IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად
daviti_23
პოსტი Jul 28 2008, 11:00 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



მნათე

ხო იცი მაშინდელი არქივები არეული იყო რაღა დაგემართა.წმ.გრიგორ ფერაძეს პარიზში როცა ის ქართველ მრევლს შეხვდა თქვა შემდეგი:"ჩვენ ვართ მართმადიდებელნი.მართმადიდებელი რუსეთის ბატონობამ ჩვენში და ეკლესიის პოლიტიკურ იარაღად ხმარებამ,თვით ჩვენმა გადაგვარებამ და რელიგიურმა მოუვლელობამ,თიტქმის ერტ საუკუნეზე მეტია ,ჩვენში შეგნება და სიყვარული მარტმადიდებლობისადმი დაასუსტა.ჩემი პირველი მოვალეობა არის და იქნება,გითხრათ:-მართმადიდებლობა იყო და არის უდიდესი განძი,რომელიც ჩვენ ერს ოდესმე ქონია,ამ განძისათვის მსხვერპლად იწირებოდნენ ჩვენი წინაპრები,არჩევდნენ ყოველგვარ შეურაცყოფას და თვით სიკვდილს-ფუფუნებას და თუ გნებავთ-პოლიტიკურ სარგებლობასაც.მართმადიდებლობა არის თვით ღირებულება,და-მხოლოდ მხოლოდ ამისათვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც!!!"(მარიამობისთვე,პარიზი.1931წ.)აბა ახლა ხედავ ამ სიტყვებში მოწამის სულს.ხოდა მაშინ ეკუმენიზმი არ იყო როგორც ეს ესეტი რაღაც და ეს განცხადება შეიძლება გატვილი ქონდა ისეთ მასაზე იმ დროს რომ მათ ასე ჭირდებოდათ.ერეტიკული კიდე ნუ გამოსაძიებელია რაღა ვქნა არ ვიცი ჯერ ნუ გავიცინებთ.ისე კარგი იქნებოდა ეგეთი ჯიგრული მხილებით დღევანდელი ცოხლები გვემხილებინა განა მარტო რომ ქადაგებენ ერეს არამედ ხელსაც რომ აწერენ კაი გვარიანად.იხარე შემო გვერძე თემაში და ვამხილოთ დღევანდელი ვარამი.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია კანონისტი: Jul 29 2008, 06:38 PM


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 29 2008, 12:16 AM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(მნათე @ Jul 28 2008, 02:35 AM) *


პრასწიწე, აბისნიწე:

გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს

უჰუ... ხედამთ ტენდენციას? კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები უკვე აპრიორი უფლის ტაძარიაო, მაგრამ ევანგელიკური-ც შეუერთდება რადგან ისიც წარმოადგენსო... აბაო biggrin.gif yes.gif


როგორ ფიქრობ, რა არის უფლის ტაძარი? ის არის ეკლესია რომლის მეშვეობითაც ხდება უფალთან ზიარება ხომ

არის ასე?! მე მგონი ამაში ვთანხმდებით, ორივე. ამდენად, თუ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ააქვს და ჰქონდა

ურთიერთობა ბაფტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიასთან, განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მას სცნობს როგორც ეკლესიას

ანუ უფლის ტაძარს?! ეს რიტორიკული შეკითხვაა; ასე რომ პასუხს მე გავცემ - რა თქმა უნდა სცნობს!!!!! იგივე

დააფიქსირა წმ. გრიგოლ ფერაძემ მის სიტყვებში. იქ ერეტიკული, ჩემი აზრით არაფერია. ასევე ფიქრობს ალბათ ჩვენი

ეკლესიაც. მის ცალკეულ წევრებს შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ ეს იდნივიდის პირადი აზრია და

არა ეკლესიის ოფიციალური პოზიცია. ეს არის და ეს.



--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jul 29 2008, 01:21 AM
პოსტი #43


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



sandro40
ციტატა
რატომ არ გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ სინოდის გადაწყვეტილება?
რა თქმა უნდა თუკი ეს კრიტიკა მართლმადიდებლური სწავლებიდან მოდის,
მე უფლება მაქვს გავაკრიტიკო პატრიარქიც თუკი ის რაიმე მართლმადიდებლურ წესს დაარღვევს,
იმიტომ რომ მე პირველ რიგში ვემორჩილები მართლმადიდებლურ სწავლებას და არა კონკრეტულ ადამიანებს
და კიდევ იმიტომ რომ მე არ ვარ კერპთაყვანისმცემელი, ვარ ყველაზე თავისუფალი ადამიანი, მართლმადიდებელი, მაქვს გონება, თავისუფალი ნება და ერთი მიზანი ცხოვრებაში რომ გადავრჩე



ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ შეიძლება გავიგოთ რამდენად კომპეტენტური ხართ თეოლოგიაში? არ გიცნობთ, მაგრამ ხომ მაქვს უფლება გავიგო რას წარმოადგენს ადამიანი (მხოლოდ პროფესიული კუთხით), რომელიც ამბობს, რომ შეუძლია შეაფასოს სინოდის გადაწყვეტილება...

მე ამისათვის განათლება არ მყოფნის და იქნებ გვითხრათ თქვენ რატომ უნდა დაგიჯროთ?


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 29 2008, 01:24 AM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა.
17 ივნისი, 1927 წ.

მიუხედავდ იმისა რომ წმ.გრიგორის შრომებს არ ვიცნობ მინდა ეს შეკითხვა დავსვა ეს ნაწერი დადასტურებულია რომ წმ.გრ.ფერაძეს ეკუთვნის? და თუ ეკუთვნის იქნებ ის წითელი სიტყვა ჩაამატა? ურომლისოდაც ტექსტი საერთოდ აღარ არის ეკუმენისტური. ან რატომ იხვევთ ხელზე 27 წელს გამოხატულ აზრს როცა ეკუმენური აზროვნება არც იყო ჩამოყალიბებული?და რა იგულისხმა მოწამემ მაგ დროს? რა ის რომ ქრისტიანებს ერთობისკენ მოუწოდოს ეს ეკუმენიზმია? ამ ერთობაში თუ ყველას დედა სამოციქულო ეკლესიაში გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა? ამ ნაწერის სიტყვა-სიტყვით გარჩევაც შეიძლება და ვნახოთ.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 29 2008, 01:26 AM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ურთიერთობა ბაფტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიასთან, განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მას სცნობს როგორც ეკლესიასანუ უფლის ტაძარს?! ეს რიტორიკული შეკითხვაა; ასე რომ პასუხს მე გავცემ - რა თქმა უნდა სცნობს!!!!!


ძეახ, მაგრამ აბა უთხარი ეხლა ეგ შენ დავით 23-ს biggrin.gif

ციტატა
იქ ერეტიკული, ჩემი აზრით არაფერია.


და თქვენ ფიქრობთ რომ მე აქ მისი ერეტიკოსობის დასამტკიცებლად ვარ? ნურას უკაცრავად, უფრო იმის შესანიშნად რომ მის სიტყვებში ერეტიკული არაფერია... biggrin.gif

ციტატა
და თუ ეკუთვნის იქნებ ის წითელი სიტყვა ჩაამატა? ურომლისოდაც ტექსტი საერთოდ აღარ არის ეკუმენისტური.


რას ბრძანებ აბო, აზრი იგივე რჩება..


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jul 29 2008, 01:51 AM
პოსტი #46


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
რას ბრძანებ აბო, აზრი იგივე რჩება..


სულაც არა, მაგ სიტყვბს თუ ცოტა სხვანაირად წაიკითხავ, სულაც არაა ეკუმენისტური. თანაც მაშინ ეკუმენიზმი ჯერ არ იყო ამ ფორმით ჩამოყალიბებული და ამ "უბრალო" მიზეზითაც ვერ იქნება ეკუმენისტი...

და კიდევ კომუნისტების დროს ისეთი რამეები ხდებოდა საეკლესიო პირებთან დაკავშირებით, საერთოდ საეჭვოა რომელი ნაწერია წმინდა გრიგოლის და რომელი ვიღაც სხვისი... ასე რომ სულ ბოო ინსტანციის ჭეშმარიტება რმ ეწეროს, მაინც დავიტოვებ უფლებას ეჭვი შევიტანო მისი ავტორის ვიანობაში...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 29 2008, 02:03 AM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მნათე
აქ აე წერია
ციტატა
არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს....

ლევან ნახე მე რას ვგულისხმობ ევანგელისტურიც შეუერთდება (რას?) უფლის ტაძარს
თუ ასევე იქნება ეს სიტყვა მაგ ადგილზე ამტკიცებს რომ ევანგელისტურიც უფლის ტაძარიაო...
აქ მე მგონი მოწამე გულისხმობდა მათ შემოერთებას დედა ეკლესიაში რომელშიდაც მართლმადიდებლებია , აბა დედა ეკლესია კათოლიკურია პროტესტანტული თუ ანგლიკანური?
მიმიხვდი აზრს?ასევე რატომ არის ზედმეტი?
აბო.


ციტატა
ძეახ, მაგრამ აბა უთხარი ეხლა ეგ შენ დავით 23-ს

დაუტოვოთ უფლება დავით 23 რომ ცდებოდეს, და საერთოდ დავითის შEცდომა მირჩევნია მოწამის ეკუმენისტობას.
აბო.
და ლევან რუსულად ხომ კითხულობ ცოტ-ცოტას ზოგი რამ რომ დაგიკოპირო? იმედი მაქვს რომ ბევრსაც.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jul 29 2008, 11:10 PM
პოსტი #48


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



საკმაოდ ვრცელი სტატია ვნახე გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, აი ეს ლინკიც: http://www.orthodoxy.ge/skhva/peradze.htm

აქ კი რამდენიმე საგულისხმო აბზაცს გადმოვიტან მხოლოდ:

1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სვეტიცხოველში, წმიდა მღვდელმოწამე თევდორესთან ერთად წმიდანებად შეირაცხნენ ახალი დროის ღვაწლმოსილი საეკლესიო მოძღვარნი: გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე), ალექსი ბერი (შუშანია), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), მღვდელმოწამენი - მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასითურთ და არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე).

წმიდანთა კანონიზირების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ უწყებაში ნათქვამია: „...ამ ღირსი მამების ღვაწლის, ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალის მოხსენიება გვმართებს არა იმდენად მათთვის სათანადო პატივის მისაგებად (რასაც მათი ქრისტიანული თავმდაბლობა სრულად გამორიცხავდა), არამედ უფრო ჩვენი მშფოთვარე და გზააბნეული ახალგაზრდობის ასაღორძინებლად და აღსაზრდელად.

სამწუხაროდ ქართველმა ერმა ვერ გაიგო და ვერ გააცნობიერა მათი მოწამებრივი აღსასრულის მნიშვნელობა: ერთი, რომ ეს მხარე მისთვის დიდხანს, წლების მანძილზე დაფარული იყო და საიდუმლოებით მოცული, მეორეც ამ გზის მნიშვნელობის გათვითცნობიერებას დრო და მანძილი სჭირდებოდა... და ეს მაშინ, როდესაც სწორედ ამ მოწამეობრივი გზის მნიშვნელობის გაცნობიერებაა ერის სულიერი და ზნეობრივი გადარჩენის ერთადერთი ორიენტირი“.

დღეს, როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილს ეკლესიის სულიერი და ინტელექტუალური ძალების მიმართ უნდობლობა დაუფლებია, ხოლო მეორე მხრივ, რელიგიური ფანატიზმი ღვივდება და ყალბი, რიგორისტული პათეტიკით მრევლს კარდახშულობისა და სიბნელისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება სწორედ იმ ღვთივმოვლენილ ადამიანთა მოღვაწეობისა და გამოცდილების გაცნობა და გააზრება, რომელნიც თითქმის ჩვენი თანამედროვენი იყვნენ და ისეთივე სეკულარიზებულ სამყაროში უხდებოდათ საღვთო უღლის ზიდვა, როგორშიაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.

მამა გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში, დედამისი მარიამ სამადალაშვილი აგრეთვე მოძღვრის ქალიშვილი გახლდათ, მისი მამა თბილისის პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო - მამა ბესარიონი. რომანოზს გორის საოსტატო სასწავლებელი დაუმთავრებია ვაჟა-ფშაველასთან ერთად, ამის თაობაზე სოლომონ ყუბანეიშვილი გვაწვდის ცნობას.


მამა რომანოზი გარდაიცვალა 1905 წელს. ამ უწესიერესი და ქველმოქმედი ადამიანის ოჯახს ისე უჭირდა, რომ, როგორც მამა გრიგოლის დღიურებიდან ვიტყობთ, დასაკრძალი ფულიც კი არ ჰქონიათ, ამასთან დაკავშირებული ხარჯები, მამა გრიგოლის ბიძას, ყვარლის მღვდელს გიორგის გაუწევია. გრიგოლი ერთხანობას მასთანაც იზრდებოდა, მაგრამ შვილების აღზრდის მთელი სიმძიმე დედას აწვებოდა, მან შუათანა შვილი, მამა გიორგის რჩევით, მამის კვალზე დააყენა. 1913 წელს გრიგოლმა თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, 5 წლის შემდეგ კი - სასულიერო სემინარია. სემინარიას იმჟამად კორნელი კეკელიძე რექტორობდა. გრიგოლი საუკეთესო იყო სემინარიის კურსდამთავრებულთაგან და ამიტომაც საკათალიკოსო საბჭომ პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა გენერალ ფონ კრესს გრიგოლ ფერაძისთვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე (მისი რუსეთში გაგზავნა ბოლშევიზმის გამო შეუძლებელი იყო). ფონ კრესი საკათალიკოსო საბჭოს ოფიციალურ მიმართვას შეჰპირდა, მაგრამ გერმანიაშიც იმჟამად რევოლუციური ქაოსი სუფევდა და ეს გეგმა ჩაიშალა.

გრიგოლმა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილებაზე (მაშინ ფაკულტეტები ჯერ არ იყო) გააგრძელა სწავლა, პარალელურად კი სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლობდა. როგორც მამა გრიგოლის ბიოგრაფი დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი აღნიშნავს, კორნელი კეკელიძეს გრიგოლი შესაძლოა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაუახლოვდა და სწორედ ამან გამოიწვია მისი განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიით, ძველი ქართული ლიტერატურითა და ლიტურგიკული ტექსტებით. ამასობაში გრიგოლს „სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია და იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა (1919-1921).

მგონი მაინც დიდი გამოდის, ასე რომ ევროპაში წასვლამდ ემისი განათლების შესახებ აღარ დავაკოპირებ...

1922 წლის 12 მაისს გრიგოლ ფერაძე ევროპული აკადემიური ცოდნის კარს აღებს, - ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიურ განყოფილებაზე ირიცხება.

ბერლინის უნივერსიტეტს თეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით ამთავრებს.

1925 წლის 29 აპრილიდან გრიგოლი ბონის უნივერსიტეტის სტუდენტია.

დისერტაციის სრული სათაურია „ქართველ ბერთა ისტორია 1065 წლამდე. დამატებითი ცნობები აღმოსავლური მონაზვნობის ისტორიისთვის“. 1927 წელს, 17 დეკემბერს, ხსენებული ტექსტის საფუძველზე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა. ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო - „ფრიად კარგი“. იმასაც აღვნიშნავ, რომ იგი დღემდე ერთადერთი გამოკვლევაა, სადაც თანმიმდევრულად არის გააზრებული ქართული სამონაზვნო ცხოვრება. როგორც ჩანს, სადისერტაციო თემის შინაარსმა სამეცნიერო საზოგადოება გააკვირვა - ქართველ ბერთა შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. რამ განაპირობა მამა გრიგოლის დაინტერესება ქართული მონაზვნობის ფენომენით? ამ კითხვაზე თავადვე პასუხობს ზემოხსენებულ საანგარიშო მიმოხილვაში: „კითხულობენ და ალბათ არც უსამართლოდ, რატომ მაინცდამაინც ბერობა ქართული ეკლესიისა, რომელიც ასე უცნობია? მართებულია პირველი ნაშრომი ბერობას რომ ეხება?

ამის შემდეგ უკავშირდება სწორედ კათოლიკე მეცნიერებს და მათთან ერთად მუშაობს რამდენიმე წელი.

ამის შემდეგ ბონის უნივერსტეტში მუსაობს ქართველოლოგიის კათედრაზე, კითხულობე ლექციებს და ა.შ. „ქართველოლოგიის განვითარებამ ახალი ბიძგი მიიღო მას შემდეგ, რაც ბონში ქართველმა გრიგოლ ფერაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა უნივერსიტეტის ქართული ენის მასწავლებელი და დაიწყო თავისი შრომების გამოქვეყნება... გუსენის, ფერაძის, ბაუმშტარკის და დეეტერსის გარდაცვალების შემდგომ, აგრეთვე ი. მოლიტორისა და კ. შმიდტის სხვა უმაღლეს სკოლებში გადასვლის შემდეგ ბონის უნივერსიტეტში ქართული ენა აღარ ისწავლება“.

1929 წლის 21 ივლისს ქართული ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა; გრიგოლ ფერაძის თაოსნობით ჩატარდა პარიზის ქართული სამწყსოს კრება, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დაარსდა ევროპაში პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ეკლესია. 28 აგვისტოს კი რეგისტრაცია გაიარა „ჟურნალ ოფისიელ დე ლა რეპუბლიკ ფრანსეზში“.

რაც შეეხება მის სასულიერო მსახურებას: 1930 წლის შობის დღეებში მძიმედ დაავადებულა. სიკვდილის პირას მისულს ხილვაში გაცხადებია, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი ლონდონის წმიდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა, 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდებენ და მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში ამწესებენ წინამძღვრად. კვლავ მამა ჰენრიკს დავესესხები: „ამ დროიდან მოკიდებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. როდესაც გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე ყოველთვის პარიზში ჩადიოდა. მისი უკანასკნელი ხელმოწერა ქართული ეკლესიის სამეტრიკო წიგნში 1939 წლის 1 იანვარს გვხვდება“.





--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jul 29 2008, 11:27 PM
პოსტი #49


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



მამა გრიგოლის უძირითადესი საზრუნავი და გაუნელებელი ტკივილი, ბუნებრივია, საქართველო იყო. თითოეული მისი ნაბიჯი სამშობლოში დასაბრუნებელ გზას ეძიებდა. აი, რას წერს ერთ-ერთ წერილში კორნელი კეკელიძეს, რომელთანაც ხშირი და, ძირითადად, სამეცნიერო ხასიათის მიმოწერა ჰქონდა: „...საშინლად ვიტანჯები. არაფრის ხალისი არ მაქვს... თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ... რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში?“

მის მიერ 1931 წელს დაარსებული ქართულენოვანი სამეცნიერო-რელიგიური წელიწადეული „ჯვარი ვაზისა“, რომელშიაც თითქმის ყველა პუბლიკაცია მამა გრიგოლის კალამს ეკუთვნის, ზემოთქმულის საილუსტრაციოდ გამოდგება. აქ დაბეჭდილი მასალის იდეური ბირთვი ქადაგებებია, მათგან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: „განმარტება მამაო ჩვენოსი - შინაარსი ჭეშმარიტი მოქალაქეობისა“, სხვათა შორის, ნაწილი ამ ქადაგებათა ციკლისა გამოქვეყნდა საპატრიარქოს ჟურნალ „ჯვარი ვაზისაში“. „როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზედ, - ამბობს მამა გრიგოლი, - ის არ ჰგულისხმობს პირველ რიგში ტაძრებს, ან საქართველოს მზეს ან მთებსა და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც ყველა ამათ ჰქმნის, სდარაჯობს, სულს უდგამს, ინახავს და იცავს, და რომელიც გრძნობს წინაპრების ანდერძს და ესმის ენა თავისი ქვეყნის, რომელმაც იცის პასუხისმგებლობა თვისი ამ ანდერძის წინაშე და სცდილობს შეძლებისდაგვარად ერთი ნაბიჯი მაინც წინ წადგას ამ გზაზე. და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს, - ეხმარება ამ ანდერძის აღსრულებაში, და ეს ანდერძია: ძიება ღვთისა და ძიება სასუფევლისა, ძიება ღვთის სიმართლის ამ ქვეყანაზე - ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის. ამ ანდერძით ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი. ეს ანდერძი დღეს პირველ რიგში სულიერ რელიგიურ-კულტურული ხასიათისაა და მას ჩვენ აქ ისევე შეგვიძლიან ვემსახუროთ და შეიძლება უკეთაც, ვიდრე ჩვენს სამშობლოში“. მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ „ემიგრაციას არ აქვს პოტენცია შემოქმედებითი, - იგი არის ჯამი, სინთეზი ყველა იმ მუშაობისა, რაც კეთდებოდა მის ქვეყანაში, მის წინ.


ჯვარი ვაზისა“ 1934 წლამდე გამოიცემოდა. სულ ოთხი კრებულია. საინტერესო მასალაა შეკრებილი. წარმოდგენილია წმიდა ნინოს სამწყსოს წესდება, წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ქრონიკა - შესავალი წერილითა და კომენტარებით, ძველებრაულიდან თარგმნილი „ქებათა ქება“, რომელსაც მამა გრიგოლი „შაირთა შაირს“ უწოდებს, წერილი ქართული წარმართობის შესახებ, სადაც დასაბუთებულია წმიდა გიორგისადმი თაყვანისცემის უნიკალურობა საქართველოში, ბესარიონ გაბაშვილის მანამდე უცნობი ლექსი და სხვა. დაბეჭდილია აგრეთვე მამა გრიგოლის სულიერი ძიებებისა და ინტერესების ამსახველი მეტად საყურადღებო პოემა: „რომელი ქერუბინთა“. პოემიდან მხოლოდ ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, ამ პატარა ლექსში მოძღვრის მოწოდებაა გააზრებული:

„წირვა დაიწყო, სხივი ანათებს
დაძველებულ და დაფლეთილ სამოსს,
ჩემი ოცნება მათზედ უნართავს
მწყემსებს ბიბლიის მეხბორე ამოსს.
მერწმუნეთ! წირვა ბევრი მინახავს
აქამდისინ კი არ განმიცდია,
თუმცა ვებრძოდი დამკვიდრებულ ხავსს
და ჩემი გული ბევრჯერ მიცდია...
...აღარვინ შველას, ლხენას მომიტანს,
გასამგზავრებლად ვემზადებოდი
ამ დროს მომესმა ძახილი ციდამ:
საით მიილტვი საბრალო მონავ?
დარჩი შენს ერში, გადიქეც ხიდად,
სოფლის სიმძიმეს გოჯზედ ნუ სწონავ!
გიყვარდეს იგი, ევლე მის სახეს
და მასში სძებნე ღვთის ჩანასახი“.

მამა გრიგოლთან თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ქართული ემიგრაციის რჩეული წარმომადგენლები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, მიხეილ წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი გვაზავა, კალისტრატე და ნინო სალიები, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი ნაკაშიძე და სხვანი. ბონში ხვდებოდა ნიკო მარს, რომელსაც შემდეგ წერილობით უკავშირდებოდა საბჭოეთში, როგორც ამერიკაში აკაკი პაპავასა და ინგლისში ანდრია გუგუშვილს, ჟურნალ „გეორგიკას“ გამომცემელს.

ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, მამა გრიგოლიც გახლდათ; მოგეხსენებათ ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში საქართველოს მენშევიკური მთავრობა გადახდისუუნარო აღმოჩნდა. ამ ფაქტმა საგანძურის აუქციონზე გატანის საკითხი წამოჭრა. გერმანელებმა უმალვე გამოთქვეს განძის შეძენის სურვილი და მისი მატერიალური ღირებულების თაობაზე კომპეტენტური დასკვნის წარმოდგენა გრიგოლ ფერაძეს დაავალეს. არჩევანში ნამდვილად „არ შემცდარან“. მამა გრიგოლმა ჩვენი სიწმინდეები გულმოდგინედ აღნუსხა, ხოლო საექსპერტო განაჩენი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ეს ნივთები მატერიალურად ნაკლებად ფასეულია, მათ მხოლოდ ქართველი ერისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა“. ეროვნული საუნჯე ხელუხლებელი დარჩა. ექსპერტი, გერმანელთათვის ეჭვშეუვალი, სამეცნიერო კომპეტენტურობის გარდა, ზნეობრივი ღირსებების გამოც უნდა ყოფილიყო. ვიქტორ ნოზაძე წერს, რომ „გრიგოლი იყო პიროვნულად უმწიკვლო, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე“ და იქვე იხსენებს: „მას ჰქონდა (არ მახსოვს რომელი საუკუნისა) ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არა ჰყიდდა - საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო“.

1931 წელს მამა გრიგოლი ბონის უნივერსიტეტს გამოეთხოვა. 1934 წლამდე პარიზში ცხოვრობდა, სამოძღვრო მსახურებასთან ერთად აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ოქსფორდის, სორბონის, დუბლინისა და კრაკოვის უნივერსიტეტებში. ლექციებსა და მოხსენებებს კითხულობდა ძველი ქართული კულტურის, ადრეული ქრისტიანობისა და აღმოსავლეთის ეკლესიების შესახებ. ინგლისის, პარიზისა და ლაიპციგის ბიბლიოთეკებში ეძიებდა და იკვლევდა ქართულ ხელნაწერებს, რაც ზეადამიანურ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული: რადგან „ასეთი მასალის შეკრება მთელი სამეცნიერო ინსტიტუტის ან საზოგადოების საქმე გახლავთ და არა ერთი კაცისა, ...სჭირდება მრავალი წინასწარი კვლევა, მოგზაურობა და გაუთავებელი ძიება ბიბლიოთეკებში“ („გრიგოლ ფერაძე“, 1995 წ. თბ. გვ.23).

1939 წელს სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისე ვალედინსკიმ მიიწვია ვარშავის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის მოადგილედ. მამა გრიგოლი დათანხმდა და საცხოვრებლადაც ვარშავაში გადავიდა. თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით გამოვიდა მოხსენებით: „პატროლოგიის როლი, ამოცანები და მეთოდები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“. პარიზში, როგორც ჩანს, ხელმოკლედ ცხოვრობდა, თავად უხდებოდა ეკლესიის შენახვაც, პოლონეთში კი მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებოდა. ამას გარდა, იქ ქართული დიასპორა იყო, რომელიც ძირითადად კონტრაქტის ოფიცრებისგან შედგებოდა და სულიერი მზრუნველობა მათაც ჭირდებოდათ. ვარშავაში გადასვლით წმ. ნინოს სამწყსოსთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. 1938 წლამდე - პოლონეთის ოკუპაციამდე, არდადეგებს ძირითადად პარიზში ატარებდა და დიდ დღესასწაულებზეც იქ აღავლენდა წირვას.

1934 წელს, ლონდონში, წმ. სოფიას საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტის წოდება მიიღო, დუბლინში კი, მიტროპოლიტ დიონისეს დავალებით, ეპისკოპოსმა საბამ მიტრით შეამკო.

მამა გრიგოლის მოგზაურობანი ცალკე თემაა. ქართველთა ნაკვალევს მიყვებოდა რუმინეთში, ბულგარეთში (სოფიის საჯარო ბიბლიოთეკაში პეტრიწონის ტიპიკონის ქართული ვერსია აღმოაჩინა), საბერძნეთში. ბალკანეთზე მოგზაურობას მიმოიხილავს ნარკვევში: „ქართული ელემენტის გავლენა ბალკანეთის ხალხების კულტურაზე“. ორიოდ ფრაგმენტს გავიხსენებ დასახელებული ნაშრომიდან: „ათონზე ორი მიზნით გავემგზავრე, როგორც მოგზაური და როგორც მკვლევარი, ვითარცა მოღვაწეს მაინტერესებდა შემეტყო, როგორ ცხოვრობდნენ იქაური ბერები და თვითონაც მეგემნა იქაური ცხოვრება. ამასთან, მსურდა ივერიის მონასტრის ქართული ხელნაწერები დამეთვალიერებინა. ზოგი მათგანი გადამეწერა: შემეკრიბა მასალები მეცხრამეტე საუკუნეში იქ მცხოვრები ქართველების შესახებ; და ბოლოს, მსურდა შემეძინა ქართული წიგნები და, თუ შევძლებდი, ქართული ხელნაწერებიც“. „ათონზე მცხოვრები ქართველები (ისინი სულ ხუთნი არიან) ძლიერ მოხუცდნენ და გაღარიბდნენ, მაგრამ სიღარიბეს ნაკლებად უჩივიან. მათი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ შესაძლოა უკანასკნელი ქართველები აღმოჩნდნენ ათონის მთაზე... იქნებ მოხერხდეს მათთან მოწაფეების გაგზავნა. განსაკუთრებით ერიდებიან იმაზე საუბარს, თუ როგორ დევნიან ბერძნები, ალბათ, ამას აკეთებენ ქრისტიანული კეთილშობილების გამო (რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული). ყოველ შემთხვევაში, რელიგიური და ზნეობრივი ნორმების მიხედვით ქართველები დღესაც პირველნი არიან ათონზე, ასე დამარწმუნეს ბულგარელმა და მოლდაველმა ბერებმა“. ათონზე დიდმოწამეთა: ანტონის, იოანესა და ევსტათის ბერძნულ ვერსიას მიაკვლია და ილარიონ ქართველის (ახლის) ცხოვრება გადაწერა. შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი. ამბობდა, რომ „უწმიდეს მოვალეობად უნდა მივიჩნიოთ შემორჩენილი ფრაგმენტების მოძიება და შესწავლა, რაც დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს ისტორიის შესწავლასა და ქართული ელემენტის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ამასთანავე მოგვანიჭებს ძალას დღევანდელობის უკეთ გააზრებაში“.

1936 წელს, 5 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე სირია-პალესტინაში იმყოფებოდა. წმიდა მიწაზე, მონასტრებსა და ბერძენთა საპატრიარქოში მოიძია 162 ქართული ხელნაწერი, შავ მთაზე და დამასკოში 24 ქართული ხელნაწერი ფურცელი შეიძინა. აგრეთვე შეისყიდა V-VI საუკუნეების ეტრატი. „ეტრატი წარმოადგენდა უძველეს ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა და მოწიწებით ემთხვეოდა“ - წერს ვიქტორ ნოზაძე.

უბრალოდ მართლა ძალიან დიდია და აღარ ვაკოპირებ: მან აღმოაჩინა, აღნუსხა და გამოიკვლია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ქართულ ხელნაწერი, მნიშვნელოვაი დოკუმენტები...

სამეცნიერო მემკვიდრეობა საკმაოდ ვრცელია. მისი ყველა შრომა ერთნაირად მაღალი დონისაა - წერს დეკანოზი ჰენრიკი - მრავალრიცხოვანი რეცენზიები არაჩვეულებრივად ფართო ერუდიციის დადასტურება გახლავთ. მამა გრიგოლ ფერაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის ისტორიაში, მისი სახელი მსოფლიო მეცნიერების ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაიწერა. ამას მოწმობს სხვადასხვა მეცნიერთა მიერ მისი ნაშრომების ხშირი მითითება; ანდრე ტარბი, იულიუს ასფალგი, პაულ კლუგერი ციტირებას ახდენენ მისი შემოქმედებიდან, როგორც კლასიკური შრომებიდან“. მამა გრიგოლის ნაშრომები რეცენზირებულია ა. ბაუმშტარკის, მ. თარხნიშვილის, გ. დეეტერსის, რ. ჟანენის და სხვათა მიერ. ივ. ჯავახიშვილი და კ. კეკელიძე არაერთხელ იმოწმებენ ან ეკამათებიან მას. ვიტენბერგის უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი არსებობს, რომელსაც პროფესორი ჰოლცი ხელმძღვანელობს. პოლონურად ითარგმნება მისი გამოკვლევები

მოკლედ, ამის შემდეგ, ქართველებმა გასცეს და გესტაპოს ჩააბარეს და დაიწყო მისი წამება.... მგონი აზრი აღარ აქვს დაკოპირებას, ვისაც დაგაინტერესებთ სრული ტექსტი წაიკითხეთ...



--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Svet
პოსტი Jul 30 2008, 12:24 AM
პოსტი #50


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 27-July 08
წევრი № 5,405



.nino

ლინკი დაწერილია და ვისაც უნდა წაიკითხავს. თემა კი მის კანონიზაციას და მმკ-ს რეაქციაზეა. ან დაწყვიტე პოსტები, უფრო ადვილად იკითხება.

ქართველებმა გასცესო sad.gif ჩვენ რა გვეთქმის,ასეთებს არ ინდობენ.


--------------------
Я свечу поставлю , может повезет
И при встрече с богом суд последний ждет,
Будет справедливый , да хвала ему!
На земле такого просто не найду...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 30 2008, 12:45 AM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ნამდვილად დიდი დამსახურება ჰქონია,მას ისეთ ხალხის გვერდით გაუტარებია ცხოვრება , გასაკვირი არცაა მისი ასეთი ღვაწლი. არც ისაა გასაკვირი მას შრომებში დაეფიქსირებია ქრისტიანების კომპრომისი, რასაც ეკუმენიზმში უთვლიან. რაო მართლმადიდებლური ღირებულებების დათმობის ხარჯზე გავერთიანდეთო? სად აქვს ასეთი რამე ნათქვამი? მაჩვენონ და ვირწმუნებ მის ეკუმენისტობას.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Svet
პოსტი Jul 30 2008, 12:51 AM
პოსტი #52


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 27-July 08
წევრი № 5,405



abo
ციტატა
რაო მართლმადიდებლური ღირებულებების დათმობის ხარჯზე გავერთიანდეთო? სად აქვს ასეთი რამე ნათქვამი? მაჩვენონ და ვირწმუნებ მის ეკუმენისტობას.


მასეთი რამე რომ ნათქვამი არ ექნება ხომ იცი და ნუ იწამებ აწი ეკუმენიზმს ტყუილად biggrin.gif kiss1.gif


--------------------
Я свечу поставлю , может повезет
И при встрече с богом суд последний ждет,
Будет справедливый , да хвала ему!
На земле такого просто не найду...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jul 30 2008, 01:02 AM
პოსტი #53


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
ლინკი დაწერილია და ვისაც უნდა წაიკითხავს. თემა კი მის კანონიზაციას და მმკ-ს რეაქციაზეა. ან დაწყვიტე პოსტები, უფრო ადვილად იკითხება.


აქ ის აბზაცებია მოყვანილი, რომელიც ადასტურებს მართლმადიდებლობისათვის და საქართველოსთვის მის ღვაწლს. რომ დავწყვიტო ძალიან ბევრი პოსტი გამოვა.... არადა ეგ სტატიის ნახევარია რაც მანდ დევს.


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Svet
პოსტი Jul 30 2008, 01:03 AM
პოსტი #54


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 27-July 08
წევრი № 5,405



.nino
ციტატა
არადა ეგ სტატიის ნახევარია რაც მანდ დევს.


კაი სტატიაა.


--------------------
Я свечу поставлю , может повезет
И при встрече с богом суд последний ждет,
Будет справедливый , да хвала ему!
На земле такого просто не найду...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jul 30 2008, 01:04 AM
პოსტი #55


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



აქ მხოლოდ ერთ აბაცს დავაკოპირებ, რამაც პირადა ჩემზე ყველაზე მტად იმოქმედა:
მან თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვილი საგანძური გაყიდვას:

ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, მამა გრიგოლიც გახლდათ; მოგეხსენებათ ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში საქართველოს მენშევიკური მთავრობა გადახდისუუნარო აღმოჩნდა. ამ ფაქტმა საგანძურის აუქციონზე გატანის საკითხი წამოჭრა. გერმანელებმა უმალვე გამოთქვეს განძის შეძენის სურვილი და მისი მატერიალური ღირებულების თაობაზე კომპეტენტური დასკვნის წარმოდგენა გრიგოლ ფერაძეს დაავალეს. არჩევანში ნამდვილად „არ შემცდარან“. მამა გრიგოლმა ჩვენი სიწმინდეები გულმოდგინედ აღნუსხა, ხოლო საექსპერტო განაჩენი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ეს ნივთები მატერიალურად ნაკლებად ფასეულია, მათ მხოლოდ ქართველი ერისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა“. ეროვნული საუნჯე ხელუხლებელი დარჩა. ექსპერტი, გერმანელთათვის ეჭვშეუვალი, სამეცნიერო კომპეტენტურობის გარდა, ზნეობრივი ღირსებების გამოც უნდა ყოფილიყო. ვიქტორ ნოზაძე წერს, რომ „გრიგოლი იყო პიროვნულად უმწიკვლო, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე“ და იქვე იხსენებს: „მას ჰქონდა (არ მახსოვს რომელი საუკუნისა) ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არა ჰყიდდა - საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო“.


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Aug 2 2008, 08:10 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
რატომ არ გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ სინოდის გადაწყვეტილება?
რა თქმა უნდა თუკი ეს კრიტიკა მართლმადიდებლური სწავლებიდან მოდის,
მე უფლება მაქვს გავაკრიტიკო პატრიარქიც თუკი ის რაიმე მართლმადიდებლურ წესს დაარღვევს

აი ისიც -
რის გამოც აქ შეხლა შემოხლა მოხდა -
ჯერ არქიმანდრიტს მივსწვდით -
ახლა პატრიარქსაც გამოვკარით კბილი.

ყოჩაღ რა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 2 2008, 08:50 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



tamara
ამას დემოკრატია და ლიბერალიზმი ქვია , რომელსაც შემოაქვს თანამედროვე გნოსტიკური აზროვნება, თავისი ოქროს კანონით
"ყველაფერი არაა მნიშვნელოვანი და საშიში, მთავარია თქვენ გქონდეს შინაგანი რწმენა".
ნახე რა შეფარებული ავანტიურაა? შენ რწმენა გქონდეს შინაგანი (რაც რას ნიშნავს ეშმაკმა იცის) და სხვას მნიშვნელობა არა აქვსო არც დოგმას, არც კანონს და არც სინდისს ( იხ. სინდისის თავისუფლება)
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Aug 2 2008, 09:28 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



abo
ექიმი კაცი ხარ და გაიგებ ახლა რასაც ვიტყვი -
სამყარო აგებულია მსგავსების პრინციპით...
ჯერ კიდევ 60- იან წლებში მსოფლიოში ცნობილი ფიზიოლოგი ჰანს სელიე წერდა -

რომ სამყაროში - უჯრედში და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები ერთმანეთის ანალოგიურიაო -

ანუ ეს ნიშნავს, რომ ის რაც ხდება უჯრედში და ორგანიზმში -
იგივე პროცესები მიმდინარეობს საზოგადოებაშიც -

სამყარო აგებულია იერარქიის პრინციპით -
თავის ტვინს ემორჩილება ორგანოები -
მაგრამ არც ორგანიებია ნაკლებ მნიშვნელოვანი -
ანუ ორგანოებიდან გაგზავნილი იმპულსები
კარნახობს ტვინს რა იმოქმედოს-
და ეს ქმნის ჰარმონიას ორგანიზმში -
ენუ ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ცენტრსა და პერიფერიას შორის ქმნის ჰარმონიას - სიცოცხლეს.
მცირე მართავს დიდს- და დიდი კი მცირეს.
მაგრამ იერარქია ამავ დროს დაცულია.

როცა ირღვევა იერარქია -
და ტვინი ვეღარ აკონტროლებს ორგანოებს -
იწყება დაავადება.


ასეა საზოგადოებაშიც -
ანუ საზოგადოება, სადაც იერარქია დარღვეულია -
ავადაა...

ასეთი "დემოკრატიის" უკიდურესი ფორმა კი ორგანიზმში -
არის კიბო -
სიმსივნე ეს არის ხორცმეტი, რომელიც ქმნის თავის ავტონომიას ორგანიზმში და არსებობს
ტვინის კონტროლისგან დამოუკიდებლად -
იწყობს თავის ავტონომიას - აქვს თავისი სისხლმომარაგება,
მრავლდება ისე, რომ არ ემორჩილება ორგანიზმის იერარქიას და ცენტრალურ კონტროლს.
ბოლოს კიბო კლავს ორგანიზმს.

დემოკრატია არის საზოგადოების კიბო,
რომელიც საბოლოოდ მოსპობს მას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Aug 2 2008, 09:35 PM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(tamara @ Aug 2 2008, 09:28 PM) *

abo
ექიმი კაცი ხარ და გაიგებ ახლა რასაც ვიტყვი -
სამყარო აგებულია მსგავსების პრინციპით...
ჯერ კიდევ 60- იან წლებში მსოფლიოში ცნობილი ფიზიოლოგი ჰანს სელიე წერდა -

რომ სამყაროში - უჯრედში და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები ერთმანეთის ანალოგიურიაო -

ანუ ეს ნიშნავს, რომ ის რაც ხდება უჯრედში და ორგანიზმში -
იგივე პროცესები მიმდინარეობს საზოგადოებაშიც -

სამყარო აგებულია იერარქიის პრინციპით -
თავის ტვინს ემორჩილება ორგანოები -
მაგრამ არც ორგანიებია ნაკლებ მნიშვნელოვანი -
ანუ ორგანოებიდან გაგზავნილი იმპულსები
კარნახობს ტვინს რა იმოქმედოს-
და ეს ქმნის ჰარმონიას ორგანიზმში -
ენუ ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ცენტრსა და პერიფერიას შორის ქმნის ჰარმონიას - სიცოცხლეს.
მცირე მართავს დიდს- და დიდი კი მცირეს.
მაგრამ იერარქია ამავ დროს დაცულია.

როცა ირღვევა იერარქია -
და ტვინი ვეღარ აკონტროლებს ორგანოებს -
იწყება დაავადება.
ასეა საზოგადოებაშიც -
ანუ საზოგადოება, სადაც იერარქია დარღვეულია -
ავადაა...

ასეთი "დემოკრატიის" უკიდურესი ფორმა კი ორგანიზმში -
არის კიბო -
სიმსივნე ეს არის ხორცმეტი, რომელიც ქმნის თავის ავტონომიას ორგანიზმში და არსებობს
ტვინის კონტროლისგან დამოუკიდებლად -
იწყობს თავის ავტონომიას - აქვს თავისი სისხლმომარაგება,
მრავლდება ისე, რომ არ ემორჩილება ორგანიზმის იერარქიას და ცენტრალურ კონტროლს.
ბოლოს კიბო კლავს ორგანიზმს.

დემოკრატია არის საზოგადოების კიბო,
რომელიც საბოლოოდ მოსპობს მას.



ანარქია რაღაა მაშინ? biggrin.gif

პრინციპში, დემოკრატიის გულშემატკივარი არც მე არა ვარ, მაგრამ ჩერჩილისა არ იყო

სახელმწიფოს მართვის მასზე უკეთესი მოდელი დღემდე რომ არაფერი შეუქმნია კაცობრიობას მაგას წყალი არ გაუვა.





--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Aug 2 2008, 09:40 PM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
ანარქია რაღაა მაშინ?

ანარქია დემოკრატიაა უკიდურეს ფორმამდე.



ციტატა
სახელმწიფოს მართვის მასზე უკეთესი მოდელი დღემდე რომ არაფერი შეუქმნია კაცობრიობას მაგას წყალი არ გაუვა.

ვერ დაგეთანხმები.
მოჩვენებითია ეს, ილუზიაა.
რეალურად დემოკრატია ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი არ არსებობს -
უბრალოდ ხალხს ამ იდეით ატყუებენ.
იქ "დემოკრატიულ" ქვეყნებს დემოსი კი არა
ფულიანი ხალხი მართავს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2018 - 09:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი