IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ვისაუბროთ
kinoteli
პოსტი May 1 2010, 07:14 PM
პოსტი #1


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ეს თემა რატომღაც დაიხურა მაგრამ მე სხვანაირად მინდა განვავრცო
"ძალიან მომენატრეთ, დიდება უფალს, რომ მშვიდობით დავბრუნდი. მინდა გითხრათ, რომ საქართველოზე უკეთესი არც ერთი ქვეყანა არ არის. ჩვენ უნდა დავინახოთ სულიერი და მატერიალური სიმდიდრე ჩვენი ქვეყნისა", - ბრძანა უწმინდესმა სიონის საპატრიარქო ტაძარში.http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...ode=news&id=553
მე კითხვა გამიჩნდა რატომ ფიქრობს უწმიდესი ასე?ეს მხოლოდ მისთვისაა ასე თუ ჩვენც ასე უნდა ვფიქრობდეთ?
და რატომ?(დარწმუნებული ვარ რომ ბევრი არ ფიქრობს ასე.და ვინც არ ფიქრობს მისთვის რას ნიშნავს უწმიდესის ეს სიტყვები რაც არაერთხელ უთქვამს ???)


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 1 2010, 07:20 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



kinoteli
ციტატა
საქართველოზე უკეთესი არც ერთი ქვეყანა არ არის

სამშობლო დედის ძუძუი ერთია ქვეყანაზედა.. smile.gif


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 1 2010, 07:23 PM
პოსტი #3


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



მეც მინდა გითხრათ რომ საქართველოზე უკეთესი არც ერთი ქვეყანა არ არის ჩემთვის.
აქ დავიბადე აქ გავიზარდე, აქაა ჩემი ყველაფერი, სიყვარულიც ამ ქვეყნის მაქ და ყველაფერს მირჩევნია.

ამაზე ილიას ერთი მაგარი სიტყვები მახსენდება...
,,რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!"

რავიცი აწი თქვენ განსაჯეთ.

იმედი მაქვს ამ თემას სერიოზულად მოვეკიდებით და არ ავიგდებთ...
ჩვენი აზრები დავწეროთ და განვიხილოთ ადამიანურად.

პ.ს. წინა თემაში ორივე მხარემ გადაამეტაა, მოდერებიც ცოდო არიან სულ ხო არ უყარაულებენ ყველაფერს. ამიტომ გთხოვთ სერიოზულად ვისაუბროთ, ერთმანეთს ნუ გამოვეკიდებით და შეურაწყოფას ნუ მივაყენებთ...


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი May 1 2010, 07:23 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



ერთი რამ არის
საქართველო კარგია განა მარტო იმიტომ რომ სამშობლოა
არა

არის განსხვავება საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის და საქართველოში ნამდვილად არის სულიერება და ილია II ვეთანმხები

რა თქმა უნდა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი სამშობლო სხვაზე მეტად უყვარდეს მაგრამ
სქართველოს სიყვარული ჩემთვის მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით არ არის გამოწვეული
ესაა ობიექტური სხვაობა სხვებთან, ობიექტიური სიმართე

დასავლეთში ღმერთი დავიწყებულია დიდი ხანია
აღმოსავლეთი ისევ ფანატიზმშია, და ვარსკვლავებში,
და საქართველოში არის გრძნობა და სულიერება


და ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ

სამწუხაროდ


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 1 2010, 11:01 PM
პოსტი #5


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



arjuni
ციტატა
დასავლეთში ღმერთი დავიწყებულია დიდი ხანიააღმოსავლეთი ისევ ფანატიზმშია, და ვარსკვლავებში,და საქართველოში არის გრძნობა და სულიერებადა ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთსამწუხაროდ


იცი? დასავლეთში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პოლიტიკოსს სწამს თუ არა ღმერთის, თუ ის ათეისტია, მისთვის იქ მტავრდება ყველაფერი, როგორც პოლიტიკოსის!

ანდაც შევეშვათ რწმენას - როცა პოლიტიკოსი მიქარავს, ან ქრთამს აიღებს, ან რამე შეეშლება ხალხის წინაშე, ის როგორც პოლიტიკოსი მკვდარია უკვე, აღარ აქვს მომავალი. ჩვენთან რა ხდება? რამდენჯერ დაიჭერენ ადამიანს ქრთამების აღების ფაქტებზე, რამდენჯერ დაუდებენ წინ თავის სამარცხვინო საქმეებს და მაინც მოქმედებს ის როგორც პოლიტიკოსი, რატომ? იმიტომ რომ თუ კი ვინმე დაფრინავს ვარსკვლავებში და ფანატიკოსობს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი!

არანაირი სულიერება არ იგრძნობა ამ ქვეყანაში! ჭუჭყის და სახაშედან გამოსული ღორის ჩლიქების სუნი დგას!

ეს "ჩემი ქვეყანა ჯობია, შენი ქვეყანა ჯობიაც" სწორედ ქართველი კაცის ეთნოცენტრული ბუნებიდან მოდის! საქართველო რომ გონია პლანეტის გული და სხვაგან თუ არსებობს სიცოცხლე წარმოდგენაც არ აქვს ამაზე!


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი May 1 2010, 11:16 PM
პოსტი #6


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(syd @ May 2 2010, 12:01 AM) *

arjuni
იცი? დასავლეთში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პოლიტიკოსს სწამს თუ არა ღმერთის, თუ ის ათეისტია, მისთვის იქ მტავრდება ყველაფერი, როგორც პოლიტიკოსის!

ანდაც შევეშვათ რწმენას - როცა პოლიტიკოსი მიქარავს, ან ქრთამს აიღებს, ან რამე შეეშლება ხალხის წინაშე, ის როგორც პოლიტიკოსი მკვდარია უკვე, აღარ აქვს მომავალი. ჩვენთან რა ხდება? რამდენჯერ დაიჭერენ ადამიანს ქრთამების აღების ფაქტებზე, რამდენჯერ დაუდებენ წინ თავის სამარცხვინო საქმეებს და მაინც მოქმედებს ის როგორც პოლიტიკოსი, რატომ? იმიტომ რომ თუ კი ვინმე დაფრინავს ვარსკვლავებში და ფანატიკოსობს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი!

არანაირი სულიერება არ იგრძნობა ამ ქვეყანაში! ჭუჭყის და სახაშედან გამოსული ღორის ჩლიქების სუნი დგას!

ეს "ჩემი ქვეყანა ჯობია, შენი ქვეყანა ჯობიაც" სწორედ ქართველი კაცის ეთნოცენტრული ბუნებიდან მოდის! საქართველო რომ გონია პლანეტის გული და სხვაგან თუ არსებობს სიცოცხლე წარმოდგენაც არ აქვს ამაზე!


ცუდის დანახვა ადვილია, კარგის - ძნელი.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 1 2010, 11:20 PM
პოსტი #7


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



აბე

მე მხოლოდ იმაზე გავაკეთე კომენატრი რაც ეწერა... რა თქმა უნდა კარგიც ბევრია, მაგრამ ცუდი იმდენად ჯობნის რომ
ციტატა
საქართველოზე უკეთესი არც ერთი ქვეყანა არ არის


ეს განცხადება ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი. თუმცა პატრიარქი სხვანაირად არ იტყოდა და არც უნდა ეთქვა... მაგრამ ის პატრიარქია და მე რიგითი მოქალაქე. ამიტომ რამე თუ არ მომწონს ჩემ ქვეყანაში, სრული უფლება მაქვს ხმამაღლა ვთქვა ეს და არავის აქვს უფლება გამკიცხოს!


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 1 2010, 11:37 PM
პოსტი #8


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



syd
არავინ არ გკიცხავს. a075.gif

თუ რამე არ მოგწონს ეცადე გამოსსწორო ყველაზე სამართლიანი ეგ იქნება. a075.gif

თორე ლანძღვას და გინებას არაფერი არ უნდა.



ციტატა
საქართველოზე უკეთესი არც ერთი ქვეყანა არ არის


რაც შეეხება ამ ფრაზას, შენ რა ჭრილში განიხილავ და რა ხედით არ ვიცი (ყველა ადამიანს თავის ხედვა აქვს) მაგრამ პირადად ჩემთვის რა მდგომარეობაც არ უნდა შეიმნას საქართველოში, ყველაზე უკეთეს ადგილად დარჩება ის ჩემთვის...

ეს არ ნიშნავს რომ ყველაზე მაგრები ვართ, ან ყველაზე უკეთესები ან რავი აღმატებულები. ისე მაგააზეც გეტყვი, გააჩნია რა სააწონით ავწონავთ. ხშირად გვეუნებოდა ხოლმე ერთი ძალიან კარგი ადამიანი, აბა დააკვირდით რამდენი ალალმართალი ბავშვი ეზიარება საქართველოშიო, თუნდაც ეს მადლი გადაწონის მთელ დედამიწას სასწორზე რომ დავდოთ.
წირვა ლოცვის და ზიარების მადლი ისეთია ამას ჩვენ ვერასდროს ვერ აღვიქვამთ და შევიმეცნებთ.

ეხლა ეს მაგალითი არ ჯობია ვიღაც დასავლელი პოლიტიკოსების სიპატიოსნის მაგალითს?

თუმცა მე არ ვიძახი იდეალურები ვართქო, ძალიან ბევრი ცუდი თვისება და ხასიათი გვაქ და კიდე ბევრი რამე.

უბრალოდ ადამიანს თავისი თუ არ უყვარს, აფასებს ის სხვისას ვერასდროს სათანადოდ ვერ დააფასებს...


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი May 2 2010, 10:10 AM
პოსტი #9


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



ჩემი ცხოვრების აბსოლუტური უმრავლესობა აქ გავატარე. რამდენჯერაც ქვეყნიდან თუნდაც დასასვენებლად გავედი, იმ წუთასვე ნოსტალგია და რაღაც ენით აღუწერელი სინანული მტანჯავდა. ვერა და ვერ დავისვენე.

აქ გადამხდა ჩემი ცხოვრების ყველაზე თბილი და ყველაზე ტრაგიკული მომენტები. აქვე, იყო დრო, როცა ქრისტიანობას ზურგი ვაქციე, აქვე იყო, როდესაც მართლაც დიდი სიხარულით დავუბრუნდი უფალს, როგორც უძღები შვილი და მანაც მიმიღო. და საქართველოშივე ვაპირებ ჩემი ფიქრების ხორცშესხმას.

და მაშ როგორ შეიძლება ამ ქვეყანაზე ძვირფასი არსებობდეს ჩემთვის რაიმე?!


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qartveli76
პოსტი May 2 2010, 12:13 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 23-February 10
წევრი № 8,235



თუ საქართველოსთვის არაფერს გავაკეთებთ,როგორ შეიძლება რომ გვოყვარდეს საქართველო.თუ ომია ქვეყანაში და სიღარიბეა და ჩვენ გავიქცევით ქვეყნიდან და სხვა ქვეყანაში დავიწყებთ ნუგეშის ძებნას,ეს არ იქნება სიყვარული,სიტყვა რომ ვთქვათ გვიყვარს საქართველოო ეს არ არის სიყვარული სიყვარული საქმით უნდა დამტკიცდეს თუ არადა ფარისევლები ვიქნებით რომლებიც სიტყვით სიკეტეს ქადაგებენ და გული მატი სიბილწიტაა სავსე.მე მაგალითად ხმამაგალი ძახილი იმისა რომ გვიყვარს საქართველო და მისთვის თვს დავდებთ ეჭვს იწვევს ხოლმე ჩემში.აი მაგალითად ომში რა მოხდა,ბევრმა ჯარისკაცმა მიატოვა იარაღი ტანკები და ასე შემდეგ და გამოიქცნენ აღარავის ახსოვდა საქართველო და ქართველები.მე მაგალითად ესე ვიტყვი მე არ ვიცი რას ვიზავ განსაცდელის ჟამს დაე ღმერთმა მომცეს ძალა რომ არ შევარცხვინო ოჯახი და მამაპაპანი ჩემნი და ღირსეულად დავიცვა ქვეყანა,და საქმით დამტკიცდეს რომ მიყვარს საქართველო.საქართველო ხომ თოთო ბავშვივითაა,რომელსაც დახმარება უნდა რომ ფეხზე დადგეს მოდი ნუ დავემსგავსებით იმათ ვინც იმის მაგივრად რომ შეეხმაროს და სიარული ასწავლოს ამ ბავშვს პირიქით ისე იქცევა რომ თიტქოს ვერც ამჩნევს მას და არამც თუ ვერ ამჩნევს არამედ შეიძლება დაეჯახოს და წააქციოს კიდევაც იგი.ჩვენ არარანი ვართ ამიტომ ნუ დავივეხნით ქვეყნის სიყვარულს არამედ ღმერთს ვთხოვოთ რომ მოქვცეს სიყვარული ქვეყნისა და ძალა რაითა ვიღვაწოთ საქართველოს აღმშენებლობისთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 2 2010, 02:03 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



წადით საქართველოდან, საზღვარსგარეთ 5 თვე ან მეტი, და ნახავთ თუ რატომ ჯობია საქართველო ყველას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 2 2010, 02:07 PM
პოსტი #12


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



აკაკი
ციტატა
წადით საქართველოდან, საზღვარსგარეთ 5 თვე ან მეტი, და ნახავთ თუ რატომ ჯობია საქართველო ყველას


ვიზა მაიტა


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 2 2010, 02:12 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



syd
შენ ფული მომეცი და ვიზას მოგცემ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 2 2010, 02:16 PM
პოსტი #14


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



აკაკი

ციტატა
შენ ფული მომეცი და ვიზას მოგცემ


რამდენი გინდა? user.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი May 2 2010, 02:29 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



syd
ვერ გაიგე ეტყობა მე რა დავწერე.
ადამიანის უფლებების დაცვა არ ნიშნავს სულიერებას
ოფიციალურად ქრისტიანად ყოფნა სუფთა პოლიტიკააა და არა სულიერება.
ეგრე ირანში თვას აბა პოლიტიკოსმა მუსულმანი არ ვარო? იგივეა ევროპაშიც უბრალოდ ევროპაში არ მოკლავენ იმ ადამიანს
და მაგ მხრივ არც ჩვენ განვსხვავდებით
პრეზიდენტი ან პოლიტიკოსი თუ მართლმადიდებელი არაა მისი ჩანსები ცოტაა ან საერთოდ არაა

მე რაც დავწერ ეეხებოდა ადამიანურ ურთიერთობას
უბრალო ადამიანურ ურთიერთობას
ხოლო პოლიტიკაში თუ ქისტიანობაა მირებული ეს პოლიტიკური ეტიკეტის გამოა და არა სულიერების გამო


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 2 2010, 02:34 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



syd
აი რავი გამოითვალე რამდენი ხანი გინდა და რაც დაჭირდება biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 2 2010, 08:23 PM
პოსტი #17


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



გაიხარეთ ჩემო კარგებო


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 2 2010, 11:28 PM
პოსტი #18


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!. isrebi.gif isrebi.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი May 2 2010, 11:34 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



მთელი საქართველო ბარადააა ჩამოსული biggrin.gif
ლექსი კაია ისე
დროს არ შეეფრება


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 3 2010, 12:04 AM
პოსტი #20


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



arjuni
ციტატა
მთელი საქართველო ბარადააა ჩამოსული


აბა რა ქნან, ვინ დაუმესიჯოს მერე გულნაზას ნიჭიერში user.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 05:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი