მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
subterranean |
Apr 25 2009, 09:49 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
ციტატა ნამდვილ დამნაშავეებთან ერთად ბევრი უფანაშაულოცაა ციხეში დღეს, ასევე ბევრია ისეთი, ვინც მართალია დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ გულით ნანობს ჩადენილს, რატომ არ უნდა მიეცეთ მათ შანსი? მსგავსი აზრი ბევრი მოვისმინე ამ დღეებში და იმის თქმა მინდა, რომ თეოფილე მალაქიას ვეთანხმები :| არამგონია ციხეში ანგელოზი იჯდეს... მაქსიმუმ 15% იყოს მასეთი... |
guest |
Apr 25 2009, 09:51 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა არამგონია ციხეში ანგელოზი იჯდეს. subterranean ანგელოზები არა, მარა "აბა , ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო, გალიაში ბულბულები ზიან ..." |
lch |
Apr 25 2009, 11:30 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მართა
ციტატა რომ არიან ისეთი პატიმრები რომელთა გამოსწორება არ არის შესაძლებელი ციხეში, აუცილებელია მათზე ზრუნვა და დახმარება რომელიც ხელეწიფება ეკლესიას! ბევრი იტყვის რომ ციხე გამოსასწორებელი კი არა სადამსჯელოაო, მაგრამ არიან ისეთი ტიპის პატიმრებიც ქალებიც და კაცებიც რომელთა დაბრუნება ჯანსაღი და ნორმალური აზროვნებით არის შესაძლებელი საზოგადოებაში. კი, ასეა, შემოგევლოთ ჩემი თავი... მაგრამ როგორია - მონასტრებში სოდის, კუდის და ათასი ჯურის შა--თ--- რო ირბენენ ვითომ ამ პატიმრების საკონტროლოდ?... ე.ი. აღარც მონასტრებს და საერთოდ არაფერს გვიტოვებენ განმარტოებისთვის და განსვენებისთვისთ რა.... ე.ი. მხოლოდ უდაბნოები უნდა მოვძებნოდ, მგონი დადგა მე-2-3 საუკუნეების მსგავსი პერიოდი... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მხევალი ნინო |
Apr 25 2009, 11:47 PM
პოსტი
#24
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lch
ციტატა მონასტრებში სოდის, კუდის და ათასი ჯურის შა--თ--- რო სოდს და კუდს რა უნდა პატიმრებთან ისიც გვიტხარი რა! ციტატა ვითომ ამ პატიმრების საკონტროლოდ მოიცა, ვთქვატ პრობაციას ამის უფლება მიეცა, ვითომ რატომ ირბენენ, ვითომ კი არა, იმისტვის ირბენენ რასაც დააველებენ, მსჯავრდებულებზე კონტროლს, მსჯავრდებულების მონასტრეში გადაყვანა, მათ სრულ თავისუფლებას არ ნიშნავს, ამიტომ, ცხადია გარკევეული კონტროლი იქნება. გარდა ამისა, პატრიარქს ეს ,,რბენა,, უღირს. ისე ლაპარაკობ, თითქოს ეს ინიციატივა ვიღაცის შემოგდბეულია იმისთვის, რომ სოდმა და კუდმა (მაინც არ მესმის სოდს და კუდს მსჯავრდებულებტან რა ხელი აქვთ) ირბინონ მონასტრებში . ვერ გავიგე რა გაწუხებს. შენს სულიერ სიმშვიდეს დაარღვევს ვინმე და ეს უმეტესია იმაზე, რომ პატიმრებს რაღაც შეღავათი მიეცემათ? მე ვფიქორბ, რომ ყველა მონასტრეს ამის უფლება არ ექნებათ. იქნება გამორჩეული მონატსრეი რომელიც მიიღებს პატიმრებს გამოსასწორებელი დროით ან რაღაც მსგავსი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
lch |
Apr 26 2009, 12:31 AM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მხევალი ნინო
ციტატა სოდს და კუდს რა უნდა პატიმრებთან ისიც გვიტხარი რა! ჩემო დაო ეგენი ყველაფერში ეჩრებიან და მით უმეტეს პატიმრები ვერ გაექცევიან მათ "მახვილ" მზერას... ციტატა ვერ გავიგე რა გაწუხებს. შენს სულიერ სიმშვიდეს დაარღვევს ვინმე და ეს უმეტესია იმაზე, რომ პატიმრებს რაღაც შეღავათი მიეცემათ? არა, ჩემი სულიერი სიმშვიდე დაე მსხვერპლად შეეწიროს ნებისმიერი პატიმრის (საპყრობილეში მყოფის) შვებასა და მისი ხვედრის შემსუბუქებას!!!... მაგრამ კარგად მოგეხსენებათ როგორ სახელმწიფოში, როგორი "მართმსაჯულების" და როგორი სამართალ დამცავების პირობებში ვცხოვრობთ... ასეთ პირობებში, ამ სტრუქტურებისთვის მონასტრებში პირდაპირი კონტროლის, ზედამხედველობის (პატიმრების მოტივით) უფლების მინიჭება მე, საქართველოს ერთერთ უმდაბლეს და უუფლებო მოქალაქეს, მიმაჩნია მიუღებლად და მაშინებს რომ ეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლეესის წინააღმდეგ, გაურკვეველი, მაგრამ აშკარად ანტიქართული, ანტიმართმადიდებლური ძალების კიდევ ერთი ნაბიჯია... მაგრამ "ქრისტე აღსდგა მკვდრეთიდ, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!!!" პ.ს. მე მეშინია, რომ ამ ნაბიჯით საქართველოში ძლივს აღორძინებული მონასტრული ცხოვრება და მოღვაწეობა ისევ შენელდება (უფალმა გვაშოროს!).... იმედი მაქვს ვცდები, მაგრამ... პ.პ.ს. მე ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი სათქმელი ამოვწურე და ყველას ვთხოვ - პირადად მე ნუღარ მომმართავთ ხოლმე.... ღმერთს ებარებოდეთ!!! -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
guest |
Apr 26 2009, 02:45 AM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
lch
მეც რაღაცნაირად ვშიშობ, რომ რამე პროვოკაციები (როგორც ჩვევიათ ხშირად და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან) არ მოახდინონ და მერე პატრიარქს არ აბრალონ ათასი სისულელე... უამრავი ვარიაცია მომივიდა თავში, რაც შეიძლება გააკეთონ ... პ.ს. პატიმრები მეცოდებიან, ყველა გამოსუწორებადი კი არ არის ... |
მხევალი ნინო |
Apr 26 2009, 12:04 PM
პოსტი
#27
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lch
ციტატა მაგრამ კარგად მოგეხსენებათ როგორ სახელმწიფოში, როგორი "მართმსაჯულების" და როგორი სამართალ დამცავების პირობებში ვცხოვრობთ... ასეთ პირობებში, ამ სტრუქტურებისთვის მონასტრებში პირდაპირი კონტროლის, ზედამხედველობის (პატიმრების მოტივით) უფლების მინიჭება მე, საქართველოს ერთერთ უმდაბლეს და უუფლებო მოქალაქეს, მიმაჩნია მიუღებლად და მაშინებს რომ ეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლეესის წინააღმდეგ, გაურკვეველი, მაგრამ აშკარად ანტიქართული, ანტიმართმადიდებლური ძალების კიდევ ერთი ნაბიჯია... ეტყობა ძალიან ხშირად უყურებ ტვ-ს და ყველაფრის გჯერა რახან, პატრიარქმა აიღო ტავზე რაღაც პასუხიმგებლობა, ცხადია ის იმაზეც ფიქორბს, რაზეც შენ. სახელი არ ვიცი შენი და ამიტომ არ ვიცი როგორ მოგმართო. სოდს და კუდს არაფერი ესაქმება პატიმრებთან, დამიჯერე. იმ მსჯავრედბულებს, რომლებიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან, მეთვალყურეობს პრობაცია. ის მსჯავრედბულები, რომლებსაც გაუნახევრდებათ სასჯელი და ნაწილის ,,მოხდა,, დაევალებათ მონასტერში, თუ კიდევ სხვაგან,სავარაუდოდ იქნებიან პრობაციის მეთვალყურეობის ქვეშ. სოდი და კუდი იმდენად არაფერ შუაშია, რომ არ ვიცი პირდაპირ რა გიტხრა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით პირობები, არ წაგვიკიტხია ხელშეკრულება და ვმსჯელობთ. დამრწუმენული ვარ, ყველა მონასტერში არ იქნებიან ეს ,,პატიმრები,, ისე როგორც ყველა მონასტერმა ვერ აიღო თავზე ნარკომანების რეაბილიტაცია და მხოლოდ ფერიცვალების მონატსრეი ,,იტანჯება,, ისე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ამ პატიმრებს რა დაერქმვათ, ანუ რეალური სასჯელისგან (რეალურ სასჯელს ციხეს ეძახიან) გათავისუფლდებიან და პირობითის ქვეშ იქნებიან თუ რა მოხდება, რადგან თუ რეალური სასჯელი დარჩებათ, ანუ ციხეში უნდა იყვნენ, მონასტერი არაა ადგილი სადაც პატიმრობას იხდიან, ხომ გესმის. ამიტომ, ჯერ გავარკვიოთ, რა დაერქმევათ ამ პატიმრებს,თუ იქნება პირობითი ან დაევალებათ გარკვეული პერიოდი მონატერის ტერიტოირაზე ყოფნა (ან როგორ უნდა დაევალოთ არ მესმის, ეს ხომ ნებაყოფლობითია, მოკლედ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი), როგორც ალბათ აღმზრდელობითი ან გამოსაცდელი ან არ ვიცი რა, ოღონდ აუცილებალდ რეალური სასჯელის გარეშე, მაშინ მათ არც სოდი და კუდი სჭირდებათ, არც ნადზორი და არავინ, როგორც სხვა პირობითი, ისე ესენიც ჩავლენ პრობაციაში, მგონი კვიტაში ერთხელ დახელმოწერით დაადასტურებენ, რომ არსად გაქცეულან, ისევ იქ არიან და აშ. ჩემო იჩ, თუ ჩლ, ვერ მივხვდი რა გქვია, შეწყვიტე ტვ-ს ყურება და ოპოზიციის მოსმება და ერთ იურისტს მაინც ჰკიტხე რა არის რეალური სასჯელი, რა არის პირობითი, ვინ სად იხდის ამ სასჯელებს, და ვინ არის მათზე ამ დროს მეთვალყურე. სოდი და კუდი ვინაა ისიც ჰკიტხე და გიპასუხებენ. თუ ვინმეს პროვოკაცია უნდა, ამ ხელშეკრულების გარეშეც მშვენივრად მოახერხეებს, უკაცრავად და ვინ ოხერი არ მიდის მონასტერში, ყველასთვის ღიაა მონასტრის კარები, პროვოკაციას და სახელის გატეხარს რა უნდა. კარგშიც ცუდის დანახვა არაა სწორი. მადლიზა რაღაც დათომაზე მიდის სახელმწიფო, რაღაც კარგი კეთდება, ეგებ გზააბნეულ არასრულწლოვანებს რაიმე ეშველოთ (ტუმცა, სახელმწიფოს რომ ტავი დავანებოთ, რამდენი მშობელი და ჩვენი მოქალაქე გამოიყენებს ამ ხელშეკრულებას ბოროტად ვინ იცის, წავა იქ ამბები და ,,ჩაწყობები,, ) დაანებეთ ამ ეჭვებს თავი. ჯერ გავერკვიოთ, წავიკიტხოთ ხელშეკრულების პირობები, ინიციატორი პატრიარქია, ვნახოთ, ამას რაიმე საკანანმდებლო ცვლილება ხომ არ სჭირდება , ერთი ორ კაცზე შედეგიც ვნახოთ და მერე ვიმსჯელოთ, არ უნდა ამდენი სასოწარკვეთა და მოჭუტული თვალებით ყურება ყველაფერს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Apr 27 2009, 10:55 AM
პოსტი
#28
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ციტატა მოკლედ, ხელშეკრულების ტექსტი აქვს ვინმეს? ავტორს აქვს და დადებს მალე lch ციტატა ახალია და ეტყობა აკრეფვა დაეზარათ რა... აბა, რას მოაწერდნენ ხელს თუ აკრეფილი არ იქნებოდა? გვაცალეთ, ბატონო და დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
inaina |
Apr 27 2009, 11:15 AM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
ციტატა ავტორს აქვს და დადებს მალე ციტატა გვაცალეთ, ბატონო და დავდებ -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
KAIROS |
Apr 27 2009, 11:31 AM
პოსტი
#30
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ავტორს აქვს და დადებს მალე ისა და ავტორს უთხარი კომენტარებიც დააყოლოს თან -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Apr 27 2009, 11:38 AM
პოსტი
#31
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა პატიმრები მეცოდებიან, ყველა გამოსწორებადი კი არ არის ... ალბათ დაარეგულირებენ არჩევის წესსაც. ისე მართალი ხარ, ნან, ყველა გამოსწორებადი არაა, თუმცა მე ვიცი რომ ციხეში მღვდლები მიდიან ხოლმე.. იქნებ სასწაული მოხდეს და სინდისმა გაიღვიძოს რომელიმეში და მერე დარჩენილი სასჯელის ვადა მონასტერში გაატაროს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
guest |
Apr 27 2009, 12:37 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ქევანა
ციტატა თუმცა მე ვიცი რომ ციხეში მღვდლები მიდიან ხოლმე.. იქნებ სასწაული მოხდეს და სინდისმა გაიღვიძოს რომელიმეში და მერე დარჩენილი სასჯელის ვადა მონასტერში გაატაროს კი, ყველგან სხვათაშორის. აქაც კი უნდა ნახო რა "პარადი" აქვთ პატიმრებს მაგ დროს და როგორ უხარიათ (ჩემი მოძღვარი დადის აქ და მისგან ვიცი), ყველა უკლებლივ "ეწერება" : სერბები, ქართველები, რუსები, ბერძნები, რუმინელები, უკრაინელები და რა ვიცი ყველა , ვინც ზის . უსმენენ, ეკითხებიან, აღსარებას ამბობენ და რაღაც იმედით უყურებენ მოძღვარს . დიდ ხუთშაბათს მასიურად აზიარებს ყველას (სხვა დროსაც , მაგრამ ეს დღე განსაკუთრებულია ცნობილი მიზეზის გამო )... + სხვა აღმსარებლობის ან ათეისტებიც ესწრებიან და უსმენენ ქადაგებას... p.s.ღმერთო, მართლა უშველე ყველა გაჭირვებულს და მათ შორის მეც |
neo |
Apr 30 2009, 09:49 AM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ვფიქრობ ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა, მე ვყოფილვარ ზონაში და ვიცი იქ რა შეიძლება დამიანს დაემართუს, მიუხედავად იმისა როგორი მსუბუქი სასჯელის გამო ზის...
ასევე მონასტრებში ვყოფლივარ, მგონია რომ მონასტრებს შეუძლიათ ამ ადამიანების მომავლის შეცვლა... ბევრი ადამიანის გადარჩენა... არ არის აუცილებელი ყველა მომასტერში იყვნენ პატიმრები, და არც ყველა მონასტერია ასე ვთქვათ ,,მშვიდი" ... გარდა ამისა პატიმრების დიდი ნაწილი პატივს ცემს ეკლესიას და დისიპლინირებული ქცევაც ვფიქრობ მისაბაძი იქნება ბევრ მორჩილისთვის... რავი ასე ვფიქობ -------------------- www.cordesign.ge
|
კანონისტი |
May 6 2009, 10:58 AM
პოსტი
#34
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას შორის მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდეგომში - ეკლესია), რომელსაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს მთავრობა _ რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური: - ვაღიარებთ რა ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან; - ვაცნობიერებთ რა ეკლესიის უდიდეს მნიშვნელობას ერის სულიერ განვითარებაში; - ვადასტურებთ რა ეკლესიის კეთილისმყოფელი როლის გასაძლიერებლად და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებობას; - შეგნებული გვაქვს რა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, როგორც თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ალტერნატივის სახით სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული უფრო მსუბუქი სახის სასჯელის მნიშვნელობა; - ვგრძნობთ რა პასუხიმგებლობას ყოველი მსჯავრდებული პირის მიმართ და გამოვთქვათ მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ასეთ პირთა რესოციალიზაციას საეკლესიო ცხოვრებაში მათი ჩართვისა და ამავე ფარგლებში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაში მათი აქტიური მონაწილეობის ფორმით; - მივიჩნევთ რა მნიშვნელოვნად მსჯავრდებულთა სულიერად გაძლიერების აუცილებლობას; `საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების~ პირველი მუხლის საფუძველზე და 2001 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებით ვდებთ შემდეგ შეთანხმებას: მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. წინამდებარე შეთანხმებით დადგენილია ეკლესიასა და მთავრობას შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3_მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდასთან დაკავშირებული ღონისძიებათა გატარების წესი და ფორმები. 2. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების უშუალო განხოციელებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) მუხლი 2. თანამშრომლობის პრინციპები და საგანი 1. მხარეებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს. 2. თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს მსჯავრდებული პირებისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდის უზრუნველყოფის მიზნით ეკლესიისა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული საქმიანობა. 3. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, თანამშრომლობის სფეროში მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შესრულებისთვის და რომ ამის თაობაზე აცნობებს მეორე მხარეს. 4. ეკლესია უფლებამოსილია წარუდგინოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შუამდგომლობა ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სამინისტროს შესაბამისი სამსახური იღებს ვალდებულებას განიხილოს წარდგენილი შუამდგომლობა და მიიღოს გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სამინისტრო უზრუნველყოფს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირის დასწრებას შუამდგომლობის განხილვისას. 5. ეკლესია იღებს ვალდებულებას, მსჯარდებულის თანხმობით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უზრუნველყოს მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ მონასტრებსა და საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობებში, აგრეთვე ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა დაწესებულებებში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონიკური სამართლის ფარგლებში. 6. იმ მონასტრებისა და საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობების, აგრეთვე ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც მსჯავრდებულმა შეიძლება მოიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ეკლესია. 7. ეკლესია შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის სამსახურს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსის და პირობების აღწერილობით, ასევე სასარგებლო შრომის მოხდის კონკრეტული ადგილის (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა) მითითებით. შუამდგომლობით განისაზღვრება აგრეთვე ეკლესიის მიერ უფლებამოსილი იმ პირის ვინაობა და ტელეფონის ნომერი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფს ეკლესიის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. 8. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისას შესრულებული სამუშაოს სახისა და მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს ეკლესია, რომელსაც სამინისტროსთან ურთიერთობებში წარმოადგენს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი. 9. მსჯავრდებულის ქცევის, მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლს და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი. 10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ეკლესია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს მსჯავრდებულის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე. 11. სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებისას ითვალისწინებს ეკლესიის რეკომენდაციებს. მუხლი 3. სასჯელის მოხდისათვის საჭირო პირობების შექმნა ეკლესია უზრუნველყოფს ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში, საღვთისმსახურო წესებისა და კანონიკური ნორმების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისათვის საჭირო პირობების შექმნას. მუხლი 4. მსჯავრდებულის შეხვედრა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან 1. მხარეები უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის შეხვედრას ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. 2. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ეკლესიის მიერ სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას. 3. ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს წინა პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობის თაობაზე, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის აუცილებლობიდან, აგრეთვე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ობიექტური გარემოებებიდან. 4. მსჯავრდებულს უფლება აქვს ოჯახის წევრებთან შეხვედრის მიზნით ეკლესიის მიერ უფლებამოსილ პირთან წინასწარი შეთანხმებითა და სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობით, არაუმეტეს თვეში 4 დღისა, დატოვოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილი. 5. მსჯავრდებულთან შეხვედრის მსურველი პირი ვალდებულია, შეხვედრის თაობაზე ეკლესიის მიერ უფლებამოსილ პირს შეატყობინოს შეხვედრამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. 6. ეკლესიის მიერ უფლებამოსილი პირი შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მსჯავრდებულისათვის დამატებითი შეხვედრის უფლების მიცემის შესახებ, თუ კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიების გამოყენება. მუხლი 5. შეთანხმების ძალაში შესვლა ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თემო |
May 6 2009, 12:20 PM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
კანონისტი
მადლობა ტექსტისათვის. ციტატა 1. წინამდებარე შეთანხმებით დადგენილია ეკლესიასა და მთავრობას შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3_მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდასთან დაკავშირებული ღონისძიებათა გატარების წესი და ფორმები. მუხლი 73. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით 1. სასამართლოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). (28.12.2005 N 2619) 2. სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი. 3. სასამართლოს შეუძლია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა). (26.12.2008 N 893) 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: (26.12.2008 N 893) ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: (26.12.2008 N 893) ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი. 6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი. (26.12.2008 N 893) 7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. (26.12.2008 N 893) 8. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დენა იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მომენტიდან. (26.12.2008 N 893) 9. მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის ბიურო. (26.12.2008 N 893) 10. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას: (26.12.2008 N 893) ა) ჯიუტად თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის LXIV1 თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. (26.12.2008 N 893) ციტატა 10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ეკლესია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს მსჯავრდებულის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე. მუხლი 72. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება 1. ის, ვინც სასჯელს იხდის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან. (26.12.2008 N 893) 2. პირობით ვადამდე გათავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს ამ კოდექსის 65ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში. 3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა: (26.12.2008 N 893) ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე. 4. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები. 5. პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის სამსახური, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა _ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა. 6. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში: ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე5 ნაწილში აღნიშნული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას. (26.12.2008 N 893) 7. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. 8. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ორი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე. (26.12.2008 N 893) |
იმედა |
Jun 14 2009, 03:31 PM
პოსტი
#36
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 14-June 09 წევრი № 7,124 |
დიდებას იტყვიან მხოლოდ უფალზე მე ასე მგონია. თუ ვცდები შემისწორეთ.
ეს შაშკინი ვინ არის? |
კანონისტი |
Jul 22 2009, 05:51 PM
პოსტი
#37
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
შიდა ქართლელი პრობაციონერები სამთავისისა და გორის ეპარქიაში მიმდინარე ეკლესიებისა და სასულიერო კერების მშენებლობა-რესტავრაციის საქმეში აქტიურად არიან ჩართულნი.
პრობაციის ბიუროს რეკომენდაციითა და ეპარქიის ხელმძღვენელის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით დღეისათვის 10 პირობით მსჯავრდებული სხვადასხვა ობიექტზე შრომობს. პრობაციონერები ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრსა და სასულიერო გიმნაზიის მშენებლობაზე არიან დასაქმებულნი. მათვე ხის მასალით მოაპირკეთეს ატენის ხეობაში მდებარე დედათა მონასტერი. გადაწყვეტილია, რომ პირობით მსჯავრდებულები იმუშავებენ ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოებზე და გორში მაცხოვრის ტაძრის მშენებლობაზე. იღუმენ კოზმას განცხადებით, მათი ეპარქია და შიდა ქართლის პრობაციის ბიურო სამ წელზე მეტია, რაც პრობაციონერთა დასაქმების კუთხით აქტიურად თანამშრომლობს. “ეს ადამიანები დახმარებასა და თანადგომას საჭიროებენ. აქ მუშაობით ისინი, როგორც მატერიალურ, ის უმთავრესს - სულიერ საზრდოს იღებენ. ზოგიერთი მათგანი ჩვენი ეკლესიის მრევლი გახდა”,-აღნიშნა მან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Jul 22 2009, 05:55 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანონისტი
გეიხარე, დავით. კაი ამბავია ძალიან |
.zakaria. |
Jan 6 2011, 06:18 AM
პოსტი
#39
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
ეს პროგრამა პატიმრების მონასტერში არ არსებობს(ან აღარ არსებობს)
-------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
მხევალი ნინო |
Jan 7 2011, 12:36 PM
პოსტი
#40
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
.zakaria.
ციტატა ეს პროგრამა პატიმრების მონასტერში არ არსებობს(ან აღარ არსებობს) არსებობს, მაგრამ ყველა დანაშაულზე არ ვრცელდება. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი