IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ID ბარათი
babaka
პოსტი Jun 25 2011, 10:20 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 25-June 11
წევრი № 11,242



გამარჯობათ, მაინტერესებს რას ფიქრობს ეკლესია ID ბარათებზე უნდა ავიღოთ თუ არა?

ხალხისგან გამიგია რომ ეკლესია კრძალავს და თქვენი აზრი მაინტერესებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Dec 16 2011, 02:41 AM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



განყოფილებაში "დაუსვით შეკითხვა მოძღვარს" წავაწყდი კითხვას ID ბარათების შესახებ, სადაც ბ-ნი "აფხაზი" ედავება dimitrius-ს და მის მიერ მოტანილ ლინკებზე (ოთხი ლინკიდან სამი ჩვენს საიტ აპოკალიფსის უთითებს) აკომენტარებს, რომ "მათში იმდენად ბუნდოვანებაა აზრისა, რომ ვერც კი ვხვდები რა კომენტარი შეიძლება გაუკეთდეს მას". სამწუხაროდ, ფორუმი ამ განყოფილებაში კომენტარის დადების უფლებას არ მაძლევს, რის გამოც იძულებული გავხდი მომეძებნა მსგავსი თემა და აქ დამეპოსტა.

ვაღიარებ და ვიტყვი, რომ ორივე საიტზე (www.oldorthodox.ge და www.apocalypse.ge) გრამატიკული შეცდომები და სტილისტური უზუსტობები გვაქვს, მაგრამ ისეთი გაუმართავიც არ არის ჩვენს მიერ მომზადებული სტატიები, რომ მასში აზრი ვერ იკითხებოდეს.

გარდა ამისა, ბ-ნი აფხაზი ლინკებზე გადმოცემული მასალების "ბუნდოვანებას" თან ურთავს ასეთ მსჯელობას:


"არცერთი წმინდა მამა (მათ შორის კონკრეტულად ანდრია ეკსარიელი, რომელმაც განმარტა გამოცხადება), არ საუბრობს ამ ბეჭედზე, როგორც ნივთიერ სახეზე, არამედ ყველა საუბრობს იმაზე, რომ მარჯვენა ხელი ესაა სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი, ხოლო შუბლი ესაა უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა"). მეორეც, გამოცხადების ტექსტის ანალიზი, აბსოლუტურად გარკვევით გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისეა არ არის, როგორც დღეს იქადაგება. თუკი ამ ტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ აღნიშნული ბეჭედი ქრისტეს განკაცებამდე უნდა ყოფილიყო.


ზოგადად მეორედ მოსვლა, რომლის შესახებაც უკიდურესად არასწორის წავლებები ვრცელდება, არაფრის შემცვლელი არ იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც მანამდე ირჩიეს ან მარჯვენა ან მარცხენა გზა. თუკი თითოეული ადამიანის გარდაცვალება მისი პირადი სამსჯავროა, მეორედ მოსვლა ეს იქნება საყოველთაო სამსჯავრო, რომელიც მანამდე გარდაცვლილი ადამიანების ხვედრს არსებითად არშეცვლის, უბრალოდ მიეგებათ მათ ის, რაც მათ სიცოცხლეში დაიმსახურეს. ხოლო ანტიქრისტე კი, როდესაც ის მოვა, მის გარშემო შემოკრებს მათ, რომლებიც მანამდე თავგამოდებულნი ებრძოდნენ ღმერთს. სადღაც პავლე მოციქული ამაზე საუბრობს.


ბოროტი აგერ უკვე XX საუკუნეა ებრძვის ქრისტეს ეკლესიას და თუკი დასაწყიში მას ფიზიკურად ებრძოდა (ოდნავ წარმათებასაც კი რომ ვერ მიაღწია), შემდგომში დახვეწა თავისი ხლართები და სხვა კუთხით დაიწყო ადამიანთა შეცთენა. მთლიანობაში არ ვეთანხმები, მაგრამ ფილმი რომაა "ბოროტ ძალთა კრება", არის მასში რაღაც სწორი, მაგალითად ის, რომ ბოროტი ჩააგონებს დედას, რომ მისი მთავარი მოვალეობა სულაც არ არის შვილების ნორმალურად აღზრდა, რომ აბორტი ეს არაფერი არაა, ჩააგონებს ადამიანს, რომ მრუშობა ეს არაფერი არაა, სულაც არ არის ღვთის საწინააღმდეგო ქმედება და კიდევ სხვა ურჯულოებანი, რომელსაც ჩვენს გარშემო ვაწყდებით. რატომღაც ამას კი არ აქცევენ ადამიანები ყურაღებას, არამედ ელოდებიან ბოლო ჟამს. დახვეწა ბოროტმა თავისი ქმედებანი და დღეს სხვანაირად იბრძვის.


ამ სტატიის ავტორი ამბობს, რომ როდესაც ბოროტმა ვერაფერს მიაღწია ფიზიკური დაპირისპირებით, თვით ქრისტიანები გამოიყენა ღმერთის წინააღმდეგ და აქადაგებინა იგი (ღმერთი) ან როგორც უმკაცრესი მსაჯული, რომელიც ჩასაფრებული ელის ადამიანის შეცდენას, რომ ჯოჯოხეთში ჩააგდოს იგი, ანდა უკიდურესად ჰუმანური, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ადამიანთა უსჯულოებას, უფრო სწორად აქცევს მაგრამ, როგორც საყვარელ ქმნილებას პატიობს მათ. დიახ, ღმერთი სიყვარულია და განუზომლად მოწყალეც, მაგრამ იგი ძალდატანებით არავის არ აცხონებს".



მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს, რომ თითქოსდა ეს ყოველივე ჩვენს საიტ "აპოკალიფსისზე" დადებულ მასალაში მოიპოვება. თუ ბ-ნ აფხაზს ამ სიტყვებში ჩვენი საიტი ჰქონდა მხედველობაში, უნდა განვაცხადო, - მსგავსი რამ არაფერი თქმულა იმ სტატიებში, ზემოთაღნიშნულ თემაში გამოქვეყნებულ ლინკებზე რომ განთავსდა.


ბ-ნი აფხაზი წერს: "არცერთი წმინდა მამა (მათ შორის კონკრეტულად ანდრია ეკსარიელი, რომელმაც განმარტა გამოცხადება), არ საუბრობს ამ ბეჭედზე, როგორც ნივთიერ სახეზე, არამედ ყველა საუბრობს იმაზე, რომ მარჯვენა ხელი ესაა სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი, ხოლო შუბლი ესაა უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა"). მეორეც, გამოცხადების ტექსტის ანალიზი, აბსოლუტურად გარკვევით გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისეა არ არის, როგორც დღეს იქადაგება. თუკი ამ ტექსტს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ აღნიშნული ბეჭედი ქრისტეს განკაცებამდე უნდა ყოფილიყო".

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ანტიქრისტეს ბეჭდის პირდაპირი გაგება შეიცავს გარკვეულ პრობლემას და ზუსტად ძნელია მითითება თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ის, ასევე საშიშია მისი სიმბოლური, ანუ ისეთი გაგება, როგორსაც ბ-ნი აფხაზი გვთავაზობს. წმიდა მამები დაბეჯითებით არც ერთს ამბობენ და არც მეორეს. სხვაგვარად, თუ ანტიქრისტეს ბეჭედი მარჯვენა ხელზე ეს არის "სიკეთის ნაკლებობა, სიკეთის არ ქმნა, რითაც ბოროტს ემონება ადამიანი", ხოლო შუბლზე "უსირცხვილობა, სინდისის არ ქონა, იმის გამო, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის (გამოთქმაც არის: "შუბლის ძარღვი გაუწყდა")", მაშინ ანტიქრისტე დიდი ხნის მოსული უნდა ყოფილიყო, რადგან როდის არ ახასიათებდათ ადამიანებს ის თვისებები "მარჯვენა ხელზე დადებულ" ან "შუბლზე მიცემულ" ბეჭდებად რომ დაუსახავს ბ-ნ აფხაზს?

ამგვარი განმარტება საკმაოდ ტიპიურია ე. წ. "ბეზპოპოვცური" სექტებისთვის, რომლებმაც მსგავსი ლოგიკით თვით ანტიქრისტეც კი ზოგად მოვლენად დასახეს (თავის ბეჭდებიანად) და უკვე აღარავის არც ელოდებიან.

გასაგებია ჩვენი კრიტიკისგან თავს რომ ვერ იკავებთ და რაიმე ნაკლი რომ შეგვინიშნოთ, შესაძლებლობას არ გაუშვებთ ხელიდან, მაგრამ მთლად ისე ნუ გავერთობით თვითშემოქმედებით, რომ ობიექტურობა დავკარგოთ და უბრალო ხალხს ცილი დავწამოთ იმაში, რაც მათ არ უქადაგია.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე.

პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
babaka   ID ბარათი   Jun 25 2011, 10:20 AM
GIORGI LELUASHVILI   babaka არანაირად! ეს ფ...   Jun 25 2011, 05:04 PM
babaka   რავი ეკლესიაში სად...   Jun 26 2011, 05:17 PM
Lidl   რავი ეკლესიაში სა...   Jun 26 2011, 05:30 PM
babaka   არაფერი არ მოხდება...   Jun 26 2011, 08:12 PM
GIORGI LELUASHVILI   მე გავიგე, რომ საბე...   Jun 27 2011, 12:29 PM
A.V.M   პაისი ათონელი წერს   Jun 27 2011, 09:38 PM
iohanan   პაისი ათონელი წერ...   Jun 13 2014, 11:05 PM
GIORGI LELUASHVILI   http://www.youtube.com/watch?v=TIwuJ10B7G8...   Jun 28 2011, 12:10 PM
georgios   როგორც ყოველთვის, ...   Aug 16 2011, 10:21 AM
toka@   ეკლესიის მიმართვი...   Aug 16 2011, 08:21 PM
A.V.M   ...   Aug 19 2011, 03:00 PM
toka@   A.V.M რომელი იტყვის რო...   Aug 20 2011, 11:10 AM
terra   A.V.M რომელი იტყვის რ...   Aug 20 2011, 01:02 PM
toka@   terra -1   Aug 20 2011, 04:34 PM
terra   terra -1 რატო? :(   Aug 20 2011, 04:49 PM
toka@   terra იმიტომ რო უკრაინ...   Aug 20 2011, 10:52 PM
terra   terra იმიტომ რო უკრაი...   Aug 21 2011, 02:30 AM
georgios   terra ეს ეროვნული გან...   Aug 21 2011, 10:31 AM
terra   georgios ასე, მაგალითად, ...   Aug 21 2011, 01:13 PM
ikanosi   terra და იქნებ მართლა ...   Aug 21 2011, 01:35 PM
terra   terra და იქნებ მართლა ...   Aug 21 2011, 01:54 PM
georgios   terra ikanosi ჩვენ არ ვიც...   Aug 21 2011, 02:07 PM
dzvelmartlmadidebeli   განყოფილებაში "დ...   Dec 16 2011, 02:41 AM
afxazi   dzvelmartlmadidebeli არ გამოგეხ...   Dec 16 2011, 07:25 PM
syd   ვაბშე ყველაზე მაგა...   Dec 16 2011, 07:53 PM
georgios   syd ეგ ღომი ხსნის ტვ...   Dec 16 2011, 08:52 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi ეს ძალიან სამწუ...   Dec 17 2011, 01:08 AM
georgios   dzvelmartlmadidebeli ეგ მატარე...   Dec 17 2011, 11:17 AM
dzvelmartlmadidebeli   georgios კეთილი georgios, ეგ ა...   Dec 17 2011, 11:54 AM
georgios   dzvelmartlmadidebeli სიდს გამო...   Dec 17 2011, 03:39 PM
syd   georgios ფარშევანგი ჩემ...   Dec 17 2011, 04:17 PM
A.V.M   iohanan აიღე კაცო , რატო...   Jun 13 2014, 11:49 PM
iohanan   ტვინი მეტკინა მაგა...   Jun 14 2014, 12:41 AM
afxazi   iohanan ნუ უყურებ ქრისტ...   Jun 14 2014, 04:43 PM
iohanan   აიდი დასაგებია,ეს ...   Jun 14 2014, 11:19 PM
damiane80   აიდი დასაგებია,ეს ...   Jun 25 2014, 12:38 AM
G_saxva   iohanan :D :D :D :D ერთი ვერ მო...   Jun 19 2014, 09:17 AM
iohanan   მაინც რას ამბობს?damia...   Jun 25 2014, 12:04 PM
damiane80   მაინც რას ამბობს?dami...   Jun 25 2014, 01:27 PM
damiane80   აი ეს შეგიძლია მოუ...   Jun 25 2014, 01:42 PM
iohanan   ვინს არის ეს კაცი...?...   Jun 25 2014, 06:42 PM
damiane80   ვინს არის ეს კაცი...?...   Jun 26 2014, 03:52 PM
afxazi   iohanan რაც კი შევძელი ...   Jun 25 2014, 06:46 PM
iohanan   სიმართლე გითხრა ყვ...   Jun 25 2014, 08:55 PM
G_saxva   iohanan ძალიან ცუდია რო...   Jun 26 2014, 10:03 AM
iohanan   ძმაო G_saxva :) ჩემს აიდი...   Jun 26 2014, 01:11 PM
G_saxva   ძმაო G_saxva :) ჩემს აიდ...   Jun 26 2014, 04:21 PM
iohanan   მეც მაგას ვამბობ რ...   Jun 26 2014, 06:21 PM
MIRDAT   თუ ყურადღებით მოი...   Jun 26 2014, 07:36 PM
damiane80   მირტად მგონი საერ...   Jun 26 2014, 11:44 PM
afxazi   damiane80 ალბათ ანდრია ...   Jun 27 2014, 11:56 AM
damiane80   damiane80 ალბათ ანდრია კ...   Jun 27 2014, 01:53 PM
MIRDAT   ეს მხოლდ ოქრო, სხვა...   Jun 27 2014, 01:10 PM
G_saxva   MIRDAT +1 მის გადამუშავ...   Jun 27 2014, 01:14 PM
iohanan   http://www.youtube.com/watch?v=v7m3cDJOqnQ   Jun 27 2014, 03:12 PM
damiane80   http://www.youtube.com/watch?v=v7m3cDJOqnQ ს...   Jun 28 2014, 01:06 PM
iohanan   მაგ ვიდეოებს თუ გა...   Jun 28 2014, 03:30 PM
damiane80   მაგ ვიდეოებს თუ გა...   Jun 30 2014, 01:13 PM
iohanan   აუ კაი რააააა.....ყურ...   Jun 30 2014, 04:40 PM
damiane80   აუ კაი რააააა.....ყურ...   Jun 30 2014, 05:54 PM
iohanan   მდავწერე რომ ჩემთვ...   Jun 30 2014, 06:43 PM
G_saxva   iohanan მართლაც სასტირ...   Jul 1 2014, 09:56 AM
iohanan   G_saxva იოანეს გამოცხა...   Jul 1 2014, 01:13 PM
G_saxva   iohanan ნამდივლად არ მი...   Jul 1 2014, 01:42 PM
iohanan   შენი აზრი თუ არ ვიც...   Jul 1 2014, 02:31 PM
G_saxva   რა მნიშვნელობა აქ...   Jul 1 2014, 02:40 PM
iohanan   ჩიპიან პასპორტზე ა...   Jul 1 2014, 02:52 PM
G_saxva   iohanan რა აზრი აქვს მე ...   Jul 1 2014, 03:06 PM
G_saxva   iohanan რა აზრი აქვს მე ...   Jul 1 2014, 03:06 PM
iohanan   კიდევ გიმეორებ ანტ...   Jul 1 2014, 03:19 PM
iohanan   ანტიქრისტეს სიკვდ...   Jul 1 2014, 03:33 PM
G_saxva   iohanan ვაშლმა? იქნებ ხ...   Jul 1 2014, 04:28 PM
MIRDAT   კიდევ გიმეორებ ან...   Jul 1 2014, 04:54 PM
G_saxva   MIRDAT ძნელია არ დაგეთ...   Jul 1 2014, 05:00 PM
A.V.M   მანდილი ჩავაგდო?   Jul 1 2014, 06:17 PM
iohanan   ანტიქრისტეს ბეჭედ...   Jul 1 2014, 07:54 PM
A.V.M   გეყოთ კაცო . აიდი ბა...   Jul 1 2014, 10:52 PM
G_saxva   iohanan არა იცი ა მომენტ...   Jul 2 2014, 01:07 AM
damiane80   iohanan ჩემთვის მართლ...   Jul 2 2014, 08:02 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 04:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი