რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში ?, გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში ?, გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები |
neo |
Sep 14 2009, 08:00 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ამ საიტზე ბევრი ადამიანია არამართმადიდებელი... რომლებსაც აქვთ მრავალი კითხვა მართმადიდებლებთან, და ეს კიტხვები გაბნეულია ხოლმე სხვადასხვა თემებში...
თუმცა ეს თემა მინდა ცოტა უნიკალური იყოს, ანუ არ ვიკამათოთ, არამედ უბრალოდ გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები... ერთისმ მხრივ არამართმადიდებლებმა დასვან კიტხვები, და მეორეს მხრივ მართმადიდებლებმა გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება ამათუიმ საინტერესო საკიტხის შესახებ... შევეცადოთ საკიტხები წავიდეს ეტაპობრივად, ანუ 1000 კითხვა თუ დაისმევა პასუხი ვერ გაეცემა ათასივეს... კიდევ ერთხე ვუსვავ ხაზს, არავიტარი კამათი, უბრალიდ მოსაზრებების გაზიარება... -------------------- www.cordesign.ge
|
sergi_glaxa |
Sep 14 2009, 08:01 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ხატთაყვანისცემა და მიცვალებულებზე ლოცვა
|
Misha Songulashvili |
Sep 14 2009, 08:21 PM
პოსტი
#3
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
sergi_glaxa
ციტატა ხატთაყვანისცემა და მიცვალებულებზე ლოცვა ეს ეხლა შეკითხვაა? neo ციტატა თუმცა ეს თემა მინდა ცოტა უნიკალური იყოს, ანუ არ ვიკამათოთ, არამედ უბრალოდ გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები... შეუძლებელია! ვინაიდან უნიკალური თემის გახსნას აზრი არ აქვს თუ უნიკალური ხალხი არ მოიყვანე... აქ ვინც ვართ კამათის გარეშე საუბარს შენ კი არა და აგერ დიჯად მომზირალი ადმინი ვერ გვაიძულებს... იმანაც ასე დაიწყო. გინახავს მისი პირველი თემა? მერე ხეკლი ჩაიქნია და სამუდამო სასოწარკვეთილებას მიეცა... როდესაც შემოდის ამ ფორუმზე მოდერები უყვირიან, ჩვენ ვართ გივიო და პასუხეი არ ისმის... ასე მოგივათ თქვენც! -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Atman |
Sep 14 2009, 08:35 PM
პოსტი
#4
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
არაფერიც არ მაბრკოლებს და მართლმადიდებელი ვარ ვაფშეტა, მართლმადიდებლებს არ მოწონთ სხვა რელიგიებიც რომ მიყვარს თორე...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
neo |
Sep 14 2009, 09:43 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა შეუძლებელია! ვინაიდან უნიკალური თემის გახსნას აზრი არ აქვს თუ უნიკალური ხალხი არ მოიყვანე... აქ ვინც ვართ კამათის გარეშე საუბარს შენ კი არა და აგერ დიჯად მომზირალი ადმინი ვერ გვაიძულებს... იმანაც ასე დაიწყო. გინახავს მისი პირველი თემა? მერე ხეკლი ჩაიქნია და სამუდამო სასოწარკვეთილებას მიეცა... როდესაც შემოდის ამ ფორუმზე მოდერები უყვირიან, ჩვენ ვართ გივიო და პასუხეი არ ისმის... ასე მოგივათ თქვენც! კარგი ამას, ამ ჯერზე ხუმრობაში გავატარებ... -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
Sep 14 2009, 10:05 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ხატთაყვანისცემა და მიცვალებულებზე ლოცვა ხო ეს საკმაოდ ფუნდამენტური საკითხებია თუმცა, ამ ჯერზე ღვთისმეტყველებას შევეშვათ... მე გეტყვი რატომ მიყვარს ხატები, და რატომ ვცემ თაყვანს, მერე გადავალ მეორე საკითხზე... რამოდენიმე მარტივი მიზეზის გამო: 1. ნებისმერი ჩემი საყვარელი ადამიანის სურათი მიყვარს ძალიან, და არავის ვაპატიებ რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანის სურათს შეურახყოფა მიაყენოს, ეს ალბათ საკამათო არ არის... პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება ხატები ასეც დაინახო... 2. ხატებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. არა მარტო ნაკურთ ხატებს, ნებისმიერ ხატს... მე პირადად დავაკვირდი, და დაჟე ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ისიც კი რა სურათი უყენია დესკტოპზე... ამას ფსიქოლოგები მიხვდებიან რას ვგულისხმობ, ასეთი სურათები გარკვეულწილად აპროგრამირებენ ადამიანებს, და გადააქვთ მასშუ ხასიათი... აქედან გამომდინარე სასარგებლოა წმინდანი ხატი ძალიან ახლოს იყოს შენთან დღის განმავლობაში... მისგან ასე ვთქვათ სწავლობ, ქვეცნობიერად რაღაცეებს... 3. გარდა ზემოთ თქმულისა, ხატს აქვს შინაარსის, ანუ ინფორმაციის გადაცემის ფუნქციაც, ისინი თავის დროზე წერაკითხვის უცოდინარ ადამიანებს გადასცემდნენ ცოდნას, და დღესაც ბევრს ასწავლიან რაღაცეებს... ანუ განათლების ფუქციასაც ატარებს... 4. მართმადიდებლური ხატები, მაქსიმალურად დაშრეტილია ემოციისაგან, იმიტომ რომ ადამიანია პირველხარისხოვანი და ხატი მეორეხარისხოვანი... ანუ, ხატმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ადამიანზე ისე რომ მასში გააჩინოს არასწორი გრძნობები... ადამიანმა მხოლოდ შინაარსი უნდა აღიქვას... 5. ცოტა მისტიკასაც შევეხები. ადრე ბევრი პრაქტიკოსისგან მქონდა გაგონილი და მერე ჩემი საკუთარ გამოცდილებითაც დავრწმუნდი რომ ხატის ტარება საკმაოდ რთულია. მთავარანგელზი მიქაელის ხატი ვიყიდე ერთხელ, და აღმოვაჩინე რომ რამდენი ამ ხატს გავიკეტებდი, იმდენი მძიმე ცოდვაში ვარდებოდი იმ დღეს (ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აღქმის ეფექტია, მაგრამ მაინც დავწერ). შემდეგ გამახსენდა ერთი მორჩილის ნათქვამი, რომ ხატის ტარება მიჭირსო... მოვძებე ამ მთავარანგელოზის დაუჯდომელი და ლოცვა, და ახლა იმ ხატს აღარ ვიკეტებ თუ ის ლოცვა არ წავიკითხე... ცვლილება ნამდვილად ვიგრძენი. ანუ, ხატის ტარებას ცოდნა უნდა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ (საკუთარ თავში ცოდვის დანახვასაც ცოდნა უნდა)... 5. ამბობენ, რომ ხატი სარკმელია აქაურ და იქაურ სამყაროს შორის. არ ვიცი ეს როგორ არის, მაგრამ როცა ხატტან ვდგევარ, ასე მგონია იმ ხატიდან ის მიყურებს ვინც მასზეა ასახული... შესაბამისად ამის ნაყოფიც ძალიან კეთილი და სასარგებლოა... 6. ჩვენ ხატებს, არ ვაკერპებთ როგორც ასეთი. ანუ როცა ხატს ვემთხვევით, თაყვანისცემის ობიექტი არის პიროვნება და არა თვითონ ხატი. ისევე როგორც საყვარელი ადამიანის სურათი. მართმადიდებლობაში როგორც ვიცი წმიდა სამებიდან, მხოლოდ ერთი ჰიპოსტასის(დარწმუნებული არ ვარ) იესო ქრისტესხატად გამოსახვა შეიძლება, ვინაიდან იქ ასახულია ქრისტეს ადამიანური ბუნება... მამა ღმერთის ასახვა, როგორც წესი არაკანონიკურია (თუმცა გვხვდება ასეთი ხატები), ვინაიდან არავის უხილავს ღმერთი... სულ, ეს არის... მე როგორც უბრალო ,,ვაიმართმადიდებელი" ადამიანი ასე აღვიქვავ ყველაფერ ამას, და ხატების პატივისცემაში ვერავითარ ბოროტებას ვერ ვხედავ... ასეთია ჩემი ხედვა... -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
Sep 14 2009, 10:25 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მიცვალებულებზე ლოცვაში ვერ მივხვდი კითხვა რაშია ?
ასე ჩამოვაყალიბებ, - რატომ ვლოცულობთ მიცვალებულებისათვის ? ეს საკითხი ძალიან ღრმად ჩაძრომას მოითხოვს. შევეცდები მარტივად გამომივიდეს. მართმადიდებლობაში არის სწავლება სინანულისა და სიყვარულის დასაბუთების შესახებ. ამბობენ რომ ადამიანის უნარი შეინანოს გარდაცვალების შემდეგ, შეზღუდულია. ვინაიდან გარდაცვალების შემდეგ ადამიანს არ აქვს სხეული და მას არ შეუძლია გაწიოს ღვაწლი. ეს ძალიან მნIშვნელოვანი მომენტია. ანუ თუ ადამიანს არ აქვს სხეული, მას არ შეუძლია გაწიოს ღვაწლი და მაშასადამე რეალურად არ შეუძლია დაასაბუთოს (თუნდაც საკუთარ თავთან) სინანული... მთელი მართმადიდებლური ცხოვრების პრაქტიაკა აწყობილია ამ მომენტზე, მართმადიდებელი ლოცვით (მის შორის ფეხზე ლოცვით) და მარხვით ცდილობს დაასაბუთოს სინანული, ანუ თავის თავს მოაკლოს შვება... და ამ მოქმედებეით ასახოს თუ რამდენად ღრმაა მისთვის სინანულის გრძნობა... მართმადიდებლობაში ისწავლება რომ ლოცვა გაჟღენთილი უნდა იყოს სინანული ლოცვით, თვით სიტყვა მეტანია - მეტანოია, ეს სინანულის გზით ფერისცვალებას ნიშნავს... შენ შეგიძლია ბევრი იძახო რომ ნანობ ცუდ საქციელს, მაგრამ სანამ ღვაწლის წინაშე არ დადგები შენ თვითონაც კი ვერ მიხვდები რამდენად შორსა ხარ რეალური სინანულისაგან... ამას წმინდა წყლის პრაქტიკა მეუბნება... შემდეგი ნაბიჯი, როცა ადამიანი მიცვალებულია და ის არ მოხვდა სამოთხეში (ჩვენ არ ვიცით მოხდა თუ არა), მაშინ ჩვენ ლოცვას შეუძლია მისი შეწევნა... ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვართ რეალურად ღვაწლის მატარებლები... დილის ლოცვებში ნახავთ, როცა მართმადიდებელი ვინმესთვის ლოცულობს ის მეტანიას აკეტებს, ნიშნად იმისა რომ თმობს რაღაცას საკუტარს სხვების გულისათვის... ასევეა მიცვალებულების შემთხვევაში. თუ მე ჩემი შრომით მოვიხვეჭე მადლი, მაქვს უფლება ეს მადლი ვისაც მინდა იმას შევაწიო და მაქვს უფლება თუნდა ჯოჯოხეთში მომხვდარ ადამიასნ შევაწიო... იმიტომ რომ იმ ადამიანმა კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში ეტყობა დაიმსახურა ჩემგან თუნდაც ერთხელ დაჩოქება, ან თუნდაც ერთი დღე უჭმელად ყოფნა... ან 40 დღე მარხვა... მე სხვა არაფრის გაკეტება არ შემიძლია, უბრალოდ უფალს ჩემი მოქმედებით ვეუბნები, ღმერთო მე არაფერი არ მაქვს რაც შეიძლება ჩემგან შეიწირო, და არაფრის გაკეთება არ შემიძლია შენთვის... შემიძლია ერთი დღე საჭმელი არ ვჭამო... ან ერთი თვე ლუდი არ დავლიო (აუ ეს რა ძნელია იცი)... და შეიწირე იმ ადამიანისთვის ეს ჩემი უაზრო მაგრამ მაინც - მსხვერპლი. ეს არის ჩემი მარტივი წარმოდგენა მიცვალებულებისათვის ლოცვის შესახებ. ასეთია ჩემი ხედვა. -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
Sep 14 2009, 10:44 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა არაფერიც არ მაბრკოლებს და მართლმადიდებელი ვარ ვაფშეტა, მართლმადიდებლებს არ მოწონთ სხვა რელიგიებიც რომ მიყვარს თორე... შენ გინდოდა გეთქვა რომ გაპრკოელბს მართმადიდებლების მოთხოვნა მხოლოდ მათი გჯეროდეს ? ამ საკიტხზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ ახლის არაფრის დაწერა არ შემიძლია... ჩემი ხედვა მარტივია, - რელიგიები ძალიან გავს გარედან ერთმანეთს, ყველგან არის ეკლესიაები, ქურუმები, მოძღვრები, წესები, ზნეობრივი კანონები და ა.შ. თუმცა შინაგანად რეალურად რელიგიები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან...განსხვავებულია მათი შეხედულებები სამოთხის შესახებ, შეხედულებები ღმერთის შესახებ, შეხედბულებები ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის შესახებ (რელიგია - რელეიშენ, ამ სიტყვიდან მოდის, რაც კავშირ ურთიერთობას ნიშნავს)... მე აღმოვაჩინე რომ ქრისტიანობა ყველაზე აღმატებულია თავისი ხედვით და ყველაზე ახლოს არის ჩემს გულტან, ამიტომაც გავხდი ქრისტიანი... ხოლო ქრისტიანობამ მითხრა რომ სხვა რელიგიებს შევეშვა, იმიტომ რომ მათი ნაწილი ადამიანური წარმომავლობისაა, ნაწილი დემონური... თვითონ მართმადიდებლობა თავისი ჭეშმარიტების შემთხვევაში, სხვების ჭეშმარიტებას გამორიცხავს რადან, ის შინაგანად უპირისპირდება ყველა სხვა განსხვავებულ ხედვას... არა უბრალოდ ცნებებით არამედ მთელო მოძღვრების სულით... ყველა რელიგიას უნდა თქვას რომ ღმერთი სიყვარულია, უბრალოდ ამისი თქმა მოითხოვს მტელი მათი სისტემების დაშლას... სხვა შემთხვევებში ისინი გარდაიქმნებიან ბუნდოვან ფილოსოფიურ ხევდებად, რაც საბოლოო ჯამში ჩემთვის მისაღები არ არის... შინაგანად ძალიან ურჩი ადამიანი ვარ და ვერასდროს ვაკეთებ იმას რაც არ მესმის... არასდროს ვემორჩილები ბუნდოვან, გაუგებარ, ლოგიკური წინააღმდეგობების შემცველ მოძღვრებებს... შესაბამისად წინადადება ,,ღმერთი ერთია, ხოლო რელიგიები მასთან მიმავალი გზები" ჩემთვის იგივეა რაც მრავალცოლიანობა, ან მრავალქმრიანობა (მაპატიე, ეს ჩემი სუბიექტური აზრია), და ბუდას აღიარება (გარდა იმისა რომ ნირვანას იდეაც მაინდამაინც არ მიზიდავს, იგივეა რაც ქრისტეს ღალატი... და მგონია რომ მილიონობით ადამიანი უაზრო ფანატიკური აზროვნების გამო არ შეეწია ქრისტეს სიყვარულს. ასეთია ჩემი ხედვა -------------------- www.cordesign.ge
|
ნონა |
Sep 14 2009, 10:48 PM
პოსტი
#9
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში?
უცხო საზოგადოებაში საჭმელზე ჯვარის გადასახვა მიჭირს... თითქოს მრცხვენია... საერთოდაც ძალიან მიმძიმს იმ წნეხის ატანა რომელსაც ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანები ჩემი რომელიმე რიტუალური ქცევისადმი ძლივს შესამჩნევი ღიმილით მადებენ აუ რა სუსტი ვარ არა... სიამოვნებით მოგისმენთ... ძალიან მჭირდება თან -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Amuza |
Sep 14 2009, 10:51 PM
პოსტი
#10
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ნაპატივები სახის მღვდელმსახური, გაფოფინებული, გაფუებული და კმაყოფილი სახის.
ავტომობილის ტორპედოზე კანკელის მოწყობ. მაბრკოლებს, მორწმუნის მიბნედილი გამოხედვა და ისეთი სახის გამომეტყველებით შემოხედვა, თითქოს დაბოლილია, ეს ეხება ქალსაც და კაცსაც. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
neo |
Sep 14 2009, 10:55 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ღიპიანი მამაოები ხო ღიპიანი მამაოები ტეხავს, ასეთია ჩემი მამაოც ... ერთხელ ერთმა პატრიარქმა (არ ვიცი რომელმა), ვნების შვიდეულის მძიმე მარხვა დაარღვია... ის სიონის მახლობლად ჩამოჯდა და შემწვარი ხორცის ჭამა დაიწყოო... მრევლი გაკვირვებული უყურებდა, ბევრი მათგანი ბურტყნით შეტრიალდა და სახლში წავიდა, ბევრი კი ეკლესიაში შევიდა სალოცავად... შემდეგ პატრიარქმა ამ მოვლენას სპეციალური ქადაგება მიუძღვნა და თქვა: ,,ვინც ჩემთან მოდიოდა, მნახა და გაბრუნდა, ვინც ღმერთთან მოდიოდა გზა გააგრძელა ეკლესიისაკენო"... მამაოები კი არა უდიდეს ღვაწლში მყოფი წმინდანები ჩავარდლინან ცოდვაში... არც მე მიყვარს, მამაო საღეჭი რეზინით, ან სიგარეტს რომ ეწევა ჩუმად მარშუტკის უკან, ან კიდევ რა ვიცი... მამაო ყირაზეც რომ გადავდეს ერთი მისხალ ცვლილებას ვერ მოახდენს ჩემს რწმენაში... იმიტომ რომ არსებობენ უამრავი ,,პატიოსანი მღვდელნი" როგორც დილის ლოცვანშია, და ესეც რომ არა მაინც არაფერი შეიცვლებოდა... ასეთია ჩემი ხედვა... -------------------- www.cordesign.ge
|
თამარი_ცქნაფო |
Sep 14 2009, 10:57 PM
პოსტი
#12
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
პოლიტიკაზე რომ ქადაგებენ, არ მიყვარს. მუშტებს რომ იღერებენ მღვდლები, არც ეგ...
ნეო, შენ მაბრკოლებ კიდე ხანდახან მეშინია ხოლმე -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ႲႭႡႰႠႬ |
Sep 14 2009, 10:59 PM
პოსტი
#13
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
neo
რა ვიცი, ვაი მაცდუნებელსო წერია სახარებაში და... თუ ხედავ რომ ცდუნდება ვიღაც შენი საქციელით, მაინც უნდა აკეთო ის? ანაფორით არ განვსაზღვრავ მე ადამიანს... ცუდი მღვდლებიც მინახავს და კარგი ქურდებიც -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
neo |
Sep 14 2009, 11:05 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში? უცხო საზოგადოებაში საჭმელზე ჯვარის გადასახვა მიჭირს... თითქოს მრცხვენია... საერთოდაც ძალიან მიმძიმს იმ წნეხის ატანა რომელსაც ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანები ჩემი რომელიმე რიტუალური ქცევისადმი ძლივს შესამჩნევი ღიმილით მადებენ აუ რა სუსტი ვარ არა... სიამოვნებით მოგისმენთ... ძალიან მჭირდება თან ასეთ საზოგადოებაში ჯვარის გარდასახვა, ან პირჯვარის გადაწერა რაღაც ხალასი და მარხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ღვაწლია განსაკუტრებით ახალი ქრისტიანისთვის - პრაქტიკის შემდეგ ეს გიადვილდება, ხოლო მადლის მომცემი მანამდეა სან გიჭირს... ქრისტე ამბობს, ვისაც უნდა ჩემთან უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, ამბობს ასევე ვისა დედა უფრო მეტად უყვარს ვიდრე მე არ არის ის ჩემი ღირსი... მართმადიდებლობა ადამიანისაგან მოითხოვს არც მეტი არც ნაკლები - გმირობას, - თავგანწირვას. ქართული ენა ტყუილად არ აკავშირებს სიტყვა მადლს, - სიტყვა მადლობასთან... მოიქცევი ისე რომ ქრისტე მადლობელი იყოს და მიიღებ მადლს... და რაც უფრო ძნელი იქნება შენთვის ასე მოქცევა მით უფრო უხვად გადმოგედინება მადლი... ასეთია ჩემი ხედვა, როგორც უბრალო ვაიმართმადიდებლის -------------------- www.cordesign.ge
|
თამარი_ცქნაფო |
Sep 14 2009, 11:07 PM
პოსტი
#15
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
neo
ბოდიში, მაგრამ ფხიზელი ხარ? ქადაგებ, თან უჩვეულოდ, არა, არაფერი, კარგია პირიქიტ, მაგრამ გავოცდი რა... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
neo |
Sep 14 2009, 11:08 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ნეო, შენ მაბრკოლებ კიდე ხანდახან მეშინია ხოლმე რა ცქნაფო დროა კისერზე წიქვილის ქვა დავიკიდო და წყალში გადავხტე ? ხო მართლა არავინ დაბრკოლდეს, მე რასაც ვწერ ეს ჩემი პირადი აზრებია, არაფერი გამეგება რეალურად, ვწერ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ხედვას -------------------- www.cordesign.ge
|
Amuza |
Sep 14 2009, 11:08 PM
პოსტი
#17
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ჩემს რწმენას რა შეცვლის და რა არაა ეგ მეც არ ვიცი. ერთი პატარა მოვლენაც კი ზოგჯერ მნიშვნელოვან გადატრიალებას ახდენს ადამიანის პირად ცხოვრებაში.
არ განიკითხოთო, რო ქადაგებენ? თითონ რატომ იქცევიან ისე, რომ დააბრკოლონ? შორტებით რო არ უნდა იაროს მღვდელმა და რესტორანში ქალებს ქერვა არ უნდა დაუწყოს შეზარხოშებულმა, ეს ხომ ისედაც ნათელია. თუ მღვდლობა უნდა იყოს მღვდელი და მოიქცეს ისე, როგორც მღვდელმსახურს შეეფერება და თუ ტიპობა უნდა მაშინ სხვა საქმეაა. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
subterranean |
Sep 14 2009, 11:09 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
ჩემი თავი მაბრკოლებს ^^
|
თამარი_ცქნაფო |
Sep 14 2009, 11:12 PM
პოსტი
#19
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
რა ცქნაფო დროა კისერზე წიქვილის ქვა დავიკიდო და წყალში გადავხტე ? ხო მართლა არავინ დაბრკოლდეს, მე რასაც ვწერ ეს ჩემი პირადი აზრებია, არაფერი გამეგება რეალურად, ვწერ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ხედვას კარგი ბიჭი ხარ შენ იმდენჯერ მოგწერე კვიპრიანეზე, ბავშვს რომ დაარქვა, არ გამიკვირდება -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
neo |
Sep 14 2009, 11:18 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ჩემს რწმენას რა შეცვლის და რა არაა ეგ მეც არ ვიცი. ერთი პატარა მოვლენაც კი ზოგჯერ მნიშვნელოვან გადატრიალებას ახდენს ადამიანის პირად ცხოვრებაში. არ განიკითხოთო, რო ქადაგებენ? თითონ რატომ იქცევიან ისე, რომ დააბრკოლონ? შორტებით რო არ უნდა იაროს მღვდელმა და რესტორანში ქალებს ქერვა არ უნდა დაუწყოს შეზარხოშებულმა, ეს ხომ ისედაც ნათელია. თუ მღვდლობა უნდა იყოს მღვდელი და მოიქცეს ისე, როგორც მღვდელმსახურს შეეფერება და თუ ტიპობა უნდა მაშინ სხვა საქმეაა. გეთანხები. ეს რეალურად მრევლის ბრალია... ხომ იცი სახელმწიფოსავიტაა, ისეთია მთავრობა როგორსაც უკვეთავს საზოგადოება... რაც ერ ის ბერიო, ხომ გაგიგია... გავა დრო და ყველაფერი დალაგდება... ლაგდება თანდათან... მადლობა პატრიარქს და უფალს. ციტატა ჩემი თავი მაბრკოლებს ^^ ლაო ძი ამბობს, ვინც სხვას ძლევს ძლიერია, ვინც ტავის თავს მძლეთა მძლეო 12. რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი