სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი? |
A.V.M |
Oct 27 2012, 03:24 AM
პოსტი
#121
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
,,შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ ,
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ.” აკაკი წერეთლის პოემა – ,,გამზრდელი” უამრავი ასპექტითაა საინტერესო , თუმცა , ჩემი აზრით , ამ ნაწარმოებში მთავარი მოვლენა ხდება მაშინ , როდესაც საფარ-ბეგთან საუბრის შემდეგ , ჭკუითა და გამოცდილებით განთქმული ჰაჯი-უსუბი იკლავს თავს . განსაკუთრებით საინტერესოა მისი ბოლო ფრაზა: ,,შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ ” ეს წინადადება ცოტა უცნაურად ჟღერს . წუთისოფელში ადრე თუ გვიან ხომ ყველასთვის დადგება მომენტი , როდესაც გარკვეული ეტაპიუნდა დამთავრდეს . თუმცა , ეს მხოლოდ ერთი მხარეა და საქმე გვაქვს უბრალო , ფიზიკურ მოვლენასთან , როელიც ყოველთვის ხდებოდა , მიმდინარეობს და მოხდება . მაგრა მოსზრება შეგვეცვლება , როდესაც გავიგებთ თუნდაც წმ. ამბროსი მედიოლანელის აზრზს , რომელიც ამბობს : ,,ბრიყვს სიკვდილის ეშინია , როგორც უდიდესი ბოროტებისა , ხოლო ბრძენნი ეძიებენ მას- როგორც სრომის შემდგომად განსვენებას და უწმინდურებათა დასასრულს . აგრეთვე საკმაოდ საინტერესოა ჰაჯი-უსუბის მეორე ფრაზა : ,,სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ .” რის გამო უნდა იყოს სიკვდილის ღირსი ჰაჯი-უსუბი , რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდაში. ,,სადაც კია გვარიშვილი , ყველა მისიგაზრდილია.” ვკითხულობთ პოემაში . მერე რა თუ ერთმა მისმა მოსწავლემ უკეთური საქმე ჩაიდინა . ჩემი აზრით , ამის პასუხიც სახარებაში უნდა ვეძიოთ : ,,მე ვარ მწყემსი კეთილი , მწყემსმან კეთილმან თავი თვისი დასდვის ცხოვართათვის.” ამ საქმის მიმდევარს უამრავი ცხვარი ჰყავს . თუმცა , ძალიან განიცდის ერთის დაკარგვასაც და უზომოდ ბედნიერიაა ერთი გზააბნეული თიკანის პოვნით . თუ ამ გადასახედიდან შევხედავთ სიტუაციას , ნათელი გახდება რის გამო გამოუტანა საფარბეგის გამზრდელმა საკუთარ თავს სიკვდილის განაჩენი . არსებობს სწავლება , რომ ადამიანი სასიკვდილო სარეცელთან ტანჯვისას საკუთარ ცოდვებს ინანიებს , ხოლო ვინც უტანჯველად გადის ამსოფლიდან , დიდ ნაბიჯი აქვს გადადგმული საცხოვნებლად . ტყვიით გარდაცვლილი ადამიანი ყოველგვარი ,,გართულების გარეშე” კვდება და არც იტოვებს ცოდვის მონანიების საშუალებას . საფარს კი ამ სცენის შემხედვარს , სიცოცხლის ბოლომდე სინდისის ქენჯნა შეაწუხებდა და აღარ გაიმეორებდა მსგავს შეცდომას . და მაინც , რის გამო არ იყო სიკვდილის ღირსი საფარ-ბეგი ? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს არქიმანდრიტი რაფაელი : ,,ქრისტეს აღდგომით სიკვდილი მარაისობაში დაბადებაა . გქონდესსიკვდილის უნარი ამქვეყნიურისათვის – ეს ხელოვნებაა .’ საკუთარი ქმედებით დამძიმებული საფარ-ბეგი კი არ იყო ამ ხელოვნების შეცნობის ღირსი . http://seminarieli.wordpress.com -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი