IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Closed TopicStart new topic
> მამა არჩილის ქადაგებების, აუდიო ჩანაწერები ხომ არ გაქვთ?
afxazi
პოსტი Dec 15 2009, 10:21 AM
პოსტი #121


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სამარცხვინოა თქვენი საქციელი. მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ამ ყოველივეთი. ელემენტარულად ერთმანეთის პატივისცემა არ შეგვიძლია და რაზე გვაქვს პრეტენზია. სამწუხაროდ ზუსტად თქვა პატრიარქმა: დღეს აღარ გვყავს ფილოსოფოსები, არამედ გვყავს კრიტიკოსები.

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ გამონაკლისების გარდა უმრავლესობა მხოლოდ კრიტიკას გვთავაზობთ, და ამ დროს ითხოვთ ფორუმის განვითარებას.

ვერ მოგიწონებთ კაიროს და კანუდოს ასეთ მიდგომას. ვინ ვინ და თქვენ ყველაზე კარგად უნდა გესმოდეთ თუ როგორი სათუთი მოპყრობა ჭირდება ნებისმიერ რელიგიურ საკითხს. ნუ მოვიწონებთ თავს იმით, რომ სხვაზე მეტი გვესმის და ადვილად ვამხილებთ ერესსა თუ სხვადასხვა გაუკუღმართებას. მოციქულებს წინადაცვეთის ჩვეულების წინააღმდეგ თავგამოდებულებმა არ გაილაშქრეს მხოლოდ იმიტომ, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში მიჩვეული გაქრისტიანებული ებრაელები ასე ადვილად ვერ გადაეჩვეოდნენ ამ ჩვეულებას, არამედ მიანდეს დროის დინებას და თანდათანობით ჩამოშორდა ეს უსარგებლო რამ ქრისტიანულ ცნობიერებას.

მაგრამ სად გაგვაჩნია საღვთო დიპლომატია, მხოლოდ კრიტიკა და დაუფიქრებელი ლანძღვა ყველაფრისა, რაც არათუ შედეგის მომტანი იქნება, პირიქით უფრო შეუწყობს ადამიანს ზელს იმაში, რომ გაჯიუტდეს თავის არასწორ შეხედულებაში.

არც მე და არც სხვა მოდერატორს არ უნდა ქონდეს იმის შიში, რომ ერთი დღით არ ყოფნის შემდეგ ამგვარი რამ დახვდება ფორუმზე, თან ვისგან, მათგან რომლებსაც წესით უნდა ენდობოდეს და პირიქით იმის იმედი უნდა ქონდეს, რომ მის არ ყოფნაში სიმშვიდეს შეინარჩუნებენ.

და მერე ვითხოვთ ფორუმის განვითარებას.

ვაკრიტიკოთ ერთმანეთი ჩემო კარგებო, ვლანძღოთ და ერთდღესაც თავზე რომ დაგვემხობა ცა, აი მერე პრეტენზია აღარ გვქონდეს იმაზე, რომ რამის ღირსები ვართ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 01:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი