გიხაროდენ,ცოდნა შეერწყა რწმენას!, ათეიზმისა და სეკულარიზმის სრულიკრახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიხაროდენ,ცოდნა შეერწყა რწმენას!, ათეიზმისა და სეკულარიზმის სრულიკრახი |
samreklo |
Feb 10 2010, 12:42 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
გიხაროდენ,ცოდნა შეერწყა რწმენას!
XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ბევრი ადამიანისათვის შეუმჩნევლად კაცობრიობის ისტორიაში დაიწყო სრულიად ახალი ერა,რომელსაც მე პოსტსეკულარულ ერად მოვნათლავდი. უახლესმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა გააკოტრეს მატერიალიზმი და დაადასტურეს ღმერთის, როგორც სამყაროსა და ადამიანის შემომქმედისა და მფარველის, არსებობის უტყუარობა.ათეიზმმა და დარვინის ევოლუციონისტურმა თეორიამ,რომლებიც უღმერთობას ქადაგებდნენ, სრული კრახი განიცადეს. საგულისხმოა ამ მხრივ,რომ გასული საუკუნის მიწურულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტმა წამყვანმა მეცნიერმა,რომელთა შორის უმრავლესობას ნობელის პრემიის ლაურიატები შეადგენდნენ,საჯაროდ განაცხადეს,რომ მათ თავიანთი კვლევების საფუძველზე ირწმუნეს ღმერთის არსებობა და მისი შემოქმედების სიდიადე. გამოეხმაურა რა ამ განცხადებას,რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა,აკადემიკოსმა ი.ოსიპოვმა ამას წინათ ხაზგასმით აღნიშნა,რომ სივრცისა და დროის,მიზეზიობრიობის შესახებ ძირეული შეხედულებების შეცვლამ,ძვრებმა კვანტურ მექანიკაში პირდაპირ მიგვიყვანა ღმერთის აღიარებისაკენ. დღეს ცხადი გახდა,რომ სამყარო მუდმივად არ არსებულა,იგი არც შემთხვევით წარმოშობილა. .ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იყო შემჩნეული, რომ სამყარო გამუდმებით ფართოვდება. მაშასადამე, მასEგააჩნდა საწყისი წერტილი,საიდანაც დაიწყო მისი გაშლა.დადგინდა,რომ სივრცე,დრო და მატერია მყისიერად და ერთდროულად წარმოიშვნენ დიდი აფეთქების შედეგად. ქმნილმა სამყარომ უდიდესი სიჩქარით იწყო გაფართოება,რომელიც დღესაც გრძელდება,მაგრამ არა ისე სწრაფად,როგორც თავიდან იყო. სამყაროში მიმდინარე ყველა პროცესი ეფუძნება ზუსტ გაანგარიშებებს.იგი მიზანმიმართული,დაპროგრამირე ული და ბრძნული მოქმედების ხასიათის ამსახველია. სამყაროს ჰარმონია შემომქმედის მიერ მის საფუძველში ჩადებული მკაცრი კანონებით არის განპირობებული.წარმოუდგენელია მისი შემთხვევითი წარმოშობის დაშვება.შემთხვევით წარმოშობილ სამყაროში ქაოსი დაისადგურებდა და არა ორგანიზებულობა. რაც დრო გადის,მით უფრო ნათელი ხდება სამყაროს მოწყობის ღვთაებრივი გეგმის არსი.მეცნიერებამ დაიწყო სამყაროს წარმოშობის ბიბლიური სურათის დადასტურება,რომელსაც ადრე უმო წყალოდ უარყოფდა. ღმერთის შემოქმედების გვირგვინს ადამიანი წარმოადგენს.მას ემსახურება ყველაფერი.ღმერთმა ადამიანი მას შემდეგ შექმნა,რაც სამყარო ისე მოაწყო,რომ ადამიანსAდედამიწაზე არსებობა და ცხოვრება შესძლებოდა. ირონიის მომგვრელი გახდა დარვინის თეორიაDადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის შესახებ.დღემდე უშედეგოა ცდა აღმოაჩინონ მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის ფაქტები.ამასთან ცხადი შეიქმნა,რომ მაიმუნს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახეობის არსებას, აქვს მკაცრად განსაზღვრული გენეტიკური ზღვარი,რომლის გადალახვაც შეუძლებელია. ღვთის მიერ შექმნილი ადამიანიAსამყაროს მშვენებაა.მხოლოდ იგია აღჭურვილი შემეცნების და წარმოსახვის უნარით.ყველა სხვა არსება ძირითადში მხოლოდ ინსტიქტით ხელმძღვანელობს. ამასთან,ღმერთმა ადამიანი იმგვარად შექმნა,რომ მას სამყაროში თავი კომფორტულად ეგრძნო. ასე,მაგალითად, დედამიწა საოცარი სისწრაფით მოძრაობს ერთდროულად სამი მიმართულებით: მზის ირგვლივ (წამში 31 კმ. სიჩქარით) ,საკუთარი ღერძის გარშემო (წამში 465 მ. სიჩქარით),კოსმოსურ სივრცეში მზესა და მთელ ჩვენს გალაქტიკასთან მწყობრში (წამში 21 კმ. სიჩქარით),მაგრამ ადამიანი ვერაფერს გრძნობს და უშფოთველად არის. სწორედ ღმერთის დამსახურებაა ის,რომ ადამიანი არა პირდაპირ,არამედ წარმოსახვის გზით აღიქვამს ხილულ სამყაროს,რის წყალობითაც იგი ესთეტიკურ სიამოვნებას ღებულობს. ობიექტური რეალობა სულ სხვაგვარია,მკვეთრად განსხვავდება ადამიანის მიერ აღქმულისაგან. სინამდვილეში არ არსებობს არც ფერები და არც ჰანგები.ისინი სხვა არაფერია თუ არა მოძრავი ტალღები,რომლებიც ადამიანის მხედველობისა და სმენის ორგანოებზე ზემოქმედებენ.სინათლეც,სითბოც,დროც,გემოც ილუზიაა. ადამიანის მიერ აღქმული სამყაროს მასშტაბებიც,საგნებისა და სხეულების წონაც და ზომაც,მათი მოძრაობის სიჩქარეც შეფარდებითია. საერთოდ,ადამიანი ისეა მოწყობილი,რომ სამყაროს მხოლოდ პიროვნული,სუბიექტური თვალსაწიერიდან აღიქვამს. ყოველი საგანი,ყოველი ცოცხალი არსება,ყველაფერი,რაც ადამიანის ირგვლივაა,უამრავი ატომებისაგან შედგება,რომლების ერთმანეთს არ ეხებიან და მუდმივ მოძრაობაში არიან.ატომები თავის მხრივ უთვალავ, ერთმანეთისაგან დაშორებულ, მოძრავ ნაწილაკებს შეიცავენ. თვით ადამიანიც მისთვის უხილავი ატომებისა და სხვა ნაწილაკების კომბინაციას წარმოადგენს. ადამიანს რომ შეეძლოს სინამდვილის სრულად აღქმა,მაშინ იგი ყველაფერს დაინახავდა სხვადასხვა ფორმის მქონე,ასე ვთქვათ,მოფარფატე ქინქლების გუნდის სახით.ამასთან, მისთვის ყველა სხეული გამჭვირვალე იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში გარემომცველი სამყარო ადამიანისათვის აღარ იქნებოდა ისეთი ლამაზი და მომხიბვლელი,როგორითაც წარმოისახება მის გონებაში. სამყაროში ყველაფერი მჭიდრო და უწყვეტ ურთიერთკავშირში იმყოფება და როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, მოვლენებს მისი შეგრძნებებისგან დამოუკიდებლად ვერ წარმოიდგენს, ის კი, რის აღქმაც მას ძალუძს, ამ უსასრულო მრავალფეროვნების მხოლოდ ნაწილია, ისიც - უმნიშვნელო ნაწილი. Aადამიანის მიერ აღქმული სამყაროში ქაოსი იმეფებდა,რომ არა ღვთიური, არამატერიალური ძალა,რომელიც ფორმას უნარჩუნებს ნებისმიერ სხეულს, მოძრაობაში მოჰყავს ატომები, ელექტრონები და სხვა ნაწილაკები. ეს უხილავი,უნივთო ძალა აკავებს და ამოძრავებს მარადიულ სიცარიელეში მზეს,დედამიწას,ყველა სხვა პლანეტას,უზრუნველყოფს მათ სიმკრივეს. იგი აჯგუფებს,აძლევს მიმართულებას და აიძულებს ურთიერთკავშირის შენარჩუნებას იმ უთვალავ ატომს, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმის საოცარ ჰარმონიას ქმნიან. მის გარეშე ყველაფერი დაიშლებოდა,ნისლივით გაჰქრებოდა. ღვთიური, არამატერიალური ძალა არა მარტო სამყაროს,თითოეული საგნისა და არსების მთლიანობას უზრუნველყოფს.იგი ამავე დროს ქმნის მძლავრ კოსმიურ სულიერ ველს,რომელიც წარმართავს სიცოცხლეს მთელს დედამიწაზე. ყველაფერი რაც წარმოიშობა და იზრდება,ამ ველიდან სულდგმულობს.სწორედ მისგან მიღებული იმპულსების წყალობით რეალიზდება ადამიანის,ცხოველის,ფრინველის ,მცენარის,მიკრობის მოლეკულებში ღვთის მიერ განთავსებული გენეტიკური ინფორმაცია. შემომქმედის ამ სულიერ ველში ადამიანი ჩართულია ქვეცნობიერების მეშვეობით.ამ ველში საჩქარე არ არსებობს,მის ფარგლებში ინფორმაციის გადაცემა და მიღება ხდება მყისიერად. მართალია,ღმერთმა ადამიანს შეუზღუდა ობიექტული სინამდვილის სრული შემეცნების უნარი,მაგრამ იგი მას ბიორობოტის სახით როდი შეუქმნია. უფალმა ადანიანს მიანიჭა თავისუფალი ნება,რომელიც სიკეთესა და ბოროტებას შორის ერთ-ერთის არჩევაში გამოიხატება. მაგრამ ადამისა და ევას,მათი შთამომავლების ცოდვებმა ღმერთი დაარწმუნეს,რომ “ბოროტებისაკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე” (დაბ.8.21). მიუხედავად ადამიანის ამ სისუსტისა, უფალში მაინც იუხვა მისდამი სიყვარულმა.ამიტომ ბევრს ეცადა იგი,რათა გაეთავისუფლებინა ადამიანი ცოდვისაკენ მიდრეკილებისაგან. ჯერ იყო და უფალმა წარღვნას გადაარჩინა ნოე და მისი ოჯახი,რომ ადამიანთა მოდგმას არსებობა არ შეეწყვიტა,შემდგომ იძულებული შეიქნა მოევლინა თავისი ძე იესო ქრისტეს სახით,რათა ადამისა და ევას შთამომავლებს მიებაძათ მისთვის. მხოლოდ მას შემდეგ,რაც დარწმუნდა ადამიანის სიჯიუტეში,ღმერთმა გადაწყვიტა აღარ შთაბეროს სასიცოცხლო ენერგია წუთისოფელს და იგი დასასრულისაკენ წარმართოს. ამის შედეგია,რომ წუთისოფელმა დაკარგა “თავისი სიჭაბუკე და სიბერის ჟამმა მოუწია”(3 ეზრ. 14.10,11). წუთისოფელი მართლაც დსასრულისაკენ მიექანება.დედამიწა იფიტება,ბუნებრივი რესურსები ილევა,კლიმატი უარესდება,შიმშილი მძვინვარებს,უზნეობა ჰყვავის. ეს სრულ შესაბამისობაშია თერმოდინამიკის ე.წ. ენტროპიის კანონთან,რომლის თანახმადაც სისტემაში მიმდინარე ყველანაირი პროცესი, დეგრადაციისა და შეწყვეტისათვის არის განწირული, თუ ეს სისტემა ენერგიის ნაკადით არ იკვებება. სულგრძელმა უფალმა მაინც არ გაწირა ბოლომდე მის მიერ ქმნილი ადამიანი და მისცა მას უკანასკნელი შანსი,რომ “არ წარწყმდეს”(იოან. 3,.16). ეს რომ არ მოხდეს, ადამისა და ევას მოდგმამ უნდა დაძლიოს ცოდვისაკენ მიდრეკილება და იცხოვროს მკაცრად ღმერთის მცნებების შესაბამისად. წუთისოფლის დასასრულის წინ კი უფალი მეორედ მოავლენს იესო ქრისტეს,რათა განსაჯოს ყოველი ადამიანი. საყოველთაო განსჯის შედგომ დაკვიდრდება “ახალი ცა და ახალი მიწა” (გამოცხ. 21.1), შეიქმნება ახალი დედამიწა,სადაც საცხოვრის მოიპოვებენ მხოლოდ ღვთის მოშიში და მის მცნებებს მიმდევარი ადამიანები.ცოდვით დამძიმებულნი კი ძველ დედამიწასთან ერთად გაჰქრებიან. ბიბლიური ხილვები,რომელთა უტყუარობას ცხოვრებაც ადასტურებს,შემომქმედის არსებობის დამამტკიცებელი უახლესი სამეცნიერო აღმოჩენები იმაზე მეტყველებენ,რომ ჩვენს დროში ღმერთის საკითხი რწმენის საგანთან ერთად ცოდნის საგნადაც იქცა. ამან მოხსნა დაპირისპირება მეცნიერებასა და რელიგიას შორის,დახვეწა მათი სოციალური ფუნქცია.მეცნიერებამ დაიწყო გადასვლა ღვთისმეტყველებაში,მის უმთავრეს მოვალეობად იქცა ღვთის მიერ დადგინებული კანონების გამოვლენა,უფლის მატრიცის გაშიფრვა.რელიგიის წამყვან ფუნქციად კი განისაზღვრა ადამიანის გაეკლესიურება,მისი სულიერი სრულყოფა და ზნეობრივი ამაღლება. დღეს ათეისტობა უწიგნურობის ტოლფასი გახდა,სეკულარიზმი კი გზააბნეულ ადამიანთა წარსულის გადმონაშთად იქცა. დასავლური ცივილიზაციის წიაღში აღმოცენებული სახელმწიფოსა და ეკლესიის,სწავლა-აღზრდისა და რელიგიის გამიჯვნის სეკულარული იდეის გაბატონებამ კაცობრიობის ზნეობრივი დეგრადაცია გამოიწვია. თავის დროზე ბოლშევიკებმა ეს იდეა აიტაცეს და იგი აგრესიურ ათეიზმს დაუდეს საფუძვლად,რის შედეგადაც ამოჟლიტეს სამღვდელოება და მიწასთან გაასწორეს ეკლესია-მონასტრები. მართალია,სასულიერო სემინარიაში განათლებამიღებულმა ი.სტალინმა შეაჩერა ეს ვაკხანალია,აღადგინა და ააღორძინა ეკლესია,მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ კვლავ იმძლავრეს ღმერთის მოძულე ძალებმა და ზესახელმწიფოდ აღზევებულ მართმადიდებლურ ქვეყანას ძირი გამოუთხარეს. დღესაც პოსტსაბჟოთა სივრცეში ისევე, როგორც დასავლურ სამყაროში, ადამიანები კვლავ განაგრძობენ არსებობას უღმერთობის აგონიაში. კაცობრიობა ვერა და ვერ ელევა სეკულარიზმის ცინიკურ და დისკრიმინაციულ პრინციპს,რომლის მიხედვითაც ეკლესია არ შეიძლება განიხილებოდეს სახელმწიფოს ნაწილად,მას არაფერი ესაქმება ამქვეყნიურ მიწაზე,რადგან იგი თითქოს მხოლოდ ზეცას ემსახურება. ამის გამოა,რომ ეკლესია სახელმწიფოს მიღმა ფუნქციონირებს,სასულიერო პირებს კი ჩამორთმეული აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მართვა-გამგეობაში,დაიკავონ თანამდებობები სახელწიფოებრივ დაწესებულებებში. ვფიქრობ,რომ მეცნიერების მიერ ღმერთის არსებობის აღიარებამ განაჩენი გამოუტანა სეკულარულ სახელმწიფოს. დადგა დრო,რათა ქვეყანა მოეწყოს შემომქმედის მატრიცის შესაბამისად,რაც როდი ნიშნავს ეკლესიის გაბატონებას სახელმწიფოზე და მისი მმართვის ორგანოებში საერო პირების ჩანაცვლებას სასულიერო პირებით. აქ,უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება საერო და სასულიერო საზოგადოების გამთლიანება.ისინი უნდა შეადგენდნენ არა ორ,განცალკევებულ საწყისს,არამედ ერთი,განუყოფელი საწყისის ორ მხარეს. ეს კი მიიღწევა: 1. ეკლესიის სახელმწიფოს თვითმმართველ ნაწილად აღიარებით და მისთვის სწავლა-აღზრდის საქმის გადაბარებით; 2.ქრისტიანულ პოსტულატებზე სახელმწიფო იდეოლოგიის დაფუძნებით; 3.ქვეყნის მართვა-გამგეობაში საერო და სასულიერო პირების თანამონაწილეობის პრინციპის დამკვიდრებით. საგულისხმოა,რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ამგვარი სისტემის ჩამიყალიბებას შეეცადა წმინდანად აღვლენილი ღვთივმორჩილი მეფე დავით აღმაშენებელი.იგი იწოდებოდა ეკლესიის გარე ეპისკოპოსად.მის დროს მწიგნობართუხუცესის უმაღლესი საერო თანამდებობა გადაეცა სასულიერო პირს - ჭყონდიდელ მღვდელმთავარს. ამან გააერთიანა სახელმწიფო და ეკლესია,რამაც უზრუნველყო საქართველოს არნახული აღზევება. ქართველთა ქვეყანა არასოდეს ყოფილა ისეთი დიდი და მძლავრი,როგორიც იყო იმ დროს. ცნობილია,რომ უფალმა იესო ქრისტეს დედას-მარიამ ღვთისმშობელს საქართველო გადასცა მფარველობაში იმ განძრახვით,რომ ადამაინთა მოდგმას აქ მოვლინებოდა ახალი ქვეყნიერება-სახატე ქვეყანა,სადაც იბატონებდა სამართალი, წყალობა და რწმენა. შემომქმედის ეს გადაწყვეტილება არ იყო შემთხვევითი. საქართველო დედამიწის გეოპოლიტიკურ კვანძს,ღვთიური სულიერი ველის ეპიცენტერს შეადგენს. ამასთან,ქართველები (ისევე, როგორც ებრაელები ) უფლის მიერ რჩეული,მირომცხებული ერია,რაც ასახულია მრავალი საიდუმლეობის შემცველ ქართულ ენაშიც. ქართველები და ებრაელები მონათესავე ხალხებია,რომლებიც სათავეს შუმერიდან იღებენ. საინტერესოა ამ მხრივ ქართულ ენაში დამკვიდრებული ტერმინი “ურია”,რომელიც მოდის შუმერის დედაქალაქ ურის სახელწოდებიდან. იგი არ არის “ებრაელის” სინონიმი.ეს ტერმინი ნიშნავს მწიგნობრობითა და საიდუმლეობათა ცოდნით გამორჩეულთ.საბას ასე აქვს განმარტებული:”ურია - განათლება უფლისა”. ლეონტი მროველი ურიანებს ქართველებად მოიხსენიებს:”ურიანი ურიცხვი ნათესავნი ქართლსა შინა”. ტერმინით “ურია” მთლიანად გაჯერებულია ქართული ლექსიკა:კუთხე-გ(ურია),დასახლება-ბაკ(ურია)ნი,გვარები- მაგალითად,წიფ(ურია),ტ(ურია)შვი ი,ხეც(ურია)ნი,თოფ(ურია),დემ(ური ),სიტყვები- “სადა(ურია)”,”ა(ურია)”,”წყ(ურია) ”,”კახ(ურია)” და ა.შ. ასე,რომ ქართული მიწა და ქართველობა უფალმა მარიამ ღვთისმშობლის მფარველობაში შემთხვევით არ მოაქცია,რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ეს პასუხისმგებლობა კარგად ჰქონდა გაცნობიერებული წმინდა მეფე დავით აღმამშენებელს,როდესაც მოიწადინა საქართველოში ღვთის მატრიცის შესატყვისი “ახალი ქუეყნის” აშენება. დიდი და ნეტარი დავითის ეს საქმე უნდა გაგრძელდეს,რათა ქართველთა საცხოვრისმა სახატე ქვეყნის სახე მიიღოს,სადაც დამკვიდრდება საერო და სასულერო საზოგადოების ერთსაწყისიანობა,ყოველი ადამიანი არა მხოლოდ გულით,გონებითაც ეზიარება ღმერთს,იქნება მისი მოშიში და მისი მცნებების ერთგული მიმდევარი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ მუჩაიძე |
KAIROS |
Feb 10 2010, 10:34 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რა უნდა ამ კაცს? ბიძიკო, ხომ გითხარით, რომ მართლმადიდებლური სწავლებით თქვენი ნაცორაცისტული განაცხადი ციტატა საქართველო დედამიწის გეოპოლიტიკურ კვანძს,ღვთიური სულიერი ველის ეპიცენტერს შეადგენს. ერესია და აბსურდი, როგორც მთელი ზემო პოსტი. რატომ იმეორებთ ამ ყველაფერს, როცა ამაზე უკვე კარგა ხანია გვქონდა კამათი და დაიხურა უკვე ის თემა? კმარა უკვე... კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
sable |
Feb 10 2010, 11:11 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ქართველები და ებრაელები მონათესავე ხალხებია,რომლებიც სათავეს შუმერიდან იღებენ. საინტერესოა ამ მხრივ ქართულ ენაში დამკვიდრებული ტერმინი “ურია”,რომელიც მოდის შუმერის დედაქალაქ ურის სახელწოდებიდან. იგი არ არის “ებრაელის” სინონიმი.ეს ტერმინი ნიშნავს მწიგნობრობითა და საიდუმლეობათა ცოდნით გამორჩეულთ.საბას ასე აქვს განმარტებული:”ურია - განათლება უფლისა”. ლეონტი მროველი ურიანებს ქართველებად მოიხსენიებს:”ურიანი ურიცხვი ნათესავნი ქართლსა შინა”. ტერმინით “ურია” მთლიანად გაჯერებულია ქართული ლექსიკა:კუთხე-გ(ურია),დასახლება-ბაკ(ურია)ნი,გვარები- მაგალითად,წიფ(ურია),ტ(ურია)შვი ი,ხეც(ურია)ნი,თოფ(ურია),დემ(ური ),სიტყვები- “სადა(ურია)”,”ა(ურია)”,”წყ(ურია) ”,”კახ(ურია)” და ა.შ. ასე,რომ ქართული მიწა და ქართველობა უფალმა მარიამ ღვთისმშობლის მფარველობაში შემთხვევით არ მოაქცია,რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ეს პასუხისმგებლობა კარგად ჰქონდა გაცნობიერებული წმინდა მეფე დავით აღმამშენებელს,როდესაც მოიწადინა საქართველოში ღვთის მატრიცის შესატყვისი “ახალი ქუეყნის” აშენება. დიდი და ნეტარი დავითის ეს საქმე უნდა გაგრძელდეს,რათა ქართველთა საცხოვრისმა სახატე ქვეყნის სახე მიიღოს,სადაც დამკვიდრდება საერო და სასულერო საზოგადოების ერთსაწყისიანობა,ყოველი ადამიანი არა მხოლოდ გულით,გონებითაც ეზიარება ღმერთს,იქნება მისი მოშიში და მისი მცნებების ერთგული მიმდევარი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ მუჩაიძე შუმერების ქალაქ ურითან არ ჰქონია ქართველებს არანაირი შეხება და ვერც ექნებოდათ იმიტომ რომ მაშინ ქართველი როგორც ასეთი არ არსებობდა და არც ებრაელი. სიტყვა ურია კი ჰური-დან მოდის ანუ ხურიტების ტოპონიმიდანაა აღებული, ვინაიდან ებრაელები ქართულმა სამყარომ ხურიტების ქვეყნიდან გაიცნო და არა ისრაელთან პირდაპირი კონტაქტის გზით. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
Otherguy |
Feb 11 2010, 01:07 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ლეონტი მროველი ურიანებს ქართველებად მოიხსენიებს:”ურიანი ურიცხვი ნათესავნი ქართლსა შინა”. ტერმინით “ურია” მთლიანად გაჯერებულია ქართული ლექსიკა:კუთხე-გ(ურია),დასახლება-ბაკ(ურია)ნი,გვარები- მაგალითად,წიფ(ურია),ტ(ურია)შვი ი,ხეც(ურია)ნი,თოფ(ურია),დემ(ური ),სიტყვები- “სადა(ურია)”,”ა(ურია)”,”წყ(ურია) ”,”კახ(ურია)” და ა.შ. ასე,რომ ქართული მიწა და ქართველობა უფალმა მარიამ ღვთისმშობლის მფარველობაში შემთხვევით არ მოაქცია,რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ეს პასუხისმგებლობა კარგად ჰქონდა გაცნობიერებული წმინდა მეფე დავით აღმამშენებელს,როდესაც მოიწადინა საქართველოში ღვთის მატრიცის შესატყვისი “ახალი ქუეყნის” აშენება. დიდი და ნეტარი დავითის ეს საქმე უნდა გაგრძელდეს,რათა ქართველთა საცხოვრისმა სახატე ქვეყნის სახე მიიღოს,სადაც დამკვიდრდება საერო და სასულერო საზოგადოების ერთსაწყისიანობა,ყოველი ადამიანი არა მხოლოდ გულით,გონებითაც ეზიარება ღმერთს,იქნება მისი მოშიში და მისი მცნებების ერთგული მიმდევარი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ მუჩაიძე ათეიზმზე არაფერს ვიტყვი... ის რომ მეცნიერებამ იგი გააბათილა - სრული სისულელეა... მეცნიერთა უმეტესობა ათეისტია(თითქმის 70%)... მეცნიერთა მაქსიმუმ 10%-ია მორწმუნე... რაც შეეხება ამ ბოლოს... კარგით მართლა რა... აი ეს ყველაზე სულელურია მგონი: ”კახ(ურია)” -თვლით რომ ეს ლოგიკური მაგალითია? "ა" არის შემოკლებული - "არის"... ისევე როგორც: “სადა(ურია)” - არის "სადაური არის" - ანუ 2 ცალკეული სიტყვაა და არა ერთი... "წყ(ურია)" - არის ზმნის ერთ-ერთი ფორმა... "წყურვილი" კი არ შეიცავს "ურია"-ს... რაც შეეხება გვარს "ხეც(ურია)ნი"- საერთოდ გვარის სვანური დაბოლოება "ანი" - ასახავს ანბანის პირველ ასოს "ანი"-ს... ხოლო მანამდე თუ "ური" მოდის არაფერს ნIშნავს... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
KAIROS |
Feb 11 2010, 02:15 AM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სრული სისულელეა. შეფასება ზუსტია ამ თემის -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Feb 11 2010, 12:57 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თემა იხურება.
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი