IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ფილმი აგვისტოს ომზე, გადაღებულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ
ნიანია
პოსტი Jun 4 2009, 02:53 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



http://www.gevision.tv/documents/198.html

ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ფილმი რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გადაიღო; თუმცა ჩვენ მხოლოდ ვიდეო-დოკუმენტირებას ვახდენდით იმ ხალხის და ადგილების ვისაც მონიტორინგის დროს ვხვდებოდით და მხოლოდ ბოლოს გადავწყვიტეთ რომ ამ მასალისათვის დოკუმენტური ფილმის ფორმა მიგვეცა.

შეგიძლიათ შეაფასოთ.



--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 4 2009, 04:23 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მანამ ეგ ინფორმაცია წავიკითხე, შეჯამებული და მოკლე ისტორია, ნათლადაა გამდმოცემული, ერთი კითხვაა მხოლოდ, აკი ჩვენები ამტკიცებენ ამ დროს რუსები უკვე იქ იყვნენო?
და თან ისტორია განსაახლებელია.

მერე იმდენი უპასუხო და უხერხული კითხვებია დასმული, რომ ყოჩაღ თქვენ კარგი ფილმია, უხერხული კითხვებია, იმ ჭაღარა ქალბატონის კითხვა, თუ ამერიკის იმედი არ ქონდა რას იწყებდა რომ იწყებდაო? იმ ჯარისკაცის გულწრფელი თქმა ცხინვალში არავის ველოდებითო, იმ ტრაგიზმზე მიუთითებს, რაც ამ საშინელ გაუანგარიშებელ შეცდომას მოყვა თან, ის ჭკვიანი და კარგი ახალგაზრდა ბიჭი, რომ საუბრობს რომ უდანაშაულო ადამიანის შეწირვად არაფერი არ ღირსო... უპასუხისმგებლობა, არაორგანიზირებულობა, "შენ და მე" -ს და გაჭამოს სახელმწიფომ...
ბურტყუნი, 80 ლარი, წამალი 4 დღის შემდეგ... ვინ გასცემს ამათ პასუხს? ვერავინ, მხოლოდ თავის ჩაღუნვა...

დანარჩენზე რა ვთქვა, სჯობდა არ მეყურებინა, ისევ დარდიანმა უნდა ვიარო დღესაც sad.gif

ისე კი ისიც დაგვიწერეთ, სად აჩვენეთ ეგ ფილმი, ვის მიაწოდეთ, ვის ანახეთ, კეთდება თუ არა რაიმე სერიოზული ვებ.გვერდი რომელიც მიეძღვნება დოკუმენტალურად ამ საკითხს? თუ არა, იქნებ გააკეთოთ, გთხოვთ, როგორც უცხოეთში მყოფი, ჩვენი აქაური დიპლომატიური კორპუსის სრლი უნიათობის გამო, არის სრული ინფორმაციული ვაკუუმი, პირიქით, ვაგებთ ომს, საინფორმაციო ომს, ასე რომ უნდა აგოს ყველამ პასუხი ადრე თუ გვიან, ხოლო თქვენ თქვენი საქმე უნდა გააკეთოთ, გაგაძლიეროთ ღმერთმა!

ეეეჰ-ით;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Jun 4 2009, 04:54 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



დიდი მადლობა კაიროს შეფასებისათვის. ფილმი ნაჩვენები იყო კინოს სახლში. ახლა უკვე დაიდება სხვადასხვა საიტებზე და ნაჩვენები იქნება დამოუკიდებელ ტელევიზიების მიერ. პირველ არხს ვაპირებთ მაინც ვცადოთ და ვთხოვოთ რომ გაუშვან ფილმი მაგრამ დარწმუნებული ვარ არ იზავენ ამას. თუნდაც იმის გამო რა დიდი ჰუმანურობაც გამოავლინა ბ-ნმა სუბელიანმა.
სხვა არხებზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
მოგვიანებიტ მოგწერთ ყველა ლინკს რომელ ვებსაიტზეც დაიდება.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 4 2009, 05:05 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნიანია
აუცილებლად ვნახავ.

იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პოზიციის განმტკიცებას ემსახურება და არა რუსულის, თორემ კაიროსის ნათქვამი:
ციტატა
ჩვენი აქაური დიპლომატიური კორპუსის სრლი უნიათობის გამო, არის სრული ინფორმაციული ვაკუუმი, პირიქით, ვაგებთ ომს, საინფორმაციო ომს,

ანუ უნიათობა, ბევრად გვერჩიოს საკუთარი ხელით რუსული საქმის კეთებას.

ფილმის ნახვამდე არაფერს დავწერდი, რომ არა ეს შემაშფოთებელი განცხადება:
ციტატა
თუ ამერიკის იმედი არ ქონდა რას იწყებდა რომ იწყებდაო?

თუკი ომი ჩვენი დაწყებულია (და იმედია ამის მტკიცება არ არის ფილმში), მაშინ ძალიან დიდ ხიფათს უქმნის ფილმის ავტორი სახელმწიფოებრიობის საფუძველს.

დანარჩენი ნახვის შემდეგ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 4 2009, 05:25 PM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ანუ უნიათობა, ბევრად გვერჩიოს საკუთარი ხელით რუსული საქმის კეთებას.

უნიათობას ვერ გაამართლებ ვიღაცის მოღალატეობით; ის დიპ.კორი ვინც საკუთარ საქმეს არ აკეთებს, ფულებს ღუნავს და სკამებს ებღაუჭება, სწორედაც რომ მისი წილი მოღალატეა და სწორედაც რომ არანაკლებად აკეთებს მტრის საქმეს.
ის სიტყვა ეკუთვნის მოხუცებულ, დევნილ და შეწუხებულ ქალბატონს, ხოლო ტექსტი წინ უძღვის სადაც წერია, რომ ოსების ცეცხლს ქართველებმა უპასუხეს, რის შემდეგ შემოვიდა რუსებიო...

ოსური ძალების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია განახორციელა ქალაქ ცხინვალის ასაღებად. 8 აგვისტოს რუსეთმა ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა.ამის პარალელურად რუსეთი იწყებს საჰაერო დარტყმებს საქართველოს სხვა რეგიონებზე.
http://www.gevision.tv/documents/press_omi.html

ახლა ისმის იმ ქალბატონის კითხვა, კი მაგრამ ხომ იცოდით რომ შემოვიდოდნენ, და თუ დახმარების იმედი არ გქონდათ რას შედიოდითო?
თუ უკვე შემოსულები იყვნენ ( და ე.ი. მცდარი ინფორმაციაა გევიზიონზე ) მაშინ მითუმეტეს რაც შედიოდნენ?

კარგი ფილმია, დოკუმენტალური smile.gif



ციტატა
მოგვიანებიტ მოგწერთ ყველა ლინკს რომელ ვებსაიტზეც დაიდება.

ნაინია ( ისე მეშლება გვყავს ინაინა, ნაინა და ახლა ნიანია biggrin.gif)
წარმატებები, ისე კი კარგი იქნება თუ ახლანდელ მდგომარეობასაც გააშუქებთ, არ უნდა მოაკლდეს იმ ხალხს ყურადღება.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Jun 4 2009, 05:36 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
თუკი ომი ჩვენი დაწყებულია (და იმედია ამის მტკიცება არ არის ფილმში), მაშინ ძალიან დიდ ხიფათს უქმნის ფილმის ავტორი სახელმწიფოებრიობის საფუძველს.

დანარჩენი ნახვის შემდეგ.


ეს არც ავტორის სიტყვებია და არც ორგანიზაციის რომელიმე წარმოამდგენლის. ამას ბუფერული ზონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ქალბატონი ამბობს; მას ეს აზრი გააჩნია ამ ომზე და ჩვენ ვერ შევცვლიდით მის სიტყვებს,

http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=3763&lang=ge

http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=3768&lang=ge

http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=3773&lang=ge

აი უხლოესი ინფორმაცია რომელიც ჩვენს საიტზე დაიდო ბოლო ორი კვირის განმავლობაში დევნილების ჩასახლებებიდან. რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას არც რუსთავი 2 და არც იმედი, არც პირველი არხი არ გაავრცელებს. ჩვენ კი მხოლოდ ინტერნეტ-მომხმარებლებს შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jun 5 2009, 12:04 PM
პოსტი #7


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



sad.gif


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 01:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი