უნარები2009, ვინ რა ქულა მიიღეთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უნარები2009, ვინ რა ქულა მიიღეთ? |
guest |
Jul 18 2009, 07:53 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ესაა განვითარებული 21-ე საუკუნის მისაღები გამოცდები და რატო არ მოგწონს ვერ ვხვდები... ნათია, 21 საუკუნეა დიდი ხანია სხვაგანაც და ამ სხვაგან გავიზარდეთითქმის, მოდერნობაზე თუა საქმე, მაგრამ ასეთი სისულელე არსად არ არის. არ მომწონს , იმიტომ რომ აკნინებს განათლების სფეროს. |
Natia:) |
Jul 18 2009, 08:02 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 15-July 09 წევრი № 7,266 |
staywhite
რატო აკნინებს იქნებ მითხრა? |
guest |
Jul 18 2009, 08:08 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Natia:)
ციტატა რატო აკნინებს იქნებ მითხრა? იმიტომ, რომ გამოცდა "პტიჩკების" მონიშვნით რომ ჩაბარდება, იქ ცოდნას ვერ შეაფასებ. ეს მონიშვნა შემთხვევითაც შეიძლება სწორი აღმოჩნდეს, ანუ არ ვიცი, მარა გავარტყი. რად უნდა ამასა ამდენი ფილოსოფია, ამხელა ტრადიცია გვაქვს განათლების საქმეში. მე თვითონ მეცნიერი ვარ და ძველი სისტემა გამოვიარე, სადაც მიღვაწია საზღვარგარეთ, ყველა აფასებდა ჩვენს სისტემას და შEდეგებიც სახეზე იყო. |
Natia:) |
Jul 18 2009, 08:12 PM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 15-July 09 წევრი № 7,266 |
staywhite
მე იმიტო მომწონს რო ზეპირ გამოცდას ვერ ჩავაბარებდი... საერთოდ წერა უფრო მეხერხება ვიდრე მოყოლა და ჩემთვის კაია... და უნარები ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს, რავი მე ესე მგონია რა... |
თამარი_ცქნაფო |
Jul 18 2009, 08:13 PM
პოსტი
#25
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მთავარი, რაც მე მომწონს ამ რეფორმის, ეს არის მისაღები გამოცდების უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს გარეთ გატანა. უნარების ტესტები, როგორც ვიცი, ყოველწლიურად, მართალია, რთულდება, მაგრამ ბავშვის აზროვნებას ავითარებს. თუმცა ამ გამოცდის უარყოფითი ისა, რომ მას ცალკე საგნად სკოლაში ვერ ასწავლი, რეფორმა იძულებულს ხდის მოსავლეს კერძოდ მოემზადოს, ეს კი მთლად ლოგიკურ-ნორმალური ვერ უნდა იყოს. ქართულს რაც შეეხება... ჰოო, როგორც ვატყობ, ნელ-ნელა ისე მიდის საქმე, სულ ზოგადი ტექსტები იქნება. თუმცა ტესტები მომწონს, არ ვარ უარყოფითად განწყობილი, მაგრამ რაღაც სხვა სუნი უდის უკვე ამ ყველაფერს და ამის მეშინია, თორემ ისე კარგია. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ''მაგრამ'': სასკოლო პროგრამა და მისაღების მალე რადიკალურად დაშორდება ერთმანეთს, ისედაც ასეა. წიგნები ისეთ რამეს ითხოვენ, რომ ნახევარზე მეტი მასწავლებელი მაპატიეთ და ტყემალზეა. გარდა ამისა, ვერც თანამედროვე ახალგაზრდობის დონეა ასე დახვეწილი. ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ უნდა დავხვეწოთო, უცებ, მთელი 8-9 წელი სხვა სტილით რომს წვალობდა და მე-10 კლასში სხვა წიგნს მისცემ, ეს როგორია? აზროვნება, აზროვნება, გავიძახით და ამასობაში სრული ტექსტები, ზოგადად ნაწარმოებები იფილტრება მათ ტვინში და არაფერი რჩება...
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
Jul 18 2009, 08:15 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Natia:)
ციტატა მე იმიტო მომწონს რო ზეპირ გამოცდას ვერ ჩავაბარებდი... სწორედ მაგას ვამბობ მეც მონიშვნა ფარავს შესაძლებლობებს. ქუჩიდან რომ შემოვიყვანო ვიღაც და ორეიკლის სასერტიფიკატო პროგრამის ტესტის წინ დავსვა, არაა გამორიცხული შემთხვევით მონიშნოს სწორი პასუხები , თუმცა არ ეცოდინება საერთოდ რაზეა ბაასი. სუსტია ეს სისტემა და ცოდნა იკარგება ან უცოდინრობას შანსი ეძლევა. |
თამარი_ცქნაფო |
Jul 18 2009, 08:15 PM
პოსტი
#27
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
staywhite მე იმიტო მომწონს რო ზეპირ გამოცდას ვერ ჩავაბარებდი... საერთოდ წერა უფრო მეხერხება ვიდრე მოყოლა და ჩემთვის კაია... და უნარები ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს, რავი მე ესე მგონია რა... აი, ამას ვამბობ მე. ერთი მინუსი კიდევ. თანამედროვე სახელმძღვანელოების მიხედვით, წესით, შენ უკვე უნდა აზროვნებდე ზეპირად გადასარევად და აყალიბებდე აზრს. მგონი მოგიწია სულ ცოტა 3 წელი მაინც ახალი სტილის წიგნები. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ წიგნი და მისაღების პროგრამა სხვა მოთოხვნისაა. ან ერთია მოთხოვნა, მაგრამ ნაწარმოებთა უმეტესობა სხვაა და რატომ უნდა იაზროვნო და ''დაკარგო'' დრო თუნდაც ''მუნჯ ახმედაზე'', როცა ''შელოცვა რადიოთი'' გაქვს ჩასაბარებელი? აი, ეს ლოგიკა მოქმედებს. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
toka@ |
Mar 30 2012, 03:10 PM
პოსტი
#28
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
დამთავრდა უნდარები 2009 იხურება თემა..
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 05:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი