჩილებას, მიუხედავად იმისა, რომ ,,...დაუდგეს ფალავანნი და ბრძოდეს ისნთა``.

IPB-ს სურათი


ისანის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მე-12, მე-13 საუკუნეებში, როდესაც აქ მდებარეობდა გაერთიანებული მეფეთა სასახლე. ამ სასახლეში გაიგო თამარმა მამის, მეფე გიორგის გარდაცვალების ამბავი, სასახლისეულ ეკლესიაში ლოცულობს იგი მტერზე გამარჯვებისათვის 1195 წელს. 1278-1289 წლებში მეფე დიმიტრი თავდადებულს ყაენის კარზე გამგზავრებამდე, ისანში ღვთისმშობლის სახელზე აუგია ტაძარი. დაახლოებით ამ დროიდან ისანში ჩნდება ახალი სახელი-მეტეხი. როგორც ჩანს სახელწოდება ,,ისანიც`` საბოლოოდ არ გამქრალა. ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ ვახუშტი ბაგრატიონი მეტეხის მიდამოებს, კვლავ ისანს უწოდებს: ,,ისანს არს კიდესა მტკრუისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი,ღვთიშობლისა``.

დღეს ხშირად ისანის სახელწოდებას ავლაბრის დიდ ფართობზე ავრცელებენ, რაც ისტორიულ სინამდვილეს არ შეეფარდება. ისაანი განსაზღვრული იყო დღევანდელი ღვინის აღმართი, დღ. ქეთევან წამებულის ქუჩის დასაწყისითა და მუკუზნის შესახვევით.

აწინდელი მეტეხის ქუჩის სწვრივად სანოვაგის ბაზარი ყოფილა. 1800 წლის გეგმაზე იგი N 88-ით არის აღნიშნული. ისანშივეა ქარვასლები, თოფის წამლის ქარხანაც. 1800 წლის გეგმის მიხედვით, ისანის ქუჩების ქსელი კალასთან შედარებით ,,რეგულარულ`` ხასიათს ატარებდა. შუასაუკუნეობრივმა ქსელმა ძირითადში დღემდე მოაღწია






ავლაბარი - ამჟამად ავლაბარი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, განლაგებული ვრცელი რაიონია. მას ქალაქის შემოგარენში მდებარე სოფელთა, თუ უბანთა შორის თავისი ისტორიით,ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადილი უკავია.თავდაპირველად კი იგი ისნის (მეტეხის) ციხესიმაგრეს მიკედლებული (დაახლოებით 8 ჰა ფართობის) უგალავნო ნაწილის წარმოადგენდა, დღევანდდელი შაუმიანისა და მეტეხის კლდის გასწვრივ. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში,Eერეკლე მეორის მეფობის ხანაში შემოიზგუდა გალავნით. დღეს ხშირად ისანს და ავლაბარს აიგივებენ ხოლმე რაც სავსებით როდი შეესაბამება ამ ნაწილების ჩამოყალიბების ისტორიას. დღევანდელი ავლაბრის მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ნაწიოლი ატარებდა ჯერ ისნისა და შემდგომში ავლაბრის სახელწოდებას. ავლაბარი, გაეუბნის სახით ვრცელდებოდა აწინდელი ქეთევან წამებულის ქუჩის გადაგმაც (ქუჩის ხაზზე ძველად თხრილი გადიოდა). ავლაბრის ეს გარეუბანი ნაჩვენებია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილი თბილისის 1735 წლის გეგმაზე. შემდგომში ამ ტერიტორიის ,,გარეთავლაბარს`` ან ,,ავლაბრის უბანს`` უწოდებენ. მას საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავა. 1783 წლის აღწერით, იმ დროს შიდაავლაბარში 219, ხოლო გარეთავლაბარში 136 კომლი სახლობდა. გარდა ამისა, მეტეხში 73 კომლი yოფილა.

ვარაუდობენ, რომ სახელწოდება ,,ავლაბარი`` XIV საუკუნიდან უნდა იყოს გავრცელებული. პირველი წერილობითი საბუთი-შეწირულობის სიგელი, - სადაც ,,ავლაბარია`` მოხსენებული 1392 წლით თარიღდება.

ბოლო დრომდე თვლიდნენ, რომ ავლაბარი ,,სასახლის მიდამოს`` ნიშნავს. ,,ჰავალი`` არაბულად მიდამოა, ხოლო ,,ბირ`` - მეფის სასასხლე. ამგვარი ახსნა საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყუტებოდა, რადგან ისნის (გვიან-მეტეხის) ციხესიმაგრეში მართლაც მდებარებდა მეფის სასასხლე.ასეთ განმარტებაში ერთი გაუგებრობა კია. ცნობილია, რომ XIII საუკუნიდან ძველი ისნის ციხეს მეტეხი ეწოდებოდა, ავლაბარი კი გალავნის გარეთ მდებარე უბნის დასახელება უნდა ყოფილიყო. ზემოთ მოყვანილი განმარტება კი ავლაბრის სახელწოდებას მეტეხზეც ავრცელებს, რადგან სწორედ აქ მდგარა სასახლე. ,,ავლაბრის`` ეტიმოლოგიის დამაჯერებელ ახსნას იძლევა თბილისის ისტორიის მკვლევაარი თიმურაზ ბერიძე. მისი განმარტებით, სიტყვა ,,ბარე`` ნიშნავს სანგარს, ზღდეს, გალავანს. მაშასადამე, სახელწოდება ,,ავლაბარი`` გალავნის იქითა მიდამოს, გარეუბანს ნიშნავს. ამრიგად, ვღებულობთ სულ სხვა შინაარსის სიტყვას – ზღუდის, გალავნის იქეთა მიდამო და არა სასახლის მიდამო. ჰავალიბრე რომ გამოვაქართულოთ, მივიგებთ გარეთუბანს. გარეთუბანი კი ყოველთვის იმ ტერიტორიას ეწოდებოდა, რომელიც ქალაქის ზღუდის ასახვას შუასაუკუნოვანი თბილისის მარცხენა ნაპირის ქალაქმშენებლურ სტრუქტურას.

როგორც ჩანს, XVII საუკუნეში ავლაბარი საკმაოდ გაზრდილია და განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც ერეკლე მეორის მეფობისას ამოყვანილი გალავნის გარეთ აღმოჩნდა და გარეთავლაბრის სახელს ატარებდა. აქ ვახუშტი ბაგარატიონი ორ ეკლესიას მიუთითებს: ,,სომხის საყდარს`` და ,, ბერძენის საყდარს``. ეს უკანასკნნელი შემდგომში წმინდა მარინეს სახელით არის მოხსენებული და თბილისის 1800 წლის გეგმაზე მის გალავანს ქართული სასაფლაო აკრავს გარს. ვახუშტი ბატონიშვილს მახათის მთის ძირას, შუატბის და ლილოს გზებს შორის აღნიშნული აქვს ,,მელიქის საყდარი`` და ,,ბებუათას ბაღი``. საყდარიც და ბაღიც XVII საუკუნეში ზარაბთუხუცესს ხიჯა ბეჰბუდას აუშენებია მეფე როსტომის დასტურით.


IPB-ს სურათი


ავლაბარში სახლობდნენ მეფის, თავადაზნაურთა და საეკლესიო ყმა-გლეხები. ამ უბანში განვითარებულ იყო ხელოსნობაც. ავლაბარში ქართველების გარდა სახლობდნენ სპარსელები, ბერძნები და სომხები.

XVIII საუკუნეში ლეკთა თარეშის გამო ავლაბარი დაცარიელდა. ეს იმითაც აიხსნება, რომ ლეკების რაზმები თბილისს უმეტესად ავლაბრის მხრიდან ესხმოდა თავს. ქალაქის მოსახლეობის შემცირება შავი ჭირის ეპიდემიებითაც იყო გამოწვეული, რომელიც განსაკუთრებით მძინვარებდა 1770 და 1781 წლებში. ერეკლე მეორე და მისი გარდაცვალების შემდეგ გიორგი მეთორმეტე თბილისის ამ უბნებში ასახლებდნენ ერევნიდან და ლორიდან გადმოხვეწილ სომხებს.

პლატონ იოსელიანნის ცნობით, XV საუკუნეში ავლაბარში სასახლეები ჰქონიათ სამეგრელოს და გურიის მთავრებს. თბილისის 1785 წლის გეგმაზე ავლაბარში აღნიშნულია გიორგი ბატონიშვილის სახლი. დედოფალი დარეჯანი XVIII საუკუნის 70-იან წლებში ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯთან აშენებს სასახლეს, რომლის ნაწილმა - ,,საჩინომ`` დღემდე მოაგწია . აქვე აშენდა სასახლის კარის ეკლესია ,,მოწამეთა ირაკლის და დარეჯანის`` სახელზე, რომელიც 1824 წლს მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრად აკურთხეს.

თბილისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზზე არაერთხელ შემცირებულა და მას კვლავ გაუშლია მხრები. ხანგგრზლივი შემოსევებისას მკვეთრად მცირდებოდა ქალაქის გარეუბნები. ამ ბედს იზიარებდა ავლაბარი, მით უმეტეს, რომ იგი XVIII საუკუნემდე უგალავნნოდ იყო. ერეკლე მეორემ ენერგიულ ზომებს მიმართა თბილისის საფორთიფიკაციო სისტემის განახლებისა და განმტკიცებისათვის. XVIII საუკუნის 70-იან წლებში გალავნით შემოიზღუდა შიდაავლაბარი. სწორედ ამ გალავნის ბურჯზეა დაყრდნობილი ,,საჩინო``. გარეთავლაბარი კი კვლავ გაუმაგრებელ გარეუბნად დარჩა.

პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილი თბილისის 1800 წლის გეგმა ფაქტიურად გვიანფეოდალური ხანის თბილისის განაშენიანებას ასახავს. გეგმაზე ფერით გამოყოფილიაის უბნები და ნაგებობები, რომლებიც განადგურდა აღა-მაჰმად-ხანის 1795 წლის შემოსევისას. ეს კი შემოსევამდე არსებული დაგეგმარების დადგენის საშუალებას იძლევა. ჩიუკო თბილისს ყოფს თორმეტ ნაწილად; მტკვრის მაცხენა ნაპირზე ცალ-ცალკეა გამოყოფილი მეტეხი, ავლაბარი და ავლაბრის გარეუბანი. მათგან ავლაბარი (შიდაავლაბარი) და მეტეხი გალავნითაა დაცული. გალავანი 26 სხვადასხვა ზომის ნახევარწრიული კოშკებით იყო გამაგრებული. შიდაავლაბარში შესასვლელი კარიბჭე ჩრდილო-აღმოსავლეთი მხრიდან, გზების შესაყართან მდებარეობდა (დღევანდელი შაუმიანის მოედნის მიდამოებში).

შიდა ავლაბრის დაგეგმარება მკვეთრად განსხვავდებოდა თბილისის სხვა ნაწილების ქუჩების ქსელისაგან.იგი ერთგვარად რეგულარულ ხასითს ატარებდა. ძირითადი ქუჩები მეტეხის კლდის სწვრივს პარალელურად გადიოდა, ხოლო მთავარი ქუჩა მათ ოდანვ ირიბად ჰკვეთდა. ეს ქუჩა იწყებოდა კარიბჭესთან და განივად ჰკვეთდა უბანს (აწინდელი მეტეხის ქუჩა). მის ღერძზე, კლდის ნაპირას წმ. გიორგის მცირე ეკლესია იდგა. გარეთავლაბარი დაინგრა სპარსელების 1795 წლის შემოსევისას.

ზემოთ მოხსენებულ მთავრ ქუჩაზე განლაგებული იყო ავლაბრის ბაზრის (ძირითადი სანოვაგე) რიგები. ამ ბაზარს მიუთითებს ა.პიშჩევიჩის 1785 წლის გეგმაზე. ვახუშტისგან განსხვავებით, აქ თვით ავლაბარი შეზღუდულია და ,,ავლაბრის კარი`` აქაც გალავნის აღმოსავლეთითაა დატანილი. ავლაბრის გალავანში ,,ავლაბრის კარის`` სახელით კარიბჭის გაჭრა, ეთი შეხედვით, თითქოს ტრადიციის გაგრძელებად ჩანს. მაგრამ ეს ასე არაა. ავლაბრის ზღუდის იქით კიდევაა ე.წ. ,,გარეთა ავლაბარი``, ანდა, როგორც თბილისის 1800 და 1802 წლების გეგმებზეა, "ავლაბრის უბნის" დასახელება და კარსაც ავლაბრის სახელი ამიტომ ეწოდა.

IPB-ს სურათი


ავლაბარში ,,პატარა კარიცაა``. ვახუშტის გეგმაზე მხოლოდ ერთი კარია, პიშჩეევიჩთან კი ავლაბრის გალავანს მეორე კარი ჩრდილოეთის მხრიდანაც აქვს დატანებული. ,,თბილისის 1800 წლის გეგმაზეც`` ავლაბრის მეორე კარი გალავანს ჩრდილოეთიდან აქვს.

ამავე და გვერდით ქუჩებში დიდი რაოდენობის სახელოსნოები იყო, სადაც შრომობდნენ მკალავები, მეჭურჭლეები, მეთუნეები, მეჯაგები, მკუპრავები და ა.შ. აქ ქარვასლებიც იდგნენ.

მთავარმმართებლის კნორინგის მიერ შედგენილ საპოლიციო წესდებაში ქალაქის მეოთხე ნაწილად აღნიშნულ ავლაბარში 300 სახლია მოხსენიებული.

1821 და 1831 წლების გეგმების მიხედვით ავლაბარი თანდათან იწყებს განახლებას. ამ დროისათვის ავლაბრის გალავანი უკვე მოშლილია. ამასთან, შიდაავლაბარში შემორჩენილი გვიანფეოდალური ხანის ქუჩების ქსელი ( მან ძირითადში დღემდე მოაღწია). ამ დროს დამუშავდა ავლაბრის რეგულარული განაშენიანების პროექტიც, სწორხაზოვანი ქუჩების ბადის სახით. ეს პროექტი არ განხორციელებულა და ავლაბარი ქაოსურად შენდებოდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში ავლაბარი უკვე მჭიდროდ არის დასახლებული.

1859 წლის თბილისის გეგმაზე ავლაბარს (ამჯერად იგი ქალაქის მესამე ნაწილად არის წარმოდგენილი) სამხრეთით მტკვარი საზღვრავდა, აღმოსავლეთიდან-მახათასს მთის კალთები,სამხრეთ-აღმოსავლეთიდან წმ. ბარბალეს მინდორი, ჩრთილოეთიდან - ჩუღურეთი. გასული საუკუნის 80-იანი წლებისათვის ავლაბრის განაშენიანება შავ სოფელს (მირზა-აბათს) აღწევს. ავლაბრის ცენტრს ტრაპეციის ფორმის კახეთის მოედანი წარმოადგენს, რომელიც წარმოიშვა შიდაავლაბრის ყოფილი გალავნის კარიბჭესთან. ამ ქუჩების რადიალური ქსელი აღარ განვითარდა.

გეგმარების ხასიათი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩაისახა, ზოგიერთი გამონაკლისით, დღემდეა მიღწეული. ჩვენამდე მოაღწია, იმ დროის განაშენიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც. აქა-იქ შემონახულია ძველი თბილისური საცხოვრებელი სახლების საინტერესო მაგალითები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,დარბაზის`` ტიპის სახლის ერთადერთი შემორჩენილი ნაშთი, ბანიანი სახლები ჩეხოვის ქუჩაზე და გასული საუკუნის თბილისისათვის დამახასიათებელი სახლები. აჟურული ხის აივნებით არმაზის, რუისის, ფიგნერის ქუჩებზე და მეტეხის კლდის სწვრივის განაშენიანება.



ავლაბრის ხიდი: - უძველესი დროიდან მეტეხის ვიწროებაში ხიდი იყო ქადებული,რომელიც ისანს აკავშირებდა კალასთან ასული საუკუნის 40_იანი წლებიდან კი ამ ადგილზე, ერTმანეTის უშუალო სიახლოვეს, ორი ხიდი იყო. 1870 წელს ის ხიდები ლითონისამ შეცვალა.ერთ მათგანს, დინების ღრმა, ავლაბრისა ერქვა, მეორეს მეტეხისა. avლაბრი ხიდზე ტრანსპორტი ერTი მხრვივ მოძრაობდა-მარჯვნიდან მარცხნივ. ავლაბრიდან მომავალი ურმები Tუ სხვა სახის ტრანსპორტი მარჯვენა ნაპირზე ვორონცოვის ხიდიT გადიოდა.ა ხლანდელი მეტეხის ხიდის ამბების შემდეგ. 50-იან წლებში ძველი ხიდები მოშალეს.

IPB-ს სურათი




ავლაბრის კარი: - XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე მეტეხის პლატოს მცირე ტერიტორია გალავნით იყო შემოვლებული. ციხე სიმაგრე ორი ნაწილისაგან შედგებოდა. ზემო ნაწილი უშუალოდ პლატოზე მდებარეობდა, დღევანდელ მეტეხის აღმართსა და მეტეხის კლდისსწვრივს შორის. ამ ბირთვს დასავლეთის მხრიდან კიდევ ერთი კედელი ჰქონდა ქარსემოვლებული, რომლილ ქვევით იშვებოდა და ისმისმეტეხის ხიდთან მთავრდებოდა. კარიბჭე გაჭრილი იყო იმ ადგილას, სადაც ეს გარშემოვლებული კედელი ძირითად გალავანს უერთდებოდა და აწინდელ მეტეხიოს აღმართზე ადიოდა. 18_ე საუკუნის მეორე ნახევარში ახალი გალავანი Sემოავლეს შიდა ავლაბრის ვრცელ ტერიტორიაზე ჯერ კდიევ არაბების დროს შექმნილ თხრილის ხაზზე (ამჟამინდელი შუა მინის ქუჩის დასაწყისი და მოკუზინის შესახვევი). მთავარი კარი მოეწყო იმ ადგილზე სადაც ახლა მეტეხის ქუჩა ერწყმის შუამინის მოედანს. აქედან იწყებოდა კარები ავჭალისაკენ, კახეტისაკენ (ყარაიაზე განშტოებებით), მარტყოფისაკენ. ვახუშტი ბაგრატიონი ამ კარებს ასე ჩამოთვლის: ბაღების გზა ყარაისა, კახეთის გზამ, შუა ტბის გზამ ლისის გზამ, ავჭალის გზა.

ავლაბრის გზამ ორ მძლავრ ბურჯს შორის იყო მოქცეული. აქ იწყებოდა შიდა ავლაბრის მთAვარი (აწინდელი მეტეხის) ქუჩა, რომელსაც სასურსათო დუქნების რიგები მიუყვებოდნენ.



მეტეხი: - აქ მკვეთრ არქიტექტურულ დომინანტს წარმოადგენს “მეტეხთა ღვTისმშობლის ტაძარი”,რომელიც მტკვრის ნაპირზე კლდეზეა აშენებული თითქოს შეზრდილია მასთან და გადმოჰყურებს მთელ ქალაქს. ხალხი მას უბრალოდ “მეტეხს” უწოდებს. დღის განმავლობაში იგი სულ სხვადასხვაგვარად ნატდება და მისი სილუეტი ცის ფონზე მომხიბვლელ სურათს ქმნის. ტაძარი, რომლის კედლები თითქოს სალი კლდის გაგრძელებას წარმოადგენენ აირეკლება მტკვარში და ამით ადიდრებს მთებში მომწყვდეული და გაშენებული ქალაქის თავისებურ სურათს.

მეტეხის აშენების თარიღად ვახტანგ გორგასლის დროა მიჩნეული (ე.ი 6_ე საუკუნე). ამას ადასტურებენ ვახუშტი, პლ.იოსელიანი და სხვები. გადმოცემით , მეტეხის ტაძარში დაუკრძაკლავთ ვარსქენ პიტიახშის მეუღლე შუშანიკი, რომლის წამების ამბავს მოგვიტხრობს იაკობ ცურტანელის “წმ.შუშანიკის მარტვილება”, ქართული ლიოტერატურის უძველესი ძეგლი. ასეტივე გადმოცემებიტ ვახტანგ გორგასლის დროიდან აქ უნდა ყოფილიყო მეფეტა სასახლე, მაგრამ ეს მოსაზრება ისტორიული წყაროებითA და საბუტებით ჯერჯერობით არ არის დადასტურებული .

ისტორიული დოკუმენტებშi თვით მეტეხი 12_ე საუკუნეში გხვდება. აქ გიორგი მესამისა და თამარის დროის სასახლეც იყო და ტაძარიც. შამქორის ომის დროს (1195 წ.), როგორც თამარის ისტორიკოსი ბასილი გვამცნობს, ჯარის გასტუმრების შემდეგ თამარი ფეხშიშველი მისულა მეტეხის ტაძარში და ლოცულობდა ქართველთა ჯარის გამარჯვებისათვის.

თამარის ასულის მეფობის დროს, როდესაც თბილისს მონღოლტა ჯარი Sემოესია და ააოხრა, მტრის მსხვერპლი შეიქმნა მეტეხის ტაძარიცა და სასახლეც.

IPB-ს სურათი


12-ე საუკუნის შუა წლებში აღადგინეს მეფის პალატები ხოლო 1278_1289 წლებში, დიმიტრი ტავდადებულის მეფობა მთლიანად აღდგენილ იქნა მეტეხის ტაძარში მისი დღევანდელი სახე სწორედ ამ დროს მიეკუთვნება.

ტაძრის შემდგომი ბედი ასეთი იყო: ქართლში მაჰმადიანი მეფეების ხელისუფლების დროს, 17_ე საუკუნეში, მეტეხი მიტოვებუილი და, ფრანგი მოგზაურის შარდენის ცნობით დაზიანებულიცაა. ვახტანგ V შენობა Tუმცა აღადგინა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მეტეხი თურქებს ეჭირათ.

1748 წელს მეტეხის ციხე ერეკლე მეორემ კვლავ დაიბრუნა. ციხის აღების დროს დაზიანებული ეკლესია შეაკეTა და აღადგინა მისი გუმბათი.

რუსეთის თვითმპყრობლობის დამყარების შემდეგ მეტეxი კვლავ მოქმედი ეკლესიაა. ძველი სიმაგრე დაანგრიეს (1819წ.) და აღმართეს საპყრობლის შენობები. ამ უსისტემოდ აშენებულმა ყაზარმულმა Sენობებმა, ბუნებრივია, საგრძნობლად შეცვალეს მეტეხის საერთო არქითექტურა.

მეტეხის ეკლესია XIX საუკუნის შუა წლებშიც შეკეთდა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეტეხის ციხე გაუქმდა, ხოლო ტაძარი, როგორც ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში, ხალხის კუთვნილებად გამოცხადდა.

მეტეხის ტაძარმა, მიუხედავად საუკუნეების მანძილზე ნგრევისა და გადაკეთებისა, მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი, ე.ი. XVIII საუკუნის დროინდელის სახე.

გეგმაში ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ოთკუთხედს, თავისუფლად მდგომ ბურჯებზე დაყრდნობილი გუმბათით.

IPB-ს სურათი


ამ ეკლესიისათვის დამახასიათებელია აღმოსავლეთის სამი აფსიდი, რომელიც ნახევარწლიურ შვერილებს ქმნის და ქართული ძეგლების უმრავლესობისაგან განასხვავებს მას. ეს თავისებურება შესაძლებელია იმის მსხვერპლიც იყოს, რომ გამეორებულია უფრო ადრინდელი ეკლესიის გეგმა`.

შიგნით ეკლესია იმდენადაა გადაკეთებული, რომ ძნელია ინტერესის მხატვრული სახის ცარმოდგენა. ეკლესიის შეთეთრებულ კედლებზე აშკარად ჩანს XVII საუკუნის აღდგენის კვალი. ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად თვალში გვეცემა გუმბათქვეშა თაღების ისრული მოხაზულობა. ამდროინდელ შეკეთების ნიშანს ატარებს აგრეთვე მორთულობა გუმბათქვეშა ბურჯებზე, თაღის ქუსობთან და დეკორატიული რომბები სამხრეთის კედლებზე უფრო კარგად შერჩა თავდაპირველი სახე ფასდების. კლდეები ნაგებია ქვის თლილი კვადრატებისაგან, კედლებში ჩამატებული აგურის წყობაშეკეთების შედეგია.სამხრეთის ფასადი, რომელიც მტკავარს გადმოჰყურებს, ამოყვანილია ერეკლე II დროს. ფასადთაგან ყველაზე საინტერესო აღმოსავლეთის ფასადია. მისი დეკორატიული მორთულობა იმეორებს ქართული ძეგლებისათვის დამახასიათებელ სქემას, რომელიც გავრცელებული XI საუკუნიდან და ფასადის რომბულ, ორნამენტულ როზეტების მოხატვით გაფორმებას გულისხმობს.

ორნამენტული მოტივებითაა გაფორმებული სარკმელთა საპირეები და ჯვრების გამოსახულება მათ თავზეა. თვით ორნამენტები ტექნიკურად კარგადა შესრულებული, მაგრამ იგრძნობა ნახატის დაქუცმაცება და ერთვარი სიმშრალე, რაც საერთოდ დამახასიათებელია ამ დროის ძეგლებისათვის.

მორთულობის თვალსაზრიუსით საინტერესოა კარიბჭე ჩრდილოეთ შესასვლელის წინ, რომელიც ტაძრის ATანადროულია, თუმც შემდგომ საგრძნობლად შეკეთებული.

გუმბათის ყელი, რომელიც აგურის წყობითაა ამოყვანილი, ხელახლად აუშენებიათ ერეკლე II დროს.

აღმოსავლეთის ფასადის სამხრეთ აფსიდის კედელზე ერეკლეს დროინდელი წარწერაა:

“მეფემ ირაკლიმ ეს ციხე მტერსა წაართო ძალადო,
აიღო ჯვარი ქრისტესი,წინ მოუმძღუარა ფარადო,
გაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქვს საყდრის კარადო,
ღუთის მოყვარესა ხელმწიფეს ასე სჭირს ამის გუარადო.
ღუთის სადიდებლად, მეოხად მეფისა ერეკლესია”.

ეს წარწერა ერეკლსე მიერ იმ ისორიული გამარჯვების აღსანიშნავად ამოუკვეთიათ, რომელმაც ქართველებს დაუბრუნა მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე-ქალაქის გული.

ძველი სამეფო სასახლის კედლის ფარგმენტები, თლილი ქვის წყობის ნაშთი, შემონახული იყო ტაძრიდან ჩრდილოეთ აღმოსავლეთით 0_25 მეტრის მანძილზე. მაგრამ ამჟამად სხვადასხვა დაგებობითაა დაფარული.

მეტეხის აღმართზე, სანამ თვით მეტეხთან ავიდოდეთ, მარცხენა მხარეს კიბეების რიგი იწყება, რომელსაც თბილისში შემორჩენილ ერთ-ერთ ძველ სასახლისკენ ავყავართ.





ღვინის აღმართი: - აღმართზე განლაგებული იყო ღვინით და არყით მოვაჭრეთა დუქნების რიგი. აღმართი იწყება მეტეხის ხიდთან მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ადრე მას დიდი სირაჯხანა ერქვა.

IPB-ს სურათი



ლილო: - ის გარემოება, რომ თბილისის უბნების დასახელება ზოგჯერ ამ ადგილებში განლაგებული ხასიათიდან მომდინარეობდა, გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის ამ საგარეუბნო სოფელში საღებავის წარმოებას მისდევდნენ, რამაც დასაბამი მისცა უბნის დასახელებას.


საჩინო - ეს სასახლე აგებულია 1776 წელს, ერეკლე II მეუღლის დარეჯანის მიერ და მას "დარეჯანის სასახლეს" ან `საჩინოს` უწოდებენ. სასახლე, ეკლესია და სამსახურებრივი დანიშნულების ნაგებობანი ერთიან კომპლექსს ქმნიდნენ. ეკლესია ახლაც არის შემორჩენილი. თვით სასახლე აშენებულია ციხის ნანგრევებზე, რომელიც ქვაყორისა და კვადრატული აგურის ძველებური შერეული ნაყოფითაა ნაგები.

IPB-ს სურათი


სასახლეში უმთავრეს ყურადღებას სწორედ ხის გადმოკიდებული აივანი იპყრობს, რომელიც მომრგვალებულ კონტრფორსს, მხატვრულად ამთავრებს მას.

აივნიდან საინტერესო სანახაობა იშლება. აქედან ჩანს თბილისის მარჯვენა სანაპიროს ნაწილი, რომელიც ამდიდთეატრად გადაშლილ ქალაქის მთელ თავისებურებას გვიჩვენებს.მტკვრის ნაპირას მეტეხის ხიდთან, სიონის გვერდით, მოჩანს ჩვენთვის უკვე ცნობილი თბილელისეული ქარვასლის აღმოსავლეთის ფასადი, რომლის კედელი დანაწევრებულია ტოსკანურ კედლისვეტების ორდერით. მის გვერდით ხიდთან ახლოს, ზედ მტკვრის ნაპირზე, ოცდაათიან წლებში აგებული ქარვასლა ძლიერ გადაკეთებული და დამახინჯებულია.

დარეჯანის სასახლიდან ურბნისის ქუჩით გავდივართ შაუმიანის ქუჩაზე, რომელიც აგრეთვე ქალაქის მნიშვნელოვანი მაგისტრალია და უერთდება კახეთის გზატკეცილს. ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი-ავლაბარი, ძირითადად ამ ქუჩით უკავშირდება ცენტრს. კლდის თავზე გაშენებული ეს სასახლე, ჯერ კიდევ მეტეხის ხიდიდან იპყრობს ყურადღებას.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სასახლე, ეკლესია და სამსახურებრივი დანიშნულების ნაგებობანი ერთიან კომპლექსს ქმნიდნენ. დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ აქ ჯერ ფერისცვალების მონასტერი იყო, ხოლო შემდგომში (1862 წელს) სასულიერო პირტა შვილებისათვის განკუთვნილი სემინარია. დროთა განმავლობაში ბევრი რამ გადაკეთდა, დაინგრა, გაჩნდა ახალი მონაშენები და სხვ. 1878-80 წლებში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, ძეგლი გაიწმინდა გვიანდელი მინარევებისგან და იგი პირვანდელი სახით წარმოგვიდგა.


ავლაბრის ბაზარი – მე-19 საუკუნის თბილისში მრავალი მხრიდან ჩამოსული ვაჭრები გასაყიდად ჩამოტანილ საქონელს ქარვასლების საწყობში აბინავებდნენ, ხოლო პირუტყვისთვის საგანგებო ადგილი იყო გამოყოფილი ქარვასლების სიახლოვეს. პირუტყვის გასაჩერებელი ვრცელ ადგილს წარმოადგენდა ე.წ. `ბზის(თივის) მოედანი` ან `ბაზარი`. მოედანი მდებარეობდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე რიყის სამხრეთ ნაწილში სირაჯხანის სიახლოვეს, ავლაბრის ხიდთან. ხიდის ორთავ ბოლოში ქარვასლები იდგა. მოედანზე გასაყიდად მომარაგებული იყო თივის ზვინები, საიდანაც მოდის ადგილის სახელწოდება `ბზის მოედანი`. ანალოგიური სახელწოდების ადგილები რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებშიც იყო, კერძოდ – პეტერბურგში.



სირაჩხანა - სახელწოდება სპარსული წარმოშობისაა. "სირაჩ" თუ "სირაჯ" მეღვინეს ნიშნავს, "ხანა" თუ "ხანე" კი-სახლს. "სირაჩხანა" ღვინით და არყით მოვაჭრეთა რიგებს ნიშნავს. ძველ თბილისში ორი სირაჩხანა იყო-პატარა და დიდი. ისინი მტკვრის მოპირდაპირე ნაპირებზე მდებარეობდნენ. პატარა სირაჩხანა მარჯვენა ნაპირზე, კალაში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა. დღეს ეს ქუჩა აღარ არსებობს. იგი გაქრა ყოფილი შუაბაზრი (დღევანდელი ლესელიძის ქუჩის) რეკონსტრუქციისას. ამ ადგილზე ახალი სკვერია, სიონისა და ლესელიძის ქუჩების შესაყართან. ძველად კი პატარა სირაჩხანა მცირე აღმართს წარმოადგენდა.

დიდი სირაჩხანა მტკვრის მარცხენა ნაპირზე გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა, რომელიც ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა და ავლაბრის გალავანის ქვემოთ კლდის ძირას მიყვებოდა. ამ გზას სირაჩხანის აღმართსაც უწოდებდნენ. შემდგომში მას ღვინის აღმართი ეწოდა. აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები მარაგდებოდნენ კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით სავსე რუმბებითა და ტიკებით. ამ აღმართზევე იყო ძველი თბილისის უმთავრესი ღვინის ბაზარი.



ნავთლუღი: - სოფელი ნავთლუღი ძველი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სოფლების ავლაბრისა და ღომელაურის შემდეგ მდებარეობდა.

ნავთლუღი ორი სიტყვის: "ნავთი"და "ლუღი"-ს ნაზავს წარმოადგენს. "ნავთი" აღმოსავლური სიტყვაა, "ლუღი"-თურქული და ადგილს ნიშნავს. ე.ი. ნავთლუღი თავის ადგილს, სანავთეს აღნიშნავდა.

ვახუშტი ბაგრატიონი საისტორიო ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ქალაქ თბილისის მიდამოების აღწერისას გადმოგვცემს: ხოლო ტფილისის-სამხრეთ-აღმოსავლეთით არს ნავთლუღი. მუნ დის ნავთი კლდისა მტკვრისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიგებს`. დასახელება ნავთლუღის ტერიტორიაზე უძველეს დროს გაჩენილა. აქ აღმოჩენილი მცირერიცხოვანი არქეოლოგიური მასალა მეტად მრავალფეროვანია. სპეციალისტების აზრით, ეს მასალა გვიანბრინჯაოს ხანის შესანიშნავ ნიმუშად უნდა ჩაითვალოს და მოწმობს აქაურ მესაქონლეთა და მიწადმოქმედ მოსახლეობის იარაღის, სამკაულის, კრამიკული ნაწარმის ორიგინალური სახეობის შექმნის უნარს.

ცნობილია, რომ ერეკლე მეორემ ფართომაშტაბიანი სამუშაობები ჩაატარა თბილისის ფორტიფიკაციული სისტემის და ქაქლაქის მისადგომების გასამაგრებლად. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენს ციხესიმაგრის აგება ნავთლუღში, რომელსაც ხალხმა `ერეკლეს ციხე` შეარქვა. 1772წელს თბილისში იყო რუსეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი იოან-ანტონი გიუელდენშტედტი, რომელიც იხსენიებს ნავთლუღს და ერეკლეს ციხეს. ამ დროისათვის სოფელში 50 სახლი და მრავალი მიწური ყოფილა. გიულდენშტედტის ცნობით, სოფლის მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მისივე აღწერით, ოთხკუთხა ციხის სიგრძე 80 ნაბიჯი იყო და მას მრგვალი კოშკი აგვირგვინებდა. ერეკლეს მეფობის ხანაში სოფელი ნავთლუღი გაპარტახებული ყოფილა და ციხის აშენებასთან ერთად მეფეს მოსახლეობის აღდგენაზეც უზრუნვია.

1802 წელს საქართველოში რუსი ხელისუფლებისადმი წარდგენილ ერთ-ერთ განცხადებაში თავადი სუმბათაშვილი წერდა:` ოცდა ხუთი წელიწადი არის, რაც მეფე ერეკლემ ნავთლუღის სოფელი ააშენა. რადგანაც მტრის ადგილი იყო, ქალაქის დაცვისათვის თითო კაცი სოფლებიდან მოაგროვა და ჩვენს მამულში სოფელი გააკეთა. ახლა ნება მიგიციათ აყრისა და სხვაგან დგომისა. თავადებს ჰკითხეთ და თუ ნავთლუღის სოფლის მოშლა ქალაქის სამჯობინარი იქნება, ნება გაქვსთ, მოშალეთ`... განცხადებიდან ჩანს, როცა მეფე ერეკლე სოფელ ნავთლუღში ციხე-გალავანს აგებდა, იგი გაპარტახებული სოფელი ყოფილა.

ერეკლეს მიერ ჩატარებულ ამ Gრონისძიებას არა მარტო პოლიტიკური, ეკონომიური
ხასია


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako@tako
პოსტი Oct 13 2007, 06:16 PM
პოსტი #295


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 237
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,096



ვაიმე სუნთქვა შემეკრა რა ლამაზი სურათებია? ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი მინდა.ქუთაისის სურათებიც დადეთ ვისაც გაქვთ რა ,მე ქუთაისი მენატრება.

იმერელო მეც მენატრება საქართცველო და განსაკუთრებით ქუთაისი

სად წავიდა ჩემი დამატებული?

ვაიმე რა ლამაზი სურათებია?სუნთქვა შემეკრა. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი მინდაააააა. ესეთი ლამაზი ქალაქი არ არსებობს უცხოეთში მყოპნო(ჩემნაირებო)ხო დამეთანხმებით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Oct 14 2007, 07:12 PM
პოსტი #296


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Oct 14 2007, 09:35 PM
პოსტი #297


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



IPB-ს სურათი


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zura K
პოსტი Oct 16 2007, 12:19 AM
პოსტი #298


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 15-October 07
წევრი № 2,977



მოგესალმებით ყველას. გთავაზობთ ძველი თბილისის ფოტოებს.

გადავხედე გალერეას და ამგვარი თემა ვნახე, მაგრამ გადავწვიტე ახალი თემა გამეხსნა და აქ გამენთავსებინა ეს ფოტოები. ზოგი შეიძლება ნანახი გქონდეთ ზოგი არა, და მაინც ვფიქრობ დაგაინტერესებთ. ეს ფოტოები პირადად ჩემი არქივიდან მოვაგროვე და მინდა თქვენც განახოთ. იმედი მაქვს მოდერატორები არ გამიბრაზდებიან.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
უფალი ყველგანაა !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Zura K
პოსტი Oct 16 2007, 12:56 AM
პოსტი #299


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 15-October 07
წევრი № 2,977



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
უფალი ყველგანაა !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 16 2007, 01:15 AM
პოსტი #300


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კაი სურათებია ზურა,საინტერესო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 06:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი