IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით?
Atman
პოსტი Jun 26 2010, 10:26 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.

მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს.

მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე.

რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი...

აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს sad.gif

დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს.

ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო) biggrin.gif

ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი biggrin.gif ).

მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე! biggrin.gif

გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა?

პასუხი: საჭიროა! cool.gif

მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია!

მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)!



პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Atman
პოსტი Jul 5 2010, 10:41 AM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ვიწყებ წიგნის თარგმნას დროის რეჟიმზე. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომ წაიკითხოთ:



დღის რეჟიმი
(მოკლე კონსპექტი ო. ტორსუნოვის წიგნიდან)

არსებობს დროსთან სწორი დამოკიდებულების მხოლოდ ერთი საშუალება – გვეშინოდეს მისი და დავემორჩილოთ მას. პასუხისმგებლობიანი შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ადამიანს, რომელსაც ესმის დროის ძალის მნიშვნელობა და ემორჩილება მას. როგორ უნდა ვცეთ პატივი დროს? ამისთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით და შევეცადოთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს დრო, როდესაც მის მიერ ნაკარნახებ განრიგს ვარღვევთ და პირიქით, როგორ გვექცევა იგი, როდესაც ყველაფერს დროიანად ვაკეთებთ.

მკითხველი: როგორ ვისწავლოთ დროისადმი დამორჩილება?
ავტორი: უპირველეს ყოვლისა ამის სურვილი უნდა გვქონდეს, რომელიც ავტომატურად მოდის ადამიანთან, ვინც ხასიათის ამ ორ თვისებას ფლობს:
1. მისწრაფება, რომ ცხოვრება უქმად არ გავატაროთ. ეს მისწრაფება გონიერებას აძლიერებს ადამიანში და იმის შეგნებას, რომ ამ სამყაროში დაქვემდებარებული მდგომარეობა უკავია.
2. დროის ძლევამოსილების შეგნება. ეს აძლიერებს დროის ძალისადმი პატივისცემას, პარალელურად კი ჩნდება პატივისცემა სამყაროს სხვა კანონებისადმი.

მკითხველი: როგორ შეიძლება პრაქტიკულად ამის განხორციელება (დროისადმი დამორჩილება), და რა შედეგებამდე მივყავართ დაუმორჩილებლობას?
ავტორი: მზე დროის ეტლია (კალა-ჩაკრა). თავისი მოძრაობით, რომელიც დროის ძალითაა აღსავსე, ის აიძულებს ჩვენს ორგანისმს, რომ ციკლურად იმუშაოს. ყველა ცოცხალ ორგანისმს დროისადმი დაქვემდებარების თავისი ეტაპი აქვს. იგი განისაზღვრება კარმის გავლენით, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ წარსულში ჩადენილი საქციელების გავლენით. ზოგიერთი ადამიანი ადვილად ასრულებს დროის და მზის მოთხოვნებს, ზოგი ძნელად, ზოგს კი საერთოდ არ გამოსდის ეს. დღის რეჟიმის დაცვა დამოკიდებულია:
1. ამის გაკეთების აუცილებლობის გაცნობიერებაზე;
2. ნებისყოფის (ნების) ძალაზე;
3. რეჟიმის დაცვის ფიზიკურ შესაძლებლობაზე (ცუდი კარმა ყველაზე მეტად მოქმედებს ამ ფაქტორზე).

მკითხველი: თუ ცუდი კარმა საშუალებას არ აძლევს ადამიანს, რომ რეჟიმი დაიცვას, მაშინ რა დაემართება მას?

ავტორი: თუ მზის ციკლს არ დავემორჩილებით, ცხოვრება სხვადასხვაგვარ ტანჯვებს მოგვიტანს.

მკითხველი: ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომაა ასეთი უსამართლობა – ზოგიერთი პრაქტიკულად განწირულია ტანჯვისთვის, ზოგი კი არ ხვდება დროის დამსჯელი ძალის ზემოქმედების ქვეშ?

ავტორი: პასუხი ძალიან მარტივია: ისინი, ვინც წინა ცხოვრებებში მრავალჯერ და გაცნობიერებულად არღვევდნენ დღის რეჟიმს, ამ ცხოვრებაში მრავალ წინააღმდეგობას აწყდებიან, მიუხედავად იმისა თუ სურვილიც კი გააჩნიათ რეჟიმის დაცვისა. დაბადების დრო, ხშირად მიუთითებს დღის რეჟიმთან ადამიანის დამოკიდებულებაზე წინა ცხოვრებებში.
მაგალითად თუ ადამიანი დილით დაიბადა, მას აქვს მადლი, რომ დღის რეჟიმი ადვილად დაიცვას. როგორც წესი მისთვის დილით ადრე ადგომა პრობლემას არ წარმოადგენს. მისი ტემპერამენტის მთავარი აქტივობა დილის საათებს ემთხვევა.

თუ ადამიანი დღისით იბადება, მაშინ მისი აქტივობა დღის საათებში უფრო მეტია. ესეც არაა ცუდი.

თუ ადამიანი საღამოს იბადება, როგორც წესი დილაობით იგი მოთენთილი და დუნეა, დღის განმავლობაშიც ნაკლებ აქტივობას ავლენს და მხოლოდ საღამოს ხდება მაქსიმალურად აქტიური. ეს კი ძალიან უშლის ხელს დღის სწორი რეჟიმის დაცვაში.

თუ ადამიანი ღამის პირველ ნახევარში იბადება, მისი ქმედითი ძალა ღამის საათებში უფრო ვლინდება, რაც არაკეთილსასურველია.

აქედან მოდის ადამიანების დაყოფა „ტოროლებად“ და „ბუებად“. ეს გავლენა მომდონარეობს წინა ცხოვრებებში დროსთან ჩვენი ურთიერთობიდან. აღმოჩნდა, რომ დილით, დღისით და ღამის მეორე ნახევარში დაბადებულები როგორც წესი ადვილად იცავენ დღის რეჟიმს, დანარჩენები კი - ძნელად. მიუხედავად სირთულისა, „ტოროლებმაც“ და „ბუებმაც“ უნდა ისწავლონ ადრე ადგომა და ადრე დაწოლა.

მკითხველი: კი მაგრამ, თუ მაგალითად „ბუ“ ვარ და 10 საათზე არ მეძინება, ძალით უნდა ვაიძულო თავს?

ავტორი: დიახ, ამ შემთხვევაში საკუთარი თავი უნდა ვაიძულოთ... თუ მაგალითად ადამიანი სამკურნალოდ მოდის ჩემთან და მეუბნება: „ცხოვრებისგან დავიღალე!“ მე მაშინვე ვპასუხობ: „თქვენ გვიან იძინებთ.“ ის მეუბნება: „მე ბუ ვარ.“ ეს ნიშნავს, რომ მას არ ესმის, რომ დროს არ აინტერესებს - „ბუა“ იგი თუ „ტოროლა“. დრო ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროა და შედეგებიც შესაბამისი იქნება. გვიან დაძინების გამო ქრონიკული ფსიქიკური დაღლილობა ჩნდება და ფრაზით - “მე ბუ ვარ“, ვერაფერს შეცვლი.

ადამიანს სწორად მოქმედების სწავლა ორი გზით შეუძლია:
1. ჭეშმარიტი ცოდნის მიღებით – კანონების ნებაყოფლობითი შესწავლით და მათი ნებაყოფლობითი დაცვით.
2. თუ არ არის მცნებების შესწავლის და მიყოლის სურვილი, მაშინ ტანჯვის საშუალებით მოხდება იმის გაგება, თუ რა არის სწორი და რა არასწორი.


მკითხველი: კი მაგრამ, ეს ბედნიერი ცხოვრების კანონები მე უბედურს მხდიან.
ავტორი: ასე მოქმედებს ადამიანზე ჭეშმარიტება – თავიდან უხალისოს და მოწყენილს გვხდის, შემდეგ გვაიძულებს საკუთარ ხასიათზე ვიმუშაოთ; და მხოლოდ ამის შემდეგ უეჭველად მივყავართ ბედნიერებამდე. თუ ვგრძნობთ, რომ გვიჭირს რეჟიმის დაცვა, ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ამაზე და რაიმე საბაბით გავამართლოთ შემდეგ ეს საქციელი. მიუხედავად იმისა, რომ „ბუებად“ ვთვლით თავს, უნდა დავემორჩილოთ მზის და დროის კანონებს.

ადამიანს მზის ენერგიასთან დროის ძალის გავლენით ყოველ წამს აქვს შეხება. ეს ურთიერთქმედება სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩვენზე და დამოკიდებულია მზის მოძრაობის ფაზებზე. დროის ყოველ წამს სრულიად განსაზღვრული პროცესები ხდება ჩვენს ორგანიზმში და მათი მიმდინარეობა მზის ფაზებზეა დამოკიდებული. მთელი ეს სისტემა ძალიან დიდი სიზუსტით მუშაობს. და ჩვენ დროის და მზის ამ მოქმედებაში არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ამიტომაც დღის რეჟიმი მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს.

დავიწყოთ თავიდან: ღამის 12 საათი – ესაა წერტილი, როცა მზე თავის ყველაზე დაბალ მდგომარეობაში იმყოფება. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი მაქსიმალურად უნდა იყოს დასვენების (ძილის) მდგომარეობაში. თუ გავითვალისწინებთ ვედების რჩევას, რომ ადამიანს 18-დან 45 წლამდე საშუალოდ 6 საათი უნდა ეძინოს, საუკეთესო დრო ძილისთვის იქნება: სამი საათი 24:00-მდე და 3 საათი 24:00-ის შემდეგ. ამგვარად ადამიანს უნდა ეძინოს 21:00-დან 3:00-მდე. შესაძლოა ასეთი ვარიანტებიც: 22:00-დან 4:00-მდე ან 20:00-დან 2:00-მდე. რაც არ უნდა იყოს 22:00-დან 2:00-მდე აუცილებლად უნდა გვეძინოს. ამ დროს ვერანაირი სხვა დროის ძილით ან დასვენებით ვერ შევცვლით.

მკითხველი: სად გინახავთ ადამიანები, რომლებიც მაგ რეჟიმით იძინებენ და იღვიძებენ?
ავტორი: დიახ, ასეთი ხალხი ცოტაა, მაგრამ მათ შორის, ვინც ვედებს შეისწავლის, ბევრი ენთუზიასტი მინახავს.
მკითხველი: ეჭვი მაქვს, რომ თუ ამ განრიგს დავიცავ, ძალიან მალე ქრონიკული უძილობა მექნება.
ავტორი: რა თქმა უნდა მრავალი სირთულე არსებობს იმ ადამიანის გზაზე, ვინც სწორი რეჟიმის დაცვა გადაწყვიტა, მაგრამ თუ შეძლებთ, რომ საკუთარ თავს სწორ დროს ძილი ასწავლოთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ რეჟიმის დაცვით უფრო კარგად გამოიძინებთ და დღის განმავლობაში 2-ჯერ უფრო მეტ საქმეს გააკეთებთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადრეული დილის პერიოდში ჭკუა ბევრად უფრო სწრაფად და კონცენტრირებულად მუშაობს, ვიდრე სხვა დროს. დილის 3-დან 6 საათამდე ჭკუა დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე დღის 3-დან 6-მდე.

მკითხველი: რა წინააღმდეგობები შემხვდება დღის რეჟიმის დაცვის მცდელობისას?

ავტორი: პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ ძილ-ღვიძილის რეჟიმის შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ყოველ დღე უნდა დავწვეთ და ავდგეთ 5-10 წუთით ადრე. რამდენიმე თვეში სრულიად გადაეწყობით სწორ რეჟიმზე... ასევე ეტაპობრივად უნდა შევამციროთ ძილის დროც. თუ ადრე 8 საათი გვეძინა, ჯერ 30 წუთი უნდა მოვაკლოთ. რაღაც დროის შემდეგ 30 და ა.შ.

მკითხველი: გულახდილად რომ ვთქვა, არანაირი ენთუზიაზმი არ მაქვს ამის გაკეთებისთვის. რაიმე ფაქტები მინდა ამასთან დაკავშირებით, რომ მოვისმინო.

ავტორი: მაშინ უნდა გავარკვიოთ, თუ რა ემართება ადამიანს, როცა განსაზღვრულ დროს არ ძინავს:

„ძილის რეჟიმის დარღვევის შედეგები“

ყველაზე ღრმა პროცესები ჩვენს ორგანიზმში უფრო ადრე „ისვენებენ“, ზედაპირულნი კი – შედარებით გვიან.

გონება და ჭკუა ყველაზე აქტიურად 21:00-დან 23:00-მდე ისვენებს, ამიტომ 10 საათზე მაინც თუ არ დაიძინეთ, გონების და ჭკუის ფუნქციები დაირღვევა. თუ უგულვებელვყოფთ ამ რჩევას და 11-ის მერე დავიძინებთ, ჭკუის შესაძლებლობები და გონიერება თანდათან შესუსტდება. ეს უცებ არ ხდება და ბევრისთვის ძნელია ამის დანახვა საკუთარ თავში, მაგრამ თუ გვეცოდინება ჭკუის და გონების შესუსტების პირველი ნიშნები და ის, თუ რა მოყვება ამას შემდგომში, უფრო ადვილად დავინახავთ ჩვენს ცნობიერებაში ამ ფსიქიკურ პრობლემებს.

მკითხველი: და როგორია გონების და ჭკუის დაღლილობის ეს პირველი ნიშნები?

ავტორი: ცნობიერების დეგრადაციის ეს პირველი ნიშნებია - ყურადღების კონცენტრაციის უნარის შესუსტება და ჭკუის ზედმეტი დაძაბულობა. გონების ძალის შესუსტებაზე მავნე ჩვევების გაზრდა, ნებისყოფის ძალის შესუსტება და სექსისადმი, ჭამისადმი და კონფლიქტებისადმი მოთხოვნილების გაზრდა მიუთითებს.


გაგრძელება იქნება...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   მზის ამოსვლამდე...   Jun 26 2010, 10:26 AM
აკაკი   საღამოს გვიან დაძი...   Jun 26 2010, 10:33 AM
Atman   აკაკი რა თქმა უნდა...   Jun 26 2010, 10:37 AM
აკაკი   Atman არდა მახსოვს როც...   Jun 26 2010, 10:39 AM
Atman   აკაკი ჰოდა გონება...   Jun 26 2010, 10:43 AM
Fee   საჩემო თემა :D ღამე ...   Jun 26 2010, 12:35 PM
ნაინა   Atman შენ თუ დილით გაღ...   Jun 26 2010, 12:40 PM
terra   სიცოცხლე ისედაც ხა...   Jun 26 2010, 12:41 PM
ნაინა   terra აბა გამოდის რომ ...   Jun 26 2010, 12:44 PM
Atman   ცოტას შეგაშინებთ (...   Jun 26 2010, 12:46 PM
ლურჯი ბუ   პ.ს. ადამიანის ტიპე...   Jun 26 2010, 12:46 PM
Atman   ნაინა არც ბევრი ძი...   Jun 26 2010, 12:47 PM
ნაინა   Atman აჰ, ისევ აიურვედ...   Jun 26 2010, 12:59 PM
Atman   ნაინა აიურვედა ჯა...   Jun 26 2010, 01:09 PM
terra   ნაინა ჰო, ეს ინდივ...   Jun 26 2010, 01:13 PM
neo   გაცილებით პრაქტიკ...   Jun 26 2010, 01:14 PM
ა ნ უ კ ა   გაცილებით პრაქტიკ...   Jun 26 2010, 11:22 PM
Atman   neo მე არ ვამბობ რომ ...   Jun 26 2010, 01:17 PM
neo   :D ხო ეგ ვიცი.   Jun 26 2010, 01:20 PM
nat_uly   ასეთი საზიანო თუ ი...   Jun 26 2010, 02:07 PM
Atman   ჰოდა მშვენიერი შა...   Jun 26 2010, 02:25 PM
nat_uly   ჰოდა მშვენიერი შა...   Jun 26 2010, 02:40 PM
Atman   ამას აიურვედის თემ...   Jun 26 2010, 03:03 PM
tako   :)))))))) უკაცრავად მაგრ...   Jun 26 2010, 04:33 PM
Atman   tako ჯანმრთელობა ფარ...   Jun 26 2010, 04:49 PM
ნაინა   terra მინიმუმ 17 წელია ...   Jun 26 2010, 09:21 PM
Atman   ნაინა შენ სხვა პლა...   Jun 27 2010, 10:02 AM
ბადრი   კარგია ეგ რეჟიმი, მ...   Jun 27 2010, 10:37 PM
ნაინა   Atman სულ სხვა გალაქტ...   Jun 27 2010, 10:43 PM
Atman   ბადრი რაც გონივრუ...   Jun 28 2010, 03:47 AM
.zakaria.   [b]ბადრი რაც გონივრ...   Jun 28 2010, 04:17 AM
Atman   .zakaria. ჯერ ერთი ამოდი...   Jun 28 2010, 05:23 AM
მხევალი ნინო   Atman ნუ, თU ისეთი ლამა...   Jun 28 2010, 10:55 AM
Atman   მხევალი ნინო შენ ჩ...   Jun 28 2010, 11:06 AM
terra   http://www.youtube.com/watch#!v=iaW1BJ...featu...   Jun 28 2010, 11:13 AM
მხევალი ნინო   Atman ვაიმე, რა უსმენ...   Jun 28 2010, 11:46 AM
izi-bartki   ამ ეტაპზე 7 ზე ვდგებ...   Jun 28 2010, 07:49 PM
ქევანა   ორჯერ მიყოლებით კი...   Jun 28 2010, 09:44 PM
Atman   ვიწყებ წიგნის თარგ...   Jul 5 2010, 10:41 AM
izi-bartki   ადრე ვერაფრით ვერ ...   Jul 5 2010, 11:31 AM
ikanosi   დილით 5 ზე რომ წამოვ...   Jul 5 2010, 11:37 AM
izi-bartki   ikanosi 6 ზე ადექი რა :P :D ...   Jul 5 2010, 11:47 AM
ikanosi   izi-bartki კარგი რჩევაა, გ...   Jul 5 2010, 11:49 AM
Atman   ძალიან ეფექტური რე...   Jul 5 2010, 11:55 AM
ikanosi   Atman 12 ზე რომ დავიძინ...   Jul 5 2010, 11:57 AM
Atman   ikanosi კი გამოვა, მაგრ...   Jul 5 2010, 12:06 PM
sopo...   10-ზე დავწვე 6-ზე ავდ...   Jul 5 2010, 09:48 PM
A.v.B   Atman შენ 6 საათზე დგე...   Jul 5 2010, 11:50 PM
ქევანა   Atman კი მაგრამ აბა რა...   Jul 5 2010, 11:59 PM
Atman   A.v.B მე ხან 4-ზე ვდგებ...   Jul 6 2010, 04:59 AM
Atman   დღის რეჟიმი (გაგრძ...   Jul 6 2010, 08:26 AM
izi-bartki   მოვედი და ჩემს მზე...   Jul 6 2010, 10:45 AM
Atman   izi-bartki ზუსტად თემის შ...   Jul 6 2010, 10:51 AM
izi-bartki   აი გუშინ ალალად შე...   Jul 7 2010, 04:05 PM
Atman   [b]დღის რეჟიმი (გაგრ...   Jul 8 2010, 09:09 AM
lingvo   შესწორებას შევიტა...   Jul 8 2010, 11:19 AM
Atman   lingvo ქართულში, მითუმ...   Jul 8 2010, 11:25 AM
lingvo   Atman წმიდა იოანე ოქრო...   Jul 8 2010, 11:29 AM
Atman   lingvo მე მჯერა წმინდა ...   Jul 8 2010, 11:40 AM
terra   Atman ცოტას მეც გავაო...   Jul 8 2010, 11:49 AM
მაშიკო   7-დან 8 სთ მდე ვდგები ...   Jul 8 2010, 12:01 PM
Atman   terra თან განსაზღვრა...   Jul 8 2010, 12:09 PM
მაშიკო   Atman იმუნიტეტის დაქვ...   Jul 8 2010, 12:13 PM
lingvo   Atman ბედის და ბედისწე...   Jul 8 2010, 12:15 PM
Atman   მაშიკო უფრო ადრე ა...   Jul 8 2010, 12:16 PM
მაშიკო   მაშიკო უფრო ადრე ა...   Jul 8 2010, 12:33 PM
lingvo   ყოველშემთხვევაში ...   Jul 8 2010, 12:17 PM
Atman   lingvo ტერმინოლოგიაშ...   Jul 8 2010, 12:19 PM
lingvo   Atman მტკიცებულებები ...   Jul 8 2010, 12:23 PM
Atman   "ბუდილნიკს" რო...   Jul 8 2010, 12:24 PM
lingvo   შეუსაბამო მაგალით...   Jul 8 2010, 12:33 PM
terra   Atman ანუ შენ ბედს მიზ...   Jul 8 2010, 12:35 PM
Atman   lingvo უმოქმედობა არჩ...   Jul 8 2010, 12:47 PM
terra   Atman მაგას მირჩევნი...   Jul 8 2010, 12:50 PM
Atman   terra მკითხე და გიპას...   Jul 8 2010, 12:52 PM
lingvo   Atman მამუკა, ჩვენ აქ ვ...   Jul 8 2010, 01:00 PM
Atman   lingvo გითხარი ნუ მეკა...   Jul 8 2010, 01:06 PM
lingvo   არ გეკამათები. იყო...   Jul 8 2010, 01:15 PM
Atman   lingvo მე არ მაინტერეს...   Jul 8 2010, 01:22 PM
terra   Atman მამა თეოდორესთ...   Jul 8 2010, 01:36 PM
Atman   თავიდან დავდებ რომ...   Jul 8 2010, 02:25 PM
ikanosi   განწირული ვარ :D   Jul 8 2010, 02:33 PM
marine   განწირული ვარ :D მე...   Jul 8 2010, 03:38 PM
კანონისტი   მზის ამოსვლა არ ვი...   Jul 8 2010, 02:54 PM
აკაკი   რა მაგათი ბრალია... ...   Jul 8 2010, 02:59 PM
Atman   ikanosi marine დროზე თუ არ შ...   Jul 8 2010, 03:42 PM
terra   Atman +   Jul 8 2010, 03:49 PM
izi-bartki   Atman ძალიან მაგარია...   Jul 8 2010, 07:02 PM
Atman   პატრიარქის კურთხე...   Jul 8 2010, 07:34 PM
ქევანა   ვაიმე, სასწრაფოდ უ...   Jul 9 2010, 01:37 PM
Atman   კიდევ ერთი რჩევა: დ...   Jul 9 2010, 02:23 PM
Iona   მართლა ? პ.ს გუშინ ...   Jul 9 2010, 02:37 PM
Atman   Iona კი, ჩემი ყურით მო...   Jul 9 2010, 02:44 PM
მაშიკო   Atman ხვალ და ზეგ არ მც...   Jul 9 2010, 02:46 PM
Atman   მაშიკო ეგ სისტემა...   Jul 9 2010, 02:54 PM
Iona   კაი იდეაა ნამდვილა...   Jul 9 2010, 03:12 PM
ქევანა   აუ, წყლის დალევაზე ...   Jul 9 2010, 03:12 PM
Atman   ქევანა წყლის და სა...   Jul 9 2010, 03:24 PM
izi-bartki   ქევანა წყლის და სა...   Jul 10 2010, 01:03 PM
Atman   izi-bartki 2-3 ლიტრი რომც ა...   Jul 10 2010, 01:04 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 05:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი