IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამა არჩილის ქადაგებების, აუდიო ჩანაწერები ხომ არ გაქვთ?
აბე
პოსტი Dec 10 2009, 08:53 PM
პოსტი #1


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



მამა არჩილი მინდიაშვილის ქადაგებების აუდიო ჩანაწერები ხომ არ გაქვთ?

ან ხომ არ იცით ინტერნეტში სად არის? google.ge-თი ვერ ვიპოვე...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
7 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 19)
ნანინა
პოსტი Dec 10 2009, 09:48 PM
პოსტი #2


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



აბე
ციტატა
მამა არჩილი მინდიაშვილის ქადაგებების აუდიო ჩანაწერები ხომ არ გაქვთ?


მამა არჩილის ქადაგებების ჩანაწერები ინტერნეტში არ დევს, მხოლოდ კასეტებზეა smile.gif იწერენ ჩვეულებრივი კასეტის ჩამწერით, შესაბამისად კომპიუტერშიც არ არის, შესაძლებელია მოსმენა მხოლოდ ჩვეულებრივი მაგნიტოფონით smile.gif



--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 11 2009, 05:12 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მგონი მრევლში აქვთ დისკებიც, მე რომ ვიყავი მაშინ მითხრა მამაომ smile.gif
იკითხეთ პეტრე-პავლეში, მასტრიდიასთან smile.gif
და აქაც დადეთ, მამა თეოდორე და მამა არჩილი, ერთერთი ყველაზე კარგი მქადაგებლები არიან.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 11 2009, 10:16 AM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
იკითხეთ პეტრე-პავლეში, მასტრიდიასთან

მასტრიდია აღარ არის იქ smile.gif
სასანთლეში უნდა იკითხონ. ისე დისკებზეცაა, ოღონდ დისკებით მგონი არ იყიდება. მარტო კასეტებით იყიდება.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 11 2009, 12:14 PM
პოსტი #5


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



KAIROS
ციტატა
მე რომ ვიყავი


მამა არჩილის მრევლი იყავით? smile.gif

მარიამი
ციტატა
ისე დისკებზეცაა


მართლა? unsure.gif ეს არ ვიცოდი smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Dec 11 2009, 05:29 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



მეც მაგრად მინდა მოვისმინო მამა არჩილის ქადაგება,თუ ვინმეს ხელი მისწვდა ,იქნებ ტაცოს და დადოს ფორუმმზე biggrin.gif


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 11 2009, 09:48 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(KAIROS @ Dec 11 2009, 05:12 AM) *

მგონი მრევლში აქვთ დისკებიც, მე რომ ვიყავი მაშინ მითხრა მამაომ smile.gif
იკითხეთ პეტრე-პავლეში, მასტრიდიასთან smile.gif
და აქაც დადეთ, მამა თეოდორე და მამა არჩილი, ერთერთი ყველაზე კარგი მქადაგებლები არიან.

მთავარია კალენდარზე და აპოკალიფსზე არ იყოს, დანარჩენი კარგია...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 13 2009, 06:05 PM
პოსტი #8


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



მამა არჩილის წირვას დავესწარი დღეს და იქ გავარკვიე სასანთლეში დისკის შესახებ. როგორც მითხრეს ერთ დისკზე დაახლოებით 4 ქადაგება ეტევა მარტოვო და თუ სწორად მახსოვს 2.5 ლარი ღირსო, შეკვეთებს აძლევს ხალხიო და შეგიძლია შენც დაუკვეთოვო... ანუ დაახლოებით 20 ქადაგება 50 ლარი ჯდება და მაგდენის საშუალება არა მაქვს ნამდვილად.

თუმცა ასევე მითხრა, რომ მე ვერ ვერკვევი, მაგრამ ერთ დისკზე მეტიც რომ ჩაეტიოს მგონი მასეც შეიძლებაო და ჩამაწერინა იმ ადამიანის მობილურის ნომერი, ვინც გამარკვევდა...

ანუ, ჩემი ვარაუდით ეხლა ეგენი რო იწერენ კასეტებზე, მერე იგი სპეციალური მოწყობილლობით გადააქვთ ციფრულ მატარებელზე და წერენ დისკზე Audio CD ფორმატით, მაგრამ ასევე შეესაძლებელია Data CD ფორმატით ჩაწერაც, რომლის დროსაც დისკზე დაეტევა ძალიან ბევრი ქადაგება (და ალბათ ასე იმიტომ არ წერენ, რადგანაც შეიძლება მრევლში ყველას არ ქონდეს Data CD-ს წამკითხავი ტექნიკა, Audio CD ფორმატის დისკი კი ყველა დისკის წამკითხავ მოწყობილობას მიაქ)...

მოკლეთ დავურეკავ მე ამ ადამიანს და გავარკვევ რა და როგორ არის ზუსტად (სწორია თუ არა ჩემი ვარაუდი) და თუ შესაძლებელია Data CD-ს ჩაწერა რა დამიჯდება თქო...

მარა მე უფრო იმედი მქონდა, რომ ვიღაცას ექნებოდა დისკი და გვათხოვებდა ერთი დღით გადასაწერად... :S

ციტატა(კანუდოსელი @ Dec 11 2009, 09:48 PM) *

მთავარია კალენდარზე და აპოკალიფსზე არ იყოს, დანარჩენი კარგია...


დღევანდელ ქადაგებაში კალენდრის ძველ სტილზე და აპოკალფსზეც ისაუბრა. შენ რა იცოდი? უყვარს ეგ თემები? biggrin.gif

ისე ქადაგება მაგრა მომწეონა მე smile.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 13 2009, 06:44 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(აბე @ Dec 13 2009, 06:05 PM) *

უყვარს ეგ თემები? biggrin.gif

კი ეგ ორივე თემა - კალენდარიც და აპოკალიფსიც ძალიან უყვარს, თუმცა ორივეში სერიოზულად ჭედავს...განსაკუთრებით კალენდრის თემაში...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 13 2009, 07:12 PM
პოსტი #10


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(კანუდოსელი @ Dec 13 2009, 06:44 PM) *

კი ეგ ორივე თემა - კალენდარიც და აპოკალიფსიც ძალიან უყვარს, თუმცა ორივეში სერიოზულად ჭედავს...განსაკუთრებით კალენდრის თემაში...


მან თქვა რომ პირიქით, სხვები ჭედავენ კალენდრის თემაში biggrin.gif ზოგიერთი მღვდელიც კი თანახმაა ახალ სტილზე გადასვლისაო...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 13 2009, 09:03 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(აბე @ Dec 13 2009, 07:12 PM) *

მან თქვა რომ პირიქით, სხვები ჭედავენ კალენდრის თემაში biggrin.gif ზოგიერთი მღვდელიც კი თანახმაა ახალ სტილზე გადასვლისაო...

მოიცა, ახალი სტილი მისაღებიაო ასე თქვა?
თუ ასეა მაშინ აშკარად პროგრესი შეიმჩნევა ....
რადგან დაახლოებით 10 წლის წინ სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თავად ვარ ამისი მომსწრე მის ქადაგებაზე ყოფნისას


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 13 2009, 10:17 PM
პოსტი #12


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(კანუდოსელი @ Dec 13 2009, 09:03 PM) *

მოიცა, ახალი სტილი მისაღებიაო ასე თქვა?
თუ ასეა მაშინ აშკარად პროგრესი შეიმჩნევა ....
რადგან დაახლოებით 10 წლის წინ სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თავად ვარ ამისი მომსწრე მის ქადაგებაზე ყოფნისას


არა არა... პირიქით...ისე დავეცით რომ ზოგიერთი მღვდელიც კი თანახმაა ახალ სტილზე გადასვლისაო... თუ არ ვცდები ამის მტკიცებულებად მოიყვანა მდინარე იორდანეს უკუსვლის თარიღი, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის თარიღი და კიდევ რაღაცა...

მოკლეთ პოზიცია არ შეუცვლია რა...

და სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიები ახალ სტილზე გადასული არიან?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 13 2009, 10:51 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(აბე @ Dec 13 2009, 10:17 PM) *

არა არა... პირიქით...ისე დავეცით რომ ზოგიერთი მღვდელიც კი თანახმაა ახალ სტილზე გადასვლისაო... თუ არ ვცდები ამის მტკიცებულებად მოიყვანა მდინარე იორდანეს უკუსვლის თარიღი, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის თარიღი და კიდევ რაღაცა...

მოკლეთ პოზიცია არ შეუცვლია რა...

და სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიები ახალ სტილზე გადასული არიან?

არც არაფერი შეუცვლია.....

ზოგიერთი მღვდელი კი არა, უმეტესობა მართლმადიდებელი ეკლესიებისა გადასულია ახალ სტილზე: საბერძნეთის, რუმინეთის, ალექსანდრიის, კონსტანტინეპოლის, ანტიოქიის, პოლონეთის, ბულგარეთის და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიები

მისი (და არა მარტო მისი) ქადაგებები კალენდრის თემაზე იმდენად უხერხულია, რომ აჯობებს არც ვთქვა არაფერი...ერთია მხოლოდ, რომ ეგეთი ქადაგებები მართლმადიდებლობას ანტირეკლამას უფრო უწევს, ვიდრე რეკლამას

ციტატა(აბე @ Dec 13 2009, 10:17 PM) *

არა არა... პირიქით...ისე დავეცით რომ

მისი ქადაგებები სქიზმას ნერგავს ამ თემაზე საუბრისას...თუ დავეცით, ე.ი. ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილი ეკლესიები დაცემულია - ამიტომ ეგეთი ქადაგებები კალენდართთაყვანისმცემლობა უფროა ვიდრე ღმერთთაყვანისმცემლობა...ეგეთი ქადაგებები ნერგავენ სქიზმას, გაიძულებენ ჩვენთან ევქარისტიაში მყოფ ეკლესიებზე იფიქრო როგორც დაცემულებზე....ეს ერესია სინამდვილეში, უბრალოდ არ გაფორმებულა ერესად


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 13 2009, 10:54 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



კანუდოსელი

ახალი სტილის მიმდევრები აღდგომას ჩვენთან ერთად არ დღესასწაულობენ?


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 13 2009, 10:58 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ბადრი @ Dec 13 2009, 10:54 PM) *

ახალი სტილის მიმდევრები აღდგომას ჩვენთან ერთად არ დღესასწაულობენ?

ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია დღესასწაულობს ერთად...ერთადერთი,ვინც ამ წესის მიღმაა - ესაა ფინეთის ავტონომიური ეკლესია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 13 2009, 11:02 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ისე ახალი სტილი მართლმადიდებლობის აპოლეგეტების მიერ არაა შემოღებული და მათ დაკრულზე რატო ვიცეკვოთ? თან როგორც ვიცი იულიანური კალენდარი საოცარი ციკლურობით და ჰარმონიულობით გამოირჩევა


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 13 2009, 11:04 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ბადრი @ Dec 13 2009, 11:02 PM) *

ისე ახალი სტილი მართლმადიდებლობის აპოლეგეტების მიერ არაა შემოღებული და მათ დაკრულზე რატო ვიცეკვოთ? თან როგორც ვიცი იულიანური კალენდარი საოცარი ციკლურობით და ჰარმონიულობით გამოირჩევა


25-სსა დეკემბერსა რომ ვგალობთ და სინამდვილეში 7 იანვარია რომაა - ეს ისე, ეს არაფერი biggrin.gif
თანაც პასქალიის კანონის მიხედვით, გაზაფხულის ბუნიობის პირველი სავსე მთვარის მაგივრად იულიანური კალენდარი რომ მეორე სავსე მთვარეს პირველად თვლის ესეც არაფერი biggrin.gif

და იულიუსის კალენდარი საერთოდ წარმართის მიერ რომაა შემოღებული - ეს ხომ საერთოდ არაფერი biggrin.gif
და იმდენი ეკლესიები რომ ცეკვავენ თურმე დაკრულზე - ესეც ისე რაა biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 13 2009, 11:10 PM
პოსტი #18


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვითონ განკაცებული სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე იულიუსის კალენდრით ცხოვრობდა დედამიწაზე და არ ჩათვალა საჭიროდ მისი შეცვლა.

მოდით ჩავუკვირდეთ, რა აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მართლმადიდებელთა საეკლესიო კალენდრის შეცვლას, რა ინტერესები ამოძრავებთ მათ?

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მათი სურვილია რომ დიადი საეკლესიო დღესასწაულები, როგორიცაა შობა და აღდგომა აღნიშნოს გრიგორიანული კალენდრით, ანუ ახალი სტილით. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს სრულიად პრაგმატული მოსაზრება, - როდესაც მთელი „ცივილიზებული“ სამყარო აღნიშნავს შობა-ახალწელს, ჩვენი ეკლესია მარხვას იცავს, რაც ხელს უშლის მათ ზეიმს. ასევეა აღდგომასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტების საკითხი, რაც სარწმუნოების მთავარი კრიტერიუმია და ამდენად მთლიანად განსაზღვრავს ეკლესიის საქმიანობას, ახალი სტილის მომხრეებს სრულიად უგულებელყოფილი აქვთ.

მოკლედ, სახეზეა ეშმაკის კიდევ ერთი მზაკვრული ხერხი - ზერელე და ვნებებს აყოლილი ადამიანების ძალისხმევით იგი ცდილობს ააცდინოს ეკლესია ჭეშმარიტ გზას, არიოს მისი ქრონოლოგიური მოწყობა, ახალი სტილის შემოჩეჩებით დაუმორჩილოს საეკლესიო კალენდარი ხორციელ მოთხოვნილებებს და ამით გააუქმოს ეკლესიის ძირითადი დანიშნულება - ცხონების გზის გაკვალვა. მაგრამ ჩვენი ეკლესიის თავი თვით ქრისტეა, რომელიც გვზრდის და გვწყალობს თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

„მახარებელი“ № 3, ჭულევის მონასტერი, 2000 წ.

ჟურნალი „წყარო“ № 21-22, 1993 წ.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 13 2009, 11:11 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



კანუდოსელი
ციტატა
25-სსა დეკემბერსა რომ ვგალობთ და სინამდვილეში 7 იანვარია რომაა - ეს იე, ეს არაფერი


7 იანვარი ლენინისთვისაა 1918 წლიდან. ეკლესიისთვის 25 დეკემბერია.smile.gif

ციტატა
თანაც პასქალიის კანონის მიხედვით, გაზაფხულის ბუნიობის პირველი სავსე მთვარის მაგივრად იულიანური კალენდარი რომ მეორე სავსე მთვარეს პირველად თვლის ესეც არაფერი


ეგ სად ამოიკითხე. პირველად მესმის. ხო არ გეშლება?


ციტატა
და იულიუსის კალენდარი საერთოდ წარმართის მიერ რომაა შემოღებული - ეს ხომ საერტოდ არაფერი


წარმართმა შემოიღო (ეგვიპტელი ასტრონომის სოზიგენის რჩევით)მაგრამ საეკლესიო კრებას არ დაუწუნებია მაგისთვის. რა ექნა კაცს ქრისტეშობამდე დაიბადა და smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 13 2009, 11:13 PM
პოსტი #20


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



იულიუს კეისარმა მიიწვია რომში ალექსანდრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი სოზიგენე, რომლის რეკომენდაციითაც ქრისტეს შობამდე 46 წელს შემოიღო ე.წ. იულიუსის კალანდარი, რომლის წლიური ხანგრძლივობა 365 დღეს ითვლიდა. დარჩენილი დრო 5 საათი 48 წუთი და 47 წამი 730 წლის შემდეგ ზაფხულის თვეებს ზამთრისად აქცევდა, ხოლო 1460 წლის შემდეგ სრული ბრუნვა მოხდებოდა. ამიტომ ყოველი მესამე წლის შემდეგ ნაკიანი (366 დღიანი) წელიწადი შემოიღეს.

325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი მოიყვანა შესაბამისობაში მზისა და მთვარის ბრუნვასთან, აგრეთვე ძველი აღთქმის პასქალიასთან და მის საფუძველზე დაადგინა ქრისტიანული პასქალია და დღესასწაულები. პასქალიას ეწოდა მშვიდობისმყოფელი წრე, საეკლესიო წრე, დიადი ინდიქტიონი და იგი იქცა მეცნიერებად საღვთისმეტყველო, ასტრონომიულ და მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში.

არსებობს კალენდრის რამდენიმე სახე: მზისიერი, ვარსკვლავური, მთვარის. უფრო რთული სტრუქტურის მქონე კალენდრებიც არსებობს.

http://www.orthodoxy.ge/apologetika/kalendari1.htm


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 06:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი