IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად
მნათე
პოსტი Jul 27 2008, 02:31 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

მაგი უფალს შეეკითხე.


კარგი ახლა აბო, თუ ეს სწავლება მწვალებლურია შენ რატომ არ უნდა შეგეკითხო, ქრისტეს ეკლესიის ნაწილს?

ციტატა
ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია


მისი აზრი ამასთან დაკავშირებით? ეს "მრევლი" არ ახსენო ახლა... რომელი შვეიცარიის კონფედერაცია ჩვენ ვართ, გამოკითხულთა უმრავლესობით ვარჩიოთ ქრისტეს გზები... ხოდა მე შენ გეკითხები, საიდან იცი ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის აზრი თქო biggrin.gif

კანონს მომიყვან? ინტერპრეტაცია ათასგვარი აქვს... ინტერპრეტაციას მომიყვან? ინტერპრეტაციო, რაო რამდენგვარიაო? biggrin.gif და ა.შ და ა.შ ვიდრე მსოფლიო კრებამდე...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 27 2008, 06:51 PM
პოსტი #22


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
სინოდი უცდომელია? უცდომელი ერთი ვიცი მე...

ეკლესიის წმ. სინოდი რომ ამხილო, ლამის თავად უნდა იყო უცდომელი. ისე, ეს რადიკალური პოზიცია რა უბედურებაა? ესე იგი ან უფლება აქვს ნებისმიერ გამვლელს "ამხილოს" სინოდი, ან თუ ვინმე ამას შეეწინააღმდეგა, ე.ი. სინოდის უცდომელობის მომხრეა?

საშუალო მდგომარეობა გენც... kiss1.gif სინოდი რომ ამხილო, მინიმუმ თეოლოგიური განათლება მაინც ხომ უნდა გქონდეს არა ეს დალოცვილი?!...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 27 2008, 07:08 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეკლესიის წმ. სინოდი რომ ამხილო, ლამის თავად უნდა იყო უცდომელი. ისე, ეს რადიკალური პოზიცია რა უბედურებაა? ესე იგი ან უფლება აქვს ნებისმიერ გამვლელს "ამხილოს" სინოდი, ან თუ ვინმე ამას შეეწინააღმდეგა, ე.ი. სინოდის უცდომელობის მომხრეა?


როგორ არ მიყვარს ეს ფარფატა ტერმინოლოგია... ჯერ იყო დაგმობაო, ეხლა მხილებაო... კრიტიკა იცით რა არის?

ადამიანნო, მე ვეხები იმ მარტივ ასპექტებს, როდესაც რაიმეგვარი საღვთისმეტყველო ან კანონიკური თემატიკა შემოთავაზებულია არაქრისტიანული და არაქრისტესმიერი გამოცდილებით, ანუ სინოდალურ გადაწყვეტილებას არ ახლავს თან ახსნა, რომლითაც მე, მისმა მორჩილმა კანონიკურმა სუბიექტმა უნდა განვახორციელო პატივმიგების ნათელი და არა ბრმა აქტი კონკრეტული წმიდანისადმი.

ეკლესიის ნებისმიერი წევრისთვის აუცილებელია გააზრებული ცოდნა იმისა, თუ რა მოტივირებით იქნა მიღებული მისივე სინოდის გადაწყვეტილება, შესაბამისად ეკლესია მოვალეა დააკმაყოფილოს სულიერი შვილი არსებული სწორი ინფორმაციით, ან აღიაროს, რომ კონკრეტულ მომენტში გადაწყვეტილება იმყოფებოდა ამა თუ იმ გავლენის ქვეშ, რისი პრეცედენტიც გვაქვს.

წმიდა გრიგოლი აბსოლუტური ეკუმენისტია, ის ემხრობა შტოთა თერიას და ერეტიკოსებში მადლის არსებობის ღია თემატიკის ერთ-დადებით მხარეს იკავებს, რაც ნათელ ჰყოფს იმას, რომ ეკლესია იზიარებს მის პოზიციას, რამდენადაც დაადგინა რომ იგი არის მართლმადიდებელი და რომ არავითარი ჰეტეროობა მასში არ მჟღავნდება, არის თუ არა აქ ლოგიკა? თუ არა, მაშინ წმიდა გრიგოლი ატარებს ერეტიკულ აზროვნებას და იგი არათუ წმიდანებში, არამედ ეკლესიის მოსახსენებელშიც არ უნდა ეწეროს....

დაბოლოს, თქვენი განცხადებების ფონზე გაუგებარი ხდება მართლმადიდებელთათვის სიმბოლურ წიგნში ჩაწერილი ასპექტი, რომელიც გახლავთ აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლის სახელით ცნობილი და რომელიც ამბობს:

“ჩვენში არც პატრიარქებსა და არც (საეკლესიო) კრებებს არასდროს შეეძლოთ შემოეტანათ რაიმე სიახლე, იმიტომ, რომ კეთილმსახურების დამცველ-შემნახავი ჩვენში არის თვით სხეული ეკლესიისა, ანუ თვით მორწმუნე ერი, რომელსაც ყოველთვის სურს თავისი სარწმუნოების უცვალებლად და წმიდა მამათა რწმენასთან თანახმიერად დაცვა” (ეპისტოლე, § 17)

ეს ნიშნავს რომ თქვენი მონა მორჩილი მოვალეა გამოხატოს საკუთარი აზრი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით და ამავდროულად დაიმარხოს გულის სიწმიდე, რათა მიღებული პასუხი გახდეს არატენდენციურად აღქმული...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 27 2008, 07:56 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მნათე
ციტატა
კარგი ახლა აბო, თუ ეს სწავლება მწვალებლურია შენ რატომ არ უნდა შეგეკითხო, ქრისტეს ეკლესიის ნაწილს?

მე მხოლოდ ჩემი აზრი შემიძლია გამოვთქვა, სხვას ვერ ვიტყვი. მითუმეტეს წმ. გრ. ფერაძის მოღვაწეობას კარგად არ ვიცნობ. მხოლოდ წმინდანთა ცხოვრებაში მაქვს წაკითხული მისი ცხოვრება.


ციტატა
ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია

ლევან არც დაბნეული ახალგაზრდა ხარ და არც უკითხავი. ასე რომ შენც კარგად იცი ვინაა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია და ისიც თუ როგორია ამ ეკლესიის მსოფლმხედველობა. ჰე ნუ მითრევ დებატებში დავიღალე ,ახლა "ოდნოკლასნიკი" მირჩევნია.
სიყვარულით აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 27 2008, 07:57 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ლევან არც დაბნეული ახალგაზრდა ხარ და არც უკითხავი. ასე რომ შენც კარგად იცი ვინაა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია და ისიც თუ როგორია ამ ეკლესიის მსოფლმხედველობა.


ბევრი ასე არ ფიქრობს tongue.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Jul 27 2008, 10:22 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



წმინდანებს ზოგჯერ ეშლებოდათო, აქ გაჟღერდა.
სწორია. მაგრამ იმ მომენტში ისინი არ იყვნენ წმინდანები ანუ სულით აღვსილები.
რადგან სულიწმინდას არ ეშლება და ვისზეც სული განისვენებს ისიც არ სცდება.
თუ ვინმე სინათლით არის მოცული ის ყველაფერს ნატლად ჭვრეტს და არ შეიძლება შეეშალოს.
ხოლო კაცს განეშორება და მიეახლება სულიწმინდა,ისე როგორც ბასილი დიდი ამბობს :სავსე და დამცხრალი მთვარესავითო.
ამიტომ აბომ სწორედ ბრძანა, ეკლესიას სული არ აკლდება, ამიტომ ეკლესიის დადგენილი, ჭეშმარიტია.
smile.gif


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 27 2008, 11:09 PM
პოსტი #27


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
თუ რა მოტივირებით იქნა მიღებული მისივე სინოდის გადაწყვეტილება

ამისთვის აქ კი არ უნდა პოსტო, ჯერ უნდა ნახო სინოდის შესაბამისი განჩინება მისი კანონიზაციის შესახებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 27 2008, 11:13 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ამისთვის აქ კი არ უნდა პოსტო, ჯერ უნდა ნახო სინოდის შესაბამისი განჩინება მისი კანონიზაციის შესახებ


მოდი ნუ დემაგოგობ, შენ რა იცი მე რა ვნახე და რა არა, გეუბნები, ქონდა თუ არა გრიგოლ ფერაძეს ერეტიკული შეხედულებები? მე გეუბნები - შენი გაგებით ქონდა და თან ძალიან მწარე! biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 27 2008, 11:20 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(მნათე @ Jul 27 2008, 11:13 PM) *

მოდი ნუ დემაგოგობ, შენ რა იცი მე რა ვნახე და რა არა, გეუბნები, ქონდა თუ არა გრიგოლ ფერაძეს ერეტიკული შეხედულებები? მე გეუბნები - შენი გაგებით ქონდა და თან ძალიან მწარე! biggrin.gif


შენ რა გინდა თქვა რომ კაცი თუ ეკლესიეის ერთიანობას ქადაგებს ერეტიკოსია?!

ხომ შეიძლება რომ როგორც მოხდა მათი დაშორება ისე მოხდეს მათი დაახლოებაც იმ პირველ საწყისებზე

რომელზეც ერთიანი ეკლესია თავიდანვე იდგა?! რათქმაუნდა შეიძლება, უარყონ ბატონო კათოლიკებმა ფილიკვე

და ყველაფერი დალაგდება biggrin.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 28 2008, 12:03 AM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შენ რა გინდა თქვა რომ კაცი თუ ეკლესიეის ერთიანობას ქადაგებს ერეტიკოსია?!

ხომ შეიძლება რომ როგორც მოხდა მათი დაშორება ისე მოხდეს მათი დაახლოებაც იმ პირველ საწყისებზე

რომელზეც ერთიანი ეკლესია თავიდანვე იდგა?! რათქმაუნდა შეიძლება, უარყონ ბატონო კათოლიკებმა ფილიკვე

და ყველაფერი დალაგდება


აკიდო, მეორე დემაგოგი biggrin.gif

დავიღალე ტრაქტატების წერით, უკეთესი საქმე მაქვს...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 28 2008, 12:48 AM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(მნათე @ Jul 28 2008, 12:03 AM) *

აკიდო, მეორე დემაგოგი biggrin.gif

დავიღალე ტრაქტატების წერით, უკეთესი საქმე მაქვს...


რა ტრაქტატები აბლაბუდას მეტი არაფერი არ გიწერია. დაწერე თუ რა ერეტიკული შეხედულებები ჰქონდა

იმ კაცს შენი აზრით და მერე მიხედე უკეთესს საქმეს.

დამოგვიჩდა აქ საქმოსანი biggrin.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 28 2008, 02:05 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.).
17 ივნისი, 1927 წ.


აბატონო თქვენ უაბლაბუდო ტექსტი და ჩეიხედეთ:

1. იკვეთება თუ არა პირველივე წინადადებაში სარწმუნოებათა დაყოფის ტენდენცია, რომელშიც უპირატესობა არ ენიჭება მართლმადიდებლობას?

2. ტექსტის მიხედვით წარმოადგენს თუ არა რომაული (მაშასადამე კათოლიკური) და ევანგელიკური (ევანგელური) ეკლესია უფლის ტაძარს? რა ჰქვია ამას თქვენს ენაზე?

3. ყოფილა თუ არა წმიდანი ეკუმენიზმის მხარდამჭერი, როცა ამოცანად დაგვისახა გაერთიანებისკენ სწრაფვა? მერედა როგორ პირობებში?

4. განარჩევს თუ არა წმიდა გრიგოლი მართლმადიდებელ და 'ერეტიკულ' მრევლს?

დანარჩენს ხელში რომ მოვიგდებ ელექტრონულ ვერსიას შემდეგ მოგართმევთ... მანამდე მისი ეკლესიოლოგიის თქვენეული, მაშასადამე რა იყო და, ესეიგი ინტერპრეტაცია თუ შეიძლებოდეს....სხვათაშორის მე წმიდა გრიგოლის გამორჩეული თაყვანისმცემელი ვარ...

პასუხი მომწერეთ და მერე მე ვიცი რით დავკავდები biggrin.gif

პ.ს აი ესღა აკლდა ამ თემას...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 28 2008, 02:26 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(მნათე @ Jul 28 2008, 02:05 AM) *

აბატონო თქვენ უაბლაბუდო ტექსტი და ჩეიხედეთ:

1. იკვეთება თუ არა პირველივე წინადადებაში სარწმუნოებათა დაყოფის ტენდენცია, რომელშიც უპირატესობა არ ენიჭება მართლმადიდებლობას?

2. ტექსტის მიხედვით წარმოადგენს თუ არა რომაული (მაშასადამე კათოლიკური) და ევანგელიკური (ევანგელური) ეკლესია უფლის ტაძარს? რა ჰქვია ამას თქვენს ენაზე?

3. ყოფილა თუ არა წმიდანი ეკუმენიზმის მხარდამჭერი, როცა ამოცანად დაგვისახა გაერთიანებისკენ სწრაფვა? მერედა როგორ პირობებში?

4. განარჩევს თუ არა წმიდა გრიგოლი მართლმადიდებელ და 'ერეტიკულ' მრევლს?

დანარჩენს ხელში რომ მოვიგდებ ელექტრონულ ვერსიას შემდეგ მოგართმევთ... მანამდე მისი ეკლესიოლოგიის თქვენეული, მაშასადამე რა იყო და, ესეიგი თქვენეული ინტერპრეტაცია თუ შეიძლებოდეს....სხვათაშორის მე წმიდა გრიგოლის გამორჩეული თაყვანისმცემელი ვარ...

პასუხი მომწერეთ და მერე მე ვიცი რით დავკავდები biggrin.gif

პ.ს აი ესღა აკლდა ამ თემას...



1) პირველ წინადადებაში საუბარია გაერთიანების აუცილებლობაზე მაგრამ არაფერია ნათქვანი თუ რა პირობებზე მოხდება იგი. რა შუაშია აქ მართლმადიდებლობის უპირატესობა. მართლმადიდებლობა უპირატესი კი არა ქრისტიანული მსოფლმხედველობის მხედვით უმდაბლესადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ტყუილად კი არ უწოდებდა დავით აღმაშენებელი მის ერთ-ერთ სიგელში თავის თავს ’გლახას’ როგორც ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფ ადამიანს.
ქრისტიანული მრწამსის მიხედით ის ვინც დამდაბლდება უფლის წინაშე ამაღლდება ხოლო ის ვინც ამაღლდება ღვთის წინაშე დანდაბლდება.

2) მე რამდენადაც ვიცი დღევანდელი ჩვენი ეკლესია ოფიციალურად ურთიერთობს სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და არამარტო.

3) ეკუმენიზმი (უფრო სწორედ დღევანდელი ეკუმენური მოძრაობა) თავისი არსით არა ჭეშმარიტების ირგვლივ იწყებს გაერთიანებას არამედ გაერთიანებისთვის, (ყველაფრის ფასად, რასაც შემდეგ სხვა კონფესიებთან ერთობასაც მოაყოლებენ. ამას ბევრი არც მალავს) რაც არამგონია ფერაძიათვის მისაღები ყოფილიყო.

4) მაგ პასაჟის მიხედვით ის მიიჩნევს, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უფლის სიყვარულში ერთიანია! რა არის ამაში გასაკვირი, ის რომ ქრისტე კათოლიკესაც და მართლმადიდებელსაც ერთნაირად უყვარს?! ამაში ორივე თანხმდება. პრობლემა იქ სულ სხვა რამეშია, თუნდაც ორივე მრევლის დიდი ნაწილისთვის გაუგებარ საკითხებში. სწორედ მ საკითხებს ესაჭიროება გადაჭრა და მერე ერთიანობაც იქნება.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 28 2008, 02:35 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ ახლა პაწა საქმე მაქვს, ამ თემაში გრიგოლ ფერაძის ნაშრომებით დავბრუნდები სულ მალე, თორე იქმნება შთაბეჭდილება რომ არაფერია სადავო და მეც რიგითი უსაქმური ვარ.

ციტატა
4) მაგ პასაჟის მიხედვით ის მიიჩნევს, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უფლის სიყვარულში ერთიანია! რა არის ამაში გასაკვირი, ის რომ ქრისტე კათოლიკესაც და მართლმადიდებელსაც ერთნაირად უყვარს?! ამაში ორივე თანხმდება.


პრასწიწე, აბისნიწე:

ციტატა
გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს


უჰუ... ხედამთ ტენდენციას? კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები უკვე აპრიორი უფლის ტაძარიაო, მაგრამ ევანგელიკური-ც შეუერთდება რადგან ისიც წარმოადგენსო... აბაო biggrin.gif yes.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 28 2008, 12:36 PM
პოსტი #35


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
მომისმინე....

დემაგოგია ეწოდება მართებული აზრებით მსჯელობას სხვა საკითხზე საუბრისას საიმისოდ, რომ თანამოსაუბრის თვალში გამოვჩნდეთ, რომ ჩვენი აზრია სწორი.

ახლა ვნახოთ ვინ ეწევა დემაგოგიას:

დასვი კითხვა:
ციტატა
რა მოტივირებით იქნა მიღებული მისივე სინოდის გადაწყვეტილება

1. თუ კითხვა რიტორიკული იყო (ანუ კარგად იცი მოტივაცია), მაშინ უნდა დაგედო ის
2. თუ არ იცი, მაშინ კითხვა ყოფილა რეალური.

იმის გათვალისწინებით, რომ წმ. მღვდელმოწამე გრიგოლის კანონიზაციის აქტი არ მინახავს, შემოგთავაზე ასეთი რამ:
ციტატა
ამისთვის აქ კი არ უნდა პოსტო, ჯერ უნდა ნახო სინოდის შესაბამისი განჩინება მისი კანონიზაციის შესახებ

სადაც იხილავდი წმ. სინოდის მოტივაციას.

რაზეც, ჰოი საოცრებავ, წერ ასეთ რამეს:
ციტატა
ქონდა თუ არა გრიგოლ ფერაძეს ერეტიკული შეხედულებები?

blink.gif

აი, ეს არის დემაგოგიის მაგალითი ლევან. რა შუაშია ერეტიკული შეხედულებები. იქნე სინოდმა ბრძანა, "მიუხედავად ცალკეულ შემთხვევებში მისი ერეტიკული შეხედულებებისა", იგი მაინც კანონიზებულ იქნესო?

ასე რომ, მორჩი დემაგოგიას და იმსჯელე ნორმალურად 2kiss.gif


ვნახე:



წმინდა მღვდელმოწამეთა, ურჯულოთაგან მომწყდართა, მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) სამღვდელო დასთან ერთად და არქიმანდრიტისა გრიგოლისა (ფერაძე) კანონიზაციის თაობაზე წმ. სინოდის 1995 წლის 19 სექტემბრის ოქმიდან:
სამწუხაროდ ქართველმა ერმა ვერ გაიგო და ვერ გააცნობიერა მათი მოწამებრივი აღსასრულის მნიშვნელობა: ერთი, რომ ეს მხარე მისთვის დიდხანს, წლების მანძილზე დაფარული იყო და საიდუმლოებით მოცული, მეორეც ამ გზის მნიშვნელობის გათვითცნობიერებას დრო და მანძილი სჭირდებოდა... და ეს მაშინ, როდესაც სწორედ ამ მოწამეობრივი გზის მნიშვნელობის გაცნობიერებაა ერის სულიერი და ზნეობრივი გადარჩენის ერთადერთი ორიენტირი

როგორც ვხედავთ, მთელი ხაზგასმა არის მათ მოწამეობრივ აღსასრულზე და ამასთან, მათი, როგორც ურჯულო რეჟიმების მსხვერპლთა სახელის უკვდავყოფაზე

rolleyes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Jul 28 2008, 01:30 PM
პოსტი #36


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



კანონისტი
რატომ მეგონა რომ დაფასებულ იყო არა მხოლოდ აღსასრულის გამო არამედ მისი მოღვაწეობის გამოც? ნუთუ ვცდებოდი? არა არ ვცდებოდი!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Jul 28 2008, 03:25 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(abo @ Jul 27 2008, 01:54 AM) *

გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა , წმ. სინოდის საქმეა და ჩვენ არა მგონი ვინმე გვეკითხებოდეს მისი გადაწყვეტილების გარჩევას.

რატომ, რა დავაშავეთ ასეთი rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Jul 28 2008, 03:42 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(მნათე @ Jul 27 2008, 07:08 PM) *


“ჩვენში არც პატრიარქებსა და არც (საეკლესიო) კრებებს არასდროს შეეძლოთ შემოეტანათ რაიმე სიახლე, იმიტომ, რომ კეთილმსახურების დამცველ-შემნახავი ჩვენში არის თვით სხეული ეკლესიისა, ანუ თვით მორწმუნე ერი, რომელსაც ყოველთვის სურს თავისი სარწმუნოების უცვალებლად და წმიდა მამათა რწმენასთან თანახმიერად დაცვა” (ეპისტოლე, § 17)



rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 28 2008, 03:42 PM
პოსტი #39


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Misha Songulashvili
ციტატა
რატომ მეგონა რომ დაფასებულ იყო არა მხოლოდ აღსასრულის გამო არამედ მისი მოღვაწეობის გამოც? ნუთუ ვცდებოდი?

მგონი რომ კი. მისი საკანონიზაციო სახელდებაც (მღვდელმოწამე) ისე იქნა შერჩეული, რომ ძირითადი აქცენტი სწორედ აქეთკენაა

ცხადია, ეს არ უარყოფს მის ღვაწლს, მაგრამ აქედან რამდენი იქცა კანონიზაციისთვის აუცილებლად და რამდენი არა, სინოდს ამაზე არ უმსჯელია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Jul 28 2008, 08:14 PM
პოსტი #40


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



კანონისტი
ციტატა
მგონი რომ კი. მისი საკანონიზაციო სახელდებაც (მღვდელმოწამე) ისე იქნა შერჩეული, რომ ძირითადი აქცენტი სწორედ აქეთკენაა

ცხადია, ეს არ უარყოფს მის ღვაწლს, მაგრამ აქედან რამდენი იქცა კანონიზაციისთვის აუცილებლად და რამდენი არა, სინოდს ამაზე არ უმსჯელია

გეიხარე, ამომწურავი პასუხია.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd September 2018 - 09:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი