IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა.
KAIROS
პოსტი Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა...

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jun 7 2007, 07:38 PM
პოსტი #2


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ძალიან საინტერესო თემაა,

ციტატა
მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა,

ახლა ვკითხულობ, ძალიან საინტერესო წიგნია ძალიან.


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 7 2007, 07:42 PM
პოსტი #3


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



კაიროსს, ჩემმა კითხვამ გიბიძგა?



მაინტერესებს, ვერ გავიგე წესიერი პასუხი ჯერ და თუ ქალი და კაცი ნათლიები არიან, ოღონდ სხვადასხვა შვილების, დაქორწინების უფლება აქვთ?
ნუ პრინციპში, კანონისტის პასუხს ველი smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jun 7 2007, 07:46 PM
პოსტი #4


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jun 7 2007, 11:42 AM) *


მაინტერესებს, ვერ გავიგე წესიერი პასუხი ჯერ და თუ ქალი და კაცი ნათლიები არიან, ოღონდ სხვადასხვა შვილების, დაქორწინების უფლება აქვთ?


ანუ სხვადასხვა ბავშვის? მეც მაინტერესებს ეს...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 7 2007, 07:50 PM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(Qeti @ Jun 7 2007, 08:46 PM) *

ანუ სხვადასხვა ბავშვის? მეც მაინტერესებს ეს...

ჰო, ერთი ოჯახის სხვადასხვა ბავშვის


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 7 2007, 08:13 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კაიროსს, ჩემმა კითხვამ გიბიძგა?



მიჯიკა biggrin.gif

ჰო და თან დიდი ხანი მინდოდა ეს თემა გამეხსნა, მალე ზიარებაზე კათოლიკურ სწავლების შესახებ მოკლედ დავწერ "საეკლესიო საიდუმლოებებში" და იქ ნახავთ, რომ არც არსებობს რაიმენაირი ნათესაობა მირონის ხაზით!!!

მოკლედ, საინტერესო თემებია და მივხედოთ!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 7 2007, 08:26 PM
პოსტი #7


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(KAIROS @ Jun 7 2007, 09:13 PM) *

მიჯიკა biggrin.gif

ჰო და თან დიდი ხანი მინდოდა ეს თემა გამეხსნა, მალე ზიარებაზე კათოლიკურ სწავლების შესახებ მოკლედ დავწერ "საეკლესიო საიდუმლოებებში" და იქ ნახავთ, რომ არც არსებობს რაიმენაირი ნათესაობა მირონის ხაზით!!!

მოკლედ, საინტერესო თემებია და მივხედოთ!

იხარეთ,

კაიროსი!

მე როგორც ვიცი, ბერძნებთანც კი საკმაოდ სუსტია ე სმირონისეული ნათესაობის ხაზი, მაქსიმუმ მეოთხე თაობაო, ზუსტად არ ვიცი და თავს ვერ გამოვიდებ, მაგრამ ისე კათოლიკებს ნუ მივბაძავთ, ახლა ბიძაშვილებზე დაქორწინება სულაც არ მიმაჩნია ნორმალურად, სხვა რომ არაფერი, ბიოლოგიურად გაუმართლებელია. აქედან გამომდინარე, მირონის ხაზით ნათესაობა რომ არ ჰქონდეთ მაგათ, რა გასაკვირია


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 7 2007, 08:43 PM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კათოლიკებს ნუ მივბაძავთ


მიბაძვას ვინ ამბობს, უბრალოდ გვინდა გამოვიკვლიოთ, როგორ, რატომ და რა დროიდან?

დიდი სამართლის მცოდნე ხალხი გვინდა აქ! smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 7 2007, 08:53 PM
პოსტი #9


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(KAIROS @ Jun 7 2007, 09:43 PM) *

მიბაძვას ვინ ამბობს, უბრალოდ გვინდა გამოვიკვლიოთ, როგორ, რატომ და რა დროიდან?

დიდი სამართლის მცოდნე ხალხი გვინდა აქ! smile.gif

რა დროიდან იმათთან თუ ჩვენთან?
მე საერთოდ, ამ ნათესაური კავშირის ისტორია მაინტერესებს, როდის დაიწყო და რამ განაპირობა, რა საფუძლები და არგუმენტები ჰქონდა


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 8 2007, 10:50 AM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ძალიან საინტერესო თემაა

მირონით ნათესაობაზე VI მსოფლიო კრება საუბრობს რამდენადაც ვიცი.... ნუ სახლში ისეთ ამბავი მაქვს რემონტის გამო რომ სჯულისკანონი კი არა მე სად ვარ ის არ ვიცი tongue.gif ასე რომ, ცოტათი თუ შემიგვიანდა პასუხი, არ მიწყინოთ smile.gif

იქამდე ინტერნეტში ვნახავ

თამარი_ცქნაფო
ციტატა
ჰო, ერთი ოჯახის სხვადასხვა ბავშვის


საერთოდ, მირონით ნათესაობა გვერდით შტოზე არ გადადის, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი

ანუ, ჩემი ნათლულის და ან ძმა ნათესავად არ მერგება, ხოლო ნათლულის დედ-მამა და შვილები - კი.

ლოგიკურად, ნათლულის ძმა ან და რახან ნათესავი არ არის, შესაბამისად არც მისი ნათლია იქნება ნათესავი, ამდენად ქორწინება დასაშვები უნდა იყოს (თუმცა ცხადია დასაზუსტებელია)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 8 2007, 10:58 AM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
ლოგიკურად, ნათლულის ძმა ან და რახან ნათესავი არ არის, შესაბამისად არც მისი ნათლია იქნება ნათესავი, ამდენად ქორწინება დასაშვები უნდა იყოს (თუმცა ცხადია დასაზუსტებელია)




ეს საკიტხი განსაკუთრებულად მაინტერესებს, ამის გამო ერთი ნათლობა ჩაიშალა ჩემს საახლობლოში, რატომღაც არ დამიჯერეს, რომ სხვადასხვა ბავსვის ნათლიები (და-ძმის) არ ენათესავებიან ერთმანეთს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 8 2007, 11:32 AM
პოსტი #12


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ჯვრისწერისა და მასში მირონით (ანუ ნათლისღებით) ნათესაობას ეთმობა მათე ბლასტარის ანბანური სინტაგმის ასო B, თავი 8 "საქორწინო ხარისხებისა და აკრძალვის თაობაზე"

VI მსოფლიო კრების 53- კანონი ამბობს, რომ "რამდენადაც სული აღმატებულია ხორცზე, იმდენად სულიერი ნათესაობა აღსრულებული წმინდა და გამომსყიდველი ნათლისღებით აღმატებულია ხორციელზე". წმ. კრება აღნიშნავს, რომ გავრცელებულია ნათლისღებით დანათესავებულთა (არ მიუთითებს ხარისხებს) შორის ჯვრისწერა, ადგენს რომ კატეგორიულად აიკრძალოს მსგავსი რამ, და ასეთი ჯვარდაწერილნი გაიყარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაედებათ მრუშებისათვის დადგენილი ეპიტიმია

რაც შეეხება ეპისკოპოს ნიკოდიმოს მილაშის კომენტარს ამ კანონზე, იგი აღნიშნავს, რომ თავიდან იმპერატორ იუსტინიანეს 530 წლის 1 ოქტომბრის ნოველით მიმრქმელს აეკრძალა ქორწინება მხოლოდ თავის ნათლულთან. თუმცა შემდგომ პერიოდში, მალევე გაჩნდა აკრძალვა ნათლულის შვილებთან დაკავშირებითაც.

ნიკოდიმოსი უთითებს, რომ ტრულის კრების ამ კანონის საფუძველზე, რომელმაც სულიერი ნათესაობა ხორციელზე აღმატებულად ცნო, ბიზანტიაში შემდგომ პერიოდში უფრო გამკაცრდა მოთხოვნები ჯვრისწერასთან დაკავშირებით და მიაღწია მე-7 თაობამდე (ციტატა: Χριστοδούλου Πρоχειρον νομικоν. Κωνσταντινούπολις, 1889, გვ. 198-201)

რუსეთის იმპერიაში, იმპერატორის უმაღლესად ბოძებული 1810 წლის 19 იანვრის ბრძანებულებით სამოქალაქო ურთიერთობებში აკრძალული იყო ქორწინება მხოლოდ მეორე თაობის ჩათვლით.

საგულისხმოა "თაობის" გამოთვლის წესი. გავრცელებულია, რომ ეს არის პირდაპირ შტოზე "ზეაღსვლა", რათა ორი ადამიანი მივიდეს "საერთო წინაპრამდე". რეალურად კი, კანონიკურ ურთიერთობებში, ანბანური სინტაგმის მიხედვით გამოიყენება თავებზე გადათვლა, ანუ არა საერთო წინაპრამდე მისვლა, არამედ ორ ნათესავს შორის საგვარეულო "ხე"-ში ერთმანეთამდე მისვლა

ანუ, რომ განვმარტოთ. მერამდენე თაობა (თავია) ჩემთვის ბიძაშვილი?

მე --> მამაჩემი (1) --> ბაბუაჩემი (2) --> ბიძაჩემი (3) --> ბიძაშვილი (4)

აი, სწორედ ამ წესით გამოითვლება მე-7 თაობა (და არა ასე, რომ ბაბუაჩემის (2) ბაბუის (2) ბაბუის (2) მამის (1, სულ 7) შთამომავლები ვინც არიან, ყველა ჩემი ნათესავია)



კიდევ მოვძებნი საინტერესოს და დავდებ

KAIROS
ციტატა
იქ ნახავთ, რომ არც არსებობს რაიმენაირი ნათესაობა მირონის ხაზით!!!

????

რას გულისხმობ? VI მსოფლიო კრება აღიარებს....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 8 2007, 01:57 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
????

რას გულისხმობ? VI მსოფლიო კრება აღიარებს....


აი ეს არის VI მსოფლიო კრების დადგენილება: ნომ. 53

IPB-ს სურათი


ესენი კი არ აღიარებენ: ცალკე ვისაუბრებ ამაზე, ახლა უბრალოდ ჩამოვთვლი იმ ქვეთავებს სადაც იკრძალება ქორწინება დასავლეთში:
პრობლემები შეიძლება იყოს ან არის: ( საიდუმლოებებში დავაზუსტებ)
1)ასაკი
2)იმპოტენტობა
3)ცოლის ყოლა( კათოლიკებში მეორედ ქორწინება არ არსებობს)
4)სხვადასხვა რწმენა
5)სამღვდელო ხარისხი
6)ბერობა
7)ძალდატანითი ქორწინება
8)თუკი ვინმემ დაქორწინებისათვის მკვლელობა ჩაიდინა ( დავითის და ბერსაბე)
9)სისხლითი ნათესაობა ( კათოლიკებში 4 თაობამდე)
10)ცოლის ნათესაობა ( სიძე ან რძალი 2 თაობა)
11) ნაშვილებობა ( 2 თაობა)

ხსენებაც არ არის რაიმე "სულიერი ნათესაობისა"... მოკლედ, ჩავუღრმავდები ამ საკითხს...

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 8 2007, 02:03 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ქორწმინებას ეხება ეს თემა ამიტომ, როცა მოიცლით მიპასუხეთ. ეკლესიურად არის თუ არა აკრძალული ჯვრისწერა, როცა ცოლ-ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ან ცოლია უფროსი ან ქმარი. ცხადია სხვაობა როცა დიდია.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 8 2007, 03:47 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ესენი კი არ აღიარებენ

ანუ ლათინები არ აღიარებენ, ამას ამბობ ხომ?

მხევალი ნინო
ციტატა
ეკლესიურად არის თუ არა აკრძალული ჯვრისწერა, როცა ცოლ-ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ან ცოლია უფროსი ან ქმარი. ცხადია სხვაობა როცა დიდია.


კანონიკურად არ არის აკრძალული


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jun 8 2007, 05:25 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



რატომაა რომ კათოლიკეებში ბიძაშვილების ქორწინება შეიძლება და დეიდაშვილების არაა დაშვებული? unsure.gif თუ ვინმემ იცით მიპასუხეთ რაა, ძაან მაინტერესებს mellow.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 9 2007, 11:03 AM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კანონიკურად არ არის აკრძალული


წყაროებს არ ვფლობ, ამიტომ ჩემს აზრს ვიტყვი, მსმენია და მეც ასე ვფიქრობ, რომ ეკლესია თავს იკავებს ან ყოველშემთხვევაში ეპისკოპოსთან აგზავნის ძალიან და შეიძლება ითქვას არაბუნებრივად ასაკობრივ სიშორეში მყოფ წყვილებს, რათა გაირკვეს რა საფუძველი უდევს მათ ქორწინებას, ანგარება ან სხვა რაიმე მიზანი ხომ არ ამოძრავებთ... მაგ: 18 წლის გოგონას და 50 წლის კაცის ქორწინება ამორალურია და სპეციალურად განხილვას ემორჩილება, რაღათქმაუნდა პირიქით შემთხვევაშიც ასეა.

ციტატა
ანუ ლათინები არ აღიარებენ, ამას ამბობ ხომ?


ასე გამოდის, ან შეცვალეს ან "განვითარდნენ" ( ეს სიტყვა უყვართ), დავაზუსტებ და დავწერ აქვე; ასევე დაზუსტება სჭირდება მაკუნა შენს კითხვას, ცოტა ხანი უნდა მაცალო, აქაური კანონისტი უნდა ვიპოვო smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 9 2007, 11:42 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სტელას შემოხვევაზე იტყვით რასმესაა? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 9 2007, 03:50 PM
პოსტი #19


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(მნათე @ Jun 9 2007, 08:42 AM) *

სტელას შემოხვევაზე იტყვით რასმესაა? biggrin.gif

ეგ რა არის?? unsure.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jun 9 2007, 04:21 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(KAIROS @ Jun 9 2007, 12:03 PM) *

ასევე დაზუსტება სჭირდება მაკუნა შენს კითხვას, ცოტა ხანი უნდა მაცალო, აქაური კანონისტი უნდა ვიპოვო smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!

yes.gif yes.gif yes.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th December 2018 - 11:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი