IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რეინკარნაცია სახარებაში
Alterego
პოსტი Aug 13 2013, 11:34 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?

გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით?

მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 13 2013, 11:44 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
კარგი იქნება თუ შემდგომში შენს ნააზრევს დაგვიდებ ხოლმე და იმას რაც უშუალოდ ამ ფორუმიდან გაინტერესებს და არა
http://www.esoteric.ge – ს პოსტებს.

თუმცა ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა .
გავცმ პასუხს შენს კითხვებს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 13 2013, 11:52 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ჰო სრულიად ვეთანხმები პოსტს და მერჩივნა მე არ მეწერა ბევრი და ეგრევე ეს დამედო smile.gif))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 12:06 AM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ციტატა
იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის,

უჰ....
იქნებ ცოტა მოგეცადა?
ციტატა
ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?

მოდი ჯერ თავად ტერმინი განვიხილოთ . კარგი? რას ნიშნავს რეინკარნაცა–
,,რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა, “რე” განმეორებითი მოქმედების აღმნიშვნელია, “ინკარნაცია” კი განსხეულებას ნიშნავს. რეინკარნაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც ხელახალი განსხეულება. თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი სხვა ტერმინითაც აღნიშნავენ. ბერძნულში მას მეტეფრიქიზოსს უწოდებენ, რაც ქართულად გარდასხეულებას, კვლავ გაცოცხლებას ნიშნავს.''
კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ , მაგრამ აქ გავჩრდეთ. ანუ , მთავარი მოსაზრებით , რეინკარნაცია ესაა , მომკვდარი , გახრწნილი არსების ხელმეორედ მოსვლა იმავე , ან განსხვავებულ სხეულში ხომ?
ხომ.
მაგრამ უყურე ახლა აქ რაშია საქმე . ელია არ მომკვდარა . და არ მომკვდარა რატომ იცი? იმიტომ რომ ცოცხლად აღიტაცა ელიაც და ენოქიც უფალმა ზეცად . და ეს პირდაპირაა ნათქვამი ბიბლიაში .
ანუ შენ აცოცხლებ და ხელახლა შობ იმას , რაც არ მომკვდარა . მარტივად რომ ვთქვათ–აუშენებელ კედელს ლესავ.
ასე რომ , ამის მერე ელიას შესახებ ნებისმიერი არგუმენტის მოყვანა ამ საკითხში , არის ფაქტების დამახინჯება და დეზინფორმაცია.
გავაგრძელოთ...
ციტატა

გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია?

ახლა ეს განვიხილოთ.
შეგიძლია ეს მუხლი დამიციტირო სახარებიდან?
ვის ეგონა იესო ისაია , მაინტერესებს...
ციტატა
მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო.

ახლა მოიცა........
სანამ ყველაფერზე გაგცემდე პასუხს , იქნებ მითხრა-რაზე დაყრდნობით მეუბნევი , რომ ეკლესია როდესმე-(მით უმეტეს გარკვეულ თარიღსაც მეუბნევი) ჯეროდა და ასწავლიდა რეინკარნაციის არსებობას...
არგუმენტი , რომლის მიხედვითაც ეკლესიის მიერ , რეინკარნაციის არსებობა დასტურდება...
ციტატა
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა,

და ეს გაძლევს საშუალებას რომ ეს დაასკვნა?
ციტატა
რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება.

არანაირად...
სჯობს სხვისი პოსტების დაკოპირებას ბიბლია იკითხო ხოლმე ძმისგულ...
თავშიც აღვნიშნე რომ ჯერ ტერმინი უნდა დაგვეზუსტებინა და შემდეგ გვეკამათა ამ საკითხზე.
ელიასა და ენოქის რეინკარნაცია არ მოხდება , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ კონკრეტული ფაქტით დასტურდება , რომ ისინი არ მომკვდარან!
და რაც არ მომკვდარა , ვერ აღდგება მინიმუმ იქამდე სანამ არ მოკვდება.

ფერისცვალების დროს , მოსეს და ელიას გამოცხადება , რეინკარნაციის მაგალითი იყო თუ არა?
იესოს გამოცხადება ჯვარცმის შემდეგ რეინკარნაციაა?
და.ა.შ


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 12:15 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



[quote name='A.V.M' date='Aug 14 2013, 12:06 AM' post='736979']
Alterego



მოდი ჯერ თავად ტერმინი განვიხილოთ . კარგი? რას ნიშნავს რეინკარნაცა–
,,რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა, “რე” განმეორებითი მოქმედების აღმნიშვნელია, “ინკარნაცია” კი განსხეულებას ნიშნავს. რეინკარნაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც ხელახალი განსხეულება. თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი სხვა ტერმინითაც აღნიშნავენ. ბერძნულში მას მეტეფრიქიზოსს უწოდებენ, რაც ქართულად გარდასხეულებას, კვლავ გაცოცხლებას ნიშნავს.''
კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ , მაგრამ აქ გავჩრდეთ. ანუ , მთავარი მოსაზრებით , რეინკარნაცია ესაა , მომკვდარი , გახრწნილი არსების ხელმეორედ მოსვლა იმავე , ან განსხვავებულ სხეულში ხომ?
ხომ.
მაგრამ უყურე ახლა აქ რაშია საქმე . ელია არ მომკვდარა . და არ მომკვდარა რატომ იცი? იმიტომ რომ ცოცხლად აღიტაცა ელიაც და ენოქიც უფალმა ზეცად . და ეს პირდაპირაა ნათქვამი ბიბლიაში .
ანუ შენ აცოცხლებ და ხელახლა შობ იმას , რაც არ მომკვდარა . მარტივად რომ ვთქვათ–აუშენებელ კედელს ლესავ.
ასე რომ , ამის მერე ელიას შესახებ ნებისმიერი არგუმენტის მოყვანა ამ საკითხში , არის ფაქტების დამახინჯება და დეზინფორმაცია.
გავაგრძელოთ...

[/quote]

მაშინ როგორღა მოვლენ ხელმეორედ უკვე იქ წასულები? დაიბადებიან და იქნებიან ჩვენნაირი ადამიანები არა? თუ ეგრევე ხორცშესხმული ზრდასრული ადამიანები მოგვევლინებიან?

quote name='A.V.M' date='Aug 14 2013, 12:06 AM' post='736979']
Alterego


ახლა ეს განვიხილოთ.
შეგიძლია ეს მუხლი დამიციტირო სახარებიდან?
ვის ეგონა იესო ისაია , მაინტერესებს...

[/quote]

[quote name='A.V.M' date='Aug 14 2013, 12:06 AM' post='736979']
Alterego

ზუსტი ციტირება არ ვიცი მაგრამ ეგ მომენტი მახსოვს საიდუმლო სერობის დროს იესო ეუბნება მოციქულებს smile.gif) მგონი არ ვცდები
[/quote]




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 12:45 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
სულ ესაა შენი პასუხები?
ასე არ გამოვა ჩვენი თანამშრომლობა მეგობარო. მე თუ ყველა კითხვას ვცემ პასუხს , ასევე უნდა მოიქცე შენც.
თუ გინდა ხელახლა დაგიდებ რაზე გაქვს საპასუხო , არ მეზარება .
იქამდე კი რაც დაწერე იმას მივხედავ:
ციტატა
მაშინ როგორღა მოვლენ ხელმეორედ უკვე იქ წასულები? დაიბადებიან და იქნებიან ჩვენნაირი ადამიანები არა? თუ ეგრევე ხორცშესხმული ზრდასრული ადამიანები მოგვევლინებიან?

თემას ნუ უხვევ ძალიან გთხოვ.
შენ თუ გინდა მაგ საკითხზე საუბარი , კი ბატონო . საათობით ვიმუსაიფოთ , მაგრამ მხოლოდ მის შემდეგ რაც ამ საკითხს მოვრჩებით.
ჩვენ შევთანხმდით რომ ელია და ელისე არ მომკვდარან , ანუ ისინი ხელახლა არც დაიბადებია , ანუ მათი რეინკარნაცია არ მომხდარა და არც მოხდება .
ის რაც შენ დაწერე აბსოლიტურად სხვა თემაა და სიამოვნებით ვისაუბრებ მაშინ , როდესაც ამას მოვრჩებით .

ციტატა
ზუსტი ციტირება არ ვიცი მაგრამ ეგ მომენტი მახსოვს საიდუმლო სერობის დროს იესო ეუბნება მოციქულებს ) მგონი არ ვცდები

მოიცა ჩემო კარგო .
შენ დამიწერე რაღაცა , რომელზეც უნდა გაგცე პასუხი . ასეა ხომ?
ხოდა მაშინ ძალიან გთხოვ რომ დამიზუსტო თუ რაზე მაქვს საპასუხებელი.
რომელი სახარების რომელ თავსა და მუხლში წერია , რომ ხალხს იესო ესაია წინასწარმეტყველი ეგონა?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 02:44 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 14 2013, 12:45 PM) *

Alterego
სულ ესაა შენი პასუხები?
ასე არ გამოვა ჩვენი თანამშრომლობა მეგობარო. მე თუ ყველა კითხვას ვცემ პასუხს , ასევე უნდა მოიქცე შენც.
თუ გინდა ხელახლა დაგიდებ რაზე გაქვს საპასუხო , არ მეზარება .
იქამდე კი რაც დაწერე იმას მივხედავ:

თემას ნუ უხვევ ძალიან გთხოვ.
შენ თუ გინდა მაგ საკითხზე საუბარი , კი ბატონო . საათობით ვიმუსაიფოთ , მაგრამ მხოლოდ მის შემდეგ რაც ამ საკითხს მოვრჩებით.
ჩვენ შევთანხმდით რომ ელია და ელისე არ მომკვდარან , ანუ ისინი ხელახლა არც დაიბადებია , ანუ მათი რეინკარნაცია არ მომხდარა და არც მოხდება .
ის რაც შენ დაწერე აბსოლიტურად სხვა თემაა და სიამოვნებით ვისაუბრებ მაშინ , როდესაც ამას მოვრჩებით .
მოიცა ჩემო კარგო .
შენ დამიწერე რაღაცა , რომელზეც უნდა გაგცე პასუხი . ასეა ხომ?
ხოდა მაშინ ძალიან გთხოვ რომ დამიზუსტო თუ რაზე მაქვს საპასუხებელი.
რომელი სახარების რომელ თავსა და მუხლში წერია , რომ ხალხს იესო ესაია წინასწარმეტყველი ეგონა?


ყველა კითხვაზე რაც დამისვი პასუხი არ მაქ მაგრამ რაზეც მაქ გიპასუხე smile.gif) შენ კიდე მეუბნები სხვაგან გადახვედიო არადა არსადაც არ გადავსულვარ, მეუბნები რომ არ მომკვდარანო და მე გეკითხები კარგი მაგრამ როგორი სახით მოვლენ მეთქი, ხელახლა დაიბადებიან, გაიზრდებიან და იქნებიან ჩვეულებრივი ადამიანები თუ მოვლენ უკვე ზრდასრული ადამიანების სახით ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 14 2013, 04:30 PM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(Alterego @ Aug 14 2013, 02:44 PM) *

მეუბნები რომ არ მომკვდარანო და მე გეკითხები კარგი მაგრამ როგორი სახით მოვლენ მეთქი, ხელახლა დაიბადებიან, გაიზრდებიან და იქნებიან ჩვეულებრივი ადამიანები თუ მოვლენ უკვე ზრდასრული ადამიანების სახით ?

ამას ხომ სულ მცირე პატარა ლოგიკა უნდა? როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანი ხელხა დაიბადოს ?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 05:07 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(G_saxva @ Aug 14 2013, 04:30 PM) *

ამას ხომ სულ მცირე პატარა ლოგიკა უნდა? როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანი ხელხა დაიბადოს ?


ლოგიკა არს რეინკარნაცია, ალოგიკური იქნებოდა რო ციდან ჩამოფრინდნენ ხორცშესხმული ადამიანები და ანტიქრისტე ამხილონ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 14 2013, 05:12 PM
პოსტი #10


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(Alterego @ Aug 14 2013, 05:07 PM) *

ლოგიკა არს რეინკარნაცია, ალოგიკური იქნებოდა რო ციდან ჩამოფრინდნენ ხორცშესხმული ადამიანები და ანტიქრისტე ამხილონ smile.gif

ადამიანი თუ არ გარდაიცვალა როგორ უნდა დაიბადოს, ამაში ლოგიკას ხედავ?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 05:30 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(G_saxva @ Aug 14 2013, 05:12 PM) *

ადამიანი თუ არ გარდაიცვალა როგორ უნდა დაიბადოს, ამაში ლოგიკას ხედავ?


თუკი შესაძლებელია ადამიანი არ მოკვდეს და ისე წავიდეს იქ ზემოთ smile.gif რატო გეჩვენება შეუძლებლად რო ადამიანი დაიბადოს ხელმეორედ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 14 2013, 05:49 PM
პოსტი #12


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(Alterego @ Aug 14 2013, 05:30 PM) *

თუკი შესაძლებელია ადამიანი არ მოკვდეს და ისე წავიდეს იქ ზემოთ smile.gif რატო გეჩვენება შეუძლებლად რო ადამიანი დაიბადოს ხელმეორედ?

კარგი რა თავად ხვდები რომ რაღაც არარეალურს ამბობ. ცოცხალი ადამიანი როგორ დაიბადება თავიდან თუ არ მოკვდა? რეინკარანაციაც იმას ნიშნავს რომ სიკვდილის მერე თავიდანდ დაიბადო. რეინკარნაციის ერთ-ერთი პირობა ისაა რომ უნდა გარდაიცვალო სხეული დატოვო.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 06:46 PM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
Alterego
მოიცათ მეგობრებო. ასე თუ გაგრძელდება მსჯელობა მაშინ ავცდებით თემას . ეგ არ მაწყობს .
დაიდო ხომ პირველი პოსტი? ხოდა იმას მივყვები . ძალიან გთხოვთ სანამ იმას არ ამოვწურავთ , სხვაზე არ გადავიდეთ .
Alterego
ციტატა

ყველა კითხვაზე რაც დამისვი პასუხი არ მაქ მაგრამ რაზეც მაქ გიპასუხე

მოიცადე ჩემო კარგო . შენ სერიოზული ბრალდებები წაუყენე ეკლესიას და მის სწავლებას და ასე შუა გზაზე მიტოვება არ გამოვა საქმის.თუ დავიწყეთ მივიდეთ ბოლომდე...
არ მეზარება და დავდებ რაზე გაქვს საპასუხებელი და თუ რომელიმეზე არ იცი პასუხი , ძალიან გთხოვ მიაწერე ქვემოთ .
1-
ციტატა

ახლა ეს განვიხილოთ.
შეგიძლია ეს მუხლი დამიციტირო სახარებიდან?
ვის ეგონა იესო ისაია , მაინტერესებს...


2-
ციტატა
იქნებ მითხრა-რაზე დაყრდნობით მეუბნევი , რომ ეკლესია როდესმე-(მით უმეტეს გარკვეულ თარიღსაც მეუბნევი) ჯეროდა და ასწავლიდა რეინკარნაციის არსებობას...
არგუმენტი , რომლის მიხედვითაც ეკლესიის მიერ , რეინკარნაციის არსებობა დასტურდება...


3-
ციტატა
ფერისცვალების დროს , მოსეს და ელიას გამოცხადება , რეინკარნაციის მაგალითი იყო თუ არა?
იესოს გამოცხადება ჯვარცმის შემდეგ რეინკარნაციაა?
და.ა.შ



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 08:17 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 14 2013, 06:46 PM) *

G_saxva
Alterego
მოიცათ მეგობრებო. ასე თუ გაგრძელდება მსჯელობა მაშინ ავცდებით თემას . ეგ არ მაწყობს .
დაიდო ხომ პირველი პოსტი? ხოდა იმას მივყვები . ძალიან გთხოვთ სანამ იმას არ ამოვწურავთ , სხვაზე არ გადავიდეთ .
Alterego

მოიცადე ჩემო კარგო . შენ სერიოზული ბრალდებები წაუყენე ეკლესიას და მის სწავლებას და ასე შუა გზაზე მიტოვება არ გამოვა საქმის.თუ დავიწყეთ მივიდეთ ბოლომდე...
არ მეზარება და დავდებ რაზე გაქვს საპასუხებელი და თუ რომელიმეზე არ იცი პასუხი , ძალიან გთხოვ მიაწერე ქვემოთ .
1-

2-

3-


18 მოგვიანებით, როცა მარტო იყო და ლოცულობდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან. იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+ 19 მათ მიუგეს: „იოანე ნათლისმცემელიო, ზოგი ამბობს ელიაო, ზოგიც — ძველ დროს მცხოვრები ერთ-ერთი წინასწარმეტყველი აღდგაო“.+ 20 მაშინ ჰკითხა მან: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ პეტრემ მიუგო:+ „ღვთის ქრისტე“.+ 21 შემდეგ მკაცრად ელაპარაკა მათ და უბრძანა, არავისთვის ეთქვათ ეს,+ 22 და უთხრა: „კაცის ძემ მრავალი ტანჯვა უნდა გამოიაროს, უარყოფილი იყოს უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოკლან+ და მესამე დღეს აღდგეს“.+

რაც შეეხება მეორე კითხვას ფაქტები არ მაქვს მაგრამ გამიგია რო ესე იყო smile.gif

მესამე კითხვას რაც შეეხება ქრისტეს გამოცხადება რეინკარნაცია არ ყოფილა მაგრამ ზუსტად მაგაზე ვსვამ კითხვას. ელიას და ენოქის მიერ ანტიქრისტეს მხილება იქნება როგორც გამოცხადება თუ იქნებიან ისინი ადამიანები? მე როგორც ვიცი ისინი ადამიანები იქნებიან და ანტიქრისტე მხილების შემდეგ მოკლავს მათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 08:31 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ციტატა
18 მოგვიანებით, როცა მარტო იყო და ლოცულობდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან. იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+ 19 მათ მიუგეს: „იოანე ნათლისმცემელიო, ზოგი ამბობს ელიაო, ზოგიც — ძველ დროს მცხოვრები ერთ-ერთი წინასწარმეტყველი აღდგაო“.+ 20 მაშინ ჰკითხა მან: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ პეტრემ მიუგო:+ „ღვთის ქრისტე“.+ 21 შემდეგ მკაცრად ელაპარაკა მათ და უბრძანა, არავისთვის ეთქვათ ეს,+ 22 და უთხრა: „კაცის ძემ მრავალი ტანჯვა უნდა გამოიაროს, უარყოფილი იყოს უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოკლან+ და მესამე დღეს აღდგეს“.+

მოიცა შენ შემოგევლე. უყურე რა დამიწერე შენ:
ციტატა
მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია,

ესაიაო...
დავმარცვლავ:
ე–ს–ა–ი–ა–ო .
ხოდა ეს მაინტერესებს . და თუ სახარებაში არ წერია ესაია მაშინ გვითხარი , რომ აბსურდულ ბრალდებას გვიყენებდი...
ციტატა
რაც შეეხება მეორე კითხვას ფაქტები არ მაქვს მაგრამ გამიგია რო ესე იყო

სულ ესაა არგუმენტი ძმისგულო? ეს გაძლევს საბაბს რომ ამგვარი დასკვნები გამოიტანო?
ციტატა
მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო.

ციტატა
ელიას და ენოქის მიერ ანტიქრისტეს მხილება იქნება როგორც გამოცხადება თუ იქნებიან ისინი ადამიანები? მე როგორც ვიცი ისინი ადამიანები იქნებიან და ანტიქრისტე მხილების შემდეგ მოკლავს მათ

რაც არ მომხდარა , იმაზე გადაჭრით ნუ ვილაპარაკებთ ხომ? სჯობს რაც მოხდა და ფაქტია იმაზე ვისაუბროთ . მე ვიცი რომ ელია და ენოქი აღდგებიან ანტიქრისტეს მეფობისას და ვფიქრობ ეს იქნება ხილულად , სხეულებრივად .
მაგრამ სხვა თემაა ეს და სჯობს აღნიშნულს დავუბრუნდეთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 08:34 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 14 2013, 08:31 PM) *

Alterego

მოიცა შენ შემოგევლე. უყურე რა დამიწერე შენ:

ესაიაო...
დავმარცვლავ:
ე–ს–ა–ი–ა–ო .
ხოდა ეს მაინტერესებს . და თუ სახარებაში არ წერია ესაია მაშინ გვითხარი , რომ აბსურდულ ბრალდებას გვიყენებდი...




ხო მერე რა ესაია ესე მახსოვდა და ესაიას მაგივრად რო ელია ან ძველ დროს მცხოვრები წინასწარმეტყველი წერია ცვლის რამეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 08:38 PM
პოსტი #17


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ციტატა


ხო მერე რა ესაია ესე მახსოვდა და ესაიას მაგივრად რო ელია ან ძველ დროს მცხოვრები წინასწარმეტყველი წერია ცვლის რამეს?

გასაგებია რომ გახსოვდა , მაგრამ როდესაც სერიოზულ ბრალდებას გვიყენებ , უმჯობესია გადაამოწმო ხოლმე.
ეს თხოვნა და რჩევა ძალაში რჩება :
ციტატა
სჯობს სხვისი პოსტების დაკოპირებას ბიბლია იკითხო ხოლმე ძმისგულ...

გავაგრძელებ...
ციტატა
ესაიას მაგივრად რო ელია ან ძველ დროს მცხოვრები წინასწარმეტყველი წერია ცვლის რამეს?

ელიაზე გითხარი უკვე და შევთანხმდით მგონი.
სხვა წინასწარმეტყველზეც დაგიწერ პასუხს...
(ჯერ ნაკრების თამაშის ჩანაწერს ვუყურებ)biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 08:52 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 14 2013, 08:38 PM) *

Alterego

გასაგებია რომ გახსოვდა , მაგრამ როდესაც სერიოზულ ბრალდებას გვიყენებ , უმჯობესია გადაამოწმო ხოლმე.
ეს თხოვნა და რჩევა ძალაში რჩება :

გავაგრძელებ...

ელიაზე გითხარი უკვე და შევთანხმდით მგონი.
სხვა წინასწარმეტყველზეც დაგიწერ პასუხს...
(ჯერ ნაკრების თამაშის ჩანაწერს ვუყურებ)biggrin.gif


ხო კარგით მაპატიეთ რო ესაია ვახსენე ტყუილად smile.gif)) მაგრამ მე ვფიქრობ ისე როგორც მანამდე ვამბობდი smile.gif) ნაკრების თამაშის ყურებას არ გირჩევ smile.gif)) ჯობია სხვა რამეს უყურო ნერვები არ გაგიფუჭდება smile.gif))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 09:14 PM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ციტატა
მაგრამ მე ვფიქრობ ისე როგორც მანამდე ვამბობდი

გასაგებია ფიქრობ , მაგრამ გააჩნია თუ რაზე დაყრდნობით ფიქრობ ამას .
დავიწყოთ შენი ,,არგუმენტების'' კრებსითად განხილვა :

1– ელიასა და ენოქის ამ კონტექსტში მოხსენიება უკვე შევთანხმდით რომ შეცდომაა , რადგან ისინი არ მომკვდარან .

2–მცდარია ის აზრი , რომ შენი ამ მოსაზრების საფუძვლად აღებული გაქვს ეკლესიის ისტორია , რომ ვითომ იგი , მე–6 საუკუნემდე აღიარებდა რეინკარნაციას , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამგვარი რამ არსად და არასდროს ყოფილა.

3–ბოლოს განხილულ მუხლში მცდარად გიწერია რომ ხალხს იესო ესაია ეგონა და ამის გამო შენც გიჩნდება აზრი მათ რეინკარნაციისა სწამდათ .

ახლა უფრო კონკრეტულად ამ მუხლის შესახებ , რომელიც თუ არ ვცდები შენი უკანასკნელი არგუმენტი იყო :
მცდარად დაწერილ მუხლს შენის ნებართვით გავასწორებ:

,,27. და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა და გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ? 28. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: იოვანე ნათლის-მცემელი, და სხუათა: ელია, და სხუათა: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.''(თ. 8, მ. 27-30)
ამას წერს მარკოზი .
ახლა ვნახოთ თუ რას წერს ლუკა :
18. და იყო ლოცვასა მას მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფად? 19. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელი; და სხუათა − ელია; და რომელნიმე იტყჳან: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.

სანამ მუხლს განვიხილავდეთ , მოდი ჯერ ვთქვათ , თუ ვინ იგულისხმება სიტყვებში :,,წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. '' და ,,ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.''

ამ ერთ წინასწარმეტყველებში ხალხი ებრაელები მუდამ გულისხმობდნმენ ხოლმე იერემია წინასწარმეტყველს და რატომ იცი? რატომ და მის დროს გაქრა სჯულისკიდობანი ეს კი უდიდესი განძი იყო კი მოგეხსენება მათთვის . ხოდა ამიტომ ფიქრობდნენ რომ იმ დროს , როდესაც მოვიდოდა პიროვნება , რომელიც ბევრ სასწაულს მოახდენდა , იქადაგებდა , იწიასწარმეტყველებდა და.ა.შ. ეს იქნებოდა მკვდრეთით აღმდგარი იერემია წინასწარმეტყველი , რომელიც ამავდროულად დაუბრუნება ებრაელ ხალხს სჯულისკიდობანს და ვთანხმდებით მგონი , რომ ამ ხალხს იერემიას სახე , გარეგნობა , ფეხსაცმლის ზომა და.ა.შ. არ ეცოდინებოდათ , და რადგან იესო ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა , საზოგადოების ერთ ნაწილში გავრცელდა აზრი , რომ ეს შეიძლება ის ერთი წინასწარმეტყველთაგანი , ანუ იერემია ყოფილიყო . გასაგებია ხომ?
და რადგან იერემია , მათი აზრით მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო , ეს გაძლევს საშუალებას რომ ამ ყოველივეს რეინკარნაცია უწოდო? მაშინ სადაა მითხარი უფლის ძალა , სადაა მისი სასწაულმოქმედება და.ა.შ.?
მაშინ უნდა მოიყვანო ჯერ ელისეს მაგალითი , რომელმაც უფლის შემწეობით ადამიანი აღადგინა მკვდრეთით .
მაშინ ჯერ უნდა მოიყვანო ლაზარეს მაგალითი , რომელიც თურმე უფალმა კი არ აღარდგინა , არამედ რაღაც პროცესის და გამო გადცოცხლდა და იესო ამ გაცოცხლებასთან არაფერ კავშირშია . და.ა.შ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 09:44 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



კარგი მაშინ ეხლა ცოტა სხვაგან გადავალ და სხვა კითხვას დავსვამ იმედია პასუხი არ იქნება შემდეგნაირი : ¨ეგ ეშმაკისგანაა¨¨ეგ ვიღაცეების ფანტაზიებია¨და მსგავსი, მოკლედ კითხვა შემდეგია ფაქტები რომლებიც მოწმობს რომ რეინკარნაცია ნამდვილად ხდება, რას იტყოდი ამის შესახებ? თემა რეინკარნაციის შესახებ დახურულია მგონი ამიტო აქ დავწერ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი