თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ დაცინვა და ხუმრობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2024, 02:13 PM

"სიკვდილის ხსოვნისათვის მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული ფიჩხის ტკაცანს ადარებდა, რომელიც არ ათბობს და მხოლოდ ბოლავს. ხუმრობა და დაცინვა - ესეც ფუჭადმეტყველებაა, ოღონდ შხამით გაჟღენთილი , რომელსაც მსგავსად გველისა, ადამიანიც გულში იგროვებს. ადამიანი ღვთის ხატებაა, დაცინვა - ესაა სურვილი საძაგელი სახით წარმოაჩინოს იგი, ანუ წაართვას მისგავსებულობა, კვაზიმოდოსავით მახინჯი აჩვენოს. ხუმრობა მას ცინიკოსსა და უტიფარს ხდის. ეს ამპარტავნების წარმონაშობია: დამცინავი მოყვასის დამცირებას ესწრაფვის, რათა თავისი ყალბი უპირატესობა აჩვენოს. როცა ხუმრობა გვესმის, კმაყოფილებას ვგრძნობთ სწორედ იმიტომ, რომ ის ჩვენში დაგროვილი ბოროტების პოტენციალს განმუხტავს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2024, 09:03 PM

"ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უვყარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა "მასხარა" "ეშმაკის" სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა, ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობრიობას ეთამაშება, მის დაღუპვას დასცინის, ამიტომაც ხუმრობას მიჩვეული ადამიანი დემონს ბაძავს. როგორც ფანტასტი ქმნის ერთგვარ ილუზორულ "რეალობას", ასევე აგებს ოხუნჯი სიმახინეების მუზეუმს, რომელშიც დამთვალიერებლებს ეპატიჟება. მისი სული სარკის მიღმა სამყაროშია, ყოველ სარკეს კი მრუდე ზედაპირი აქვს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2024, 03:14 PM

"რელიგიის საფუძველი მოკრძალებაა. ხუმრობა და სიცილი მოკრძალებას ანადგურებს, სულს კლავს და უნაყოფოს ხდის სწორედ ისე, როგორც ცხელი ქვიშის ქარი აქცევს უდაბნოდ აყავვებულ ბაღებს. ოხუნჯს სიკვდილზე, მეტაფიზიკურ საკითხებზე ფიქრი არ შეუძლია, ხუმრობის ჩვევა მას ამ საკითხებს სულელური, მახინჯი სახით წარმოუდგენს. ამბობენ, რომ პროფესიონალი ჯამბაზები თავიანთი მოძმის სიკვდილს საჯარო ლოუნადით აღნიშნავენ. როცა მეფის მასხარებს კრძალავდნენ, თივთ დამკრძალავი პროცესია კარანავალად იქცეოდა ხოლმე"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2024, 03:14 PM

"რელიგიის საფუძველი მოკრძალებაა. ხუმრობა და სიცილი მოკრძალებას ანადგურებს, სულს კლავს და უნაყოფოს ხდის სწორედ ისე, როგორც ცხელი ქვიშის ქარი აქცევს უდაბნოდ აყავვებულ ბაღებს. ოხუნჯს სიკვდილზე, მეტაფიზიკურ საკითხებზე ფიქრი არ შეუძლია, ხუმრობის ჩვევა მას ამ საკითხებს სულელური, მახინჯი სახით წარმოუდგენს. ამბობენ, რომ პროფესიონალი ჯამბაზები თავიანთი მოძმის სიკვდილს საჯარო კლოუნადით აღნიშნავენ. როცა მეფის მასხარებს კრძალავდნენ, თვით დამკრძალავი პროცესია კარანავალად იქცეოდა ხოლმე"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2024, 06:16 PM

"სიცილი - ეს რაღაც მონათესავეა დათრობისა, სულიერი მოდუნების მდგომარეობაა, როცა ადამიანი თავისი გულის გაკონტროლებას წყვეტს და ამის გამო დაუცველი რჩება. სიცილში სიძვაა, ხოლო ხუმრობაში - კადნიერება, ამიტომ ისინი ჩვენთვის შეუმჩნევლად ჩვენს მგრძნობელობას აღანთებენ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2024, 09:32 PM

"ყურები გასაღებით ჩარაზე, და დაე სიცილი სიბილწეს ნუ მიეცემა"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 02:24 PM

"უფალმა ბრძანა: "ვაი თქვენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდეთ". ადამიანს სიცილი დემონური სამყაროს დავიწყებას აიძულებს, ასევე იმის დავიწყებას, თუ რა საფრთხეშია მისი სული. სიცილი და ხუმრობა სითამამეს წარმოშობს. რამდენი საცდური და ცოდვა იღებს სათავეს სიცილისგან. თუკი მოლაყბე სწრაფად ივიწყებს სიკვდილს, მახვილმესიტყვე მზადაა მას გამოაჯავროს, აქ რაღაც ამაზრზენი მისტერიაა სიცილისა: ადამინი ქალას დასცინის, ქალა კი მას"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 09:16 PM

"მეფე სოლომონმა ბრძანა: "სჯობს ტირილის სახლში იარო და არა სიცილისა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2024, 05:10 PM

"წმიდა მამები სიცილს და ხუმრობებს მრუშობის გამოვლინებად მიიჩნევდნენ. სიცილი ანადგურებს, ერთგვარად ნთქავს ადამიანურ სიმორცხვეს, ხუმრობები კადნიერებისათვის განაწყობენ, კადნიერება კი, აბბა აგათონის თქმით, ძლიერ, მწველ ქარს ჰგავს, რომლის დაბერვისას ყველა გარბის და რომელიც ხეზე ყველანაირ ნაყოფს აფუჭებს ანუ სულში ყოველივე კეთილს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2024, 02:19 PM

"ცოდვის მეექვსე სახეობა - ეს უხამსი ხუმრობანი და ბილწი გინებაა. ამ შემთხვევაში ადამიანი ბინძური სიტყვებით თავის გარშემო სულიერ სიმყრალეს ავრცელებს. ის ჭუჭყით დამუხტულ ყუმბარას ჰგავს, რომელიც ოდნავი შეხებით ფეთქდება და სმენის საშუალებით სხვა ადამიანთა სულებს აბინძურებს. განსაკუთრებულად ბილწია სიწმიდის ხსნებებით გინება, ან ღვთისმგმობი ხუმრობანი. ეს ცოდვა ხშირ შემთხვევაში აქ, დედამიწაზევე ისჯება. ჩვენ მკრეხელურ ხუმრობებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ყოველგვარი ხუმრობა და ქილიკი მკრეხელობას ენათესავება. ხუმარა ბილწმესიტყვის უმცროსი ძმაა: ადამიანი - ღვთის ხატია, ხუმრობებში კი ის უფორმოდ და დამახიჯებულად წარმოდგება. ხუმრობა - ეს უკრძალველი და ავხორცი სულის გამოვლინებაა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2024, 11:27 AM

"ასე შეგიძლიათ მოიქცეთ თქვენც, მართლმადიდებლებო. ცნობილია, რომ სიცილისთვის სინანული იქნება საჭირო, ხოლო თუნდაც ერთი დაღვრილი ცრემლისთვის კი არასოდეს: "ვაი თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდეთ".

აი, წმინდა სიტყვები უწმინდესი ბაგეებიდან. ცრემლების თესლისგან არასოდეს აღმოცენდება ბოროტება, ხოლო სიცილს თესლისგან მრავალი ბოროტება აღმოცენებულა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)