ბაგრატიონთა გერბი
http://images.ge/
ბაგრატიონთა (ვახუშტის ატლასი 1735) გერბი
http://images.ge/
ბაგრატიონ-მუხრანელების გერბი
http://images.ge/
http://images.ge/
ბაგრატიონ-ბაბადიშების გერბი
http://images.ge/
ბაგრატიონ-დავითიშვილების გერბი
http://images.ge/
http://images.ge/
ბაგრატიონ-გრუზინსკების გერბი
http://images.ge/
http://images.ge/
ხოო ეს გერბები კეთილი და პატიოსანი მაგრამ მათ შესახებ ცოტა ინფორმაციასაც თუ მოგვაწვდიდით დიდად მადლობელი დაგრჩებოდით მაგ: ვინ შექმნა? რომელი მეფის დროს? ან საერთოდ ვინმემ იცის პირველი გერბი როდის და ვისი მეფობის ხანაში შეიქმნა???
http://imageshack.usეს არის ერეკლე II დროინდელი საქართველოს სახელმწიფო გერბი
http://imageshack.us
vaxtang VI DORIS GERBI
ქართლ-კახეთის სამეფო გერბი ერეკლე II-ის მეფობის დროს:
დროშები
სახელმწიფო დროშა ეროვნული დამოუკიდებლობის გამომხატველი სიმბოლოა. ერის ისტორიაში მას უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება ეკისრება.
ძველი ქართული სახელმწიფო დროშები ჩვენი ერის ისტორიული წარსულის მრავლისმეტყველი დოკუმენტებია. ტერმინი „დროშა“ ქართულ წერილობით წყაროებში IX საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ იგი უფრო ადრე უნდა გაჩენილიყო. დროშის ტარს ეწოდება „ძელი“ ან „ბუნი“, ტარზე შებმულ ტილოს კი „ალამი“.
დროშები სხვადასხვაგვარი იყო. არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის (ლაშქრის ცალკეულ რაზმებსაც თავიანთი დროშები ჰქონდათ). სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა და იგი ძალაუფლების სხვა ნიშნებთან ერთად მეფისაგან ტახტის მემკვიდრეს გადაეცემოდა. სახელმწიფო დროშას ქართველები სეფე-დროშასაც უწოდებდნენ. იგი ორგვარი ყოფილა: დიდი დროშა და პატარა დროშა.
დიდი დროშა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოჰქონდათ. მაგალითად, მეფის კურთხევის ან დაქორწინების დროს, ლაშქრობებშიც მეფეს ეს სახელმწიფო დროშა მიჰქონდა.
პატარა დროშა აღმართული იყო მეფის სასახლის თავზე, ასევე, წირვალ-ლოცვების დროს ტაძარში.
XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს... ბედნიერად ხმარებულს, დროშას სვიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს შემაკავშირებელი, მისი სიძლიერისა და სიამაყის გამომხატველი. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდიოდა.
საქართველოს „გორგასლიანი და დავითიანი“ სახელმწიფო დროშა თეთრი ფერისა ყოფილა, რომელიც წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით.
რანის გერბი ძალიან საინტერესოა -
რაა არის ზედ გამოსახული და რატომ?
მალადეც, ალ
ეგება დააზუსტო თამარის ნათქვამი გერბის შესახებ, ობობა რას ნიშნავს ნეტა?
ადმინისტრაციას და მოდერატორს ბოდიშს ვუხდი ვერ დავინახე ეს თემა
ხოლო რანის გერბს რაც შეეხება მოვძებნი რას ნიშნავს
http://imageshack.us
თბილისის გერბი
http://imageshack.us
http://imageshack.us
ახალქალაქი 1867 წელი
http://imageshack.us
ბათუმის გერბი 1881 წელი
http://imageshack.us
დუშეთის გერბი 1875 წელი
http://imageshack.us
http://imageshack.us
gori 1843
http://imageshack.us
KUTAISI 1843
http://imageshack.us
ქუთაისი 1870
http://imageshack.us
ონი 1858 წელი
http://imageshack.us
ოზურგეთი 1843 წელი
http://imageshack.us
ფოთი 1858 წელი
http://imageshack.us
შორაპანი 1858 წელი
http://imageshack.us
სიღნაღი
http://imageshack.us
telavi
ვალერი
ეს გერბები მოქარგულია თეა მამუკელაშვილის მიერ და უნიჭიერესი ადამიანი ჩანს მისი ნამუშევრებიდან გამომდინარე
ქართული დროშები
V საუკუნე
IX საუკუნე
XII საუკუნე
ბაგრატიონთა სამეფო შტანდარტი (სეფე დროშა)
აფხაზეთი
ქართლი
კახეთი
იმერეთი
გურია
ოდიში (სამეგრელო)
სვანეთი
ოსეთი
ჰერეთი
სამცხე
შირვანი
ბატონო კანონისტ.. უკაცრავად და იქნებ გვითხრათ საიდან იცით რომ V, IX და XII საუკუნეებში ასეთი ტიპის დროშა იყო? არ შემორჩენილა რამდენადაც მახსოვს და აღწერილობა არის წყაროებში? თუ ეს უბრალოდ ვარაუდია, ასეთი იქნებაო...
მე სხვაგვარად ვიცი და მაგიტომ.. დავაზუსტოთ...
ketino
შესაძლოა
მე რაც მათი განთავსების საიტზე ეწერა, ის გადმოვწერე
მე მაქვს ერთი საინტერესო და კაი წიგნი სადაც საქართველოს დროშებია ახწერილი. აქ ვერ ვხედავ იმ დროშებს რომლებიც ადრე იყო.
ძალიან საინტერესო საკითხია მართლაც... გვარების გერბები და დროშები თუ მოგეპოვებათ დავყაროთ
სულხანიშვილის საგვარეულო გერბი მინდა,ნეტავ თუ არსებობს?თუ კი,მაშინ ვისაც გაქვთ იქნებ ატვირთოთ?წინასწარ გმადლობთ
"საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921წლები) 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს რესპუბლიკის გერბი არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით.
1990-იან წლებში საქართველომ ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად ეროვნულ სიმბოლოდ 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი გერბიც აღადგინა."
„საქართველოს სამეფო გერბი ოფიციალურად XVII საუკუნის II ნახევრიდან, 1672 წლიდან დასტურდება.
იმხანად საქართველოს სახელმწიფო გერბს გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგის ფიგურა განასახიერებდა.“
რას ფიქრობთ როგორი უნდა იყოს საქართველოს დროშა? და როგორი იყო მანამდე ვერავინ ამტკიცებს, რომ 5 ჯვრიანი დროშა გვქონდა წარსულში საიდან მოვიდა დღევანდელი დროშა? წმინდა ნინოს ჯვრიანი დროშა ძალიან კარგია იქნებ ასეთი დროშაა ჩვენთვის შესაფერისი? ან რამდენად შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიასაც და საქართველოსაც ერთი და იგივე დროშა ქონდეს?
ეს კი დღევანდელი დროშა
მე პირადად, დღევანდელი დროშა მომწონს ძალიან
ეს დროშა კარგია?
იდეას მიხვდით ალბათ სადღაც შემხვდა ადრე ასეთი წარწერა და მერე ფოტოშოპში ვიფანტაზიე
"საქართველოში ანთიმოზ ივერიელსა და მის მოსწავლეებთან, სასტამბო საქმის განვითარებასთან ერთად, დაკავშირებულია ჰერალდიკის განვითარებაც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირველი ქართული გერბები საქართველოში იშტვანოვიჩის მიერ დასტამბულ წიგნზე გვხვდება, არამედ - ამ გერბების ფორმის, არქიტექტონიკისა და ორნამენტული მორთულობის ტიპოლოგიური პარალელების არსებობაც რუმინულ, კერძოდ, ანთიმოზის მიერ დაბეჭდილ წიგნებზე არსებულ შესაბამის ნიმუშებთან.
პირველად ბაგრატიონთა გერბი 1709 წელს დასტამბულ "სამოციქულოში" თავფურცლის მეორე გვერდზე დაიბეჭდა (უფრო ადრე საქართველოს სამეფო გერბების არსებობა მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან დასტურდება, მაგრამ ეს ნიმუშები რუსულ ისტორიულ წყაროებშია დაცული).
აკაკი შანიძემ ვახტანგის სტმის წიგნებში გერბის მოთავსების წესი რუმინული გამოცემების გავლენით ახსნა. "სამოციქულოდან" მოყოლებული ყოველი გამოცემათა თავფურცლის მეორე გვერდზე ვხვდებით ბაგრატიონთა სამეფო გერბის ამა თუ იმ ვარიანტს".
/"თვენი" წიგნი 27, გვ.207/
"კახაბერ კახაბერიძე-ბაღვაში ქართველ მამულიშვილთა კოხტასთავის მონღლოთა წინააღმდეგ ცნობილი შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ. მისი ასული გვანცა კი, ულუ-დავითის მეუღლე (ავაგ ათაბაგის ქვრივი) და დემეტრე თავდადებულის დედა, ყველა მის შემდგომ ბაგრატიონთა დიდი დედაა.
ტარსაიჭ ორბელი-ბაღვაში დემეტრე თავდადებულის აღმზრდელი იყო.
დავით აღმაშენებელმა უბოძა მათ დროშა, საოცრად მსგავსი მეფისეულისა, მხოლოდ საპირისპირო ფერების - წითლისა თეთრი ჯვრით".
/"კარიბჭე" N1,2021, გვ.36/
"სვანებს ჰქონდათ საერთო სასვანო დროშა - ლემ, რომელიც ზემო სვანეთის დროშად ითვლებოდა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 168/
"კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვიდა საქართველოს ისტორიის პალიტრის წიგნი "ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები".
დაინტერესებულებმა შეიძინეთ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)