IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ეზრა, მიქელ მოდრეკილის კრებულში შენახულია ერთი საგალობელი
Georg
პოსტი Nov 24 2006, 12:12 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ეზრა


ეზრას სახელით მიქელ მოდრეკილის კრებულში შენახულია ერთი საგალობელი, 20 იანვრისა, ექვთიმე დიდის, პალესტინელის, სადიდებლად. ამ საგალობელს აკროსტიქი აქვს დართული, რომელიც იკითხება: “ქრისტე, ადიდე საურმაგ და ძეი მისი მირეან, ამენ”[1]. ალბათ, ეს საურმაგი და მირეანი არიან შემკვეთელნი ამ საგალობლისა. შეიძლება აქ იგულსისხმებოდეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენებული მეზრა, ღირსი, ანჩელი მამათმთავარი ეპისკოპოსი, დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილი” (გვ. ჲთ). ის იყო თანამედროვე ბაგრატ ერისთავთა-ერისთვისა, რომელიც, სუმბატის ქრონიკით, გარდაიცვალა 966 წელს, ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ეს ეზრა მეათე საუკუნის მწერალია და, მაშასადამე, ის არ არის უღირსი ეზრა, რომელსაც მეთეთრთმეტე საუკუნეში შეუთხზავს ექვთიმეს მამის, იოანეს, სადიდებელი კანონი[2].

--------------------------------------------------------------------------------

[1] პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, გვ. რნჱ –რჲმ; ს. ყუბანეიშვილი, ქრესტომათია, I, 344 – 346.

[2] ეს კანონი მოთავსებულია 1074 წელს გადაწერილ ხელნაწერში, A 558; “ათონის კრებული”, გვ. 191 – 196.


+ + + + + + +


ეზრა მთაწმიდელი


1074 წ. გადაწერილ ეგრეთ წოდებულ “ათონის კრებულში”[1] მოთავსებულია საგალობელნი “წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ქართველისანი, რომელმან აღაშენა მთაწმიდის დიდი ლავრაჲ ქართველთაჲ[2]. კანონის საგალობლებს შემდეგი აკროსტიქი ან კიდურწერილობა აქვს: “იდიდებოდენ აწ მამაი იოანე უღირსისა ეზრაის მიერ”. მაშასადამე, ავტორი ამ საგალობლებისა არის ვიღაც უღირსი ეზრა. ვინ იყო ეს ეზრა, ჩვენ არ ვიცით, უეჭველია, ის იყო ივერიისა მონასტრის ერთ-ერთი მოღვაწე. ამ საგალობლებში იოანესთან ერთად ის შეაქებს აგრეთვე მის შვილს, ექვთიმეს. ჰიმნოგრაფს უსარგებლია იმ მასალით, რომელიც ჩვენ გვაქვს იოანესა და ექვთიმეს ბიოგრაფიაში, აქედანაა ამოღებული ზოგიერთი არამცთუ აზრი და ფაქტი, არამედ სიტყვები და წინადადებანი. მაშასადამე, საგალობლები დაწერილია მას შემდეგ, რაც გიორგი მთაწმიდელმა იოანესა და ექვთიმეს ბიოგრაფია შეთხზა. აღნიშნული ბიოგრაფია გიორგის დაუწერია დეკანოზობაში, 1042 - 1044 წლებში, მაშასადამე, უღირს ეზრას თავისი საგალობლები შეუთხზავს 1044 - 1074 წლებში. ამნაირად, ირკვევა, რომ ეზრა იყო მწერალი მეთერთმეტე საუკუნის ნახევრისა[3].


--------------------------------------------------------------------------------

[1] A 558.

[2] “ათონისკრებ.”, გვ. 187 - 201; ს. ყუბანეიშვილი, ქრესტომათია, I, 335 - 357.

[3] არ ვფიქრობთ, რომ ეს ეზრა იყოს ის ეზრა ანჩელი, რომელმაც XI საუკ. პირველ ნახევარში ბაგრატ IV-ის ერთგულებით ისახელა თავი (ქართლ. ცხოვრება, მარიამ დედორფალ. გვ. 255).


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი