IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კათოლიკური ნათლობა
noralu
პოსტი May 19 2010, 12:12 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,856



მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.

ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება.

ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა.

ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება?

დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი May 19 2010, 12:21 AM
პოსტი #2


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მართლმადიდებელი ადამიანი ვერ გახდება კათოლიკეს ნათლია, მე როგორც ვიცი ასეა smile.gif აქ ვფიქრობ საწყენი არაფერია smile.gif
ნათლია ბუნებრივია იმ კონფესიის წარმომადგენელი უნდა იყოს, რომლისაც ნათლული smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი May 19 2010, 12:33 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



სულ რომ არ მონათლოთ არ შეიძლება, გაიზარდოს და მერე აირჩიოს საით უნდა წასვლა, თუ თქვენ გწამთ რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ქრისტიანული გზა მაშინ ბავშვის მონათვლა კათოლიკად რა აზრი აქვს და თანაც არა მგონი კათოლიკების მხრიდან მოხდეს იმაზე ზეწოლა რომ გინდა თუ არა ეხლავე ადრეულ ასაკში მოვნათლოთ ბავშვიო. მთავარია თქვენ მას ქრისტე შეაყვაროთ, აუხსნათ რაში მდგომარეობს მართლმადიდებლობის სიდიადე და როცა გადაწყვეტს მონათვლას დარწმუნებული ვარ ის სწორ არჩევანს გააკეთებს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 19 2010, 12:44 AM
პოსტი #4


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



noralu
ციტატა
სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება?



ცხადია არ ცდებიან smile.gif


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 19 2010, 01:53 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



noralu

ციტატა
დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს.


ჩემო კარგო, მესმის შენი წუხილი და ვიზიარებ მას, მაგრამ დაფიქრდი, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანი,
ვინ უნდა აღასრულოს ნათლობა, კათოლიკე მღვდელმა, რომელსაც არ გააჩნია მოციქულებისგან მომდინარე
უწყვეტი ჯაჭვი ქიროტონიისა?!
რა თქმა უნდა, ნათლობის საიდუმლო, შეიძლება აღასრულოს ერისკაცმაც კი, წყლითაც და ქვიშითაც კი,
მაგრამ, ეს ხდება მხოლოდ ფორსმაჟორულ ვითარებაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში.
და კათოლიკური ეკლესია ფლობს სულიწმიდის მადლს? არის მათი აიაზმა - წმინდა?
არის მათი ზიარება - ქრისტესთან ზიარება? არის მათი აღსარება - ცოდვათა რეალური შენდობა?
ხელეწიფებათ, სახარებისეული ჭეშმარიტების შემრყვნელთ და დამმახინჯებელთ, ნათლობის საიდუმლოს აღსრულება,
რომელიც ადამიანს სასუფევლის კარს გაუხსნის?

ქართული სულის და ტრადიციების შენარჩუნება, თავად შეგეძლება შვილისთვის, როცა მოიზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ,
ეს პრობლემა, ძალიან ხშირად დგას ხოლმე, რაც შენ გაწუხებს, მაშინ, როცა არამართლმადიდებელს
ვუკავშირდებით ქორწინებით.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 19 2010, 08:39 AM
პოსტი #6


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Believer
noralu


ბელივერ, ორივე შენ ხარ თუ შენ უტხარი ჩვენს ფორუმზე და ამ საკიტხზე ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noralu
პოსტი May 19 2010, 12:38 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,856



ციტატა(მხევალი ნინო @ May 19 2010, 08:39 AM) *

Believer
noralu
ბელივერ, ორივე შენ ხარ თუ შენ უტხარი ჩვენს ფორუმზე და ამ საკიტხზე ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


სასაცილოდ და გასართობად არ დამიწერია მე და არც არავის მოუთითებია...


ყველას მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის, მეც თანდათან ვმშვიდდები და იმედი მაქვს ჩემს შვილს უფლის მადლი არ მოაკლდება





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი May 19 2010, 04:08 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(Believer @ May 19 2010, 12:44 AM) *

noralu
სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება?

ცხადია არ ცდებიან smile.gif

რაიო ohmy.gif , არა მგონია ეს ასე იყოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 19 2010, 04:13 PM
პოსტი #9


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა
სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება?

οἰκουμένη


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი May 19 2010, 04:15 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(kinoteli @ May 19 2010, 04:13 PM) *

οἰκουμένη


აგი რაია???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 19 2010, 04:16 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ოიკუმენა


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 19 2010, 04:17 PM
პოსტი #12


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



kinoteli
ეკუმენიზმი?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 19 2010, 04:19 PM
პოსტი #13


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(noralu @ May 19 2010, 12:12 AM) *

მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.

ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება.

ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა.

ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება?

დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს.

წადი და ისე მონათლე ქმრის მხარემ არ გაიგოს,როგორც ვიცი არის გერმანიაში მართლმადიდებლური ეკლესიები,დედა ხარ და გაქვს ამის უფლება,ეს გმირობის ტოლფასი იქნება შენი მხრიდან

თქვენ რას იტყვით მეგობრებო


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 19 2010, 04:20 PM
პოსტი #14


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



თუ სამყარო?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 19 2010, 09:48 PM
პოსტი #15


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



terra
ციტატა
კათოლიკე მღვდელმა, რომელსაც არ გააჩნია მოციქულებისგან მომდინარე
უწყვეტი ჯაჭვი ქიროტონიისა?!



კათოლიკე მღვდლები მოციქულთა უწყვეტი ჯაჭვის მემკვიდრეები არიან smile.gif თუ არ არიან, დაწერე რატომ, თან არ დაგავიცყდეს ანათემა მოხსნილია smile.gif

ციტატა
და კათოლიკური ეკლესია ფლობს სულიწმიდის მადლს?


კი, თუ ფიქრობ რომ არ ფლობს ამის არგუმენტები უნდა გქონდეს smile.gif

ციტატა
არის მათი აიაზმა - წმინდა?
არის მათი ზიარება - ქრისტესთან ზიარება? არის მათი აღსარება - ცოდვათა რეალური შენდობა?


ეჭვქვეშ რომ აყენებ კათოლიკურ მადლმოსილებას დღევანდელ ეპოქაში, ამის არგუმენტები უნდა გქონდეს smile.gif

ციტატა
ხელეწიფებათ, სახარებისეული ჭეშმარიტების შემრყვნელთ და დამმახინჯებელთ, ნათლობის საიდუმლოს აღსრულება,
რომელიც ადამიანს სასუფევლის კარს გაუხსნის?


ფაქტები დადე, სად არის დამახინჯებული კათოლიკეების მიერ სახარება? როდის დაამახინჯეს და შერყვნეს? smile.gif


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 19 2010, 11:59 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Believer
ციტატა
კათოლიკე მღვდლები მოციქულთა უწყვეტი ჯაჭვის მემკვიდრეები არიან თუ არ არიან, დაწერე რატომ, თან არ დაგავიცყდეს ანათემა მოხსნილია




გილოცავ, შენს სტიქიაში ხარ.

თემის ავტორს რომ დარდი ჰქონდეს, ჩვენ არ გვკიტხვადა, უფრო კომპტენტურტან დასვავდაშეკიტხვას, ან მოძრვარის განყოფილებაში, როგორც იქცევა სხვა დანარცენი.

ბელივერ კი არადა გუჯა, გეყოფა რა.

ნუა იკვიატე ეს ერთი და იგივე თემები. დავიღალეთ! მონათლე შენი შვილი კათოლიკურ ეკლესიაში და იყავი ბედნიერი ვა!


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 20 2010, 12:09 AM
პოსტი #17


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



მხევალი ნინო
ციტატა
ბელივერ კი არადა გუჯა, გეყოფა რა.



მე ათასჯერ დავწერე და ფოტოც დავდე რომ არ ვარ ეგ პიროვნებათქო, რატომ ხარ ასე ჩაციკლული?

არ ვარ გუჯა არაააააააააააააააააააააააა!

ციტატა
ნუა იკვიატე ეს ერთი და იგივე თემები. დავიღალეთ!


პოსტის დაწერის უფლება არ მაქვს? ადამიანს ვუპასუხო, ამის უფლება არ მაქვს? მე გავხსენი თემა?

ციტატა
მონათლე შენი შვილი კათოლიკურ ეკლესიაში


მართლმადიდებელი ვარ yes.gif

ციტატა
ვა!



მართლაც ვა!

help.gif user.gif


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი May 20 2010, 12:09 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



Believer

ჯერ შენ დადე ფაქტები აბა smile.gif


biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 20 2010, 12:15 AM
პოსტი #19


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Believer

ციტატა
ეჭვქვეშ რომ აყენებ კათოლიკურ მადლმოსილებას დღევანდელ ეპოქაში, ამის არგუმენტები უნდა გქონდეს smile.gif


საინტერესოა. აბა მიპასუხე კათოლიკური ეკლესიის მიერ აღიარებული "ფილიოკვე" არის თუ არა სამოციქულო სწავლება?

იქნა თუ არა შეტანილი კათოლიკური (რომის) ეკლესიის მიერ მრწამსში დანამატი ამ კუთხით?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 20 2010, 12:29 AM
პოსტი #20


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



afxazi
ციტატა
აბა მიპასუხე კათოლიკური ეკლესიის მიერ აღიარებული "ფილიოკვე" არის თუ არა სამოციქულო სწავლება?



ჯერ ერთი, მრწამსი სამოციქულო სწავლება კი არა ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრების სწავლებაა!

აგერ ბატონო, რომის პაპი და მსოფლიო პატრიარქის ერთობლივი ლოცვა, რომის პაპი მართლმადიდებლურ მრწამსს ამბობს smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=2fgFfqqiyG0



ეპისტოლე სრულიად საქართველოის კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ მეორისა ჰრომთა პაპის მიმართ






უწმინდესო და უნეტარესო მამაო!

უძველესსა საყდარსა საქართველოისა საკათალიკოზოისასა, რომელსა 1811 წლითგან ვიდრე მოაქომამდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლესიისანი, ათშვიდმეტსა სეკტენბერსა მიმდინარის წლისასა, აღრჩევითა მორწმუნისა ერისა და სამოღვდელოისა დასისაითა, აღყვანილ იქმნა უღირსებაი ჩემი. აღსრული საყდარსა ამას ზედა "მოვიხსენებ დღეთა პირველთა და ვიწურთი ყოველთა მიმართ საქმეთა" (ფსალ. 14,25) უნეტარესთა მწყემსმთავართა ჰრომისათა.

განგებამან ღმრთისამან არა უცხო ქმნა ეკლესიაი ჩვენი ჰრომისათვის დიდისა. პეტრე და ანდრია, პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტესთა, რომელთა თესლი უბიწოი განაბნიეს მართლისა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომ-ქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინაისწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი. ჟამთა მოციქულთა სწორის ნინოისა და მეფისა მირიანისათა წიგნმან წმიდისა სილიბისტრო ჰრომისამან, ვითარცა ვარდი, აღაყვავილა ნაყოფი მართლმორწმუნოებისა ქვეყანასა ქართლისასა, ხოლო წვალებითა უშჯულოისა ნესტორისაითა შეიწრებულმან ახალნერგმან ამან ქრისტესმან ლხინებაი პოვა ეპისტოლესა შინა გრიგოლ დიალოღონისასა, რომელი მან ჰრომით წარმოუძღვანა უწმინდესს და უნეტარესსა სეხნასა ჩემსა, კირიონ მცხეთის კათალიკოსსა. შემდგომითი შემდგომად მოღვაწებამან წმიდისა ილარიონ ქართველისამან, რომელი წელ ორ სხემობდა ქალაქსა შინა შენისა უწმინდესობისასა, კვლავ აუწყა მკვიდრთა ჰრომისათა დიდებაი საქართველოს ეკლესიისა და განამტკიცა ერთობაი ჰრომთა და ქართველთაი.

გარდახდეს წელნი მრავალნი და შურიტა ეშმაკისათა განიხეთა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნოებისა, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავლეთისა და დასავლისასა.

გარნა საქმითა ამით არა გულარძნილ იქმნა ეკლესიაი ჩვენი: მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითგან მოევლინნეს ქვეყანასა ჩვენსა, შეუორგულებელად იღვწოდეს საფარველსა ქვეშე ქართველთა მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი და მომფენელნი ჩვენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღაშენეს ქვეყანასა ჩვენსა ეკლესიანი თვისნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არა მცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქომამდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა შენის უწმინდესობისასა.

დღეს ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვსდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი "არა შეიწრებულ იქმნებიან გულსა შინა" ჩემსა და ქართველთა ერისასა.

ვსასოებ, ვითარმედ უწმინდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა.

"მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, სიყვარული მამისაი და ზიარებაი სულისა წმიდისაი იყავნ ჩვენ შორის"

უმდაბლესი და უღირსი კირიონ მეორე მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, 1918 წელი


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2018 - 02:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი