IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა.
კანონისტი
პოსტი Jun 9 2007, 05:59 PM
პოსტი #21


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ეკლესია თავს იკავებს ან ყოველშემთხვევაში ეპისკოპოსთან აგზავნის ძალიან და შეიძლება ითქვას არაბუნებრივად ასაკობრივ სიშორეში მყოფ წყვილებს, რათა გაირკვეს რა საფუძველი უდევს მათ ქორწინებას, ანგარება ან სხვა რაიმე მიზანი ხომ არ ამოძრავებთ...


მართალია, ეგ გასათვალისწინებელია...

თუმცაღა, უბრალოდ მთავარი ისაა, რომ ქორწინებისას ანგარებას არ ჰქონდეს ადგილი, ეს კი ასაკობრივი დიდი სხვაობის დროს უფრო მეტად ჰბადებს ეჭვს, თორემ კანონიკური აკრძალვა მე არსად მინახავს.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natali_natalia
პოსტი Nov 30 2007, 12:19 PM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 07
წევრი № 3,001



თუ შეიძლება მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", ამ წიგნის ლინკი რო დადოთ, ღვთისმეტყველებიდან ვერ გადმოვწერე ,ძალიან მაინტერესებს ხის ნახვა , ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 30 2007, 02:05 PM
პოსტი #23


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუ შეიძლება მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", ამ წიგნის ლინკი რო დადოთ, ღვთისმეტყველებიდან ვერ გადმოვწერე ,ძალიან მაინტერესებს ხის ნახვა , ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

დიდი მადლობა



აუცილებლად, შედი ბიბლიოთეკაში და იქ დაგხვდება smile.gif

იხარე,

კაიროსი!

პ.ს.

ეს თემა რაღაც ჩაჩუმდა...

ციტატა
მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი



http://www.keepandshare.com/doc/view.php?id=259907&da=y


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natali_natalia
პოსტი Nov 30 2007, 02:43 PM
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 07
წევრი № 3,001



გაიხარე, რამდენი ხანია ამ წიგნს ვეძებ

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natali_natalia
პოსტი Nov 30 2007, 03:05 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 07
წევრი № 3,001



ერთი კითხვაც სისხლით ნათესაობა რამდენ თაობამდე გრძელდება მართმედიდებლურად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 5 2007, 12:10 AM
პოსტი #26


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ერთი კითხვაც სისხლით ნათესაობა რამდენ თაობამდე გრძელდება მართმედიდებლურად



არაა ერთიანი პასუხი, სადღაც წინ იყო მაგაზე კამათი, ზოგადად კანონი არ მიდის 4 თაობის იქით, ქართული მიღებული ტრადიცია კი 7 თაობას ამბობს, ორივე კი თანხმდება იმაში, რომ აქაა საუბარი როგორც პირდაპირ ისე გამავალ ხაზებზე.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 5 2007, 12:02 PM
პოსტი #27


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



natali_natalia
ციტატა
ერთი კითხვაც სისხლით ნათესაობა რამდენ თაობამდე გრძელდება მართმედიდებლურად

კითხვა მთლად სწორად არ არის დასმული. სისხლით ნათესაობა ცხადია, უფრო დიდ არეალზე ვრცელდება, ვიდრე ეს საეკლესიო კანონით არის დადგენილი, ვინაიდან კანონი საუბრობს არა სისხლით ნათესაობაზე ზოგადად, არამედ ახლო ნათესაობაზე, რომელთა შორის ჯვრისწერა დაუშვებელია

ათენური სინტაგმის მიხედვით, მე-5 თაობიდან ჯვრისწერა დასაშვებია. საქართველოში უფრო ფართოა ეს წრე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natali_natalia
პოსტი Dec 5 2007, 03:38 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 07
წევრი № 3,001



მაშინ უფრო კონკრეტულ კითხვას დავსვამ დედაჩემი და ჩემი შეყვარებულის დედა არიან ეთი გვარის,მოძღვარს რო ვკითხე ეპისკოპოსის კურთხევა ჯვრისწერაზე მაინც დაგვჭირდება,მე რამდენადაც შევძელი გარკვევა სისხლით ნათესავი არ არისო მითხრეს ანუ დაზუსტებით ვიცი რომ ბაბუაჩემის ბაბუამდე არ ყოფილან ნათესავები,მერე უკვე ვეგარ მოვიძიე ცნობები... ამ მონაცემებით თუ ვითვლებით ნათესავად იქნებ იცოდეთ ვინმემ...თან რაც შეიძლება ჩქარა jump.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Dec 5 2007, 03:46 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(კანონისტი @ Dec 5 2007, 12:02 PM) *

natali_natalia


ათენური სინტაგმის მიხედვით, მე-5 თაობიდან ჯვრისწერა დასაშვებია. საქართველოში უფრო ფართოა ეს წრე

7 თაობა ხო? unsure.gif
და ეს 7 თაობა მარტო პირდაპირი ხაზით ითვლება? fiqri.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 5 2007, 03:57 PM
პოსტი #30


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



natali_natalia
ციტატა
ერთი გვარის

ეგ საერთოდ არ ნიშნავს ნათესაობას..... ნათესაობის ხარისხი უნდა დაადგინო (ანუ საერთო წინაპარი) და მერე შეიძლება ვიმსჯელოთ ჯვრისწერის დასაშვებობაზე....

პირადად ჩემი მოგვარეები ცხოვრობენ რაჭაში, იმერეთში, აჭარასა და კახეთში, მაგრამ ცხადია ყველანი ნათესავები არ ვართ smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Dec 5 2007, 04:04 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



მსგავსი თემის გახსნას ვაპირებდი ცოტა ხნის წინ, უბრალოდ ვერ მოვიცალე.

ნუ მინდოდა ამ ინსტიტუტზე გველაპარაკა არა მხოლოდ საეკლესიო სამართლის ჭრილში, არამედ მოგვეხდინა კანონიკური სამართისა და კანონმდებობის სინთეზი. ანუ როგორ არეგულირებენ ამ საკითხს ქვეყნები და რამდენად შეესაბამება ის საეკლესიო სამართლის პრინციპებს. (ნუ რა თქმა უნდა ძირითადი აქცენტი გაკეთებული უნდა იყოს საქართველოზე - კანონმდებლობა და ქართული საეკლესიო სამართალი)
ღირს ამ საკითხზე ახალი თემის გახსნა, თუ შესაძლებელია ამ საკითხზე ამვე თემაში ვიმსჯეოთ? fiqri.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natali_natalia
პოსტი Dec 5 2007, 04:11 PM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 07
წევრი № 3,001



ერთი სოფლიდან და ერთი გვარის sad.gif საერთო წინაპარი ვერ აღმოვაჩინე, ვიცი რო ბაბუაჩემის ბაბუამდე არავინ არ ყოფილა საერთო, აი მერე ზუსტად ვერ ვიტყვი გვენათესავებიან თუ არა.....

პირდაპირი ხაზით ეს გამოდის მე-დედა- ბაბუა-ბაბუის მამა-ბაბუის ბაბუა ხო? ანუ ხუთი sad.gif თუ სხვანაირად ითვლება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 6 2007, 01:32 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დედაჩემი და ჩემი ძმისშვილის ცოლი მეგვარეები არიან, მაგრამ ნათესავები არა. ეს მეგვარეობაზე გართულებები მგონი ჩვენთან უფრო ტრადიციული ამბავია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Dec 6 2007, 01:49 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(staywhite @ Dec 6 2007, 01:32 AM) *

დედაჩემი და ჩემი ძმისშვილის ცოლი მეგვარეები არიან, მაგრამ ნათესავები არა. ეს მეგვარეობაზე გართულებები მგონი ჩვენთან უფრო ტრადიციული ამბავია.

კი მაგაზე მოძღვარს ვკითხე, მამა გიორგის (ზვიადაძე), ხოდა მითხრა რომ თავად დასაქორწინებლებიც კი რო მოგვარეები იყვნენ ეს მაინც არ აბრკოლებს ქორწინებას, თუ ნათესაური კავშირი არააო.თუმცა ეს ქართული ტრადიციების მიხედვით ულამაზოდ ითვლებაო.


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Dec 6 2007, 01:58 AM
პოსტი #35


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
და ეს 7 თაობა მარტო პირდაპირი ხაზით ითვლება?


რამდენადაც ვიცი არა, "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში მამა ანდრიამ ორჯერ გასცა პასუხი ამ კითხვას, აღმავალი და დაღმავალი ხაზითო, რარაც სქემაც იყო მოყვანილი... თუ მოვძებე დავდებ ლინკს


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 6 2007, 03:32 AM
პოსტი #36


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აღმავალი და დაღმავალი ხაზითო,


ასევე გამავალით, რადგან ეს აღმავალი და დაღმავალი პირდაპირი, ხოლო გამავალი, არის ის რაც ეხება სისხლით ნათესაობას, ეკლესია აქ 5 თაობაზე ჩერდება, ამაზე სადღაც იყო საუბარი...



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 6 2007, 03:56 AM
პოსტი #37


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



აი აქ არის პასუხი დეკ. ანდრიას პასუხი მსგავს ორ კითხვაზე smile.gif
კითხვა-პასუხი 1
კითხვა-პასუხი 2


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
atinati
პოსტი Dec 6 2007, 06:03 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 6-December 07
წევრი № 3,367



ღმერთო მილხინე მე ცოდვილასა ამას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natali_natalia
პოსტი Dec 7 2007, 06:57 PM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 19-October 07
წევრი № 3,001



დიდი მადლობა ბავშვებო გაიხარეთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
RKO
პოსტი Dec 23 2007, 07:57 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 22-December 07
წევრი № 3,452



შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს

შორის XI-XIV საუკუნეებში

1054 წლის სამწუხარო მოვლენის შემდეგ ისტორიაში ვპოულობთ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებების უამრავ მაგალითს. უკვე 1051 წელს საფრანგეთის მეფე ანრი I ცოლად შეირთო დიდი მთავრის იაროსლავის ქალიშვილი ანა. 1070 წელს ინგლისის მეფე ჰარალდ II ქალიშვილი გიდა ცოლად გაჰყვა კიევის დიდ მთავარ ვლადიმირ მონომახს. 1071 წელს ბიზანტიის იმპერატორ მიქაელ VI ვაჟმა კონსტანტინემ იქორწინა ნორმანების ბელად რობერტ გუისკარდის ქალიშვილზე, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ იმპერატორ ნიკიფორე I ბოტანიატის ძმისშვილი ცოლად გაჰყვა უნგრეთის მეფეს. 1095 წელს კიევის დიდმა მთავარმა მსტისლავმა ცოლად შეირთო შვედეთის მეფის ინგო სტენკილსონის ქალიშვილი ქრისტინე. 1143 წელს იმპერატორმა მანუელ კომნენოსმა იქორწინა გერმანიის იმპერატორ კონრად III ცოლისდაზე ბერტა სულბაკზე. 1112 წელს უგრეტის მეფე კოლომანმა იქორწინა კიევის დიდი მთავრის ქალიშვილ ეფემიაზე. 1148 წელს კი იმპერატორ მანუელის ძმისშვილი თეოდორა ცოლად გაჰყვა ავსტრიის ჰერცოგ ჰენრიხს. 1157 წელს იერუსალიმის მეფე ბალდუინ III ცოლად შეირთო იმპერატორ მანუელ კომნენოსის ქალიშვილი თეოდორა. იმპერატორის მეორე ქალიშვილი მარია 1180 წელს ცოლად გაჰყვა რენიე დე მონფერატს, რომელიც კეისარი გახდა და მზითევში თესალონიკის სამეფო მიიღო. 1186 წელს კონრად დე მონფერატმა კონსტანტინეპოლში იქორწინა იმპერატორ ისააკ ანგელის დაზე თეოდორაზე. იმპერატორ ისააკის ქალიშვილი ირინა ჯერ სიცილიის ჰერცოგ როდრიგეს მეუღლე იყო, ხოლო ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვაბიის ჰერცოგ ფილიპეს გაჰყვა ცოლად. 1252 წელს სლონიმის მთავარი რომანი დაქორწინდა ავსტრიის ჰერცოგის ქალიშვილ გერტრუდაზე. 1259 წელს ეპირისა და ეტოლიის დესპოტის მიქაელ ანგელის ქალიშვილი ელენე სიცილიის მეფე მანფრედს ცოლი გახდა. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
აღსანიშნავია მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქების მონაწილეობა შერეული ქორწინების ღვთისმსახურებაში. 1161 წლის 25 დეკემბერს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ლუკა ქრისოვერგმა ალექსანდრიის პატრიარქ სოფრომ II და ანტიოქიის პატრიარქ ათანასეს თანამსახურებით წმინდა სოფიას ტაძარში ჯვარი დაწერა იმპერატორ მანუელ I კომნენოსს და მარიას, რომელიც ანტიოქიის მეფისა და პისტევიის ჰერცოგის რაიმონდის ქალიშვილი იყო. იმავე ტაძარში 1180 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა თეოდოსიოს I ვორადიოტისმა ჯვარი დაწერა იმპერატორ ალექსი II კომნენოსს და საფრანგეთის მეფის ლუი VII ქალიშვილს აგნესს. აგრეთვე წმინდა სოფიას ტაძარში დაწერა ჯვარი 1272 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იოსებ I იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგს და უნგრეთის მეფე სტეფან V ქალიშვილ ანას.
მკითხველს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ შერეული ქორწინებები მხოლოდ სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს შორის ხდებოდა. ჯვაროსნულმა ომებმა აღმოსავლეთში მრავალი ევროპელი რაინდი თუ უბრალო მეომარი მიიყვანა. Dდიდი ქალაქები სავსე იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ვაჭრებით. აქ შეხვდებოდით კატალონიელებს, ლანგედოკელებს, ბასკებს, სკანდინავებს, ანგლო-საქსონებს, ფრანგებს და სხვა. Bიზანტიელები კი ყველა დასავლელს ფრანგებს უწოდებდნენ. წარჩინებული არისტოკრატები ჯვაროსნების მიერ შექმნილი სამეფოების მეთაურები ხდებოდნენ და ცდილობდნენ ბიზანტიელ პრინცესებზე ან არისტოკრატებზე დაქორწინებულიყვნენ. ჯვაროსნების მიერ სირიის დაპყრობის შემდეგ ვხვდებით მრავალ შერეულ ქორწინებებს საშუალო და დაბალ არისტოკრატიულ წრეებში.
ამგვარი ქორწინებები იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების შერეული ოჯახების შვილებისაგან გარკვეული ეროვნებაც კი შეიქმნა. ამ ადამიანებს გაზმულებს ((Gasmoules) ) უწოდებდნენ. როდესაც იმპერატორი მიქაელ VIII პალეოლოგი 1264 წელს თავს დაესხა ფრანგებს, რათა არქიპელაგის რამდენიმე კუნძული წაერთმია, მისი არმიის დიდ ნაწილს სწორედ გაზმულები შეადგენდნენ. “[არმია], მოგვითხრობს ერთი მემატიანე, შედგებოდა ბერძნებისა და გაზმულებისაგან; იმ დროს სწორედ ასე უწოდებდნენ მათ, რომლებიც დაიბადნენ ისეთი ქორწინებისაგან, რომელშიც ერთი მეუღლე ფრანგი იყო, ხოლო მეორე ბერძენი” (Du Cange, Histoire de Constantinople, Paris, 1657, livre V, chap. 40).
საინტერესოა რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების დამოკიდებულება მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებების მიმართ. ბუნებრივია, რომ თუ სიძე ან პატარძალი ჯვრისწერამდე მიიღებდა თავისი მომავალი მეუღლის სარწმუნოებას, შერეული ქორწინების პრობლემა აღარ დადგებოდა. მაგალითად, ბერტა სულბაკმა მიიღო მართლმადიდებლობა, ვიდრე იმპერატორ მანუელ კომნენოსზე დაქორწინდებოდა. მას სახელად ირინა დაარქვეს. ზუსტად იგივე გაიმეორა გერმანიის იმპერატორ ფრედერიკ II ქალიშვილმა კონსტანციამ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იოანე დუკას გაჰყვა ცოლად 1244 წელს. წმინდა საყდარმა ეს ქორწინება დაგმო, არა იმიტომ, რომ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებების წინაარმდეგი იყო, არამედ ეს ფაქტი თავისი პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩათვალა. ერთ-ერთ ბრალდებად სწორედ ეს ქორწინება წაუყენეს ფრედერიკ II 1245 წლის ლიონის კრებაზე, როდესაც იგი ექსკომუნიკაციით დასაჯეს.
შეიძლება ითქვას, რომ წმინდა საყდარი შერეულ ქორწინებებს მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის კანონიერად თვლიდა და არსებული სქიზმა დაბრკოლებად არ მიაჩნდა. მხოლოდ ერთი დეკრეტალია ცნობილი, რომელიც კრძალავს ამგვარ ქორწინებებს, მაგრამ ეს დოკუმენტი კერძო და ლოკალურ სიტუაციას ეხება და არ შეიძლება ზოგად წესად ჩაითვალოს. 1233 წლის 24 თებერვალს პაპმა გრიგოლ IX დეკრეტალი გაუგზავნა დომინიკანელთა ორდენის პოლონეთის პროვინციალს, რომლითაც ამ რეგიონში მცხოვრებ კათოლიკე ქალებს აუკრძალა ქორწინება “სქიზმატიკოს რუტენებთან”, ანუ მართლმადიდებელ სლავებთან. დეკრეტალში მოყვანილია აკრძალვის მიზეზიც: რუთენები მეუღლეებს აიძულებდნენ თავიდან მონათლულიყვნენ და ძალით მიეღოთ მართლმადიდელი სარწმუნოება.
1309 წელს ქ. პრესბურგში კარდინალ ჯენტილის თავჯდომარეობით შემდგარმა საეკლესიო კრებამ აუკრძალა კათოლიკეებს, რომ თავისი ქალიშვილები მიეთხოვებინათ მწვალებლებისა ან სქიზმატიკოსებისათვის, განსაკუთრებით კი რუტენების, ბულგარელების ან ლიტველებისათვის. სასჯელად ექსკომუნიკაცია იყო განწესებული. აღსანიშნავია, რომ კრება მხოლოდ კათოლიკე ქალებს უკრძალავდა მართლმადიდებლებზე გათხოვებას, ხოლო კათოლიკე მამაკაცების მიერ მართლმადიდებელ ქალებზე დაქორწინების შესახებ არაფერს ამბობდა. გარდა ამისა, კრების დადგენილებები ძალაში იყო მხოლოდ კარდინალ ჯენტილეს იურისდიქციის საზღვრებში. ასე რომ, პრესბურგის კრების დადგენილებაც ლოკალური მნიშვნელობა ჰქონდა.
არ არსებოდა რომის ეკლესიის ზოგადი კანონი, რომელიც კრძალავდა ქორწინებას კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის. ამგვარი ქორწინებები რომის ეკლესიამ არ გააიგივა მწვალებლებთან ქორწინებასთან. არც ერთი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ, რომ რომელიმე კათოლიკემ წმინდა საყდარს ნებართვა (dispensatio) სთხოვა მართლმადიდებელთან ქორწინებისათვის. ითვლებოდა, რომ ამგვარი ნებართვა საჭირო არ იყო, რადგან მართლმადიდებლები მწვალებლებად კი თვლებოდნენ, არამედ მხოლოდ სქიზმატიკოსებად, რომელთაც ქორწინების იგივე საეკლესიო საიდუმლო სწამდათ.
ამ პერიოდში არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის საეკლესიო საიდუმლოებებში თანაზიარებისათვის (communicatio in sacris). . მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: ჯვაროსნების მიერ სირიის დაპყრობის შემდეგ ისინი თავისუფლად მონაწილეობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში. ქალაქი ანტიოქია მუსლიმებმა დაიკავეს და პატრიარქი იოანე IV გალავანზე მიაბეს. ჯვაროსნებმა ანტიოქია აიღეს, პატრიარქი გაათავისუფლეს და წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც მეჩეთად იყო გადაქცეული, მართლმადიდებელმა და კათოლიკე სამღვდელოებამ ერთად აღავლინა წირვა. აღსანიშნავია, რომ დამასკოსთან ახლოს სოფელ საიდანაიასთან მდებარე მონასტერში მრავალი დასავლელი პილიგრიმი მიდიოდა და თავისუფლად მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რომის ეკლესიის მრავალი სასულიერო პირი აღასრულებდა ღვთისმსახურებას და ქადაგებდა მართლმადიდებლურ ტაძრებში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ლოცვა-კურთხევით. Eეს მდგომარეობა XVIII საუკუნიდან იცვლება. Mმანამდე კი ითვლებოდა, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ კათოლიკეებს თავისუფლად შეეძლოთ მართლმადიდებელი პატრიარქების იურისდიქციაში ყოფნა.
XII საუკუნიდან ბიზანტიაში ძლიერდება მოძრაობა, რომელიც კათოლიკეებს მწვალებლებად თვლიდა. ამგვარად ფიქრობდნენ პატრიარქები მიქაელ III ანქიალოსი და გიორგი II ქსიფილინოსი, ცნობილი კანონისტები თეოდორე ბალსამონი და იოანე ზონარა. ბალსამონი მოითხოვდა, რომ შერეული ქორწინებისას კათოლიკე მეუღლეს აუცილებლად მიეღო მართლმადიდებლობა. ნოვგოროდის ეპისკოპოს ნიფონტის მიხედვით ამ პერიოდში კათოლიკეებს მირონცხებით იღებდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. თუმცა, ბალსამონის და ზონარას შეხედულებებმა ზოგადი ხასიათი ვერ შეიძინა. XIII საუკუნეში ერთის მხრივ იობ იასიტი კათოლიკეებისათვის განმეორებით მირონცხებას მოითხოვს, ხოლო მეორეს მხრივ, დემეტრე ქომატიანე და იოანე კიტრელი ეპისკოპოსი არ კრძალავენ საეკლესიო საიდუმლოებებში თანაზიარებას მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის. კათოლიკე მეუღლისათვის მართლმადიდებლობის მიღების აუცილებლობა ზოგად წესად მხოლოდ XIV საუკუნის მეორე ნახევარში გახდა. 1333 წელს ლიტვის პრინცესა კათოლიკე ავგუსტა, რომელიც ცოლად გაჰყვა დიდი მთავრის იოანე დანილევიჩის შვილიშვილს, თავიდან მონათლეს. Aამ პრაქტიკამ უფრო ზოგადი ხასიათი კი კონსტანტინეპოლის პატრიარქ კირილე V 1755 წლის ოროსის შემდეგ მიიღო.
GXI-XIV საუკუნეებში წმინდა საყდარი არ კრძალავდა მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების თანაზიარებას საეკლესიო საიდუმლოებებში. ამიტომაც არ არსებობდა დაბრკოლება მათ შორის შერეული ქორწინებებისათვის. ამგვარ

ამგვარად იმპერატორ მანუელ I კომნენოსის ძმისშვილისა და ოტო ფრაჟაპანისელის ჯვრისწერა ქალაქ ვეროლიში თვით რომის პაპმა ალექსანდრე III აღასრულა 1170 წელს. მსახურებას მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც ესწრებოდნენ. 1157 წელს ანტიოქიის ლათინმა პატრიარქმა ამორიმ აღასრულა იერუსალიმის მეფე ბალდუინისა და იმპერატორ მანუელ კომნენოსის ქალიშვილის თეოდორას ჯვრისწერა.
Qქალკედონისა და ტრულის მსოფლიო კრებების კანონები კრძალავენ ქორწინებას მწვალებლებთან. Mმაგრამ ამ პერიოდში ბიზანტიის ეკლესიაში არსებული ზოგადი წესის მიხედვით კათოლიკეები მწვალებლებად არ ითვლებოდნენ. არც ერთი ბიზანტიური საეკლესიო ტექსტი არ კრძალავს კათოლიკეებთან ქორწინებას. “ლათინები” მხოლოდ სქიზმატიკოსებად ითვლებოდნენ და მათთან ქორწინება დაშვებული იყო. მართალია ალექსანდრიის პატრიარქ მარკოზ II კანონიკურ შეკითხვაზე თეოდორე ბალსამონი პასუხობს, რომ კათოლიკე ტყვეებს ეკრძალებათ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა, თუ ისინი არ მიიღებენ მართლმადიდებლობას. Gგამომდინარეობს კი ამ პასუხიდან, რომ კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ქორწინება აკრძალულია და ამ პრობლემას უნდა შეეფარდოს ქალკედონის კრების მე-14 კანონი? პირიქით, ბალსამონი ფიქრობს რომ კანონიკური სამართლის მიხედვით რომის ეკლესია მწვალებლურად არ ჩაითვლება და “ლათინთა” დოქტრინებს არ შეიძლება შეეფარსოს კონსტანტინოპოლის II კრების მე-15 კანონი.
XI საუკუნიდან და XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე მართლმადიდებელ ეკლესიაში რომის ეკლესიის მიმართ დადებითი განწყობა დომინირებდა. იტალიის ქალაქ ბარიში 1098 წელს გამართულ საეკლესიო კრებაში კათოლიკე ეპისკოპოსებთან ერთად მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც მონაწილეობდნენ. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი თავის წერილში დიაკონ ნიკოლოზის მიმართ უსაფუძვლო თავდასხმებისაგან იცავს კათოლიკეებს და ორ ეკლესიას შორის უფრო ახლო ურთიერთობებისაკენ მოუწოდებს. დირაქიუმის მიტროპოლიტმა კონსტანტინე კაბასილამ კანონიკური შეკითხვა დაუსვა მთავარეპისკოპოს დემეტრე ქომატიანეს იმის შესახებ, შეეძლოთ თუ არა მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს კათოლიკურ ტაძრებში შესვლა და იქ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ქომატიანე დადებითად პასუხობს და აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელ იერარქთა დიდი ნაწილიც ამ აზრისაა, ხოლო ბალსამონის შეხედულება კი გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან არც ერთ საეკლესიო კრებას არ დაუგმია კათოლიკეები და არ უწოდებია მათთვის მწვალებლები. ამდენად, მათ შეუძლიათ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. თავის მხრივ იოანე კიტრელი ეპისკოპოსი ეკითხება დირაქიუმის მიტროპოლიტს იმის შესახებ, რომ “ლათინები” წესს უგებენ გარდაცვლილ მართლმადიდებლებს და თავიანთ სასაფლაოებზე ასაფლავებენ მათ. შეიძლება, რომ მათლმადიდებელი ეკლესიაც ამგვარად მოიქცეს კათოლიკეების მიმართ? მიტროპოლიტი პასუხობს, რომ ამ, ისევე, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, ორი ეკლესიის წევრებს შორის არანაირი განსხვავება არ არის.
შეიძლება დავასკვნად, რომ ეკლესიოლოგიური და კანონიკური თვალსაზრისით 1054 წლის მოვლენა იყო არა სქიზმა, არამედ ევქარისტიული კავშირის ურთიერთგაწყვეტა ერთი ეკლესიის ორ საპატრიარქოს: რომსა და კონსტანტინოპოლს შორის. ასეთივე ფაქტს ჰქონდა ადგილი კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის XX საუკუნის 90-იან წლებში. ლიონის (1274) და ფერარა-ფლორენციის (1438-39) საეკლესიო კრების მონაწილე კათოლიკე და მართლმადიდებელი ეპისკოპოსები ერთმანეთს ძმებს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს, რომ ერთმანეთს არა სქიზმატიკოსებად, არამედ დროებით ევქარისტიული თანაზიარების გაწყვეტის მდგომარეობაში მყოფებად თვლიდნენ და ერთობის აღდგენა საშურად მიაჩნდათ.
დღეს, XXI საუკუნეში, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებებისათვის ყოველგვარი ეკლესიოლოგიური და კანონიკური დაბრკოლებების მოხსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ერთობის აღდგენის გზაზე.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th November 2018 - 08:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი