IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში
კანონისტი
პოსტი Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით

აქ ასეთები განვიხილოთ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 20 2006, 06:18 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ანუ საყოფაცხოვრება საკითხები რომლებსაც "რჯულისკანონი " პასუხობ ? rolleyes.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 21 2006, 12:17 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



რამდენად შეესაბამება ამ თემას არვიცი მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს. მიცვალებულის თავთან რომ დებენ უფლის ჯვარცმის ხატს.იგი აუცილებლათ ნაკურთხი უნდა იყოს თუ შეიძლება არ იყოს ნაკურთხი.თუ კი მაშინ ვის სახელზე???

აბა 3კითხვა კიდე ზიარებაზე 1.როგორც მითხრეს ზიარების შემდეგ მეტანია არ შეიძლება სწორია თუ არა? 2.ზიარების შემდეგ თუ შეიძლება იმსეფისკვერის მიღება წირვის ბოლოს რომ არიგებენ? 3.ზიარების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება საჭმლის შეჭმა? მე მინიმუმ ერთი საათი არ ვჭამ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 21 2006, 01:04 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



liliana
ციტატა
ანუ საყოფაცხოვრება საკითხები რომლებსაც "რჯულისკანონი " პასუხობ ?

დიახ

solomony
ციტატა
მიცვალებულის თავთან რომ დებენ უფლის ჯვარცმის ხატს.
ა) იგი აუცილებლათ ნაკურთხი უნდა იყოს თუ შეიძლება არ იყოს ნაკურთხი.
ბ) თუ კი მაშინ ვის სახელზე???


ა) სასურველია, ნაკურთხი იყოს
ბ) შეიძლება ეს იყოს ოჯახში უკვე არსებული ხატი (რომელიც ვინმეს, თუნდაც მიცვალებულის სახელზე მის სიცოცხლეში იქნებოდა ნაკურთხი), ან შემდგომ ნაკურთხი (ოჯახის ნებისმიერი წევრის სახელზე), ან ზოგადად ნაკურთხი (არცერთ კონკრეტულ პირზე, ასეც შეიძლება).

ციტატა
1.როგორც მითხრეს ზიარების შემდეგ მეტანია არ შეიძლება სწორია თუ არა?

სწორია. თუ არ მეშლება, იოანე მმარხველის მე-8 კანონი უნდა იყოს

ციტატა
2.ზიარების შემდეგ თუ შეიძლება იმსეფისკვერის მიღება წირვის ბოლოს რომ არიგებენ?

ცხადია. მთავარია უშუალოდ ზიარების შემდეგ მიიღოთ ანტიდორის (ან სეფისკვერის) ნაწილი და ღვინო

ციტატა
3.ზიარების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება საჭმლის შეჭმა? მე მინიმუმ ერთი საათი არ ვჭამ

კონკრეტული დრო არ არსებობს. ტრულის კრების კანონებით მაზიარებელმა უნდა მიიღოს ღვინო და სეფისკვერი. სხვათაშორის, ჩვენში ძველად, ღვინოს და სეფისკვერს სახლში იღებდნენ, შემდგომ დაიწყეს ეკლესიაშივე დარიგება. სავარაუდოდ, ამასთან არის დაკავშირებული ზიარების შემდგომ ჭამამდე დროისა და ვადის განსაზღვრა.

მაინც ყველაფერი შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მე ვიცნობ ერთ მოძღვარს, რომელიც ზიარების დღეს მზის ჩასვლამდე საერთოდ არ ჭამს...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 21 2006, 10:10 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
მაინც ყველაფერი შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მე ვიცნობ ერთ მოძღვარს, რომელიც ზიარების დღეს მზის ჩასვლამდე საერთოდ არ ჭამს...

მე წავიკითხე ერთ წმინდა მამასთან რომ ზიარების შემდეგ მკაცრ მარხვას ნუ დაიცავო საერთოდ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 23 2006, 11:43 AM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



solomony
ციტატა
მე წავიკითხე ერთ წმინდა მამასთან რომ ზიარების შემდეგ მკაცრ მარხვას ნუ დაიცავო საერთოდ

მართალია. მეც ეგრე ვიცი. თუმცა ეს მოძღვრის გადასაწყვეტი საქმე უფროა, ვიდრე კანონიკური. ამდენად, პასუხის გაცემაზე უფლებამოსილი ვერ ვიქნები



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mamia
პოსტი Oct 27 2006, 09:42 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 13-August 06
წევრი № 52



ციტატა(solomony @ Oct 21 2006, 12:17 AM) *

რამდენად შეესაბამება ამ თემას არვიცი მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს. მიცვალებულის თავთან რომ დებენ უფლის ჯვარცმის ხატს.იგი აუცილებლათ ნაკურთხი უნდა იყოს თუ შეიძლება არ იყოს ნაკურთხი.თუ კი მაშინ ვის სახელზე???

აბა 3კითხვა კიდე ზიარებაზე 1.როგორც მითხრეს ზიარების შემდეგ მეტანია არ შეიძლება სწორია თუ არა? 2.ზიარების შემდეგ თუ შეიძლება იმსეფისკვერის მიღება წირვის ბოლოს რომ არიგებენ? 3.ზიარების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება საჭმლის შეჭმა? მე მინიმუმ ერთი საათი არ ვჭამ


1)ხატი ყოველთვის ნაკურთხი უნდა იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩვენ ვილოცებთ, თუ მიცვალებულთან იდება თავთან.
2)ზიარების შემდეგ მეტანია იმიტომ არ შეიძლება, რომ მეტაანიისას არ მოხდეს უდიდესი სიწმიდის პირიდან გადმოვარდნა ან ბოდიშით და არ მოხდეს უნებლიედ წამოღებინება.
3)წირვის ბოლოს სეფისკვერის მიღებაც იმისთვისაცაა, რომ საბოლოოდ მოხდეს წმიდა ნაწილის გადატანა, ე.ი. რომ არ დარჩეს პირში.
4)და კიდევ ბოლო კითხვის პასუხი ასეთია, რომ წირვის დამთავრების შემდეგ, როდესაც ნაზიარევი ქრისტიანი ჯვარს ემთხვევა და მიიღებს სეფისკვერს მას უკვე შეუძლია მიიღოს საზრდო. ამისთვის დრო არსად არ წერია. მიღება შეიძლება ყველაფრის. უმჯობესია დილამდე თავი შევიკავოთ კენკროვანის, მზესუმზირის მიღებისა, კევის "დაღეჭვის", სიგარეტის მოწევის(ვინც სამწუხაროდ ეწევა), კბილების გამოხეხვის და იმ ქმედებებისაგან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევით დარჩენილი წმიდა ნაწილის გადმოვარდნა ან სიწმიდის შეურაწყოფა-სიგარეტის შემთხვევაში.


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 28 2006, 03:18 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
)ზიარების შემდეგ მეტანია იმიტომ არ შეიძლება, რომ მეტაანიისას არ მოხდეს უდიდესი სიწმიდის პირიდან გადმოვარდნა ან ბოდიშით და არ მოხდეს უნებლიედ წამოღებინება.

ზიარების შემდეგ ისედაც არ შეიძლება მეტანიის გაკეტება იმ დღის მანძილზე, მეტანიით ჩვენ გამოვხატავთ ადამიანის დაცემულ ბუნებას, ხოლო ზიარებით ადამიანის ბუნების აღდგინება და აღმართება ხდება, ამიტომ არ ეგების ნაზიარები ადამიანის მიერ მეტანიის გაკეტება


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mamia
პოსტი Oct 30 2006, 08:10 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 13-August 06
წევრი № 52



ციტატა(ალექსანდრე @ Oct 28 2006, 03:18 AM) *

ზიარების შემდეგ ისედაც არ შეიძლება მეტანიის გაკეტება იმ დღის მანძილზე, მეტანიით ჩვენ გამოვხატავთ ადამიანის დაცემულ ბუნებას, ხოლო ზიარებით ადამიანის ბუნების აღდგინება და აღმართება ხდება, ამიტომ არ ეგების ნაზიარები ადამიანის მიერ მეტანიის გაკეტება

უკვე საღამოს, ძილად მისვლის ლოცვებისას მე მგონი შეიძლება მეტანიის გაკეთება.


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 30 2006, 10:50 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(mamia @ Oct 30 2006, 04:10 PM) *

უკვე საღამოს, ძილად მისვლის ლოცვებისას მე მგონი შეიძლება მეტანიის გაკეთება.

საღამოს კი რადგან უკვე მომდევნო დღეა smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 31 2006, 05:27 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მადლობთ ამომწურავი პასუხებისთვის,მაგრამ სეფისკვერზე რომ ვიკითხე იმ სეფისკვერზე ვიკითხე ვინც რომ არ ეზიარა იმათ რომ ურიგებენ ჯვარს რომ ემთხვევი წირვის შემდეგ რადგანაც მინახია ნაზიარები ხალხი ვინც თავს იკავებს და სახში მიაქვს სეფისკვერი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 31 2006, 05:43 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



solomony
ციტატა
2.ზიარების შემდეგ თუ შეიძლება იმსეფისკვერის მიღება წირვის ბოლოს რომ არიგებენ?

წირვის ბოლოს მრევლს იგივე სეფისკვერს ურიგებენ, რასაც ზიარების დროს აძლევენ მისაყოლებლად. ასე რომ შეიძლება smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 11 2006, 01:44 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
liliana

ციტატა
ანუ საყოფაცხოვრება საკითხები რომლებსაც "რჯულისკანონი " პასუხობ ?

დიახ



კანონისტი, ახლა შენ მთლად ყველაფრის კანონებში ჩასმა არ მოინდომო, ხო იცი "შაბათია შექმნილი კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის" smile.gif

ციტატა
1)ხატი ყოველთვის ნაკურთხი უნდა იყოს...


იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, ასე მოხვდა ჩვენთან ( ჯვარზეც იგივე ისტორიაა), ამიტომაა რომ ბერძნებში საერთოდ არ ესმით რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? როცა კურთხევას და მადლს აქეთ იძლევიან?
მოკლედ ეს ვფიქრობდი დაგაინტერესებდათ...
იხარეთ

კაიროსი.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 11 2006, 08:38 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



KAIROS
ციტატა
იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, ასე მოხვდა ჩვენთან ( ჯვარზეც იგივე ისტორიაა), ამიტომაა რომ ბერძნებში საერთოდ არ ესმით რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? როცა კურთხევას და მადლს აქეთ იძლევიან?
მოკლედ ეს ვფიქრობდი დაგაინტერესებდათ...

მეც ასე მაქვს გაგებული smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 13 2006, 02:41 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
საინტერესო მოსაზრებაა. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი საგულისხმო მომენტიცაა გასახსენებელი.

მართლმადიდებლური ტრადიციით, როდესაც ხდება მართლმადიდებლისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა, იქმნება რაღაც, საეკლესიო თანამდებობაზე დადგინდება ვინმე, აღნიშნულს ყოველთვის ესაჭიროება კურთხევა. საეკლესიო სამართალში ხშირად არსებითი მნიშვნელობაც კი აქვს იმას, თუ როდის მოხდება კურთხევა, რამდენადაც მას სამართლებრივი ფუნქციაც აქვს - ადასტურებს მასზე საღვთო მადლის მოქმედების დაწყებას.

ასე მაგალითად, თუ საერო პირის მიერ თანამდებობის დასაკავებლად ზემდგომი პირი მხოლოდ ბრძანებას გამოსცემს, საეკლესიო თანამდებობის დასაკავებლად, იერარქი არამხოლოდ ბრძანებას გამოსცემს, არამედ აკურთხებს კიდევაც, ანუ ადასტურებს და ამით აღასრულებს ბრძანებას. პირი ეპისკოპოსად მას შემდეგ კი არ ითვლება, როცა სინოდი გამოსცემს შესაბამის განჩინებას, არამედ კურთხევის შემდეგ.

თქვენი მოსაზრების წაკითხვის შემდეგ ბუნებრივია ისმის კითხვა: საიდან, რა მომენტიდან ხდება ფიცარი (ან ტილო) ხატი? როცა ხატმწერი ბოლო ფუნჯს დაუსვამს? ანუ ეს მომენტი ბუნდოვანია. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც კანონისტისათვის, ეს არსებითია, რამდენადაც ფიცრის დამტვრევის შემთხვევაში მე უნდა დავადგინო, ეს იყო შეცოდება ღვთის წინააღმდეგ (თუ ეს ფიცარი უკვე ხატია, ანუ სიწმინდეა) თუ სახმართა წინააღმდეგ, ანუ მხოლოდ მოყვასის საკუთრების დაზიანება

ამ ლოგიკით, ტაძარს კურთხევა არ უნდა სჭირდებოდეს. მას შემდეგ რაც ის ტაძრის ფორმას მიიღებს (ალბათ) ის ჩაითვლება ტაძრად (?).

ამასთან, გაურკვეველია, როგორ დაადგენდნენ რუმინელები ხატის კურთხევით მის მართლმადიდებლობასთან შესაბამისობას.

ხატის კურთხევასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მახსენდება. ჩემს მეგობარს ჰყავს პატარა მწვანე თუთიყუში, რომელიც გრძნობს... სიწმიდეს (!!). იგი არ ეკარება ნაკურთხ ხატს, განსხვავებით უკურთხებლისაგან

რამდენადაც სრული ინფორმაცია არ მაქვს ამ საკითხზე, არაფრის მტკიცება არ შემიძლია. ისე კი, პირადად ჩემი აზრით, ხატს კურთხევა უნდა სჭირდებოდეს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 13 2006, 11:54 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Nov 13 2006, 03:41 PM) *

თქვენი მოსაზრების წაკითხვის შემდეგ ბუნებრივია ისმის კითხვა: საიდან, რა მომენტიდან ხდება ფიცარი (ან ტილო) ხატი? როცა ხატმწერი ბოლო ფუნჯს დაუსვამს? ანუ ეს მომენტი ბუნდოვანია. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც კანონისტისათვის, ეს არსებითია, რამდენადაც ფიცრის დამტვრევის შემთხვევაში მე უნდა დავადგინო, ეს იყო შეცოდება ღვთის წინააღმდეგ (თუ ეს ფიცარი უკვე ხატია, ანუ სიწმინდეა) თუ სახმართა წინააღმდეგ, ანუ მხოლოდ მოყვასის საკუთრების დაზიანება



ოდნავ იგრძნობა სქოლასტიზმი იურიდიზმთან შერწყმული.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 14 2006, 02:03 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა,

რაღაც უცნაურ რაღაცეებს იგონებთ მაშ რაც მე 20 საუკუნემდე ხატები იყო არ აკურთხებდნენ მათ,ამასთან თუ მარტო რუსული გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიებში ხდება ხატების კურთხევა საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების ეკლესიებში რომლებსაც რუსეთის ეკლესიასთან შეხება არ ქონია იქ არ ხდება ხატების კურთხევა და ბოლოს კათოლიკური და მართლმადიდებლური ხატები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი კანონიკური ხატწერის სტილით გამოცდილმა თვალმა არ შეიზლება ვერ შეამჩნიოს ხატი კათოლიკურია თუ მართლმადიდებლური და ის არგუმენტი თითქოსდა რუმინეთის ეკლესიაში კურთხევა იმიტომ ხდებოდა რომ კათოლიკური ხატები მართლმადიდებლურში არ არეოდათ მე 20 საუკუნეში.რა წინა საუკუნეებში კათოლიკები არ იყვნენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 14 2006, 03:04 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(solomony @ Nov 14 2006, 03:03 AM) *

რაღაც უცნაურ რაღაცეებს იგონებთ მაშ რაც მე 20 საუკუნემდე ხატები იყო არ აკურთხებდნენ მათ,ამასთან თუ მარტო რუსული გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიებში ხდება ხატების კურთხევა საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების ეკლესიებში რომლებსაც რუსეთის ეკლესიასთან შეხება არ ქონია იქ არ ხდება ხატების კურთხევა და ბოლოს კათოლიკური და მართლმადიდებლური ხატები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი კანონიკური ხატწერის სტილით გამოცდილმა თვალმა არ შეიზლება ვერ შეამჩნიოს ხატი კათოლიკურია თუ მართლმადიდებლური და ის არგუმენტი თითქოსდა რუმინეთის ეკლესიაში კურთხევა იმიტომ ხდებოდა რომ კათოლიკური ხატები მართლმადიდებლურში არ არეოდათ მე 20 საუკუნეში.რა წინა საუკუნეებში კათოლიკები არ იყვნენ



სოლომონ! არ იგონებს ეგ კაცი არაფერს, ისტორია ძალიან მძიმე რამეა ხანდახან smile.gif
რა ქნას ახლა კაირო(ს)მ(ა), ახალი ისტორიის წიგნი დაწეროს, თუ როგორ იქნება ეგ საქმე?

ქრისტიანობის კარგად გასარკვევად, ისტორიის ცოდნა ფუნდამენტური საკითხია, აი მაგი კაირო ნამდვილად იცნობს ისტორიას ძალიან კარგად...რა ვქნათ ახლა მოვკლათ კაცო ამისთვის? smile.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 14 2006, 03:08 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
სოლომონ! არ იგონებს ეგ კაცი არაფერს, ისტორია ძალიან მძიმე რამეა ხანდახან
რა ქნას ახლა კაირო(ს)მ(ა), ახალი ისტორიის წიგნი დაწეროს, თუ როგორ იქნება ეგ საქმე?

ქრისტიანობის კარგად გასარკვევად, ისტორიის ცოდნა ფუნდამენტური საკითხია, აი მაგი კაირო ნამდვილად იცნობს ისტორიას ძალიან კარგად...რა ვქნათ ახლა მოვკლათ კაცო ამისთვის?

მე ისტორიის ცოდნა არცოდნაზე არ ვსაუბრობ იმ კითხვებზე მიპასუხეთ რომელებიც ჩემს პოსტში ავღნიშნე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 14 2006, 07:17 PM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სოლომონ, ვერ გამოვიტანე შინაარსი შენი გამოხმაურებიდან, გასაგებად დამიწერე რა გაინტერესებს და აქ ვარ... და ნუ ფიცხობ ხოლმე smile.gif

ახლა კანონისტ:
ახლა მოდი განვასხვავოთ "კურთხევები"
1)
ციტატა
თანამდებობაზე დადგინდება ვინმე, აღნიშნულს ყოველთვის ესაჭიროება კურთხევა

2)
ციტატა
ამ ლოგიკით, ტაძარს კურთხევა არ უნდა სჭირდებოდეს. მას შემდეგ რაც ის ტაძრის ფორმას მიიღებს (ალბათ) ის ჩაითვლება ტაძრად

3) ხატის ან ჯვარის კურთხევა...

ისე არის სხვა ბევრი "კურთხევები" ,

1) ახლა დავიწყოთ პირველიდან: რაიმე საბუთის დამტკიცების ან პიროვნების დადგინების ეკლესიის მიერ იურიდიულ დადგინებას ან დამტკიცებას კურთხევა ეწოდება ( ასევე რაიმე დავალების გაცემას), მოდით მერე დავაკავშიროთ ეს "იურიდიული დამტკიცების მიმნიჭებელი კურთხევა " ჩვენს "ხატის კურთხევასთან"...

2) ახლა მეორე "ტაძრის კურთხევა" , აქაც შეგვიძლია დავინახოთ "იურიდიული დამტკიცების მიმნიჭებელი კურთხევა", მაგრამ აქ ესყველაფერი აქ შორს მიდის და უძველეს ქრისტიანულ წესებს ეყრდნობა, უპირველესი ქრისტიანული საკურთხევლები ხშირად მოწამეთა საფლავებზე იმართებოდა, და ადგილიც შესაბამისად წმიდა იყო, ცნობილია, ისიც რომ ჯერ კიდევ დევნილ ეკლესიაში, როცა წირვები ( პურის გატეხვა) სახლებში ტარდებოდა, მაშინაც კი ერთგვარი "კურთხევა" ხდებოდა ადგილისა, ანუ მხოლოდ გამორჩეული ქრისტიანის ოჯახს იყენებდნენ ამისათვის და შეძლების ფარგლებშიც ეს ოთახი განსაკუთრებული იყო, უძველეს კატაკომბებში ან პირდაპირ მარტვილის საფლავზე ( ანუ საძვალეზე) გამართავდნენ საკურთხეველს, ან კიდევ ეს მცირე საკურთხევლები კატაკომბების გადაკვეთის ადგილას იმართებოდა, აქაც ადგილისადმი ფაქიზი და ლამის საკრამენტული დამოკიდებულებაა, როგორც კი ქრისტიანობა სააშკარაოზე გამოვიდა, მაშინვე დაადგინა ეკლესიამ კურთხევათა მთელი სტადიები ( დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და მრავლდებოდა) ეკლესიის კურთხევისა და მოწყობისა... ასე რომ აქ უძველეს ტრადიციასთან გვაქვს საქმე, რომელიც უძველეს ლიტურგიკულ წიგნებშიცაა დადასტურებული.

3) აი ხატებთან კი მსგავსი არაფერი ხდება...ანუ უძველეს და თუნდაც ძველ იადგარებში და ტიპიკონებში, კურთხევების გვერდით ხატის კურთხევა არ არსებობს!

ახლა ლოგიკური კითხვა:"საიდან, რა მომენტიდან ხდება ფიცარი (ან ტილო) ხატი? როცა ხატმწერი ბოლო ფუნჯს დაუსვამს? " სანამ კომენტარს გავაკეთებდე, კანუდოსელის შენიშვნას მეც გაგიმეორებ, 1ოდნავ იგრძნობა სქოლასტიზმი იურიდიზმთან შერწყმული... ააახლაკი მა კითხვაზე ძალიან უბრალო პასუხს მოგცემ, აქ ეკლესიაა მთავარი, დაწერილ ხატს მიასვენებენ ეკლესიაში ( ისე "უკურთხეველ" ხატზე (უჰ, რა აბსურდულად ჟღერს "უკურთხეველი ხატი"...) შეიძლება "მიაბრძანეს" დაწერა? smile.gif ) სადაც მღვდელმსახური შეასვენებს ხოლმე საკურთხეველში ან პირდაპირ ემთხვევა მას, და ამით მრევლისათვის გასაგებია, რომ ხატი სწორადაა შესრულებული და მის თაყვანისცემაზე კურთხევა აქვთ მიცემული , მოკლედ ხატის ხატობის შესახებ ბოლო სიტყვას ეკლესია ამბობს და განარჩევს( და არა თუთიყუში, ეს რამ დაგაწერინა კაცო biggrin.gif )...

არაა, ახლა ეს დიდი საკამათო თემა, მე როცა ვარ საქართველოში, უაზრო კამათები, რომ არ გამოვიწვიო ხატებს ვაკურთხებინებ, როცა ბერძნებთან მაქვს საქმე, ვაძლევ მათ, ისინი ასვენებენ ცოტა ხნით ტრაპეზზე და სულაც არ ვთხოვ " განსაკუთრებულად აკურთხე"-მეთქი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2018 - 07:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი