თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ქართველი თავად-აზნაურობა და მათი წარმომავლობა

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 9 2007, 10:06 PM

გთხოვთ ამ თემაზე ვრცლად ვისაუბროდ,რადგან ეს თემა საქართველოს
ისტორიაში უმნიშვნელოვანესია...

მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 10 2007, 01:03 AM

დავიწყოთ აბაშიძიდან...

ესენი არიან ადგილათ აბაშით, რომელ არს (ეთიოპია). ესენი იყვნენ ჩინებულნი გვარნი მის ჟამისანი. ამათთანი წინაპარნი დაშთნენ იმერეთს შინა დროსა მეფისა არჩილისასა ქრისტეს აქეთ 668, ოდეს აღაოხრა მურვან ყრუმ დისწულმან მამადისამან საქართველო და იმერეთი და დაიპყრო ოდიშიცა და მიიწია აფხაზეთს და ბრძო ანაკოფის მყოფთა მირს და არჩილს, რომელ მირ მეფე მოიწყლა მუნ მძიმედ და მოკვდა. ხოლო არჩილ იქმნა მეფედ, ძმა მირისა და ვერა რაისა დამკლემან მურვან ყრუმ და ძლეულმან იწყო უკუნ-ქცევა და მოვიდა ცხენის წყალსა და დაიბანაკა, რომელსა ეწია რისხვა ღვთისა და ღამე გადიდდა წყალი იგი და გარდავარდა ბანაკს მათზედა, რომელნიცა მოაშთო მხედარნი მისნი ვიდრე ოცდაათ ათასამდის და უმრავლესნი ცხენნი და სახედარნი, რომლისა გამო აწ ეწოდების მდინარესა მას ცხენისა წყალი და ესრეთ განგებითა ღვთისათა წავიდა მამულად თავისა მურვან ყრუ სირცხვილეული და მხედრობათაგან მისთა დაშთნენ ტყვედ და თვისისა ნებითაცა რა რიცხვთა ამათ შინა ყრმა ვინმე ბეგისა შთამომავლობისა აბაში დაშთა მუნ, რომელსაც მეფეი არჩილ უყოფდა პატივსა და ზრდიდა თვისთანა. ხოლო შემდგომად ამისა ნადირობასა შინა ძესა მეფისა არჩილისასა იოანეს ზედან შეახტა მგელი განსაბძარავად და მაშინ აბაშმან მან აღმოიწოდა ხმალი და მით მოკლა მგელი იგი და განარინა ძეი მეფისა და ამისა ჯილდოდ უბოძა მეფემან არჩილ თავადობა და გვარად მისცა აბაშის ძეობა და მიუბოძა მამული ჭალას, სვერსა და ზოთას ხევსა შინა და სხვანიცა მასთან მყოფნი აბაშნი მიიღო აზნაურობისა ხარისხითა და დაასახლა ჭალას, რომელნიცა იწოდებიან ჭალელ აბაშიძეებად. ხოლო უკანასკნელ გვარი ამა თავადის აბაშიძისა უმეტეს განდიდდა მეფეთაგან და მამულიცა უფრორე შეიძინეს დროსა გიორგის მეფობისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1605. და მერე დროსა მეფის ვახტანგისასა, რომელნიმე გადმოსახლდნენ ქართლსა შინა ხეობასა სურამისასა და რომელნიმე დაშთნენ იმერეთსავე. აწ არიან განყოფილნი ქართლში მცხოვრებნი: 1) ქაიხოსროს შვილები, 2) ევგენის შვილები, 3) ნიკოლაოზისა შვილები, ხოლო კახეთსა შინა იოანე აბაშიძის შვილები, 2) სვიმონის შვილები და ესენიცა არიან სამ ხარისხად: 1) ქაიხოსრონი, მეორე ნიკოლოზისა, და სხვანი მესამე თავადობისა ხარისხსა შინა, ხოლო კახეთის მცხოვრებისა პირველი არის იოანეს შვილი პირველის ხარისხით, ხოლო მეორეს თავადის ხარისხით - სვიმონის შვილნი.

აბაშიძე(კახეთის თავადნი)

ესენი არიან ვითარცა ზევით აღვწერეთ აბაშიძეების შთამამავლობანი და იყო ივანე აბაშიძე ძე ზაალ აბაშიძისა, რომლისა ქალი მეფესა ერეკლესა ჰყვა ცოლად, რომლისაგან იშვა მეფე მე-13 გიორგი და არიან კახეთსა შინა მცხოვრები ორ სახლად: 1) ივანეს შვილები, 2) სვიმონის შვილები.

აბაშიძე(იმერეთისანი)

მურვან ყრუ რო მოვიდა, დარჩა აბაშური ბეგის შვილი, რომელიცა აღზარდა არჩილ მეფემან და უბოძა ჭალა და თავადობა. სხვანიცა ამისა სახლნი დარჩნენ მრავალნი და ესენიცა მუნ დაასახლა, რომელნიც არიან აზნაურად, ისევ აბაშიძეებად წოდებულნი 668 წ.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 10 2007, 02:39 PM

აბაშისშვილები

ესენი იყვნენ ძველად ყიფიანნი ეგვიპტის ნაწილიდგან; ოდეს მეფეს დიმიტრის ბრძოლასა შინა ეგვიპტელთასა ცხენი მოუკლეს, მაშინ აბაშმა ამან ცხენი თვისი მიართო და განარინა მით წელსა ქრისტეს აქეთ 1285-სა და შემდგომად ბრძოლისა, მეფემან მიიღო აბაში იგი და მერეთ შემდგომად მოსვლისა ქართლსა შინა, თანა მოჰყვა აბაში იგი და მეფემან ჯილდოდ უბოძა თავადობა აბაშადვე წოდებით და სომხითსა შინა სამეფოთაგან ადგილნი და სოფელნი ორბისის მხარეს და სხვაგან და მუნ ჟამიდგან არიან თავადად აბაშად აღვიარებულნი. გარნა ამა დროსა შინა ასწყდა გვარი მათი და არვინღა არიან შთამამავლობანი მისნი.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 10 2007, 08:40 PM

ავალისშვილნი

ესენი ძველად იყვნენ ციციანთა გვართაგან შორეულნი ნათესავნი, რომელსაც ამათ წინა-პარსა ავალა ეწოდა. ესენი იყვნენ მოსახლენი ახალციხისა კერძოთა ადგილთა შინა და ოდეს გადგა ათაბეგი და დაიპყრა ახალციხე თვისად შეწევნითა თურქთა წელსა 1601, მათგანი რომელიმე შთავიდნენ იმერეთს. სხვანი მოსახლე იყვნენ ძველადვე მტკვრის ხეობასა შინა და იწოდებოდნენ მტკვრის მოურავად და მერე მტრიანობისა მიზეზითა აიყარნენ და წოდებულნი ავალიანნი ქართლს მოსახლენი და კახეთს მოსახლენი. ხოლო ქართლს მოსახლენი არიან უპირველესნი: 1) პეტრეს შვილები, 2) გოგიას შვილები, ანუ გიორგისა და სხვანი ამათნი სახლის კაცნი, ხოლო იმერეთს შინა რომელნიმე არიან თავადად და რომელნიმე აზნაურად და ესრეთვე ამათ გვარნი არიან ახალციხესა შინაცა.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 13 2007, 04:36 PM

ამილახვარნი

ამათნი უკვე გვარნი იყვნენ მოსრულნი იტალიიდგან ძველად მხედარნი, რომელთანი ოდეს მოვიდა მხედართა მძღვანი პომპეოს საქართველოსა შინა მხედრობითა თავისითა და დაიპყრო საქართველო წელსა დასაბამიდგან 3939. ესე მხედარნი დაშთნენ ერმანიასა შინა ტრდაც მეფისა თანა და მერე მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა სუმბატ მეფისასა და დაეშვნენ რომელნიმე ამათ ხალხთაგანი ქართლსა შინა და რამდენიმე ახალციხეს მესხეთსა შინა და ესენი მიიღო სუმბატ მეფემან აზნაურობისა ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინისძეობა და მამული მისი ბეითლმანი; ხოლო რომელთამ ამათ გვართა წარჩინებულებისა გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქე 1150 (გარკვევით არ არის) და იწოდებოდნენ ზედგენიძეთ და შემდგომ ოდეს არამ ზედგენიძემ განარისხა მეფის ალექსანდრეს ძე, გიორგი მეფე ბაგრატოანი, ორგულთა კაცთა სიკუდილისაგან და თვით ზედგენიძე მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისთა გვარად ამილახრობაი და უფროსსა ძესა მისსა მისსცა სპასეტობა, ქართლისა მოურაობა გორისა და ციხე გორისჯვარი და სხვა ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვრო ადგილებად. ხოლო სასაფლაოდ უბოძა სამთავის ეკლესიისა შინა ადგილი წელსა ქრისტეს აქეთ 1465-სა და მუნდაგან იწოდებიან თავად ამილახვარად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვა და სხვა სახელად: 1) რევაზის შვილებად; 2) ქაიხოსროს შვილებად; 3) ბეჟანის შვილებად; 4) ერასტის შვილებად და მის ძმისწულებად; 5) გივის შვილებად. ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა სპასპეტობა იყო რევაზის შვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვა სხვათა ქონდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი. ხოლო სხვანი რომელნიც იყვნენ გვარნი ამათ ზედგინისძენი, რომელნიმე დაშთნენ აზნაურად ზედგინიძეებად და რომელნიც დაშთნენ მესხეთს, იგინი თუმცა ამილახვრად არ იხსენიებიან გვარით, გარნა არიან თავადნი იმერეთს მესხად წოდებულნი და აზნაურებად ეს სახელივე ახალციხესა შინა არიან ამილახვრის გვარისანი და ხიდირბეგისა შვილებნიცაა თავადნი ამილახვართანნი და რომელთაც მოვიხსენებ თავის ადგილს ვითარებასა მათსა.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 13 2007, 05:24 PM

ამირეჯიბნი

ამირაჯიბნი არიან ესენიც ძველადვე ფალავანდიანთა გვარისანი, რომელთაცა აქვთ მამულნიცა ურთიერთისა შორის შერევნილნი, გარნა ამირეჯიბობაი გაუგვარდათ სახელისა გამო, ვინაიდგან ამირაჯიბი ნიშნავს საქმის მომხსენებელსა შეფისასა რომელიცა ნიშნავს (დაკლადჩიკს). ხოლო ესენიცა არიან ახალციხიდგანვე მოსულნი ქართლში; რომელნიც სახლობენ ზემო ქართსა შინა ზემო ამირაჯიბად და ზემო ამირაჯიბად; ზემონი არიან დავითის შვილები, ხოლო ქვემონი ზაზას შვილები აასპანის შვილები, რომელნიმე ამათ გვარნი სცხოვრობენ იმერეთს აზნაურად და რომელნიმე ახალციხეს ბეგებად წოდებულნი.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 14 2007, 03:24 PM

ანდრონიკაშვილები

ესენი არიან გვარით მანოელ კეისრისა ძმის წულნი, რომელნიცა გამოძევებულ იქმნენ საბერძნეთიდგან და მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1144-სა, ხოლო მეფემან დიდად მიიღო ესე ანდრონიკე სახლეულობითურთ თვისით და უბოძა კახეთსა შინა მამულნი სოფლებითურთ და დაეშენნენ მუნ, რომელსაცა ადგილსა მას ეწოდების აწ საანდრონიკო და სცხოვრებენ მუნიდგან წოდებით თავადათ ანდრონიკე შვილებად, რომელნიცა არიან აწ განყოფით მოსახლენი: 1) პაპუას შვილები, 2) თამაზის შვილები, 3) სოლომონის შვილები, 4) მდივან ბეგის შვილები ანუ ქაიხოსროსნი, 5) მზეჭაბუკის შვილები, 6) ზურაბის შვილები, აწ ზაალის შვილებად წოდებულნი, 7) ერასტის შვილები, ესენი არიან მოსახლედ დავითის შვილებად: 1) დიმიტრის შვილები, 2) ივანეს შვილები, 3) პეტრეს შვილები, ამათ სახლის კაცნი და სხვანი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2007, 03:59 PM

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მიხედვით, საქართველოში თავადთა 3 კატეგორია იყო: 1. დიდებული თავადი 2. შუა თავადი და 3. დაბალი თავადი ანუ მესამე თავადი. პირველი კატეგორიის სისხლი 1536 თუმნად, მეორისა 768, ხოლო მესამისა 384 თუმნად იყო შეფასებული.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 14 2007, 04:05 PM

ვიცი და მერე მაგ თავადების სიასაც დავდებsmile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2007, 04:06 PM

ციტატა(yipiani gio @ Sep 14 2007, 04:05 PM) *

ვიცი და მერე მაგ თავადების სიასაც დავდებsmile.gif

გაგახაროს უფალმა, გიო smile.gif საინტერესო თემაა..

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 14 2007, 04:15 PM

marine
შენც ასევე.დიდი მადლობა...smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2007, 04:52 PM

ამილახვრები

(ფოტოები გადაღებულია 1850-1914 წწ-ში)

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს ბოლო სურათი გაფერადებულია

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 14 2007, 06:52 PM

შენ გაიხარე მარინე

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 14 2007, 07:23 PM

................

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 14 2007, 07:50 PM

GEOGEN.GE

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 15 2007, 05:46 PM

Lenus
აქ ძალიან საინტერესო ცნობებია თითქმის ყველაფერზე

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 16 2007, 07:27 AM

................

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 16 2007, 05:46 PM

ციტატა
შენს გვარზე რა წერია ? ანზაურები არიან მგონი არა ყიფიანები?

ჰაჰ, ყიფიანები რაჭველი თავადები არიან... wink.gif biggrin.gif არ იცოდით?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 16 2007, 06:10 PM

მაგ საიტზე ეგრეა მარა მე უამრავი ხელწერილი მაქ 1706 ცლის და იქ ნაგდად თავადები ვართ.ეხლა ვერ აგიხსნი რატო წერია ყიფიანებზე აზნაური.იქ რამოდენიმე შტოა და ერთ_ერთია მხოლოდ დასახელებული.იქ არიან სოფელ ბოსტანელი ყიფიანები,ისინი კი ნაღდად აზნაურები არიან.ხვანჭკარელი ყიფიანები კი თAვადები,რომელიც იმ წყაროში არაა მოხსენიებული.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Sep 17 2007, 01:28 PM

................

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 17 2007, 03:10 PM

Lenus
ეგ რათქმაუნდა ეგრა,მაგაში არც არავის ვედავები.ძალიან მაინტერესებს შენი შემოქმედება
ნამდვილად დავაფასებsmile.gif

პოსტის ავტორი: nanaida თარიღი: Sep 17 2007, 03:25 PM

გამარჯობათ. ახვლედიანის შესახებ ხომ არ იცით რამე ისტორია?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 17 2007, 03:35 PM

ახვლედიანი არც თავადებში და არც აზნაურებში არ არის მოხსენიებული ,ასე რომ......sad.gif

არღუთაშვილნი

ესენი იყვნენ ძველად ჯუღელი სომეხნი და არღუთა ვინმე სომეხმან მსახურა არღუნ-ყაენსა, რომელმაც აჩვენა სხვა-და-სხვა შამოსავალნი და დასდო დიდი ხარჯი ქრისტიანეთა ზედა და ჯილდოთ ამისა არღუნმან უწოდა არღუნინობა და მიიღო აზნაურობისა ხარისხითა, წელსა ქრისტეს აქეთ 1287-სა და იწოდებოდნენ არღუთად. უკანასკნელ დროსა ყაზან ყაენისასა არღუთაანნი აიყარნენ სპარსთა ბევრისა ხარჯისა მიცემითა და გარდმოსახლდენ ასურეთის მხარეს, ქურთების სომხების ადგილთა შინა და იყვნენ მუნ შემდგომად დროსა მეფისა გიორგისასა, წელსა ქრისტეს აქეთ 1397. რა მოვიდა მეორედ ლანგთემურ და შემუსრა ყოველგან ადგილნი საქართველოსანი და ეგრეთვე შემუსრა ლორეს ხეობაზედ მონასტერნი ახტალა და სანაინი სასაფლაო სომეხთ მეფისა; შემდგომად ამისა მოვიდა ქურთებიდგან (ვართაპეტი), რომელ არს მღვდელ-მონაზონი, სომხურად პარკიკუჭად წოდებული, რომელიც იყო პირველ ტერტერა ანუ სომეხთა მღვდელი და ჰყვა შვილები და მოვიდნენ ესენი სომხითს და დაეშენნენ ქციისა პირსა ზედა დროსა კონსტანტინე მეფისასა წელსა 1410-სა და მერე პარკიკუჭამ ვართაპეტმან ჰსთხოვა მეფესა განახლება სანაინისა ეკლესიისა და მისცა ნებაი მეფემან და გაახლა იგი ეკლესია და დაემკვიდრა მუნ და ეკლესიასა ზედა დააწერინა სახელი თვისი და განახლება მისგანვე, რომელიც იყო ვიდრე აქამომდე. ხოლო ვართაპეტისა შვილსაცა ეწოდა არღუთა და მეფემან მიიღო აზნაურად არღუთაშვილებად; ხოლო უკანასკნელ დროსა ნადირშაისასა ამათი ნათესავი იყო ვინმე მაიარბაშად წოდებული და სახლთხუცესი ნადირისა და სწყალობდა დიდად ნადირშა და ამან მსახურა და შეეწია ნადირშასთან მეფესა თეიმურაზს და მეფესა ირაკლის და სთხოა თვისთა სახლისა კაცთა არღუთაანთათვის მამული და უბოძა მეფემან სანაინს შინა ადგილნი და ქციისა პირსა ზედა სოფელი ავლავარი და მინბაშობა მისხანის მადანსა შინა მცხოვრებთა და ზედა მდგომლობა მადნისა და მუნიდგან ათის თავი, რაიცა მადნიდგან სპილენძი შემოვიდოდა. ხოლო უკანასკნელ დროსა იმპერატორის პავლესასა მიიღეს მხარ-გრძელისა გვარობა სომეხთა არქიერისა ოსეფასაგან შეწევნით, რომელიცა იყო ბეჟან არღუთაშვილისა ძმა და დროსა იმპერატორის ეკატირინესასა და მეფისა ერეკლესასა, ტრაკტატსა შინა დადებულსა მისვე არქიერისა შუამდგომლობითა ბეჟანისა და მოსეს სახლმან იწოდა თავადობა არღუთაშვილად და არა მხარგრძელად. გარნა არქიერნი და მისი ძმანი იწოდებოდენ მარკოზაშვილებად, ვითარცა არს სომეხთა ისტორიასა შინა მოხსენებულიცა. სხვანი ჯუმაშვილებად და კვალად სახლის კაცნი ამათნი თაყაშვილად, სისუა შვილად, ზუზუინად და მათაშვილებად და სხვა. და ესე ყოველნი აზნაურად.

პოსტის ავტორი: nanaida თარიღი: Sep 17 2007, 03:38 PM

smile.gif რას ამბობ?

არცერთში? კი მარა სად ნახულობ უკაცრავად? smile.gif რა უცებ ცჰამომწერე გლეხებში ქალს თავადი მგონია თავი sad.gif. smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 17 2007, 03:39 PM

www.geogen.ge

ლეჩხუმელი ხო არ ხარ?

პოსტის ავტორი: nanaida თარიღი: Sep 17 2007, 03:40 PM

კი smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 17 2007, 03:44 PM

მაშინ ტავადის ქალი ბრძანდებით.იმიტო რო ვიცნობ მე ლეჩხუმელ ახვლედიანებს,მაგრამ მე წარმომავლობა ნამდვილად არ ვიციsad.gif

პოსტის ავტორი: nanaida თარიღი: Sep 17 2007, 03:47 PM

გენაცვალე smile.gif მადლობა. რავიცი გული გამიხეთქე არც იქ წერიხარ და არც იქო ანუ...... smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 17 2007, 03:48 PM

ჰაჰაჰა.არა გამახსენდა.ისე ამ წყაროებზე დაყრდნობით არც მე ვარ თურმე თავადი მაგრამ......smile.gif

პოსტის ავტორი: nanaida თარიღი: Sep 17 2007, 03:49 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 17 2007, 04:36 PM

ეგ ყველა გვარში ეგრეა.მაგრამ მე ნამდვილად თავადი ვარ და ამის დამადასტურებელი 3 საუკუნის რამოდენიმე ხელნაწერი მაქ თAვისი გენიალოგიიტ

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 17 2007, 04:42 PM

3 სიგელი მაქ მათ შორის ერთი იმერეთის მეპფე სოლომონ 2 ის,რაჭის ერისთავის როსტომის და მესამე სოფ ხვანჭკარის მამასახლისის.ამ სიგელებში დადასტურებულია ყიფიანების როგორც დიდებული თავადები.და ეს სიგელი გადაეცა ჩემ დიდ ჭინაპარს მანუჩარ ყიფიანს.უბრალოდ ეს ყველა ცნობე და გენიალოგია რაჭაში მაქ,იმიტო რო ის არის მამა პაპის სახლი და იქ არის მისი ადგილი

პოსტის ავტორი: nanaida თარიღი: Sep 17 2007, 05:02 PM

არა არ მაქვს არაფერი მსგავსი sad.gif, არც ცანაწერები და არც სიგელები სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 17 2007, 05:09 PM

ჯერ მაგ საქმეს ნამდვილად ვერ მოვახერხებ,იმიტო რო ჯერ ერთი ვსწავლობ
და მერე მეორე გაზაპხულამდე იქ ვერ ჩახვალ რო მოთოვს

პოსტის ავტორი: jevrie თარიღი: Sep 19 2007, 04:21 PM

გამარჯობა... იქნებ დადოთ რამე სახის ინფორმაცია ერთ-ერთ ქართულ (აფხაზურ) თავადურ გვარზე ანჩაბაძე-აჩბაზე... არა მე კი ვიცი მაგრამ ... უფრო ვრცელ ინოფორმაციასაც სიამოვნებით წავიკითხავდი smile.gif წინასწარ გმადლობთ smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 20 2007, 05:54 PM

jevrie
ნამდვილად არ ვიცი მათ შესახებ არაპერი.იქნებ შენ გვითხრა..

პოსტის ავტორი: jevrie თარიღი: Sep 20 2007, 06:41 PM

კარგი მგონი ისევ მე მომიწევს ამ გვარზე საუბარი... სამწუხაროდ ბევრი არაფერი ვიცი... რაც ვიცი გეტყვით მოკლედ : ანჩაბაძე-აჩბა ეს არის ქართული(კერძოდ აფხაზური) გვარი... ანჩაბაძეები წარჩინებული თავადები იყვნენ აფხაზეთში შერვაშიძე-ჩაჩბებთან ერთად...
ჩემი წინაპრები ორ გვარს ატარებდნენ სხვა დანარჩენი თავადების მსაგვსად, აი ამ სახით: ანჩაბაძე-აჩბა .... ეს გვარი თავიდან ერთიანი იყო თუმცა დროთა განმავლობაში ერთმანეთს გამოეყო... რა თქმა უნდა ეს ერთი გვარია.. მათ ერთი ძირი აქვთ... აჩბა-ეს არის გავრის აფხაზური ვარიანტი, ანჩაბაძე- კი ქართული (არსებობს მესამე, გვარის მეგული ვარიანტიც- ანჩბეია, თუმცა ეს გვარი დღესდღეობით იშვიათია და თითქმის აღარც არსებობს)
აფხაზეთს აქეთ უფროი გავრცელებულია გვარი- ანჩაბაძე, აფხაზეთში კი აჩბები ჭარბობენ....

გადმოცემით ვიცი რომ, ამ საგვარეულოს ჩემი შტოს ნათავადარი სახლი (უფრო სწორად კი ნასახლარი)არის ქ. ტყვარჩელში (აფხაზეთში)... როცა დავბრუნდებით აუცილებლად ვესტუმრები ჩემი წინაპრების ნასახლას... ვინი იცის, მერე იქნებ მასპინძელიც გავხდეsmile.gif

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა და შემეძლო ამ გვარზე... თუ ვინმე რამე სახის ინფორმაციას მომაწვდით დიდ მადლობას გეტყვით smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 21 2007, 03:39 PM

ძალიან საიტნტერესოა.დიდი მადლობა,გისურვებ მალე გენახოს შენი წინაპრის ნამოსახლიsmile.gif

პოსტის ავტორი: jevrie თარიღი: Sep 21 2007, 03:59 PM

დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 21 2007, 04:52 PM

jevrie
არაფრის.კიდევ რამე ახალ იმფორმაციას თუ გვეტყვი ძალიან კარგი იქნება

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 21 2007, 05:55 PM

აფაქიძენი(ოდიშის თავადნი)

არფახან იყო თათრის ჩინგის ყეენის დროსა და ამან მიიღო სარწმუნოება ქრისტიანეთა და დაშთა აბხაზეთს და უწოდეს ძეთა მისთა აბაქიძეთ და მერე დაეშენნენ ოდიშში დროსა მეფისასა და მიღებულ იყვნენ თავადად და მუნიდგან იწოდებიან გვარნი მათნი აფაქიძეებათ.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 21 2007, 06:16 PM

რაიმე თუ იცით ამილახვრებზე? არა ჩემი გვარი არ არის, უბრალოდ საფლავის ქვაზე ყოფილა წარწერა, შიო მღვიმის ეკლესიის...

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 21 2007, 10:02 PM

ketino
პირველ გვერდზე წერია ამ გვარზე ინფორმაციაsmile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 22 2007, 02:03 PM

ვნახე, ... შიო მღვიმის ეკლესიის საფლავის ქვებზე წარწერილია გივი ამილახვარის სახელი.... smile.gif საინტერესოა, ხო იცი შენ...

დადე სხვა გვარის შტოებზეც ინფო smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 22 2007, 09:18 PM

აფხაზისშვილნი

ესენი არიან აფხაზეთიდგან მოსრულნი, ოდეს იწყეს მამადიანობა აფხაზთა. ესენი მოვიდნენ კახეთსა და მეფემან თეიმურაზ მიიღო თავადობისა ხარისხითა აფხაზად წოდებულნი, რომელნიც იწოდებიან აწ აფხაზისშვილებად და უბოძა კარდანეხს სახასო მამულნი და ყმანი და მუნ სცხოვრებენ მუნ ჟამიდგან წელსა 1636-სა და არიან ერთ სახლად.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 26 2007, 08:55 PM

ბარათაშვილები

ესენი არიან ჯამბაკურიანთა თანა ერთის დროისანი, და არიან სხვა-და-სხვა სახლად გაყოფილნი და მოსახლენი სომხითსა შინა.
სახლობენ ძირითადად კახეთსა შინა და თავადობენ თავადობითა დიდითა.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 28 2007, 06:24 PM

ბებუთოვნი

ესენი არიან მოსრულნი ანისა ქალაქიდგან, ოდეს სპარსთა აღაოხრეს ადგილი იგი და მოვიდენ გვარნი მათნი და დაეშენენ კახეთისა ნაწილსა შიგან ადგილსა, მახლობელ ტფილისისა, სოფელსა პირშავად წოდებულსა და მერმე მიაღწიეს პირველსა მოქალაქეობისა ხარისხსა შინა და იყვნენ მდიდარ და იყიდეს ადგილნი; აღაშენეს აბანოები და ქარვასლა და იყიდეს ბაღი და დაეშენენ კარგად. ამათმან შთამამავლობამან, ახშარბეგმან, უმეტეს შემატა მამულსა თვისსა და მიიღო ხარისხი მელიქობისა და დიდად სწყალობდა და უყვარდა ისაყ ფაშასა, ოდეს ეპყრათ საქართველო ოსმალოთა ქრისტეს აქეთ 1731 და ამა აშხარ ბეგმან დიდად მსახურა დროსა მას მეფესა თეიმურაზს, ოდეს ენება ღალატით სიკვდილი მეფისა ფაშასა და ამან აშხარბეგმან ამცნო მეფესა იდუმალ ფაშისგან ღალატი და მეფე განივლტო და განერა ხელთაგან, მისთა და ამა მიზეზისა გამო აშხარბეგ მოაშთო ფაშამან. ხოლო უკანასკნელ, რა დაიპყრა ქართლივე მეფემან თეიმურაზ, უბოძა შვილთა მისთა ჯილდოდ სოფლები და აზნაურობისა ხარისხი და დაუმტკიცა ქალაქის (რომელ არს გოროდნიჩი რუსულად) და ეგრეთვე სწყალობდა დიდად აღამელიქს და შვილსა მისსა ავეტიქს მეფე ირაკლიც, რომელმანცა უბოძა თავადობა ავეტიქს მელიქსა და ძმასა მისსა გვარად თავად ბებუთოობა წელსა ქრისტეს აქეთ 1783 და არიან მუნიდგან თავადად წოდებულნი: 1) ავეტიქას შვილები, 2) მისკარმაშიოანეს შვილები, 3) იოსების შვილები, ამხარ ბეგისა და სხვანი.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 29 2007, 10:28 PM

ციტატა
ბებუთოვნი

ჰეჰ, რა უცნაური გვარია.... smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 30 2007, 09:22 PM

ketino
მერე შესაბამისი წარმომავლობა არ აქ?smile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 30 2007, 09:55 PM

ყიფიანი გიო

ციტატა
მერე შესაბამისი წარმომავლობა არ აქ?

რა შუაშია შესაბამისი წარმომავლობა?ან ვისი? ჩემი? ვისას კითხულობ....

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 1 2007, 07:01 PM

გიო იქნებ ჩიჩუებზე იცი რამე, ამბობენ თავადები არიანო... მე კიდე ზუსტად არ ვიცი...
ხოდა, გეოგენში მე ვერ შევდივარ, ისევ შენ თუ იმარჯვებ და დაწერ ხოლმე... laugh.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Oct 3 2007, 08:25 PM

ჩიჩუა

ძველად იყვნენ ესენი ჩიქოანის გვართაგან, რომელიც იყო ოჰან ვინმე სომეხთა თავადი და მან დაუტევა სომეხთა სჯული და იქმნა მართლმადიდებელი და ამის გამო სომეხთა უწოდეს ჩიქოჰან, ესე იგი წყეული ანუ შეჩვენებული ოჰან და მის გამო გაუგვარდათ ჩიქოანობა წელსა 1335 დროსა მეფისასა და ესენიც დაესახლნენ ოდიშშია.
wink.gifketino

ketino
თავადები ყოფილანsmile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 3 2007, 08:54 PM

აჰა, გავიგე გიო.. ესე იგი სომეხი თავადი გახდა ქართველი თავადი... ისე მეჩვენება თუ ჩიქოვანთან ახლოს არის blink.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Oct 3 2007, 09:05 PM

ketino
არა არ გეჩვენებაwink.gifსომეხის რა მოგახსენო,მაგრამ ქართველები რო ნამდვილად არიან ეგ კი ვიციsmile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 8 2007, 11:13 PM

მაყაშვილებზე რას იტყვი გიო ბატონო? მაგათი გვარის წარმოშობის ისტორია... smile.gif რიავი გადავათვალიერე წინა გვერდები და ვერ ვნახე, თუ გამომრჩა სორრი sad.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Oct 11 2007, 08:42 PM

(მაყაშვილები)

ესენი არიან მეორისა ხარისხისა თავადნი მისივე ჩოლაღას გვარისანი და ამათაცა აქვთ მამული ნაწილი ირუბაქის ძისავე და არიან ესენი მოსახლედ 1) ლუარსაბის შვილები, 2) იოსების შვილები, 3) გოშპარის შვილები, 4) ზურაბის შვილები, 5) სვიმონის შვილები.

მე ერთი დასკვნა გამოვიტანე რო ჩოლოყაშვილების ნათესავები ყოფილან

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 12 2007, 10:31 PM

მადლობა გიო... smile.gif საინტერესო ინფორმაციას დებ...

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Oct 13 2007, 09:55 PM

ketino
არაფრის,თუ რამე დაგჭირდა მკითხე

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 8 2007, 09:50 PM

მაინტერესებს თუ ვინმეს გაქვთ იმფორმაცია ესაკიებზე

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 9 2007, 03:53 AM

ვინმემ იცით თარხან-მოურავების წარმოშობის შესახებ?ძალიან მაინტერესებს.საშინლად მომწონს ეს გვარი wub.gif

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 9 2007, 06:15 PM

Lenus
მადლობა!

ძალიან მომწონს ეს გვარიი.მართლა მაგარი ჟღერადობა აქვს.თან ძაან მინდა ვიყო... ჩემს სახელსაც მაგრად მოუხდებოდა happy.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Dec 9 2007, 06:22 PM

TuTashxia
lol.... პირდაპირ ჟღერადობა აქვს გაგიჯDები... შენ ხარ ზღმარტლის არ იყოს რააა laugh.gif

აბა კახაბრზებზე თუ იცით რამე? თუ არ იცით მე მოგიყვებიტ tongue.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 11 2007, 01:24 AM

მცირე ცნობა კახაბერისძეებზეsmile.gif
კახაბერისძე (კახაბერიძე) 255 [ტბეთის სულთა მატიანე]

· მიქელ აფხაზ-იმერეთის მეფე 1325-1326 წწ. ამტკიცებს მიქელაძის (მიქელაძე) ძველ სასისხლოს 80 ათას ძველ კირმანეულს თეთრს, სანახშიროდ 6 ათასს. ამ თანხის სათვალავში გოგიტაშვილმა (გოგიტაშვილი) მიქელაძეს მისცა “რვა ტანი აბჯარი მისითა მოწყობილობითა, მისცა შვიდი გლეხი მას, ცხენი და აბჯარი უთვალავი”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: ჭარელიძე, გოგოტაშვილი (გოგიტაშვილი), კახაბერიძე, მხეციძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 33-34]

· სასისხლო სიგელი ყიფიანთა (ყიფიანი), მიცემული ბაგრატ მეფის მიერ XV საუკუნეში. ყიფიანთა სასისხლო “საყდრიშვილობით” გაჩენილია “ოთხმოცი ათასი გოგაური [გიორგაული- ს. კ.] თეთრი, ოცი ცხენი, სამი ქორი მისით ბაზიერითა და მეძებრითა”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: წერეთელი, ლორთქიფანიძე, ყაენაძე, კახაბერიძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 398-399]

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 14 2008, 06:52 AM

ციტატა(marine @ Sep 14 2007, 03:52 PM) *

ამილახვრები

(ფოტოები გადაღებულია 1850-1914 წწ-ში)

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს ბოლო სურათი გაფერადებულია

smile.gif ბოლო სურათში გივი ამილახვარი ხომ არ არის?

ციტატა(yipiani gio @ Sep 13 2007, 03:36 PM) *

ამილახვარნი

ამათნი უკვე გვარნი იყვნენ მოსრულნი იტალიიდგან ძველად მხედარნი, რომელთანი ოდეს მოვიდა მხედართა მძღვანი პომპეოს საქართველოსა შინა მხედრობითა თავისითა და დაიპყრო საქართველო წელსა დასაბამიდგან 3939. ესე მხედარნი დაშთნენ ერმანიასა შინა ტრდაც მეფისა თანა და მერე მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა სუმბატ მეფისასა და დაეშვნენ რომელნიმე ამათ ხალხთაგანი ქართლსა შინა და რამდენიმე ახალციხეს მესხეთსა შინა და ესენი მიიღო სუმბატ მეფემან აზნაურობისა ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინისძეობა და მამული მისი ბეითლმანი; ხოლო რომელთამ ამათ გვართა წარჩინებულებისა გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქე 1150 (გარკვევით არ არის) და იწოდებოდნენ ზედგენიძეთ და შემდგომ ოდეს არამ ზედგენიძემ განარისხა მეფის ალექსანდრეს ძე, გიორგი მეფე ბაგრატოანი, ორგულთა კაცთა სიკუდილისაგან და თვით ზედგენიძე მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისთა გვარად ამილახრობაი და უფროსსა ძესა მისსა მისსცა სპასეტობა, ქართლისა მოურაობა გორისა და ციხე გორისჯვარი და სხვა ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვრო ადგილებად. ხოლო სასაფლაოდ უბოძა სამთავის ეკლესიისა შინა ადგილი წელსა ქრისტეს აქეთ 1465-სა და მუნდაგან იწოდებიან თავად ამილახვარად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვა და სხვა სახელად: 1) რევაზის შვილებად; 2) ქაიხოსროს შვილებად; 3) ბეჟანის შვილებად; 4) ერასტის შვილებად და მის ძმისწულებად; 5) გივის შვილებად. ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა სპასპეტობა იყო რევაზის შვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვა სხვათა ქონდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი. ხოლო სხვანი რომელნიც იყვნენ გვარნი ამათ ზედგინისძენი, რომელნიმე დაშთნენ აზნაურად ზედგინიძეებად და რომელნიც დაშთნენ მესხეთს, იგინი თუმცა ამილახვრად არ იხსენიებიან გვარით, გარნა არიან თავადნი იმერეთს მესხად წოდებულნი და აზნაურებად ეს სახელივე ახალციხესა შინა არიან ამილახვრის გვარისანი და ხიდირბეგისა შვილებნიცაა თავადნი ამილახვართანნი და რომელთაც მოვიხსენებ თავის ადგილს ვითარებასა მათსა.

smile.gif ამ გვარის გამორჩეული და დიდი ქართველი იყო,გივი ამილახვარი,რომელიც ყოველთვის თავის პირად ინტერესებს ანაცვალებდა სამშობლოს ინტერესს.აქვე, ვფიქრობ ურიგო არ უნდა იყოს, მისი ცხოვრება მოღვაწეობა,რომ გავიხსენოთ:

გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი

1726 წელს ოსმალებმა სიონის მეჩეთად გადაკეთება განიზრახეს. გივი ამილახვარმა მუსლიმანებს ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა. 1727 წელს ისაყ-ფაშა ჯაყელმა ქრისტიანი გივი ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყ-ბეგად დანიშნა. ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას "ლეკიანობა" წარმოადგენდა. დაღესტნელები პერმანენტულად არბევდნენ ქართულ სოფლებს. ამილახვარმა ისაყ-ფაშა ჯაყელთან და ოსმალებთან ერთად დალაშქრა დაღესტანი და გარკვეულწილად, შვება მისცა ქართლ-კახეთის გლეხობას.
ამავე წელს თურქები კახეთის აჯანყების ჩახშობას ცდილობდნენ. გივი ამილახვარი მეამბოხე ქართველებს ფარულად ეხმარებოდა.

1734 წელს ოსმალებს ირანელ ავშართა ტომის ბელადი თამაზ-ყული ხანი დაუპირისპირდა. ამით ისარგებლა ამილახვარმა და მოულოდნელი იერიშით გორი თურქეთაგან გაათავისუფლა. თავისი ჯარით აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისიდან ოსმალთა განდევნაშიც. 1736 წლის 6 ოქტომბერს თბილისში თამაზ-ყული ხანი შემოვიდა. ამ დროს გივი ამილახვარი თავის ქალიშვილს აქორწინებდა ქართლის ტახტის მემკვიდრე თეიმურაზ ბაგრატიონზე (შემდგომში ანტონ I კათოლიკოსი). ყიზილბაშებმა საქმროს პატარძალი ტაძრიდან წარსტაცეს. ამილახვარი დააპატიმრეს. თამაზ-ყული-ხანი უძლიერეს ქართველ ფეოდალს არ ენდობოდა. 1736 წელს გივი ამილახვარი ტყვეობიდან გაიქცა და შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. ქართველები ქსნის ხეობაში გამაგრდნენ და პირისპირ შეტაკებებითა და პარტიზანული ბრძოლებით მრავალგზის დაამარცხეს ირანელები. ღალატის წყალობით გივი ამილახვარი ვერაგულად შეიპყრეს.

ამასობაში თამაზ-ყული-ხანმა თავი ირანის შაჰინ-შაჰად გამოაცხადა და ნადირ-შაჰი დაირქვა. 1737 წელს ნადირ-შაჰმა ავღანეთში ილაშქრა. ტყვედყოფილი გივი ამილახვარიც ზაიყვანეს ავღანეთში. სამხედრო ნიჭისა თუ პირადი მამაცობის წყალობით, გივი ამილახვარმა იმდენი მოახერხა, რომ ირანელთა ჯარის ერთ-ერთი სარდალი გახდა; ავღანეთი სხვა ქართველებთან ერთად სწორედ გივი ამილახვარმა დაიპყრო.

1741 წელს შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა და დაუმორჩილა საამილარო და ქსნის საერისთავო. ამავე წელს, გივი ამილახვარმა ნადირ-შაჰთან ერთად დაღისტანში ილაშქრა და კიდევ ერთხელ დასაჯა საქართველოს დამაწიოკებელი ლეკები.

1742 წელს ნადირ-შაჰმა ნაცვლად შეწერილი 1800ტ. პურისა, ჯერ 9000ტ ამოიღო და შემდეგ 6000ტ მოითხოვა. ქართლის მოსახლეობა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. პარალელურად ქართლში ირანელები ყიზილბაშური მძიმე მმართველობის დამკვიდრებას ცდილობდნენ. ამასთან, მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვა როგორც ირანელთა ხარკი, მალუჯათი, ასევე ყიზილბაშური ჯარის შენახვა. გივი ამილახვარი უდიდესი პატივით სარგებლობდა და ირანელთა მხარდაჭერის წყალობით აღმოსავლეთ საქართველოში უპირველეს პოლიტიკურ ფიგურად ითვლებოდა. მან მაინც გაჭირვებაში ჩავარდნილი ხალხის მხარე დაიჭირა და სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას.

გივი ამილახვარი აჯანყებულებთან ერთად ქსნის ხეობაში გამაგრდა; მოიმხრო არაგველები და საამილახვროს მოსახლეობა. მან რამდენჯერმე დაამარცხა ირანელები.
მეფობა შესთავაზა თეიმურაზ ბაგრატიონს, რომელმაც ირანელთა მორჩილება ამჯობინა და აჯანყებულ ქართლს მხარი არ დაუჭირა. ამ დროს, ნადირ-შაჰი დაღესტანში ლაშქრობას გეგმავდა. ტრანსპორტი სჭირდებოდა და სურდა, რომ ზურგიც დაცული ჰქონოდა. ამიტომაც გივის შერიგება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ამილახვარმა ბორჯომის ხეობაც დაიკავა და უსუფ-ფაშა ჯაყელთან კავშირი შექმნა. მისგან ფული და იარაღი მიიღო და ახალი ძალისხმევით განაგრძო ბრძოლა ნადირ-შაჰის წინაამდეგ. მეფედ მოიწვია იმჟამად რუსეთს მყოფი ვახტანგ VI-ის ვაჟი, ბაქარი. უაღრესად შევიწროებულმა ნადირ-შაჰმა კიდევ ერთხელ შესთავაზა ზავი გივი ამილახვარს, რომელიც ქართლის საბოლოო გათავისუფლებამდე არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა. მაშინ ირანის შაჰმა მაჩაბლები და ქვემო ქართლის თავადები მოისყიდა.

მაჩაბლებმა, ორბელიანებმა თუ ბარათაშვილებმა აჯანყებულებს უღალატეს. გივი ამილახვარმა გამცემნი სასტიკად დაარბია.
ნადირ-შაჰს თეიმურაზ კახთ-ბატონიც მიემხრო და მათ ერთად დაიკავეს არაგვის ხეობა. 1744 წელს ირანელებმა ქსნის ხევიც გადაიბირეს. გივი ამილახვარის ბიძაშვილმა, რევაზ ამილახვარმა ქართლელებს უღალატა და მტერს წირქვალი გადასცა. ამილახვარმა უსუფ-ფაშა ჯაყელი და ლეკები მოიშველია. თეიმურაზ II ირანელთა ჯარით სამაჩაბლოში შევიდა. მისმა ვაჟმა, ერეკლემ თუშ-კახელების რაზმის დახმარებით, აჩაბეთის ციზე მოულოდნელი დარტყმით აიღო. ამილახვარმა ალყა დაარტყა თეიმურაზისა და კახურ-ყიზილბაშურ ბანაკს. ერეკლემ ალყა გაარღვია და ზურგიდან შეუტია ამილახვარს. მან უკან დაიხია, თუმცა, მალე თეიმურაზი და ირანელები გორთან დაამარცხა. პარალელურად გივის მოკავშირე უსუფ-ფაშა ჯაყელი და მესხები არაგვის ხევის დაუფლებას ცდილობდნენ, მაგრამ ერეკლემ სძლია. ახალციხელებმა ქართლი დატოვეს. გივი ამილახვარი სურამის ციხეში გამაგრდა.

ირანელებმა ვერ შეძლეს ქართლის დამორჩილება. შაჰი დათმობაზე წავიდა და ამილახვრის თავის სანაცვლოდ, თეიმურაზ II -სა და ერეკლე II -ს ქრისტიანობის შენარჩუნების პირობით ქართლ-კახეთის სამეფო გვირგვინები შესთავაზა. თეიმურაზი 9000 ირანელისა და ავღანელის თანხლებით სურამის ციხეს შემოეწყო. მის ხელქვეითად იმყოფებოდა კავკასიელ მუსლიმანთა ჯარები და ქართული ჯარიც. სურამში გამაგრებული ამილახვარი, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, დანებებას არ აპირებდა. მას ნადირ-შაჰის პირობებიც აუწყეს.

ამილახვარმა ცოლი დაიბარა მოსალაპარაკებლად. ხმალი მოიხსნა და მხოლოდ დედოფალს დანებდა დაუმორჩილებელი გმირი. ამილახვარი ცოლითურთ თბილისში ჩამოიყვანეს. 1745 წელს 1 ოქტომბერს თეიმურაზ II -სვეტიცხოველში ქრისტიანობის შენარჩუნებით ქართლის მეფედ ეკურთხა და მირონი იცხო. დაახლოებით საუკუნე-ნახევრის მანძილზე არც ერთ ბაგრატიონს არ ღირსებია სვეტიცხოველში მირონცხება.

გივი ამილახვარმა თავგანწირვის ფასად, ირანის მბრძანებელი ნადირ-შაჰი აიძულა, რომ ქართლში ქრისტიანული სამეფოს აღდგენა ეცნო. ირანიდან რამდენიმე ხანში ნადირ-შაჰის წერილი მოვიდა. იგი ამილახვარზე ბრძანებდა: "ან აქ გამოგზავნეთ და თუ მანდ გეყოლებათ, თავალები დათხარეთ". იგი დაბრმავებას ამჯობინებს, მაგრამ მაინც ირანში გაგზავნა გადაუწყვიტეს.

ნადირ-შაჰმა თავდაპირველად გივი ამილახვარს პენსია დაუნიშნა. ხოლო რამდენიმე ხანში მას შაჰ-ყული-ხანის ტიტული უბოძა და ირანის გვარდიის მთავარსარდლად დანიშნა. დაახლოებით 5-6 წელიწადში გივი ამილაცვარმა 10-ჯერ მაინც დაამარცხა ნადირ-შაჰი. ირანის მბრძანებელი რაღაც ახალი მიზნისთვის ინახავდა ქართველ სარდალს.

1747 წელს თეიმურაზ II და ერეკლე II ირანს განუდგნენ. ნადირ-შაჰმა გივი ამილახვარს ქართლ-კახეთის დასასჯელად განკუთვნილი 30000-იანი არმიის სარდლობა ჩააბარა. მაგრამ ის საქართველოზე არ წამოსულა. ნადირ-შაჰი კი მოკლეს... ამილახვარმა ირანში მცხოვრები ქართველები შემოიკრიბა. თან წამოიღო დიდძალი განძი. ბრძოლით გაარღვია სპარსული სახანოები და ნადავლითა და ქართული მხედრობით 1749 წელს სამშობლოში დაბრუნდა.

საგანძურის დიდი ნაწილი თეიმურაზსა და ერეკლეს მიართვა. თეიმურაზ II-მ გივი ამილახვარი თბილისი მოურავად დაადგინა.

ამილახვარმა სიცოცხლის ბოლომდე მრავალი ტაძარი და ეკლესია აღადგინა ქართლსა და იმერეთში. ასევე მუსლიმანთა ხელში მყოფ მესხეთში. ფულითა და ჯარით მუდმივად ეხმარებოდა თეიმურაზსა და ერეკლე II-ს.

გივი ამილახვრისთვის ირანის გვარდიის მთავარსარდლობაზე და ქართლის გამგებლობაზე მნიშვნელოვანი ქართველი ერის თავისუფლება იყო.
მან 1745 წელს მკვდრეთით აღადგინა საქართველოს სამეფო.
წმ. გიორგის სახელზე ქაშვეთის ეკლესია ააშენა.
იქ დაიწყო მსახურება და იქვე გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მანძილზე მრავალი წყენა ახსოვდა როგორც ქართლის, ისე კახეთის ბაგრატიონებისგან, მისი დევიზი იყო: "მეფისა მტრებსა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი".

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jul 17 2008, 08:48 PM

ციტატა(yipiani gio @ Oct 11 2007, 08:42 PM) *

(მაყაშვილები)

ესენი არიან მეორისა ხარისხისა თავადნი მისივე ჩოლაღას გვარისანი და ამათაცა აქვთ მამული ნაწილი ირუბაქის ძისავე და არიან ესენი მოსახლედ 1) ლუარსაბის შვილები, 2) იოსების შვილები, 3) გოშპარის შვილები, 4) ზურაბის შვილები, 5) სვიმონის შვილები.

მე ერთი დასკვნა გამოვიტანე რო ჩოლოყაშვილების ნათესავები ყოფილან

მოიცა აქაც ზურაბისშვილები და ანდრონიკაშვილებშიც? კერძოდ რომელია?
და ზურაბაშვილებში საერთოდ ის ლეგენდაა გვარზე რომ მეთქვსმეტე საუკუნემდე ყოფილან ბარათაშვილები, და მეთქვსმეტე საუკუნეში თავად ზურაბ ბარათაშვილს შეუქმნია საბარათიანო-საზურაბიანო და იქიდან გაჩნდნენ ზურაბაშვილები. გეოგენზე საერთოდ ისიც წერია ზურაბშვილები ადრე სომხები იყვნენო, რაღაც ურთიერთ გამომრიცხავია.

პ.ს. ხომ არ იცით, ზურაბაშვილი და ზურაშვილი მონათესავე გვარებია?

პოსტის ავტორი: ბაჭია თარიღი: Jan 25 2012, 09:36 PM

ძალიან საინტერესო ფორუმია! თუ იცით რამე გოგატიშვილის და კახეთელიძის გვარების წარმოშობის შესახებ?

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Feb 11 2012, 11:01 PM

ბაჭია

ი. ახუაშვილის წიგნი "ქართული გვარ-სახელები" იხილეთ, შეიძლება რაიმეში გამოგადგეთ. ასევე, ნახეთ "პირთა ანოტირებული ლექსიკონი" იქ იქნება აუცილებლად ინფორმაცია აღნიშნული გვარების შესახებ რათქმაუნდა, თუ ისინი დაფიქსირებულია XVII საუკუნემდე, რომელიმე ქართულ სიგელში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2012, 12:22 AM

ეს თემა არ ვიცოდი...

პოსტის ავტორი: ჯუღელი თარიღი: Feb 6 2018, 02:11 PM

გვარი ჯუღელი მომდინარეობს მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკად ჯუღისის ხეობიდან;
სწორედ ჯუღისის ხეობიდან ჩამოსახლდა იმერეთში, კერძოდ ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში,
ჯუღელის გვარის ფუძემდებელი წინაპარი "ჯუღისელი" და იწოდა, როგორც ჯუღელი.

ციტატა(yipiani gio @ Sep 17 2007, 03:35 PM) *

ახვლედიანი არც თავადებში და არც აზნაურებში არ არის მოხსენიებული ,ასე რომ......sad.gif

არღუთაშვილნი

ესენი იყვნენ ძველად ჯუღელი სომეხნი და არღუთა ვინმე სომეხმან მსახურა არღუნ-ყაენსა, რომელმაც აჩვენა სხვა-და-სხვა შამოსავალნი და დასდო დიდი ხარჯი ქრისტიანეთა ზედა და ჯილდოთ ამისა არღუნმან უწოდა არღუნინობა და მიიღო აზნაურობისა ხარისხითა, წელსა ქრისტეს აქეთ 1287-სა და იწოდებოდნენ არღუთად. უკანასკნელ დროსა ყაზან ყაენისასა არღუთაანნი აიყარნენ სპარსთა ბევრისა ხარჯისა მიცემითა და გარდმოსახლდენ ასურეთის მხარეს, ქურთების სომხების ადგილთა შინა და იყვნენ მუნ შემდგომად დროსა მეფისა გიორგისასა, წელსა ქრისტეს აქეთ 1397. რა მოვიდა მეორედ ლანგთემურ და შემუსრა ყოველგან ადგილნი საქართველოსანი და ეგრეთვე შემუსრა ლორეს ხეობაზედ მონასტერნი ახტალა და სანაინი სასაფლაო სომეხთ მეფისა; შემდგომად ამისა მოვიდა ქურთებიდგან (ვართაპეტი), რომელ არს მღვდელ-მონაზონი, სომხურად პარკიკუჭად წოდებული, რომელიც იყო პირველ ტერტერა ანუ სომეხთა მღვდელი და ჰყვა შვილები და მოვიდნენ ესენი სომხითს და დაეშენნენ ქციისა პირსა ზედა დროსა კონსტანტინე მეფისასა წელსა 1410-სა და მერე პარკიკუჭამ ვართაპეტმან ჰსთხოვა მეფესა განახლება სანაინისა ეკლესიისა და მისცა ნებაი მეფემან და გაახლა იგი ეკლესია და დაემკვიდრა მუნ და ეკლესიასა ზედა დააწერინა სახელი თვისი და განახლება მისგანვე, რომელიც იყო ვიდრე აქამომდე. ხოლო ვართაპეტისა შვილსაცა ეწოდა არღუთა და მეფემან მიიღო აზნაურად არღუთაშვილებად; ხოლო უკანასკნელ დროსა ნადირშაისასა ამათი ნათესავი იყო ვინმე მაიარბაშად წოდებული და სახლთხუცესი ნადირისა და სწყალობდა დიდად ნადირშა და ამან მსახურა და შეეწია ნადირშასთან მეფესა თეიმურაზს და მეფესა ირაკლის და სთხოა თვისთა სახლისა კაცთა არღუთაანთათვის მამული და უბოძა მეფემან სანაინს შინა ადგილნი და ქციისა პირსა ზედა სოფელი ავლავარი და მინბაშობა მისხანის მადანსა შინა მცხოვრებთა და ზედა მდგომლობა მადნისა და მუნიდგან ათის თავი, რაიცა მადნიდგან სპილენძი შემოვიდოდა. ხოლო უკანასკნელ დროსა იმპერატორის პავლესასა მიიღეს მხარ-გრძელისა გვარობა სომეხთა არქიერისა ოსეფასაგან შეწევნით, რომელიცა იყო ბეჟან არღუთაშვილისა ძმა და დროსა იმპერატორის ეკატირინესასა და მეფისა ერეკლესასა, ტრაკტატსა შინა დადებულსა მისვე არქიერისა შუამდგომლობითა ბეჟანისა და მოსეს სახლმან იწოდა თავადობა არღუთაშვილად და არა მხარგრძელად. გარნა არქიერნი და მისი ძმანი იწოდებოდენ მარკოზაშვილებად, ვითარცა არს სომეხთა ისტორიასა შინა მოხსენებულიცა. სხვანი ჯუმაშვილებად და კვალად სახლის კაცნი ამათნი თაყაშვილად, სისუა შვილად, ზუზუინად და მათაშვილებად და სხვა. და ესე ყოველნი აზნაურად.

პოსტის ავტორი: ჯუღელი თარიღი: Feb 6 2018, 02:34 PM

გვარი ჯუღელი მომდინარეობს მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკად ჯუღისის ხეობიდან;
ჯუღისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში. სწორედ ჯუღისის ხეობიდან ჩამოსახლდა იმერეთში,
კერძოდ ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში, ჯუღელის გვარის ფუძემდებელი წინაპარი
"ჯუღისელი" და იწოდა, როგორც ჯუღელი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)