წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
KAIROS |
Oct 4 2008, 04:24 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? შედეგი... არიან ბევრი ცხონებულები, მაგრამ მხოლოდ ნაწილია ცნობილი და აღიარებული, როგორც წმიდანად... ხანდახან ღმერთის მადლით ზოგიერთი აღსრულების შემდეგ სასწაულთმოქმედებით განითქვამს სახელს( საფლავი, ან ხილვა , ან ა.შ.), შემდეგ ეკლესია განიხილავს მის ცხოვრებას და ამის შემდეგ გამოაცხადებენ მას წმიდანად, როგორც სამაგალითო ქრისტიანს, რომელსაც სხვებმა უნდა მიბაძონ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარი_ცქნაფო |
Oct 4 2008, 04:27 PM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
შედეგი... არიან ბევრი ცხონებულები, მაგრამ მხოლოდ ნაწილია ცნობილი და აღიარებული, როგორც წმიდანად... ხანდახან ღმერთის მადლით ზოგიერთი აღსრულების შემდეგ სასწაულთმოქმედებით განითქვამს სახელს( საფლავი, ან ხილვა , ან ა.შ.), შემდეგ ეკლესია განიხილავს მის ცხოვრებას და ამის შემდეგ გამოაცხადებენ მას წმიდანად, როგორც სამაგალითო ქრისტიანს, რომელსაც სხვებმა უნდა მიბაძონ... რა კრიტერიუმებით აფასებს ეკლესია მას, ანუ რომელი თვისბებეით გამოარჩევენ და წმინდანთა დასში შეჰყავთ? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
Oct 4 2008, 04:34 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
და კიდევ, შეცდომა თუა დაშვებული ? ანუ , იქნებ უფლის თვალში არ არის წმინდანი და ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. თუ ეს გამორიცხულია, ე.ი. ეკლესიის შეუმცდარობაა და ასეთი რამ არ მოხდება?
|
KAIROS |
Oct 4 2008, 05:06 PM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რა კრიტერიუმებით აფასებს ეკლესია მას, ანუ რომელი თვისბებეით გამოარჩევენ და წმინდანთა დასში შეჰყავთ? მე მგონი სადღაც აქ ამაზე იყო ნაწერი, ძირითადად სამიკრიტერიუმია კანონიზაციის დასაწყისისათვის აუცილებელი 1) პიროვნების მარტვილად აღსრულება 2) კეთილმორწმუნე ქრისტიანის საფლავზე სასწაულთა აღსრულება ან გამოცხადებებ ( ან სხვა რაიმე ზებუნებრივი ნიშნები) 3) როცა ვინმე პიროვნებას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ერისა და ეკლესიის წინაშე, და როცა რაღათქმაუნდა თანადროულად იყო მართლმადიდებელი რწმენით და საქმით... მოკლედ ასე წერია: შერაცხვა - მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანების წმინდანად აღიარება თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელია მისი ცხოვრების დეტალური შესწავლა ციტატა შეცდომა თუა დაშვებული ? ძნელი კითხვაა, არსებობს უიშვიათესი გამონაკლისები,როცა მომხდარა რომ პიროვნება ჯერ ჩაუწერიათ წმიდანთა სიაში, შემდეგ კი გამქრალა, ეს უფრო შორეული წარსულის მაგალითებია ( პეტრე იბერი) , ახლა მსგავსი რამ ფაქტიურად არ ხდება და მორწმუნეს ევალება წმიდანად მიიღოს ყველა ის პიროვნება ვისაც მისი ეკლესია ასეთად შერაცხავს... პ.ს. კანონისტას უწერია მაგაზე აქ: ვ. წმიდათა კანონიზაცია მართალია, წმიდათა კანონიზაცია არ წარმოადგენს მღვდელმოქმედებას, მაგრამ იგი ხასიათდება გარკვეული სამართლებრივი ხასიათით. იგი სრულდება მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით. განჩინება წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის ძალითაც ესა თუ ის პიროვნება საღმრთო ნების გამოცხადების საფუძველზე შეიარცხება წმიდათა დასში. წმიდანის კანონიზაციის შესახებ სინოდის განჩინება წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მის სახელზე დაიწეროს ხატები, ტროპარ-კონდაკები, მსახურების განწესი, აიგოს ტაძარი და სხვა. რაც არ უნდა წმიდად ჩანდეს განსვენებული კაცთა წინაშე, მისი ჩათვლა წმინდანად ოფიციალური სახით ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, ცხადია, დაუშვებელია მის მიმართ ზემოთჩამოთვლილი მოქმედებების შესრულება. http://www.orthodoxy.ge/samartali/samartali/5-2.htm -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Oct 4 2008, 05:34 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
KAIROS
მადლობთ. უბრალოდ მე არ შემეძლო ერთისთვის იმ კითხვაზე სწორად პასუხის გაცემა, რაც მე შენ დაგისვი. არსენალში დისკუსია იყო წმ. მეფე ნიკოლოზ II-ზე და გასაგები მიზეზების გამო (ასე თუ ისე), ბევრი ოფიცერი ამბობდა, რომ ის მათთვის წმინდანი ვერ იქნება. ხოდა ამიტომ კაი ხანია მაინტერესებდა მეც ეს, როგორ ხდება კანონიზაცია.ცხადია რაღაც ვუთხარი მეც, რომ შეცდომა გამორიცხულიას პონტში,მარა მაინც ვინც მაგ გადაწყვეტილებას ღებულობს, ისინიც ადამიანები არიან და რატომ არ უნდა ცდებოდნენ ვითომო... პ.ს. მე ერთადერთი იმით "გავამართლე", რომ ის ანუ ნიკოლოზ II მოწამეობრივად მოკლეს. |
KAIROS |
Oct 4 2008, 08:33 PM
პოსტი
#7
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ნიკოლოზ II მოწამეობრივად მოკლეს. საკმაოდ კარგი არგუმენტია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Oct 4 2008, 08:40 PM
პოსტი
#8
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
KAIROS
იცი რა მაინტერესებს? წმინდანად შერაცხვის სამი კრიტერიუმიდან, ანუ აქედან, რაც შენ დაწერე: ციტატა ძირითადად სამიკრიტერიუმია კანონიზაციის დასაწყისისათვის აუცილებელი 1) პიროვნების მარტვილად აღსრულება 2) კეთილმორწმუნე ქრისტიანის საფლავზე სასწაულთა აღსრულება ან გამოცხადებებ ( ან სხვა რაიმე ზებუნებრივი ნიშნები) 3) როცა ვინმე პიროვნებას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ერისა და ეკლესიის წინაშე, და როცა რაღათქმაუნდა თანადროულად იყო მართლმადიდებელი რწმენით და საქმით... პიროვნება, რომელიც შეირაცხება წმინდანად სამივეს უნდა აკმაყოფილებდეს თუ მათგან რომელიმეს ან ორს მაინც? -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
KAIROS |
Oct 4 2008, 08:42 PM
პოსტი
#9
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთერთს მაინც... თუმცა შეიძლება იყოს მოღვაწე ქრისტიანიც, აღესრულოს სასწაულებიც და აღსრულებულიყოს მოწამედაც...
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Oct 4 2008, 08:44 PM
პოსტი
#10
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
KAIROS
ციტატა ერთერთს მაინც... თუმცა შეიძლება იყოს მოღვაწე ქრისტიანიც, აღესრულოს სასწაულებიც და აღსრულებულიყოს მოწამედაც... ძალიან კარგი, მადლობა კაიროს -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Ismail |
Oct 6 2008, 02:56 PM
პოსტი
#11
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
პიროვნება, რომელიც შეირაცხება წმინდანად სამივეს უნდა აკმაყოფილებდეს თუ მათგან რომელიმეს ან ორს მაინც? ერთერთს მაინც... თუმცა შეიძლება იყოს მოღვაწე ქრისტიანიც, აღესრულოს სასწაულებიც და აღსრულებულიყოს მოწამედაც... ალტერნატიული შემადგენლობა ქვია მაგას სამართალში... KAIROS რომანოზი დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანუდოსელი |
Oct 6 2008, 04:09 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
staywhite
ციტატა მე ერთადერთი იმით "გავამართლე", რომ ის ანუ ნიკოლოზ II მოწამეობრივად მოკლეს ქრისტესთვის? არ იყო მასე... მე მაგალითად დღემდე არ ვიცი რატომ არის წმინდანი - მატრონა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თამარი_ცქნაფო |
Oct 6 2008, 06:14 PM
პოსტი
#13
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
staywhite ქრისტესთვის? არ იყო მასე... მე მაგალითად დღემდე არ ვიცი რატომ არის წმინდანი - მატრონა ჰო, რუსებს ამ ბოლო პერიოდში რაღაც საოცრება სჭირთ, უხერხულია ამის თქმა, მაგრამ კონვეირული სისტემით რაცხავენ წმინდანებს. არც კი იძიებენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის მოღვაწეებს -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
Oct 6 2008, 07:55 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანუდოსელი
ციტატა ქრისტესთვის? არ იყო მასე... მე მაგალითად დღემდე არ ვიცი რატომ არის წმინდანი - მატრონა არ ვიცი, ზაზა, ეგ კითხვა მეც დავსვი. უბრალოდ იმ ოფიცერს მე ვერანაირად ვერ "გავუმართლე" ნიკოლოზ II-ის წმინდანობა, მხოლოდ ვთხოვე ,რომ ის წმინდანად აღიარებულია და არ არის ლამაზი მაინც ზედმეტი სახელებით მისი მოხსენიება (ახლა გინება და უწმაწურობა იქ არ მოსულა ისედაც, მაგრამ მაინც). |
vladimer_g |
Oct 20 2008, 10:46 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 17-October 08 წევრი № 5,818 |
შეიძლება ვთქვათ რომ რუსეტის ბოლო დროინდელი წმინდანები არ არიან სინოდირებულები მაგრამ მათ მოღვაწეობას ვერ უარყოფ
|
MR.NOE |
Dec 22 2008, 03:44 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 20-December 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,137 |
წმინდანად აღიარების რამდენიმე ფორმა:- ქრისტიანი არაეკლესიური პირი, რომელმაც ქრისტიანული მრწამის გამო განიცადა ფიზიკური ან ზნეობრივი წამება და დაექვემდებარა აუტანელ ტანჯვას ან ფიზიკურ განადგურებას - 50,000 წამებულის მაგალითი;
- ქრისტიანი არაეკლესიური და საზოგადო მეღვაწე (სახელწიფო მოღვაწეც ამ კატეგირიაში გადის) პირი, რომელმაც რელიგიის დაცვის და განვრცობის თავლსაზრისით ეწეოდა მოღვაწეობას - თამარ მეფე მაგალითისათვის. -------------------- სიკეთე-სამოთხის კარს გაგვიღებს
სიმდაბლე-შინ შეგვიყვანს სიყვარული-უფალს დაგვანახებს :) |
egri3 |
Dec 26 2008, 02:27 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
MR.NOE
ციტატა წმინდანად აღიარების რამდენიმე ფორმა:- ქრისტიანი არაეკლესიური პირი, რომელმაც ქრისტიანული მრწამის გამო განიცადა ფიზიკური ან ზნეობრივი წამება და დაექვემდებარა აუტანელ ტანჯვას ან ფიზიკურ განადგურებას - 50,000 წამებულის მაგალითი; - ქრისტიანი არაეკლესიური და საზოგადო მეღვაწე (სახელწიფო მოღვაწეც ამ კატეგირიაში გადის) პირი, რომელმაც რელიგიის დაცვის და განვრცობის თავლსაზრისით ეწეოდა მოღვაწეობას - თამარ მეფე მაგალითისათვის. ილია ჭავჭავაძე და თამარ მეფე რომელ მაგალითში ჯდება? რა იცით მისი მართლმადიდებლობის და ეკლესიისადმი დამოკიდებბლების შესახებ? დავით აღმაშენებელი წმინდანია? |
KAIROS |
Dec 28 2008, 01:16 PM
პოსტი
#18
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ილია ჭავჭავაძე და თამარ მეფე რომელ მაგალითში ჯდება? რა იცით მისი მართლმადიდებლობის და ეკლესიისადმი დამოკიდებბლების შესახებ? დავით აღმაშენებელი წმინდანია? ახალი "ბომბი" თამარ მეფეს და დავითს რას უწუნებ? ორივე ერისა და ეკლესიისადმი იღწვოდა, ილიაც მასე იყო, ასე რომ საკმარისზე მოტივებია ციტატა ძირითადად სამიკრიტერიუმია კანონიზაციის დასაწყისისათვის აუცილებელი 1) პიროვნების მარტვილად აღსრულება 2) კეთილმორწმუნე ქრისტიანის საფლავზე სასწაულთა აღსრულება ან გამოცხადებებ ( ან სხვა რაიმე ზებუნებრივი ნიშნები) 3) როცა ვინმე პიროვნებას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ერისა და ეკლესიის წინაშე, და როცა რაღათქმაუნდა თანადროულად იყო მართლმადიდებელი რწმენით და საქმით... დანარჩენი ზემოთ წერია... პ.ს. ციტატა 50,000 წამებულის მაგალითი; ეს რიცხვი ცოტა მეუცნაურა ასი ათასს ხომ არ გულისხმობდი? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარ |
Jan 8 2009, 04:48 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
როგორ ფიქრობთ, წმიდანობის საკითხზე მოკამათე ფორუმელებო, ვიცით ჩვენ რეალურად რამე ამის შესახებ? რამდენი წმიდანი შეიძლება იყოს ერში, ჩვენს გვერდით, ისე, რომ ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდეს?!
შენდობას ვითხოვ თქვენგან, ამ ფორუმის წევრებისაგან და ასევე იმ სასულიერო პირთაგან, ვინც ამას წაიკითხავს: მამა გაბრიელი წლების განმავლობაში იყო გაგდებული ეკლესიიდანაც და ერიდანაც (გაგონილს ვამბობ, მე, სამწუხაროდ, ხორციელად არ ვიცნობდი), ათანებდა სასაფლაოებზე, 15 წელი მათხოვრობდა, ბოლოს, სიკვდილის წინ მიანიჭეს არქიმანდრიტის წოდება; კარგია, რომ ჩვენი სასულიერო პირების დიდი ნაწილი დღეს მას აღიარებს წმიდანად, თუმცა, ოფიციალურად კანონიზირებული არაა. რა, ეს ნიშნავს რომ სიცოცხლეში არ იყო წმიდანი? ის დაბადებიდანვე (და შეიძლება მანამდეც, რა ვიცით ჩვენ?) იყო წმიდანი! ის არის ბოლო ჟამის წმიდანი, რომელიც საქართველოს გადარჩენისათვის იღწვოდა ხორციელად აქ ყოფნისას და იღწვის დღესაც. ახლა რას ფიქრობთ, მისი კანონიზაციის გაჭიანურება მის წმიდანობაზე ღვთის წინაშე რაიმე გავლენას ახდენს?! |
კანონისტი |
Jan 8 2009, 05:04 PM
პოსტი
#20
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თამარ
ციტატა ოფიციალურად კანონიზირებული არაა. რა, ეს ნიშნავს რომ სიცოცხლეში არ იყო წმიდანი? ჯერ ერთი, ეს ვინ თქვა. მერეც მეორე - "სიცოცხლეში წმინდანობა" უფრო ხალხური გამოთქმაა, რადგან ადამიანმა სიკვდილამდე ნებისმიერ წამს შეიძლება უმძიმესად შეცოდოს და ასევე პირიქით - ნებისმიერ წამს უმძიმეს ცოდვა შეინანოს. ამიტომ სიცოცხლეში ეკლესია ერიდება რამე იარლიკი მიაწებოს ადამიანს, რაც არ უნდა მოსაგრე იყოს იგი. ციტატა ახლა რას ფიქრობთ, მისი კანონიზაციის გაჭიანურება მის წმიდანობაზე ღვთის წინაშე რაიმე გავლენას ახდენს?! გავლენას ახდენსო, ვინ თქვა? თუ პირიქით ვთქვით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი