IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ნარკვევები მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებიდან, კატეხიზმო წყაროებზე დაყრდნობით.
KAIROS
პოსტი Nov 21 2009, 04:36 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საშინლად მუშაობდა დღეს ფორუმი ...

მაშ ასე რა ხდება ამ თემაში, ჩვენ ალბათ ჩვენივე ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, და ასევე აკადემიური, მეცნიერული და კრიტიკული აზროვნების მიუჩვევლობის გამოც, ალბათ იმის გამოც, რომ საღვთისმეტყველო საგნებში ახლა ვიდგამთ ფეხს, ზედმეტად განვიცდით გავლენას წინასწარი განწყობიდან, ანუ თუ ვართ ვინმეზე განწყობილი კარგად, ყველაფერი კარგი გვგონია მისი და პირიქით, თუ ვართ წინასწარ ვინმეზე (ან რამეზე) ცუდად განწყობილი, თავიდანვე ცუდი თვალით ვკითხულობთ (ან ვუსმენთ, თუ ვუსმენთ საერთოდ) მის ნაწერს და რათქმაუნდა შედეგიც არ აყოვნებს, მხოლოდ ცუდს (ან უმრავლესად ცუდს) ვხედავთ მის ნაწერში... ეს კი იწვევს ჩიხს, სადაც შედის აზროვნებაც და დიალოგიც, შედეგად წლებია კამათები მიმდინარეობს კაბაზე და კალენდარზე, ზღვაზე და თამბაქოზე და ა.შ.

გაზრდა არ მოხდება, მანამ სანამ ჩვენ არ დავიწყებთ ქრისტიანობის სწავლებას მისივე წყაროებიდან, და ამ თემის დანიშნულება გამომდინარე მისივე სათაურიდან იქნება, ვისაუბროთ წყაროებზე დაყრდნობით რას ასწავლის ეკლესია; ე.ი. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ რას ვფიქრობთ ჩვენ ან ვინაა ესათუის პიროვნება, არანაირი პიროვნული დაწვრილმანება, არამედ მხოლოდ სწავლება და მხოლოდ ეკლესიის მამების, ასე ავცდებით ბევრ რამეს, პირველი კამათს,რადგან ერთმანეთს აზრების წინაშე კი არ დავდგებით, არამედ ეკლესიის მამების მოსაზრების წინაშე და ეს ცოტა შეაკავებს იმ აგრესიას, რაც ხშირად განსხვავებული აზრის მიმართ იმალება და მეორე და მთავარი, ასე ჩვენ მივეჩვევით აზროვნებას "ჭეშმარიტება მთავარია"და დანარჩენი ყოველივე, პიროვნებები, ინსტიტუტები და ა.შ. მეორადი.

მაშ ასე, დავიწყოთ მამების მიერ გადმოცემული სწავლებების შესწავლა, შევეშვათ ჩვენს იდეებს, ჩვენს სიმპატიებს, ჩვენს შეხედულებებს (ამ ბოლო დროს გამოჩნდა,როცა არ იციან საგანი და შეუსწავლელად შედიან კამათში, რაც დროის დაკარგვაა ბოლოში), ამიტომ არ გვინდა ეგ.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მამების გადმოცემულ აზრებში არის ორი მხარე
1. დოგმატიკა- ანუ რაც მორწმუნის მიერ უნდა იქნეს მიღებული
2. პირადი აზრები - რომელზეც დათანხმება ან არ დათანხმება არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ჩვენ კი ორივეზე შეგვიძლია საუბარი და ორივე წყაროებით უნდა ვისწავლოთ; დავაყენოთ საკითხი, და მივყვეთ, რას ამბობენ მამები, რაა დასკვნა ე.ი. და ა.შ.

ამიტომაც მცირე კატეხიზმო გვექნება აქ, რადგან არ დავწერთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის, არამედ რასაც მამები წერენ, თან ისე კი არა ამოგლეჯით, არამედ მთლიანად ტექსტი და შეთანხმებული ეკლესიის სწავლებასთან.

ასეა, მე მოვრჩი კამათები ზოგიერთ თემებში, სადაც უბრალოდ სახელები ახდენენ სამწუხარო ეფექტს, როდესაც ზოგი ამ სახელებით მოხიბლული, აღარ არკვევს ოპონენტი იქნებ მართალს ამბობს თუ არა, მისთვის აზროვნება მოკვდა იქ, სადაც ეს სახელი იქნა გაჟღერებული... ეს კი შეცდომაა, ამიტომაც გვაქვს ეს თემა, ვინც სხვა ენაზე მოიყვანს ციტატას ამ ამონარიდს, ვთხოვ ქართულად მცირე შინაარსი მაინც დაწეროს, რომ ყველამ გაიგოს რაზეა საუბარი.

აქ ასე დავწერთ, დავაყენებთ საკითხს, რომელიც გვაწუხებს და ვიკითხავთ რას წერენ ამის შესახებ მამები და დავწერთ მხოლოდ მამების ციტატებს, ლოგიკურად კავშირში რომ იყოს რათქმაუნდა.


მაშ ასე, საიდან დავიწყოთ? მოდი დავაყენოთ საკითხი " ქრისტეს ეკლესია", და ვისაუბროთ რაა ეს ეკლესია, ვინაა მისი წევრები და რა უფლებები აქვთ მათ და ა.შ.

ანუ საკითხი ვინაა ეკლესიის წევრები და ამ წევრებში ვინმეს რაიმეს გამო აქვს თუ არა რაიმე გამორჩეულობა და ზემდგომობა ან განსაკუთრებულობა?

ვისაუბროთ :

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 21 2009, 04:51 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საკითხი: ვინაა ეკლესიის წევრები და ამ წევრებში ვინმეს პოზიციას რაიმეს გამო (ეროვნული ნიშანი, სამეტყველო-სადამწერებლო ენა, სხვადასხვა ტრადიციები და სიწმიდეების ქონა და ა.შ.) განაპირობებს თუ არა რაიმე მაღალ გამორჩეულობას და ზემდგომობას ან ზეგანსაკუთრებულობას?


ეპისტოლე აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიათა პატრიარქებისა
მართლმადიდებლური რწმენის შესახებ

ციტატა
გვწამს წმიდა, მსოფლიო და სამოციქულო ეკლესია, რომელიც აერთიანებს ქრისტეს მორწმუნეებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი, - ყველას და ყველგანმყოფთ, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან მიწიერ გზაზე


ე.ი. ეკლესიის წევრებია ყველა ქრისტეში მონათლული მორწმუნე, განუსხვავებელად მათი სქესისა, კანის ფერისა, საცხოვრებელი ადგილისა და სამეტყველო ენისა, შესაბამისად ქრისტესმიერი რჩეულობაც გამოიხატება არა ამათში(კანის ფერში, ეთნიკურ კუთვნიობაში, ენაში და ა.შ.), არამედ ეკლესიის წევრობაში.

იგივეს ამბობს "დოგმატური ღვთისმეტყველება"
(პომაზანსკი)

ციტატა
ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო“ შეკითხვაზე: „რატომ ეწოდება ეკლესიას კრებითი ანუ კათოლიკე, ანუ საყოველთაო?“ - პასუხობს: „იმიტომ, რომ იგი არ იფარგლება ადგილით, დროით, ხალხით, არამედ თავისთავში იტევს ყველგან და ყველა დროში მცხოვრებ ჭეშმარიტ მორწმუნეებს.

ეკლესია ადგილით შემოსაზღვრული არ არის. იგი მოიცავს დედამიწის ნებისმიერ ადგილზე მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს. მეორე მხრივ, აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ეკლესია კრებითი ანუ კათოლიკე იყო მაშინაც, როცა მცირერიცხოვანი თემებისაგან შედგებოდა და მეერგასე დღესაც, როცა მისი საზღვრები სიონის მთასა იერუსალიმს არ გასცილებია.

ეკლესია არც დროშია განსაზღვრული: მისი დანიშნულებაა, მოაქციოს რწმენაში ადამიანი „ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. „მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მთ. 28,20). სული ნუგეშინისმცემელი „თქუენთანა დაადგრეს უკუნისამდე“ (ინ. 14,16). ევქარისტიის საიდუმლო აღესრულება მანამ, „ვიდრემდიწ მოვიდეს“ უფალი ისევ ამქვეყნად (I კორ. 11,26).

ეკლესია არ იზღუდება სამოქალაქო მოწყობის არც ერთი პირობით და არ არის დაკავშირებული რომელიმე ენასა თუ ხალხთან.


წყაროები და ლინკები:

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/15.htm

შემდეგში დავამატებ.

დროებით;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 21 2009, 02:14 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვაგრძელებ ინფორმაციის დადებას ნაციონალიზმის (ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით, რაც განემიჯნება პატრიოტიზმს) და ქრისტიანობის ურთიერთშეპირისპირების შესახებ, რომელიმე ერის ან ენის განსხვავებულობა, გამორჩეულობა და სხვა რომელიმე ერის ან ენის რომელიმე სხვა ერთან ან ენასთან შედარებით დამცრობა, არის ეთნოფილეტიზმი, რასიზმი და ნაციონალიზმი, რაც დაგმობილია ეკლესიის მიერ და გადაცემულია ანათემას.

ასე წერდა ქრისტოდულოსი 2007 წელს, როცა განასხვავებდა პატრიოტიზმს და ნაციონალიზმს, პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმს.

ციტატა
Христианство и национализм несовместимы, считает предстоятель Элладской Церкви



Христианство и национализм несовместимы, заявил предстоятель Православной Церкви Греции архиепископ Афинский и всей Эллады Христодул.

«Христианство - религия, обращающаяся ко всем народам. Его вселенский размах делает христианство несовместимым с национализмом, который, в свою очередь, имеет мало общего с настоящим патриотизмом», - заявил архиепископ, выступая перед офицерами греческой армии. По его мысли, в то время как христианство является всемирной религией, каждая нация должна сохранять собственное своеобразие и идентичность, противостоя размыванию культур в современном мире. Именно в этом, как считает архиепископ, и состоит истинный патриотизм.

«В последние годы некоторые силы предпринимают усилия для того, чтобы истребить понятие нации, придав ему звучание обычного технического термина. Уничтожение культуры, которое предпринимается путем глобализации, неприемлемо. У нас есть культура, религия и традиции, которые поддерживают нас в постоянно меняющемся мире», - добавил архиепископ.


http://www.pravoslavie.ru/news/20183.htm

შემდეგშიც გავაგრძელებ;

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 22 2009, 05:07 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



რათქმაუნდა კამათი არ ამოიწურება ამით, რაც მოვიყვანეთ, ამას გარდა არის უამრავი დამოწმებები, ანტირასისტულ-ეთნოფილეტისტური შინაარსით სავსე, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ისევ მოვიტანთ დოკუმენტებს "არა ელინი, არც იუდეველი" ამაზე შემდეგ შემოგთავაზებთ მამათა განმარტებებს, ახლა კი ჩვენი უწმიდესის სწავლებას მოვიყვან ამაზე,

უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II სააღდგომო ეპისტოლე /2006 წელი/


ციტატა

ეკლესიური სწავლებით, ქრისტეში ყველა ერთიანდება მიუხედავად ეთნიკური, რასობრივი, სოციალური თუ სქესობრივი განსხვავებისა. „ქრისტეში არ არის არც იუდეველი, არც ელინი, არც მონა, არც ბატონი, არც მამაკაცი და არც დედაკაცი“.


სხვათაშორის ამ ეპისტოლეს კარგად წაკითხვას ვურჩეთ ორივე უკიდურესობაში გადავარდნილებს, რასისტ-ეთნოფილეტისტებს და კოსმოპოლიტებსაც, აქ ჩანს რეალურად რაა პატრიოტიზმი...

http://www.patriarchate.ge/?action=qadageba_show&id=91

იგივეს ამბობს უწმიდესი , შემდგომ, საშობაო ეპისტოლეში

2008 წელი

საშობაო ეპისტოლე


მხსნელი გამოჩნდა ყველასათვის. მისთვის არ არის "არც ელინი, არც იუდეველი, არც წარმართი". ბეთლემს შობილმა იესომ გააერთიანა სხვა და სხვა ერებად დაყოფილი კაცობრიობა.


http://www.opentext.org.ge/08/resonance/003/003-19.htm


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 22 2009, 07:15 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



KAIROS
ციტატა
ვაგრძელებ ინფორმაციის დადებას ნაციონალიზმის (ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით, რაც განემიჯნება პატრიოტიზმს)


ნაციონალიზმი იგივე პატრიოტიზმია თითქმის. ნაციზმზე ხომ არ საუბრობ?


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 22 2009, 07:28 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



KAIROS
ციტატა
ვაგრძელებ ინფორმაციის დადებას ნაციონალიზმის (ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით, რაც განემიჯნება პატრიოტიზმს)


ნაციონალიზმი იგივე პატრიოტიზმია თითქმის. ნაციზმზე ხომ არ საუბრობ?


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 22 2009, 07:28 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



KAIROS
ციტატა
ვაგრძელებ ინფორმაციის დადებას ნაციონალიზმის (ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით, რაც განემიჯნება პატრიოტიზმს)


ნაციონალიზმი იგივე პატრიოტიზმია თითქმის. ნაციზმზე ხომ არ საუბრობ?


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Nov 22 2009, 08:04 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



კარგი თემაა smile.gif

ციტატა
ვაგრძელებ ინფორმაციის დადებას ნაციონალიზმის (ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით, რაც განემიჯნება პატრიოტიზმს) და ქრისტიანობის ურთიერთშეპირისპირების შესახებ, რომელიმე ერის ან ენის განსხვავებულობა, გამორჩეულობა და სხვა რომელიმე ერის ან ენის რომელიმე სხვა ერთან ან ენასთან შედარებით დამცრობა, არის ეთნოფილეტიზმი, რასიზმი და ნაციონალიზმი, რაც დაგმობილია ეკლესიის მიერ და გადაცემულია ანათემას.


გამახსენდა ძველი აღთქმიდან ებრაელი ერი. ებრაელი ერი გამორჩეული იყო, რადგან უდიდესი მისია ეკისრა. ამ ერიდან უნდა გამოსულიყო მესია _ ქრისტე, რომელიც მთელ კაცობრიობას გამოიხსნიდა ცოდვის ტყვეობისგან.
ებრაელებში თანდათან ჩამოყალიბდა არასწორი წარმოდგენა მათ გამორჩეულობაზე. მაცხოვრის განკაცების პერიოდში ისრაელი რომის იმპერიის ბატონობის ქვეშ იყო. მათი რწმენით მესია გამოიხსნიდა ისრაელს რომის ტყვეობისგან და გააბატონებდა მთელ კაცობრიობაზე.
ასე დამახინჯდა ებრაელ ერში გამორჩეულობის იდეა.

პ.ს. საერთოდ, რჩეულობა, ადამიანს ეხება ის თუ ერს, პირველ რიგში აკისრებს დიდ მოვალეობას და პასუხისმგებლობას. რადგან, ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 23 2009, 12:41 AM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

ნაციონალიზმი იგივე პატრიოტიზმია თითქმის. ნაციზმზე ხომ არ საუბრობ?

ეგ საკმაოდ მოძველებული შეხედულებაა, და აქ რათქმაუნდა არ ვგულისხმობ მასე გაგებულ ნაციონალიზმს, არამედ ულტრანაციონალიზმს რომელიც რასიზმით იკვებება, ზოგადად კი ევროპაში ამ სიტყვას მკვეთრად უარყოფითი დატვირთვა აქვს , თუმცა ეგ განმარტება თავშივე დავწერე
ციტატა
ნაციონალიზმის (ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით, რაც განემიჯნება პატრიოტიზმს) და ქრისტიანობის ურთიერთშეპირისპირების შესახებ, რომელიმე ერის ან ენის განსხვავებულობა, გამორჩეულობა და სხვა რომელიმე ერის ან ენის რომელიმე სხვა ერთან ან ენასთან შედარებით დამცრობა, არის ეთნოფილეტიზმი, რასიზმი და ნაციონალიზმი, რაც დაგმობილია ეკლესიის მიერ და გადაცემულია ანათემას

ანუ როცა ვსაუბრობთ ნაციონალიზმზე აქ ვგულისხმობთ რასიზმს, ანუ რომელიმე ერის აღმატებულობას სხვა ერზე,
ციტატა
Христианство и национализм несовместимы

ის რომ ნაციონალიზმი გაგებულია, როგორც უარყოფითი ტერმინი აქედანაც სჩანს, რომ ქრისტოდულოსი ელადის ეკლესიის წინამძღვარი პირდაპირ ამბობს ნაციონალიზმი და ქრისტიანობა შეუთავსებლებიაო.
იხილეთ განმარტება ზემოთ.
ციტატა
გამორჩეულობის იდეა

ებრაელი ერის რჩეულობა განპირობებული იყო იმით, რომ მესია უნდა დაბადებულიყო მათში, ჭეშმარიტების მარცვალი შენახვა განაპირობებდა ამ ჩაკეტილ რჩეულობას,
ციტატა
ბეთლემს შობილმა იესომ გააერთიანა სხვა და სხვა ერებად დაყოფილი კაცობრიობა.

და ქრისტეს შობის შემდეგ ეს შეიცვალა, როგორც უწმიდესი ამბობს: ანუ დღეს კი რჩეული ერი არ არსებობს, ერის ,როგორც ნაციის გაგებით, არამედ არსებობს ერთი რჩეული ერი და ამ ერს ქრისტეს ერი ქვია, ვინც ქრისტეშია დაბადებული ნათლისღებით მიუხედავად მისი ეთნიკური და ა.შ. წარმოშობისა...
ანუ რაც ითქვა:
ციტატა
ეკლესიის წევრებია ყველა ქრისტეში მონათლული მორწმუნე, განუსხვავებელად მათი სქესისა, კანის ფერისა, საცხოვრებელი ადგილისა და სამეტყველო ენისა, შესაბამისად ქრისტესმიერი რჩეულობაც გამოიხატება არა ამათში(კანის ფერში, ეთნიკურ კუთვნიობაში, ენაში და ა.შ.), არამედ ეკლესიის წევრობაში

ანუ ყველანი რჩეულები ვართ, რუსებიც, ქართველებიც, უკრაინელებიც, აფრიკელებიც, მექსიკელებიც, შავებიც, თეთრებიც, წითლებიც, ქალებიც, კაცებიც, ყველანი, ვინც იშვა ნათლისღებით ქრისტე იესოში.
ამაზე იყო მოყვანილი ზემორე მტკიცებები.
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 24 2009, 04:40 AM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



განვიხილეთ რა მოკლედ (რადგან თემა ძალიან დიდია და საჭიროების შემთხვევაში ისევ დავუბრუნდებით) რასიზმის და ეთნოფილეტიზმის წინააღმდეგ ეკლესიის სწავლება, ახლა საკმაოდ დიდ თემას შევეხებით და ვიმეორებ, აქ არ ვწერთ ჩვენს აზრებს, არამედ მხოლოდ ეკლესიის მამების ძირითად მოსაზრებებს და დოგმატურ სწავლებებს, შესაბამისად აქ კამათის კი არა, კითხვის და სწავლის ადგილია!

აპოკალიფსი, მეორედ მოსვლა, ბოლო ჟამი, ანტიქრისტე, 666 და ა.შ ესაა ის თემები, რომლებზეც მოვიყვანთ ეკლესიის სწავლებას მხოლოდამხოლოდ და ძირითადი ღვთისმეტყველების შეხედულებებს!

ჩვენი ერთერთი უმნიშვნელოვანესი წყარო იქნება, დოგმატური ღვთისმეტყველების ერთერთი ყველაზე სრული სახელმძღვანელო რუსულ ენაზე
მიტროპოლიტ მაკარის "დოგმატური ღვთისმეტყველება"

http://www.holytrinitymission.org/books/ru...ka_makary_1.htm
ამ და მეორე ტომის djvu პროგრამით
(ამ პროგრამის დაყენება აქედან ხდება http://www.bible-mda.ru/soft/djvu-howto/djvu-howto.html )

აქ შეიძლება გადმოქაჩვა:

http://www.axion.org.ru/e-books/e-books.html#dogm2

ქართულად ინტერნეტში არის ნათარგმნი პომაზანსკი

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski.htm

და წმ. იოანე დამასკელი

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli.htm

ჩვენს ბიბლიოთეკაშიც არის კარგი წიგნი

http://library.church.ge/?p=247

რათქმაუნდა წმ. ნილოს მირონმდინარის წიგნია მნიშვნელოვანი

http://apokalypsis.ru/sv.-nil-mirotochivyi...shego-mira.html

არის ასევე მამა ალექსანდრე მენის წიგნი აპოკალიფსის განმარტებაზე

http://apokalypsis.ru/konets-sveta/protoie...ommentarii.html

და არქიმანდრიტ იანნუარიუს ივლევის 26 ლექცია "გამოცხადების განმარტებაზე"

http://apokalypsis.ru/konets-sveta/arhiman...pokalipsis.html

და ერთერთი ყველა სრულყოფილი ინტერნეტ გვერდი "აპოკალიფსის" შესახებ მართლმადიდებლური აზრის შესახებ:

http://apokalypsis.ru/index.php


მაშ ასე, სანამ დავიწყებდე წერა-ამოკრეფას, ყველას ვთხოვ ნელნელა დაიწყოს ამ წიგნების და ლინკების გაცნობა და ვიკითხოთ ერთად მამები!

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 25 2009, 06:16 AM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პირველი საკითხი რის შესახებაც დავიწყებთ მამათა განმარტებების შეკრებას ესაა
დრო მეორედ მოსვლისა
რაგდან ხშირად ამ ბოლო პერიოდშიც და ქრისტეს ამაღლებიდან თითქმის ყველა საუკუნეში იყო და ადგილ-ადგილ ძლიერდებოდა აპოკალიფსური მოლოდინი, და ხშირად ერთგვარ მანიაშიც კი გადაზრდილა და გადაზრიდილია დღეს, როცა ადამიანის ანტიქრისტეზე საუბარს ამჯობინებენ ქრისტეზე საუბარს და ა.შ. ამიტომ კარგი იქნება თუკი მამებს მოვუსმენთ:

წმიდა წერილი:

"დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“ (მთ. 24,36).

„არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი იგი მამამან დასხნა თჳსითა ხელმწიფებითა“ (საქმ. 1,7).

მაშ ასე დრო უცნობია, მეტიც ზოგი მამის ვარაუდით, დრო არცაა წინასწარ განსაზღვრული, არამედ ისე როგორც ნინევიის შემთხვევაში მოხდა, შეინანეს რა, არ დაისაჯნენ, ანუ დედამიწა და ადამიანები თავად განსაზღვრავენ, ანუ აჩქარებენ ან აშორებენ ქვეყნის აღსასრულის ანუ ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ უფლის მეორედ მოსვლის ფაქტს.

უმკაცრესად კრძალავენ მამები რაიმე თარიღობრივ გამოთვლებს:
წერს ცნობილი თეოლოგი
Митрополит Вениамин (Федченков) (გარდაიცვალა 1961 წელს)

Но совсем другой вопрос – о моменте конца. И если ожидание должно Церкви благословить, то иначе нужно отнестись к исканию точных дат.

http://apokalypsis.ru/konets-sveta/protoie...mentarii.html#1



მეტიც, ზოგი მამა პირდაპირ წერს მეორედ მოსვლის პერიოდი იქნება მაშინ, როცა არ ელიანო, პირდაპირ წერიაუფლის დღე ისე მოვა ,როგორც მპარავი ღამით"(2 პეტ. 3, 1-18; მარკ.13, 24-31)
მპარავი ღამით მოდის,როცა არავინ არ ელოდება.
ასე ამბობს იგივე მამა:
Теперь ли ждать конца?

Я думаю: НЕТ!
Да помилует меня Господь за сие мнение. Но меня к сему обязывает многое, и прежде всего само Слово Божие.

а) Вы знаете, есть множество мест, где решительно указывается один из несомненных признаков приблизившегося конца мира, это именно: НЕОЖИДАННОСТЬ. При этом данный термин должно понимать не только в смысле "внезапности" часа, а еще более в смысле – ОТСУТСТВИЯ ОЖИДАНИЯ КОНЦА.


წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი:


პირველად, როდის იქნება სოფლის აღსასრული და ქრისტეს მეორედ მოსვლა? რას გვიცხადებს ამაზედ საღმრთო წერილი? თუმცა ცნობის მოყვარესა კაცის გულსა და გონებასა ყოველთვის სურს შეიტყოს დრო იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა, გარნა სულმან წმიდამან განგებ არ ინება განსაზღვრება ამისა.


სამწუხაროდ ბევრს მოსვლია შეცდომა, ხშირად უთქვამს, არა ეს ნამდვილად ბოლო ჟამია, ნამდვილად დაბადებულია და ა.შ. ეს ძალიან ხშირად ხდებოდა, დაწყებული ნერონის დევნიდან, გაგრძელებული რომის იმპერიის დაცემით (წმ. კირილე იერუსალიმელის სიტყვების "როდესაც დაეცემა რომის იმპერია" პირდაპირი გაგებით), იგივე 666 წელს (biggrin.gif), მერვე საუკუნის დაწყებისას (სიმბოლურად მერვე დღე ახალი ქვეყნიერების დაარსების დღეა), რომელსაც დაემთხვა მუსულმანური შემოსვები, მერე ახალი ათასწლეულის დაწყებისას, შემდეგ კონსტანტინეპოლის დაცემისას და თურქების ზეობისას, შემდეგ ბოლშევიკური რევოლუციისას, შემდეგ მეორე მსოფლიო ომისას, შემდეგ 2000 წელს, ეს სია ძალიან მოკლეა და ამ დროს მეორედ მოსვლის მვარაუდებ პირებს შორის ძალიან ბევრი ცნობილი მამაცაა...

მე თემატურად ვაწყობს მამათა გამონათქვამებს, ისე კარგი მცირე თემა ისედაც ეთმობოდა გამონათქვამებს:
http://church.ge/index.php?showtopic=69
თუმცა აქ, რაღაც თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ისევ ძველებური კანკალიზაცია მიდის...

საკამათოდ შეგვიძლია გადავიდეთ ამ თემაში:
http://church.ge/index.php?showtopic=2363
ჩვენ აქ კარგა ხანს ვიკამათეთ.

შემდეგში გავაგრძელებ:

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 25 2009, 01:24 PM
პოსტი #12


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მე ვკითხულობ შიგადაშიგ, მაინტერესებს ვიდოდე რა არის დოგმა და რაზე მაქვს უფლება თავისუფალი აზრი მქონდეს : )

არადა, ისე, მე ვფიქრობ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება ყველაფერში მაქვს (უბრალოდ ყველაფერი არ ითქმის და არც შეიძლება ითქმოდეს), მაგრამ ქრისტიანული დოგმა რა არის უნდა ვიცოდე user.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 26 2009, 03:58 AM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქრისტიანული დოგმა რა არის უნდა ვიცოდ

ძირითადში ამ თემაში შევეცდებით ერთად მოვუყაროთ თავი, ერთის მხრივ დოგმატებს და მეორეს მხრივ მიღებულ აზრებს, რომლებიც შეიძლება დოგმატად არაა მიჩნეული, მაგრამ უმრავლესობის მიერ არის აღიარებული, ინტერნეტში ყველაზე საფუძვლიან ნაშრომად (რუსულ-ქართულ წყაროებში) მაკარის დოგმატიკა მიმაჩნია, რომლის ლინკი დავდე ზემოთ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 28 2009, 03:58 AM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ისევ მეორედ მოსვლის დროს შესახებ:

ვაკოპირებ აფხაზის მიერ მოყვანილ ბ.ნი ედიშერ ჭელიძის ლექციის ჩანაწერს:
ციტატა
კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ჟამი, როდესაც ამ ეპოქის მცხოვრებნი გაცხოველებულად, დიდი მოლოდინით მოელოდნენ სამყაროს აღსასრულს და შესაბამისად ქრისტეს მეროედ მოსვლას, რა დროსაც საყოველთაო განსჯა მოხდება მთელი ადამიანური მოდგმისა. თუმცა დღევანდეობისგან განსხვავებით ეპოქალურ მდგოამრეობასთან ერთად კონკრეტული დროის მცხოვრებნი შეცდომაში შედიოდნენ ეკლესიის მიერ სიმბოლურად გამოყენებული წელთა-აღრიცხვითი სისტემის პირდაპირი გამოყენების კუთხითაც (თუ როგორ ამას ქვემოთ ვნახავთ). ეკლესიამ, უფრო სწორად მისმა წევრებმა არაერთი და თანაც სასტიკი დევნა განიცადეს, რა დროსაც მრავალმა მოღვაწემ მოწამის გვირგვინი დაიდგა, და ცხადია, რომ მოლოდინი მეორედ მოსვლისა, დამყარებული მაცხოვრის სიტყვებზე რომ უკანასკნელ ჟამს ჯერ არ ნახულ უბედურებას ექნება ადგილი, გასაგებია რომ არაერთი იქნებოდა.

უპირველესად მცირედით, მაგრამ მაინც ავღნიშნავ რომ ესა თუ ის წელთა-აღრიცხვის სისტემა, რომელსაც სხვადასხვა ეკლესია იყენებდა, სიმბოლური იყო და არანაირად მეცნიერულ კვლევაზე დამყარებული. სწორედ ამ სიმბოლურობის ვერ გაგებას შეყავდა ესა თუ ის მოღვაწე შეცდომაში. მოვიყვანთ ამონარიდს ედიშერ ჭელიძის ერთ-ერთი ლექციიდან: “ძველად არათუ სხვა აღმსარებელთა შორის, თვით მართლმადიდებლურ წიაღშიც კი ერთი წელთა აღრიცხვა არასოდეს არ ყოფილა. მაგალითად ქართული ტრადიციით ადამიდან ქრისტეს შობამდე გასული იყო 5604 წელი, ბიზანტიაში კი მიღებული იყო 5509 წელი (დაახლოებით VIIს-მდე), მოგვიანებით 5508 წ (ცნობილია აგრეთვე 5516 წელიც). ცნობილი იყო აგრეთვე ალექსანდრიული წელთა აღრიცხვა, რომელიც ადამიდან მაცხოვრის შობამდე ითვლიდა 5492 წელს. ამ ყოველივეს თუ რა საფუძველი ქონდა ამაზე ამჟამად ვერ ვისაუბრებთ, ეს ძალიან ვრცელი საკითხია, მხოლოდ იმას ავღნიშნავთ, რომ ამ თარიღებს შორის დიდი სხვაობები იმიტომ არ გახლავთ, რომ ესაა პრაქტიკასთან და ყოფასთან მისადაგებული წელთა აღრიცხვები, თორემ ზოგადი გაგებით, სიმბოლური გაგებით რაც საფუძველია ყველა დასაბამითგანი წელთააღრიცხვებისა, ქვეყნის გაჩენიდან (ადამის შობიდან) მაცხოვრის შობამდე იანგარიშება 5500 წელი. წელთა აღრიცხვების ანგარიში ერთია, მაგრამ ამ წელთა აღრიცხვების შიგნით წრიული, პერიოდული მიმოქცევების ანგარიშიც ხდება, რასაც ეწოდება ინდიქტიონი. ინდიქტიონი ესაა მოვლენა, როდესაც რაღაცა წრეს შემოივლის, საწყის წერტილს დაუბრუნდება და შემდეგ ახლიდან დაიწყებს იგივე წრის გავლას. მაგალითად მთვარე ყოველ 19 წელიწადში ერთხელ ხელახლა იმეორებს მთელ თავის, ასე ვთქვათ მარშრუტს, ისევე როგორც მზეც ანალოგიურად მოქმედებს ყოველი 28 წლის განმავლობაში. ეს მზისა და მთვარის ინდიქტიონებია, მაგრამ ორივესი ერთად არის 532 წელი, ანუ ყოველი 532 წლის შემდეგ ზუსტად ისეთივე პლანეტარული მოძრაობაა მზისა და მთვარისა, როგორც 532 წლის წინ იყო. ანუ 532 წელი ის ციკლია, რომელიც აბოლოვებს ერთ დიდ პლანეტარულ მოძრაობას და ზუსტად იგივე მოძრაობა ხელახლა იწყება შემდეგი 532 წლის განმავლობაში. ამიტომ ამ 532 წელს ეწოდება დიდი ინდიქტიონი. ძირითადად ეს 532 წლიანი ციკლები გამოიყენებოდა წელთა აღრიცხვების ჩამოყალიბების საფუძვლად. ამასთან რადგან 532 არაა მრგვალი თარიღი, მრგვალი კი არის 500, ამიტომ 532 წელი სიმბოლურ მეტყველებასა და აზროვნებაში 500 წლად წარმოჩინდება. თითო 500 წელი მიიჩნევა თითო ციკლად, თითო ჟამად. აქედან გამომდინარე მაცხოვარი, რომელიც მეათერთმეტე ჟამის მუშაკია, ხოლო მეთორმეტე ჟამი სასუფევლის დადგომას, მეორედ მოსვლას ნიშნავს (სიმბოლურად ცხადია), რომელიც მეათრეთმეტე ჟამს მოივლინა დედამიწაზე, თუკი თორმეტ ჟამად გავყოფთ სამყაროს ისტორიას და თითო ჟამს სიმბოლურად 500 წლად ვიანგარიშებთ, გამოდის რომ მაცხოვარი მოივლინა 5500 წელს, ხოლო მეორედ მოსვლა უნდა მომხდარიყო 500 წლის შემდეგ, ანუ დასაბამითგან 6000 წელს, როგორც მიიჩნეოდა კიდეც IV საუკუნემდე. ასეთ გამოთვლებს კიდევ რამდენიმე ფაქტორით ამყარებდნენ, მაგრამ ყოველი ასეთი გამოთვლა, თუნდაც ეს რომელიმე დიდი მოძღვრის მხრიდან ყოფილიყო, მარცხით დამთავრდა და ასეც უნდა ყოფილიყო. რაც შეეხებათ მოციქულებს, ისინი მხოლოდ მინიშნებებზე საუბრობდნენ და მათგან კონკრეტულ თარიღობრივ გამოთვლას ადგილი არასოდეს არ ქონია. რადგან პეტრე მოციქულმა ეს სიტყვები თქვა, რომ წელი ათასი ვითარცა ერთიდ დღე უფლის წინაშე, აშკარაა, რომ მოციქულებს ქონდათ, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, აბსოლუტურად უცდომელი გაგება ამ საკითხისა, რომ არავინ არ იცის როდის დადგება უფლის მეორედ მოსვლა. ამიტომ ეს გამოთვლები ანუ თარიღობრივი მაჩვენებლის დადგენა მეორედ მოსვლისა არის უკიდურესი ცდომილება. ერთადერთი რაც უეჭველად ვიცით ისაა, რომ რაც დრო გადის თანდათან უფრო ვუახლოვდებით სამყაროს აღსასრულის თარიღს ანუ მეორედ მოსვლას, როგორც ფიქსირებულ თარიღს.

პირველი ვინც კონკრეტულად შეეხო ამ თარიღობრივ გამოთვლას ეს გახლდათ ირინეოს ლიონელი, რომელმაც მხეცის ციფრში (666) ამოიკითხა სიტყვა (უფრო სწორად მან ჩათვალა რომ ეს სიტყვა ამოიკითხა) “ტეიტან”, ანუ ტიტანი. ტიტანი გულისხმობდა მაშინდელ მომძლავრებას წარმართული ტომებისას ეკლესიის წინააღმდეგ, რაც ირინეოსს აფიქრებინებდა მის ეპოქაში მეორედ მოსვლის აღსრულებას. რაც შეეხება სიტყვას, მისი ბერძნული შესატყვისის ასოთა მნიშვნელობა რომ შევკრიბოთ მივიღებთ 666-ს, ანუ ბერძნულად ტ-ს შეესაბამება რიცხვი 300, რადგან ორი ტ-ა ამ სიტყვაში, შესაბამისად 600, ხოლო დანარჩენი ასოებისგან იკრიბება 66. მოვიყვანთ შესაბამის ციტატას: “ასე, რომ, ამ მხეცში, როდესაც ის მოვა, შემოიკრიბება ყოველგვარი უსამართლობა და ყოველგვარი ცთომილება, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ყოველი ძალი განდგომილებისა, რაც კი შეღვრილია მასში და მასშივეა განგრძობილი, მიეცეს სახმილს ცეცხლისას. ამიტომაც მართებულად შეიცავს მისი სახელი რიცხვს 666, რადგანაც იგი თავის თავში შემოკრებს უსამართლობის ყოველგვარ ნარევს, რასაც სათავე დაედო წარღვნამდე ანგელოზთა განდგომიოლების სახით... ამგვარად ექვსასი წელი... აღნიშნავს ამ კაცის (ანტიქრისტეს) სახეს, რომელშიც შემოიკრიბება ექვსიათასი წლის ყოველი განდგომილება, უსამართლობა და ურჯულოება, ცრუ წინასწარმეტყველება, ცთომილება და ყოველი ის საქმე, რომელთა მიზეზითაც მოიწევა ცეცხლისმიერი წარღვნა”.

შემდგომი მოღვაწე არის იპოლიტე რომაელი (III ს), რომელმაც სპეციალური შრომა უძღვნა იმ განსაკუთრებულ მოლოდინს მეორედ მოსვლისას, რასაც მის ცხოვრებაში ქონდა ადგილი. წმ. იპოლიტე რომაელი ჩვენთვის ცნობილი უადრესი პერიოდის მოღვაწეთაგან, სრულიად პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გამოკვეთილი ქრონოლოგისტია, პიროვნება, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ჟამთა აღრიცხვას და ჟამთა აღრიცხვის კვალობაზე სპეციალური შრომების შედგენა ივალდებულა. ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებული ღირებულებისაა ხსენებული მოღვაწის თხზულება, რომელსაც სათაურშივე ეწოდება “ქრონიკონი”, რაც მან 234 წელს დაასრულა და რაც გულისხმობს ქვეყნიერების ისტორიის ქრონიკონს ანუ ჟამთა აღრიცხვას შესაქმის დასაბამიდან ვიდრე ნაწარმოების დაწერის წლამდე. წმ. იპოლიტემ ეს ქრონიკონი შეადგინა იმ მიზნით, რომ დაეცხრო მორწმუნეთა მგზნებარე მოლოდინი მეორედ მოსვლისა. ავტორი მიიჩნევს, რომ სამყარომ უნდა იარსებოს ექვსიათასი წელი (ჩვენ ამ თეორიაზე ადრედ გვქონდა მსჯელობა). ეს თვალსაზრისი იპოლიტე რომაელისა ეფუძნება ყოვლიერების შექმნას ექვს დღეში ერთი მხრივ და მეორე მხრივ ფსალმუნთა და პეტრე მოციქულის სწავლებას იმის შესახებ, რომ წელი ათასი როგორც ერთი დღე უფლის წინაშე და შესაბამისად ბიბლიური ექვსი დღე მისთვის წარმოჩნდება 6000 წლის გამომსახველი, რაც ქვეყნიერების ხანგრძლივობის და ასაკის განმსაზღვრელ თარიღად მოიაზრა მან. წმ. იპოლიტემ ჩათვალა, რომ 6000 წელი უნდა იარსებოს მატერიალურმა სამყარომ ამ სახით, როგორც ის ჩვენს თვალთა წინაშეა, ხოლო შემდეგ იგი დაბოლოვდება, დადგება მეორედ მოსვლის ჟამი და რადგან ყველა მორწმუნე მეორედ მოსვლის ჟამს ელის, წინასწარვე ძიებანი და იმედგაცრუებათა და სასოწარკვეთათა შემთხვევები აქედან გამომდინარე თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან პიროვნება, რომელიც საკუთარი გამოანგარიშებებით გადაწყვეტს, რომ მეორედ მოსვლა დაახლოებით ამა თუ იმ თარიღს უწევს და ეს თარიღი მის ცხოვრებასაც შეესაბამება ხოლო შემდეგ აღნიშნულ თარიღზე არ მოხდება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და რა თქმა უნდა არ მოხდება, ასეთი პიროვნება ჩვეულებრივ სასოწარკვეთას ეძლევა, რისი შემთხვევებიც ცნობილია. რადგან ერთგზის უფალმა განაჩინა, რომ მეორედ მოსვლის ჟამი არავინ იცის არც კაცთაგან ვინმემ და არც ანგელოზთაგან და როგორც წმ. იოანე ოქროპირი გვაუწყებს, ამან აუკრძალა თვით მოციქულებსაც კი ამ ჟამის გამოძიება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მცდელობა მეორედ მოსვლის თარიღის დადგენისა წინდაწინვე განწირულია მარცხისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგჯერ ეკლესიის მამათა შორისაც კი ეს მხარე ბოლომდე ვერ აღიკვეთება და მათგანაც მცდელობა მიახლოებითი განსაზღვრისა თუ როდის დადგება მეორედ მოსვლა, სახეზეა. ერთ-ერთი ნიმუში ესეც გახლავთ, რომ იპოლიტე რომაელმა თავისი გამოანგარიშებით სამყაროს შექმნიდან მე-6000 წელს, ასე ვთქვათ, განაჩინა მეორედ მოსვლის დადგომა. ხოლო რადგან ის თხზულება, რომელშიც ამგვარი გამოთვლანია მოცემული, დაიწერა, როგორც უკვე ვთქვით, 234 წელს ანუ დასაბამიდან 5738 წელს (მისი ქრონოლოგიის შესაბამისად. ანდა 5734 წელს, რადგან როგორც ცნობილია იპოლიტე რომაელი ქვეყნიერების შექმნიდან მაცხოვრის მოსვლამდე, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვის დადგომამდე, 5500 წელს ითვლიდა), და რადგანაც 6000 წლამდე კიდევ დიდი მონაკვეთი ქრონოლოგიური ჟამთა აღრიცხვისა რჩებოდა, რასაც ერთი ადამიანის სოცოცხლე, რა თქმა უნდა, ვერ გაწვდებაო, ამით წმ. იპოლიტე იმ მორწმუნეებს, რომლებიც ყოველ წამიერად ელოდნენ უკვე მათ სიცოცხლეში მეორედ მოსვლას და იმედგაცრუებაც ეუფლებოდათ, რომ ეს თარიღი არ დგებოდა, აი ამგვარი გამოთვლის შესაბამისად დაუცხრობს ამ არაჯანსაღ მოლოდინს, განაკრძალებს მათ აი ამგვარი მაცდური რამ განწყობილებისგან და შთაუგონებს ყოველწამიერად მოლოდინს მეორედ მოსვლისას და არა ერთ რომელიმე თარიღზე.
მართლაც აზრი იმის შესახებ, რომ დავუშვათ ჩვენს ცხოვრებაში არ დადგება ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არანაირად ჩვენს ცხოვრებას სასოწარკვეთისა და უიმედობის განწყობას არ უნდა უქმნიდეს, რადგანაც ყველა პიროვნებისთვის ფაქტობრივად უკვე მეორედ მოსვლაა დამდგარი როდესაც იგი აღესრულება, იმიტომ, რომ მისი ხვედრი მეტნაკლებად უკვე, მისი ამქვეყნიური მოღვაწეობის შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია და მეორედ მოსვლაც სხვა არაფერია თუ არა ბოლოჟამიერი დადასტურება, განჩინება და განსაზღვრა ყველა ადამიანის საბოლოო ხვედრისა.

IV საუკუნის ისეთი დიდი მოღვაწე, როგორიც იყო მაკარი დიდი, აშკარად მიუთითებდა თავის ეპისტოლეებში (რომელიც ქართულად არის გამოცემული), რომ უფლის ნათქვამისებრ, უკანასკნელ ჟამს გამრავლდება უკეთურება და “აჰა ესე ყოველი ჟამთა შინა ჩუენთა აღესრულებისო”.

ზემოთ ჩამოთვლილი სამი დიდი მოღვაწე მაინც ცხოვრებაზე დაკვირვებით აკეთებდა ამგვარ შეფასებას, რომ მათი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც აღინიშნა, არაერთი დევნა და შევიწროვება განიცადა ქრისტიანულმა ეკლესიამ. მაგრამ ამ ყოველივეს პარალელურად 6000 წლიანი პერიოდს გასვლის შემდეგ მეორედ მოსვლის დადგომის მოლოდინი მაინც აქტუალური იყო. თუმცა საინტერესოა ის, რომ სხვადასხვა ეკლესიაში არსებული წელთა აღრიცხვითი სისტემის მიხედვით ეს 6000 წლიანი პერიოდის დასასრული სხვადასხვა თარიღს ემთხვეოდა. მაგალითად ქართული ტრადიციით, როგორც აღინიშნა, დასაბამითგან ქრისტეს შობამდე გასული იყო 5604 წელი, შესაბამისად 6000 წელი სრულდებოდა ქრისტეს შობიდან 396 წელს. საერთო ჯამში ყველა ეკლესიის წელთა აღრიცხვის სისტემით, მაშინდელ მცხოვრებთა გაგებით, მეორედ მოსვლა IV-V ს-ში უნდა მომხდარიყო. მაგრამ ცხადია ეს არ მომხდარა.

თუმცა ამ გამოთვლით სისტემებს ჩაუტარდათ ხელახალი რევიზია (თუ შეიძლება ასე ითქვას) და მოძიებულ იქნა ასეთი გამოსავალი, რომ ბიბლიაში არ არის მოხსენიებული მხოლოდ ექვსი დღე (პეტრე მოციქულის მიხედვით უფლის წინაშე ერთი დღე 1000 წელს უდრის (თუმცა სიმბოლურად), იხსენიება აგრეთვე მეშვიდე დღეც, რა დროსაც მართალია უფალმა დაისვენა, მაგრამ ეს დღე ნახსენებია და ამ შემთხვევაში სწორედ ამ დღეზე გაკეთდა აქცენტი და შესაბამისად მოლოდინმა კიდევ 1000 წლით გადაინაცვლა. ამ მხრივ IV საუკუნის საქართველოში რა ვითარება იყო ძნელი სათქმელია, მაგრამ 1396 წლის შესახებ ვიცით ძალიან კარგად. ამ პერიოდის შესახებ კორნელი კეკელიძეს აქვს გამოქვეყნებული მასალები, საიდანაც ცხადი ხდება თუ როგორი გაცხოველებული მოლოდინი იყო მეორედ მოსვლისა. წარმოიდგინეთ ამ მოლოდინს როგორ უწყობდა ხელს იმ დროინდელი მოვლენებიც, რომ ერთ დროს უძლიერესი სახელმწიფო წინა აზიაში ასე დაქუცმაცებული და განადგურებული იყო. მაგრამ ამჯერადაც ეს მოლოდინი იმედგაცრუებით დამთავრდა, იმედგაცრუებით გაუცნობიერებელი მოლოდინის გამო.

მაკარის შემდგომ, როდესაც ძველი გამოთვლებით არ მომხდარა მეორედ მოსვლა და უკვე მეშვიდე დღის იდეა შემოვიდა დღის წესრიგში, შედარებით მინელდა მსგავსი გამოანგარიშებები.

საგულისხმო ფრაზას ვხვდებით იოანე საბანისძის “აბოს წამებაში”, კერძოდ ავტორი ამბობს: “ამასთან, არათუ მარტოოდენ ჩემთვის არის საშური წმინდა მოწამის ამ საწადელი მარტვილობის სმენა, არამედ ასევე მართებს ყველა თქვენგანს, რომ გაკვირვებაში იყოს ჩემთან ერთად, რომლებიც კი “მეშვიდე ათასწლეულში”, - ამ შემოკლებულ დროში”, - ვდგავართ, რა დროისთვისაც უფალი ამბობს: “ბევრი შეცდება და ბევრს შეაცდენენ” (მათე 24, 5,11) და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთეს: “მოვა დრო, როდესაც ამ მაცხოვნებელ მოძღვრებას აღარ განიკუთვნებენ, არამედ საკუთარი სურვილისამებრ თვითონვე შეიკრებენ მოძღვრებას ყურთა ქავილით, როდესაც ჭეშმარიტებისგაბნ მიაბრუნებენ ყურთასმენას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან” (II ტიმ. 4, 3-4), რაც ხდება კიდეც ახლა ამ დროს ჩვენს შორის”.

აქ ნახსენებ ფრაზას “მეშვიდე ათასწლეული” სწორედ მეორედ მოსვლის მოლოდინს გულისხმობს, რაც შესაბამისი გამოთვლების შედეგად იქნა გამოწვეული. თუმცა როგორც ვხედავთ მას შემდეგ XII საუკუნეა გასული.

და ბოლოს ძალიან საყურადღებო მოვლენაა აღწერილი ტიმოთე ალექსანდრიელის ცხოვრებაში (IX), რომ ამ უკანასკნელის უდაბნოში მოღვაწეობის პერიოდში, უეცრად გახდება ცნობილი, რომ რომელიღაც პიროვნება დადის უდაბნოდან უდაბნოში და ქადაგებს, რომ 80 დღის შემდეგ დადგება მეორედ მოსვლა. ამ ადამიანის შესახებ ყველამ იცოდა, რომ ის იყო დიდი მოღვაწე, დიდი ასკეტი, თუმცა მისი გაგებით მან განღმრთობის განსაკუთრებულ მწვერვალს მიაღწია და ყველაზე დიდ საიდუმლოს მიწვდა. ამიტომ გადაწყვიტა ყველასთვის ეცნობებინა თითქოსდა მისგან დადგენილი მეორედ მოსვლის კონკრეტული თარიღი. როდესაც ეს პიროვნება იმ უდაბნოს მიუახლოვდება, სადაც ტიმოთე მოღვაწეობდა, ტიმოთეს, როგორც გამორჩეულ მოძღვარს შეატყობინებენ აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაეკითხებიან აზრს ირწმუნონ თუ არა ამ მქადაგებლის. ტიმოთე ერთხანს ჩაფიქრდება და მცირე ხნის შემდეგ ეტყვის მასთან კითხვით მისულებს, რომ წადით და როდესაც ის ქადაგებას დაიწყებს დაიჭირეთ და ჩემთან მოიყვანეთო. მართლაც ტიმოთესგან გაგზავნილები შეიპყრობენ აღნიშნულ მქადაგებელს და მასთან მიიყვანან, ტიმოთე კი მის გაროზგვას დაავალებს, რის შედეგადაც ეს პიროვნება მართლაც შეიცვლის აზრს და იტყვის რომ ვცდებოდიო.


რაც შეეხება საეკლესიო განმარტებას აღნიშნული კუთხით. ჩემი მსჯელობა არსებითად სახარების ოთხ მუხლზე მინდა ავაგო, კერძოდ ესენია 1. მაცხოვრის სიტყვები მათეს სახარებიდან: “მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის (აქ არათუ კონკრეტულ თარიღზე არაა მითითითება, არამედ ჟამზეც), არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ” (მათე 24,36)

2. საქმე მოციქულთადან, “უთხრა მათ: “თქვენი საქმე არ არის იცოდეთ, დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით (საქმე 1,7). მართალია ეს ფრაზა კონკრეტულად მეორედ მოსვლის შესახებ არაა თქმული, მაგრამ არსებითად მასაც უკავშირდება.

3. ციტატა ათი ქალწულის იგავიდან: “ჰოდა იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე” (მათე 25,13)

4. პეტრე მოციქულის სიტყვები მისსივე ეპისტოლიდან: “ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე” (პეტრე, 3,8).

პირველი მათგანის შესახებ იოანე ოქროპირი განმარტებისას შენიშნავს: “სიტყვებით "არცა ანგელოზთა" ქრისტე აკავებს თავის მოწაფეებს, რათა ისინი არ შეეცადნონ გაგებას იმისა, რაც თვით ანგელოზებმაც კი არ იციან; ხოლო სიტყვები: არცა ძემან – უკრძალავს მათ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შეკითხვასაც კი ამის შესახებ. ხოლო ეს სიტყვები რომ სწორედ ამ განზრახვით არის ნათქვამი, იქიდანაც შეიტყობ, როცა მან აღდგომის შემდგომ აუკრძალა მათ ცნობისმოყვარეობა, როდესაც შეამჩნია, რომ ისინი ზედმეტად მიეცნენ ამას. ახლა უამრავ და ურიცხვ ნიშებზე მიუთითა, მაშინ კი უბრალოდ თქვა: “არა თქუენი არს ცნობა ჟამთა და წელთა (საქმე 1,7) შემდეგ, რათა მოწაფეებს არ ეთქვათ: - არაფერი გვესმის, ჩვენ შეგვიძულეს, თუმცა ეს არ დაგვიმსახურებიაო – ის ამბობს: რომელნი-იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა. იგი ძალიან ზრუნავდა, რომ მოწაფეებისთვის პატივი ეცათ და არ ყოფილიყო მათგან რაიმე დაფარული, მაგრამ ამ შემთხვევაში თვით მამას მიანდო ჟამის და ვადების ცოდნა, რათა შიში აღუძრას და შეკითხვაც კი აუკრძალოს მათ”.

იგივე მუხლზე კომენტირებისას თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: “აქ უფალი მოწაფეებს ასწავლის, რომ არ ეძიონ ცოდნა იმისა, რაც კაცობრივ გონებას აღემატება. ამბობს რა არც ანგელოზთაო, მოწაფეთა სწრაფვას, ახლავე შეიტყონ ის, რაც ანგელოოზებმაც არ იციან, ზღვარს უდებს; ხოლო სიტყვები გარნა მამამან მხოლომან, ლტოლვას ამის გაგებისკენ მომავალშიც გზას უღობავს. რომ ეთქვა მე კი ვიცი, მაგრამ არ მსურს თქვენ გითხრათო, დამწუხრდებოდნენ, რადგან იფიქრებდნენ, რომ არაფრად აგდებდა. ხოლო როცა უთხრა, რომ არც ძემან იცის, არამედ მხოლოდ მამამო, ამით გამოძიება დაუშალა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არათუ კონკრეტული თარიღის განსაზღვრა, არამედ პერიოდის განსაზღვრაც კი ყოვლად შეუძლებელია მეორედ მოსვლისა. მაცხოვრის სიტყვები გვიკრძალავს ვადების გამოთვლას და ვფიქრობ რომ უნდა დავემორჩილოთ მის სიტყვებს. რაც ჩვენთვის საჭირო იყო მან გვითხრა, რომ ვიფხიზლოთ და ყოველდღიურად მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მაშინ როცა თვით ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ იპოლიტე რომაელი, ირინეოს ლიონელი, მაკარი დიდი, ეპიფანე კვიპრელი, ცდებოდნენ აღნიშნული კუთხით, როგორი კადნიერება იქნება ვთქვათ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით როდის იქნება მეროედ მოსვლა, ან ვთქვათ მოახლოებულიაო. იფხიზლეთ ნიშნავს რომ მზად უნდა იყოს თითოეული ადამიანი სიკვდილისათვის, რადგან ეს კი დანამდვილებით იცის ყველამ რომ აუცილებლად მოხდება მის ცხოვრებაში და განა სხვა რამეა მეორედ მოსვლა?



ახლა სხვა საკითხი ვნახოთ:

666 რიცხვი და ჩიპები, არავითარი ჩვენი აზრები, მხოლოდ ეკლესიის დადგენილებები, აქაა მოყვანილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის და საბერძნეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება-მიმართვები.

. Послание Священного Синода Украинской Православной Церкви

"Сегодня мы публикуем обращения Священных Синодов Греческой и Украинской Православных Церквей к православным народам своих стран, которые уже столкнулись с проблемой навязчивого внедрения в повседневную жизнь компьютерных систем учета, основанных на цифре 666..." Огромный интерес наших читателей вызвала статья "Шенгенская Зона", опубликованная в третьем номере нашего журнала. Редакция продолжает получать множество писем, где читатели просят держать их в известности о развитии событий, касающихся столь важной для христиан проблемы правильного и трезвого взгляда на предсказанные в Священном Писании события, связанные с последними временами человеческой истории. Сегодня мы публикуем обращения Священных Синодов Греческой и Украинской Православных Церквей к православным народам своих стран, которые уже столкнулись с проблемой навязчивого внедрения в повседневную жизнь компьютерных систем учета, основанных на цифре 666.

Послание Священного Синода Украинской Православной Церкви.
Президенту, Верховной Раде и Правительству Украины, духовенству, монашествующим и всем верным чадам Украинской Православной Церкви

Сегодня православный народ, как истинный хранитель веры и благочестия, особенно обеспокоен тем, что происходит в религиозной, политической, экономической, научной и культурной жизни нашей страны и всего мира. В этом мы видим отрадное проявление бдительности и духовного трезвения в церковной среде. В свою очередь со всей пастырской ответственностью перед Богом за вверенные нам души отмечаем, что современная цивилизация, к сожалению, не только стремительно секуляризируется, но и нередко руководствуется в своем развитии идеями богопротивными и богоборческими.
Следствием этого являются использование неизвестных доселе средств массового уничтожения, международный терроризм, пропаганда разврата и насилия через средства массовой информации, грубое вторжение в тайну жизни и тому подобное. Современный западный мир при постоянных разговорах о свободе и вольном развитии в действительности своим стилем жизни делает человека абсолютным рабом страстей и греховных желаний. Тлетворный антихристианский дух все активней проникает в нашу повседневную жизнь посредством упорного навязывания западных ценностей: идолов комфорта, самоуверенности, вседозволенности и т. д. Согласно с Откровением, в определенное время этот процесс закончится воцарением антихриста и отлучением многих верных от благодати Божией через принятие зловещей пагубной печати. Ибо как, по словам святителя Иоанна Златоуста, перед всемирным потопом человечество потонуло в своих грехах, так и в конце истории люди сначала проникнутся духом антихриста и потом примут его печать.
Сейчас у многих верующих - чад Украинской Православной Церкви - большую тревогу вызывает намерение руководящих структур Украины ввести в стране всеобщую кодификацию, согласно с Постановлением Кабинета Министров Украины "О мероприятиях относительно введения идентификационных номеров физических лиц" от 6 ноября 1997 года. Немало православных христиан склонны (не без основания) видеть в этом исполнении апокалиптического пророчества про печать антихриста, воспринимая идентификационные номера как указанное святым апостолом и евангелистом Иоанном Богословом "число зверя" (Откр. 13, 17-18).
Уже сейчас нетрудно представить возможные последствия кодификации всего населения страны. Ведь в результате кодификации и последующего создания банка информации о всех гражданах государства колоссально возрастет .контроль за каждой отдельной личностью. А дальнейшее международное объединение компьютеризированных систем контроля создаст все условия для появления надгосударственных руководящих структур, которые могут перерасти в пророчествованное "мировое правительство". Это стало бы последним шагом на пути к полной реализации описанной святым апостолом и евангелистом Иоанном Богословом эсхатологической перспективы (развития событий в последний период истории человечества), ибо в случае овладения подобным аппаратом тотального контроля за человечеством легко реализуется "царство антихриста".
Но при этом необходимо помнить, что печать антихриста лишь завершит процесс отпадения от Бога и благодати Его, что ныне тайно совершается в глубине человеческих сердец. Именно в этом случае индивидуальный идентификационный номер, который присвоится каждому человеку и нанесется на него через какую-то "несмываемую" технологию, действительно может стать "печатью антихриста". В результате человек окажется перед дилеммой: или принять код, без которого существование человека в обществе стало бы невозможным, или же отказаться от него и посредством этого оказаться вне антихристианского сообщества и подвергнуться гонениям - такова последовательность будущих событий, которая отображена в Откровении святого апостола Иоанна Богослова.
Священный Синод Украинской Православной Церкви, всесторонне рассмотрев проблему, связанную с введением идентификационных номеров, которая по его поручению предварительно была рассмотрена на расширенном заседании Синодальной Богословской комиссии при участии, кроме ее членов, специалистов по компьютерным системам, экономистов, ответственных работников Государственной Налоговой Администрации, а также настоятелей, наместников и духовников известных монастырей и других авторитетных священнослужителей, пришел к выводу, что сегодня делать категорические заявления о том, что православных христиан Украины принуждают к принятию печати антихриста, было бы преждевременно и несправедливо.
Во-первых, согласно учению святых отцов, печать антихриста будет универсальной для всего человечества. Ныне же, по милости Божией, наш народ еще не влился в секуляризированную семью западных народов, и наши паспорта и идентификационные номера пока что предназначены лишь для внутреннего пользования.
Во-вторых, сама по себе кодификация вне какого-либо контекста не может быть квалифицирована как антихристианское учреждение.
Однако каждый православный христианин вправе сам определять для себя: возможно ли для него принятие подобного кода.
В связи с этим, не усыпляя бдительности верных, считаем, что принятие сегодняшних идентификационных номеров еще не означает измены Христу и поэтому не означает принятия "печати антихриста". Святая Церковь в нужное время поднимет свой голос, предупредит и сохранит своих верных чад от непоправимой ошибки.
Таким образом, сознавая, что предлагаемое сегодня введение кодификации в Украине нельзя отождествлять с наложением "печати антихриста", Украинская Православная Церковь вместе с тем не может не выразить своей серьезной обеспокоенности возможными последствиями этого шага, хотя бы и в далекой перспективе. Церковь призывает Государственную власть к взвешенному и продуманному подходу к разрешению такого важного вопроса, как введение идентификационного кода, что, кроме всего прочего, может привести к дестабилизации в обществе и потере доверия народа к власти.
Призываем соответствующие государственные органы выработать для православных верующих Украины альтернативную не дискриминационную систему налогообложения и регистрации физических лиц и религиозных организаций, а также право для всех граждан на свободный выбор системы выплаты налогов, ни в коем случае не принуждая к принятию идентификационного кода, который, кроме всего прочего, обезличивает человека, фактически лишая его фамилии и имени на уровне государственной и гражданской жизни, унижает его достоинство и приводит к нарушению его прав и свобод. В любом случае, уважая религиозные убеждения граждан, каждому верующему необходимо дать право отказаться от принятия кода, в котором будет находиться три и больше "шестерок".
Просим Государственную власть не привлекать к административной или уголовной ответственности тех верных нашей Церкви, которые вообще не захотят принимать идентификационный номер.
Напоминаем всем верным чадам Святой Матери-Церкви апостольский завет: "Не любите мира, ни того, что в мире: кто любит мир, в том нет любви Отчей. Ибо все, что в мире: похоть плоти, похоть очей, гордость житейская, не (есть) от Отца, но от мира. И мир проходит, и похоть его, а тот, кто исполняет волю Божию, пребывает вовек" (1 Ин. 2, 15-17).
Итак, "бодрствуйте и молитесь, чтобы не впасть в искушение" (Мф. 26,41), ибо "не знаете ни дня, ни часа, в который придет Сын Человеческий" (Мф. 25, 13).
"Бог же всякой благодати, призвавший нас в вечную славу Свою во Христе Иисусе... да усовершит вас, да утвердит, да укрепит, да соделает непоколебимыми. Ему слава и держава во веки веков. Аминь" (1 Петр. 5, 10).

Митрополит Киевский и всея Украины - ВЛАДИМИР

Члены Священного Синода:
Митрополит Харьковский и Богодуховский - НИКОДИМ
Митрополит Одесский и Измаильский - АГАФАНГЕЛ
Архиепископ Черновицкий и Буковинский - ОНУФРИЙ
Архиепископ Днепропетровский и Павлоградский - ИРИНЕЙ
Епископ Львовский и Дрогобычский - АВГУСТИН
Епископ Хустский и Виноградовский - МЕФОДИЙ
Епископ Житомирский и Новоград-Волынский - ГУРИЙ
Архиепископ Сумской и Ахтырский - ИОНАФАН

მოვიყვან მამა ანდრიას საინტერესო ინტერვიუდან ამონაწერს:

ციტატა
მამა ანდრია, საინტერესოა, როგორ მოხდება ბიოჩიპებით ადამიანთა დაბეჭდვა? და ახლა რა სტადიაშია ეს პროცესი?

– როცა ე.წ. ჩიპირების პრობლემას ვახსენებთ, უნდა დავფიქრდეთ და კარგად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე. ანტიქრისტეს ბეჭედი ნებაყოფლობითი იქნება. არჩევანის თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც ცოდვა და არც სათნოება. შეუძლებელია ადამიანმა შემთხვევით მიიღოს ანტიქრისტეს ნიშანი....დღეს დიდი აჟიოტაჟია ჩიპებთან და პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით. მაგრამ მრავალი ივიწყებს, რომ ყოველი ჩვენგანი ისედაც გარკვეული ფორმით კონტროლის ქვეშაა.


http://church.ge/index.php?showtopic=2363&st=620

შემდეგში გავაგრძელებ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 4 2009, 04:03 AM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნიშნები მეორედ მოსვლისა

ნიშნებზე თავად უფალი საუბრობდა, მათე 24 თავი, ყველამ ვიცით ეს ცნობილი ადგილები ,

ციტატა
6. და გაიგებთ ომებზე და ომების ამბებს; იხილეთ და ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს ყოველივე უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ არის აღსასრული.

7. რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი, ჭირი და მიწისძვრები ადგილ-ადგილ.


მაგრამ აქ შევეხებით იმ მნიშვნელოვანთ, რომელმაც ვფიქრობ უფრო ნათლად უნდა მიანიშნონ "იმ" დროზე, კერძოდ რომ ერი ერის წინააღმდეგ აღდგება, და რომ მიწისძვრები ან ასტრონომიული ანომალიები იქნება, ეს ადრეც ხდებოდა, დღესაც ხდება და შემდეგაც მოხდება, ეგ არაა ამოსავალი წერტილი,



არამედ რამოდენიმე პუნქტი:

1.
ციტატა
14. და იქადაგება ეს სახარება სასუფევლისა მთელს ქვეყანაზე დასამოწმებლად ყველა წარმართისათვის, და მაშინ დადგება აღსასრული.


სახარება უნდა იქადაგოს მთელს მსოფლიოში,
ვნახოთ რას წერია დოგმატურ ღვთისმეტყველებაში:

ციტატა
აი, საღვთო წერილში მითითებული ზოგიერთი ნიშანი:

ა. სახარების გავრცელება მთელს მსოფლიოში: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფევლისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული“ (მთ. 24,14);

ბ. ბოროტი ძალების უჩვეულო გამოვლინება. „განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განხმეს სიყვარული მრავალთაჲ“ (მთ. 24,12). პავლე მოციქღლთ ამბობს: „უკანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი: და იყუნენ კაცნი თავის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ... გულისთქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ ღა ძალსა მისსა უარყოფდნენ“ (2 ტიმ. 3,1-5). რწმენიწ დასუსტება: „ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?“ (ლკ. 18,8);

გ. ეშმაკი წამოიწყებს ბრძოლას ქრისტეს სამეფოს წინააღმდეგ თავისი იარაღის - ანტიქრისტეს მიერ. სახელდება „ანტიქრისტე“ წმიდა წერილში ორგვარი მნიშვნელობით გამოიყენება: ზოგადი, რომელი გულისხმობს ქრისტეს ყველა მოწინააღმდეგეს (ამ გაგებით იხსენიება ანტიქრისტე წმ. იოანე ღვთისმეტყველის 1 და მე-2 ეპისტოლეებში) და განსაკუთრებული მნიშვნელობით, გარკვეული პირის - ქრისტეს მოწინააღმდეგის აღსანიშნავად, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდება. ანტიქრისტეს თვისებებსა და საქმეებზე ვკითხულობთ პავლე მოციქულთან: „ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ, უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტოდე თქუენ?... რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უსჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაითგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდნეს იგინი, ამისთჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა რწმენეს მათ ტყუვილისაი“ (2 თეს. 2,3-11). ღვთის ამ მოწინააღმდეგის სახეს აგრეთვე აღწერს დანიელ წინასწარმეტყველი თავის გამოცხადებაში (თავ. 11-13). ანტიქრისტე იმოქმედებს სამსჯავროს დღემდე (2 თეს. 2,8). ანტიქრისტეს პიროვნების თვისებებსა და მოქმედების სავარაუდო ფორმებს ზედმიწევნით აღწერენ წმ. კირილე იერუსალიმელი თავის „განსასწავლ დარიგებებში“ (მე-5 და მე-15) და ღირსი ეფრემ ასური ნაშრომში „სიტყვა უფლისა და ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ“;

დ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში მითითებულია ანტიქრისტეს მოღვაწეობის ეპოქაში „ორი მოწმის“ გამოჩენა, რომლებიც იწინასწარმეტყველებენ ჭეშმარიტებას, მოახდენენ სასწაულებს და „რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი ... მოკლნეს იგინი ... შემდგომად სამისა მის და ნახევარისა დღისა... აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა... და აღვიდეს ზეცად“ (გამოცხ. 11, 3-12).


მაგრამ როგორც წერია ეს მხოლოდ "ზოგიერთი" ნიშანია, არის სხვები, ძირითადში მამების მიერ ნაწინასწარმეტყველები და ასეთუისე მიღებულები

1. ესაა ის რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ერთიან სისტემაში, ფინანსურად, პოლიტიკურად, რელიგიურად, მთელი მსოფლიო უნდა იქცეს, როგორც ერთი ქვეყანა და ეს შეუწყობს ხელს ერთიან მართვას.

2. დიდი ნაწილი მამებისა წინასწარმეტყველებენ დიდ რელიგიურ ცვლილებებს უშუალოდ მეორედ მოსვლის წინ ესაა იუდეველთა მოქცევა ბოლო ჟამს და ქრისტიანთა დაბრუნება თავდაპირველ ანუ განხეთქილებამდე პერიოდში, საუბარია პაპისტების შემოერთებაზე, მოყავთ მაგალითად, თუ როგორ ამოყავს პეტრე ჩაძირული ტალღებში უფალს...

3. და ბოლოს უნდა მოხდეს იერუსალიმის ტაძრის იმ ადგილას აშენება სადაც იყო (იქ ახლა მუსულმანთა ერთერთი უდიდესი სიწმინდე ომარის მეჩეთია), სადაც უნდა მოხდეს ანტიქრისტეს მსოფლიო მმართველად გამოცხადება.

ეს სამი ნიშანი ცხადყოფს, რომ მსოფლიო მიდის ამისაკენ, ოღონდ ჯერ შორია...

იხარეთ;

კაიროსი!

პ.ს. სამწუხაროდ წყაროებს აქ ვერ ვნახულობ და თუ ვინმე შემომეშვლებით მადლობას მოგიხდით, ოღონდ სანდო წყაროებზეა საუბარი და არა იმან თქვა და ამას დაესიზმრა smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 19 2009, 04:28 AM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



რამოდენიმე პუნქტი რომელიც ყველაზე ზუსტად ახასიათებს ანტიქრისტეს მოსვლას და მის პიროვნებას, ეს ის აზრებია, რომლებიც ყველაზე მეტად არის მიღებული საეკლესიო ტრადიციაში, გამოვყოფ მხოლოდ ყველაზე ნათელ ნიშნებს, დაზუსტებით მინიშნებულ ლინკებზე იხილეთ:

1. ანტიქრისტე იქნება ადამიანი და არა განკაცებული ეშმაკი

ციტატა
საერთოდაც, მთელ კაცთა მოდგმაში ოდით არსებული ბოროტება მასში განვითარების ზღვარს მიაღწევს. ამასთანავე, ცხადია, რომ საზოგადოდ, ადამიანის ბოროტი ნების გაძლიერების კვლავ ეშმაკის თანადგომაც იზრდება მისადმი და მზაკვრისათვის ამ უკანასკნელის სული სულ უფრო მისაწვდომი ხდება. ამიტომაც, რადგან ანტიქრისტეში საკუთარი ბოროტი ნება და უმსგავსოება განვითარების ზღვარს მიაღწევს, ამის კვალად ეშმაკის დამოკიდებულებაც მისდამი უაღრესად პირდაპირი, უშუალო გახდება. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ანტიქრისტეს პიროვნებაში ანუ მისი სახით განუწყვეტლივ იმოქმედებს თვით ეშმაკი



2. ანტიქრისტე მამათა აზრით უნდა იყო ებრაელთა ტომიდან, როგორც უფალი


ციტატა
წმიდა მამები: ირინეოსი („მწვალებლობათა წინააღმდეგ“, წგ.V, თ.39), იპოლიტე („სიტყვა ქრისტესა და ანტიქრისტეზე“). აგრეთვე ილარიონი, ამბროსი მედიოლანელი, იერონიმე და ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავდნენ, რომ ანტიქრისტე წარმოიშვება დანის, იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგანო. ხორციელის კვირის სვინაქსარში ვკითხულობთ, რომ მოვა ანტიქრისტე და იშვება, სიტყვისაებრ წმიდა იპოლიტე რომაელისა, ბილწი დედაკაცისაგან, ცრუ-ქალწულისაგან, ნათესავისაგან დანისაო.


3. ანტიქრისტე იშვება სიძვით:

ციტატა
იგი (ანუ ანტიქრისტე) სიძვისაგან იშვება, ფარულად აღიზრდება, უეცრად აღდგება, ყოველივეს აღაშფოთებს და მეფე გახდება“ („ზუსტი გადმოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“. წგ.IV, თ.26).


3. ანტიქრისტე იქნება გაერთიანებული მსოფლიოს გაერთიანებული მმართველი

ციტატა
კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის გახდება ყველაზე დიდი, ავტორიტეტული მოძღვარი და მასწავლებელი, თავს გამოაცხადებს მთელი მსოფლიოს მეუფე-მონარქად და მსოფლიოში არსებული ყველა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის პირველ მღვდელმთავრად;


4. ანტიქრისტე თავისთავს გამოაჩენს იერუსალიმის აღდგენილ ტაძარში,სადაც ახლა ომარის მეჩეთია

„და-ცა-ჯდეს ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა ვითარცა ღმერთი“ (II თესალონიკ. 2,4)
მამათა დიდი ნაწილი თანხმდება ამ აზრზე, რომ ეს იერუსალიმის ტაძარია.

გთხოვთ წაიკითხოთ მამების განმარტება ანტიქრისტეს შესახებ:

Ириней Лионский, Ипполит Римский, Ориген

http://www.apocalypse.orthodoxy.ru/belaiev/1401.htm

Кирилл Иерусалимский, Ефрем Сирин, Иоанн Златоуст,
Феодорит, Феодор Мопсуестский, Иоанн Дамаскин

http://www.apocalypse.orthodoxy.ru/belaiev/1402.htm

წყაროები:

http://www.orthodoxy.ge/skhva/antiqriste_1.htm

http://www.apocalypse.orthodoxy.ru/belaiev/1405.htm

http://www.krotov.info/spravki/temy/a/antihrist.htm


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 01:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი