IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“
marine
პოსტი Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც smile.gif

აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ.

"...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა.

იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“).

...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“

თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“


P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით?

თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში:

IPB-ს სურათი

ტროპარი, ხმა 4.

წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
18 გვერდი V « < 16 17 18  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(340 - 346)
marine
პოსტი Jun 16 2023, 08:14 PM
პოსტი #341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარი უშურველად გასცემდა საბოძვარს, თვითონ კი სჯერდებოდა თავის ძველ მამულს, რადგან "შორად განიოტა წურბელის მსგავსი ვერმაძღრისობა". გულმოწყალე მეფემ ეკლესიებთან სამზრუნველონი დააარსა და ნუგეშისსსაცემად მსგავსად დიდი პაპის დავით აღმაშენებლისა, თავად აკითხავდა სნეულთ. თამარის დროს სახელმწიფოში მცხოვრები თვით ყველაზე უმნიშვნელო პირიც კი არ შეიძლება გამხდარიყო ძალმომრეობისა და უსამართლობის მსხვერპლი. "მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა" - ამბობდა ღიმილით მეფე. თამარის დროს სახელმწიფოს შემოსავლის ერთი მეათედი მარცვლის მოუკლებლად ღარიბებსა და გლახაკებს ურიგდებოდათ"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.52/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2023, 10:56 AM
პოსტი #342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისი, ვითარცა მანათობელი დედოფლისა, მხოლოდღა თამარის ქება ამოდიოდა ქართველთა პირიდან" - შენიშნავს მემატიანე. წმინდა თამარი იყო საკვირველად თავმდაბალი, გულმოწყალე, შემწყნარებელი. მოსაუბრე "სიტყვითა ოქრონექტარითა". ზნეობრივად სათნო და სპეტაკი. გარეგნობით "ქმნულ-კეთილი" და "ყოვლითურთ უნაკლო".

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.53/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2023, 05:29 PM
პოსტი #343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შუა საუკუნეების მუსლიმურ სამყაროში მიაჩნდათ, რომ თამარი გრძნეული ქალი იყო, რომელიც მუსლიმთა ლაშქარს გრძნებით ამარცხებდა... ძველ ეგვიპტურ მუსლიმურ სიმღერებში ის ბახთუს ქართველთა დედოფალადაა წოდებული. ეგვიპტური წარმოშობის ფრანგმა მუსიკოსმა, ხალილ შაჰინმა, ქართველთა გრძნეულ დედოფალს მუსიკალური ნაწარმოებები მიუძღვნა. თამარზე არსებული პოპულარული წარმოდგენები, ძირითადად, "ლამაზი დედოფლის" მითოლოგემას ვერ სცდება. თუმცა ძალიან ბევრი წყარო კონკრეტულად აღწერს მასთან დაკავშირებულ რეალიებს, მათ შორის, საკმაოდ დაწვრილებით, მის გარეგნობასაც".

"მეფის სამლოცველო სავსე ყოფილა ბაჯაღლო ოქროს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვრებით, ოქროსყდიანი და ძვირფასთვლიანი სახარებებით, "რომლის მსგავსიც არსად იყო და რომლის ფასიც არავინ იცოდა". თამარის სახარების მინაწერიდან ირკვევა, რომ დედოფლის კარის ეკლესიაში საბაწმინდის შავმთური ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ"

/"ისტორიანი" N2, 2023, ზაფხული, გვ.32-34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2023, 07:47 PM
პოსტი #344


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა.

საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღვთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული".

/"თვენი", წიგნი N25, გვ. 237/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2023, 08:17 PM
პოსტი #345


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გადმოცემით, წმინდა მეფე თამარი ხშირად ჩამოდიოდა ზაფხულობით ბეთანიაში, რათა სულიერად მოესვენა, განმარტოებულიყო და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მისცემოდა.

ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დიდი ფრესკაა - მეფეთა პორტრეტები. სწორედ აქ არის წმიდნა მეფე თამარის ფრესკა"

/"თვენი", წიგნი N25, გვ. 229/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2023, 07:01 PM
პოსტი #346


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხახულის ეკკლესია, თორთომისკენ ართვინიდგან 5 დღის სავალზე, იშხანა და პარხალი ესენი დღეს სულ ჯამეებათ არის დაკეთებული. ამათზე იტყვიან შემდეგს: "ხახულის ეკლესიის სილამაზე, იშხნის სიჭრელე და პარხლის დაჯდომა და დასვენებაო". ეს ეკკლესიები თამარ მეფეს გაუკეთებია, ამის გაკეთებისთვის მას ფული დაკლებია. ამიტომ თავის ნაწნავი თმები მოუჭრია, ის გაუყიდნია და იმით ანაღები ფულით შეუთავებია ხსენებული მონასტრები"

/"კარიბჭე" ზამთრის ნომერი 2023-2024, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2023, 03:33 PM
პოსტი #347


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტბეთის ეკკლესია ამ მხარეში პირველი ეკლესია არის, ასეთ ეკკლესიას კაცი ვერსად ნახავს. მე ბევრი ეკკლესია მინახავს, ბევრად ამაზე დიდი, მაგრამ ასეთი კოხტა, ლამაზი ეკკლესია კი არსად მინახავს. ამბობენ, რომ ეს ეკკლესია თამარ დედოფალს გაუკეთებიაო. ჩვენში ძველი კაცებიც იტყოდნენ ხოლმე, რომ თამარ მეფეც შიგ ამ ეკკლესიაში მარხიაო. თამარ დედოფალს აქ, შავშეთში უცხოვრია, ეს ადგილები და ხალხი ძლიერ ჰყვარებია. ამ სოფლის ადგილები და ტყეები სულ შავშეთის ხალხისათვის დაუმტკიცებია. იგი ძალიან კარგი ხელმწიფე ყოფილა. იმის სიკვდილის შემდეგ აქ ოსმალები მოსულან და ყველაფერი სოფლები და ადგილები აუღიათ. ხალხი თავის ნებით ჩაბარებია. ჩხუბი არ უქნიათ. მერე მაჰმადიანობაც შემოსულა. ჩვენები მალე გამაჰმადიანებულან. ამათ ოსმალოსთვის უთხოვნიათ ასე: - ჩვენ გავმაჰმადიანდებით, თქვენს ბრძანებას შევასრულებთ, მხოლოდ თქვენთან ერთი სათხოვარი საქმე გვაქვს; თუ ამას შეგვისრულებთ, მაშინ უფრო ერთგულნი ვიქნებით თქვენიო.

- ბრძანეთ, სთქვით, - უთხრეს ოსმალთა.

- ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენ გამაჰმადიანების შემდეგ ტბეთის ეკკლესია არ დააქციოთ, რადგანაც იმ ეკკლესიაში ჩვენი თამარ დედოფალი მარხია. იქ არის მისი მეზელუხი. თუ ის დაგვიქციეთ, ჩვენ ამას ვერ მოვითმენთ, მთლად გავწყდებით.

- ძლიერ კარგი, სალოცავს სახლის კედლებთან რა ხელი გვაქვს, რომ დავაქციოთ? იყოს მაგრე. ჩვენ ხელს არ ვახლებთ. ჩვენ ისევ თქვენს სალოცავად გავაკეთებთ, ჯამეთ გადავაკეთებთ.

- ნუ, შენი ჭირიმე, ჩვენ სხვა სალოცავს გავაკეთებთ, ეგ მაგრე დარჩეს და დაკეტილი იყოს მისი კარები. გადაკეთებით იქნება ჩვენ ღმერთი გავარისხოთ, - მიუგო ხალხმა...

ამბობენ, ეკკლესიაში რომ დიდი ქვა ძევს, მის ქვეშ მარხია თამარ მეფეო"

/"კარიბჭე", ზამთრის ნომერი 2023-2024, გვ.30-31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 16 17 18
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 02:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი