IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> არიოზი და მისი ერესი
afxazi
პოსტი Apr 7 2009, 01:08 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ვინაიდან გვერდით თემებში თავი იჩინა არიანული ერესის პარალელებმა, ვფიქრობ აუცილებელია ამ ერესის და მისი "მამამთავრის" არიოზის შესახებ გარკვეული ინფორმაცია ქონდეს მკითხველს, თუ როგორ ებრძოდა და როგორ დაამარცხვა ეს მართლაც ერესთა ერესი ეკლესიამ.

მოკლე ცნობებისათვის გამოვიყენე ედიშერ ჭელიძის ერთ-ერთი რადიო ლექცია (წერილობითი სახით) და ვფიქრობ შემდეგ და შემდეგ უფრო განივრცობა ამ ტემის ირგვლივ საუბარი.



არიოზი – მისი მოღვაწეობის ზოგადი მიმოხილვა

ჩვენს წინა საუბარში მიმოვიხილეთ წმ. ანტონი დიდის მოღვაწეობა. უფრო ადრე ვეხბოდით არიანელობის აღმოცენებას, რასთაანაც და რომლის უარყოფასთანაც თვით ანტონი დიდსაც ქონდა შეხება რა თქმა უნდა, როგორც თუნდაც წმ. ათანასე ალექსანდრიელის მოძღვარს და ეს თემა არიანელობასთან ბრძოლისა ხშირად წარმოდგება ჩვენს წინაშე ამ ეპოქის მოღვაწეთა შესახებ საუბრისას და ამიტომ ვფიქრობთ გასაკვრი არ უნდა იყოს ის გარკვეული, შეიძლება ასე ითქვას თხოვნა რაც ჩვენდამი იყო მომართული საკუთრივ არიოზთან დაკავშირებით, რომ როგორც ადრე რამდენიმე შემთხვევაში მსმენელთა ერთი ჯგუფისგან გამოითქვა სურვილი იმისა, რომ არიოზის ლიტერატურული საქმიანობის შესახებ, ე.ი. რამეს თუ წერდა იგი, მხოლოდ ზეპირი იყო მისი საქმიანობა თუ წერილობითაც ავრცელებდა თავის ერესს, ანუ ზოგადად რომ ვთქვათ არიოზის შესახებ უფრო ვრცელი ინფრომაცია რომ წარმოგვედგინა მსენელისათვის. ჩვენ დაახლოებით ანალოგიური მიმართვა გვქონდა თავის დროზე ტატიანე სირიელთან დაკავშირებით და მაშინაც შევეცადეთ რომ ეს სურვილი შეგვესრულებინა. ამჯერადაც, რადმენადაც ეს დაინტერესება სავსებით გამოკვეთილია, შევეცდებით რომ არიოზის შესახებ უფრო ინფორმატიული ვიყოთ და უფრო დეტალურად წარმოვაჩინოთ ამ პიროვნებასთან დაკავშირებული, დღეისათვის ცნობილი, დეტალები.


კვლავ შეგახსენებთ, რაც თავის დროზე ავღნიშნეთ, რომ არიოზი რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივად იცხოვრა, ის 256-336 წლებში იყო, ე.ი. ოთხმოცს გადაცილებული გახლდათ, დაახლოებით 82 წლის, როდესაც გარდაიცვალა. ის წარმოშობით იყო ლიბიელი, 256 წელს ლიბიაში დაიბადა, Yთავისი საღვთისმეტყველო ფორმირება - ჩამოყალიბება მან მიიღო ანტიოქიაში, თვითონ ამ ჩამოყალიბებას განუკუთვნებს წმ. ლუკიანე ანტიოქიელს, მაგრამ ეს საკითხი თავის დროზე განვმარტეთ და ჩვენ აღარ დავუბრუნდებით. შემდეგ ის ანტიოქიიდან გადადის ალექსანდრიაში, სადაც ჯერ დიაკვნად იკურთხება, შემდეგ კი მღვდლად. ის უკავშირდება ბაუკალისის ეკლესიას, მაგრამ დაახლოებით 318 წელს, როდესაც მან უკვე დაიწყო თავისი ერეტიკული მოძღვრების საჯაროდ გამოთქმა რა თქმა უნდა მისი პერსონის წინაშე აღიძრა პრობლმები და ამ პრობლემების აღძვრამ არიოზი, რომელიც ასე ვთქვათ აქამდე ზეპირად მოღვაწეობდა, გააქტიურა იმისკენ, რომ წერილობით საქმიანობასაც შედგომოდა. მისი ნაწერების გარკვეული ფრაგმენტები ჩვენამდე მოღწეულია, ზოგი სხვადასხვა ანტიერეტიკული ძეგლიდან შეგვიძლია მოვკრიფოთ სადაც ციტატებადაა მოტანილი, ზოგს კი ათანასე ალექსანდრიელის ერთ-ერთი წყაროდმცოდნეობითი შრომა, რასაც არიანელობის ისტორია ეწოდება ზოგადად, შეიცავს და ამ ფრაგმენტებიდან არიოზის მოძღვრება სავსებით მკვეთრად წაროჩნდება.

საფუძვლად თავისი სისტემისა არიოზს ქონდა დებულება თუ აქსიომა, რაც ცდომილების არსობრივად შემცველი თავის თავში, მომდევნო დასკვნების ცდომილებასაც განაპირობებდა და ეს დებულება თუ ამოსავალი პრინციპი არიოზისა გახლდათ ის რომ მისთვის ღმრთეება, ანუ ბუნებითი ღმერთი თავისი თვისებით იყო არა მხოლოდ შეუქმნელი, არამედ აგრეთვე უშობელიც, როგორც შექმნა არ შეიძლება, - ამბობს არიოზი, ასევე არ შეიძლება არც მისი შობაც, ე.ი. ღმერთი არ შეიძლება რომ იშვას. შობა თავსთავად გვიკარნახებს, - ამბობდა არიოზი, რომ ვინც იშვა მას თავისი მშობელი ყავს, თავისი წყარო ჰყავს, ანუ იმ წყაროს გარეშე ეს არ იარსებებდა და რადგანაც შობილი ყოველთვის მოსდევს მშობელს ე.ი. შობილი ყოველთვის არ შეიძლებოდა რომ არსებულიყო, სწორედ აქედან გამოაქვს მას შემდგომ დასკვნები, რომ ძე ღვთისა, იგივე სიტყვა ღვთისა არ შეიძლება იყოს ნამდვილი ღმერთი, რადგანაც იგი შობილია მამისა. არიოზისთვის შობა და შექმნა ერთიდაიგივე გაგების იყო, ერთიდაიგივე შინაარსს შეიცავდა, ორივე მისთვის იმას მიუთითებდა თითქოს, რომ ვინც შობილია, ანუ არიანელისთვის ვინც ქმნილია, მას თავისი საწყისი აქვს, ის ყოველთვის არ არსებობს, გარკვეულ მომენტში იწყებს არსებობას და რადგანაც ღვთისგან ყოველივე იქმნება სრული არაფრობიდან, შესაბამისად არიოზი აკეთებდა დაკვნას, რომ პირველი ქმნილება რომელიც ღვთისგან “იშვა” (დაიბადა), ეს იყო სწორედ ძე ღვთისა, მაგრამ იგი დაიბადა თუ იშვა ასევე სრული არაფრობიდან როგორც ნებისმიერი სხვა ქმნილება, ანუ როგორც შემდეგ თავისი ცნობილი ფორმულირება შეიმუშავა არიოზმა, იყო როდესაც არ იყო ძე ღვთისა.

აქ იყოს შემდეგ იგულისხმება არა იმდენად რაღაც ჟამი, როგორც ეს საყოვალეთაოდ გავრცელდა, თითქოს არიოზს ასეთი ფორმულა ეთქვას, რომ “იყო დრო, როდესაც არ იყო ძე ღმერთი”. იქ დროს არ ამბობს არიოზი, იმიტომ რომ დრო როგორც ამქვეყნიური მოვლენა არიოზისთვისაც შეუფერებელია ძე ღმერთისადმი. თუ ზეციური ძალები, ანგელოზები დროის გარეშე არიან და ზედროულნი, რამდენად უფრო იქნებოდა მისთვის (არიოზისთვის), მისგან პირველქმნილებად, ე.ი. ქმნილებათა შორის ყველაზე აღმატებულად შერაცხილი არსი, დროისგან თავისუფალი, ამიტომ ის დროზე კი არ ამახვილებს იმდენ ყურადღებას რამდენადაც ჩვენ აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ სიტყვა “მომენტი”, ანუ იყო მომენტი როდესაც არ იყო ძე ღვთისა, იყო რაღაც სინამდვილე, რაღაც არსებობა, როდესაც ძე ღვთისა ჯერ კიდევ არ იყო. მაგრამ როგორც არ უნდა გავიგოთ უეჭველია, რომ გარკვეულ მომენტში, გარკვეულ შემთხევვაში, გარკვეულ ვითარებაში აღმოცენებულად თვლის იგი ძე ღმერთს და არა მარად არსებულად და აი ეს გახლდათ ფუნდამენტური ცდომილება არიანული ცრუ მოძღვრებისა, რასაც შედეგად მოჰყვა რა თქმა უნდა უკვე სულიწმინდის შესახებ სწავლების გაუკუღმართებაც, რომ თუ ძე ღვთისა არის დროში დაწყებული და ქმნილება, თუნდაც ქმნილებათა შროის პირველი, რა თქმა უნდა უკვე მისთვის სულიწმინდაც ამგვარივე იყო, როგორც დროში დაწყებული, ოღონდ ამ შემთხვევაში სულიწმინდა არიოზისთვის კიდევ უფრო კნინობითია, რადგანაც თუ ლოგოსი ანუ სიტყვა ღვთისა საკუთრივ ღვთისგან იქმნება მისთვის, სულიწმინდას უკვე სწორედ ეს ღვთივქმნილი, ასე ვთქვათ ლოგოსი ანუ ძე ღვთისა ქმნის. ასე რომ სულიწმინდა კიდევ უფრო ნაკლებღვთიურია არიოზისთვის, ვიდრე ძე ღვთისა. რაც შეეხება საკუთრივ განკაცებას, ეს არიოზის მოძღვრებაში ასე წარმოჩნდებოდა, რომ ამ ზეციურმა ლოგოსმა, ზეციურმა სიტყვამ, იგივე ღვთის ძემ, თითქოსდა პირველმა ქმნილებამ ქმნილებათა შორის, ადამიან იესო ქრისტეში მისი სულის ადგილი დაიკავა, ე.ი. იესო ქრისტე ერთის მხრივ ადამიანური სხეულის მქონე იყო და ამ დროს მას ჰყავდა სულად ზეციური ლოგოსი, ამან აღავსო და აღასრულა იესო ქრისტეში ასე ვთქვათ სულის ფნქცია.


კარგადაა ცნობილი, რომ არიანელობა რაციონალური აზროვნების გაუკუღმართების სახეობად არის მიჩნეული, რომ ესაა საღვთისმეტყველო რაციონალიზმის ტიპიური ნიმუში, ე.ი. ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე ვითომცდა პრინციპული დასკვნების გამოტანის რაღაც მეთოდი, რამაც ამგვარი ცდომილებანი წარმოქმნა. ეს ცრუსწავლება მყისვე დაიგმო საეკლესიო მოძღვართა მიერ, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, პირველ რიგში ალექსანდრე ალექსანდრიელის მიერ და დაიგმო როგორც მართლმადიდებლურ სამოძღვრო ტრადიციასთან აბსოლუტურად შეუთავსებელი, და სხვაგვარად შეუძლებელიც გახლდათ, რადგან ერესთა შორისაც კი განსხვავებულობანია, არის უმძიმესი ერესი, მთლად წარმწყმედელი და ამომძირკველი ჭეშმარიტბისა და არის ერესი შედარებით რბილი, როგორც წმ. ათანასე ალესანდრიელი ამბობს სხვაობა ყველაფერშია, ისევე როგორც სასუფეველშია ხარისხები, ასევე ჯოჯოხეთში ანუ წარწყმედილობაში, ანუ ერესშიც თავისი ხარისხებია და ამ მხრივაც შეიძლება ითქვას, რომ არიანელობა ერთ-ერთი უმძიმესი სახეობა იყო გაუკუღმართებისა, რადგანაც ქრისტიანული მოძღვრების არსებაზე მიჰქონდა მას იერიში. ქრისიტანული მოძღვრების არსება ამ შემთხევვეაში გახლავთ მოძღვრება ცხონების, ადამიანთა გადარჩენის შესახებ, ადამიანისთვის ყველაზე არსებითი ესაა, თვით ეს გადარჩენა როგორ აღსრულდება, ეს შემდგომ ღვთისმეტყველურად განიმარტება ეკლესიის მამათაგან, მაგრამ მთელი საღვთო წერილის, ღვთიური განგებულების, საღვთო მოქმედებისა და მოღვაწეობის მიზანდასახულობა არის ადამიანის ცხონება და თუ განკაცებული იესო ქრისტე არ იყო ღმერთი მაშინ მის მიერ აღსრულებული გამოხსნა არ ყოფილა იმ სიმტკიცის მქონე, რაზეც ყოველთვის უსვამდნენ ხაზსს ეკლესიის მამები, რომ მაცხოვრისგან აღსრულებული გამოხსნა იმიტომაა უმტკიცესი საფუძველი მთელი კაცობრიობისთვის, რომ ეს გამოხსნა აღასრულა თავად ბუნებითმა ღმერთმა, მარად დაუცემელმა. ღმერთი ბუნებითად დაუცმელია და თუკი იგი ქმნილება იყო, ვინც იესო ქრისტედ მოვიდა ჩვენთან ჩვენი ცხონებისთვის, ხოლო ქმნილებაში ყოველთვისაა დაცემის შესაძლებლობა, შესაბამისად ჩვენი გამოხსნა არ ყოფილა მარადიული და მტკიცე და ეს უკვე თავისთავად ამ გამომხსნელობითი ანუ სოტერიოლოგიური არსის, ქრისტიანული მოძღვრების აი ამგვარი არსის გაუქმებას ნიშნავდა.


არიოზსა და მის მომხრეებს რა თქმა უნდა შესთავაზეს ჯერ თხოვნით, შემდგომ მოთხოვნით, რომ დაეგმოთ თავიანთი ეს რაღაც სიახლე, ინოვაცია, მაგრამ მათ აბსოლუტურად კატეგორიულად გამორიცხეს ყოველგვარი დათმობა. ჩვენს მიერ განხილულმა წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელმა იგრძნო რა თქმა უნდა პასუხიმსგელობა იმისა, რომ ეგვიპტელ იერარქთა კრება მოეწვია და 318 წელს ალექსანდრიაში შემოკრიბა კიდეც თავის მომხრეთა გარვეული ჯგუფი, სინოდი, კრება შეიკრიბა, რომელმაც დაგმო არიოზი და გადააყენა იგი, ისევე როგორც მისი მომხრეები. მაგრამ არიოზი ცხადია იმგვარი გაკერპების მქონე რაც მისი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე სახეზეა, არანაირად არ შეურიგდებოდა ამგვარ დაგმობას და როგორც წინა საუბრებში ავღნიშნავდით მან მიზნად დაისახა, რომ თვითონაც შემოეკრიბა მომხრეები.

ყველაზე დიდი მომხრე ვინც გახლდათ არიანელობისა და ყველაზე დიდი არიანელი ეს იყო ევსევი ნიკომიდიელი, რომელზეც ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ თავის დროზე, რომელმაც განაპირობა, როგორც არაერთგზის გვითქვამს არიანელობის, ამ ერთ-ერთ მცირე მნიშვნელობის და ნაკლებად ცნობილ რეგიონში ჩასაქრობად და დასაშრეტად გამიზნული ცრუ სწავლების ასე საყოველთაო სახით განვრცობა და მთელი იმპერიისთვის, მთელი საქრისტიანო მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უდიდეს წყლულად გადაქცევა, რაც არიანელობამ თითქმის მყისიერად შეიძინა იმ პოლიტიკური მხარდაჭერის საფუძველზე, რაც სამწუხაროდ არიანელებს არასოდეს არ აკლდათ თავიანთი ისტორიის არცერთ ეტაპზე, დაწყებული უშუალოთ თვით არიოზისგან, თვითონ იმ ევსევი ნიკომიდიელისგან, შემდეგ აკაკი კესარიელი გახლდათ წინამძღოლი მათი, ბოლოს ევნომიუსი და სხვა.

მართალია 325 წელს ნიკეის მსოფლიო კრება შეიკრიბა, რაზეც ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ და ამ კრებაზე არიანელობის პრობლემა თითქოსდა გადაიჭრა, იმიტომ რომ არიანელობა დაგმობილ იქნა, თვით არიოზი კი იმპერატორმა გადაასახლა ილირიაში, მაგრამ როგორც ავღნიშნავდით გადსახლებიდან არიოზმა გამოაგზავნა წერილი 328 წელს და ამ ეპისტოლის გაცნობით ადამიანს უეჭველად დარჩება იმის შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა არიოზი უსამართლოდ იყო დევნული, ისეთი ფორმაა მოძებნილი ეპისტილისა, ისე რაღაც უშუალო გრძნობებზე თამაშობს ამ თავის შეწყალების თხოვნის შემცველ წერილში არიოზი, რომ თითქოსდა იმერატორმა მხედველობაში მიიღოს ერთი რამ, რომ იგი არანაირად არ ეწინააღმდეგება ვითომცდა პირველი მსოფლიო კრების დადგენილებას, რომ თითქოს იგი თანაზიარია ყოველივე იმისა რაც ამ კრებაზე იქნა დადგინებული და რაც შეეხება მის განკვეთას ამ კრებისგან გამოტანილს ეს თითქოს ყოფილა გაუგებრობის შედეგი, რომ ისიც იმავეს განიზრახვიდა და იმავეს ფიქრობდა, მაგრამ მისი ეს განზრახვანი დამახინჯებულად იქნა გადმოცმეული, რამაც თითქოსდა ამ კრების დადგენილება განაპირობა. რა თქმა უნდა ეს თავის თავშივე შეიცავს წინააღმდეგობას, რადგან თუ კერბა მსოფლიო კრებაა და მსოფლიო კრებას უცდომელობას განუკუთვნებს ყოველთვის ეკლესია, შეუძლებელია რომ ის ყველაზე მთავარში შემცდარიყო.

თუმცა ეს თვალთმაქცურად მოფიქრებული ფორმა ამ ეპისტოლისა არიოზისგან ასე ნიჭიერად მორგებული თავის სათქმელზაე მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა და 328 წელს იგი უკან ბრუნდება, ჩვენ როგორც შემდგომ ავღნიშნავდით, არიანელობა ამით განსაკუთრებულად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება იმიტომ რომ თითქოსდა გაიმარჯვეს მათ არიოზის უკან დაბრუნებით და ამის შემდეგ ტრიუმფალური ნაბიჯებით ზედიზედ აღწევენ რაღაც უპრეცედენტო და წარმოუდგენელ გამარჯვებებს. როდესაც 330 წელს ისეთ დიდ მწყემსმთავარს, რომელზეც ჩვენი წინა ლექცია იყო, ევსტათი ანტიოქიელს ანტიოქიის საყდრიდან გადააყენებენ, შემდეგ იმართება ტვიროსის კრება და იერუსალიმისა 335 წელს, როელსაც სხვათაშორის სამწუხაროდ ევსევი კესარიელი თავჯდომარეობდა, (ნახევრად არიანელი, საეკლესიო ისტორიის ავტორი, როემლსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ და საერთოდ დიდ პატივს მიაგებს გვიანდელი ტრადიცია იმ ფასადუდებელი შრიმის გამო რაც მის საეკლესიო ისტორიაშია ჩადებული). ამ კრების შემდეგ საჯარო შერიგება უნდა მომხდარიყო არიოზისა ეკლესიასთან, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ შედგა რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირი ზიარება არ არსებობს სინათლესა და სიბნელეს შორის, ბელიარსა და უფალს შორის.


არიოზის ცხოვრებასთან დაკავშირებით ჩვენ ამით შემოვიფარგლებით ამჯერად, თუმცა არ ვთვლით, რომ ის სურვილი რაც ჩვენდამი იყო გამოთქმული არიოზის საქმიანობის უფრო ფართოდ წარმოჩენისკენ უკვე ამოვწურეთ, შემდგომ შეხვედრაზე საკუთრივ მის წერილობით საქმიანობას შევეხებით, იმ ფრაგმენტებსა თუ მოღწეულ ძეგლებს რაც არიოზის სახელს უკავშირდება და ამ ფრაგმენტებით მისი მოძღვრებაც უფრო გამოიკვეთება ჩვენს წინაშე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 8 2009, 02:45 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



რომელი სწავლების გამო დაიგმო არიოზი ?

ამის ?

ციტატა
რაც შეეხება საკუთრივ განკაცებას, ეს არიოზის მოძღვრებაში ასე წარმოჩნდებოდა, რომ ამ ზეციურმა ლოგოსმა, ზეციურმა სიტყვამ, იგივე ღვთის ძემ, თითქოსდა პირველმა ქმნილებამ ქმნილებათა შორის, ადამიან იესო ქრისტეში მისი სულის ადგილი დაიკავა, ე.ი. იესო ქრისტე ერთის მხრივ ადამიანური სხეულის მქონე იყო და ამ დროს მას ჰყავდა სულად ზეციური ლოგოსი, ამან აღავსო და აღასრულა იესო ქრისტეში ასე ვთქვათ სულის ფნქცია.


თუ ამის ?

ციტატა
აქ იყოს შემდეგ იგულისხმება არა იმდენად რაღაც ჟამი, როგორც ეს საყოვალეთაოდ გავრცელდა, თითქოს არიოზს ასეთი ფორმულა ეთქვას, რომ “იყო დრო, როდესაც არ იყო ძე ღმერთი”. იქ დროს არ ამბობს არიოზი, იმიტომ რომ დრო როგორც ამქვეყნიური მოვლენა არიოზისთვისაც შეუფერებელია ძე ღმერთისადმი. თუ ზეციური ძალები, ანგელოზები დროის გარეშე არიან და ზედროულნი, რამდენად უფრო იქნებოდა მისთვის (არიოზისთვის), მისგან პირველქმნილებად, ე.ი. ქმნილებათა შორის ყველაზე აღმატებულად შერაცხილი არსი


თუ ორივესი ერთად ?
და განკაცება რომ ერიარებიანა მაინც დაიგმობოდა?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 8 2009, 03:34 PM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Lashab
ციტატა
ეს ისაა როგორც ეხლა ხდება, აშკარად ორივე მხარე დარწმუნებულია თავისაში, და ორივე მაინც თავისას ამბობს ამდენი დისკუსიის მერე- აი მოვუგე, სიმართლე გამოჩნდა

სიმართლემ გაიმარჯვა შემოგევლე. არიანელობა ისეთი დოზით იყო გავრცელებული რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ სულ მალე მისი ანსახი აღარ იყო, ანუ მასიურად ვისაც არიანელობის სჯეროდა კვლავ უკან მოექცა. ძნელი გასაგებია.

თუ არ ჩავთვლით XIX საუკუნეში გამოჩენილ "მოციქულს", ჭეშმარტი მემკვიდრეს დასახელებული პიორვნებისას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Apr 8 2009, 03:50 PM
პოსტი #4


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Lashab
ციტატა
ეს ისაა როგორც ეხლა ხდება, აშკარად ორივე მხარე დარწმუნებულია თავისაში, და ორივე მაინც თავისას ამბობს ამდენი დისკუსიის მერე- აი მოვუგე, სიმართლე გამოჩნდა

საღვთისმეტყველო დიალოგმა შეიძლება მხარეებს არ შეაცვლევინოს აზრი, მაგრამ დიალოგის შედეგი შესაძლებელია შეფასდეს სხვათა მიერ.
ბევრი არ აღიარებს შეცდომებს, მაგრამ ეს შეცდომები უცხო თვალისთვის იოლად შესამჩნევია.
ისევე როგორც არისოზის ცდომელებანი ქრისტიანთათვის.
სიტყვას ძალით ვერ მოერევი, მას მხოლოდ ჭეშმარიტებით აჯობებ.
არიოზისთვის არავის აუკრძალავს საუბარი. თუმცა, დღეს ძალიან მცირესა რაოდენობა იმ ხალხისა, ვინც თვლის რომ ის სიმართლეს ამბობდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 10 2009, 10:31 AM
პოსტი #5


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეს თემა უფრო ინფორმაციული ხასიათისაა, თუმცა მსჯელობას ამ კუთხით არ გამორიცხავს.

კიდევ ერთი ლექცია:



არიოზი – სამწერლობო მოღვაწეობა

ჩვენს წინა შეხვედრაზე მსმენელთა თხოვნის შესაბამისად ჩვენ შევეცადეთ IV საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამანგრეველი ცდომილების, არიანული ერესის მოთავის – არიოზის შესახებ უფრო ინფორმატიული განხილვა წარმოგვედგინა მსმენელებისთვის დაინტერესების შესაბამისად. პირველი ნაწილი რაც საკუთრივ ცხოვრებას და ბიოგრაფიულ მომენტებს შეეხებოდა მეტნაკლებად მიმოვიხილეთ და შევჩერდით არიოზის ასე ვთქვათ სამწერლობო მოღვაწეობაზე, სამწერლობო საქმიანობაზე, იმ ძეგლებზე, რომლებიც მეტნაკლებად ჩვენთვის ცნობილია არიოზის სახელთან დაკავშირებით.


საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის გამოკვეთილად ცნობილია სამი ძეგლი არიოზისგან შედგენილი, კონკრეტულად წინანიკეურ პერიოდში არიანული და მართლმადიდებლური ურთიერთდაპირისპირებისა. აი ამ ეპოქაში დაახლოებით 318 წლიდან 325 წლამდე ჩვენთვის დღეისათვის შედარებით უფრო ცნობილი გახლავთ როგორც ავღნიშნეთ სამი ძეგლი. პირველი ეს გახლავთ ეპისტოლე ანდა წერილი ევსები ნიკომედიელისადმი, ჩვენ ამ პიროვნებაზე რადმენჯერმე გვქონდა შედარებით დეტალური მსჯელობა და კვლავაც შევეხებით მას და მის ლიტერატურულ საქმიანობასაც, როგორც ამის შესახებაც იყო მოთხოვნა და მხოლოდ იმას შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ ევსები ნიკომიდიელი გახლდათ ფაქტობრივი წარმმართველი არიანული მოძრაობისა, ხოლო არიოზი ამ შემთხევაში მისგან წინ წამოწეული რაღაც ფასადი, გახმოვანება ყოველივე იმისა რაც საკუთრივ ევსევი ნიკომიდიელისგან იღებდა სათავეს.


ეს წერილი ევსები ნიკომიდიელისადმი არიოზმა დაუყონებლივ გააგზავნა, როდესაც ალექსანდრიაში ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრესგან მოხდა მისი აბსოლუტურად სამართლიანი შევიწროვება, მისი მოძღვრების დაგმობა. დევნილი ალექსანდრიიდან არიოზი რა თქმა უნდა წინასწარი გეგმის Aთნახმად არაინელთაგან შემუშავებული და ალბათ უშუალოდ ევსები ნიკომიდიელისაგან შემუშავებული გეგმის თნახმად ეპისტოლეს უგზავნის ევსების და ეს ეპისტოლე რაღცნაირი მინიშნებითი, არაპირდაპირი დასტურია ევსების წინაშე არიოზისგან იმისა, რომ ყველაფერი იმგვარად ვითარდება როგორც მათ დაგეგმეს. ასე რომ ეს წერილი დაახლოებით 318 წელს არის დაწერილი და დაწერილია როგორც ავღნიშნეთ ალექსანდრიიდან მისი გაძევების შემდეგ, მისი მოძღვრების დაგმობის შემდეგ.

ტექსტი ამ ეპისტოლისა (მოკლე ეპისტოლე გახლავთ) ჩვენმდე მთლიანობაშია შემონახული წმ. ეპიფანე კვიპრელისგან, ამ უკანასკნელის ცნობილ შრომაში “ერესების წინააღმდეგ”, კერძოდ 69-ე ერესში. ერესის განხილვისას ეპიფანე კვიპრელს ეპისტოლის მთლიანი ტექსტი მოაქვს. იგივე ტექსტია დაცული აგრეთვე V საუკუნის დიდი მოღვაწის, თეოდორიტე კვირელის “საეკელსიო ისტორიაში” და გარდა ბერძნული ტექსტისა ამავე დროს ცნობილია ორი ლათინურენოვანი რედაქცია, ორი ლათინურენოვანი ვერსია აღნიშნული ეპისტოლისა. თვით ეპისტოლე იწყება ასე ვთქვათ საკუთარი თავისა და საკუთარი მოძღვრების თითქოსდა არასამართლიანი დევნულობის ხაზგასმით, რომ იგი (არიოზი) თითქოსდა სიმართლის გამო იდევნება და ფაქტობრივად ეს სათაურშივე შეიძლება შედიოდეს ეს დასაწყისი ნაწილი, კერძოდ დასაწყისი მაგვარია: “არიოზი, უსამართლოდ დევნილი ალექსანდრიის ეპისკოპოსისგან, იმ ძლევამოსილი ჭეშმარიტების გამო რომელსაც თქვენც ასევე იცავთ (მიმართავს ევსების), აი ეს არიოზი მისალმებას გიგზავნით თქვენ უფლის მიერ ჩვენი, უმეტესად ძვირფასი, მეუფის მიერ შენ კაცს ღვთისას ერთგულსა და მართლმადიდებელ ევსების”. ჩვენ ტერმინ მართლმადიდებელზე ევსებისადმი არიოზისგან ხმარებულ ამ ტერმინზე უკვე ვისაუბრეთ, მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ ამგვარ კონტექსტშია არიოზისგან მოხმობილი ტერმინი “ორთოდოქსი” ანუ ქართულად მართლმადიდებელი, თითქოსდა სწორედ მათი ცრუ სწავლება იყო მართლმადიდებლობა ანუ როგორც თვითონვე ამბობს ძლევამოსილი ჭეშმარიტება.

იქვე არიოზი განმარტავს, რომ “ეპისკოპოსი ალექსანდრიისა ჩვენ გვთრგუნავს და ჩვენ გვგმობს და გვდევნის უკიდურესად მკაცრად და ჩვენ მრავალ ტანჯა-წამებას გვაყენებს, მან გამოგვაძევა ჩვენ ქალაქიდან როგორც თითქოსდა უღმერთო, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ჩვენ არ ვეთანხმებით იმას რასაც იგი (ალექსანდრიის ეპისკოპოსი) საჯაროდ ქადაგებს, კერძოდ იმას, რომ მამა მარადჟამს იყო და ძეც მარადიულად იყო”. ე.ი. არიოზი თვითონვე თავისი პირით ამხელს თავის უღვთოებას, ის ამბობს, რომ ალექსანდრე მდევნის იმ მოძღვრებისთვის, უფრო სწორად მდევნის იმისთვის, რომ მე მის მოძღვრებას არ ვეთანხმები, მოძღვრებას კერძოდ იმის შესახებ, რომ ძე თანამარადიულია მამისა და ამას უწოდებს იგი ცდომილებას, ე.ი. აი ამ გამოცხადებით სწავლებას, რომელიც აღიარებულია მთელი ეკლესიისგან პირველი საუკუნიდან დღემდე და საფუძველია საერთოდ ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა, რომ ძე თანამარადიულია მამასთან, აი ამ სწაველბას უწოდებს არიოზი სიახლეს, არატრადიციულს, ცრუს და თითქოსდა ამის საწინააღმდეგო მისი მოძღვრება ყოფილა “ძლევამოსილი ჭეშმარიტება”.


შემდეგ არიოზი განაგრძობს ალექნსადრეს იმ მოძღვრების გადმოცემას რასაც იგი არ ეთანხმება, რომ “ალექსანდრე ამბობს: როგორიც არის მამა, იმგვარივეა ძე, რომ იგი (ძე) მარადიულად შობილია მამისაგან ისე რომ არასოდეს მთავრდება მისი შობა და რომ არც აზრით, არც რაიმე სხვა შუალედით ღმერთი მამა არ უსწრებს წინ ძეს, რადგან ღმერთი მამა და ძე ყოველთვის და მარადის იყვნენ და რომ ძე გამოდის ღვთისგან (გამოდის აქ იგულისხმება ამ ქვეყნად მოევლინება ღვთისგან, როგორც ამას თვით მაცხოვარი გვაუწყებს).

ასეთი ლაკონური წარმოდგენა ალექსანდრე ალექსანდრიელის და შესაბამისად მართლმადიდებლური სწაველბისა ერეტიკოსისგან მართლაც იშვიათია, მან თვითონვე გადმოგვცა ჩვენ რა არის ჭეშმარიტი მოძღვრება და რას ებრძვის სწორედ ის, ანუ ამავე ეპისტოლით არიოზი უკვე თვითონვეა მხილებული და სხვათაშორის ჩვენ ეს მხარე ალბათ გვიხსნის იმ ფაქტსაც თუ რატომ მოხდა ამ ეპისტოლის ასეთი მთლიანი სახით შემონახვა, იმიტომ რომ აშკარაა ნებისმიერი მკითხველისთვის, რომ არიოზი ამ შემთხვევაში საკუთარი თავის მამხილებლად თვითონვე გვევლინება ყველა სხვა მართლადიდებელ ეპისკოპოსსა და მოძღვარზე უფრო მეტად.


გადმოგვცემს იგი ჭეშმარტიებას და იქვე ნათლად ადასტურებს რომ სწორედ ამ ჭეშმარტიების მოწინააღმდეგეა თვითონ. საგულისხმოა და ხაზგასასმელია აგრეთვე ამ ეპისტოლის დასკვნაც: “ჩვენ დავიგმეთ და განვიდევნეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვთქვით, და აქ უკვე არიოზი საკუთარ ცრუ მოძღვრებას გადმოსცემს, ძეს აქვს დასაბამი, ხოლო მამა დასაბამის გარეშეა. აქ დასაბამში არიოზს და საერთოდ ერეტიკოსებს სჩვევიათ ორაზროვნება, სიტყვათთამაში, თავისთავად თქმა იმისა, რომ ძეს აქვს დასაბამი ჯერ კიდევ არ გულისხმობს არიანულ ერესს, მთავარია დასაბამში რა შინაარსს ჩავდებთ, თორემ დასაბამი გახლავთ ერთ-ერთი სახელი, ერთ-ერთი წოდება მამა ღმერთისა, მამა ღმერთი არის დასაბამი ძისა, წყარო ძისა და მიზეზი ძისა, მაგრამ როგორც შემდეგში ეკლესიის მამები დააზუსტებენ, სწორედ ამ დასაბამის არიანული გაგების აღმოსაფხვრელად, მამა არის დასაბამი ძისა, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ თითქოსდა ძე გარკვეულ მომენტში იწყებს არსებობას და მანამდე ის არ არსებობდა, არამედ მამა რის დაუსაბამო დასაბამი ძისა.

დასაბამი იმ აზრით ეწოდება მამას ძისადმი, რომ სწორედ მამისაგანაა ძე და არა მამა ძისგან, მაგრამ ეს მამისგანობა ძისა არ გულისხმობს დროით წარმოშობას, რომ გარკვეულ დროში მოხდა ამგვარი წარმოშობა მისი მამისგან, რომ აქ მარადიულად რაწამს მამაა, იმწამს მისგანვე არის ძე, აი ესაა მართლმადიდებლური სწავლება და ამ გაგებით არის მამა წოდებული ძის დასაბამად, ანუ როგორც ვთქვით შემდეგში უფრო ზედმიწეევნით თქმული, დაუსაბამო დასაბამად ძისა, ისევე როგორც მამა არის დაუსაბამო დასაბამი სულიწმინდისა, ისევე როგორც მამა არის უმიზეზო მიზეზი ძისა და სულისა, ისევე როგორც მამა არის უშობელი მშობელი ძისა და არვისგან გამოვლენილი, მაგრამ თვით გამომავლენელი სულიწმინდისა, ანუ მამა ყოვლითურთ უმიზეზო და მისგან მიზეზოვანნი, მისგან მიზეზისაგანნი, ანდა მისგან ნამიზეზვნი, სამგვარად ითქმის ძველ ქართულად ეს დამოკიდებულება, მიზეზობრივი ერთის მხრივ მამასა და მეორს მხირვ ძესა და სული წმინდას შორის, რომ მამა უმიზეზოა, მაგრამ მამისგან არის ნამიზეზევი, ანდა მამისგან არის მიზეზოვანი, ანდა მამის მიზეზისაგანნი არიან ძე და სული წმინდა, მხოლოდ იმ გაგებით, რომ ძე და სული მამისგანაა და არა პირუკუ მამა ძისა და სულისგან, მაგრამ ეს მიზეზისგანობა, ეს დსაბამობა მამისგან ძისა და სულიწმინდისა არანაირად არ გულისხმობს არა მხოლოდ ამქვეყნიურ ჟამიერ დროს, არამედ ზეციურ საუკუნო დროსაც კი, საუკუნეთა უწინარრესია ძე, სულიწმინდა და თანამარადიული მამასთან ორივე ძეც და სულიც, ისე, რომ როგორც ერთ-ერთ შესანიშნავ ძეგლში, კერძოდ წმ. კირილე ალექსანდრიელის “საუნჯეშია” თქმული და სხვათაშორის ეს ციტატა წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვერბაშიც გვხვდება: “მამა ერთი წამითაც, ანუ ერთი თვალის დახამხამებითაც უფროსი, უხუცესი არ არის ძეზე და სულიწმინდაზე და არც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მაშინ ის მამა ვერ იქნებოდა და მამობა მისთვის შეძენილი იქნებოდა, ანუ სხავგვარად რომ ვთქვათ არიოზი უარყოფს რა ძის ბუნებით ღმერთობას ის მისდაუნებურად, შეიძლება ამას მართლაც არ განიზრახავდა, უარყოფს თვით მამა ღმერთის ბუნებით ღმერთობასაც და რატომ, ბუნებითი ღმერთი ისაა, რომელსაც არანაირი ცვალებადობა არანაირად არ შეიძლება შეეხოს არც გარეგანად და მითუმეტეს არც თვისობრივად და თუ მამა ღმერთისთვის მამობა შეძენილი თვისებაა მაშინ არც ის აღარ ყოფილა ბუნებითი ღმერთი იმიტომ, რომ მას შეუძენია ისეთი თვისება რაც არ ჰქონია, ანუ ცვალებადობა შემოსულა მასში და რომ ეს ცვალებადობა სრულიად უეჭველი იქნებოდა თუ ჩვენ არიოზის მოძღვრებას გავაგრძელებდით, ეს ნათელია იმიტომ რომ ძე თუ ყოველთვის არ ყოფილა ე.ი. მამას ყოველთვის არ ჰყოლია ძე და სანამ ძე არ ეყოლებოდა მამას ის მამა ვერ იქნებოდა, ასე რომ ის რასაც არიოზი ბუნებით ღმერთს უწოდებს და ერთადერთ ღმერთს ისიც აღარ გამოდის ბუნებითი ღმერთი იმიტომ რომ მას მამობის თვისება არიანული მოძღვრების კვალობაზე გარკვეული მომენტის, კერძოდ ძის შობის შემდეგ მიუღია და თუ ძე ყოველთვის არ ყოფილა არც მამა ყოფილა ყოველთვის მამა. ასე რომ ესაა უპირობო, უმყარესი არგუმენტი რაც შემდეგში წმ. ათანასე ალექსანდრიელმა ჩამოაყალიბა არიანელთა წინააღმდეგ, მაგრამ აქვე შეგვეძლო ჩვენ გვეთქვა, რომ როდესაც არიოზი თავის ამ ცრუ სწავლებას გადმოგვცემს ამ პირველ დებულებაში, რომ თითქოსდა ვიდევნებით იმის გამოო, რომ ჩვენ ვთქვით მამა არის დასაბამი ძისა, ამის გამო კი არ იდევნებოდა არიოზი, არამედ დასაბამობაში რა შინაარსი ჩადო ამაშია სხავობა მართლმადიდებლურ სწავლებასა და არაინელობას შორის. არიოზი იმასაც ამბობდა, რომ ძე ღმერთი არის უწინარესი საუკუნეთა, მაგრამ აქაც დამალულია მზაკვრობა, იმიტომ, რომ დაზუსტება სწორედ იმას სჭირდებოდა უწინარესი როგორი? უწინარეს შობილი თუ უწინარეს ქმნილი? თუ ქმნილია უწინარესი ეს უკვე არიანული ერესია, მაგრამ თუ ძეზე ვიტყვით რომ ის არის უწინარეს შობილი მამისაგან ეს უკვე მართლმადიდებლური სწაველბაა და ამ შემთხვევაშიც ვიტყვით რა რომ მამა არის დასაბამი ძისა ეს თავისთავად მართლმადიდებლური სწავლებაა, თუ დასაბამში იმას ვიგულისხმებთ, რომ მამისგან არის ძე და არის მარადიულად და ყოველთვის და რაწამს მამა იმწამს მამისგან ძე და ამ გაგებით არის მამა დასაბამი ძისა, მაგრამ თუ დასაბამში ჩავდებთ იმ შინაარსს რომ ძე ყოველთვის არ იყო და გარკვეულ მომენტში იშვა ანდა შეიქმნა მამისგან (ამ შემთხვევაში არიოზი შობასა და შექმნას აბსოლუტურად იდენტურ ტერმინებად წარმოაჩენს), მაშინ მამისეული დასაბამობა ძისადმი იმგვარ შინაარსს იძენს როგორც იმავე მამის და ზოგადად ღვთის დასაბამობა ქმნილებისადმი, რომ ღმერთია დასაბამი ქმნილებისა, ღმერთმა ინება და არაფრისგან ყველაფერი შექმნა და ეს ყველაფერი მანამდე არ არსებობდა სანამ ღმერთი არ ინებებდა.

აი ამგვარ შინაარს დებს დასაბამობაში, კონკრეტულად ძის მიმართაც არიოზი, რომ მამამ ინება და დასაბამი მისცა ძეს, თორემ თავსთავად, კვლავ გავიმეორებთ, ის რომ მამა არის დასაბამი ძისა სავსებით მართლმადიდებლური მოძღვრებაა და ამ კუთხით არიოზისგან უფრო ადრეული წყაროების დამოწმება რომ ეს აზრი პირველი საუკუნიდან გვხვდება ჩვენ ღვთისმეტყველებაში რა თქმა უნდა გვხვდება თავისთვად ცხადია და ეს განუყრელია მართლმადიდებლური სწაველბისგან, რომ მამა არის დასაბამი ძისა და ამაში არიოზს არასოდეს არავინ არ ედავებოდა, მას ედავებოდნენ იმაში, რომ ამ დასაბამს იგი დროითი ნიშნით იგებდა, რომ გარკვეულ დროში დასაბამი მისცა მამამ ძეს და რომ ძე მარადიულად არ არსებობდა. ასე რომ ეს პირველი დებულება რაც არიოზისგან არის მითითებული, რის გამოც ის იდევნებოდა ვერაა მისგანვე განმარტებული შინაარსობრივად კონკრეტულად ამ აზრის რა გაგების გამოც იდევნებოდა იგი.


შემდგომ არიოზი განაგრძობს, “ჩვენ აგრეთვე განვიდევნეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვთქვით, ის (ძე ღმერთი) არაფრობისგან იქნა მოღებული, ანუ არსებობაში შემოსული, დასაბამობა მიცემული”. აი აქ უკვე პირწმინდად არიანული თეზაა, რომ ძე არაფრისგან შეიქმნა, არაფრისგან მიეცა ძეს დასაბამი, იმიტომ რომ ამ კუთხით უკვე ძე არაფრით აღარ განესხვავება არცერთ სხვა ქმნილებას და უბრალო უპირატესობა იმაში რომ ძე ყველა სხვა ქმნილებაზე ადრე შეიქმნა თავისთავად ბუნებითად არანაირი უპირატესობა არაა, არსებითად ყველა ქმნილება ღვთის წინაშე თავისი ყოფიერებითი, ონტოლოგიური ნიშნით ერთიდაიგივეა, რომ ყველაფერი, ეს გვიან მოხდა თუ ადრე მოხდა, ყვეალფერი არაფრობისგან შეიქმნა.

აქ ქრონოლოგიური ნიშანი და გვიანდელობა ზოგჯერ უპირატესობასაც კი ნიშნავს, მაგალითად ცნობილია, რომ ბიბლიური ექვსი დღის ჟამს სწორედ მეექვსე დღეს მთელი ქმნილებების ღვთისგან შექმნის შემდგომ და მათ შორის კონკრეტულად მეექვსე დღესაც ცხოველების შექმნის შემდეგ იქმენბა ადამიანი, მთელი ქმნილების ბოლოს, მაგრამ ეს ადამიანის ამ შემთხვევაში როგორც ქმნილების რაღაც კნინობითობა და დამცრობა კი არ არის, პირიქით მისი უპირატესობაა, რომ მან დააგვირგვინა მთელი შესაქმე და ამ შესაქმის მეუფედ დაიბადა ღვთისგან.

ასე რომ არიოზი როდესაც ცდილობს, რომ ძე ღმერთს იესო ქრისტეს რაღაცნაირი უპირატესობა განუკუთვნოს, ყველაზე არსებითი მოაკლო მას, ბუნებითი ღმერთობა და ამ დროს მთლიანად რომ უღირსებოდ წარმოაჩინოს იგი მის მოძღვრებას ცხადია არავინ აღარ ირწმუნებს და ამიტომ ეს მომენტი შემოიტანა თითქოს და ძე ღმერთის, იესო ქრისტეს უპირატესობის საჩვენებლად, რომ ის ქმნილებათა შორის ყველაზე პირველია და შემდეგ მისგან იქმნება თითქოს სული წმინდა, მაგრამ ეს პირველობა კვლავ ავღნიშნავთ არსებითი ნიშით არანაირად არ გამიჯნავს ძეს ქმნილებათაგან, ისიც მათივე ბუნებისა გამოდის თუ ძეც არაფრობისგანაა შექმნილი, და ამ გაგებით ძეც ქმნილებათა ხარისხში ექცევა არანაირად აღმატებული მათგან და კვლავ ავღნიშნავთ, პირველობა, მეორეობა აქ რაღაც გამოკვეთილ ღირსებას ძეს მაინც არ ანიჭებს, თუნდაც ადამიანის შექმნის მაგალითზე.


შემდგომ არიოზი განაგრძობს და უფრო მკვეთრად გადმოსცემს კვლავ და კვლავ თავის მოძღვრებას: “ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ამით (იგულისხმება ის, რომ მათი შეხედულებით არაფრობისგან შემოვიდა ძე), რომ იგი, ანუ იესო ქრისტე ღვთის არც ნაწილია, არც სხვა რამ არსისგან გამოუსლი”, გამოსული ნიშნავს სხვა რამ არსის ბუნებისგან გამოსული, არამედ კვლავ იმაზე აქვს აქცენტი არიოზს რომ სრული არაფრობისგან შექმნილა მისთვის ძე ღმერთი, აი რისთვის ვართ ჩვენ განდევნილნი. რაც შეეხება დანარჩენს შენ ეს იცი”. საიდან იცის ეს დანარჩენი ევსებიმ ამ ეპისტოლიდან არ ჩანს, მაგრამ კვლავ ის დასტურდება რაზეც ჩვენ ავღნიშნავდით, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული გეგმაა და რა თქმა უნდა ინფორმაციები ევსების სხავდასხვა წყაროდან და ალბათ უშუალოდ არიოზისგანაც ყოველწამიერად მისდიოდა და აქ დანარჩენს ფაქტობრივი მონაცემების გაგება აქვს. რაც შეეხება საღვთისმეტყველო მხარეს სწორედ იმის განმარტებას იძლევა აქ არიოზი და ყოფითად თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამის შესახებ რა თქმა უნდა ევსები, როგორც წარმმართველი არიანული დაპირისპირებისა და აი ამ არიანულ მწავლებლურ ქსელში ობობასებრ, ანუ ძველ ქართულად თუ ვიტყვით დედაზარდლისებრ ცენტრში მყოფი, ყველა რხევას თითოეყლი ძაფისას, თითოეული ქსელისას, რა თქმა უდნა, მაშინვე გრძნობს და იგებს. ასე რომ ეს ფრზა უაღრესად საყურადღებოა ინფორმაციულად როგორ გროვდებოდა ყველაფერი და თავს იყრიდა სწორედ ევსებისთან, მან ყველაფერი იცოდა რა პროცესებიც მიმდინარეობდა.
შემდგომ აბოლოებს ამ ეპისტოლეს ევსების ასე ვთქვათ გამამხნევებელი მიმართვები, რომ უფალმან დაგიცვას შენ და გვახსოვხარ შენ ჩვენს გაჭირვებებში ევსები ჭეშმარიტო თანალუკიანელო. ჩვენ ამ ტერმინსაც შევეხეთ ადრე თუ როგორ მიითვისეს მათ წმ. ლუკიანე ანტიოქიელის სახელი, რომ აღნიშნულ მოძღვრებას უფრო ფართო გასავალი ჰქონოდა და უფრო მეტად შემოეკრიბა არიოზსა და ევსები ნიკომიდიელს მომხრეეები, რომ თითქოს ლუკიანესგან მოდის მათი ეს მწვალებლური ცრუ სწავლება და რადგან ამაზე ჩვენ სათანადო განმარტება სხვა ადგილას გვქონდა ამჯერად საკუთრივ ამ ტერმინს კვლავ აღარ შევეხებით, უბრალოდ მარტო იმას ავღნიშნავთ, რომ ამ თანალუკიანელებლობაში იგულისხმებიან არა მხოლოდ არიოზი და არა მხოლოდ ევსები ნიკომიდილი, არამედ აგრეთვე მაშინდელი ეპისკოპოსი ნიკეისა, თეოგონიუს ნიკიელიც, რომელიც ასევე არიოზის მიმდევარი იყო და ისიც მათთან ერთად, ევსების და არიოზთან ერთად ანტიოქიაში ყალიბდებოდა ასე ვთქვათ ღვთისმეტყველების კუთხით იმ ცრუ სწავლების მხრივ რაც არიოზმა IV საუკუნის დამდეგიდან განავრცო. თეოგონიუს ნიკიელი თანამონაწილე იყო მათი არა მხოლოდ მოგვიანო წლებიდან, არა მხოლოდ ამ ერესის საჯაროდ გამოთქმის წლიდან, ე.ი. დაახლოებით 318 წლიდან, არამედ ჭაბუკობისდროინდელი ასე ვთქვათ პერიოდიდან.
ესაა ეპისტოლე როგორც ვთქვით ევსები ნიკომიდიელისადმი. გარდა ამისა არიოზს დაუწერია ეპისტოლე საკუთრივ ალექსანდრიის ეპისკოპოსისადმი, ალექსანდრე ალექსანდრიელისადმი. აქ ასეთი რამ ხდება, რომ როდესაც არიოზი დევნილია ალექსანდრიიდან ევსები მიიწვევს მას თავისკენ და არიოზი რადენიმე თავის მომხრესთან ერთად გაეშურება ნიკომიდიისკენ, სადაც არის სწორედ ევსები დაფუძნებული და იქ ნიკომიდიაში იგი დაახლოებით 320 წელს შეადგენს ასე ვთქვათ თავისი რწმენის სიმბოლოს ანუ თავისი სარწმუნოების აღსარებას, სარწმუნოების გადმოცემას, სარწმუნების ექთეზას. ასე ქვია თვით ამ დოკუმნეტს “ექთეზის პისტეოს”, “პისტის” არის რწმენა, სარწმუნეობა, ხოლო “ექთეზისი” ეს სიტყვა უთარგმნელადაც არის შეოსული საერთოდ სამეცნიერო და საღვთისმეტყველო მიმოქცევაში “ექთეზისი” რაც ნიშნავს გადმოცემას, ჩამოყალიბებას, დალაგებას, სარწმუნეობის გადმოცემას, სარწმუნების ჩამოყალიბებას - ასე შეიძლება ქართულად ვთარგმნოთ ეს “ექთეზისი”, იგივე სარწმუნების სიმბოლო, სარწმუნების აღსარება, როგორც მათ ესმით ეს სარწმუნება. ასე რომ ეს დოკუმენტი როგორც ჩანს არიანული მოძღვრების რაღაც დეკლარაციასავით წარმოდგენილს არიოზისგან 320 წელს, რისთვისაც მას ეპისტოლის ფორმა მიუცია და გაუგზავნია, ანუ ადრესატად დაუსახავს ალექსანდრიის ეპისოპოსი ალექსანდრე. ამ ეპისტოლის ტექსტი ჩვენამდე შემონახული გახლავთ. პირველი ვინც ეს ეპისტოლე მთლიანი სახით მოიტანა ბერძნული ტექსტი გახლავთ წმ. ათანასე ალექსანდრიელი, რომელიც თავის ცნობილ შრომაში, შრომა მოკლე პირობითი სათაურითაა გაცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში “სინოდების შესახებ”, “დე სინოდის”, სადაც მეთექვსმეტე თავში არის ეს ეპისტოლე დაცეული, ისევე როგორც ეპიფანეს ზემოხსენებულ ძეგლში ერესების წინააღმდეგ 69-ე თავში, განყოფილებაში და მისი ლათინური თარგმანი მოცემულია ჰილარიუსის ცნობილ წიგნში “სამების შესახებ”, კერძოდ მეოთხე თავში ამ წიგნისა. სხვათაშორის შეიძლებოდა ერთ მომენტზე გაგვესვა ხაზი რომ ამ ძეგლს, ამ ეპისტოლეს ახლდა არიოზის ხელმოწერა და აგრეთვე სამღვდელოების იმ წარმომადგენელთა ხელმოწერებიც, რომლებიც თანაუგრძნობდნენ მას არიოზსს) და თან ახლდნენ ამ უკანასკნელს ნიკომიდიაშიც.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Apr 10 2009, 12:26 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



დათიკო
ციტატა
საღვთისმეტყველო დიალოგმა შეიძლება მხარეებს არ შეაცვლევინოს აზრი, მაგრამ დიალოგის შედეგი შესაძლებელია შეფასდეს სხვათა მიერ.

კიდევ ერთი კარგი მიზეზი საღვთისმეტყველო დიალოგისა ისაა, რომ დიალოგი ანეიტრალებს სიძულვილს, შიშს, ანგრევს ცილისმწამებლურ შეხედულებებს. თუ არჩევანი იქნება ერთმანეთის ჩუმ-ჩუმათ ჭამისა და დიალოგის - თუნდაც ძალიან ცხარეს, მე ისევ მეორეს ავირჩევდი


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 10 2009, 01:43 PM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
კიდევ ერთი კარგი მიზეზი საღვთისმეტყველო დიალოგისა ისაა, რომ დიალოგი ანეიტრალებს სიძულვილს, შიშს, ანგრევს ცილისმწამებლურ შეხედულებებს. თუ არჩევანი იქნება ერთმანეთის ჩუმ-ჩუმათ ჭამისა და დიალოგის - თუნდაც ძალიან ცხარეს, მე ისევ მეორეს ავირჩევდი


ნამდვილ დიალოგს საამისო განწყობა/სურვილი/მონდომება და საამისო აზროვნება უნდა... ისე აზრი არ აქვს..

ხოლო დიალოგის სახელს უკან ამოფარებული ფარისევლობა თუ რაც ქვია, არ მიზიდავს, პირიქით, უფრო ნეგატიურად განმაწყობს დიალოგისთვის და ამით ფაქტობრივად თვით დიალოგის აზრი იკარგება (იმათთვის ვისაც უნდა)

ამიტომ, ძაან ძნელია სკეპტიციზმისა და უნდობლობის მოშორება..

თემას რაც შეეხება, რა რთული ენით წერია რა.. თვალები ამიჭრელდა უკვე sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 19 2009, 06:30 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ეს თემა რატომ მოკვდა? sad.gif

აგერ ნახეთ საიტი: http://arian-catholic.org/ ვინც იცით ინგლისური ძალიან ვრცელი და კარგი ინფორმაცია დევს აქ. smile.gif


წერილებიც დევს: http://arian-catholic.org/arian/arian_letters.html

1. არიოზის ევსები ნიკომედიელის მიმართ. ეს მოხდა მას შემდეგ რაც არიოზი გადაასახლეს პირველად ნიკეის კრებამდე, სადაც წერს რომ უსამართლოდ იქნა განდევნილი.


2. ალექსანდრე ალექსანდრიელის კათოლიკური ეპისტოლე, სადაც წერს რომ ევსები ნიკომედიელიც ავრცელებს არიანიზმს.

3. არიოზის წერილი ნიკომედიიდან, ალექსანდრე ალექსანდრიელის მიმართ სადაც უხსნის თავის მოძღვრებას.

4. ალექსანდრეს წერილი ალექსანდრე კონსტანტინოპოლელის მიმართ ამ საკითხზე.

5. არიოზის წერილი იმპერატორ კონსტანტინეს, ეს მოხდა ნიკეის კრების მერე.



პ.ს. არ მინდა ეს თემა ჩაიძიროს, საკმაო ხანია რაც ვეცნობი არიანიზმს და მაინტერესებს. smile.gif

არიანიზმი მაშინ არ დამარცხებულია, ვისიგოთები და სხვები, ვინც რომი დაიპყრეს არიანელები იყვნენ. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 19 2009, 06:42 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ამ ეპისტოლეებს ქართულადაც დავწერ.

ციტატა
არიანიზმი მაშინ არ დამარცხებულია, ვისიგოთები და სხვები, ვინც რომი დაიპყრეს არიანელები იყვნენ.

რას ეძახი არ დამარცხებას, იმას რომ მძლავრებით იპყრობდნენ ტაძრებსა და ტერიოტირიებს? მათი მოძღვრება ათანასე ალექსანდრიელმა მიწასთან გაასწორა და რომ ვეღარაფერს უხერხებდნენ დევინდნენ ათანასეს. ეს იყო მათი გამარჯვება?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 19 2009, 06:47 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Oct 19 2009, 06:42 PM) *

Otherguy
ამ ეპისტოლეებს ქართულადაც დავწერ.
რას ეძახი არ დამარცხებას, იმას რომ მძლავრებით იპყრობდნენ ტაძრებსა და ტერიოტირიებს? მათი მოძღვრება ათანასე ალექსანდრიელმა მიწასთან გაასწორა და რომ ვეღარაფერს უხერხებდნენ დევინდნენ ათანასეს. ეს იყო მათი გამარჯვება?


ათანასე 3-ჯერ გადაასახლეს ისე და 3-ჯერ გადასცეს ანათემას... smile.gif

რაც მთავარია, ამაში ერთხელ თქვენი წმინდანის - წმინდა კონსტანტინე დიდის, მოციქულთასწორის ხელი ერია, სწორედ ევსები ნიკომედიელმა მონათლა იგი ბოლოს როგორც არიანელი. smile.gif

ათანასეო ამბობთ, და მანამდე რა ხდებოდა? არიოზი მე გადავასახლე? biggrin.gif ალექსანდრე ალექსადრიელმა ხომ გადაასახლა თავიდან არიოზი?

მერე ნიკეის კრებაზე გადაასახლეს, ჰოდა ამეებმაც შური იძიეს და ათანასეც გადაასახლებინეს და სხვებიც. smile.gif

და ისე, რეებიც ხდებოდა მეხუთე საუკუნიდან, რომ სამების მომხრეები ნესტორიანელებს და სხვებს(მონოფიზიტებს თუნდაც) რომ კლავდნენ და ისინიც ტოლს არ უდებდნენ, ეგ რა იყო? რელიგიური დაპირისპირება მუდამ იყო ეკლესიაში და ამის გამო ბევრის მოუკლავთ და ამაზე ნუ ვიდავებთ...

თუმცა უნდა ვაღიარო - ათანასე მაგარი იყო, ნამდვილად ვაფასებ მაგ ეკლესიის მამას. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 19 2009, 07:05 PM
პოსტი #11


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ციტატა
რაც მთავარია, ამაში ერთხელ თქვენი წმინდანის - წმინდა კონსტანტინე დიდის, მოციქულთასწორის ხელი ერია, სწორედ ევსები ნიკომედიელმა მონათლა იგი ბოლოს როგორც არიანელი. ათანასეო ამბობთ, და მანამდე რა ხდებოდა? არიოზი მე გადავასახლე? ალექსანდრე ალექსადრიელმა ხომ გადაასახლა თავიდან არიოზი?

გადასახლება იმპერატორის პრეროგატივა იყო და ტყუილად ალექსანდრეს ამაში ნუ გარევ biggrin.gif biggrin.gif მან თავისი ეპარქიიდან მოკვეთა არიოზი, როგორც მწვალებლობის მქადაგებელი. თუ დაკვირვებით გაქვს წაკითხული არიოზის წერილი ევსებისადმი ნახავ, რომ მისი ქმედებანი დადგმული სპექტაკლი იყო და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა ვითომ ჭეშმარიტების ქადაგებასთან. ეს იყო წინასწარ მოლაპარაკებული ქმედება, რომელსაც უდიდესი გასაქანი ევსები ნიკომედიელის გაიძვერულმა ქმედებებმა მისცა, თორემ არიოზი ამ შემთხვევაში საერთოდ მეორეხარისხოვანი ფიგურა იყო. რომ არა ევსები იგი ვერაფერსაც ვერ შეძლებდა.

კონსტანტინეს მონაწილეობა ათანასეს გადასახლებაში, სწორედ ევსების გაიძვერული ქმედებებით იყო გამოწვეული. კონსტანტინეს არ ვამართლებ, ცხადია იგი შეცდა.

არანაირი შურისძიება აქ არ ყოფილა. უბრალოდ როგორც ზემოთ ვთქვი ათანასემ ძირფესვიანად ამოძირკვა მათი გაუკუღმართება და რომ ვერ აჩერებდნენ იმიტომ დევნიდნენ ასე სასტიკად. მანახე თუნდაც ერთი არიანული საწინააღმდეგო ნაწერი, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია ათანასეს ნაწერებს. ცხადია ეს გაგიჭირდება.

ციტატა
და ისე, რეებიც ხდებოდა მეხუთე საუკუნიდან, რომ სამების მომხრეები ნესტორიანელებს და სხვებს(მონოფიზიტებს თუნდაც) რომ კლავდნენ და ისინიც ტოლს არ უდებდნენ, ეგ რა იყო? რელიგიური დაპირისპირება მუდამ იყო ეკლესიაში და ამის გამო ბევრის მოუკლავთ და ამაზე ნუ ვიდავებთ...

ფანატიზმით შეპყრობილ ბრბოს არაფერი ქონდა საერთო ეკლესიასთან. დღესაც არის მსგავსი ჯგუფები, მაგრამ ისინი არ გამოხატავენ ეკლესიის პოზიციას.

აი არიოზის ეპისტოლე



არიოზის ეპისტოლე ნიკოდიმიის ეპისკოპოს ევსების მიმართ

“ყველაზე საწადელ უფალს, ღვთის კაცს, მორწმუნეს, მართლმადიდებელს, ევსების – არიოზი, პაპ ალექსანდრეს მიერ დევნილი და ყველაფერში გამარჯვებული ჭეშმარიტების გამო, რასაც შენ მფარველობ, გიხაროდეს უფალში.

“როდესაც ჩემი მამა ამონიოსი წავიდა ნიკომიდიაში, კეთილგონივრულად მოვალედ წარმოვჩნდი, რომ მომეკითხე მისი მეშვეობით, ამასთან გამეხსენებინა შენში შთანერგილი სიყვარული და განწყობა, რაც გაქვს ძმების მიმართ ღვთისა და ქრისტეს გამო, რადგან ძალიან გვარბევს და გვდევნის ეპისკოპოსი, ყველაფერს თავზე დაგვატეხს, ისე, რომ ქალაქიდან გაგვაძევა, როგორც უღმერთო ადამიანები, რადგან არ ვეთანხმებით მის მიერ საჯაროდ წარმოთქმულ სიტყვას: მარად ღმერთი, მარად ძე, მამასთან ერთად ძეც. ღმერთთან ერთად უშობელად მყოფობს ძე, არის მარადშობილი, უშობელი შობილი, ღმერთი არც აზრით, არც რაიმე წამით უსწრებს წინ ძეს; მარად ღმერთი, მარად ძე, თვით ღმერთისაგან არის ძე. ევსები, შენი ძმა კესარიაში, თეოდოტი, პავლინე, ათანასი, გრიგოლი, აეციუსი და ყველა აღმოსავლეთში მყოფი, რომლებიც ამბობენ, რომ ღმერთი დაუსაბამოდ მყოფობს ძის უწინარეს შეჩვენებლი არიან, გარდა მხოლოდ ფილოგონიოსის, ელანიკოსსა და მაკარის, მწვალებლების და უსწავლელების, რომლებიც ძეზე ამბობენ: ზოგი – ამონთხეულს, ზოგი – გამოვარდნილს, ზოგი კი – თანაუშობელს. და არ ძალგვიძს ამ ურჯულოთა მოსმენა, თუნდაც ათასი სიკვდილით დაგვემუქრონ ამ მწვალებლებმა. მაგრამ ჩვენ რას ვამბობთ, რას ვფიქრობთ, რა გვისწავლია და რას ვასწავლით? იმას, რომ ძე არ არის უშობელი, არც უშობელის ნაწილი რაიმე სახით, არც რაიმე ქვემდებარე მასალისგან არის, არამედ იმას, რომ ნებითა და ზრახვით უწინარეს ჟამთა საუკუნეთა მყოფობს სრული ღმერთი, მხოლოდშობილი, უცვლელი, და ვიდრე იშვა, ან შეიქმნა, ან განისაზღვრა, ან დაეფუძნა, არ იყო; რამეთუ არ იყო უშობელი, ვიდევნებით, რადგან ვთქვით: დასაბამი აქვს ძეს, ღმერთი კი დაუსაბამო არის. ამის გამო ვიდევნებით, და რადგან ვთქვით, რომ “არარსებულიდან” არის. ასე ვთქვით, რადგან არ არის არც ღვთის ნაწილი, არც რაიმე ქვემდებარე ნივთისაგან, ამის გამო ვიდევნებით. დანარჩენი შენ იცი (აი სად ჩანს ამ მოვლენების წინასწარ მოფიქრებულობა). ვლოცულობ შენი გაძლიერებისათვის უფალში, მოიხსენე ჩვენი შევიწროებები, თანალუკიანელო (კიდევ ერთი გაიძვერობა. ლუკიანე ანტიოქიელის სახელის მიკუთვნება), ჭეშმარიტად ევსები”.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 19 2009, 07:09 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Oct 19 2009, 06:58 PM) *

Otherguy

გადასახლება იმპერატორის პრეროგატივა იყო და ტყუილად ალექსანდრეს ამაში ნუ გარევ biggrin.gif biggrin.gif მან თავისი ეპარქიიდან მოკვეთა არიოზი, როგორც მწვალებლობის მქადაგებელი. თუ დაკვირვებით გაქვს წაკითხული არიოზის წერილი ევსებისადმი ნახავ, რომ მისი ქმედებანი დადგმული სპექტაკლი იყო და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა ვითომ ჭეშმარიტების ქადაგებასთან. ეს იყო წინასწარ მოლაპარაკებული ქმედება, რომელსაც უდიდესი გასაქანი ევსები ნიკომედიელის გაიძვერულმა ქმედებებმა მისცა, თორემ არიოზი ამ შემთხვევაში საერთოდ მეორეხარისხოვანი ფიგურა იყო. რომ არა ევსები იგი ვერაფერსაც ვერ შეძლებდა.

კონსტანტინეს მონაწილეობა ათანასეს გადასახლებაში, სწორედ ევსების გაიძვერული ქმედებებით იყო გამოწვეული. კონსტანტინეს არ ვამართლებ, ცხადია იგი შეცდა.

არანაირი შურისძიება აქ არ ყოფილა. უბრალოდ როგორც ზემოთ ვთქვი ათანასემ ძირფესვიანად ამოძირკვა მათი გაუკუღმართება და რომ ვერ აჩერებდნენ იმიტომ დევნიდნენ ასე სასტიკად. მანახე თუნდაც ერთი არიანული საწინააღმდეგო ნაწერი, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია ათანასეს ნაწერებს. ცხადია ეს გაგიჭირდება.
ფანატიზმით შეპყრობილ ბრბოს არაფერი ქონდა საერთო ეკლესიასთან. დღესაც არის მსგავსი ჯგუფები, მაგრამ ისინი არ გამოხატავენ ეკლესიის პოზიციას.


იმპერატორს რა ესაქმებოდა ნიკეის კრებამდე გადასახლებასთან? აი ნახე წერილიდან ამონარიდი:

unjustly persecuted by Alexander the Pope
the bishop greatly wastes and persecutes us, and leaves no stone unturned against us. He has driven us out of the city as atheists,

საწინააღმდეგო პასაჟები ამისა მომიყვანე და კი ბატონო...

მეორეც: არიოზით არ დაწყებულა ეგ ერესი, არიოზამდე ბევრად ადრე არსებობდა... ორიგენე მაგალითად სუფთა არიანელია, თუმცა თავისებური დამატებებით...

არიანული საწინააღმდეგო მინაწერი? სხვათაშორის, ბევრ რამეზე ორიგენეს აქვს გაცემული პასუხი მანამდე, ბევრს იმავე საუკუნეში გაეცა პასუხი...

შეგიძLია ეგ მინაწერები დადო? ძალიან მაინტერესებს მისი არგუმენტები და ასე შემდეგ...

ათანასე რომ მაგარი იყო მაგას არ ვუარყოფ, მაგრამ ეგრე ბევრი ეკლესიის მამა იყო მაგარი, მაგრამ სხვადასხვა აზრების მქონე, კარგი ერუდირება და აზროვნება არ ნიშნავს სიმართლეს. smile.gif





დანარჩენი შენ იცი (აი სად ჩანს ამ მოვლენების წინასწარ მოფიქრებულობა). - მერე რა? მანამდე მათ რწმენაზე საუბრობს და უბრალოდ აღარ ჩამოყვა მეტს, დანარჩენი ევსებიმაც იცოდა...


ვლოცულობ შენი გაძლიერებისათვის უფალში, მოიხსენე ჩვენი შევიწროებები, თანალუკიანელო (კიდევ ერთი გაიძვერობა. ლუკიანე ანტიოქიელის სახელის მიკუთვნება) - მერე რა? ორივენი ლუკიანე ანტიოქიელის მოწაფეები იყვნენ. smile.gif მისგან ისწავლეს რასაც ამტკიცებდნენ დარწმუნებულ ვარ. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 19 2009, 07:30 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ციტატა
იმპერატორს რა ესაქმებოდა ნიკეის კრებამდე გადასახლებასთან? აი ნახე წერილიდან ამონარიდი:unjustly persecuted by Alexander the Pope the bishop greatly wastes and persecutes us, and leaves no stone unturned against us. He has driven us out of the city as atheists, საწინააღმდეგო პასაჟები ამისა მომიყვანე და კი ბატონო...

აქ ვერ გავიგე რა თქვი.

ციტატა
მეორეც: არიოზით არ დაწყებულა ეგ ერესი, არიოზამდე ბევრად ადრე არსებობდა... ორიგენე მაგალითად სუფთა არიანელია, თუმცა თავისებური დამატებებით...არიანული საწინააღმდეგო მინაწერი? სხვათაშორის, ბევრ რამეზე ორიგენეს აქვს გაცემული პასუხი მანამდე, ბევრს იმავე საუკუნეში გაეცა პასუხი...შეგიძLია ეგ მინაწერები დადო? ძალიან მაინტერესებს მისი არგუმენტები და ასე შემდეგ...

კი ბატონო ორიგენესგან დაიწყო. ორიგენე ე.წ. სუბორდინაციანიზმის ერესის მქადაგებელი იყო. ჭეშმარიტად იმემკვიდრევეს მისგან ეს ერესი არიოზელებმა.

ორიგენეს ნაწერები არ მაქვს სამწუხაროდ. აი ევსების ეპისტოლე კი მაქვს და მასაც დავწერ.

ციტატა
მისგან ისწავლეს რასაც ამტკიცებდნენ დარწმუნებულ ვარ.

როგორც დიონისე ალექსანდრიელის სახელი გამოიყენეს და მწვალებლობის ქადაგებე დააბრალეს ამ დიდ წმინდანს, ასევე იყო ამ შემთხვევაშიც. შენ ასე გჯერა ერთია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 19 2009, 07:35 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



afxazi

დიონისე ალექსანდრიელი არ ვიცი სამწუხაროდ, როცა მოვიძიებ მასზე ინფორმაციას, მერე გიპასუხებ მასზე. sad.gif

ორიგენეს ნაწერები ინგლისურად იშოვება, ხშირად დამჭირვებია და საკმაოდ კარგად ხსნის ბევრ რამეს, მაგრამ როგორც ჩანს ინგლისური არ იცი ამიტომ ქართUლად არ ვიცი ნამდვილად სად შეიძლება იშოვო.

ზემოთ ის დავწერე რომ ეს ფრაზები:

"პაპ ალექსანდრეს მიერ დევნილი
რადგან ძალიან გვარბევს და გვდევნის ეპისკოპოსი, ყველაფერს თავზე დაგვატეხს, ისე, რომ ქალაქიდან გაგვაძევა, როგორც უღმერთო ადამიანები"

მიუთითებს რომ ალექსანდრემ გადაასახლა და არა იმპერატორმა. smile.gif



პ.ს. აჰაა გასაგებია დაახლოებით, წმინდა დიონისე არ თვლიდა იოანეს გამოცხადებას კანონიკურად, ასევე უარყოფდა იესოს 1000 წლიან მეფობას დედამიწაზე და მთლად სამების მომხრე არ იყო, რადგან თვლიდა რომ ძეს ჰქონდა საწყისი... smile.gif თუმცა ისიც წერია რომ მთლად აშკარა არაა მისი აზრი სამებაზე, მაგრამ ბევრი ქრისტიანი სამების მორწმუნე მას ერეტიკოსად თვლიდა. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 19 2009, 07:37 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ციტატა
"პაპ ალექსანდრეს მიერ დევნილირადგან ძალიან გვარბევს და გვდევნის ეპისკოპოსი, ყველაფერს თავზე დაგვატეხს, ისე, რომ ქალაქიდან გაგვაძევა, როგორც უღმერთო ადამიანები"

ეპარქიიდან გააძევა მწვალებლობის მქადაგებლები. რაზე მედავები ეხლა ვერ ვხვდები. სახლშI რომ ვიღაც გადარეული შემოგივარდეს არ გააგდებ გარეთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 19 2009, 07:44 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Oct 19 2009, 07:37 PM) *

Otherguy

ეპარქიიდან გააძევა მწვალებლობის მქადაგებლები. რაზე მედავები ეხლა ვერ ვხვდები. სახლშI რომ ვიღაც გადარეული შემოგივარდეს არ გააგდებ გარეთ.


ეპარქია ქალაქია? biggrin.gif

სახლიდან და ქალაქიდან გაძევება განსხვავდება... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 19 2009, 07:46 PM
პოსტი #17


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ციტატა
პ.ს. აჰაა გასაგებია დაახლოებით, წმინდა დიონისე არ თვლიდა იოანეს გამოცხადებას კანონიკურად, ასევე უარყოფდა იესოს 1000 წლიან მეფობას დედამიწაზე და მთლად სამების მომხრე არ იყო, რადგან თვლიდა რომ ძეს ჰქონდა საწყისი... თუმცა ისიც წერია რომ მთლად აშკარა არაა მისი აზრი სამებაზე, მაგრამ ბევრი ქრისტიანი სამების მორწმუნე მას ერეტიკოსად თვლიდა.

არც გრიგოლ ღვთისმეტყველი თვლიდა კანონიკურად იოანეს გამოცხადებას მაგრამ რა მერე. ეს მწვალებლობაა. მაშინ ხომ ჯერ კიდევ არ იყო ეს წიგნი აღიარებული კანონიკურად.

დიონისე ალექსანდრიელი წმინდანია, მისი ფრაზის ერთი ნაწილი კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, გამოიყენეს არიანელებმა, ვითომ იმის დასამტკიცებლად, რომ დიონისე მათ აზრს იზიარებდა. მსგავსი სიტუაცია იყო ლუკიანე ანტიოქიელთან დაკავშირებითაც.

Otherguy
ციტატა
ეპარქია ქალაქია? სახლიდან და ქალაქიდან გაძევება განსხვავდება...

ეპარქია ეპისკოპოსის სახლია.

ნუ მართლა ვერ ვხვდები რატომ მეკამათები.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 19 2009, 07:51 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(afxazi @ Oct 19 2009, 07:46 PM) *

Otherguy

არც გრიგოლ ღვთისმეტყველი თვლიდა კანონიკურად იოანეს გამოცხადებას მაგრამ რა მერე. ეს მწვალებლობაა. მაშინ ხომ ჯერ კიდევ არ იყო ეს წიგნი აღიარებული კანონიკურად.

დიონისე ალექსანდრიელი წმინდანია, მისი ფრაზის ერთი ნაწილი კი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, გამოიყენეს არიანელებმა, ვითომ იმის დასამტკიცებლად, რომ დიონისე მათ აზრს იზიარებდა. მსგავსი სიტუაცია იყო ლუკიანე ანტიოქიელთან დაკავშირებითაც.

Otherguy

ეპარქია ეპისკოპოსის სახლია.

ნუ მართლა ვერ ვხვდები რატომ მეკამათები.


რავიცი ხელდასხმა გაგრძელდაო და ხელდასხმული ეპისკოპოსები თუ ასე ცდებიან... კარგი...

ისე არიანიზმი ერესია, მაგრამ სულების მოკვდავად აღიარება არის თუ არა ერესი? მაშინ მაგ ერესში ბლომად წმინდანები იყვნენ. smile.gif

და ბოლოს- რაზე გეკამათები და იმაზე რომ არიოზი ალექსანდრემ ქალაქიდან გააგდო, ანუ განდევნა, ასე რომ იგივე გადასახლებაა ეგა...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Oct 20 2009, 12:17 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აფხაზი, შეგიძლია დადო ათანასეს აპოლოგიები არიოზის მიმართ?



ცოტა შეგვაშველე ხელი დაინტერესებულ ადამიანებს. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 20 2009, 04:15 PM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy
ციტატა
ისე არიანიზმი ერესია, მაგრამ სულების მოკვდავად აღიარება არის თუ არა ერესი? მაშინ მაგ ერესში ბლომად წმინდანები იყვნენ.

ამის კონკრეტული მაგალითები მოიყვანე.

ციტატა
ცოტა შეგვაშველე ხელი დაინტერესებულ ადამიანებს.

როცა მოვიცლი დავიწყებ ეპისტოლეების დადებას. ათანასეს და ალექსანდრეს ეპისტოლეებია ამ მხრივ მნიშვნელოვანი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2018 - 04:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი