თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ საიდუმლო ლოცვები...

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 11 2009, 02:35 PM

ღვთისმსახურების გარკვეულ მონაკვეთებში მღდელი კითხულობს სხვადასხვა ე.წ. საიდუმლო ლოცვებს...
მე როგორც ვიცი პირველ საუკუნეებში (დევნის დროს) ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ადგილას (კატაკომბები და ა.შ) და საიდუმლოდ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ამ დროს არცერთი ლოცვა არ იყო მრევლისთვის გასაიდუმლოებული; მხოლოდ თვით ღვთისმსახურება იყო საიდუმლო წარმართებისგან და სხვ.
მე მაინტერესებს როდიდან დადგინდა კონდაკიდან (საღვთისმსახურო წიგნი) ზოგიერთი ლოცვის მრევლისათვის გასაიდუმლება და რამ გამოიწვია ეს?...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 11 2009, 11:16 PM

lch

ციტატა
ამ დროს არცერთი ლოცვა არ იყო მრევლისთვის გასაიდუმლოებული; მხოლოდ თვით ღვთისმსახურება იყო საიდუმლო წარმართებისგან და სხვ.



ამაზე იყო ადრე საუბარი, ითქვა რომ , გასაიდუმლოებული ჩვენგან კი არ არის ლოცვა, ანუ ჩვენთვის დასამალად კი არ ჰქვია საიდუმლო smile.gif არამედ, ამ ლოცვების წაკიტხვის დროს აღესრულება საიდუმლო, ანუ პურის და ღვინის, ხორცად და სისხლად გარდამქნა და შ,... და ამიტომ ჰქვია საიდუმლო (რადგან საიდუმლო აღესრულება) და არა ის, რომ ჩვენ ვინმე რამეს გვიმალავს. ლოცვა საუბარია ღმერთთან და ის არ შეიძლება საიდუმლო იყოსო, ასე ითქვა მაშინ. განა რა მისტიური სიტყვაუნდა ითქვა სისეტი, რომ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ? არაფერი, ხომ ასეა .

სხვათა შორის, რამოდენიმე წლის უკან, ჩემმა მოძღვარმა ტაძარში სიჩუმის შენარჩუნების მიზნით, საიდუმლო ლოცვის ხმამაღლა წაიკიტხვა დაიწყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 14 2009, 01:13 AM

მხევალი ნინო
ეგ გასაგებია, ზიარების საიდუმლოება და სხვა საეკლესიო საიდუმლოებები (მგონი სულ 7-ია), ვიცით რომ საიდუმლოა როგორც ასეთი...
მაგრამ მე სხვა რამეზე მაქვს აქცენტი:

ციტატა
სხვათა შორის, რამოდენიმე წლის უკან, ჩემმა მოძღვარმა ტაძარში სიჩუმის შენარჩუნების მიზნით, საიდუმლო ლოცვის ხმამაღლა წაიკიტხვა დაიწყო

საიდუმლო ლოცვები მარტო ლიტურგიაზე კი არა, არამედ მგონი ყოველ ჟამნზე იკითხება (მწუხრი, ცისკარი და ა.შ.) და გავიმეორებ რომ ეს ლოცვები პირველ საუკუნეებში მრევლისთვის არ იყო დაფარული (გასაიდუმლოებული)...
ამიტომ მე მაინტერესებს, როდიდან გახდა ეს ლოცვები საიდუმლო და დღეს ამ ლოცვებს მღვდლები რატომ კითხულობენ მრევლისაგან გასაიდუმლოებბულად (კითხულობენ საკურთხეველში, ზოგი ჩურჩულით, ზოგიც საერთოდ უხმოდ [თვალით])?...
რა არის ამის მიზეზი?....



(ამ კითხვას ქვევით, "შეკითხვა მოძღვარს" -ში დავსვავდი, მაგრამ სამწუხაროდ მოძღვრები ამ ფორუმს აღარ სწყალობენ [მიხვდნენ ალბათ ტენდენციებს] და ამიტომ აქ ვკითხულობ, ვინმე კომპეტენტურმა და განათლებულმა [ბევრს აქვს პრეტენზია] უპასუხოს ამ შეკითხვას...) smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 14 2009, 01:37 PM

ციტატა(lch @ May 13 2009, 11:13 PM) *

(ამ კითხვას ქვევით, "შეკითხვა მოძღვარს" -ში დავსვავდი, მაგრამ სამწუხაროდ მოძღვრები ამ ფორუმს აღარ სწყალობენ [მიხვდნენ ალბათ ტენდენციებს] და ამიტომ აქ ვკითხულობ, ვინმე კომპეტენტურმა და განათლებულმა [ბევრს აქვს პრეტენზია] უპასუხოს ამ შეკითხვას...) smile.gif


კიდევ დაწერთ მსგავსი ტონით და ქვეტექსტებით ფორუმზე რაიმეს და ბანს გავიმეტებ თქვენთვის.
აქ მოძღვრები თავისი კეთილი ნებით და დროის ქონის შემთხვევაში წერდნენ პასუხებს. სულაც არ იყვნენ ვალდებულები და იმისთვისაც მადლობა რაც იღვაწეს ფორუმზე. იმედია ისევ მოახერხებენ ჩვენთვის დროის გამონახვას, თუმცა რთულია როცა თავად დიდი მრევლი ყავთ, კიდევ დამატებითად ფორუმზე იღვაწონ და ეს პრეტენზიები თქვენგან ზედმეტია.
იმედია გასაგებად ვწერ.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 14 2009, 07:55 PM

lch

ციტატა
მრევლისაგან გასაიდუმლოებბულად




იხ, გასაიდულოებული არ არის. კაისროსუნა, ჰელპ!


კანუდოსა სად გადაიქუხა?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 14 2009, 08:08 PM

lch

ციტატა
მრევლისთვის არ იყო დაფარული (გასაიდუმლოებული)...

ამ ლოცვებს საიდუმლო, ისევე როგორც შვიდ საეკლესიო საიდუმლოს, საიდუმლო ეწოდება არა იმ გაგებით რომ მრევლისგან საიდუმლოდ, გასაიდუმლოებულად ტარდება ან იკითხება ისინი, არამედ იმიტომ რომ ეს მღვდელმოქმედებანი უდიდესი და უაღმატებულესი ქმედების აღმსრულებლები არიან. ზიარებას საიდუმლო ეწოდება იმიტომ რომ ზიარების დროს საიდუმლოდ, დაფარულად, ჩვენთვის არახილულად პური და ღვინო მაცხოვრის სისხლად და ხორცად იქცევა, ისევე როგორც ნათლისღების ჟამს, პიროვნებაზე ნათელი გადმოდის რომელიც უხილავად მოქმედებს და ცოდვებს აღხოცს მონათლულისგან. ეს შინაგანი ქმედებანი საიდუმლოა ჩვენი გარეგანი მზერისათვის.

მსგავსადვე ამისა ლოცვები, რომელსაც ღვთისმსახური კითხულობს ლიტურღიის ჟამს, ამ ლოცვებს საიდუმლო მისი შინაგანი ქმედების გამო ეწოდებათ, თორემ შესაძლოა ხმამაღლაც იქნეს ეს ლოცვა წაკითხული სასულიერო პირის მიერ და სხვამ გაიგონოს კიდეც. ამაზე არაა აქ საუბარი, საუბარია მის შინაგან ძალაზე.

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: May 14 2009, 10:28 PM

QUOTE(lch @ May 14 2009, 01:13 AM) *


სხვა საეკლესიო საიდუმლოებები (მგონი სულ 7-ია),



ძირითადად ეგრეა, თუმცა............

წყლის კურთხევა (აიაზმა) არ არის საიდუმლო? ჩამონათვალში (7-ში) არ არის......

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 14 2009, 11:33 PM

ციტატა
დღეს ამ ლოცვებს მღვდლები რატომ კითხულობენ მრევლისაგან გასაიდუმლოებბულად (კითხულობენ საკურთხეველში, ზოგი ჩურჩულით, ზოგიც საერთოდ უხმოდ [თვალით])?...

პასუხი გასცა აფხაზმა საკმაოდ ნათლად, მე მხოლოდ ზოგი დაკვირვებით შემოვიფარგლები, თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ ეს ძალიან ღრმა და მთლიანად შესასწავლი თემააა, მაშ ასე, სიტყვა საიდუმლო განეკუთვნება ისეთ რამეს, რომელიც არის " μυστικος " ანუ დაფარული, რაც მიანიშნებს არა იმაზე, რომ რაღაც ისეთი რამ იკითხება რაც დაფარულია (ყველა მათგანი მაქვს წაკითხული და ბევრი ზეპირადაც მახსოვდა) არამედ გარეგნული ქმედებების უკან უხილავად აღსრულებული ქმედებაა საიდუმლო, დასკვნა ასეთია საიდუმლო ლოცვა ხმამაღლადაც რომ იკითხებოდეს საიდუმლო აღესრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ლოცვა კი არაა რაიმე საიდუმლო და ეზოთერული, არამედ ის ქმედებაა თვალთაგან უხილავი და რწმენით მისაღები, რაც აღესრულება ამ ხილული ქმედებების უკან, რაც შეეხება ქრისტიანული ლიტურგიკის ნაწილს, რომ ზოგი ლოცვა იკითხება ჩუმად, ესაა შედეგი ლიტურგიკული ჰარმონიისა და განვითარებისა, რადგან მღვდელი ასრულებს იმ მღვდელმოქმედებას, რომლის აღსრულებაც მას ევალება, ამ შემთხვევაში ტიბიკონი არ განუკუთვნებს მრევლს თანამონაწილეობას, და მრევლის ყურადღება გადადის უფრორე საიდუმლოს შინაარსის გაგებაზე (რაზედაც ხდება აქცენტირება ე.წ. "საიდუმლო ლოცვების" დროს წაკითხული ან ნაგალობები ტექსტების დროს), ისე კი როგორც ახსენეს ხანდახან მღვდელი მაინც ხმამაღლა კითხულობს საიდუმლო ლოცვებს / გამონაკლისის სახით / რომ უბრალოდ ხალხი გააჩუმოს. მაშ ასე კონცეფცია ასეთია მიუხედავად იმისა, ხმამაღლა იკითხება თუ ხმადაბლა ან უხმოდ რაიმე ლოცვა, თუნდაც საიდუმლო, მაინც ნამდვილი მისტიკა არის ის რაც ხდება თვალთაგან და ყურთაგან დამალულად.
შესაბამისად მისტიკის არსი მდგომარეობს არა რაიმე რაღაც უცნობ და საშიშ ქმედებაში, არამედ საიდუმლოში, რომელიც არის ქმედება, რომელიც თავის არსში ემსახურება , მხოლოდ ერთ რამეს ესაა ადამიანის განწმენდა და საბოლოო განღმრთობისათვის თანდათანობითი მზადდება, მაშინ გამოდის რომ ნამდვილი მისტიკა არის ცხონება, ღმერთის მისტიური ჭვრეტა და მარადიული ნეტარება.
ამის შესახებ ყველას ვურჩევდი გამონახოს დრო და გულდასმით წაიკითხოს ეს არცთუისე დიდი ნაშრომი ქრისტიანული მისტიკის შესახებ:

П. Минин
МИСТИЦИЗМ И ЕГО ПРИРОДА

http://www.krotov.info/libr_min/m/mazeyna/minin2.htm

იხარეთ आनन्द (ჰინდიზე);

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 14 2009, 11:44 PM

KAIROS


კაიროს, მეც ხომ ტქვენნაირად ვთქვი ? biggrin.gif :შექების მოლოდინში : ცხადია ტქვენგან მქონდა ნასწავლი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 15 2009, 04:12 AM

ციტატა
:შექების მოლოდინში :

biggrin.gif
yes.gif

პოსტის ავტორი: antona თარიღი: Feb 3 2021, 03:40 PM

ციტატა(lch @ May 11 2009, 02:35 PM) *

ღვთისმსახურების გარკვეულ მონაკვეთებში მღდელი კითხულობს სხვადასხვა ე.წ. საიდუმლო ლოცვებს...
მე როგორც ვიცი პირველ საუკუნეებში (დევნის დროს) ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ადგილას (კატაკომბები და ა.შ) და საიდუმლოდ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ამ დროს არცერთი ლოცვა არ იყო მრევლისთვის გასაიდუმლოებული; მხოლოდ თვით ღვთისმსახურება იყო საიდუმლო წარმართებისგან და სხვ.
მე მაინტერესებს როდიდან დადგინდა კონდაკიდან (საღვთისმსახურო წიგნი) ზოგიერთი ლოცვის მრევლისათვის გასაიდუმლება და რამ გამოიწვია ეს?...



არც ერთი ლოცვა არ არის გასაიდუმლოებული, ანუ დაფარული მრევლისათვის.... უბრალოდ, დღევანდელი ტიპიკონის გამო მედავითნეს ან დიაკვნის მიერ ხმამაღლა წაკითხული ლოცვის პარალელურად ჰკითხულობს მღვდელი საიდუმლო ლოცვას (და ორხმაში რომ ქაოსი არ იყოს, მღვდელი ჩუმად ჰკითხულობს)....
ზოგიერთ ტაძარში ცალკეც იკითხება და ჩვეულებრივ ესმის მრევლს ეს ლოცვა....

საიდუმლო იმიტომ ჰქვია ლოცვას, რადგანაც ამ ლოცვის არსის ჩაწვდომა ადამიანის გონებას არ ძალუძს (შინაარსი გვესმის, მაგრამ ეს ლოცვა როგორ მოქმედებს ეკლესიაში სულიწმიდის მადლით - ეს ჩაუწვდომელია მრევლისათვის).....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)