დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავითი, ფსალმუნები, განმარტებანი |
marine |
May 3 2024, 02:12 PM
პოსტი
#241
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, გაოცებული ვარ, რა კარგად იგებენ ბავშვები ფსალმუნებს და მათი წაკითხვაც სურთ.
- ფსალმუნები შვებას ჰგვრის ყველა ასაკის ადამიანს, თანაც, ბავშვებს შეიძლება, მეტი სიამოვნება მიანიჭოს, ვიდრე ჩვენ. ფსალმუნები ღვთივშთაგონებულია, დაწერილია საღვთო განათლებით და ამიტომაც აქვთ ასეთი ძლიერი, ასეთი ღრმა აზრები და შინაარსი. ყველა ღვთისმეტყველი და ფილოლოგი რომ შეიკრიბოს, ასეთი შინაარსის ერთ ფსალმუნსაც ვერ დაწერენ და, რომ დაწერონ, რაღაც ხელოვნური ყვავილივით იქნება. დავითი უსწავლელი იყო, მაგრამ როგორ ღრმააზროვნად წერდა! ნათლად ჩანს, რომ მას სულიწმიდა წინაძღვრობდა" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 17 2024, 08:40 PM
პოსტი
#242
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გალობს წმინდა დავითი, ზეცის სიტყვებს იუწყება. და მისი ფსალმუნების ჟღერა ზეციური ბგერებია! საგალობლის საგანი ადამიანის ნეტარებაა"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 20 2024, 01:40 PM
პოსტი
#243
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დავითი მეფე იყო და არ თქვა, რომ მეფეების ტახტი ადამიანის ნეტარების ტახტია.
დავითი იყო მხედართმთავარი და გმირი, სიყმაწვილიდან სიბერემდე იგი უცხოელებს სისხლიანი ხოცვა-ჟლეტით ებრძოდა. რამდენი ბრძოლაც გამართა, იმდენი გამარჯვება მოიპოვა. იორდანეს ნაპირებიდან ევფრატის ნაპირებზე გადასწია თავისი სამეფოს საზღვრები და არ თქვა, რომ გამარჯვებულისა და დამპყრობლის დიდებაშია ადამიანის ნეტარება. დავითმა ურიცხვი სიმდიდრე შეკრიბა, შეკრიბა იგი თავისი ხმლით. მის საცავებში ოქრო ელაგა, როგორც სპილენძი, ხოლო ვერცხლი ეყარა, როგორც თუჯი. მაგრამ დავითს არ უთქვამს, რომ სიმდიდრეშია ადამიანის ნეტარება. დავითს ყველა მიწიერი ნუგეში ჰქონდა - არცერთი მათგანი ადამიანის ნეტარებად არ უღიარებია" /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 24 2024, 06:18 PM
პოსტი
#244
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
50-ე ფსალმუნი
მუხლი 9. "მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა გავსპეტაკნე". უსუპი - ეს მცენარეა, რომელიც მთებში ხარობს და იერუსალიმის კედლებზეც კი გარეგნულად წვრილ ხავსს მოგვაგონებს. გემოთი მწარეა და ძველ დროში ცნობილი იყო თავისი განმწმენდი თვისებებით. ებრაელები, მოსეს კანონის თანახმად, მას პასექის კრავის სისხლის სასხურებლად, კეთროვნათა განსაწმენდად, განმწმენდი წყლის მოსამზადებლად და ამ წყლის სასხურებლად იყენებდნენ. ამრიგად, როდესაც დავითი უსუპით სხურებას ახსენებს (ასევე წყლით განწმენდას), ის გარეგან, კანონით დადგენილ განწმენდის რიტუალს გულისხმობს, როგორც ღვთაებრივი მოწყალების ნიშანს, როგორც შინაგანი, სულიერი განწმენდის სიმბოლოს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი